ერიკ იან ჰანუსენი ჰიტლერის პირადი ასტროლოგი
16-11-2018
ერიკ იან ჰანუსენი ჰიტლერის პირადი ასტროლოგი
ერიკ იან ჰანუსენს XX საუკუნის ნოსტრადამუსს უწოდებდნენ. ზოგიერთს ნათელმხილველად მიაჩნდა, ზოგსაც - შარლატანად. დახმარებისთვის მას პრეზიდენტები, მინისტრები თუ სპეცსამსახურების აგენტები მიმართავდნენ. ლიონ ფოიხტვანგერმა და ჰაინრიხ მანმა მასზე რომანები დაწერეს, 1988 წელს კი იშტვან საბომ შესანიშნავი ფილმი გადაიღო. ერიკ იან ჰანუსენის ფსევდონიმით მსოფლიოში ცნობილი იყო გერმან (ჰერშელ) შტაინშნაიდერი (1899-1933). მისი ბიოგრაფია უნიკალურია და დეტექტიური რომანივით იკითხება.

ორივე მსოფლიო ომის წინასწარმეტყველს საკუთარი აღსასრული "გამოეპარა"

გერ­მან შტა­ინ­შ­ნა­ი­დე­რი ავ­ს­ტ­რი­ა­ში, ღა­რიბ ებ­რა­ულ ოჯახ­ში და­ი­ბა­და. დე­და
12 წლი­სას გარ­და­ეც­ვა­ლა. მა­მა მა­ლე და­ქორ­წინ­და ორ­შ­ვი­ლი­ან ქვრივ­ზე. ბიჭ­მა ეს მტკივ­ნე­უ­ლად აღიქ­ვა და სახ­ლი­დან გა­იქ­ცა.
- ერ­თხანს უბ­რა­ლო ჯი­ბის ქურ­დი იყო, შემ­დეგ გა­მომ­ძალ­ველ­თა ბან­დის წევ­რი გახ­და, - წერს გერ­მა­ნე­ლი ის­ტო­რი­კო­სი კურტ ფონ ტი­პელ­ს­კირ­ხი.
მა­ლე პო­ლი­ცი­ამ და­ა­პა­ტიმ­რა. ბე­დად, პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მელ­მაც იგი და­ა­კა­ვა, ღვთის­ნი­ე­რი კა­ცი აღ­მოჩ­ნ­და. ყმაწ­ვილს
დიდ­ხანს ესა­უბ­რა და უთხ­რა:
- ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ხარ, ცი­ხის­თ­ვის მე­ცო­დე­ბი. რომ გა­გიშ­ვა, ბან­დი­ტებს აღარ გა­ე­კა­რე­ბი?
- პი­რო­ბას ვერ მოგ­ცემთ, - იყო პა­სუ­ხი.
- რაო?! - პო­ლი­ცი­ე­ლი უნებ­ლი­ეთ შეკ­რ­თა.
- პა­ტი­ო­სა­ნი რომ იყო, პრო­ფე­სიაა სა­ჭი­რო, მე კი ხე­ლო­ბა არ მაქვს.
- კარ­გი ბი­ჭი ხარ! - პო­ლი­ცი­ელ­მა მხარ­ზე ხე­ლი მო­უ­თა­თუ­ნა.
და­კა­ვე­ბულ მო­ხუ­ლიგ­ნო მო­ზარდს იგი ყა­ვით გა­უ­მას­პინ­ძ­ლ­და. შემ­დეგ უთხ­რა:
- რას იტყ­ვი, ცირ­კ­ში რომ მო­გაწყო?
გა­ო­ცე­ბუ­ლი ბი­ჭი პო­ლი­ცი­ელს მი­ა­ჩერ­და. ინ­ს­პექ­ტო­რი კი იღი­მე­ბო­და.
- შენ­ნა­ი­რი ნი­ჭი­ე­რი ბი­ჭი იქ არ და­ი­კარ­გე­ბა. მო­დი, შევ­თან­ხ­მ­დეთ: მე ცირ­კ­ში მო­გაწყობ, შენ კი ქურ­დო­ბა­სა და გა­მომ­ძალ­ვე­ლო­ბას თავს და­ა­ნებებ, კარ­გი?
- კარ­გი.
პო­ლი­ცი­ელ­მა პი­რო­ბა შე­ას­რუ­ლა. ყმაწ­ვი­ლი ცნო­ბილ ნა­თელ­მ­ხილ­ველ ლე­ოს გა­აც­ნო. ამ უკა­ნას­კ­ნელ­მა ბი­ჭი შე­გირ­დად აიყ­ვა­ნა.
- ლეო ფო­კუ­სის ხე­ლოვ­ნე­ბას ვირ­ტუ­ო­ზუ­ლად ფლობ­და, მი­სი ას­ტ­რო­ლო­გი­უ­რი წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბე­ბიც ამა­ზე იყო და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, - წერს საბ­ჭო­თა მწე­რა­ლი იული­ან სე­მი­ო­ნო­ვი.
გერ­მა­ნი და­ე­უფ­ლა მო­ჯი­რი­თი­სა და აკ­რო­ბა­ტის ხე­ლოვ­ნე­ბა­საც. მა­ლე არე­ნა­ზე გა­მოჩ­ნ­და, თუმ­ცა მი­სი ნომ­რე­ბი სხვე­ბის­გან ბევ­რი არაფ­რით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ. გერ­მანს კი დი­დე­ბა სწყუ­რო­და.
- შემ­დეგ ის წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლის როლ­ში მოგ­ვევ­ლი­ნა. პირ­ვე­ლად სა­ხე­ლი იმით გა­ით­ქ­ვა, რომ თა­ვი­სი მას­წავ­ლებ­ლის ყალ­თა­ბან­დო­ბა ამ­ხი­ლა, - წერს საბ­ჭო­თა მწე­რა­ლი ლევ ბე­ზი­მენ­ს­კი.
ლეო ცნო­ბილ წი­ნას­წა­რ­მეტყ­ვე­ლად ით­ვ­ლე­ბო­და და მის მხი­ლე­ბა­საც დი­დი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყ­ვა. გერ­მან­მა მი­ზანს მი­აღ­წია. მას­ზე ევ­რო­პის პრე­სა ალა­პა­რაკ­და.

