საქართველო უცხოელთა ფერებში
საქართველო უცხოელთა ფერებში

დასაწყისი იხილეთ
(ნაწილი II)

"მე სიყ­რ­მით­გან­ვე უდე­დო­ბა
და­მე­ცა ზა­რად...
და რო­ცა ბინ­დ­ში ვარ­დის­ფე­რი
გმო­სავ­და ნის­ლი, -
მე შენს სივ­რ­ცე­ში მე­ლან­დ­ვო­და
ჩურ­ჩუ­ლი მი­სი;
მი­ტომ მიყ­ვარ­და გა­რინ­დე­ბა
შენს მთებ­თან წყნა­რად!..
ო, კავ­კა­სი­ავ, შენ გეტ­რ­ფი მა­რად!"

ეს სიტყ­ვე­ბი იმ ცნო­ბილ პო­ეტ­სა და პრო­ზა­ი­კოსს მი­ხა­ილ ლერ­მონ­ტოვს (ან­ზორ აბ­ჟან­და­ძის თარ­გ­მა­ნი) ეკუთ­ვ­ნის, რო­მელ­მაც რუს მხატ­ვარ­თა შო­რის ერთ-ერ­თ­მა პირ­ველ­მა და­იწყო კავ­კა­სი­ის ბუ­ნე­ბის ტი­ლო­ზე გა­და­ტა­ნა. ლერ­მონ­ტო­ვის შე­მოქ­მე­დე­ბის ამ მხა­რეს ჩვენ­ში ნაკ­ლე­ბად იც­ნო­ბენ. არა­და, მი­სი სა­უ­კე­თე­სო ნა­ხა­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა სწო­რედ
კავ­კა­სი­ას უკავ­შირ­დე­ბა.

1837 წელს მე­ფის მთავ­რო­ბა ძა­ლი­ან შე­აშ­ფო­თა პუშ­კი­ნის მკვლე­ლე­ბი­სად­მი მი­მარ­თულ­მა ლერ­მონ­ტო­ვის ლექ­ს­მა "პო­ე­ტის სიკ­ვ­დი­ლი". ამი­ტომ ის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გად­მო­ა­სახ­ლეს და ნიჟ­ნი-ნოვ­გო­რო­დის დრა­გუნ­თა პოლ­კ­ში გა­ნა­წე­სეს. სწო­რედ ამ დროს გა­ი­ტა­ცა პო­ე­ტი ხატ­ვამ. ლერ­მონ­ტო­ვი მე­გო­ბარს, სვი­ა­ტოს­ლავ რა­ევ­ს­კის წერ­და: "ე­სე­ცაა, რომ ბო­ლოს მე ისევ და­მაბ­რუ­ნეს გვარ­დი­ა­ში, ოღონდ გროდ­ნოს პოლ­კ­ში.
ბე­ბია რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, მე, სი­მარ­თ­ლე გითხ­რა, სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­რ­ჩე­ბო­დი აქ, ვი­ნა­ი­დან სა­ეჭ­ვოა, რომ გა­და­სახ­ლე­ბა უკე­თე­სი იყოს, ვიდ­რე სა­ქარ­თ­ვე­ლო.

მას შემ­დეგ, რაც რუ­სე­თი­დან წა­მო­ვე­დი, გა­ნუწყ­ვეტ­ლივ ვმოგ­ზა­უ­რობ­დი - ხან სა­ფოს­ტო ეტ­ლით, ხან ცხე­ნით. მო­ვი­ა­რე სამ­ხედ­რო ხა­ზი სულ მთლად... ტან­ზე მეც­ვა ჩერ­ქე­ზუ­ლი ტან­საც­მე­ლი, ზურ­გ­ზე კი თო­ფი მქონ­და გა­და­კი­დე­ბუ­ლი. ღა­მეს ვა­თევ­დი ტრი­ალ მინ­დორ­ში, ვი­ძი­ნებ­დი ტუ­რე­ბის კი­ვილ­ში, ვჭამ­დი მჭადს, ვსვამ­დი (ა­სე გა­სინ­ჯე) კა­ხურ ღვი­ნოს... აქ ბევ­რია კარ­გი ყმაწ­ვი­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით ტიფ­ლის­ში ძა­ლი­ან წე­სი­ე­რი ხალ­ხია. მაგ­რამ ნამ­დ­ვი­ლი ნე­ტა­რე­ბა არის აქ თათ­რუ­ლი აბა­ნო­ე­ბი. მე საჩ­ქა­როდ გა­და­ვი­ღე ყვე­ლა იმ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ად­გი­ლის სუ­რა­თი, რო­მელ­საც კი ვეს­ტუმ­რე, და სუ­რა­თე­ბის გვა­რი­ა­ნი კო­ლექ­ცია მო­მაქვს თან".

