ერთი ეთნოსი და ორი ხალხი
30-06-2018
ერთი ეთნოსი და ორი ხალხი
ყარაჩაელებისა და ბალყართა წინაპრები ყივჩაღებიც ყოფილან და... სვანებიც

ძირძველ კავკასიურ ეთნოსებთან ერთად, ჩრდილოეთ კავკასიაში თურქულენოვანი ხალხებიც მკვიდრობენ, მათ შორის ყარაჩაელები და მათი უახლოესი მონათესავე ბალყარები. ყარაჩაული ენა ალათაურ ენათა ოჯახის თურქული ჯგუფის ყივჩაღურ ქვეჯგუფს განეკუთვნება. ყარაჩაელები და ბალყარები იალბუზის გარშემო მკვიდრობენ. ეს მთა თითქმის ერთ ენაზე მოლაპარაკე ხალხს ორ ნაწილად ყოფს. დასავლეთი ნაწილი ყარაჩაელებს უკავიათ, აღმოსავლეთი - ბალყარებს.

მკვლე­ვარ­თა აზ­რით, ბალ­ყა­რე­თი­სა და ყა­რა­ჩა­ის მო­სახ­ლე­ო­ბის 20-30% ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბი­საა (სვა­ნე­თი­დან გა­და­სახ­ლე­ბულ­ნი). ის­ტო­რი­უ­ლად
არც ერთ ყა­რა­ჩა­ელ­სა და ბალ­ყარს სა­ქარ­თ­ვე­ლოს წი­ნა­აღ­მ­დეგ ომებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია, ხო­ლო იქა­ურ საგ­ვა­რე­უ­ლო­თა ერ­თი ნა­წი­ლი თავს დღე­საც ქარ­თ­ველ­თა შთა­მო­მავ­ლად მი­იჩ­ნევს და სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი აკავ­ში­რებთ.

თა­უ­ლე­ბი და ბა­სი­ა­ნე­ბი

ყა­რა­ჩა­ე­ლე­ბი და ბალ­ყა­რე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ბალ­ყა­რე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე - ბაქ­სა­ნის ხე­ო­ბა­ში ერ­თ­მა­ნე­თის გვარ­დიგ­ვერდ ცხოვ­რობ­დ­ნენ. XVII-XVIII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნა­ზე ყა­რა­ჩა­ე­ლე­ბი
ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ კავ­კა­სი­ა­ში, ყუ­ბა­ნის სა­თა­ვე­სა და თე­ბერ­დის აუზ­ში გა­და­სახ­ლ­დ­ნენ. ამი­ტო­მაც დღეს ყა­რა­ჩა­ე­ლე­ბი ყა­რა­ჩაი-ჩერ­ქე­ზე­თის, ხო­ლო ბალ­ყა­რე­ბი - ყა­ბარ­დო-ბალ­ყა­რე­თის რეს­პუბ­ლი­კებ­ში აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ.
ახ­ლან­დელ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში ყა­რა­ჩა­ელ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ 170 ათას კაცს გა­და­ა­ჭარ­ბა, ცალ­კე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი ცხოვ­რო­ბენ აგ­რეთ­ვე შუა აზი­ა­ში, ყა­ზა­ხეთ­ში, თურ­ქეთ­ში, აშშ-ში (20 ათა­სი კა­ცი). ბალ­ყარ­თა რიცხ­ვი კი შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბია. ყა­ბარ­დო-ბალ­ყა­რეთ­ში 104 ათა­სამ­დე ბალ­ყა­რი მკვიდ­რობს.

ყა­რა­ჩა­ე­ლებს დამ­წერ­ლო­ბა რუ­სუ­ლი გრა­ფი­კის სა­ფუძ­ველ­ზე 1937 წლი­დან აქვთ. შე­და­რე­ბით ად­რე, 1924 წელს (თავ­და­პირ­ვე­ლად ლა­თი­ნურ, შემ­დეგ რუ­სულ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით) შე­იქ­მ­ნა ბალ­ყა­რუ­ლი ან­ბა­ნი.
ან­თ­რო­პო­ლო­გი­უ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ყა­რა­ჩა­ელ­თა და ყა­ბარ­დო­ელ­თა ფი­ზი­კუ­რი ტი­პი ევ­რო­პე­ი­დუ­ლი რა­სის მა­ღალ­მ­თი­ან კავ­კა­სი­ო­ნურ ტიპს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა.

ყა­რა­ჩა­ელ­თა თვით­სა­ხელ­წო­დე­ბაა ყა­რა­ჩა­ი­ლი­ლა. ამას გარ­და, ისი­ნი ისე­ვე რო­გორც ბალ­ყა­რე­ბი, სა­კუ­თარ თავს თა­ულს (თუ­ლუს, თა­უ­ლულს) უწო­დე­ბენ, რაც მათ ენა­ზე მთი­ელს აღ­ნიშ­ნავს. ყა­რა­ჩაი თურ­ქუ­ლი სა­ხე­ლია (ყა­რა - შა­ვი, ჩაი - მდი­ნა­რე), თუმ­ცა ყა­რა­ჩა­ელ­თა გად­მო­ცე­მით, ამ სა­ხელს ისი­ნი უკავ­ში­რე­ბენ წი­ნა­პარს, წი­ნამ­ძღოლ - ყარ­ჩას, რო­მელ­მაც თა­ვი­სი ხალ­ხი ყი­რი­მი­დან თუ ოქ­როს ურ­დო­დან გა­მო­იყ­ვა­ნა.