იუგოსლავიის მეფე ალექსანდრ I კარაგეორგევიჩი და მისი მეუღლე, დედოფალი მარია პირმშოს - პეტერის ნათლობისას, რომელიც შემდგომში იუგოსლავიის მეფე პეტერ II გახდა

სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის კლი­ენ­ტი
შტა­ინ­შ­ნა­ი­დე­რის, რო­გორც ნა­თელ­მ­ხილ­ვე­ლის, დე­ბი­უ­ტი ვე­ნის ერთ-ერთ კა­ბა­რე­ში 1912 წელს მო­ეწყო. ავ­ს­ტ­რი­უ­ლი პრე­სა ახალ­გაზ­და ას­ტ­რო­ლოგ­ზე ალა­პა­რაკ­და. ცნო­ბით წი­ნას­წარ­მეტყ­ველ­მა არა მხო­ლოდ ქა­ლე­ბის, არა­მედ სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ყუ­რადღე­ბა მი­იქ­ცია. მათ­თ­ვის შტა­ინ­შ­ნა­ი­დე­რი იდე­ა­ლუ­რი ფი­გუ­რა იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ხელ­საყ­რე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სავ­რ­ცე­ლებ­ლად.

მა­ლე გერ­მანს შეხ­ვ­და ცნო­ბი­ლი გერ­მა­ნე­ლი მზვე­რა­ვი, ჰოლ­კოვ­ნი­კი ვალ­ტერ ნი­კო­ლაი. მა­თი სა­უბ­რის შემ­დეგ გერ­მა­ნი ბერ­ლინ­ში გა­და­ვი­და. ბერ­ლი­ნის კა­ბა­რე­ებ­ში მის­მა ოკულ­ტურ­მა სე­ან­სებ­მა ნამ­დ­ვი­ლი ფუ­რო­რი მო­ახ­დი­ნა. ამას­თან, შტა­ინ­შ­ნა­ი­დე­რი იმ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რ­ცე­ლებ­და, რაც ნი­კო­ლა­ის სჭირ­დე­ბო­და.
ბევ­რი მკვლე­ვა­რი ეთან­ხ­მე­ბა ნა­თელ­მ­ხილ­ვე­ლის კავ­შირს რო­გორც ავ­ს­ტ­რია-უნ­გ­რე­თის, ისე გერ­მა­ნი­ის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან, თუმ­ცა არა­ერ­თი მათ­გა­ნი სა­ეჭ­ვოდ მი­იჩ­ნევს ცნო­ბას, რომ ის მხო­ლოდ გერ­მა­ნი­ი­სა და ავ­ს­ტ­რი­ის დაზ­ვერ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ებს ავ­რ­ცე­ლებ­და. ასე მა­გა­ლი­თად, შტა­ინ­შ­ნა­ი­დერ­მა იწი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლა, რომ ავ­ს­ტ­რი­ის ერ­ც­ჰერ­ცოგ ფერ­დი­ნანდს სა­რა­ე­ვო­ში მოკ­ლავ­დ­ნენ, გა­მო­იც­ნო პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დაწყე­ბის წე­ლი (1914) და ისიც, რომ გერ­მა­ნია ამ ომ­ში და­მარ­ცხ­დე­ბო­და.
- გერ­მა­ნი­ას თავს მო­ახ­ვე­ვენ ზა­ვის და­მამ­ცი­რე­ბელ პი­რო­ბებს. ტე­რი­ტო­რი­ებ­საც ჩა­მო­აჭ­რი­ან. ქვე­ყა­ნას ქა­ო­სი, გარ­ყ­ვ­ნი­ლე­ბა და კო­რუფ­ცია მო­ი­ცავს. გან­საზღ­ვ­რუ­ლი დრო­ის შემ­დეგ გა­მოჩ­ნ­დე­ბა ლი­დე­რი, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას ააღორ­ძი­ნებს. მე მას უკ­ვე ვხე­დავ. ამ კაცს ადოლ­ფი ჰქვია, ის ავ­ს­ტ­რი­ე­ლია, მაგ­რამ გერ­მა­ნია ყვე­ლა­ფერს ურ­ჩევ­ნია, - ამ­ბობ­და გერ­მა­ნი.
ლი­ონ ფო­იხ­ტ­ვან­გე­რი, რო­მელ­მაც შტა­ინ­შ­ნა­ი­დე­რი გა­მო­იყ­ვა­ნა თა­ვის რო­მან­ში "ძმე­ბი ლა­უ­ტენ­ზა­კე­ბი", წერს, რომ ას­ტ­რო­ლო­გის წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბა ბევ­რ­მა არა­სე­რი­ო­ზუ­ლად აღიქ­ვა. მის სე­ან­სებ­ზეც, რო­გორც კარგ სა­ცირ­კო სა­ნა­ხა­ო­ბა­ზე, ისე და­დი­ოდ­ნენ. 1914 წელს სი­ცი­ლის თა­ვი უკ­ვე ბევრს აღარ ჰქონ­და. პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომი ხომ მარ­თ­ლა და­იწყო. ას­ტ­რო­ლო­გის სიტყ­ვებ­საც უკ­ვე სე­რი­ო­ზუ­ლად მი­უგ­დეს ყუ­რი.