კა­ხე­თის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე ლერ­მონ­ტო­ვი და­ა­ვად­და და სტავ­რო­პო­ლის ჰოს­პი­ტალ­ში მოხ­ვედ­რი­ლი, მა­ლე­ვე გა­და­იყ­ვა­ნეს პი­ა­ტი­გორ­ს­კ­ში სამ­კურ­ნა­ლოდ. ზაფხუ­ლის ბო­ლომ­დე პო­ე­ტი ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში დარ­ჩა, კის­ლო­ვოდ­ს­კ­სა და ჟე­ლეზ­ნო­ვოდ­ს­კ­ში მკურ­ნა­ლობ­და, შემ­დეგ კი სა­ქარ­თ­ვე­ლოს­კენ და­იძ­რა. აი, რო­გორ შე­ა­ფა­სა ვი­სა­რი­ონ ბე­ლინ­ს­კიმ ლერ­მონ­ტო­ვის ჩვენს მხა­რე­ში გა­მო­ჩე­ნა. "კავ­კა­სია იქ­ცა ლერ­მონ­ტო­ვის­თ­ვის პო­ე­ტურ სამ­ყა­როდ, რო­მე­ლიც მან მხურ­ვა­ლედ შე­იყ­ვა­რა. კავ­კა­სი­ის მი­უ­ვალ მწვერ­ვა­ლებ­ში იპო­ვა მან თა­ვი­სი პარ­ნა­სი". დღემ­დე შე­მორ­ჩე­ნი­ლია იტა­ლი­უ­რი ფან­ქ­რით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ლერ­მონ­ტო­ვის ჩა­ნა­ხა­ტე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, გზა­ში შექ­მ­ნი­ლი: "ნან­გ­რე­ვე­ბი არაგ­ვის პი­რას", "და­რი­ა­ლი", "ტიფ­ლი­სი, მე­ტე­ხის ცი­ხე", "მო­ცეკ­ვა­ვე ქარ­თ­ვე­ლე­ბი სახ­ლის ბან­ზე".

ნა­ხა­ტი "ჯვრის უღელ­ტე­ხი­ლი კო­ბის ხე­ო­ბი­დან" შეს­რუ­ლე­ბის მა­ნე­რით ლერ­მონ­ტო­ვის სხვა ჩა­ნა­ხა­ტე­ბი­სა­გან გა­მორ­ჩე­უ­ლია და აშ­კა­რად მი­უ­თი­თებს პო­ე­ტის მიდ­რე­კი­ლე­ბას და­ეწყო ხატ­ვა ზე­თის სა­ღე­ბა­ვე­ბით. ნა­ხა­ტი 1837-1838 წლებ­ში ბე­ბი­ის­თ­ვის, ელი­ზა­ვე­ტა არ­სე­ნი­ე­ვას­თ­ვის შე­იქ­მ­ნა. 1896 წელს ის პენ­ზის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მოხ­ვ­და, პენ­ზი­დან კი 1930-1940-იან წლებ­ში მი­ხა­ილ ლერ­მონ­ტო­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო მუ­ზე­უმ-ნაკ­რ­ძალ "ტარ­ხა­ნი­ში" გა­და­ი­ტა­ნეს.
"საქართველოს სამხედრო გზა მცხეთასთან"

