როგორ იქცა საუკუნის წინანდელი ჭიათურელი მჭედლის, მიქაუტაძის ნახელავი ნაჯახი ნორვეგიის ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატად
16-11-2018
როგორ იქცა საუკუნის წინანდელი ჭიათურელი მჭედლის, მიქაუტაძის ნახელავი ნაჯახი ნორვეგიის ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატად
ევროპის ქვეყნებში წესრიგი და კანონმორჩილება არავის უკვირს, მაგრამ მათგანაც კი ნორვეგია გამორჩეულად მოწესრიგებული და მშვიდია.
გამოზომილად, მაგრამ საინტერესოდ ცხოვრობს ლილეჰამერი. ამ პატარა ქალაქში XIX-XX საუკუნის არქიტექტურის სხვადასხვა სტილს შეხვდებით. კლასიციზმს, ბაროკოს, გოთიკასაც და მოდერნსაც. სხვადასხვა არქიტექტურული სტილის დეტალი თუ ფრაგმენტი ზოგჯერ ერთ ნაგებობაშია თავმოყრილი.

ქა­ლა­ქის ერთ ნა­წილ­ში კო­ტე­ჯის ტი­პის, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, ხის ორ- ან სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლე­ბია მან­სარ­დი­თა და მოვ­ლი­ლი, ყვა­ვილ­ნარ­ში ჩაფ­ლუ­ლი მომ­ც­რო ეზო­ე­ბით. ქა­ლა­ქი იმ­დე­ნად მშვი­დად და აუღელ­ვებ­ლად ცხოვ­რობს, რომ აქა­უ­რო­ბა
თე­ატ­რა­ლურ დე­კო­რა­ცი­ას უფ­რო მო­გა­გო­ნებთ.
ცხა­დია, გა­ცი­ლე­ბით "ე­ნერ­გი­უ­ლი" იყ­ვ­ნენ ის­ტო­რი­უ­ლად ნორ­ვე­გი­ელ­თა წი­ნაპ­რე­ბი - ბრძო­ლა­შიც და შრო­მა­შიც. სკან­დი­ნა­ვი­ელ­მა ვი­კინ­გებ­მა რომ შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ევ­რო­პა შე­ა­ზან­ზა­რეს, ეს ყვე­ლას­თ­ვის ცნო­ბი­ლია. ამას­თან, მძი­მედ, და­უ­ღა­ლა­ვად შრო­მობ­დ­ნენ სი­უხ­ვით, მაგ­რამ უმ­კაც­რე­სი ჰა­ვით გა­მორ­ჩე­ულ მი­წა-წყალ­ზე.

გა­ცოცხ­ლე­ბუ­ლი ის­ტო­რია
სკან­დი­ნა­ვი­ელ­თა ის­ტო­რი­უ­ლი და ყო­ფი­თი პე­რი­პე­ტი­ე­ბი­სა და სუ­რა­თე­ბის გა­ცოცხ­ლე­ბა
და­უ­სა­ხავთ მა­ი­ჰა­უ­გე­ნის მუ­ზე­უმ­ში ღია ცის ქვეშ. სლო­გა­ნიც შე­სა­ფე­რი­სი აურ­ჩე­ვი­ათ: "ავ­თენ­ტუ­რო­ბა, სი­მა­მა­ცე, ენ­თუ­ზი­აზ­მი".
მუ­ზე­უ­მის 40 ჰექ­ტა­რი სამ ძი­რი­თად სექ­ტო­რა­დაა და­ყო­ფი­ლი. მთა­ვა­რი ექ­ს­პო­ზი­ცია ნორ­ვე­გი­ე­ლი ფერ­მე­რის საცხოვ­რი­სებს, ყო­ფი­სა და კულ­ტუ­რის ჩვე­ნე­ბას ეთ­მო­ბა. და რაც მთა­ვა­რია, აქ ის­ტო­რია გა­ცოცხ­ლე­ბუ­ლია. ტრა­დი­ცი­ულ სა­მოს­ში გა­მოწყო­ბი­ლი "გლე­ხე­ბი" ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში გვმას­პინ­ძ­ლო­ბენ.
მუ­ზე­უ­მის მე­ო­რე ნა­წი­ლი ქა­ლაქს წარ­მოგ­ვიდ­გენს. ფაქ­ტობ­რი­ვად, XIX სა­უ­კუ­ნის ლი­ლე­ჰა­მე­რის ერ­თი მთე­ლი ქუ­ჩაა აღ­დ­გე­ნი­ლი. მოგ­ზა­უ­რობ წარ­სულ­ში, ძვე­ლი რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რი­დან დაწყე­ბუ­ლი, აქ შეხ­ვ­დე­ბით დუ­ქან-მა­ღა­ზი­ებს ძველს მიმ­ს­გავ­სე­ბუ­ლი სა­ქონ­ლით; აფ­თი­აქს, სა­დაც წამ­ლე­ბი, მიქ­ს­ტუ­რე­ბი, ფხვნი­ლე­ბი და მა­ლა­მო­ე­ბი ძვე­ლე­ბურ, თეთ­რად მო­მი­ნან­ქ­რე­ბულ ტი­გე­ლებ­სა და ასე­ვე ძვე­ლე­ბურ იარ­ლი­ყი­ან კო­ლო­ფებ­ში მო­უ­თავ­სე­ბი­ათ.

