ლიკანის ორანჟერეა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია
ლიკანის ორანჟერეა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია
ლი­კა­ნის ორან­ჟე­რე­ას კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის უძ­რა­ვი ძეგ­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა.

შე­ნო­ბა XIX-XX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნა­ზეა აგე­ბუ­ლი და ლი­კა­ნის ტყე-პარ­კის მხატ­ვ­რულ-არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სა­ხის ერთ-ერ­თი გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი ნა­გე­ბო­ბაა. სა­ინ­ჟინ­რო სტრუქ­ტუ­რა კარ­გად არის მორ­გე­ბუ­ლი მტკვრის­პი­რა ბა­ქან­ზე, გა­მო­ირ­ჩე­ვა ეპო­ქის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ეს­თე­ტი­კი­თა და სამ­შე­ნებ­ლო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით.

ორან­ჟე­რეა ერ­თ­სარ­თუ­ლი­ა­ნია. და­სავ­ლე­თის­კენ და აღ­მო­სავ­ლე­თის­კენ ორი წაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლი მო­ნაკ­ვე­თის­გან შემ­დ­გა­რი შე­ნო­ბის შუ­ა­ში, რვა­წახ­ნა­გა ფორ­მის შე­მი­ნუ­ლი ფან­ჩა­ტუ­რია ჩას­მუ­ლი. ორან­ჟე­რე­ის წაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლი ფლან­გე­ბის გა­და­ხურ­ვა ორ­ქა­ნო­ბი­ა­ნია, ხო­ლო შუა დარ­ბა­ზის შე­მი­ნულ გა­და­ხურ­ვას რამ­დე­ნი­მე ქა­ნო­ბი აქვს. ლი­თო­ნის­კა­რი­ა­ნი შე­სას­ვ­ლე­ლე­ბი მოწყო­ბი­ლია ფლან­გე­ბის მოკ­ლე
გვერ­დებ­ში, აგ­რეთ­ვე შუა დარ­ბა­ზის ორი­ვე მხა­რეს.
საყ­რ­დე­ნი კედ­ლე­ბის ძი­რი­თა­დი სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლა ე.წ. რუ­სუ­ლი აგუ­რია. მას­ზე თა­როს ფორ­მით დაწყო­ბი­ლია ბა­ზალ­ტის თლი­ლი ქვე­ბის ერ­თი რი­გი. დუ­ღა­ბად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ქვი­შა­ცე­მენ­ტის ხსნა­რი. ქვის არის შუა დარ­ბა­ზის ტე­რა­სის კი­ბის სა­ფე­ხუ­რე­ბი, შე­მი­ნუ­ლი კარ­კა­სი კი ლი­თო­ნი­საა. ასე­ვე ლი­თო­ნის არის შე­მი­ნუ­ლი კა­რე­ბიც.
შუა დარ­ბა­ზის ტე­რა­სა-აივანს
ქვის რვა­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი კი­ბე აქვს. ქვის ორი სამ­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი კი­ბეა მოწყო­ბი­ლი ასე­ვე შუა დარ­ბა­ზის უკა­ნა შე­სას­ვ­ლელ­ში.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ორან­ჟე­რე­ას ამ­ჟა­მა­დაც იგი­ვე ფუნ­ქ­ცია აქვს, რაც სა­უ­კუ­ნის წინ.

ჟურნალი "ის­ტო­რი­ა­ნი",#90

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები