პოტალა - "ადგილი, რომელიც სამოთხეს აფრქვევს"
30-06-2018
პოტალა  - "ადგილი, რომელიც სამოთხეს აფრქვევს"
1994 წელს იუნესკოს მიერ მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული ციხე-დარბაზი პოტალა ტიბეტელი ხალხის სიამაყეა.

ტიბეტის დედაქალაქ ლჰასაში წითელ ბორცვზე აგებული, თეთრად და წითლად შეღებილი ტრაპეციის ფორმის ციხე-დარბაზი უნიკალურია მდებარეობითა და გრანდიოზულობით. მისი გამოსახულება კი ტიბეტისა და ლჰასას ემბლემაა. აღსანიშნავია, რომ კომუნისტურ ჩინეთში პოტალა, ტიბეტის სხვა რელიგიური ძეგლებისგან განსხვავებით, 1960-1970-იან წლებში გადაურჩა ე.წ. ხუნვეიბინების ("წითელი მცველების") მიერ დანგრევას და ნაგებობაცა და ექსპონატებიც კარგად არის შემონახული.

ტი­ბე­ტუ­რად პო­ტა­ლა არის "ად­გი­ლი, სა­დაც ბი­ნად­რობს
ჩენ­რე­ზი", იგი­ვე ავა­ლო­კი­ტეშ­ვა­რა (სან­ს­კ­რიტ. - მე­უ­ფე), რო­მე­ლიც ყვე­ლას მოწყა­ლე­ბით უმ­ზერს. ბუ­დიზ­მის ეს იდე­ა­ლუ­რი არ­სე­ბა, სრულ­ყო­ფის მიღ­წე­ვის შემ­დეგ უარს ამ­ბობს ნირ­ვა­ნა­ში წას­ვ­ლა­სა და ბუ­დად გახ­დო­მა­ზე და მოკ­ვ­დავ­თა შო­რის რჩე­ბა, რა­თა მათ ტან­ჯ­ვა შე­უმ­სუ­ბუ­ქოს. ავა­ლო­კი­ტეშ­ვა­რა იყო ბუ­და შა­კი­ა­მუ­ნის (სიდ­ჰარ­ტ­ჰა გა­უ­ტა­მას) ერთ-ერ­თი მო­წა­ფე, ვი­საც თვით ბუ­დამ უწი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლა დი­დი
რო­ლი ტი­ბე­ტის ის­ტო­რი­ა­ში.

ბორცვს, რომ­ლის კალ­თა­ზე­ცაა აგე­ბუ­ლი ცი­ხე-დარ­ბა­ზი, ბუ­დის­ტურ რე­ლი­გი­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში პუ­ტო ეწო­დე­ბა და წმინ­დად ით­ვ­ლე­ბა, რად­გან ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, სწო­რედ ამ მთა­ზე გა­მოჩ­ნ­და ბოდ­ჰი­სატ­ვა ავა­ლო­კი­ტეშ­ვა­რა. ბოდ­ჰი­სატ­ვა - ბუ­დის­ტუ­რი რე­ლი­გი­ის ტერ­მი­ნია. სიტყ­ვა­სიტყ­ვით ნიშ­ნავს - "ის, ვი­სი არ­სე­ბაც არის სრულ­ყო­ფი­ლი ცოდ­ნა", ანუ ის, ვინც ბუ­დად უნ­და იქ­ცეს ამ ცხოვ­რე­ბა­ში ან რო­მე­ლი­მე მო­მა­ვალ გან­ს­ხე­უ­ლე­ბა­ში. სხვა­თა შო­რის, ჩი­ნე­თის პრო­ვინ­ცია ჩენ­ძი­ან­შიც არის ასე­ვე მთა პუ­ტო - პუ­ტო­შა­ნი, რო­მე­ლიც ზუს­ტად იმა­ვე მი­ზე­ზი­თაა წმინ­და.