ჩა­ნა­ხა­ტე­ბის მი­ხედ­ვი­თაა შექ­მ­ნი­ლი ლერ­მონ­ტო­ვის ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო ტი­ლო "ჯვრის მთა". მე­გო­ბარ სვი­ა­ტოს­ლავ რა­ევ­ს­კი­სად­მი გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში ის ემო­ცი­ე­ბია გად­მო­ცე­მუ­ლი, რომ­ლე­ბიც ლერ­მონ­ტოვს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთი­ა­ნე­თის ხილ­ვი­სას და­ე­უფ­ლა: "რო­გორც კი ქე­დი გა­დავ­ლა­ხე და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დი, ურე­მი მი­ვაგ­დე და ცხენს შე­მო­ვახ­ტი, სვლა და­თოვ­ლი­ლი მთის (ჯვრის) კენ­წე­როს­კენ გან­ვაგ­რ­ძე, ეს კი ად­ვი­ლი არ გე­გო­ნოს; იქი­დან ნა­ხე­ვა­რი სა­ქარ­თ­ვე­ლო ხე­ლის­გუ­ლი­ვით მოს­ჩანს. სი­მარ­თ­ლე გითხ­რა, ამ გა­სა­ო­ცარ გრძნო­ბას ვერ აღ­ვ­წერ და ვერც მის გად­მო­ცე­მას მო­ვა­ხერ­ხებ: ჩემ­თ­ვის მთის ჰა­ე­რი ბალ­ზა­მია, დარ­დი და მოწყე­ნი­ლო­ბა ვერ გა­მე­კა­რა, გუ­ლი სა­გუ­ლე­დან ამოხ­ტო­მას ლა­მობ­და, მკერ­დით მე­ფუ­რად ვსუნ­თ­ქავ­დი. იმ წუ­თებ­ში არა­ფე­რი მინ­დო­და, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ასე ვიჯ­დე­ბო­დი და ამ თვალ­წარ­მ­ტაც ხედს ვუ­ყუ­რებ­დი".

ლერ­მონ­ტოვ­მა ნა­მუ­შე­ვა­რი თა­ვის სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარს ალექ­სანდრ ოდო­ევ­ს­კის აჩუ­ქა. 1968 წელს ის ჰელ­სინ­კი­ში შე­ი­ძი­ნა ფრან­გ­მა სა­ბა­ლე­ტო მოღ­ვა­წე სერჟ ლი­ფა­რემ და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­არ­ქი­ვო სამ­მარ­თ­ვე­ლოს გა­დას­ცა. ნა­მუ­შე­ვა­რი მხატ­ვარ ალექ­სეი კო­რი­ნის მი­ე­რაა რეს­ტავ­რი­რე­ბუ­ლი, უკა­ნა მხა­რეს და­ტა­ნი­ლია წარ­წე­რა: "ეს ნა­ხა­ტი პო­ეტ­მა ლერ­მონ­ტოვ­მა კავ­კა­სი­ა­ში უკა­ნას­კ­ნე­ლი გამ­გ­ზავ­რე­ბის წინ მა­ჩუ­ქა. ზედ ჯვრის მთაა გა­მო­სა­ხუ­ლი, სა­დაც მან სუ­ლი და­ლია. თა­ვა­დი ვ. ოდო­ევ­ს­კი". (მი­ნა­წერ­ში შეც­დო­მაა: ლერ­მონ­ტო­ვი პი­ა­ტი­გორ­ს­კ­ში მოკ­ლეს). საბ­ჭო­ეთ­ში ჩა­მო­ტა­ნი­ლი ნა­ხა­ტი 1971 წლი­დან პი­ა­ტი­გორ­ს­კ­ში, მი­ხა­ილ ლერ­მონ­ტო­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო მუ­ზე­უმ-ნაკ­რ­ძალ­ში ინა­ხე­ბა.

პო­ეტ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­წა­ზე ორ-სამ თვეს და­ყო (და­ახ­ლო­ე­ბით 1837 ოქ­ტომ­ბერ-დე­კემ­ბე­რი), რო­გორც თვი­თონ წერ­და სვი­ა­ტოს­ლავ რა­ევ­ს­კის, აქ "ბევრ კარგ ახალ­გაზ­რ­დას" გა­ეც­ნო. ამ ახალ­გაზ­რ­დებს შო­რის არა­ერ­თი ქარ­თ­ვე­ლი იყო: 1837 წელს ლერ­მონ­ტოვ­თან ერ­თად ნი­ჟე­გო­რო­დის პოლ­კ­ში მსა­ხუ­რობ­და პოდ­პოლ­კოვ­ნი­კი ბა­რა­თაშ­ვი­ლი, მა­ი­ო­რი ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი, შტაბს-კა­პიტ­ნე­ბი: ფავ­ლე­ნიშ­ვი­ლი და შა­ლი­კაშ­ვი­ლი, პრა­პორ­ში­კე­ბი-ან­დ­რო­ნი­კაშ­ვი­ლი, იოსე­ლი­ა­ნი, ერის­თა­ვი, მა­ჩა­ბე­ლი, საყ­ვა­რე­ლი­ძე-ბე­ჟა­ნიშ­ვი­ლი. აქ­ვე იყ­ვ­ნენ სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე­ო­ბით ცნო­ბი­ლი გულ­ბა­ათ ჭავ­ჭა­ვა­ძის ძმე­ბი, წი­ნან­დალ­ში მცხოვ­რე­ბი იასო­ნი და სპი­რი­დო­ნი.