"ამ კავ­კა­სი­ე­ლის მე­ში­ნი­ა"
ას­ტ­რო­ლო­გის პროგ­ნო­ზი ახ­და და იმ­პე­რა­ტორ­მა ვილ­ჰელ­მ­მაც თა­ვის­თან და­ი­ბა­რა. სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან სწრა­ფად დას­რულ­და, რად­გა­ნაც ამ უკა­ნას­კ­ნელ­მა იმ­პე­რა­ტორს უთხ­რა:
- თქვე­ნო უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბავ, გე­ვედ­რე­ბით, ომი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­ა­ჩე­როთ! გერ­მა­ნი­ას უცი­ლო­ბე­ლი და­მარ­ცხე­ბა მო­ე­ლის, თქვენ კი ტახტს და­კარ­გავთ!
- გა­ეთ­რიე! - და­იღ­რი­ა­ლა ვილ­ჰელმ მე­ო­რემ.
მი­სი ბრძა­ნე­ბით ას­ტ­რო­ლოგს აღ­მო­სავ­ლე­თის ფრონ­ტ­ზე უკ­რეს თა­ვი. პოლ­კის მე­თა­ურ­მა, რო­მელ­შიც იგი მსა­ხუ­რობ­და, გა­მო­ი­ძა­ხა და ჰკითხა:
- აბა, გვიჩ­ვე­ნე ერ­თი, რა წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლი ბრძან­დე­ბი! მითხა­რი, მე რა მო­მე­ლის?
- თქვე­ნი ცო­ლი რამ­დე­ნი­მე თვე­ში იმ­შო­ბი­ა­რებს და ვა­ჟი გე­ყო­ლე­ბათ, - მი­უ­გო ას­ტ­რო­ლოგ­მა.
მე­თა­უ­რი უნებ­ლი­ეთ შეკ­რ­თა. ცო­ლი მარ­თ­ლაც ფეხ­მ­ძი­მედ ჰყავ­და. შტა­ინ­შ­ნა­ი­დე­რი თა­ვით ფე­ხამ­დე გა­მომ­ც­დე­ლად შე­ათ­ვა­ლი­ე­რა და არა­ფე­რი უთ­ქ­ვამს. რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ კი კვლავ გა­მო­ძა­ხა:
- ყო­ჩაღ, მარ­თ­ლა წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლი ყო­ფილ­ხარ! ვა­ჟი შე­მე­ძი­ნა!
ამის შემ­დეგ ის და ას­ტ­რო­ლო­გი გა­ნუყ­რე­ლი მე­გობ­რე­ბი გახ­დ­ნენ. მე­თა­ურ­მა ფუ­ლა­დი პრე­მია გა­მო­უ­წე­რა. მი­სი ბრძა­ნე­ბით, გერ­მანს წი­ნა ხაზ­ზე აღარ აგ­ზავ­ნიდ­ნენ. ახა­ლი ას­ტ­რო­ლო­გი სე­ან­სებს თა­ვი­სი პოლ­კის ოფიც­რე­ბის­თ­ვის მარ­თავ­და. კერ­ძოდ, მან იწი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლა:
- ომი 1918 წელს დამ­თავ­რ­დე­ბა. გერ­მა­ნი­ას წინ მძი­მე დღე­ე­ბი მო­ე­ლის. ვხე­დავ ლი­დერს, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ას აღად­გენს. ამ კაცს ადოლ­ფი ჰქვია, ის ავ­ს­ტ­რი­ე­ლია. ეს კა­ცი გერ­მა­ნი­ას ძველ დი­დე­ბას და­უბ­რუ­ნებს. აგერ, ერ­თი შავ­გ­ვ­რე­მა­ნი კა­ციც, რო­მელ­მაც სუ­ლი ეშ­მაკს მიჰ­ყი­და. ის კავ­კა­სი­ე­ლია, მაგ­რამ რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტო­რი გახ­დე­ბა. ამ კავ­კა­სი­ე­ლი­სა ძა­ლი­ან მე­ში­ნია. მას გერ­მა­ნი­ის გა­ნად­გუ­რე­ბა და მსოფ­ლიო ბა­ტო­ნო­ბა სურს.
ას­ტ­რო­ლო­გი ამ ყვე­ლა­ფერს 1916 წელს ამ­ბობ­და.