3 700 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე, ლჰა­სას ტა­ფობ­ში მდე­ბა­რე წი­თელ ბორ­ც­ვ­ზე (მარ­პო რი) აგე­ბუ­ლი ცი­ხე-დარ­ბა­ზის სი­მაღ­ლე სა­ძირ­კ­ვ­ლი­დან 119 მეტ­რია. სიგ­რ­ძე შე­ად­გენს 350, ხო­ლო სი­გა­ნე 270 მეტრს, ნა­გე­ბო­ბის ფარ­თო­ბი 130 ათა­სი კვმ-ია, ხო­ლო წი­ნა ეზო­სა და ნა­გე­ბო­ბის უკან გან­ლა­გე­ბულ ტბორ­თან ერ­თად, სა­ერ­თო ფარ­თო­ბი 360 ათას კვმ-ს აღ­წევს. ცი­ხე-დარ­ბა­ზის მშე­ნებ­ლო­ბა VII სა­უ­კუ­ნის 30-იან წლებ­ში და­იწყო, რო­ცა იმ­დ­რო­ინ­დელ ტი­ბე­ტელ­თა მძვინ­ვა­რე იმ­პე­რი­ის - ტუ­ფა­ნის მე­ფემ სრონ­ც­ზან­გამ­პომ (ი­გი­ვე სონ­გ­ცენ­გამ­პო) გა­დაწყ­ვი­ტა, ლჰა­სა დე­და­ქა­ლა­ქად ექ­ცია.

პირ­ველ რიგ­ში, მე­ფემ ბრძა­ნა, ლჰა­სა­ში წი­თელ ბორ­ც­ვ­ზე, სა­დაც მი­სი სა­მე­დი­ტა­ციო გა­მოქ­ვა­ბუ­ლი იყო, სა­მე­ფო სა­სახ­ლე აეგოთ. შემ­დეგ სრონ­ც­ზან­გამ­პო ტა­ნას პრინ­ცე­სა ვენ­ჩენ­ზე და­ი­ნიშ­ნა. რო­ცა პირ­ნ­ცე­სა ტი­ბეტ­ში ჩაბ­რ­ძან­და, მე­ფემ წი­თელ ბორ­ც­ვ­ზე 999 ოთა­ხის აგე­ბა ბრძა­ნა და ად­რე აგე­ბულ სა­სახ­ლეს­თან ერ­თად მთე­ლი კომ­პ­ლექ­სი შე­იქ­მ­ნა, რო­მელ­საც ოთხი­ვე მხრი­დან 500-500 მეტ­რი სიგ­რ­ძის კედ­ლე­ბი შე­მო­ავ­ლეს. გა­ლა­ვანს ჰქონ­და დამ­ცა­ვი თხრი­ლი, სა­გუ­შა­გო კოშ­კე­ბი და ოთხი კა­რიბ­ჭე. VIII სა­უ­კუ­ნე­ში ცი­ხე-დარ­ბა­ზის ხის ნა­გე­ბო­ბა მე­ხით გა­ჩე­ნილ ხან­ძარ­ში და­ინ­თ­ქა. ამას­თან, ტუ­ფა­ნის სა­მე­ფოს არ­სე­ბო­ბის ბო­ლო წლებ­ში ად­გი­ლობ­რივ ტომ­თა შო­რის ომე­ბი გა­ჩაღ­და. პო­ტა­ლას­გან მხო­ლოდ ფა-ვა­ნას მღვი­მე და პა­ბა­ლა­კა­ნის დარ­ბა­ზი გა­დარ­ჩა...