"რო­გორც კი წი­ნან­დალ­ში ნი­ჟე­გო­რო­დე­ლე­ბი გა­მოჩ­ნ­დე­ბოდ­ნენ ხოლ­მე, - გად­მოგ­ვ­ცემს პო­ე­ტი, - ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძის "ტრა­მა­ლი­ვით გა­დაშ­ლი­ლი კარ-მი­და­მო" სტუმ­რე­ბით აივ­სე­ბო­და. და­იწყე­ბო­და ცხე­ნე­ბის ჭე­ნე­ბა, დო­ღი, სრო­ლა. იარა­ღით თავს იწო­ნებ­დ­ნენ რუ­სე­ბიც და ქარ­თ­ვე­ლე­ბიც. თით­ქ­მის ყვე­ლას ჰქონ­და ძვირ­ფა­სი სა­ბუდ­რი­ა­ნი ხან­ჯა­ლი და ხმა­ლი, დამ­ბა­ჩა ქა­მარ­ში გარ­ჭო­ბი­ლი და თო­ფი მხარ­ზე გა­დე­ბუ­ლი. ნი­ჟე­გო­რო­დე­ლებს ყა­ბარ­დოს ცხე­ნე­ბი ჰყავ­დათ, ხო­ლო ქარ­თ­ვე­ლებს ძვირ­ფა­სი ყა­რა­ბა­ღუ­ლი ულა­ყე­ბი, სპარ­სუ­ლი ყაჯ­რე­ბით და ყო­ველ მოძ­რა­ო­ბა­ზე მოჟ­ღა­რუ­ნე ბალ­თე­ბით შე­კაზ­მუ­ლი".

სა­ქარ­თ­ვე­ლოს წარ­მ­ტაც­მა ბუ­ნე­ბამ, ქარ­თ­ველ­თა ყო­ფამ, ხალ­ხურ­მა სიტყ­ვი­ე­რე­ბამ პო­ეტ­ზე დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. ნა­ხატ­ზე "თა­მა­რის ცი­ხის ნან­გ­რე­ვე­ბი კა­ხეთ­ში, სო­ფელ ყა­რა­ღა­ჯის მახ­ლობ­ლად" ნაჩ­ვე­ნე­ბია გა­რე­მო, სა­დაც ლერ­მონ­ტო­ვი მსა­ხუ­რობ­და (ყა­რა­ღაჯ­ში იდ­გა ნიჟ­ნი-ნოვ­გო­რო­დის დრა­გუნ­თა პოლ­კი). მა­ღა­ლი კლდე პირ­ქუ­შად გად­მოჰ­ყუ­რებს ძველ სა­ვაჭ­რო-სა­ქა­რავ­ნო გზას.

მიხაილ ლერმონტოვი

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ძველ­მა დე­და­ქა­ლაქ­მა მცხე­თამ ლერ­მონ­ტო­ვის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში დი­დი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. პო­ე­მა "მწი­რი" მცხე­თის, უფ­რო სწო­რად, ჯვრის მო­ნას­ტ­რის აღ­წე­რით იწყე­ბა:
მას შემ­დეგ დიდ დროს არ გა­უვ­ლია...
სა­დაც ერ­თ­ვი­ან და ხმა­უ­რია,
ჩაჰ­კ­ვ­რი­ან ერ­თურთს ისე, ვით დე­ბი,
მტკვრის წყალს და ტალ­ღებს
არაგ­ვის წყლე­ბი,
ნა­ხავთ მო­ნას­ტერს. დღე­საც იქ გზე­ბი
მგზავრს რომ მი­იყ­ვანს,
თვალს ჰკრავს გა­ლა­ვანს,
შეძ­ლებს კოშ­კ­თა და სვეტ­თა და­ლან­დ­ვას,
დან­გ­რე­ულ კოშკს და თაღ­თა და­ნახ­ვას.
თუმ­ცა აღარ ჩანს, რო­გორც ღრუბ­ლე­ბი,
სურ­ნე­ლო­ვა­ნი კვამ­ლის ქუ­ლე­ბი,
არ ის­მის ღა­მით ხმა სიმ­ღე­რე­ბის,
ჩვენ­თა სულ­თათ­ვის მლოც­ველ ბე­რე­ბის...
(ა­ლექ­სან­დ­რე ელერ­დაშ­ვი­ლის
თარ­გ­მა­ნი)

