თბილისელი თავადი დამსახურებული პარაგვაელი
თბილისელი თავადი დამსახურებული პარაგვაელი
იასონ თუმანოვის ჩამოყალიბებულმა პარაგვაის სამდინარო ფლოტმა ბოლივიასთან ომში თავი გამოიჩინა. ეს ამბავი ერთ-ერთ ქართველს გადახდა თავს, რომელიც ბედის უკუღმართობის გამო შორეულ სამხრეთ ამერიკაში აღმოჩნდა. მას, როგორც ბევრ ჩვენს თანამემამულეს, მაშინ ყველგან რუსად მიიჩნევდნენ.

იასონ თუ­მა­ნო­ვი 1924 წელს, ერთ-ერ­თ­მა სამ­ხ­რე­თა­მე­რი­კულ­მა ქვე­ყა­ნამ, პა­რაგ­ვა­იმ მი­იწ­ვია სამ­დი­ნა­რო ფლო­ტის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად. თუ­მა­ნოვს უარი არ უთ­ქ­ვამს და ბულ­გა­რე­თის ქა­ლაქ ბურ­გა­სი­დან, სა­დაც იგი ცხოვ­რობ­და, პა­რაგ­ვა­ის დე­და­ქა­ლაქ ასუნ­სი­ონ­ში გა­
და­ბარ­გ­და. იქ მი­სი ძვე­ლი ნაც­ნო­ბე­ბი - ცნო­ბი­ლი თეთ­რი გე­ნე­რა­ლი ივან ბე­ლი­ა­ე­ვი და თბი­ლი­სე­ლი რუ­სი კა­ვა­ლე­რის­ტი ალექ­სანდრ ერ­ნი, პა­რაგ­ვა­ე­ლებს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მო­დერ­ნი­ზე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. თუ­მა­ნო­ვიც რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტ­მა სწო­რედ მა­თი რჩე­ვით მი­იწ­ვია.

პა­რაგ­ვა­ი­ში ჩა­სულ­მა თუ­მა­ნოვ­მა შე­იტყო, რომ ამ ქვე­ყა­ნას ზღვა­ზე გა­სას­ვ­ლე­ლი არ ჰქონ­და. მდი­ნა­რე პა­რა­ნა კი, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას შუ­ა­ზე კვეთს, ნა­ოს­ნო­ბის­თ­ვის გა­მო­სა­დე­გი იყო. ამა­ვე მდი­ნა­რის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე მდე­ბა­რე ოლ­ქი
- გრან-ჩა­კო ბო­ლი­ვი­ა­სა და პა­რაგ­ვა­ის შო­რის სა­და­ვო იყო და ასუნ­სი­ონ­ში, ისე­ვე რო­გორც ლა-პას­ში, კარ­გა ხნის წინ და­ეწყოთ სა­ო­მა­რი სამ­ზა­დი­სი. ბო­ლი­ვი­ა­ში, ძი­რი­თა­დად, გერ­მა­ნელ ოფიც­რო­ბას ეპა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ, პა­რაგ­ვა­ი­ში კი რუს თეთ­რ­გ­ვარ­დი­ე­ლებ­სა და ბრი­ტა­ნე­ლებს. ასუნ­სი­ონ­ში ჩა­სულ იასონ თუ­მა­ნოვს მე­ფე­სა­ვით დახ­ვ­დ­ნენ - ქა­ლა­ქის პრეს­ტი­ჟულ გა­რე­უ­ბან­ში უზარ­მა­ზა­რი მა­მუ­ლი აჩუ­ქეს და რა­საც ითხოვ­და, ჯა­მა­გი­რად იმა­ზე ორ­ჯერ მე­ტი არ­გუ­ნეს.