რუ­სულ წყა­რო­ებ­ში ყა­რა­ჩა­ე­ლე­ბი პირ­ვე­ლად 1639-1640 წლებ­ში მო­იხ­სე­ნი­ეს. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში მა­თი ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ იტა­ლი­ე­ლი არ­ქან­ჯე­ლო ლამ­ბერ­ტი წერ­და: "ლა­პა­რა­კო­ბენ თურ­ქუ­ლად, ოღონდ ძა­ლი­ან სწრა­ფად". 1743 წლის რუ­სულ დო­კუ­მენ­ტ­ში კი ყუ­ბა­ნის სა­თა­ვე­ში გან­სახ­ლე­ბულ "თათ­რულ ენა­ზე" მო­ლა­პა­რა­კე ხალ­ხი მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია ეთ­ნო­ნი­მით ხა­რა­ჩაი. სა­ყუ­რადღე­ბოა, რომ სა­მეგ­რე­ლოს მკვიდ­რ­ნი მათ ალა­ნებს უწო­დებ­დ­ნენ. მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ყა­რა­ჩა­ელ­თა გან­სახ­ლე­ბის ად­გილ­ზე თავ­და­პირ­ვე­ლად ირა­ნუ­ლი მოდ­გ­მის ალა­ნებს უნ­და ეცხოვ­რათ.

ქარ­თულ წყა­რო­ებ­ში ბალ­ყა­რებს ბა­სი­ა­ნის სა­ხე­ლით მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, ხო­ლო ბალ­ყა­რე­ბი მთის თათ­რე­ბად იწო­დე­ბოდ­ნენ.
ყა­რა­ჩა­ელ­თა და ბალ­ყარ­თა წი­ნაპ­რე­ბი - ყივ­ჩა­ღე­ბი ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის სტე­პებ­სა და სამ­ხ­რეთ უკ­რა­ი­ნა­ში ბი­ნად­რობ­დ­ნენ. XIII სა­უ­კუ­ნის ავ­ტო­რი იბნ ალ ასი­რი წერს მონ­ღოლ­თა შე­მო­სე­ვე­ბის დროს (1223 წ.) ყივ­ჩაღ­თა ნა­წი­ლის მთებ­ში გაქ­ცე­ვა­ზე. სწო­რედ ამ დროს ხდე­ბა თურ­ქუ­ლე­ნო­ვა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის მთებ­ში შეს­ვ­ლა, ბარ­ში მცხოვ­რე­ბი თურ­ქე­ბის მთი­ე­ლე­ბად ქცე­ვა, მა­თი შე­რე­ვა ად­გი­ლობ­რივ ირა­ნუ­ლე­ნო­ვან მო­სახ­ლე­ო­ბას­თან და მო­სულ­თა მი­ერ დამ­ხ­ვ­დურ­თა ენობ­რი­ვი ასი­მი­ლა­ცია.
ყარაჩაელებსა და ბალყარებს თითქმის ისეთივე ქუდები ეხურათ, როგორიც სვანებს
ის­ტო­რი­უ­ლი პა­რა­ლე­ლე­ბი
ყა­რა­ჩა­ე­ლე­ბი სამ­ხ­რე­თით ესაზღ­ვ­რე­ბი­ან აფხა­ზებ­სა და ქარ­თ­ვე­ლებს (სვა­ნებს); აღ­მო­სავ­ლე­თით იალ­ბუ­ზის მთა ყა­რა­ჩა­ე­ლებს ბალ­ყა­რა­ლე­ბი­სა და ყა­ბარ­დო­ე­ლე­ბის­გან გა­მოჰ­ყოფს, ჩრდი­ლო­ე­თი­თა და და­სავ­ლე­თით ესაზღ­ვ­რე­ბი­ან ჩერ­ქე­ზე­ბი, აბა­ზე­ბი და ნო­ღა­ე­ლე­ბი. ყა­რა­ჩა­ელ­თა და ბალ­ყარ­თა და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქ­ტე­ბი ზღვის დო­ნი­დან 1500 მეტ­რ­ზე და უფ­რო მაღ­ლა მდე­ბა­რე­ობს. რთუ­ლი იყო ყა­რა­ჩა­ელ­თა ეთ­ნო­გე­ნე­ზი, უფ­რო სწო­რად, რთუ­ლი ის მეც­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის აღ­მოჩ­ნ­და, რა­საც მა­თი ეთ­ნო­გე­ნე­ზის შე­სა­ხებ თერ­თ­მე­ტი ჰი­პო­თე­ზის არ­სე­ბო­ბაც ადას­ტუ­რებს. ყვე­ლა­ზე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლია ორი შე­ხე­დუ­ლე­ბა: 1) ყივ­ჩა­ღურ-ალა­ნუ­რი და 2) ყივ­ჩა­ღურ-ალა­ნურ-კავ­კა­სი­უ­რი.

ყა­რა­ჩა­ელ­თა და ბალ­ყარ­თა ეთ­ნო­გე­ნეზ­ში თუ არა, ეთ­ნი­კურ ის­ტო­რი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­უ­ღი­ათ და­ღეს­ტ­ნე­ლებ­სა და ქარ­თ­ვე­ლებს (სვა­ნებს). ცნო­ბი­ლია, რომ მა­თი გან­სახ­ლე­ბის არე­ა­ლის სამ­ხ­რეთ მო­ნაკ­ვეთ­ში სვან­თა და­სახ­ლე­ბე­ბი იყო. ყა­რა­ჩა­ელ­თა კავ­კა­სი­ო­ნუ­რი ან­თ­რო­პო­ლო­გი­უ­რი ტი­პი მეც­ნი­ე­რებს აფიქ­რე­ბი­ნებს, რომ კავ­კა­სი­ა­ში შე­მო­სულ­მა თურ­ქუ­ლე­ნო­ვან­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ მო­ახ­დი­ნა აქ მცხოვ­რე­ბი სვა­ნე­ბის ასი­მი­ლა­ცია.

აღ­ნიშ­ნუ­ლის და­მა­დას­ტუ­რებ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ აგ­რეთ­ვე ლექ­სი­კურ მო­ნა­ცე­მებს, ტო­პო­ნი­მი­ურ პა­რა­ლე­ლებს, ფოლ­კ­ლორს, გვა­რე­ბის მო­ნა­თე­სა­ო­ბას, ბალ­ყა­რე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სვა­ნუ­რი კოშ­კე­ბის არ­სე­ბო­ბას. ყა­რა­ჩა­ი­ში არის გვა­რი "ებ­ზე­ლერ". ხო­ლო "ებ­ზე" ქარ­თ­ვე­ლე­ბის (სვა­ნე­ბის) აღ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლი ყა­რა­ჩა­უ­ლი სა­ხელ­წო­დე­ბაა. აქ­ვე მკვიდ­რობს ოთარ­ლა­რის გვა­რი, რომ­ლე­ბიც ბალ­ყა­რეთ­ში და­დეშ­ქე­ლი­ა­ნე­ბის ერთ-ერ­თი გან­შ­ტო­ე­ბის შთა­მო­მა­ვალ­ნი არი­ან. სა­ის­ტო­რიო დო­კუ­მენ­ტებ­ში ყა­რა­ჩა­ელ­თა, ბალ­ყარ­თა და ქარ­თ­ველ მთი­ელ­თა - სვან­თა ქორ­წი­ნე­ბის ფაქ­ტე­ბი­ცაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. მეც­ნი­ე­რე­ბი წე­რენ, რომ ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის თურ­ქუ­ლე­ნო­ვან მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის XVIII სა­უ­კუ­ნის 40-იან წლებ­ში კვლავ ის­მო­და სვა­ნუ­რი მეტყ­ვე­ლე­ბა.

დამ­კ­ვირ­ვე­ბელ­თა ცნო­ბით, XVIII სა­უ­კუ­ნე­ში აქ მცხოვ­რებ სვა­ნებს კვლავ იმე­რუ­ლად ეც­ვათ და, სხვა­თა შორის, ყა­რა­ჩა­ე­ლებ­სა და ბალ­ყა­რებს თით­ქ­მის ისე­თი­ვე ქუ­დე­ბი ეხუ­რათ, რო­გორ­საც ძვე­ლად სვა­ნეთ­ში ატა­რებ­დ­ნენ. ამ­დე­ნად, ყა­რა­ჩა­ელ­თა (და ბალ­ყარ­თა) ეთ­ნო­გე­ნეზ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს ად­გი­ლობ­რივ­მა კავ­კა­სი­ურ­მა ეთ­ნო­სებ­მა და მო­სულ­მა ირა­ნუ­ლე­ნო­ვან­მა და თურ­ქუ­ლე­ნო­ვან­მა ტო­მებ­მა. ამათ­გან ირა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი ალა­ნე­ბის მოს­ვ­ლა ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად წინ უს­წ­რებ­და თურ­ქუ­ლე­ნო­ვა­ნი ყივ­ჩა­ღე­ბის მიგ­რა­ცი­ას.

ყა­რა­ჩა­ე­ლე­ბი და ბალ­ყა­რე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თი ხალ­ხია, ერ­თი ეთ­ნო­სია. მაგ­რამ, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მათ სა­ერ­თო თვით­შეგ­ნე­ბა არ აქვთ.
ყა­რა­ჩა­ე­ლე­ბი სარ­წ­მუ­ნო­ე­ბით მუს­ლი­მი სუ­ნი­ტე­ბი არი­ან. მათ საკ­მა­ოდ გვი­ან (XVIII სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში) მი­ი­ღეს ის­ლა­მი, დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მარ­თე­ბი იყ­ვ­ნენ. დრო­დად­რო ყა­რა­ჩა­ელ­თა ერ­თი ნა­წი­ლი ქრის­ტი­ან­დე­ბო­და.