სკან­და­ლი მე­ფეს­თან
1918 წელს პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომი დამ­თავ­რ­და. გერ­მა­ნი­ას მარ­თ­ლაც მძი­მე დღე­ე­ბი და­უდ­გა. ასეთ დროს ას­ტ­რო­ლო­გე­ბი, შა­ვი მა­გი­ის ოს­ტა­ტე­ბი და სხვა ჯუ­რის წი­ნას­წარ­მეტყ­ველ­ნი თუ ექ­ს­ტ­რა­სენ­სე­ბი ჭინ­ჭა­რი­ვით მრავ­ლ­დე­ბი­ან. გერ­მა­ნი­აც გა­მო­ნაკ­ლი­სი არ იყო, თუმ­ცა შტა­ინ­შ­ნა­ი­დერ­მა ისი­ნი დაჩ­რ­დი­ლა:
- ყვე­ლას ახ­სოვ­და, რომ მი­სი პროგ­ნო­ზი პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დაწყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მარ­თ­ლ­და. მას რო­გორც ნამ­დ­ვილ წი­ნას­წარ­მეტყ­ველს, ისე უყუ­რებ­დ­ნენ, - წერს ლევ ბე­ზი­მენ­ს­კი.

ერიკ იან ჰანუსენი ჰიპნოზის სეანსს აწყობს ბერლინის ზოოპარკში. 1932 წ.

ას­ტ­რო­ლო­გის პო­პუ­ლა­რო­ბა იზ­რ­დე­ბო­და. იგი ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით აწყობ­და სე­ან­სებს, გა­მოს­ცემ­და სა­კუ­თარ გა­ზეთს, ჰყიდ­და ოკულ­ტურ ნივ­თებს. მი­სი სა­ხე­ლი მთელ ევ­რო­პა­ში გახ­და ცნო­ბი­ლი. მას დახ­მა­რე­ბის­თ­ვის მი­მარ­თავ­დ­ნენ გერ­მა­ნი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი, საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი, იუგოს­ლა­ვი­ის მე­ფე ალექ­სანდრ I კა­რა­გე­ორ­გე­ვი­ჩი. მე­ფეს ას­ტ­რო­ლოგ­მა გა­ნუცხა­და:
- მა­ლე თქვენს ქვე­ყა­ნა­ში კრი­ზი­სი გამ­ძაფ­რ­დე­ბა, თქვენ პარ­ლა­მენტს დაშ­ლით და დიქ­ტა­ტუ­რას გა­მო­აცხა­დებთ, რაც თქვე­ნი უმ­ძი­მე­სი შეც­დო­მა იქ­ნე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი იმით დამ­თავ­რ­დე­ბა, რომ მოგ­კ­ლა­ვენ.

გა­აფ­თ­რე­ბულ­მა ალექ­სან­დ­რ­მა ას­ტ­რო­ლო­გი ქვეყ­ნი­დან გა­ა­ძე­ვა. თუმ­ცა გერ­მა­ნე­ლი წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლის სიტყ­ვე­ბი 1929 წელს გა­იხ­სე­ნეს, რო­ცა მე­ფე ალექ­სანდრ კა­რა­გე­ორ­გე­ვიჩ­მა გა­რე­კა პარ­ლა­მენ­ტი და დიქ­ტა­ტუ­რა და­ამ­ყა­რა. გა­მარ­თ­ლ­და წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბის მე­ო­რე ნა­წი­ლიც. 1934 წელს მე­ფე ალექ­სან­დ­რი, საფ­რან­გე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტ­რ­თან ერ­თად, მარ­სელ­ში მოკ­ლეს.
- ას­ტ­რო­ლო­გის სიტყ­ვე­ბი "ფრან­ფურ­კერ ცა­ი­ტუნ­გ­მა" და­ბეჭ­და. თა­რი­ღიც ზედ გარ­კ­ვე­ვით აწე­რია, 1927 წე­ლი. გერ­მან შტა­ინ­შ­ნა­ი­დე­რის მომ­ხ­რე­ე­ბი ამას ცხვირ­ში ჩრი­ან ყვე­ლას, ვი­საც მის ძა­ლა­ში ეჭ­ვი ეპა­რე­ბა, - წერს ამე­რი­კე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და ის­ტო­რი­კო­სი უილი­ამ ში­რე­რი.

ფსევ­დო­ნი­მი
იუგოს­ლა­ვი­ის მე­ფეს­თან სკან­დალ­მა შტა­ინ­შ­ნა­ი­დე­რის პო­პუ­ლა­რო­ბა გა­ზარ­და. ევ­რო­პა­ში ენა­ზე ეკე­რათ მი­სი სა­ხე­ლი. ას­ტ­რო­ლო­გი იმ­დე­ნად გამ­დიდ­რ­და, რომ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი იახ­ტა შე­ი­ძი­ნა. მა­ლე ის აშშ-ში სა­გას­ტ­რო­ლოდ გა­ემ­გ­ზავ­რა, სა­დაც პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ყე­ნა ფსევ­დო­ნი­მი ჰა­ნუ­სე­ნი.
გას­ტ­რო­ლებ­მა ტრი­უმ­ფით ჩა­ი­ა­რა.

რო­ცა ას­ტ­რო­ლო­გი ნიუ-იორ­კ­ში სე­ანსს აწყობ­და, აფი­შებ­ზე გაჩ­ნ­და წარ­წე­რა: ერიკ იან ჰა­ნუ­სე­ნი. ჟურ­ნა­ლის­ტებს წი­ნას­წარ­მეტყ­ველ­მა უთხ­რა, რომ და­ნი­ე­ლი არის­ტოკ­რა­ტის შვი­ლია, ბავ­შ­ვო­ბი­დან ეკ­ლე­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს, ამი­ტო­მაც "ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი სა­ი­დუმ­ლოს უხ­ს­ნი­ან". შე­კითხ­ვა­ზე, რა მო­ე­ლო­და აშშ-ს, ჰა­ნუ­სენ­მა მი­უ­გო:
- მა­ლე მთელ ევ­რო­პა­ში სა­ში­ნე­ლი კრი­ზი­სი და­იწყე­ბა. ეს აშშ-ზეც აისა­ხე­ბა. ბევ­რი ქარ­ხა­ნა და­ი­ხუ­რე­ბა, ბან­დი­ტიზ­მი და და­ნა­შა­უ­ლი გა­იზ­რ­დე­ბა, თუმ­ცა მა­ლე გა­მოჩ­ნ­დე­ბა ლი­დე­რი, რო­ე­ლიც ამას ალაგ­მავს. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ კი ამე­რი­კა მსოფ­ლი­ოს ლი­დე­რი გახ­დე­ბა.
- მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ?
- დი­ახ, ის 1939 წელს და­იწყე­ბა. დი­დი ბრი­ტა­ნე­თის იმ­პე­რია და­ინ­გ­რე­ვა. ევ­რო­პი­დან დი­დი სა­ხელ­მ­წი­ფოს სტა­ტუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის შან­სი მხო­ლოდ გერ­მა­ნი­ას აქვს. თუ­კი ჩვენ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა შეც­დო­მა არ და­უშ­ვეს, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ ორი ზე­სა­ხელ­მ­წი­ფო იქ­ნე­ბა, ამე­რი­კა და გერ­მა­ნია. თუ­კი ეს ვერ მო­ხეხ­და, მა­შინ გერ­მა­ნი­ის ად­გილს რუ­სე­თი და­ი­კა­ვებს.
- ანუ ამე­რი­კის კონ­კუ­რენ­ტი რუ­სე­თი იქ­ნე­ბა?
- თუ­კი ასე მოხ­და, ეს მსოფ­ლი­ოს ძა­ლი­ან ძვი­რი და­უჯ­დე­ბა! რუ­სე­თი გა­აღ­ვი­ძებს ჩი­ნეთს, რო­მე­ლიც ასე­ვე დიდ სა­ხელ­მ­წი­ფოდ გა­და­იქ­ცე­ვა და უამ­რავ პრობ­ლე­მას შექ­მ­ნის...
ჰა­ნუ­სე­ნი ამას 1929 წელს ამ­ბობ­და.

ერნტს რე­მის "მაშ­ვე­ლი რგო­ლი"
1929 წლის­თ­ვის გერ­მა­ნი­ის ნა­ცი­ო­ნალ-სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი პარ­ტია უკ­ვე გა­მო­იკ­ვე­თა, რო­გორც ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და გავ­ლე­ნი­ა­ნი ძა­ლა. მის ფი­უ­რერს, ადოლფ ჰიტ­ლერს ზო­გი გერ­მა­ნი­ის მხსნე­ლად აღიქ­ვამ­და, ზო­გი - ავან­ტი­უ­რის­ტად, ზო­გიც უბ­რა­ლოდ შეშ­ლი­ლად, თუმ­ცა უდა­ვო იყო, რომ ჰა­ნუ­სე­ნის წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბის ნა­წი­ლი ახ­და. გერ­მა­ნულ პო­ლი­ტი­კურ ელი­ტა­ში გა­მოჩ­ნ­და ფი­გუ­რა, რო­მელ­საც ადოლ­ფი ერ­ქ­ვა. ის მარ­თ­ლაც ავ­ს­ტ­რი­ე­ლი იყო და გერ­მა­ნი­ის მხსნე­ლის როლ­ზე აცხა­დებ­და პრე­ტენ­ზი­ას.
- ჰა­ნუ­სე­ნი მარ­თ­ლაც ახა­ლი ნოს­ტ­რა­და­მუ­სია, - ამას უკ­ვე ძა­ლი­ან ბევ­რი ამ­ბობ­და.

ჰა­ნუ­სე­ნის პო­პუ­ლა­რო­ბა გერ­მა­ნი­ა­ში კი­დევ უფ­რო გა­ი­ზარ­და. მი­სი წარ­მოდ­გე­ნე­ბი ან­შ­ლა­გე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მაგ­რამ მა­ლე იგი და­ა­პა­ტიმ­რეს.
- მი­ზე­ზი მი­სი გა­სა­ო­ცა­რი პო­პუ­ლა­რო­ბა და სიმ­დიდ­რე იყო. ჰა­ნუ­სენ­მა ეს მე­ტის­მე­ტად სწრა­ფად მო­ი­პო­ვა, - წერს უილი­ამ ში­რე­რი.
ჰა­ნუ­სენს ბრა­ლი ყალ­თა­ბან­დო­ბა­ში და­დეს. მას ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი პა­ტიმ­რო­ბა და­ე­მუქ­რა. ანაზ­დად მხსნე­ლად ნა­ცისტ მო­ი­ე­რი­შე­თა მე­თა­უ­რი ერნსტ რე­მი მო­ევ­ლი­ნა. მის­მა ბი­ჭებ­მა სა­სა­მარ­თ­ლოს შე­ნო­ბას­თან მა­სობ­რი­ვი დე­მონ­ს­ტ­რა­ცი­ე­ბი მო­აწყ­ვეს. სა­სა­მარ­თ­ლომ ჰა­ნუ­სე­ნი გა­ა­მარ­თ­ლა.
- პრო­ცე­სის შემ­დეგ რე­მი მას პი­რა­დად შეხ­ვ­და და ესა­უბ­რა, - წერს უილი­ამ ში­რე­რი.

მე­ო­რე დღეს გა­ზე­თებ­ში ჰა­ნუ­სე­ნის ახა­ლი წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბა გაჩნდა. ის ნა­ცი­ო­ნალ-სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვ­ლა­ზე ლა­პა­რა­კობ­და. ამან ბევ­რი აღაფ­რ­თო­ვა­ნა, ბევ­რი კი გა­ა­ღი­ზი­ა­ნა. ჰა­ნუ­სე­ნით კი თა­ვად ჰიტ­ლე­რი და­ინ­ტე­რეს­და.

შეხ­ვედ­რა ფი­უ­რერ­თან

ჰიტ­ლერ-ჰა­ნუ­სე­ნის შეხ­ვედ­რის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ერნსტ რე­მი იყო. შეხ­ვედ­რას ნა­ცი­ო­ნალ-სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის მთე­ლი ზე­და­ფე­ნა უჭერ­და მხარს. იდ­გა 1930 წე­ლი.
- ჰიტ­ლე­რი იმ­ხა­ნად მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რაც ფეთ­ქე­ბა­დი ტემ­პე­რა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნებს ხში­რად ემარ­თე­ბათ. ენერ­გი­ის მოზღ­ვა­ვე­ბას დეპ­რე­სია ცვლის. ჰიტ­ლე­რი კი პარ­ტი­ის აღი­ა­რე­ბუ­ლი ბე­ლა­დი იყო. ამომ­რ­ჩე­ვე­ლი ხმას არა ნა­ცი­ო­ნალ-სო­ცი­ა­ლის­ტებს, არა­მედ ჰიტ­ლერს აძ­ლევ­და. ფი­უ­რე­რის პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვ­ლა მი­სი გა­რე­მოც­ვის­თ­ვის კა­ტას­ტ­რო­ფის ტოლ­ფა­სი იქ­ნე­ბო­და, - წერს უილი­ამ ში­რე­რი.
ჰა­ნუ­სენ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ფი­უ­რერს სი­ცოცხ­ლის ხა­ლი­სი და­უბ­რუნ­და. ას­ტ­რო­ლოგ­მა უწი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლა, რომ პარ­ტია ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში 1933 წელს მო­ვი­დო­და. ას­ტ­რო­ლო­გი იმ­დე­ნად და­მა­ჯე­რებ­ლად ლა­პა­რა­კობ­და, რომ ფი­უ­რე­რი გა­და­ეხ­ვია და უთხ­რა:
- ამი­ე­რი­დან ჩე­მი პი­რა­დი ას­ტ­რო­ლო­გი იქ­ნე­ბით.