1932 წლის 15 ივ­ნისს, დი­ლის 4 სა­ათ­ზე დაწყე­ბუ­ლი ჩა­კოს ომი, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლუ­რად მხო­ლოდ მომ­დევ­ნო წლის 10 მა­ისს გა­მოცხად­და, თა­ვი­დან ბო­ლი­ვი­ელ­თა უპი­რა­ტე­სო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. პა­რაგ­ვა­ის არ­მი­ამ მდი­ნა­რე პა­რა­ნამ­დე და­ი­ხია და სწო­რედ მა­შინ ჩა­ე­ბა ბრძო­ლა­ში იასონ თუ­მა­ნო­ვის შექ­მ­ნილ-გაწ­ვ­რ­თ­ნი­ლი სამ­ხედ­რო-სამ­დი­ნა­რო ფლო­ტი. ეს კი უკ­ვე პა­რაგ­ვა­ელ­თა უპი­რა­ტე­სო­ბა იყო, რამ­დე­ნა­დაც მა­თი მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ე­ბი არ ელოდ­ნენ, თუ სახ­მე­ლე­თო სა­ხელ­მ­წი­ფოს ესო­დენ ძლი­ე­რი და მო­ბი­ლუ­რი სამ­დი­ნა­რო ფლო­ტი ეყო­ლე­ბო­და. მეზღ­ვა­ურ­თა წარ­მა­ტე­ბით გულ­მო­ცე­მუ­ლი პა­რაგ­ვა­ე­ლი ქვე­ი­თე­ბი შე­ტე­ვა­ზე გა­და­ვიდ­ნენ და ბო­ლი­ვი­ე­ლებს უკან და­ხე­ვაც მა­ლე აიძუ­ლეს, თუმ­ცა ამ უკა­ნას­კ­ნე­ლებ­მა მა­ინც მო­ა­ხერ­ხეს და ტყვედ იგ­დეს ხო­მალ­დი "სან-ისი­დო­რო".

პა­რაგ­ვა­ის არ­მი­ამ მთელ ფრონ­ტ­ზე შე­უ­ტია ბო­ლი­ვი­ე­ლებს და ორ-სამ კვი­რა­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბა­საც მი­აღ­წია. იასონ თუ­მა­ნო­ვი შემ­დ­გომ­ში, ქვეყ­ნის წი­ნა­შე გა­წე­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის­თ­ვის პა­რაგ­ვა­ის პრე­ზი­დენ­ტ­მა ეუსე­ბიო აიალამ ოქ­როს მედ­ლით და­ა­ჯილ­დო­ვა.
თა­ვა­დი იასონ თუ­მა­ნო­ვი (თუ­მა­ნიშ­ვი­ლი) შემ­დ­გომ­ში გახ­და პა­რაგ­ვა­ის პრე­ზი­დენტ ხო­სე ეს­ტი­გა­რი­ბი­ას (1888-1940) ფლო­ტის მთა­ვა­რი მრჩე­ვე­ლი.

თა­ვა­დი თუ­მა­ნო­ვი ფლობ­და სამ­დი­ნა­რო და სა­ო­კე­ა­ნო ფლო­ტე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბულ სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბა­თა შე­სა­შურ გა­მოც­დი­ლე­ბას.
იგი და­ი­ბა­და 1883 წლის 2 ოქ­ტომ­ბერს, თბი­ლის­ში, თა­ვად კონ­ს­ტან­ტი­ნე მი­ხე­ი­ლის ძე თუ­მა­ნო­ვის (თუ­მა­ნიშ­ვი­ლის) ოჯახ­ში.
1904 წელს და­ამ­თავ­რა კა­დეტ­თა საზღ­ვაო კორ­პუ­სი, სა­ნაღ­მო საქ­მი­სა და სა­არ­ტი­ლე­რიო და­მა­ტე­ბი­თი მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი კურ­სი და 1913 წელს - ნი­კო­ლო­ზის საზღ­ვაო აკა­დე­მია.

1901-1917 წლებ­ში მსა­ხუ­რობ­და რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ფლოტ­ში. გა­ი­ა­რა საზღ­ვაო ოფიც­რის ყვე­ლა სა­ფე­ხუ­რი.
მო­ნა­წი­ლე­ობ­და 1904-1905 წლე­ბის რუ­სეთ-იაპო­ნი­ის ომ­ში. ერთ-ერ­თი ბრძო­ლის დროს და­იჭ­რა ზურ­გ­სა და ხელ­ში ნაღ­მის ნამ­ს­ხ­ვ­რე­ვით, მოხ­ვ­და იაპო­ნელ­თა ტყვე­ო­ბა­ში. ტყვე­ო­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ მსა­ხუ­რობ­და ვახ­ტის უფ­რო­სად ნაღ­მო­სან კრე­ი­სერ­ზე, პე­ტერ­გო­ფის საზღ­ვაო დაც­ვის #2 კა­ტე­რის მე­თა­უ­რად, კას­პი­ის ფლო­ტი­ლი­ის სა­კა­ნო­ნე­რო გემ­ზე, სა­კა­ნო­ნე­რო გე­მის ვახ­ტის უფ­რო­სად.
მო­ნა­წი­ლე­ობ­და 1914-1918 წლე­ბის პირ­ველ მსოფ­ლიო ომ­ში. ომის დროს ას­რუ­ლებ­და შა­ვი ზღვის ფლო­ტის შტა­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი ნა­წი­ლის უფ­როს ფლა­გო­ფიც­რის მო­ვა­ლე­ო­ბას.

იასონ თუმანიშვილი (მარჯვნივ)

1916 წლის 30 დე­კემ­ბერს მი­ე­ნი­ჭა II რან­გის კა­პიტ­ნის საზღ­ვაო წო­დე­ბა.
1917 წლის აგ­ვის­ტო­ში დრო­ე­ბი­თი მთავ­რო­ბის მი­ერ და­ი­ნიშ­ნა დამ­ხ­მა­რე გემ "იმ­პე­რა­ტორ ტრა­ი­ა­ნეს" მე­თა­უ­რად.
საბ­რ­ძო­ლო დამ­სა­ხუ­რე­ბის­თ­ვის და­ჯილ­დოვ­და მრა­ვა­ლი მედ­ლი­თა და ორ­დე­ნით.
1918 წლის აგ­ვის­ტომ­დე ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში მე­თა­უ­რობ­და სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის დაც­ვის ფლო­ტი­ლი­ას (გოქ­ჩის ტბა­ზე), შემ­დეგ სარ­დ­ლობ­და ას­ტ­რა­ხა­ნის სამ­ხა­რეო მთავ­რო­ბის ვოლ­გა-კას­პი­ის ფლო­ტი­ლი­ას.

ამის მე­რე მსა­ხუ­რობ­და ჩრდი­ლო­ეთ რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლ ძა­ლებ­ში სამ­დი­ნა­რო ძა­ლე­ბის ერთ-ერ­თი დი­ვი­ზი­ო­ნის ფლაგ­კა­პიტ­ნად და შა­ვი ზღვის ფლო­ტის სამ­მარ­თ­ვე­ლოს შტა­ბის უფ­როს­თან და­ვა­ლე­ბა­თა შტა­ბო­ფიც­რად. ასე­ვე მსა­ხუ­რობ­და შა­ვი ზღვის პორ­ტე­ბის სამ­ხედ­რო კონ­ტ­რ­დაზ­ვერ­ვის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სად.

1920 წლის 28 მარტს, გე­ნე­რალ ვრან­გე­ლის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბით მი­ე­ნი­ჭა I რან­გის საზღ­ვაო კა­პიტ­ნის წო­დე­ბა.
ამა­ვე წლის ნო­ემ­ბერ­ში ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლი იყო ყი­რი­მი­დან კონ­ს­ტან­ტი­ნო­პოლ­ში, შემ­დეგ სერ­ბეთ­ში, ხო­ლო 1924 წელს ჯერ ურუგ­ვა­ი­ში, 1925 წელს კი - პა­რაგ­ვა­ი­ში.

თავ­და­პირ­ვე­ლად და­იწყო სამ­სა­ხუ­რი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კო­სად და ას­წავ­ლი­და საზღ­ვაო სას­წავ­ლე­ბელ­ში.
1928 წლის ბო­ლო­დან სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბის დაწყე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­ნიშ­ნა სამ­დი­ნა­რო ძა­ლე­ბის სარ­დ­ლის მრჩევ­ლად. გა­ემ­გ­ზავ­რა ფრონ­ტის ხაზ­ზე, სა­დაც უწევ­და სა­კონ­სულ­ტა­ციო დახ­მა­რე­ბას პა­რაგ­ვა­­ელ მეზღ­ვა­უ­რებს.
ამ მოვ­ლე­ნებს მი­უძღ­ვ­ნა მან მო­გო­ნე­ბა­თა წიგ­ნი.