ის­ლა­მის გავ­რ­ცე­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, შე­მორ­ჩე­ნი­ლი იყო არა­ერ­თი წი­ნა­რე რწმე­ნა-წარ­მოდ­გე­ნა. ყა­რა­ჩა­ელ­თა უმაღ­ლე­სი ღვთა­ე­ბა იყო ტე­ი­რი/ტენ­გ­რი, რაც ცას აღ­ნიშ­ნავ­და. ყა­რა­ჩა­ე­ლებ­მა იცოდ­ნენ ხე­ე­ბის, ქვის ლო­დე­ბის თაყ­ვა­ნის­ცე­მა. ყვე­ლა გვარს თა­ვი­სი სა­ლო­ცა­ვი ქვა ჰქონ­და. სწამ­დათ მფარ­ვე­ლი სუ­ლე­ბი­საც. ნა­დი­რო­ბის ღვთა­ე­ბა იყო ფსა­ტი, ცხვრე­ბის მფარ­ვე­ლი - ათ­მუ­ში, მდი­ნა­რე­ში კი წყლის დე­და ცხოვ­რობ­და.
ბალ­ყა­რე­თის ის­ლა­მი­ზა­ცია XVII სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და­იწყო, თუმ­ცა კარ­გა ხანს ბალ­ყარ­თა რწმე­ნა-წარ­მოდ­გე­ნე­ბი ქრის­ტი­ა­ნო­ბის, ის­ლა­მი­სა და წარ­მარ­თო­ბის ნა­ზავს წარ­მო­ად­გენ­და. ის­ლა­მის გავ­რ­ცე­ლე­ბას თან ახ­ლ­და წარ­მარ­თუ­ლი და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ძეგ­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა, თუმ­ცა სო­ფელ ბი­ზინ­გის ახ­ლოს მდე­ბა­რე ეკ­ლე­სი­ა­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლი იყო წმინ­და გი­ორ­გის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა XIX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხევ­რამ­დე. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ეთაყ­ვა­ნე­ბოდ­ნენ წმინ­და ქვებ­საც და წმინ­და ხე­საც, რო­მელ­საც ტრა­დი­ცი­ულ ღვე­ზელს უცხობ­დ­ნენ.

ერ­თი უღ­ლის ქვეშ
XVI-XVIII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ყა­რა­ჩა­ე­ლე­ბი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას უწევ­დ­ნენ ყი­რი­მის ხა­ნებს, ჰქონ­დათ ურ­თი­ერ­თო­ბა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფე­ო­და­ლურ ერ­თე­უ­ლებ­თან, დიდ ყა­ბარ­დოს­თან. და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყ­ვ­ნენ დიდ ყა­ბარ­დო­ზე, ჰგავ­დ­ნენ მათ სო­ცი­ა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რი­თა და კულ­ტუ­რულ-ყო­ფით წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბით. 1828 წელს ყა­რა­ჩა­ე­ლე­ბი სა­ბო­ლო­ოდ შე­ვიდ­ნენ რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში. 1870-იან წლებ­ში მთი­ელ ყა­რა­ჩა­ელ­თა ერ­თი ნა­წი­ლი თურ­ქეთ­ში გა­და­სახ­ლ­და. 1920 წელს შე­იქ­მ­ნა ყა­რა­ჩა­ის ოკ­რუ­გი, 1922 წელს - ყა­რა­ჩაი-ჩერ­ქე­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ოლ­ქი, 1926 წელს - ყა­რა­ჩა­ის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ოლ­ქი, რო­მე­ლიც გა­უქ­მ­და 1943 წელს ყა­რა­ჩა­ელ­თა შუა აზი­ა­ში დე­პორ­ტა­ცი­ის გა­მო. გა­და­სახ­ლე­ბა­ში ყა­რა­ჩა­ელ­თა და­ახ­ლო­ე­ბით მე­სა­მე­დი და­ი­ღუ­პა. 1957 წელს ისი­ნი სამ­შობ­ლო­ში და­აბ­რუ­ნეს და ყა­რა­ჩაი-ჩერ­ქე­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ოლ­ქი აღ­დ­გა, ამ­ჟა­მად რეს­პუბ­ლი­კა, დე­და­ქა­ლაქ ჩერ­კეს­კით.

ყა­რა­ჩა­ელ­თა ბე­დი გა­ი­ზი­ა­რეს ბალ­ყა­რებ­მაც. ისი­ნიც შუა აზი­ა­ში გა­და­ა­სახ­ლეს, სა­დაც ბევ­რი მათ­გა­ნი და­ი­ღუ­პა, 1957 წელს კი უკან დაბ­რუ­ნე­ბის ნე­ბა დარ­თეს და ყა­ბარ­დო-ბალ­ყა­რე­თის ოლ­ქიც აღ­დ­გა, ამ­ჟა­მად რეს­პუბ­ლი­კა, დე­და­ქა­ლაქ ნალ­ჩი­კით.

მე­ურ­ნე­ო­ბა
ყა­რა­ჩა­ელ­თა და ბალ­ყარ­თა მთა­ვა­რი სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბა იყო მეცხო­ვე­ლე­ო­ბა. ყა­რა­ჩა­ე­ლე­ბი პი­რუტყვს ზაფხულ­ში მთის სა­ძოვ­რებ­ზე მი­ე­რე­კე­ბოდ­ნენ, ზამ­თარ­ში კი ტყის ნა­პი­რებ­ზე, მთე­ბის სამ­ხ­რეთ ფერ­დო­ბებ­სა და დაბ­ლობ­ში აბა­ლა­ხებ­დ­ნენ. უხეშ­მატყ­ლი­ან­თა შო­რის ყა­რა­ჩა­უ­ლი ჯი­შის ცხვა­რი სა­უ­კე­თე­სო იყო, ხო­ლო ად­გი­ლობ­რი­ვი ჯი­შის ცხე­ნი კა­ვა­ლე­რი­ა­შიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. უგ­ზო­ო­ბის პი­რო­ბებ­ში მძი­მე სა­პალ­ნის გა­და­სა­ტა­ნად სა­ხე­და­რი შე­უც­ვ­ლე­ლი იყო.
აბაევების კოშკი
ყა­რა­ჩა­ის მთის სა­ძოვ­რე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი "ფე­ო­დალ­თა" ხელ­ში იყო თავ­მოყ­რი­ლი. სა­ზამ­თ­რო სა­ძოვ­რე­ბი მთელ გვარს ეკუთ­ვ­ნო­და, კომ­ლე­ბი ფლობ­დ­ნენ სარ­წყავ-სა­თი­ბებს. მდი­და­რი მე­სა­ქონ­ლე­ე­ბი მთი­ბა­ვე­ბად გა­რე სა­მუ­შა­ო­ზე წა­სულ ქარ­თ­ველ­თა (სვა­ნე­ბის, რაჭ­ვე­ლე­ბის) შრო­მას იყე­ნებ­დ­ნენ. თა­ვის მხრივ, ყა­რა­ჩა­ე­ლე­ბი სა­მუ­შა­ოდ მი­დი­ოდ­ნენ კა­ზაკ­თა სტა­ნი­ცებ­სა და მე­ზო­ბელ აულებ­ში, სა­დაც ცხე­ნის მე­ჯო­გე­ე­ბად (მე­რე­მე­ე­ბად), მე­სა­ქონ­ლე­ე­ბად მუ­შა­ობ­დ­ნენ.

მსხვი­ლი მე­სა­ქონ­ლე­ე­ბი პი­რუტყვს სამ­ხ­რეთ კავ­კა­სი­ა­სა და ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის დაბ­ლობ­ში ყიდ­დ­ნენ. მატყ­ლის­გან ნა­ბადს, ქუ­დებს ამ­ზა­დებ­დ­ნენ. ცხვრის ტყა­ვის­გან - ფა­ფა­ხებს, ქურ­ქებ­სა და ფეხ­საც­მელს.

ბალ­ყა­რე­ბიც ძვე­ლის­ძ­ვე­ლი მეცხო­ვე­ლე­ე­ბი არი­ან. მის­დევდ­ნენ მეცხ­ვა­რე­ო­ბას, მსხვილ­ფე­ხა რქო­სა­ნი პი­რუტყ­ვის მო­შე­ნე­ბას, მეცხე­ნე­ო­ბას, ჰყავ­დათ თხე­ბი. ის­ლა­მის გავ­რ­ცე­ლე­ბამ­დე ღო­რებ­საც უვ­ლიდ­ნენ. მა­ი­სი­დან ოქ­ტომ­ბ­რამ­დე მთის სა­ძოვ­რებ­ზე იყ­ვ­ნენ, გვი­ან შე­მოდ­გო­მი­დან კი ყა­ბარ­დოს ვე­ლის სა­ზამ­თ­რო სა­ძოვ­რებ­ზე მი­ე­რე­კე­ბოდ­ნენ პი­რუტყვს. ბალ­ყა­რუ­ლი პა­ტა­რა ცხე­ნე­ბი მთის პი­რო­ბებ­ში დღე­საც შე­უც­ვ­ლე­ლია.
ბალ­ყა­რე­ბი სა­უ­კე­თე­სო ქე­ჩებ­სა და ნაბ­დებს ამ­ზა­დებ­დ­ნენ, გან­თ­ქ­მუ­ლი იყო აქა­უ­რი ავე­ჯი და ჭურ­ჭე­ლი, ბეწ­ვე­უ­ლი, რო­მელ­თაც ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის ქა­ლა­ქებ­სა და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჰყიდ­დ­ნენ. ასე­ვე ვაჭ­რობ­დ­ნენ თაფ­ლი­თა და ცვი­ლით. ფუტ­კა­რი მსუ­ბუქ დაწ­ნულ სკებ­ში ჰყავ­დათ.

ყა­რა­ჩა­ი­ში (ა­სე­ვე ბალ­ყა­რეთ­შიც) მი­წათ­მოქ­მე­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბი არ იყო. ხორ­ბა­ლი ძა­ლი­ან მცი­რე ოდე­ნო­ბით მოჰ­ყავ­დათ და ძი­რი­თა­დად ყი­დუ­ლობ­დ­ნენ ან მეცხო­ვე­ლე­ო­ბის პრო­დუქ­ტებ­ზე ცვლიდ­ნენ.

ყო­ფა და ადათ-წე­სე­ბი
ყა­რა­ჩა­ე­ლე­ბი ტრა­დი­ცი­ულ საცხოვ­რე­ბელს ორ­ფერ­დი­ა­ნი მი­წი­ა­ნი სა­ხუ­რა­ვით, სწორ­კუთხა სქე­ლი მო­რე­ბით აგებ­დ­ნენ, რო­მელ­ზე­დაც ბა­ლა­ხი იყო ამო­სუ­ლი. კედ­ლებს ზოგ­ჯერ გა­რე­დან თი­ხით ლე­სავ­დ­ნენ. მი­წის სა­ხუ­რა­ვის სი­მაღ­ლე 70-დან 90 სან­ტი­მეტ­რამ­დე მერ­ყე­ობ­და. სა­ერ­თოდ, ყა­რა­ჩა­ელ­თა საცხოვ­რე­ბე­ლი მა­სი­უ­რი კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ი­სა იყო. ყა­რა­ჩა­ელ­თა ტრა­დი­ცი­უ­ლი სო­ფე­ლი შეჯ­გუ­ფე­ბუ­ლი და დი­დი გახ­ლ­დათ. სო­ფე­ლი გვა­როვ­ნუ­ლი უბ­ნე­ბის­გან შედ­გე­ბო­და. გარს სახ­ნა­ვი მი­წე­ბი და სარ­წყა­ვი სა­თი­ბე­ბი ეკ­რა.