ამჟამინდელი სა­ხით ცი­ხე-დარ­ბა­ზი XVII სა­უ­კუ­ნი­დან, რამ­დე­ნი­მე ას­წ­ლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში შენ­დე­ბო­და. V და­ლაი-ლა­მამ, ნგა­ი­ანგ ლობ­სან ჯი­ა­ცომ 1645 წელს პო­ტა­ლას დან­გ­რე­უ­ლი სა­სახ­ლის აღ­დ­გე­ნა ბრძა­ნა. უკ­ვე 1652 წელს, პე­კინ­ში ჩი­ნე­თის იმ­პე­რა­ტორ­თან ვი­ზი­ტის შემ­დეგ, რე­ზი­დენ­ცია მო­ნას­ტერ დრე­პუნ­გი­დან პო­ტა­ლას თეთრ სა­სახ­ლე­ში ("პოტ­რანგ კარ­პო") გა­და­ი­ნაც­ვ­ლა. ნგა­ი­ანგ ლობ­სან ჯი­ა­ცომ სა­კუ­თა­რი თა­ვი დე­და­მი­წა­ზე ბოდ­ჰი­სატ­ვა ავა­ლო­კი­ტეშ­ვა­რას გან­სა­ხი­ე­რე­ბად გა­მო­აცხა­და. და­ლაი-ლა­მას ძა­ლა­უფ­ლე­ბა იმ­დე­ნად დი­დი იყო, ხალხს მი­სი რე­ინ­კარ­ნა­ცი­ის (ა­ნუ გარ­დაც­ვა­ლე­ბის) ამ­ბავს ტი­ბე­ტის მმარ­თ­ვე­ლე­ბი მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უმა­ლავ­დ­ნენ. ნგა­ი­ანგ ლობ­სან ჯი­ა­ცოს სიკ­ვ­დი­ლი­დან მერ­ვე წელს (1690) პო­ტა­ლას წი­თე­ლი სა­სახ­ლის ("პოტ­რანგ მარ­პო") მშე­ნებ­ლო­ბა ცან­გი­ანგ ჯა­ი­ცომ ბრძა­ნა. მან­ვე ააგე­ბი­ნა მე­მო­რი­ა­ლუ­რი სტუ­პე­ბი პო­ტა­ლას კომ­პ­ლექ­ს­ში.
მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული ციხე-დარბაზი პოტალა ტიბეტელთა სიამაყეა
სტუ­პა სან­ს­კ­რი­ტუ­ლად ქვის ან მი­წის გრო­ვას, ბორცვს ნი­შ­ნავს. ეს ნა­ხევ­რად სფე­რუ­ლი მოყ­ვა­ნი­ლო­ბის სვე­ტი­სებ­რი ნა­გე­ბო­ბა, სა­დაც თავ­და­პირ­ვე­ლად მხო­ლოდ რე­ლიკ­ვი­ებს ინა­ხავ­დ­ნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის ძეგ­ლი გახ­და, რო­მელ­საც ბუ­დიზ­მ­ში რა­მე მოვ­ლე­ნის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად აგებ­დ­ნენ. სტუ­პე­ბო უკავ­შირ­დე­ბა მე­ფე­თა და ბე­ლად­თა საფ­ლა­ვე­ბის ყორ­ღა­ნებს - ინ­დო­ეთ­ში პირ­ვე­ლი სტუ­პე­ბი ბუ­დამ­დე გაჩ­ნ­და, სა­დაც ნეშ­ტის კრე­მა­ცი­ის შემ­დეგ დარ­ჩე­ნილ ნა­წი­ლებს ინა­ხავ­დ­ნენ...

სა­მუ­შა­ო­ებ­ში 7 ათა­სი ხე­ლო­სა­ნი და მუ­შა იყო ჩარ­თუ­ლი, და­ი­ხარ­ჯა 2134 ლი­ა­ნი (ა­ნუ 150 გ) ვერ­ცხ­ლი. ჩი­ნუ­რი ცი­ნე­ბის დი­ნას­ტი­ის იმ­პე­რა­ტორ­მა კან­სიმ მშე­ნებ­ლო­ბა­ზე გაგ­ზავ­ნა 114 ოს­ტა­ტი ხა­ნი­დან, მან­ჯუ­რი­ი­დან და ნე­პა­ლი­დან. სა­მუ­შა­ო­ე­ბი 1693 წელს დას­რულ­და. წი­თე­ლი სა­სახ­ლე აკურ­თხეს, ხო­ლო პო­ტა­ლას წინ მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად სა­მახ­სოვ­რო სვე­ტი დად­გეს. მას შემ­დეგ პო­ტა­ლა დი­დად აღარ შეც­ვ­ლი­ლა...

სა­სახ­ლის წი­ნა მო­ედ­ნი­დან კა­რი ში­და ეზო­ში გა­დის, რო­მე­ლიც სა­მი მხრი­დან მა­ღა­ლი კედ­ლი­თაა შე­მორ­ტყ­მუ­ლი, და­სავ­ლე­თ და აღ­მო­სავ­ლეთ მხარეებიდან ცი­ხე-დარ­ბაზ­ში შე­სას­ვ­ლე­ლე­ბია. აღ­მო­სავ­ლე­თის, ანუ მთა­ვა­რი შე­სას­ვ­ლე­ლი­დან სა­ფე­ხუ­რე­ბი­ა­ნი ბნე­ლი ტა­ლა­ნი 1600 კვმ ფარ­თის სწორ მო­ე­დან­ზე - უშუ­ა­ლოდ თეთ­რი სა­სახ­ლის კარ­თან გა­დის. აქ და­ლაი-ლა­მას­თ­ვის, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი­სა და მო­ხე­ლე­ე­ბის­თ­ვის თე­ატ­რა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი ეწყო­ბო­და. მო­ედ­ნის სამ­ხ­რე­თი­თა და ჩრდი­ლო­ე­თით გა­ლე­რე­ე­ბია, ხო­ლო აღ­მო­სავ­ლე­თი­თა და და­სავ­ლე­თით სა­თავ­სე­ბი წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი ბე­რე­ბის­თ­ვის სას­წავ­ლო კლა­სე­ბად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და.

თეთრი სა­სახ­ლე აერ­თი­ა­ნებს აღ­მო­სავ­ლე­თის დიდ პა­ვი­ლი­ონს (ტი­ბე­ტუ­რად - ცო­ცინ­სი­ა), მზის პა­ვი­ლი­ონს, რე­გენ­ტი­სა და და­ლაი-ლა­მას მას­წავ­ლებ­ლე­ბის საცხოვ­რე­ბელ პა­ლა­ტებს, ასე­ვე სამ­თავ­რო­ბო ოთა­ხებს.
"ცო­ცინ­სი­ა" თეთ­რი სა­სახ­ლის ყვე­ლა­ზე დი­დი პა­ვი­ლი­ო­ნია, აქ ეწყო­ბო­და პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­კულ­ტო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, მათ შო­რის, და­ლაი-ლა­მას ინ­ტ­რო­ნი­ზა­ცია. პა­ვი­ლი­ო­ნის ცენ­ტ­რ­ში და­ლაი-ლა­მას ტახ­ტი დგას, კედ­ლებ­ზე მრა­ვა­ლი ფრეს­კაა. მათ შო­რის ორი ჯგუ­ფი გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს იწ­ვევს: "პრინ­ცე­სა ძინ­ჩე­ნის ის­ტო­რი­ი­სა" და "მა­ი­მუ­ნის ადა­მი­ა­ნად ქცე­ვის" შე­სა­ხებ.

მზის პა­ვი­ლი­ო­ნი აღ­მო­სავ­ლე­თის დი­დი პა­ვი­ლი­ო­ნის თავ­ზეა გან­ლა­გე­ბუ­ლი. მზის პა­ვი­ლი­ო­ნი ორია - აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და და­სავ­ლე­თის. ამ პა­ვი­ლი­ო­ნებ­ში და­ლაი-ლა­მე­ბის საცხოვ­რებ­ლე­ბია. და­სავ­ლე­თის მზის პა­ვი­ლი­ო­ნი XIII და­ლაი-ლა­მას მმარ­თ­ვე­ლო­ბის ბო­ლო წლებ­ში ააგეს. და­ლაი-ლა­მა სწო­რედ ამ პა­ვი­ლი­ო­ნი­დან გა­ნა­გებ­და და წმინ­და ტექ­ს­ტებ­საც აქ კითხუ­ლობ­და. და­სავ­ლე­თის მზის პა­ვი­ლი­ონ­ში ინა­ხე­ბა ბუ­დას ოქ­როს ქან­და­კე­ბა, იას­პის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ავა­ლო­კი­ტეშ­ვა­რას ქან­და­კე­ბა, წმინ­და ტექ­ს­ტე­ბის გრაგ­ნი­ლე­ბი, ფა­ი­ფუ­რი, ოქ­რო­სა და იას­პის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ჩა­ის სერ­ვი­ზი, ძვირ­ფა­სი ფარ­ჩე­უ­ლი და სხვ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პო­ტა­ლა და­ლაი-ლა­მას ზამ­თ­რის რე­ზი­დენ­ცი­ას წარ­მო­ად­გენ­და, ხო­ლო ზაფხულ­სა და შე­მოდ­გო­მას სა­ზაფხუ­ლო რე­ზი­დენ­ცია "ნორ­ბუ­ლინ­კა­ში" ატა­რებ­და.

წი­თე­ლი სა­სახ­ლე იყო ბუ­და­სად­მი ლოც­ვე­ბი­სა და სა­კულ­ტო რი­ტუ­ა­ლე­ბის ად­გი­ლი. აქაც მთა­ვა­რი ად­გი­ლე­ბი პა­ვი­ლი­ო­ნე­ბია, რომ­ლებ­შიც და­ლაი-ლა­მე­ბის მე­მო­რი­ა­ლუ­რი სტუ­პე­ბი და სხვა­დას­ხ­ვა სა­კულ­ტო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სა­თავ­სე­ბია. სულ სა­სახ­ლე­ში რვა მე­მო­რი­ა­ლუ­რი სტუ­პაა, მათ­გან ყვე­ლა­ზე მდიდ­რუ­ლია V და XIII და­ლაი-ლა­მე­ბი­სა. სტუ­პას ზო­მე­ბი და შემ­კუ­ლო­ბა სიმ­ბო­ლუ­რად ასა­ხავს და­ლაი-ლა­მას ღვაწლს ქვეყ­ნი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში.
სასახლის ფანჯრები
სა­სახ­ლე­შია ასე­ვე მრა­ვა­ლი სა­კულ­ტო ძეგ­ლი, ძვირ­ფა­სი ლი­თო­ნე­ბი­სა და პა­ტი­ო­სა­ნი თვლე­ბის­გან მა­ღალ დო­ნე­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნაკ­ვე­თი თუ მო­ვა­რა­ყე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი, წმინ­და ტექ­ს­ტე­ბის იშ­ვი­ა­თი გა­მო­ცე­მე­ბი, ბუ­დისტ წმინ­დან­თა ქან­და­კე­ბე­ბი, "ტან­კას" ხა­ტე­ბი და სხვ. წი­თე­ლი სა­სახ­ლის მე­ხუ­თე სარ­თუ­ლის გა­ლე­რე­ა­ში ფრეს­კე­ბის მთე­ლი ჯგუ­ფი მშე­ნებ­ლო­ბის ეპი­ზო­დებ­საც ასა­ხავს.

V და­ლაი-ლა­მას სტუ­პას მე­ოთხე სარ­თუ­ლი უჭი­რავს, თუმ­ცა თა­ვად სტუ­პა ხუთ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ნა­გე­ბო­ბის სი­მაღ­ლი­საა - 14,5 მეტ­რი. ბა­ჯაღ­ლო ოქ­როს­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ეს სტუ­პა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია პო­ტა­ლა­ში. სი­მაღ­ლით მე­ო­რე ად­გილ­ზეა XIII და­ლაი ლა­მას სტუ­პა (14 მეტ­რი), რომ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა სამ წე­ლი­წადს გაგ­რ­ძელ­და (1934-1937). ფრეს­კა პა­ვი­ლი­ო­ნის ში­და კე­დელ­ზე და­ლაი-ლა­მას ცხოვ­რე­ბის აღ­წე­რას ეძღ­ვ­ნე­ბა. მათ შო­რი­საა და­ლაი-ლა­მას პე­კინ­ში სტუმ­რო­ბის ეპი­ზო­დი, სა­დაც ის ცი­ნე­ბის დი­ნას­ტი­ის ბო­ლოს­წი­ნა იმ­პე­რა­ტორ­მა გუ­ან­სი­უმ მი­ი­ღო.

და­სავ­ლე­თის დი­დი დარ­ბა­ზი (ტი­ბე­ტუ­რად - სი­სი­პინ­ცო) სტუ­პე­ბი­ა­ნი პა­ვი­ლი­ო­ნე­ბის აღ­მო­სავ­ლე­თი­თაა და მი­სი ფარ­თო­ბი 680 კვმ-ია. ის წი­თე­ლი სა­სახ­ლი­სა და მთე­ლი პო­ტა­ლას ყვე­ლა­ზე ვრცე­ლი დარ­ბა­ზია. ამ დარ­ბაზ­ში აწყობ­და V და­ლაი-ლა­მა მი­ღე­ბებს, მსხვერ­პ­ლ­შე­წირ­ვებ­სა და სხვა რი­ტუ­ა­ლებს.

დალაი-ლამას ცარიელი სამოსი სიმბოლურად მის არყოფნას აღნიშნავს პოტალაში

და­სავ­ლე­თის დარ­ბაზ­ში ინა­ხე­ბა ოქ­როს ძა­ფე­ბის­გან მოქ­სო­ვი­ლი მოზ­რ­დი­ლი წყვი­ლი ფარ­ჩა - ეს ძა­ფე­ბი 1696 წელს ჩი­ნე­თის იმ­პე­რა­ტორ­მა პო­ტა­ლას წი­თე­ლი სა­სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად აჩუ­ქა და­ლაი-ლა­მას. და­ლაი-ლა­მას ტახ­ტის ზე­მოთ კი გაკ­რუ­ლია იმ­პე­რა­ტორ ცი­ან­ლუ­ნის მი­ერ მოძღ­ვ­ნი­ლი ტრან­ს­პა­რან­ტი იმ­პე­რა­ტო­რის­ვე ხელ­რ­თ­ვით "ად­გი­ლი, რო­მე­ლიც სა­მოთხეს აფ­რ­ქ­ვევს".
წი­თე­ლი სა­სახ­ლის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი პა­ვი­ლი­ო­ნის და­სავ­ლეთ კე­დელ­თან დად­გ­მუ­ლია თერ­თ­მეტ­სა­ხი­ა­ნი და ათას­ხე­ლი­ა­ნი ბოდ­ჰი­სატ­ვა ავა­ლო­კი­ტეშ­ვა­რას ქან­და­კე­ბა, რო­მე­ლიც XIII და­ლაი-ლა­მას ბრძა­ნე­ბით მთლი­ა­ნად ბა­ჯაღ­ლო ოქ­რო­სა და ვერ­ცხ­ლის­გა­ნაა ჩა­მოს­ხ­მუ­ლი...

პო­ტა­ლას ყვე­ლა­ზე ად­რე­უ­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბი­დან შე­მორ­ჩე­ნი­ლია მხო­ლოდ მღვი­მე ფა-ვა­ნა და პა­ვი­ლი­ო­ნი პა­ბა­ლა­კა­ნი. მღვი­მე, რომ­ლის ფარ­თო­ბი სულ 27 კვმ-ია, მოწყო­ბი­ლია სა­დად. ით­ვ­ლე­ბა, რომ აქ სწვდე­ბო­და წმინ­და ტექ­ს­ტე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ტუ­ფა­ნის მე­ფე სრონ­ც­ზან­გამ­პო. მღვი­მე­ში დად­გ­მუ­ლია მი­სი და პრინ­ცე­სე­ბის - ვენ­ჩე­ნის, ჩი­ძუ­ლის, ლუ­დუნ­ძა­ნას - ტუ­ფა­ნის სა­მე­ფოს რჩე­ულ პირ­თა ქან­და­კე­ბე­ბი. აქ­ვე შე­მო­ნა­ხუ­ლია ნივ­თე­ბი (კე­რია, ქვის ქვა­ბი, სტუ­პა), რო­მელ­თაც სრონ­ც­ზან­გამ­პო იყე­ნებ­და. პა­ვი­ლი­ო­ნი პა­ბა­ლა­კა­ნი, რო­მელ­საც ასე­ვე ავა­ლო­კი­ტეშ­ვა­რას პა­ვი­ლი­ონს უწო­დე­ბენ, პირ­და­პირ ფა-ვა­ნის მღვი­მის თავ­ზეა გან­ლა­გე­ბუ­ლი.

პა­ვი­ლი­ო­ნებს V, VII, VIII, IX, XIII და­ლაი-ლა­მე­ბის სტუ­პე­ბით, ასე­ვე პა­ბა­ლა­კან­სა და რამ­ლა­კანს ერ­თი­ა­ნად მო­ვა­რა­ყე­ბუ­ლი სა­ხუ­რა­ვე­ბი აქვთ და ყვე­ლა ერ­თად ოქ­როს სა­ხუ­რა­ვე­ბის ან­სამბლს ქმნის. სა­ხუ­რა­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი ჩი­ნუ­რი ფორ­მი­საა აპ­რე­ხი­ლი კუთხე­ე­ბით, რომ­ლე­ბიც მი­თუ­რი ბუ­დის­ტუ­რი ცხო­ვე­ლე­ბის მომ­ც­რო ფი­გუ­რე­ბი­თაა შემ­კუ­ლი.

ძველი ტიბეტელი ოსტატების ნახელავი

პო­ტა­ლას ცი­ხე-დარ­ბა­ზი ტი­ბე­ტე­ლი ერის სა­გან­ძუ­რია, სა­დაც თავ­მოყ­რი­ლია ფას­და­უ­დე­ბე­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი და ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბი. აქ ფრეს­კე­ბის­თ­ვი­საც კი ძვირ­ფა­სი ლი­თო­ნე­ბი­თა და პა­ტი­ო­სა­ნი თვლე­ბით მომ­ზა­დე­ბულ სა­ღე­ბა­ვებს იყე­ნებ­დ­ნენ. შე­დე­გად, ცი­ხე-დარ­ბა­ზის ფრეს­კე­ბი დღე­საც ახა­ლი­ვით გა­მო­ი­ყუ­რე­ბა და მნახ­ვე­ლებს სი­კაშ­კა­შით ატყ­ვე­ვებს. პო­ტა­ლა­ში ინა­ხე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 10 ათა­სი ხა­ტი "ტან­კა", რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სი ნა­წი­ლი ძვე­ლი დრო­ის გა­მო­ჩე­ნი­ლი ოს­ტა­ტე­ბის მი­ე­რაა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. აქ­ვეა წმინ­და ტექ­ს­ტე­ბის გა­მო­ცე­მა­თა მდიდ­რუ­ლი კო­ლექ­ცია, ბევ­რი მათ­გა­ნი მა­ღალ მხატ­ვ­რულ დო­ნე­ზეა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შად მიიჩნევა.

არა­ერ­თი გამო­ცე­მა უნი­კა­ლუ­რია. კო­ლექ­ცი­ა­ში ძვე­ლი ინ­დო­ე­თი­დან და სხვა ად­გი­ლე­ბი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი კა­ნო­ნე­ბის ასამ­დე გრაგ­ნი­ლია, პალ­მის ფოთ­ლებ­ზეა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ზე ძვე­ლი ტექ­ს­ტე­ბი რამ­დე­ნი­მე ათა­სი წლის წი­ნან­დე­ლია. ხელ­ნა­წე­რე­ბი შეს­რუ­ლე­ბუ­ლია ოქ­რო­სა და ვერ­ცხ­ლის მელ­ნით, ხო­ლო ამო­ბურ­ცუ­ლი შრიფ­ტი მო­ვა­რა­ყე­ბუ­ლია ოქ­რო­თი. მა­გა­ლი­თად, გა­მო­ცე­მა "გან­ჟუ­რი" შეს­რუ­ლე­ბუ­ლია ოქ­როს, მარ­გა­ლი­ტის, ვერ­ცხ­ლის, სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რი მარ­ჯ­ნის, რკი­ნის ფხვნი­ლის, სპი­ლენ­ძის მტვრი­სა და ნი­ჟა­რე­ბის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ღე­ბა­ვე­ბით. ხო­ლო მკვრი­ვი და ელას­ტი­კუ­რი ქა­ღალ­დი მე­დე­გია სი­ნეს­ტის, ლპო­ბი­სა და მწე­რე­ბის­გან და­ზი­ა­ნე­ბის მი­მართ.
დასავლეთის დიდი დარბაზის ფრესკები წითელ სასახლეში
პო­ტა­ლა­ში წარ­მო­ჩე­ნი­ლია ტი­ბე­ტელ­თა მიღ­წე­ვე­ბი არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში, ქვი­სა და ლი­თო­ნის და­მუ­შა­ვე­ბა­ში, ფერ­წე­რა­ში, ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მრა­ვალ სხვა დარ­გ­ში და ის ძვე­ლი ტი­ბე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის მუ­ზე­უმს წარ­მო­ად­გენს. ცი­ხე-დარ­ბაზ­მა შე­მო­ი­ნა­ხა სხვა ხალ­ხებ­თან ტი­ბე­ტელ­თა სა­მე­ურ­ნეო და კულ­ტუ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა ის­ტო­რი­აც - ნე­პა­ლე­ლებ­თან, ჩი­ნე­ლებ­თან, ინ­დო­ე­ლებ­თან.

ამ­ჟა­მად მომ­ლოც­ვე­ლე­ბი პო­ტა­ლა­სა და წი­თე­ლი ბორ­ც­ვის გარ­შე­მო და­დი­ან ანუ ას­რუ­ლე­ბენ "კო­რას" - წმინ­და ად­გი­ლის რი­ტუ­ა­ლურ მი­მოვ­ლას. თუმ­ცა "კო­რას" გას­წ­ვ­რივ, მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი სა­ლო­ცა­ვი და­ფის გვერ­დით, უამრავი სა­ვაჭ­რო რი­გი­ცაა.

რა­მაზ გურ­გე­ნი­ძე
ჟურნალი "ისტორიანი",#39