სახმელეთო ბრძოლების მონაწილე პარაგვაელი ჯარისკაცები ჩაკოს ომში

მო­ნა­წი­ლე­ობ­და სამ­დი­ნა­რო ბრძო­ლებ­ში ჩა­კოს ომის დროს პა­რაგ­ვა­ი­სა და ბო­ლი­ვი­ას შო­რის (1932-1935) და ცალ­კე­ულ ექ­ს­პე­დი­ცი­ებ­ში. ძი­რი­თად მის ამო­ცა­ნას წარ­მო­ად­გენ­და რიო-ვერ­დეს (მწვა­ნე მდი­ნა­რის) შეს­წავ­ლა ჯა­რე­ბის­თ­ვის ტვირ­თე­ბის გა­და­ზიდ­ვის მიზ­ნით.
საბ­რ­ძო­ლო დამ­სა­ხუ­რე­ბის­თ­ვის მი­ე­ნი­ჭა პა­რაგ­ვა­ის II რან­გის კა­პიტ­ნის წო­დე­ბა (Capitan de fre­ga­ta) და და­ი­ნიშ­ნა ფლო­ტის პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სად. შემ­დ­გომ მი­ე­ნი­ჭა პა­რაგ­ვა­ის ფლო­ტის I რან­გის კა­პიტ­ნის წო­დე­ბა (Capitan de fre­ga­ta prin­ci­pe) და სამ­სა­ხუ­რის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად ფლოტ­ში დარ­ჩა, სა­დაც ეკა­ვა სამ­ხედ­რო პრე­ფექ­ტუ­რის (ფლო­ტის მმარ­თ­ვე­ლო­ბის ორ­გა­ნო) მრჩევ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა. აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და რუ­სუ­ლი კო­ლო­ნი­ის ცხოვ­რე­ბა­შიც.

ცხოვ­რობ­და ქა­ლაქ ასუნ­სი­ონ­ში, ას­წავ­ლი­და სამ­ხედ­რო-საზღ­ვაო სკო­ლა­ში.
1939-1954 წლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და ასუნ­სი­ო­ნის მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა­ში, იბეჭ­დე­ბო­და საზღ­ვაო ემიგ­რან­ტულ გა­მო­ცე­მებ­ში, იყო "რუ­სუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ცენ­ტ­რის" სა­პა­ტიო ვი­ცე-თავ­მ­ჯ­დო­მა­რე, ამე­რი­კა­ში რუ­სე­თის სა­იმ­პე­რა­ტო­რო ფლო­ტის ოფი­ცერ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი კო­მი­სი­ის წევ­რი.

 იასონ თუმანიშვილის საფლავი ასუნსიონში

ავ­ტო­რია რუ­სუ­ლად გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნი­სა "მიჩ­მა­ნე­ბი ომ­ში" (1930 წე­ლი).
გარ­და­იც­ვა­ლა 1955 წლის 20 ოქ­ტომ­ბერს ასუნ­სი­ონ­ში და იქ­ვე დაკ­რ­ძა­ლეს.
ბო­ლო გზა­ზე მას მი­ა­ცი­ლებ­დ­ნენ არა მხო­ლოდ რუ­სუ­ლი კო­ლო­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, არა­მედ პა­რაგ­ვა­ე­ლი მეზღ­ვა­უ­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც არ ივიწყებ­დ­ნენ მის დამ­სა­ხუ­რე­ბას "მე­ო­რე სამ­შობ­ლოს" წი­ნა­შე.

მა­მუ­კა გო­გი­ტი­ძე
ის­ტო­რი­ის აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რი, პოლ­კოვ­ნი­კი
ჟურნალი "ისტორიანი",#39
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თვის კითხვადი სტატიები