ბალ­ყა­რულ სახ­ლ­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი ეკა­ვა კე­რას, რომ­ლის გარ­შე­მოც სხვა­დას­ხ­ვა რი­ტუ­ა­ლი სრულ­დე­ბო­და. ოჯა­ხის უფ­რო­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­სას კე­რა­ში ცეცხლს აქ­რობ­დ­ნენ. პა­ტარ­ძალს მშობ­ლი­უ­რი სახ­ლი­დან გას­ვ­ლამ­დე კე­რის­თ­ვის აუცი­ლებ­ლად სამ­ჯერ უნ­და შე­მო­ევ­ლო. კე­რის შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფელს ოჯა­ხის მე­სის­ხ­ლედ მი­იჩ­ნევ­დ­ნენ.
არ­ქან­ჯე­ლო ლამ­ბერ­ტის სიტყ­ვით, ყა­რა­ჩა­ე­ლებს, ისე­ვე რო­გორც სვა­ნებს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წე­სით შე­ეძ­ლოთ გო­გირ­დის მო­პო­ვე­ბა და თო­ფის­წამ­ლის დამ­ზა­დე­ბა. ბალ­ყა­რე­ბი კი სა­ტე­ვარ-ხან­ჯ­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბის ოს­ტა­ტო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ.

სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყა­რა­ჩა­ელ­თა და ბალ­ყარ­თა ძი­რი­თა­დი საკ­ვე­ბი მეცხო­ვე­ლე­ო­ბის პრო­დუქ­ტე­ბი იყო. შე­დე­დე­ბუ­ლი რძე (ა­ი­რან) ცვლი­და წყალ­საც, ჩა­ი­საც და წვნი­ან­საც. უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს და ძი­რი­თად პრო­დუქ­ტად ყვე­ლი ით­ვ­ლე­ბო­და. რძის­გან ამ­ზა­დებ­დ­ნენ აგ­რეთ­ვე არა­ჟანს, კა­რაქს, კა­ი­მაკს. მი­ირ­თ­მევ­დ­ნენ ხორ­ცი­ან, ყვე­ლი­ან, კარ­ტო­ფი­ლი­ან ღვე­ზელს.

ყა­რა­ჩა­ე­ლე­ბი სი­მინ­დის ფქვი­ლის­გან ფა­ფას ხარ­შავ­დ­ნენ. სვამ­დ­ნენ ე.წ. ყალ­მუ­ხურ ჩა­ის რძით, კა­რა­ქი­თა და მა­რი­ლით, ბალ­ყა­რე­ბი კი ქე­რის­გან (რო­მე­ლიც შე­და­რე­ბით დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით მოჰ­ყავ­დათ) ლუდ­საც ხარ­შავ­დ­ნენ.
მა­მა­კაც­თა თავ­სა­ბუ­რა­ვი ორ­გ­ვა­რი ჰქონ­დათ: ფა­ფა­ხი და თე­ქის ფარ­ფ­ლი­ა­ნი ქუ­დი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან წა­ა­გავ­და XIX სა­უ­კუ­ნის სვა­ნურ ქუდს.
რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბამ­დე ყა­რა­ჩა­ი­სა და ბალ­ყა­რეთ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის უმაღ­ლე­სი ფე­ნა (ტა­უ­ბი­ე­ბი) მი­წის დიდ რა­ო­დე­ნო­ბას, ყმა-გლე­ხებ­სა და მო­ნებს ფლობ­დ­ნენ. მცხოვ­რებ­თა ძი­რი­თად ნა­წილს თა­ვი­სუ­ფა­ლი გლე­ხე­ბი (მე­თე­მე­ე­ბი) წარ­მო­ად­გენ­დ­ნენ. რო­გორც ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის სხვა ხალ­ხ­ში, აქაც მო­ნო­ბა პატ­რი­არ­ქა­ლუ­რი ხა­სი­ა­თი­სა იყო. ყა­რა­ჩა­ე­ლე­ბი მო­ნე­ბად, ჩვე­უ­ლებ­რივ, ტყვე­ებს აქ­ცევ­დ­ნენ.

ყა­რა­ჩა­ი­ში თუ­კუ­მის (გვა­რის) შიგ­ნით ქორ­წი­ნე­ბა აკ­რ­ძა­ლუ­ლი იყო, ე.ი. ყა­რა­ჩა­უ­ლი გვა­რი ეგ­ზო­გა­მი­უ­რი იყო და ეს ეგ­ზო­გა­მი­უ­რო­ბა აქ ის­ლა­მის გავ­რ­ცე­ლე­ბა­მაც ვერ მოს­პო. სა­ქორ­წი­ნო კავ­ში­რე­ბი მო­ნო­გა­მი­უ­რი იყო. ერ­თი გვა­რის წევ­რო­ბა თი­თო­ე­ულს გან­საზღ­ვ­რულ მო­ვა­ლე­ო­ბებ­სა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას აკის­რებ­და.

სის­ხ­ლის აღე­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­იც­ვა­ლა სის­ხ­ლის სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მის გა­და­სა­ხა­დით. შე­მორ­ჩე­ნი­ლი იყო გვარ­ში უცხოს მი­ღე­ბის ტრა­დი­ცია. გვარ­ში ხე­ლოვ­ნუ­რად და­ნა­თე­სა­ვე­ბულს აუცი­ლებ­ლად ჯო­ხის ქვეშ უნ­და გა­ევ­ლო და ეს ჯო­ხი რო­გორც ერ­თი, ისე მე­ო­რე მხრი­დან გვა­რის უხუ­ცე­სებს უნ­და სჭე­რო­დათ. ასე­თი ნა­თე­სა­ვე­ბი "ჯო­ხის ნა­თე­სა­ვე­ბად" იწო­დე­ბოდ­ნენ, სის­ხ­ლის ნა­თე­სა­ვის­გან გან­სას­ხ­ვა­ვებ­ლად, რო­მელ­საც ყა­რა­ჩა­უ­ლად "მუ­გუზ­ლის ნა­თე­სა­ვი" ეწო­დე­ბო­და. ოჯა­ხის გაყ­რის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ახალ სახ­ლ­ში გა­და­სულ ძმებს კე­რი­დან მუ­გუ­ზა­ლი მიჰ­ქონ­დათ.
XX სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლი იყო გვა­როვ­ნუ­ლი დამ­ღე­ბი. დამ­ღებს ცხე­ნებ­სა და მსხვილ­ფე­ხა პი­რუტყვს ას­ვამ­დ­ნენ, საფ­ლა­ვის ქვებ­სა და სა­ყო­ფაცხოვ­რე­ბო საგ­ნებ­ზეც გა­მო­სა­ხავ­დ­ნენ.
ბალყარული ხიჩინი ჩვენებურ ხაჭაპურსაც ჰგავს და ოსურ ხაბიზგინასაც, იგი ხორბლის ფქვილის, ყველისა და კარტოფილისგან მზადდება
ქორ­წილ­ში ნე­ფე-პა­ტარ­ძა­ლი არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. პა­ტარ­ძა­ლი სახ­ლის კუთხე­ში მე­გობ­რებ­თან ერ­თად ფეხ­ზე იდ­გა. გა­რე­შე­თა თან­დას­წ­რე­ბით, ქა­ლი ქმარ­თან არ დაჯ­დე­ბო­და, მას­თან ერ­თად არ ჭამ­და და სა­ხე­ლით არ მი­მარ­თავ­და. მაგ­რამ ყა­რა­ჩა­ი­ში ქა­ლი შე­და­რე­ბით მა­ინც თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო, ვიდ­რე კავ­კა­სი­ის სხვა ხალ­ხებ­ში, რა­საც აქ ის­ლა­მის გვი­ან გავ­რ­ცე­ლე­ბით ხსნი­ან.
ყა­რა­ჩა­ელ­თა მრა­ვალ­რიცხო­ვან ხალ­ხურ დღე­სას­წა­უ­ლებს თან ახ­ლ­და დო­ღი, ძა­ლო­სან­თა შერ­კი­ნე­ბა, ქვის სრო­ლა, სა­მას­კა­რა­დო თა­მა­შო­ბა­ნი, სიმ­ძი­მე­ე­ბის აწე­ვა.

ბალ­ყა­რეთ­ში ქორ­წი­ნე­ბა ეგ­ზო­გა­მი­უ­რი იყო. ერ­თი გვა­რის შიგ­ნით ქორ­წი­ნე­ბა შვი­დი თა­ო­ბის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბო­და. საქ­მ­რო სა­ცო­ლის მშობ­ლებს ურ­ვადს უხ­დი­და. მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა მხო­ლოდ ვა­ჟიშ­ვი­ლებ­ზე გა­და­დი­ო­და და თუ ოჯახს ვა­ჟი არ ჰყავ­და, მა­შინ უახ­ლო­ეს ნა­თე­სავ მა­მა­კა­ცებ­ზე.

რო­ლანდ თოფ­ჩიშ­ვი­ლი
ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი
* * *
სა­რე­დაქ­ციო მი­ნა­წე­რი: პრო­ფე­სორ რო­ლანდ თოფ­ჩიშ­ვი­ლის ეთ­ნო­ლო­გი­ურ-შე­მეც­ნე­ბი­თი სტა­ტია-რე­პორ­ტა­ჟის­თ­ვის ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ფო­ტო­ე­ბის მო­ძი­ე­ბი­სას სა­ინ­ტე­რე­სო "კვალ­ზე" დაგ­ვა­ყე­ნა პრო­ფე­სორ­მა რო­ზე­ტა გუ­ჯე­ჯი­ან­მა, რომ­ლის "მოგ­ვა­რე" მა­რატ ტე­კუ­ე­ვი ნალ­ჩი­კე­ლი მეც­ნი­ე­რია. ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით ბა­ტონ მა­რატს ნალ­ჩიკ­ში. ვფიქ­რობთ, სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა მი­სი სა­პა­სუ­ხო წე­რი­ლი (რუ­სულ ენა­ზე), რომ­ლის თარ­გ­მან­საც მცი­რე­ო­დე­ნი შე­მოკ­ლე­ბით გთა­ვა­ზობთ.

"ბა­ბუ­ას­თან, აზ­რეთ ტე­კუ­ევ­თან ვიზ­რ­დე­ბო­დი და პირ­ვე­ლად სწო­რედ მის­გან გა­ვი­გე, რომ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი წარ­მო­მავ­ლო­ბით სვა­ნე­თი­დან ყო­ფი­ლან. ბა­ბუ­ამ მი­ამ­ბო, რომ ძა­ლი­ან დი­დი ხნის წინ სვა­ნე­თი­დან მო­სის­ხ­ლე­ებს გა­მო­რი­დე­ბია და ბალ­ყა­რეთ­ში გა­მოქ­ცე­უ­ლა ოთხი ძმა გუ­ჯე­ჯი­ა­ნი. ამ ოთხი­დან ერთ-ერ­თი ჩვე­ნი გვა­რის წი­ნა­პა­რი ყო­ფი­ლა. მახ­სოვს, ბა­ბუა ცდი­ლობ­და თა­ვი­სი ნა­თე­სა­ვე­ბის მო­ძი­ე­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, მი­წერ-მო­წე­რაც ჰქონ­და, მაგ­რამ მე მა­შინ ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და ამის­თ­ვის ყუ­რადღე­ბა არ მი­მიქ­ცე­ვია. სკო­ლას რომ ვამ­თავ­რებ­დი, ბა­ბუა მა­შინ გარ­და­იც­ვა­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით იმ მა­სა­ლე­ბის მო­ძი­ე­ბა და­ვა­პი­რე, მას რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან აკავ­ში­რებ­და, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ვერ­სად მი­ვაკ­ვ­ლიე. გუ­ლი დამ­წყ­და, მით უფ­რო, რომ მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ამო­ტივ­ტივ­და ბა­ბუ­ას სიტყ­ვე­ბი, რო­ცა იგი თა­ვის მა­მა­ზე, ის­ხაკ­ზე მიყ­ვე­ბო­და. ჩემს დიდ ბა­ბუ­ას ქარ­თუ­ლი ენა სცოდ­ნია და რო­ცა მე სულ მთლად პა­ტა­რა ვყო­ფილ­ვარ, ხელ­ში ამიყ­ვან­და თურ­მე და ქარ­თუ­ლად მიმ­ღე­რო­და. შვი­ლიშ­ვი­ლიც ბევ­რი ჰყავ­და და იმა­თი შვი­ლე­ბიც, მაგ­რამ ქარ­თუ­ლად მხო­ლოდ შენ გიმ­ღე­რო­დაო...
მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­ცა ჩე­მი გვა­რის უხუ­ცე­სებ­მა მთხო­ვეს, წი­ნა­პარ­თა გე­ნე­ა­ლო­გი­უ­რი ხის შედ­გე­ნა­ში დავ­ხ­მა­რე­ბო­დი, ძა­ლი­ან ბევრ სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რას გა­ვე­ცა­ნი. ერ­თხე­ლაც ხელ­ში ჩა­მი­ვარ­და პრო­ფე­სორ ალექ­სანდრ მუ­სუ­კა­ე­ვის წიგ­ნი, რო­მელ­შიც იგი ბალ­ყა­რუ­ლი გვა­რე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე წერს. აღ­მოჩ­ნ­და, რომ ჩვე­ნი, ტე­კუ­ე­ვე­ბის წი­ნა­პა­რი სვა­ნე­თი­დან ყო­ფი­ლა, - ელ­მურზ გუ­ჯე­ჯი­ა­ნი. მე­რე მე და­ვიწყე გუ­ჯე­ჯი­ა­ნე­ბის ძებ­ნა და... ასე შევ­ხ­ვ­დი რო­ზე­ტას, ჩემს ქარ­თ­ველ დას (დღეს ჩვენ ოჯა­ხე­ბით ვმე­გობ­რობთ და "ვნა­თე­სა­ობთ"). რო­ზე­ტამ სვა­ნე­თი­დან გა­მოქ­ცე­ულ გუ­ჯე­ჯი­ა­ნე­ბის ოთხ ძმა­ზე ზუს­ტად იგი­ვე ის­ტო­რია მი­ამ­ბო, რო­გო­რიც ბა­ბუ­ას­გან მახ­სოვ­და...

სა­კუ­თარ თავს, რა თქმა უნ­და, ბალ­ყა­რად მი­ვიჩ­ნევ, ვლა­პა­რა­კობ ბალ­ყა­რულ ენა­ზე, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლო ჩემს გულ­ში და­ბა­დე­ბი­დან­ვეა. "ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი" მე­სა­მე კლას­ში წა­ვი­კითხე, მუდ­მი­ვად ვკითხუ­ლობ­დი ჟურ­ნალ "ლი­ტე­რა­ტურ­ნაია გრუ­ზი­ას". ასე რომ, რუ­სუ­ლად ნა­თარ­გ­მ­ნი ყვე­ლა ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბას ვიც­ნობ. დღემ­დე ვი­ნა­ხავ ბავ­შ­ვო­ბა­ში შე­ძე­ნილ მარ­კებს ფი­როს­მა­ნის ნა­ხა­ტე­ბით, ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის "და­თა თუ­თაშ­ხი­ა" კი რამ­დენ­ჯერ­მე წა­ვი­კითხე.
აი, სულ ეს არის ჩე­მი ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან".

მა­რატ ტე­კუ­ე­ვი დღეს სა­ჭურ­ვ­ლის ის­ტო­რი­ას შე­ის­წავ­ლის, ტრა­დი­ცი­უ­ლი ბალ­ყა­რუ­ლი და­ნე­ბის ეს­კი­ზებს ქმნის, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მუ­შა­ო­ბენ იქა­უ­რი ოს­ტა­ტე­ბი. სვა­ნუ­რი იარა­ღი­თაც (გან­სა­კუთ­რე­ბით და­ნე­ბით) არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და ქარ­თ­ვე­ლი კო­ლე­გე­ბის დახ­მა­რე­ბის იმე­დი აქვს.
წარ­მა­ტე­ბე­ბი ვუ­სურ­ვოთ ჩვენს ბალ­ყარ "თა­ნა­მე­მა­მუ­ლეს". აქ­ვე მად­ლო­ბას ვუხ­დით მას სა­ინ­ტე­რე­სო ფო­ტო­ე­ბის მო­წო­დე­ბის­თ­ვის.

ჟურნალი "ისტორიანი",#39
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!