შემ­დ­გო­მი მოვ­ლე­ნე­ბი ჰა­ნუ­სენ­მა მარ­თ­ლაც ზუს­ტად გან­ჭ­ვ­რი­ტა. მო­რი­გი სე­ან­სი მან რე­მის, ჰიტ­ლე­რი­სა და გე­რინ­გის თან­დას­წ­რე­ბით მო­აწყო. ჰა­ნუ­სენ­მა რა­იხ­ს­ტა­გის ხან­ძა­რიც იწი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლა და ისიც გან­საზღ­ვ­რა, რომ ან­ტი­ნა­ცის­ტუ­რი ფრონ­ტი, სა­დაც კო­მუ­ნის­ტე­ბი და სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბი უნ­და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ, ვერ შე­იქ­მ­ნე­ბო­და.
- მან უბ­რა­ლოდ გერ­მა­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვის პროგ­ნო­ზი "გა­მო­ამ­ჟ­ღავ­ნა", - წერს იული­ან სე­მი­ო­ნო­ვი.
ასე იყო თუ ისე, ჰა­ნუ­სე­ნის მო­რი­გი წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბა გა­მარ­თ­ლ­და.

აღ­სას­რუ­ლი

პა­რა­დოქ­სია, მაგ­რამ ებ­რა­ელ­მა ჰა­ნუ­სენ­მა ნა­ცის­ტე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვ­ლის საქ­მე­ში უდი­დე­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა. მის­მა მრა­ვალ­რიცხო­ვან­მა სტა­ტი­ებ­მა, სე­ან­სებ­მა, სა­დაც ის ჰიტ­ლერს მხსნე­ლად მო­იხ­სე­ნი­ებ­და, პუბ­ლი­კა­ზე გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი გავ­ლე­ნა იქო­ნი­ეს. უილი­ამ ში­რე­რი იმა­საც ამ­ტ­კი­ცებს, რომ ჰა­ნუ­სე­ნი ნა­ცის­ტე­ბის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას წარ­მარ­თავ­და. ჰიტ­ლე­რე­ლებ­მა გა­ი­მარ­ჯ­ვეს. ფი­უ­რერ­მა სა­ხალ­ხოდ გა­ნაცხა­და:
- ჰა­ნუ­სე­ნი გერ­მა­ნი­ის სინ­დი­სი და ინ­ტე­ლექ­ტია!

მა­ლე ას­ტ­რო­ლოგ­მა ნა­ცის­ტურ პარ­ტი­ა­ში შეს­ვ­ლის გან­ცხა­დე­ბა და­წე­რა. ნა­ცი­ო­ნალ-სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი პარ­ტი­ის კრე­ბა­ზე ჰიტ­ლე­რი სა­ზე­ი­მოდ აცხა­დებ­და, მა­ლე ჰა­ნუ­სე­ნი გერ­მა­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის პრე­ზი­დენ­ტი გახ­დე­ბაო. ას­ტ­რო­ლო­გი ნელ-ნე­ლა გა­მო­იკ­ვე­თა ფი­გუ­რად, ვი­საც ჰიტ­ლერ­ზე უზარ­მა­ზა­რი გავ­ლე­ნა ჰქონ­და.
- მას შე­ეძ­ლო ისე­თი­ვე რო­ლი ეთა­მა­შა, რო­გო­რიც რას­პუ­ტინს - ნი­კო­ლოზ მე­ო­რის კარ­ზე, - მი­იჩ­ნევს უილი­ამ ში­რე­რი.
ცხა­დია, ამან ბევ­რი შე­აშ­ფო­თა. გე­ბელ­ს­მა ჰიტ­ლერს ჰა­ნუ­სე­ნის ებ­რა­ე­ლო­ბა შე­ახ­სე­ნა. ფი­უ­რერ­ზე ამ ცნო­ბას გავ­ლე­ნა არ მო­უხ­დე­ნია.
- მე­რე რა, რომ ებ­რა­ე­ლია!


ნა­ცის­ტუ­რი პარ­ტი­ის ზე­და­ფე­ნა შეშ­ფო­თე­ბუ­ლი იყო. ჰიტ­ლე­რი უკ­ვე არა მხო­ლოდ პარ­ტი­ის ბე­ლა­დი, სა­ხელ­მ­წი­ფოს მე­თა­უ­რიც გახ­ლ­დათ. ჰა­ნუ­სე­ნი­სა მას ბრმად სჯე­რო­და, მი­სი გავ­ლე­ნაც ფი­უ­რერ­ზე გა­ნუ­საზღ­ვ­რე­ლი იყო. არც გე­რინგს, არც გე­ბელსს, არც თა­ვად რემს ამის დაშ­ვე­ბა არ შე­ეძ­ლოთ. ჰა­ნუ­სე­ნი ყვე­ლა მათ­გა­ნის კონ­კუ­რენ­ტად გა­და­იქ­ცა.