მცხე­თის ხე­დი ლერ­მონ­ტოვ­მა ტი­ლო­ზეც გად­მოს­ცა: მდი­ნა­რის პი­რას გზა­ზე კოშ­კი აღ­მარ­თუ­ლა, იქ­ვე სა­მი­კიტ­ნოა, შორს მთა­ზე კი ჯვრის მო­ნას­ტ­რის სი­ლუ­ე­ტი მო­ჩანს.
ლერ­მონ­ტო­ვი ნა­ხა­ტებ­ში იმ პე­ი­ზა­ჟე­ბი­სა და სა­ყო­ფაცხოვ­რე­ბო სცე­ნე­ბის გად­მო­ცე­მას ცდი­ლობ­და, რო­მელ­თაც პო­ეტ­ზე დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვეს და ამას­თა­ნა­ვე, ახა­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ხე­ე­ბის და­ბა­დე­ბა­საც მის­ცეს ბიძ­გი. ამ­დე­ნად, ეს ნა­ხა­ტე­ბი თა­ვი­სე­ბუ­რი სა­მახ­სოვ­რო ბა­რა­თე­ბი­ცაა, რად­გან ისი­ნი მხატ­ვ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის და­წე­რამ­დე შე­იქ­მ­ნა.

ლერ­მონ­ტო­ვის გა­მორ­ჩე­უ­ლი ნა­ხა­ტი "ტიფ­ლი­სის ხე­დი­ა", იგი ზე­თის სა­ღე­ბა­ვე­ბით 1837 წელ­საა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. ნა­ხა­ტი რო­მან­ტი­კუ­ლი მხატ­ვ­რო­ბის სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­შია. ავ­ტო­რის სა­სა­ხე­ლოდ უნ­და ით­ქ­ვას, რომ ტი­ლო­ზე ზედ­მი­წევ­ნი­თაა გად­მო­ცე­მუ­ლი ძვე­ლი თბი­ლი­სის ხიბ­ლი, არ­ქი­ტექ­ტუ­რა, კარ­გად ჩანს ნა­რი­ყა­ლას კედ­ლე­ბი, გა­ლა­ვა­ნი მტკვრის პი­რას (მის­გან დღეს არა­ფე­რია შე­მორ­ჩე­ნი­ლი), მე­ტე­ხის ტა­ძა­რი და სხვ. ნა­ხა­ტი ლერ­მონ­ტოვ­მა თა­ვის ნა­თე­სავ პა­ველ პეტ­როვს 1837 წელს სტავ­რო­პოლ­ში აჩუ­ქა. იგი ამ­ჟა­მად მოს­კოვ­ში, სა­ხელ­მ­წი­ფო ლი­ტე­რა­ტუ­რულ მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა.

ირაკ­ლი ან­დ­რო­ნი­კაშ­ვი­ლი, საბ­ჭო­თა მწე­რა­ლი და ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე 1953 წელს ნა­ხა­ტის შე­სა­ხებ წერ­და: "რამ­დე­ნი­მე წლის წინ ქა­ლაქ ივა­ნო­ვოს სამ­ხატ­ვ­რო გა­ლე­რე­ა­ში აღ­მოჩ­ნ­და ლერ­მონ­ტო­ვის ნა­ხა­ტი, შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­ტუ­რი­დან ზე­თის სა­ღე­ბა­ვე­ბით. ნა­ხა­ტი წარ­მო­ად­გენს თბი­ლი­სის სა­ერ­თო ხედს ავ­ლაბ­რის მხრი­დან. ლერ­მონ­ტოვს ეს და­უ­ხა­ტავს ისე, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, მი­სი მოლ­ბერ­ტი მდგა­რა მდი­ნა­რის ფლა­ტე­ე­ბი­ან ნა­პირ­ზე, იქ, სა­დაც მტკვა­რი უხ­ვევს, ცო­ტა ზე­ვით "გო­გი­ლოს" აბა­ნო­ებ­ზე. აქ იწყე­ბო­და გა­რე­უ­ბა­ნი მირ­ზა-აბა­დი, რო­მე­ლიც მე­რე "ძაღ­ლის უბ­ნად" იწო­დე­ბო­და.

