თვითმფრინავის ძებნისას ხომალდები აღმოაჩინეს
27-07-2018
თვითმფრინავის ძებნისას ხომალდები აღმოაჩინეს
ინ­დო­ე­თის ოკე­ა­ნე­ში 2014 წელს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი მა­ლა­ი­ზი­უ­რი ლა­ი­ნე­რის, "ბო­ინგ 777"-ის ნარ­ჩე­ნე­ბის ძებ­ნი­სას, ავ­ს­ტ­რა­ლი­ის და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­დან 2300 კი­ლო­მეტ­რ­ში, ოკე­ა­ნის ფსკერ­ზე XIX სა­უ­კუ­ნის ორი სა­ვაჭ­რო ხო­მალ­დი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

რო­გორც ირ­კ­ვე­ვა, მათ ქვა­ნახ­ში­რი გა­დაჰ­ქონ­დათ. თი­თო­ე­ულ ხო­მალ­დ­ზე ეკი­პა­ჟის 15-დან 30-მდე წევ­რი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. თუმ­ცა, რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, ზოგ­ჯერ კა­პი­ტანს ბორ­ტ­ზე სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც ჰყავ­და.
ექ­ს­პერ­ტ­თა ჯგუფ­მა, რო­მელ­საც ავ­ს­ტ­რა­ლი­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბენ, ჩა­ძი­რულ ხო­მალ­დებს 3900 მეტ­რის სიღ­რ­მე­ზე მი­აკ­ვ­ლია. ჩა­ძი­რულ გე­მებს ერ­თ­მა­ნე­თის­გან 35 კი­ლო­მეტ­რი აშო­რებთ.

ხო­მალ­დე­ბის ჩა­ძირ­ვის ად­გი­ლის ვი­დეო- და
აუდი­ო­მა­სა­ლის ანა­ლი­ზის შემ­დეგ და­სავ­ლეთ ავ­ს­ტ­რა­ლი­ის მუ­ზე­უმ­ში და­ას­კ­ვ­ნეს, რომ მათ­გან ერ­თი ხის­გან, მე­ო­რე კი რკი­ნის­გან იყო აგე­ბუ­ლი.
როს ან­დერ­სო­ნი, მუ­ზე­უ­მის კუ­რა­ტო­რი: "რო­გორც და­დას­ტურ­და, ორი­ვე XIX სა­უ­კუ­ნის საზღ­ვაო-სა­ვაჭ­რო ხო­მალ­დია. ერ­თი ხი­საა, მე­ო­რე - რკი­ნის. მათ ქვა­ნახ­ში­რი გა­დაჰ­ქონ­დათ".

ან­დერ­სო­ნის­ვე გან­ცხა­დე­ბით, ჩა­ძი­რუ­ლი სა­ვაჭ­რო ხო­მალ­დე­ბი­დან ერთ-ერ­თი ან "გორ­დო­ნი­ა", რო­მე­ლიც 1876
წელს გლაზ­გო­დან ადე­ლა­ი­დის­კენ მი­ცუ­რავ­და და გა­უ­ჩი­ნარ­და, ან "მაგ­და­ლა", რო­მე­ლიც უელ­სის პორტ პე­ნარ­თი­დან ინ­დო­ნე­ზი­ის­კენ მი­ცუ­რავ­და, მაგ­რამ კუნ­ძულ ტერ­ნა­ტემ­დე ვერ ჩა­აღ­წია.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ხო­მალდს, გა­ნი­ხი­ლე­ბა სა­მი ვერ­სია, თუმ­ცა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად ემ­ხ­რო­ბი­ან იმ ვა­რი­ანტს, რომ ის 1883 წელს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი "ვესტ რი­ჯი­ა".

მომ­ზა­დე­ბუ­ლია new­s­ru.com-ის მი­ხედ­ვით
ჟურნალი "ისტორიანი",#90

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!