1933 წლის 25 მარტს, გამ­თე­ნი­ი­სას, ჰა­ნუ­სე­ნის ტყვი­ე­ბით დაცხ­რი­ლუ­ლი გვა­მი ბერ­ლი­ნის გა­რე­უ­ბან­ში იპო­ვეს. მკვლე­ლე­ბი მა­ლე და­ა­პატ­იმრეს. ისი­ნი მო­ი­ე­რი­შე­თა რაზ­მე­ბის წევ­რე­ბი აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­ცა ჰიტ­ლე­რი ერნსტ რე­მის მომ­ხ­რე­ებს გა­უს­წორ­და, ოფი­ცი­ა­ლუ­რად ით­ქ­ვა, რომ ჰა­ნუ­სენ­მა რემს ბან­ქო­ში დიდ­ძა­ლი თან­ხა მო­უ­გო და ამ უკა­ნას­კ­ნელ­მაც მი­სი მკვლე­ლო­ბა შე­უკ­ვე­თა.

* * *
ვინ იყო ჰა­ნუ­სე­ნი? ზო­გი­ერ­თი მას შარ­ლა­ტანს უწო­დებს, ზო­გიც წი­ნას­წარ­მეტყ­ველს. ლევ ბე­ზი­მენ­ს­კი წერს:
- თუ­კი მარ­თ­ლაც ზე­ბუ­ნებ­რი­ვი ძა­ლე­ბის მფლო­ბე­ლი იყო, რა­ტომ სა­კუ­თა­რი სიკ­ვ­დი­ლი ვერ იწი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლა?
ჰა­ნუ­სე­ნის შე­სა­ხებ შე­ხე­დუ­ლე­ბებს XX სა­უ­კუ­ნის გა­მო­ჩე­ნი­ლი მზვე­რა­ვე­ბიც გა­მოთ­ქ­ვა­მენ. ყვე­ლა­ზე ამომ­წუ­რა­ვად ის ჰიტ­ლე­რუ­ლი გერ­მა­ნი­ის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის (აბ­ვე­რის) პირ­ველ­მა შეფ­მა რა­ინ­ჰარდ გე­ლენ­მა და­ა­ხა­სი­ა­თა:
- ჰა­ნუ­სე­ნი მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი კა­ცი იყო, ფო­კუ­სის ხე­ლოვ­ნე­ბას ვირ­ტუ­ო­ზუ­ლად ფლობ­და, ჰქონ­და ჰიპ­ნო­ზის ნი­ჭიც. ასეთ ადა­მი­ანს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ხა­ლი­სით იყე­ნე­ბენ. ჰა­ნუ­სე­ნიც ხში­რად ამ­ხელ­და გერ­მა­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვის პროგ­ნო­ზებს, თუმ­ცა მარ­ტო­ო­დენ ამით მი­სი წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბე­ბის ახ­ს­ნა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არ შე­იძ­ლე­ბა.

ჰა­ნუ­სე­ნი ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ან­ზე ბევ­რად ძლი­ე­რი იყო, ამი­ტო­მაც შე­ეძ­ლო და­ე­ნა­ხა და გა­ნეჭ­ვ­რი­ტა ის, რა­საც უბ­რა­ლო მოკ­ვ­დავ­ნი ვერ ხე­და­ვენ. მი­სი პროგ­ნო­ზე­ბის დი­დი ნა­წი­ლი გა­მარ­თ­ლ­და. ჰა­ნუ­სენ­მა გა­მო­იც­ნო რა­იხ­ს­ტა­გის დაწ­ვა, გერ­მა­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ჰიტ­ლე­რის მოს­ვ­ლა, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დაწყე­ბა და სხვ. თუმ­ცა სა­კუ­თა­რი სიკ­ვ­დი­ლი ვერ გან­საზღ­ვ­რა. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ მა­ინც ადა­მი­ა­ნი იყო და ზე­ბუ­ნებ­რი­ვი არა­ფე­რი გა­აჩ­ნ­და. გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, ადა­მი­ა­ნის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სი­სუს­ტე­ე­ბიც ჰქონ­და, უყ­ვარ­და ფუ­ლი, ქა­ლე­ბი, პო­პუ­ლა­რო­ბა...
ჰა­ნუ­სენ­ზე უამ­რა­ვი ფილ­მი თუ სე­რი­ა­ლია გა­და­ღე­ბუ­ლი. ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ კაც­ზე დღე­საც წე­რენ რო­მა­ნებ­სა თუ მო­ნოგ­რა­ფი­ებს, იღე­ბენ ფილ­მებს.

ნი­კა თევ­ზა­ძე
ჟურნალი "ისტორიანი",#42
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!