ამის შე­მოწ­მე­ბა ძნე­ლი არ არის: საკ­მა­რი­სია ადა­მი­ა­ნი შა­უ­მი­ა­ნის ქუ­ჩი­დან მტკვრის ნა­პირ­ზე გა­ვი­დეს, "გო­გი­ლოს" აბა­ნოს მახ­ლობ­ლად ბორ­ც­ვ­ზე აიაროს და მის თვალ­წინ გა­დაშ­ლი­ლი პა­ნო­რა­მა ნა­ხა­ტის რეპ­რო­დუქ­ცი­ას შე­ა­და­როს. იქ­ვე, ახ­ლოს, ერ­მო­ლო­ვის დროს აშე­ნე­ბუ­ლი ოფიც­რე­ბის ყა­ზარ­მე­ბი მდე­ბა­რე­ობ­და, რომ­ლებ­საც შემ­დეგ პოკ­როვ­ს­კის ყა­ზარ­მე­ბი შე­არ­ქ­ვეს. ბევ­რი ოფი­ცე­რი კერ­ძო ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­და, ყა­ზარ­მის მახ­ლობ­ლად. ალ­ბათ ლერ­მონ­ტოვ­მა მო­ი­ნა­ხუ­ლა ვინ­მე სამ­ხედ­რო­თა­გა­ნი, რო­მელ­საც ავ­ლა­ბარ­ში ჰქონ­და ბი­ნა, აღაფ­რ­თო­ვა­ნა პო­ე­ტი თბი­ლი­სის პა­ნო­რა­მამ, აქე­დან რომ იშ­ლე­ბო­და, და ერთ ან ორ სე­ან­ს­ში (მუ­შა­ობ­და იგი სა­ო­ცა­რი სის­წ­რა­ფით) და­ას­რუ­ლა ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო ნა­მუ­შე­ვა­რი".

"ჯვრის მთა"

1840-1841 წლე­ბის ზამ­თარ­ში, რო­ცა ლერ­მონ­ტო­ვი შვე­ბუ­ლე­ბას პე­ტერ­ბურ­გ­ში ატა­რებ­და, პო­ეტს სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის­თ­ვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა ჰქონ­და გა­დაწყ­ვე­ტი­ლი, მაგ­რამ მი­ზა­ნი ბე­ბი­ის წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის გა­მო ვერ შე­ას­რუ­ლა, ელი­ზა­ვე­ტა არ­სე­ნი­ე­ვა შვი­ლიშ­ვი­ლის სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რა­ზე დიდ იმე­დებს ამ­ყა­რებ­და და სრუ­ლი­ად მი­უ­ღებ­ლად მი­აჩ­ნ­და მი­ხე­ი­ლის გა­ტა­ცე­ბა პო­ე­ზი­ით. ამ­დე­ნად, 1841 წლის გა­ზაფხულ­ზე პო­ე­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. მან რამ­დე­ნი­მე ბრძო­ლა­შიც მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ქარ­თ­ველ ოფი­ცერ კონ­ს­ტან­ტი­ნე მა­მა­ცაშ­ვილ­თან (მა­მა­ცევ­თან) ერ­თად. სა­ბე­დის­წე­რო გა­მოდ­გა პო­ე­ტის შე­კა­მა­თე­ბა მა­ი­ორ ნი­კო­ლაი მარ­ტი­ნოვ­თან, რო­მელ­მაც მი­ხა­ილ ლერ­მონ­ტო­ვი დუ­ელ­ში გა­მო­იწ­ვია და პო­ე­ტი პი­ა­ტი­გორ­ს­კ­ში ემ­ს­ხ­ვერ­პ­ლა კი­დეც ამ დუ­ელს.

გი­ორ­გი კა­ლან­დია
სა­ქარ­თ­ვე­ლოს თე­ატ­რის, მუ­სი­კის, კი­ნო­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის სა­ხელ­მ­წი­ფო მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი
ჟურნალი "ისტორიანი",#40
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა  ლუსტრაციის კანონის მიღება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა ლუსტრაციის კანონის მიღება?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები