რუსი ჰანიბალი - ალექსანდრე სუვოროვი
30-06-2018
რუსი ჰანიბალი - ალექსანდრე სუვოროვი
1798 წელს მე­ო­რე ან­ტიფ­რან­გულ­მა კო­ა­ლი­ცი­ამ (დი­დი ბრი­ტა­ნე­თი, ავ­ს­ტ­რია, თურ­ქე­თი, ნე­ა­პო­ლის სა­მე­ფო) რუ­სე­თი და­ი­ყო­ლია, მათ შე­ერ­თე­ბო­და და ერ­თად ებ­რ­ძო­ლათ საფ­რან­გე­თის რეს­პუბ­ლი­კის წი­ნა­აღ­მ­დეგ.


მო­კავ­ში­რე­თა გეგ­მის მი­ხედ­ვით, სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცია რუ­სეთ-ავ­ს­ტ­რი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ჯარს უნ­და წა­რე­მარ­თა, სუ­ვო­რო­ვის მთა­ვარ­სარ­დ­ლო­ბით. პავ­ლე I-მა სუ­ვო­როვს ფლი­გელ-ადი­უ­ტან­ტი ტოლ­ბუ­ხი­ნი გა­უგ­ზავ­ნა და არ­მი­ა­ში მი­იწ­ვია. რუ­სეთ­ში დი­დი მით­ქ­მა-მოთ­ქ­მა გა­მო­იწ­ვია ნა­პო­ლე­ო­ნის იტა­ლი­ურ­მა ლაშ­ქ­რო­ბამ (1796-1797), რომ­ლის დრო­საც ფრან­გებ­მა ავ­ს­ტ­რი­ის იმ­პე­რია სას­ტი­კად და­ა­მარ­ცხეს და იტა­ლი­ის დი­დი ნა­წი­ლი და­ი­კა­ვეს.
იმ დრო­ის­თ­ვის, რო­ცა მო­კავ­ში­რე­ე­ბი იტა­ლი­ა­ში შეჭ­რას აპი­რებ­დ­ნენ, ნა­პო­ლე­ო­ნი ეგ­ვიპ­ტე­ში იბ­რ­ძო­და მამ­ლუ­ქე­ბის, თურ­ქე­ბი­სა და ინ­გ­ლი­სე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ. თავ­და­სას­ხ­მე­ლად კო­ა­ლი­ცი­ამ კარ­გი დრო შე­არ­ჩია. საფ­რან­გე­თის არ­მი­ის სა­თა­ვე­ში იდ­გ­ნენ გა­მოც­დი­ლი გე­ნერ­ლე­ბი: ჟან ვიქ­ტორ მო­რო, ბარ­ტ­ლო­მეო შე­რე­რი, ბარ­ტე­ლე­მი ჟუ­ბე­რი, ეტი­ენ მაკ­დო­ნალ­დი და ან­დ­რე მა­სე­ნა. სუ­ვო­რო­ვი გეგ­მავ­და, რო­გორ ემოქ­მე­და ახა­ლი ყა­ი­დის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი
არ­მი­ის წი­ნა­აღ­მ­დეგ. მან შე­ი­მუ­შა­ვა წე­სე­ბი, რო­გორ უნ­და ემოქ­მე­და მე­თა­ურს შე­ტე­ვი­სას.

ფრან­გე­ბის არ­მი­ის რიცხოვ­ნო­ბა ჩრდი­ლო­ეთ იტა­ლი­ა­ში 58 ათასს აღ­წევ­და და მას გე­ნე­რა­ლი შე­რე­რი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და. ნე­ა­პოლ­ში (ცენ­ტ­რა­ლურ და სამ­ხ­რეთ იტა­ლი­ა­ში) 34-ათა­სი­ან არ­მი­ას გე­ნე­რა­ლი მაკ­დო­ნალ­დი მე­თა­უ­რობ­და, შვე­ი­ცა­რი­ა­ში მდგარ 30-ათა­სი­ა­ნი არ­მიას კი გე­ნე­რა­ლი მა­სე­ნა. ან­ტიფ­რან­გულ კო­ა­ლი­ცი­ას 86-ათა­სი­ა­ნი არ­მია ჰყავ­და ფელ­დ­მარ­შალ მე­ლა­სის მე­თა­უ­რო­ბით, ხო­ლო 22-ათა­სი­ან რუ­სულ კორ­პუსს გე­ნე­რა­ლი ან­დ­რეი რო­ზენ­ბერ­გი სარ­დ­ლობ­და, ჩრდი­ლო­ეთ იტა­ლი­ა­ში. ამას გარ­და, ზღვა­ში იდ­გა ად­მი­რალ ფი­ო­დორ უშა­კო­ვის რუ­სუ­ლი ეს­კად­რა. კი­დევ ერ­თი რუ­სუ­ლი 11-ათა­სი­ა­ნი კორ­პუ­სი მაქ­სიმ რეხ­ბინ­დე­რის მე­თა­უ­რო­ბით ომ­ში მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩა­ერ­თო.

სუ­ვო­რო­ვი ვე­ნა­ში 1798 წლის მარ­ტ­ში ჩა­ვი­და. 15 აპ­რილს ის ვე­რო­ნა­ში არ­მი­ას წვრთნი­და ბრძო­ლე­ბის­თ­ვის. მან გერ­მა­ნუ­ლად ათარ­გ­მ­ნი­ნა თა­ვი­სი წიგ­ნი "გა­მარ­ჯ­ვე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა" და ავ­ს­ტ­რი­ე­ლებ­საც შე­ას­წავ­ლა. სუ­ვო­როვ­მა ლაშ­ქ­რო­ბა მა­შინ­ვე და­იწყო, რო­გორც კი მის არ­მი­ას იაკობ პო­ვა­ლო-შე­ი­კოვ­ს­კის დი­ვი­ზია შე­უ­ერ­თ­და. 22 აპ­რილს მან ბრე­ში­ას ცი­ხე აიღო. ფრან­გე­ბი 26-27 აპ­რილს მდი­ნა­რე ადას­თან, გე­ნე­რალ მო­როს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, და­მარ­ცხ­დ­ნენ და უკუ­იქ­ც­ნენ (ფრან­გებ­მა 2,5 ათა­სამ­დე ჯა­რის­კა­ცი და­კარ­გეს, მო­კავ­ში­რე­ებ­მა კი 2 ათა­სამ­დე. ამას გარ­და, ფრან­გებ­მა და­კარ­გეს არ­ტი­ლე­რი­ის ნა­წი­ლიც. გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­დეგ სუ­ვო­რო­ვი მი­ლა­ნის­კენ და­იძ­რა, რო­მელ­შიც უბ­რ­ძოლ­ვე­ლად შე­ვი­და 18 აპ­რილს.
20 აპ­რილს სუ­ვო­რო­ვის ჯა­რი მდი­ნა­რე პოს­კენ და­იძ­რა, რა­თა მო­რო­სა და მაკ­დო­ნალ­დის არ­მი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა არ და­ეშ­ვა. მო­კავ­ში­რე­ებ­მა ეს მარ­თ­ლაც შეძ­ლეს და ფრან­გულ­მა არ­მი­ებ­მა შე­ერ­თე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხეს. 15 მა­ისს სუ­ვო­როვ­მა ტუ­რი­ნი აიღო. ფრან­გებ­მა სამ­ხ­რე­თის­კენ და­ი­ხი­ეს.

მათ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე, გარ­ნი­ზო­ნით გა­მაგ­რე­ბუ­ლი ცი­ხე და­ტო­ვეს მტრის შე­სა­ფერ­ხებ­ლად (მან­ტუა, კო­ნი). მათ­ვე გა­დაწყ­ვი­ტეს, მაკ­დო­ნალ­დის არ­მი­ით (36 ათა­სი) ნე­ა­პო­ლი­დან და­ერ­ტყათ მტრის­თ­ვის, ხო­ლო მო­როს არ­მი­ით (14 ათა­სი) - გე­ნუ­ი­დან. სუ­ვო­როვ­მა მო­როს წი­ნა­აღ­მ­დეგ ჯა­რის ნა­წი­ლი და­ტო­ვა და თვი­თონ მაკ­დო­ნალ­დის­კენ და­იძ­რა. ორი არ­მია ერ­თ­მა­ნეთს მდი­ნა­რე ტრე­ბი­ას­თან შეხ­ვ­და 6 ივ­ნისს. სის­ხ­ლის­მ­ღ­ვ­რე­ლი ბრძო­ლა გა­ჩაღ­და. ფელ­დ­მარ­შა­ლი თვი­თონ­ვე ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და ბრძო­ლას და თვალს ადევ­ნებ­და მის მსვლე­ლო­ბას. მცი­რე­რიცხო­ვა­ნი ფრან­გე­ბი მა­მა­ცუ­რად იბ­რ­ძოდ­ნენ. რუს­თა ზო­გი­ერ­თ­მა პოლ­კ­მა მტერს ზურ­გი აქ­ცია კი­დეც. სუ­ვო­როვ­მა არ­მი­ის ბრძო­ლა­ში მიბ­რუ­ნე­ბა მო­ა­ხერ­ხა.

სამ დღეს გაგ­რ­ძელ­და ბრძო­ლა მდი­ნა­რე ტრე­ბი­ა­ზე და გა­მარ­ჯ­ვე­ბა მო­კავ­ში­რე­თა მრა­ვალ­რიცხო­ვან ჯარს დარ­ჩა. სუ­ვო­როვს ძა­ლი­ან მოს­წონ­და ძვე­ლი კარ­თა­გე­ნე­ლი მთა­ვარ­სარ­და­ლი ჰა­ნი­ბა­ლი, რო­მელ­მაც რო­მა­ე­ლებ­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბა სწო­რედ ტრე­ბი­ა­ზე მო­ი­პო­ვა ძვ.წ. 218 წელს. ახალ­გაზ­რ­დო­ბა­ში სუ­ვო­რო­ვი ოც­ნე­ბობ­და, ჰა­ნი­ბა­ლი­ვით და­ე­მარ­ცხე­ბი­ნა მტე­რი და ჯა­რი ალ­პებ­ზე გა­და­ეყ­ვა­ნა. მას ეს ოც­ნე­ბა აუხ­და. სა­ერ­თოდ, სუ­ვო­რო­ვის ლაშ­ქ­რო­ბა ალ­პებ­ში გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად თით­ქოს ჰა­ნი­ბა­ლი­სას მოგ­ვა­გო­ნებს. თუნ­დაც ტრე­ბი­ას ბრძო­ლა, რო­მე­ლიც ჰა­ნი­ბალ­მაც და სუ­ვო­როვ­მაც ოს­ტა­ტუ­რად წარ­მარ­თეს და გა­მარ­ჯ­ვე­ბას მი­აღ­წი­ეს. თუმ­ცა, "რუ­სი ჰა­ნი­ბა­ლის" წი­ნა­შე, ისე­ვე რო­გორც ერთ დროს ჰა­ნი­ბა­ლის წი­ნა­შე, დი­დი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა აღ­მარ­თუ­ლი­ყო - ალ­პე­ბი. მაკ­დო­ნალ­დ­მა გე­ნუ­ის­კენ და­ი­ხია. იქ ჩა­ვი­და მო­როს ჯა­რიც. ივ­ლი­სის ბო­ლოს­თ­ვის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა ფრან­გულ­მა ჯარ­მა, გე­ნე­რა­ლ ჟუ­ბე­რის მე­თა­უ­რო­ბით, გე­ნუ­ი­დან შე­ტე­ვი­თი ოპე­რა­ცია და­იწყო. მა­თი მი­ზა­ნი ქა­ლა­ქი ალე­სან­დ­რია იყო, სა­დაც მო­კავ­ში­რე­თა არ­მი­ის მთა­ვარ ძა­ლებს მო­ე­ყა­რათ თა­ვი. მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­თა არ­მი­ე­ბი ერ­თ­მა­ნეთს ქა­ლაქ ნო­ვის­თან შეხ­ვ­დ­ნენ.
სუვოროვი ალპებში (ვასილი სურიკოვი, 1899 წ.)
გე­ნე­რალ­მა ჟუ­ბერ­მა მო­რო არ­მი­ა­ში და­ტო­ვა და მის რჩე­ვებ­საც ყუ­რადღე­ბას აქ­ცევ­და. მო­როც ახალ­გაზ­რ­და გე­ნე­რალს ყვე­ლა­ნა­ი­რად ეხ­მა­რე­ბო­და. საფ­რან­გე­თის არ­მია ორ დიდ მა­სად იყო­ფო­და: მარ­ცხე­ნა ფრთას კა­ტე­რინ-დო­მი­ნიკ დე პე­რი­ნი­ო­ნი სარ­დ­ლობ­და. იგი შედ­გე­ბო­და ემა­ნუ­ელ გრუ­ში­სა და ლუი ლე­მუ­ა­ნის დი­ვი­ზი­ე­ბის­გან, ლუი პარ­ტუ­ნოს და ბერ­ტ­რან კლო­ზე­ლის ქვე­ი­თი ბრი­გა­დი­სა და ან­ტუ­ან რიშ­პან­სას კა­ვა­ლე­რი­უ­ლი ბრი­გა­დის­გან. მარ­ჯ­ვე­ნა ფლანგს გუ­ვი­ონ სენ-სი­რი სარ­დ­ლობ­და, ის შედ­გე­ბო­და ფრან­სუა ვატ­რი­ნის, პი­ერ გარ­ნიე ლა­ბუ­ა­სი­ეს, იან დომ­ბ­როვ­ს­კის დი­ვი­ზი­ე­ბის­გან და ჟან კო­ლის დი­ვი­ზი­ის­გან, ამას გარ­და, მარ­ჯ­ვე­ნა ფლანგს 2,8 ათა­სამ­დე ჯა­რის­კა­ცი რე­ზერ­ვ­ში ჰყავ­და. სა­შუ­ა­ლოდ ფრან­გუ­ლი არ­მია 35 ათას კაცს არ აჭარ­ბებ­და. ჟუ­ბერ­მა და მო­რომ არ­მია ქა­ლაქ ნო­ვის­თან გა­ნა­ლა­გეს. სუ­ვო­როვ­მა გა­დაწყ­ვი­ტა, მტერს გაშ­ლილ ველ­ზე და­ლო­დე­ბო­და, რა­თა კარ­გად გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა თა­ვი­სი მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი კა­ვა­ლე­რია.

სუ­ვო­როვ­მა ჯა­რის­თ­ვის პო­ზი­ცი­ე­ბი შე­არ­ჩია, არ­მია გა­ნა­ლა­გა და მტერს პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გ­მის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა. კრაი ფონ კრა­ი­ო­ვას, პე­ტერ ოტის, ჰა­ინ­რიხ ფონ ბელ­გარ­დის, ოტო დერ­ფელ­დე­ნის, ივან ფერ­ს­ტე­რის, იაკუბ პო­ვა­ლო-შვე­ი­კოვ­ს­კის, მი­ხა­ელ მე­ლა­სის, იოჰან ლიხ­ტენ­შ­ტე­ი­ნი­სა და მი­ხა­ელ ფრო­ი­ლი­ხის მე­თა­უ­რო­ბით, 45-ათა­სი­ა­ნი კო­ა­ლი­ცი­ის არ­მია ფრან­გებს ელო­და. ამას გარ­და გე­ნე­რალ ფრანც რო­ზენ­ბერ­გი­სა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე სხვა გე­ნერ­ლის ძა­ლე­ბი ფრან­გ­თა სი­მაგ­რე­ე­ბის ასა­ღე­ბად და ქა­ლა­ქე­ბის და­სა­კა­ვებ­ლად იყო გაგ­ზავ­ნი­ლი. ამ ნა­წი­ლე­ბის ჩათ­ვ­ლით, მო­კავ­ში­რე­თა ჯა­რი 60 ათას კაცს აღ­წევ­და. ფრან­გებს თა­ვი­დან­ვე არ გა­უ­მარ­თ­ლათ. ბრძო­ლის დაწყე­ბის­თა­ნა­ვე გე­ნე­რა­ლი ჟუ­ბე­რი სა­სიკ­ვ­დი­ლოდ და­იჭ­რა. მი­სი უკა­ნას­კ­ნე­ლი სიტყ­ვე­ბი იყო: "წინ, შე­ტე­ვა­ზე". სუ­ვო­როვს კი ჟუ­ბე­რის და­ღუპ­ვა არ სურ­და, რად­გან ფრან­გე­ბის ველ­ზე გა­მოტყუ­ე­ბას გეგ­მავ­და ავ­ს­ტ­რი­ელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბით. გე­ნე­რალ­მა მო­რომ თა­ვი­სი ფლან­გი გა­ა­მაგ­რა და შე­ტე­ვა­ზე გა­დას­ვ­ლა კა­ტე­გო­რი­უ­ლად აღ­კ­ვე­თა.

გე­ნე­რალ კრა­ის გა­უ­ჭირ­და, რად­გან ფრან­გებ­მა მის წი­ნა­აღ­მ­დეგ მებ­რ­ძოლ ფლანგს ჯა­რი მი­აშ­ვე­ლეს. კრა­იმ ადი­უ­ტან­ტი გაგ­ზავ­ნა გე­ნე­რალ პეტ­რე ბაგ­რა­ტი­ონ­თან, რა­თა და­სახ­მა­რებ­ლად თა­ვი­სი ჯა­რი გა­მო­ეგ­ზავ­ნა. ბაგ­რა­ტი­ონ­მა უარი თქვა, რად­გან სუ­ვო­რო­ვის­გან არ ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი ასე­თი ბრძა­ნე­ბა, მას სხვა რამ ევა­ლე­ბო­და. სუ­ვო­როვს სურ­და, ფრან­გებს ცენ­ტ­რი და­ე­სუს­ტე­ბი­ნათ, რა­თა შემ­დეგ სწო­რედ ამ ად­გი­ლას და­ერ­ტყა ჯა­რის დი­დი ნა­წი­ლით. დი­ლის ცხრა სა­ა­თის­თ­ვის კრაი უკ­ვე მე­ო­რედ უკუ­აგ­დეს. რო­ცა იგ­რ­ძ­ნო, რომ გა­დამ­წყ­ვე­ტი წუ­თი მო­ვი­და, სუ­ვო­როვ­მა ბაგ­რა­ტი­ო­ნი და მი­ლო­რა­დო­ვი­ჩი მტრის ცენ­ტ­რის­კენ, ქა­ლაქ ნო­ვის­კენ გაგ­ზავ­ნა. მო­კავ­ში­რე­ებ­მა მტრის ტყვი­ე­ბი­სა და ყუმ­ბა­რე­ბის ცეცხ­ლ­ში გა­ი­ა­რეს, მაგ­რამ მათ წინ ქვის კედ­ლე­ბი აღი­მარ­თა, რო­მელ­საც რუ­სუ­ლი მსუ­ბუ­ქი ზარ­ბა­ზა­ნი ვე­რა­ფერს აკ­ლებ­და. მა­შინ ბაგ­რა­ტი­ონ­მა ოთხი ბა­ტა­ლი­ო­ნით და­იწყო ქა­ლა­ქის აღ­მო­სავ­ლე­თი­დან შე­მოვ­ლა. რუ­სებს აქ ვეტ­რე­ნის ფრან­გ­თა დი­ვი­ზია დახ­ვ­დათ, რო­მელ­მაც ისი­ნი უკუ­აგ­დო.

მი­ლო­რა­დო­ვი­ჩი­სა და ბაგ­რა­ტი­ო­ნის მე­ო­რე შე­ტე­ვა­საც არ ჰქო­ნია წარ­მა­ტე­ბა. სუ­ვო­რო­ვი თვი­თონ­ვე ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში დერ­ფელ­დე­ნის დი­ვი­ზი­ას და ფრან­გ­თა ცენ­ტ­რის­კენ დაძ­რა. ფრან­გებ­მა მე­სა­მე იერი­შიც მო­ი­გე­რი­ეს. ნო­ვის გარ­ნი­ზო­ნის მე­თა­ურ­მა, გე­ნე­რალ­მა კლოდ-მა­ტიე გარ­დან­მა ძლი­ე­რი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა გა­უ­წია მტერს ამ ბრძო­ლა­ში და სარ­დ­ლო­ბის დი­დი უნა­რი გა­მო­ავ­ლი­ნა. რუ­სე­ბის შე­ტე­ვას ის ფინ­დი­ხით შეხ­ვ­და, შემ­დეგ კი მცი­რე შე­ტე­ვებს აწყობ­და ხიშ­ტე­ბით. რეს­პუბ­ლი­კის ჯა­რის­კა­ცე­ბი გა­აფ­თ­რე­ბით იბ­რ­ძოდ­ნენ. გე­ნე­რა­ლი მო­რო ყვე­ლა­ზე სა­შიშ ად­გი­ლებ­ში ჩნდე­ბო­და. მას მო­უკ­ლეს ცხე­ნი, მუნ­დი­რი კი ტყვი­ე­ბით ჰქონ­და დაფ­ლე­თი­ლი. ფრან­გი მე­თა­უ­რე­ბი ტოლს არ უდებ­დ­ნენ თა­ვის მთა­ვარ­სარ­დალს და ჯა­რი თა­ვად­ვე გა­დაჰ­ყავ­დათ ხიშ­ტე­ბით ან კა­ვა­ლე­რი­ულ შე­ტე­ვა­ზე. ფელ­დ­მარ­შა­ლი სუ­ვო­რო­ვი მთე­ლი დღე ბრძო­ლა­ში იყო. ჯა­რის­კა­ცებს ამ­ხ­ნე­ვებ­და და ფრონ­ტის ხაზ­ზე მთელ პოლ­კებ­სა და დი­ვი­ზი­ებს მი­უძღო­და. რუ­სე­ბი შე­ტე­ვა­ზე კი გა­და­დი­ოდ­ნენ, მაგ­რამ ფრან­გე­ბი უკან ახე­ვი­ნებ­დ­ნენ. იმავ­დ­რო­უ­ლად, სა­ში­ნე­ლი სიცხე იყო.
12 სა­ა­თის­თ­ვის ბრძო­ლის ბე­დი ჯერ კი­დევ გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი იყო. ორი­ვე მხა­რემ ამო­წუ­რა სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბი და ახ­ლა მხო­ლოდ ახალ, დამ­ხ­მა­რე ჯა­რის ნა­წილს შე­ეძ­ლო ბრძო­ლის ბე­დის გა­დაწყ­ვე­ტა. სუ­ვო­როვ­მა გე­ნე­რალ მე­ლასს წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა, რო­მელ­შიც წერ­და, რომ მი­სი რე­ზერ­ვის დახ­მა­რე­ბას ელო­და. დღის სა­მი სა­ა­თის­თ­ვის მე­ლა­სის ჯარ­მა ფრან­გ­თა მარ­ჯ­ვე­ნა ფლანგს შე­უ­ტია. ამ დროს დად­გა ბრძო­ლის გა­დამ­წყ­ვე­ტი ფა­ზა. მე­ლა­სის მოს­ვ­ლის შემ­დეგ მო­კავ­ში­რე­თა მთელ­მა არ­მი­ამ შე­ტე­ვა გა­ნა­ახ­ლა. ფრან­გებს რე­ზერ­ვი არ ჰყავ­დათ და მა­ლე იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დ­ნენ, უკან და­ე­ხი­ათ. მე­ლას­მა კრა­ის­თან ერ­თად ფრან­გ­თა სუს­ტი მარ­ცხე­ნა ფლან­გი უკუ­აგ­დო და ახ­ლა ცენ­ტ­რის­კენ მოტ­რი­ალ­და. გუ­ვი­ონ სენ-სირ­მა უკან და­ი­ხია. ბაგ­რა­ტი­ონ­მა და დერ­ფელ­დენ­მა ნო­ვის დაც­ვა გა­არ­ღ­ვი­ეს და ქა­ლა­ქი და­ი­კა­ვეს. გე­ნე­რალ­მა მო­რომ სა­ღა­მოს ექვს სა­ათ­ზე სა­ერ­თო უკან და­ხე­ვა ბრძა­ნა. გე­ნე­რა­ლი გრუ­ში რამ­დენ­ჯერ­მე და­იჭ­რა და ტყვედ ჩა­ვარ­და.

სა­ღა­მოს რვა სა­ათ­ზე ბრძო­ლა დამ­თავ­რ­და. ღა­მემ იხ­ს­ნა ფრან­გე­ბი სრუ­ლი გა­ნად­გუ­რე­ბის­გან. საფ­რან­გე­თის არ­მი­ამ 7 ათას კა­ცამ­დე და­ნა­კარ­გი ნა­ხა. 3 ათა­სამ­დე ტყვედ ჩა­ვარ­და. მო­კავ­ში­რე­ებ­საც არ დაჯ­დო­მი­ათ იაფი ეს გა­მარ­ჯ­ვე­ბა. 7 ათა­სამ­დე ჯა­რის­კა­ცი და­ე­ხო­ცათ და მძი­მედ და­ეჭ­რათ. გა­ხა­რე­ბულ­მა იმ­პე­რა­ტორ­მა პავ­ლე I-მა ბრძო­ლის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი უხ­ვად და­ა­ჯილ­დო­ვა, და­ღუ­პუ­ლი გე­ნერ­ლე­ბის ოჯა­ხებს პენ­სია და­უ­ნიშ­ნა, სუ­ვო­როვს კი მის­წე­რა, რომ მან ყვე­ლა­ზე მა­ღალ სამ­ხედ­რო წო­დე­ბა­ზე უფ­რო მა­ღა­ლი წო­დე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

იტა­ლი­ა­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბე­ბის­თ­ვის სუ­ვო­როვ­მა უმაღ­ლე­სი სამ­ხედ­რო წო­დე­ბა გე­ნე­რა­ლი­სი­მუ­სო­ბა მი­ი­ღო. ავ­ს­ტ­რი­ის იპე­რა­ტორ­მა გე­ნე­რა­ლი­სი­მუსს საღ­ვ­თო რო­მის იმ­პე­რი­ის გრა­ფო­ბაც უბო­ძა. სუ­ვო­როვ­მა შეძ­ლო და იტა­ლია ფრან­გე­ბის­გან მოკ­ლე დრო­ში გაწ­მინ­და. გა­მარ­ჯ­ვე­ბებს, რო­მელ­თაც მო­კავ­ში­რე­ე­ბი აღ­წევ­დ­ნენ, არა მარ­ტო ჯა­რის სიძ­ლი­ე­რე და რიცხოვ­ნო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებ­და, არა­მედ მთა­ვარ­სარ­დ­ლის ჭკვი­ა­ნუ­რი სვლე­ბიც.
ჩრდი­ლო­ეთ იტა­ლი­ის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ სუ­ვო­რო­ვი საფ­რან­გეთ­ში აპი­რებ­და შეჭ­რას, მაგ­რამ ეს გეგ­მა მის­მა მო­კავ­ში­რე­ებ­მა ჩა­შა­ლეს, რომ­ლე­ბიც ფიქ­რობ­დ­ნენ, რომ რუ­სე­ბი ამის შემ­დეგ ხმელ­თა­შუა ზღვის­პი­რეთს თა­ვი­ან­თი გავ­ლე­ნის სფე­როდ აქ­ცევ­დ­ნენ.

ინ­გ­ლის­მა და ავ­ს­ტ­რი­ამ მო­ინ­დო­მეს ჩრდი­ლო­ე­თი იტა­ლი­ი­დან რუ­სე­თის ჯა­რის მო­შო­რე­ბა. სუ­ვო­როვს უბ­რ­ძა­ნეს, ავ­ს­ტ­რი­ის ჯა­რი იტა­ლი­ა­ში და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, თვი­თონ კი შვე­ი­ცა­რი­ა­ში გა­და­სუ­ლი­ყო და იქ გე­ნე­რალ ალექ­სანდრ რიმ­ს­კი-კორ­სა­კო­ვის კორ­პუსს შე­ერ­თე­ბო­და. ამის შემ­დეგ მას საფ­რან­გეთ­ში ლაშ­ქ­რო­ბა უნ­და და­ეწყო. რუ­სე­თის ჯარ­მა ექვს დღე-ღა­მე­ში 150 კი­ლო­მეტ­რი გა­ი­ა­რა და ალე­სან­დ­რი­ი­დან ტა­ვერ­ნომ­დე ჩა­ვი­და. რუს­თა და ავ­ს­ტ­რი­ელ­თა არ­მია, რო­მელ­საც სუ­ვო­რო­ვი მე­თა­უ­რობ­და, ავ­ს­ტ­რი­ე­ლებ­მა კარ­გად არ მო­ა­მა­რა­გეს სურ­სათ-სა­ნო­ვა­გი­თა და ტყვია-წამ­ლით. ამით ლაშ­ქ­რო­ბა კი­დევ უფ­რო გარ­თულ­და. 31 აგ­ვის­ტოს რუს­თა ჯა­რი შვე­ი­ცა­რი­ის­კენ და­იძ­რა. და აი, სუ­ვო­როვ­მაც და­იწყო თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი სარ­და­ლი­ვით, ჰა­ნი­ბა­ლი­ვით, ჯა­რის ალ­პებ­ზე გა­დაყ­ვა­ნა, თუმ­ცა ჰა­ნი­ბალს იტა­ლი­ა­ში გა­დაჰ­ყავ­და ჯა­რი, სუ­ვო­როვს კი შვე­ი­ცა­რი­ა­ში.

ორი­ვე ალ­პუ­რი ლაშ­ქ­რო­ბა ის­ტო­რი­ის ფურ­ც­ლებს ამ­შ­ვე­ნებს და ერ­თი­მე­ო­რე­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა. მარ­თა­ლია, ჰა­ნი­ბა­ლის დროს ძვ.წ. III სა­უ­კუ­ნე იყო, ხო­ლო სუ­ვო­რო­ვის დროს - ახ.წ. XVIII, მაგ­რამ ალ­პებ­ზე ლაშ­ქ­რო­ბა მა­ინც ისე­თი­ვე ძნე­ლი იყო, რო­გო­რიც ჰა­ნი­ბა­ლის დროს. სუ­ვო­როვ­მაც არა­ნაკ­ლე­ბი ზა­რა­ლი ნა­ხა ამ მთაგ­რე­ხი­ლის გა­და­ლახ­ვი­სას და გმი­რუ­ლი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ლაშ­ქ­რო­ბას და­დე­ბი­თი შე­დე­გი არ მოჰ­ყო­ლია. ფრან­გებს ნი­ჭი­ე­რი, მა­მა­ცი და გა­მოც­დი­ლი გე­ნე­რა­ლი ან­დ­რე მა­სე­ნა სარ­დ­ლობ­და, იგი თავ­საც კარ­გად იცავ­და და მტერ­საც ოს­ტა­ტუ­რად უტევ­და. კარ­გად იცო­და თავ­დაც­ვი­თი ნა­გე­ბო­ბე­ბი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, გა­მოც­დი­ლი ტაქ­ტი­კო­სი და სტრა­ტე­გო­სი იყო, ამი­ტომ სუ­ვო­როვს ძა­ლი­ან გა­უძ­ნელ­და ასეთ მთა­ვარ­სარ­დალ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა. მა­სე­ნას ხელ­ქ­ვე­ით მთე­ლი ფრან­გუ­ლი არ­მია გა­ერ­თი­ან­და და მის­მა რიცხოვ­ნო­ბამ 90 ათასს მი­აღ­წია.

პირ­ვე­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ბრძო­ლე­ბი სუ­ვო­როვს სენ-გო­ტარ­დის უღელ­ტე­ხილ­თან მო­უხ­და. გარ­შე­მო მთე­ბი იყო, ცი­ცა­ბო­ე­ბი და უფ­ს­კ­რუ­ლე­ბი. ფრან­გე­ბი უღელ­ტე­ხილ­ზე გა­მაგ­რ­დ­ნენ და რუ­სე­ბის ორი­ვე შე­ტე­ვა მო­ი­გე­რი­ეს. სუ­ვო­როვ­მა შე­მოვ­ლი­თი მა­ნევ­რის­თ­ვის თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი გე­ნე­რა­ლი პეტ­რე ბაგ­რა­ტი­ო­ნი გაგ­ზავ­ნა გრე­ნა­დე­რე­ბით. ჯა­რის­კა­ცე­ბი ცოც­ვით აჰ­ყ­ვ­ნენ ცი­ცა­ბო კლდეს. სენ-გო­ტარ­დის­თ­ვის უნ­და შე­მო­ევ­ლოთ ისე, რომ მტრის­თ­ვის ზურ­გ­ში და­ერ­ტყათ. ფრან­გებ­მა მა­ინც შე­ნიშ­ნეს ისი­ნი და სრო­ლა და­უწყეს. რუ­სე­ბი უკუ­იქ­ც­ნენ. პეტ­რე ბაგ­რა­ტი­ონ­მა თავ­განწირუ­ლი შე­ტე­ვით მა­ინც აიყ­ვა­ნა ჯა­რი სენ-გო­ტარ­დ­ზე, მას სუ­ვო­რო­ვი მი­ეშ­ვე­ლა და ფრან­გებ­მაც უკან და­ი­ხი­ეს. ბაგ­რა­ტი­ონ­მა ამ ბრძო­ლა­ში სუ­ვო­რო­ვის ქე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

სენ-გო­ტარდს რომ გას­ც­დ­ნენ, რუ­სე­ბი რე­ი­სას ხე­ო­ბა­ში ჩა­ვიდ­ნენ. მდი­ნა­რე რე­ი­სა სწრა­ფი მთის მდი­ნა­რე იყო, რო­მელ­ზეც ვიწ­რო ხი­დი (ეშ­მა­კის ხი­დი) აეგოთ. ფრან­გებს კი მი­სი ცენ­ტ­რა­ლუ­რი ნა­წი­ლი აეფეთ­ქე­ბი­ნათ და მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს ჩა­საფ­რე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ. რუ­სებ­მა რამ­დე­ნი­მე­ჯერ სცა­დეს ხიდ­თან მის­ვ­ლა, მაგ­რამ ჩა­საფ­რე­ბუ­ლი ფრან­გე­ბი ზუს­ტი სრო­ლით მუსრს ავ­ლებ­დ­ნენ მათ. რუ­სებ­მა დი­დი მსხვერ­პ­ლის ფა­სად მა­ინც მო­ა­ხერ­ხეს ფიც­რე­ბის მი­ტა­ნა ხიდ­თან, აღად­გი­ნეს აფეთ­ქე­ბუ­ლი ნა­წი­ლი, გა­და­ვიდ­ნენ მდი­ნა­რე­ზე და მტერს უკან და­ა­ხე­ვი­ნეს. რუ­სე­ბი გზას გა­ნაგ­რ­ძობ­დ­ნენ. სა­შინ­ლად უჭირ­დათ და მტერ­თან შე­ტა­კე­ბე­ბი სულ უფ­რო ძნე­ლი იყო, მაგ­რამ მა­ინც წინ მი­ი­წევ­დ­ნენ.

რიმ­ს­კი-კორ­სა­კო­ვის კორ­პუსს სუ­ვო­როვ­მა ვერ მი­უს­წ­რო და ცი­უ­რი­ხის მახ­ლობ­ლად მა­სე­ნამ ის სას­ტი­კად და­ა­მარ­ცხა 16-17 აგ­ვის­ტოს. რუ­სებ­მა დი­დი ზა­რა­ლი ნა­ხეს. ფრან­გი გე­ნე­რა­ლი კლოდ-ჟაკ ლე­კურ­ბი სუ­ვო­როვს ხელს უშ­ლი­და და წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას უწევ­და. ეს კი­დევ უფ­რო ამ­ძი­მებ­და რუს­თა მდგო­მა­რე­ო­ბას. ლე­კურ­ბ­მა მა­სე­ნას, ედუ­არდ მორ­ტი­ეს, გაბ­რი­ელ მო­ლი­ტორ­სა და ლუი-ან­რი ლუ­ა­ზონს შე­ატყო­ბი­ნა სუ­ვო­რო­ვის მარ­შ­რუ­ტი, მი­სი ჯა­რის მდგო­მა­რე­ო­ბა და რიცხოვ­ნო­ბა.

სუ­ვო­რო­ვის ჯა­რის ბო­ლო ნა­წი­ლე­ბი 18 სექ­ტემ­ბერს მუ­ტე­ნის ველ­ზე იყ­ვ­ნენ. აქ მი­ი­ღო სუ­ვო­როვ­მა ცნო­ბე­ბი რიმ­ს­კი-კორ­სა­კო­ვის სას­ტი­კი მარ­ცხის შე­სა­ხებ. რუ­სე­ბი ფრან­გებ­ზე უფ­რო ცუ­დად მო­მა­რა­გე­ბუ­ლი იყ­ვ­ნენ და რა­ო­დე­ნო­ბი­თაც ჩა­მორ­ჩე­ბოდ­ნენ, ამი­ტომ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დ­ნენ, უკან და­ხე­ვა და­ეწყოთ. მა­სე­ნა იერიშ­ზე გა­და­ვი­და. ფრან­გებ­მა რუ­სე­ბი უკუ­აგ­დეს და ზა­რა­ლიც მი­ა­ყე­ნეს. ბაგ­რა­ტი­ო­ნი, რო­მე­ლიც არი­ერ­გარდს მე­თა­უ­რობ­და, დიდ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას უწევ­და ფრან­გებს და მა­ნაც რამ­დენ­ჯერ­მე უკან და­ა­ხე­ვი­ნა მათ.
სუვოროვის შესვლა მილანში 1799 წლის 18 აპრილს (ადოლფ შარლემანი, 1850 წ.)
სას­ტი­კი ბრძო­ლე­ბი გა­ი­მარ­თა და­სახ­ლე­ბა ნე­ფელ­ს­თან, ეს ად­გი­ლი ხე­ლი­დან ხელ­ში გა­და­დი­ო­და. ბაგ­რა­ტი­ო­ნი რუ­სე­თის არ­მი­ა­საც იცავ­და და დრო­დად­რო თვი­თო­ნაც უტევ­და ფრან­გებს. ამა­ვე ად­გი­ლებ­ში გა­ი­მარ­თა შვე­ი­ცა­რი­ის ლაშ­ქ­რო­ბის ყვე­ლა­ზე დი­დი ბრძო­ლა. 10-ათა­სი­ა­ნი ფრან­გუ­ლი ჯა­რი რუს­თა 4-ათა­სი­ან არი­ერ­გარდს და­ეს­ხა თავს. ფრან­გე­ბი შე­ა­ჩე­რეს და მი­ლო­რა­დო­ვი­ჩის სა­მი პოლ­კის მოს­ვ­ლის შემ­დეგ, რუ­სე­ბი შე­ტე­ვა­ზე გა­და­ვიდ­ნენ. რო­ზენ­ბერ­გ­მა ძა­ლე­ბი 7 ათას ჯა­რის­კა­ცამ­დე გა­ზარ­და და ბრძო­ლის­თ­ვის მო­ემ­ზა­და. მა­სე­ნამ მოკ­რი­ბა თა­ვი­სი ძა­ლე­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით 15 ათა­სი ჯა­რის­კა­ცი და ისევ შე­ტე­ვა­ზე გა­და­ვი­და.

ფრან­გებ­მა რუ­სებს ძლი­ე­რი ცეცხ­ლით აიძუ­ლეს უკან და­ხე­ვა და და­ე­დევ­ნენ კი­დეც. ამა­სო­ბა­ში რუს­თა და­ნარ­ჩე­ნი ძა­ლე­ბი სამ ხა­ზად მო­ეწყ­ვ­ნენ. თი­თო­ე­ულ საბ­რ­ძო­ლო ხაზს ერ­თ­მა­ნეთს 300 მეტ­რი აშო­რებ­და, კა­ვა­ლე­რია ფლან­გებ­ზე გან­ლაგ­და, რე­ზერ­ვ­ში ორი პოლ­კი იდ­გა. ამ ძა­ლე­ბით ისი­ნი კონ­ტ­რი­ე­რიშ­ზე გა­და­ვიდ­ნენ და ფრან­გ­თა ძლი­ე­რი ცეცხ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, მო­ა­ხერ­ხეს მი­ახ­ლო­ე­ბა და ხელ­ჩარ­თულ ბრძო­ლა­ში ჩაბ­მა. ფრან­გე­ბი და­მარ­ცხ­დ­ნენ და 3 ათას კა­ცამ­დე და­კარ­გეს დაჭ­რი­ლე­ბი­საა და და­ხო­ცი­ლე­ბის სა­ხით. რუ­სებ­მა 700-მდე ჯა­რის­კა­ცი და­კარ­გეს. რო­ზენ­ბერ­გის გა­მარ­ჯ­ვე­ბამ ლაშ­ქ­რო­ბას წარ­მა­ტე­ბუ­ლის ელ­ფე­რი მის­ცა. ავ­ს­ტ­რი­ე­ლებ­მა და რუ­სებ­მა ილან­ცეს­კენ და­ი­ხი­ეს, სა­დაც სურ­სათ-სა­ნო­ვა­გის მა­რა­გი მი­ი­ღეს, იქი­დან კი სო­ფელ კურს მი­ად­გ­ნენ.

სუ­ვო­რო­ვის შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ლაშ­ქ­რო­ბა უშე­დე­გოდ დას­რულ­და. მა­ლე სუ­ვო­როვს რიმ­ს­კი-კორ­სა­კო­ვიც შე­უ­ერ­თ­და თა­ვი­სი ჯა­რის ნარ­ჩე­ნე­ბით. სუ­ვო­როვ­მა ახა­ლი ჯილ­დო­ე­ბი მი­ი­ღო, მათ შო­რის მა­რია ტე­რე­ზას პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის ორ­დე­ნი. რუს­თა ჯა­რი ბა­ვა­რი­ი­სა და ბო­ჰე­მი­ის გავ­ლით მი­დი­ო­და, ის ერ­თხანს ცი­ხე­სი­მაგ­რე შკვო­რეც­ში გა­ჩერ­და და ფრან­გებ­თან ბრძო­ლის გა­ნახ­ლე­ბას ელო­და. თუმ­ცა ომი აღარ გა­ნახ­ლე­ბუ­ლა და რუ­სებ­მა სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა და­იწყეს. კრა­კოვ­ში სუ­ვო­როვ­მა მთა­ვარ­სარ­დ­ლო­ბა რო­ზენ­ბერგს გა­და­ა­ბა­რა. გზად მო­ხუ­ცი რუ­სი ფელ­დ­მარ­შა­ლი ავად გახ­და და და­ბა კობ­რინ­ში გა­ჩერ­და. მა­ლე სუ­ვო­რო­ვი მომ­ჯო­ბინ­და და გზა გა­ნაგ­რ­ძო. პე­ტერ­ბურ­გ­ში ჩას­ვ­ლამ­დე სუ­ვო­რო­ვი დმიტ­რი ხვოს­ტო­ვის სახ­ლ­ში გა­ჩერ­და. პავ­ლე I-მა უარი თქვა იტა­ლი­ის კამ­პა­ნი­ის გმი­რის მი­ღე­ბა­ზე. შვე­ი­ცა­რი­ის კამ­პა­ნი­ის შე­დე­გე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო იმ­პე­რა­ტორ­მა, რო­მელ­საც არც მა­ნამ­დე მოს­წონ­და სუ­ვო­რო­ვი, შე­რის­ხა მო­ხუ­ცი ფელ­დ­მარ­შა­ლი და თა­ვი­დან მო­ი­შო­რა.

ამ­ბო­ბენ, რომ სიკ­ვ­დი­ლის წინ სუ­ვო­როვ­მა თქვა: "მზად ვარ უფალს ჩა­ვა­ბა­რო ან­გა­რი­ში, მაგ­რამ ხელ­მ­წი­ფე­ზე ახ­ლა ფიქ­რიც კი არ მინ­და". 1800 წლის 18 მა­ისს სუ­ვო­რო­ვი გარ­და­იც­ვა­ლა. ის ალექ­სან­დ­რე ნე­ვე­ლის ლავ­რა­ში დაკ­რ­ძა­ლეს. საფ­ლავ­ზე უბ­რა­ლო, მაგ­რამ მეტყ­ვე­ლი წარ­წე­რაა: "აქ გა­ნის­ვე­ნებს სუ­ვო­რო­ვი".

ალექ­სან­დ­რე სუ­ვო­რო­ვი რო­გორც რუ­სე­თის, ისე მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის ერთ-ერ­თი უდი­დე­სი მხე­დარ­თ­მ­თა­ვა­რია. მან 35 დი­დი ბრძო­ლა მო­აწყო და არ და­მარ­ცხე­ბუ­ლა. სუ­ვო­როვ­მა მსოფ­ლი­ოს თა­ვი­სი სამ­ხედ­რო ნი­ჭი და უნა­რი რამ­დე­ნი­მე ბრწყინ­ვა­ლე კამ­პა­ნი­ით და­ა­ნახ­ვა და და­ამ­ტ­კი­ცა, რომ იმ დრო­ის­თ­ვის რუ­სე­თის ჯა­რე­ბი და მი­სი მთა­ვარ­სარ­დ­ლე­ბი ევ­რო­პა­ში ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო­ნი იყ­ვ­ნენ.

ნი­კა ხო­ფე­რია
ჟურნალი "ისტორიანი",#39
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!