ძველებურ აფთიაქში, ძველებურად "შეფუთული" თანამედროვე წამლები იყიდება...

აფ­თი­ა­ქის მე­ო­რე სარ­თულ­ზე მი­სი "მე­პატ­რო­ნე-პრო­ვი­ზო­რის" საცხოვ­რე­ბე­ლი ოთა­ხი ზუს­ტად ისეა გაწყო­ბი­ლი, რო­გორც სა­უ­კუ­ნე-ნა­ხევ­რის წინ. თა­ნაც, პრო­ვი­ზო­რი ჩეკს უძ­ვე­ლე­სი სა­ლა­რო-აპა­რა­ტით "ა­მო­გირ­ტყამთ".
გულ­გ­რილს არ გვტო­ვებს "ძვე­ლი ფოს­ტის" შე­ნო­ბა. ფოს­ტას ამ ქვე­ყა­ნა­ში დი­დი ტრა­დი­ცია აქვს. უზარ­მა­ზარ სიგ­რ­ძე­ზე და რთულ რე­ლი­ე­ფურ-კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ში გან­ფე­ნილ ნორ­ვე­გი­ა­ში ფოს­ტის მუ­შაკს საკ­მა­ოდ დი­დი მან­ძი­ლი უნ­და გა­და­ე­ლა­ხა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე მი­სას­ვ­ლე­ლად - ხან მარ­ხი­ლით, ხან თხი­ლა­მუ­რე­ბით, ხან ეტ­ლით, ხა­ნაც ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბულს... შე­ნო­ბა­ში შე­სულთ სხვა­დას­ხ­ვა ეპო­ქის შე­სა­ფე­რის უნი­ფორ­მა­ში გა­მოწყო­ბი­ლი ცვი­ლის ფოს­ტა­ლი­ო­ნე­ბი "გვმას­პინ­ძ­ლო­ბენ".

კი­დევ ერ­თი სი­ახ­ლე: XIX სა­უ­კუ­ნის ფოს­ტი­დან ტუ­რის­ტებს შე­უძ­ლი­ათ "წე­რი­ლი" გა­უგ­ზავ­ნონ თა­ვი­ანთ ახ­ლობ­ლებს მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ კუთხე­ში, იმ­დ­რო­ინ­დე­ლი მარ­კე­ბის ას­ლე­ბი­თა და ძვე­ლე­ბუ­რი კონ­ვერ­ტე­ბით.
ფოს­ტი­დან გა­მო­სუ­ლი ისევ ძველ ქა­ლაქ­ში ხვდე­ბი. ძვე­ლე­ბურ სა­მოს­ში გა­მოწყო­ბი­ლი ყმაწ­ვი­ლი უდარ­დე­ლად ამ­ღე­რებს გი­ტა­რა­ზე ხალ­ხურ მე­ლო­დი­ას...
ამა­სო­ბა­ში "რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ზე" ჩა­მოდ­გე­ბა ორ­თ­ქ­ლ­მა­ვა­ლი ოთხ­კუთხა ფორ­მის ხის პა­ნე­ლე­ბი­ა­ნი რამ­დე­ნი­მე ვა­გო­ნით.

თბი­ლი­სუ­რი პა­რა­ლე­ლე­ბი
აღ­დ­გე­ნილ ქუ­ჩა­ზე, სახ­ლე­ბის პირ­ველ სარ­თულ­ზე, ისე­ვე რო­გორც ძველ თბი­ლის­ში, მრა­ვალ­გ­ვა­რი სა­ვაჭ­რო "დუ­ქა­ნი­ა". ტუ­რისტს აქ შე­უძ­ლია შე­ი­ძი­ნოს ნორ­ვე­გი­უ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ტკბი­ლე­უ­ლი, თაფ­ლაკ­ვე­რე­ბი და ბლი­თე­ბი, ფო­ჩი­ა­ნი კან­ფე­ტე­ბი, ჩხირ­ზე წა­მოც­მუ­ლი შა­ქარ­ყი­ნუ­ლის ფი­გუ­რე­ბი (ჩვე­ნე­ბუ­რი ძვე­ლი "მა­მა­ლო­ე­ბის" მსგავ­სი), ფე­რა­დო­ვა­ნი დრა­ჟე­ე­ბი... მე­ო­რე რეტ­რო­მა­ღა­ზი­ა­ში შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ ტრა­დი­ცი­უ­ლი, ხე­ლით ნაქ­სო­ვი ქუ­დე­ბი, შარ­ფე­ბი, სე­ლის პე­რან­გე­ბი, ასე­ვე სხვა­დას­ხ­ვა სუ­ვე­ნი­რი.
ვინც ბო­ლო­ხანს თბი­ლი­სის ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მუ­ზე­უმ­ში შა­ბათ-კვი­რას ამო­სუ­ლა, სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ოც­დე­ბო­და, რად­გან თან­და­თა­ნო­ბით ჩვენ­თა­ნაც სწო­რედ ნორ­ვე­გი­ე­ლი კო­ლე­გე­ბის თა­ნად­გო­მით გა­ცოცხ­ლ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყო­ფი­თი ის­ტო­რი­ის ფურ­ც­ლე­ბი.
ვი­ზი­ტორს თა­ვად შე­უძ­ლია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს მეგ­რუ­ლი სა­ჯა­ლა­ბო სახ­ლის შუ­ა­ცეცხ­ლ­ზე არა მხო­ლოდ ღო­მის მო­ხარ­შ­ვა­ში, არა­მედ მის მეგ­რულ სულ­გუნ­თან ერ­თად და­გე­მოვ­ნე­ბა­შიც. ეზო­ში კი და­ათ­ვა­ლი­ე­როს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ტრა­დი­ცი­ულ კულ­ტუ­რა­თა - ღო­მის, ფეტ­ვის, მუ­ხუ­დო-ძა­ძას, სე­ლის, სი­მინ­დის ნა­თე­სე­ბი. მო­შო­რე­ბით, კა­ხე­თის ზო­ნა­ში კი, ძვე­ლე­ბურ კა­ხურ თო­ნე­ში მცხო­ბელ­თან ერ­თად შე­უძ­ლია თვი­თო­ნაც ჩა­აკ­რას ან თო­ნი­დან ამო­ყა­როს შო­თე­ბი და პი­კან­ტურ ცხვრის ყველ­თან ერ­თად მი­ირ­თ­ვას...
კვლავ მა­ი­ჰა­უ­გენს და­ვუბ­რუნ­დეთ, სა­დაც ჩვე­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბა წარ­სუ­ლი­დან ნელ-ნე­ლა თა­ნა­მედ­რო­ვე ნორ­ვე­გი­ა­ში გრძელ­დე­ბა. ეს მე­სა­მე ნა­წი­ლია მუ­ზე­უ­მი­სა და XX სა­უ­კუ­ნის ქვე­ყა­ნას წარ­მოგ­ვიდ­გენს. აქ ნა­ხავთ პირ­ველ ელექ­ტ­რო­ნა­თუ­რას, რეტ­რო­რა­დი­ოს, რკი­ნის სა­წო­ლებს, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის­დ­რო­ინ­დელ გა­ზე­თებს, მა­შინ­დელ სა­მოსს, დგამ-ავეჯს, ჭურ­ჭელს...

ნორვეგიელი ფერმერის ტიპური ძველი სახლი. გადახურულია არყის ხის ქერქით, რომელზეც მიწაა დატკეპნილი და ზედ ბალახია დათესილი. საცხოვრებელთან ახლოს იყო სამეურნეო ნაგებობანი - სამზარეულო (ჩვენებური სამზადი სახლის ტიპისა), პირუტყვის სადგომები (შესაძლოა რამდენიმეც), ჭირნახულის შესანახი ბეღელი, თივის შესანახი საბძელი.

მა­ი­ჰა­უ­გე­ნის ღია ცის ქვეშ მუ­ზე­უმ­ში, ისე­ვე რო­გორც თბი­ლის­ში, დრო­დად­რო მიმ­დი­ნა­რე­ობს ხის ნა­გე­ბო­ბა­თა სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ეს სა­მუ­შა­ო­ე­ბი ლი­ლე­ჰა­მერ­შიც და თბი­ლის­შიც, ხში­რად ერ­თობ­ლი­ვი ტრე­ნინ­გე­ბის ხა­სი­ათს ატა­რებს და მას­ში ორი­ვე მხა­რის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.
ვა­ნო ჯა­ჯა­ნი­ძე (თბი­ლი­სის მუ­ზე­უ­მის დურ­გალ-რეს­ტავ­რა­ტო­რი): - ლი­ლე­ჰა­მერ­ში ჩა­სულს რო­ცა მკითხეს, რა­მეს ხომ არ და­ამ­ზა­დებ­დიო, თვალ­ში არ­ყის ხის სიმ­რავ­ლე მომ­ხ­ვ­და. ამ ხის ქერქს გა­და­ხურ­ვი­სას იყე­ნე­ბენ (თი­ხატ­კეპ­ნი­ლით გა­და­ხუ­რულ სახ­ლებს თი­ხის ქვეშ არ­ყის ხის ქერქს უფე­ნენ). რა­ტომ­ღაც ჩვე­ნე­ბუ­რი მწა­რე ბლის ქერ­ქი გა­მახ­სენ­და, რის­გა­ნაც ტრა­დი­ცი­უ­ლად ჭუ­რის სარცხს (ა­ნუ ჭუ­რის სა­რეცხს) ვამ­ზა­დებთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. მას­პინ­ძ­ლე­ბი­დან ერთ-ერთს, ეივინდ ფალკს ჩვენ­თან ნა­ნა­ხი ჰქონ­და ასე­თი სარ­ცხი და და­ნარ­ჩე­ნებს სწო­რედ მან აუხ­ს­ნა ქვევ­რი­სა და სარ­ცხის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შე­სა­ხებ. მარ­თ­ლაც, და­ვამ­ზა­დე არ­ყის ხის ქერ­ქის­გან ჩვე­ნე­ბუ­რი ქვევ­რის სარ­ცხი, რო­მე­ლიც ახ­ლა ნორ­ვე­გი­ელ­თა მუ­ზე­უმ­შია. იქ მო­რე­ბის თლის კონ­კურ­ს­შიც მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჭი­ა­თუ­რი­დან წა­ღე­ბუ­ლი ეფ­რემ ბა­ბუ­ას ნა­ჯა­ხით. სხვა­თა შო­რის, ეფ­რემ ბა­ბუა ცნო­ბი­ლი დურ­გა­ლი იყო და მა­მა­ჩე­მი ლა­მის თან გა­მოჰ­ყ­ვა ცნო­ბი­ლი მჭედ­ლის, მი­ქა­უ­ტა­ძის "ნა­ხე­ლავ" ნა­ჯახს (რო­მელ­საც ოს­ტა­ტის დამ­ღა ამ­შ­ვე­ნებ­და). კი დავ­პირ­დი, უეჭ­ვე­ლად ჩა­მო­გი­ტან-მეთ­ქი, მაგ­რამ ჩემს ნორ­ვე­გი­ელ მე­გობ­რებს ისე მო­ე­წო­ნათ ქარ­თუ­ლი ნა­ჯა­ხი, რომ­ლის წყა­ლო­ბით კონ­კურ­ს­შიც თა­ვი გა­მო­ვი­ჩი­ნე, რომ "ი­ძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხ­დი", მათ­თ­ვის მე­ჩუ­ქე­ბი­ნა.

ნო­ბე­ლი­ან­ტე­ბი ლი­ლე­ჰა­მე­რი­დან
გინდ და­ი­ჯე­რეთ, გინდ არა, 26-ათა­სი­ან პა­ტა­რა ქა­ლაქ ლი­ლე­ჰა­მერ­ში ორი ნო­ბე­ლი­ან­ტი ჰყავ­დათ ლი­ტე­რა­ტუ­რის დარ­გ­ში - ბი­ორ­ნ­ს­ტერნ ბი­ორ­ნ­სო­ნი და სიგ­რიდ უნდ­სე­ტი.
ბი­ორ­ნ­სონ­ი ცნო­ბი­ლი პო­ე­ტი და პრო­ზა­ი­კო­სი გახ­ლ­დათ. მის კა­ლამს ეკუთ­ვ­ნის არა­ერ­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი რო­მა­ნი და პი­ე­სა. იგი ნორ­ვე­გი­ის ჰიმ­ნის ტექ­ს­ტის ავ­ტო­რი­ცაა.
ბი­ორ­ნ­სო­ნი 1832 წელს და­ი­ბა­და პას­ტო­რის ოჯახ­ში, სწავ­ლობ­და კრის­ტი­ა­ნი­ის (დღე­ვან­დე­ლი ოს­ლოს) სკო­ლა­ში. სხვა­თა შო­რის, ცნო­ბილ ნორ­ვე­გი­ელ მწე­რალ­სა და დრა­მა­ტურ­გ­თან, ჰენ­რიკ იბ­სენ­თან ერ­თად. ლი­ლე­ჰა­მე­რის მახ­ლობ­ლად, 1875 წელს შე­ი­ძი­ნა ფერ­მა, სა­დაც სამ ათე­ულ წე­ლი­წად­ზე მე­ტი გა­ა­ტა­რა. 1935 წლი­დან მწერ­ლის სახლ-კარს მუ­ზე­უ­მის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­ი­ჰა­უ­გე­ნის ღია ცის ქვეშ მუ­ზე­უმს შე­უ­ერ­თ­და.

ბი­ორ­ნ­სონ­მა და მის­მა მე­უღ­ლემ, კა­რო­ლინ­მა ბევ­რი რამ გა­ა­კე­თეს აქა­უ­რი გლე­ხო­ბის­თ­ვის. და­ა­არ­სეს სკო­ლა, თა­ვი­ანთ ფერ­მა­ში და­ა­საქ­მეს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი, შე­მო­ი­ტა­ნეს ტექ­ნი­კა, სამ­კელ-სა­თი­ბი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ჟა­მად ექ­ს­პო­ზი­ცი­ის ნა­წილს წარ­მო­ად­გენს. ფას­და­უ­დე­ბე­ლია ბი­ორ­ნ­სო­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბა ნორ­ვე­გი­ა­ში მშობ­ლი­უ­რი, ნორ­ვე­გი­უ­ლი ენის ოფი­ცი­ა­ლურ ენად აღი­ა­რე­ბა­ში. რად­გა­ნაც მა­ნამ­დე გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი იყო და­ნი­ურ-ნორ­ვე­გი­უ­ლი ენა.
სიგ­რიდ უნდ­სე­ტი და­ნი­ა­ში და­ი­ბა­და ნორ­ვე­გი­ე­ლი არ­ქე­ო­ლო­გის, ინ­გ­ვალ უნ­დსე­ტის ოჯახ­ში. ლი­ლე­ჰა­მერ­ში 1919 წლი­დან და­სახ­ლ­და სამ შვილ­თან ერ­თად და მთე­ლი დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა ამ ქა­ლაქ­ში გა­ა­ტა­რა. მწე­რა­ლი ქა­ლის კა­ლამს 18 მარ­ტო რო­მა­ნი ეკუთ­ვ­ნის, რო­მე­ლიც პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო არა მხო­ლოდ ნორ­ვე­გი­ა­ში. 1928 წელს ნო­ბე­ლის პრე­მია მი­ე­ნი­ჭა ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში შუა სა­უ­კუ­ნის ნორ­ვე­გი­ის სრულ­ყო­ფი­ლი ასახ­ვის­თ­ვის. სხვა­თა შო­რის, უნდ­სე­ტის ის­ტო­რი­უ­ლი რო­მა­ნი "სა­გა ვიგ­დას­სა და ვი­გა-ლი­ოტ­ზე" ქარ­თუ­ლა­დაც ითარ­გ­მ­ნა ("ვი­კინ­გე­ბის" სა­ხელ­წო­დე­ბით).

დრა­კა­რის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა
მე­ფე ჰა­რალდ მე­ხუ­თი­სა და დე­დო­ფა­ლი სო­ნი­ას სა­მე­ფო სა­სახ­ლე ოს­ლო­ში ღიაა რო­გორც ნორ­ვე­გი­ე­ლე­ბის­თ­ვის, ასე­ვე ტუ­რის­ტე­ბის­თ­ვი­საც. რად­გა­ნაც მცი­რე დრო გვქონ­და, პრო­ფე­სი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ­მა ჯგუფ­მა მე­ფის სა­სახ­ლე­ში სტუმ­რო­ბას ოს­ლოს მუ­ზე­უ­მე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა ამ­ჯო­ბი­ნა, თუმც კი სა­მე­ფო სა­სახ­ლეს შო­რი­დან მა­ინც შე­ვავ­ლეთ თვა­ლი.

ოს­ლო 1048 წელს მე­ფე ჰა­რალდ მე­სა­მემ და­ა­არ­სა იქ, სა­დაც მდი­ნა­რე ლო ბოხუსის უბეს ერ­თ­ვის (სა­ხელ­წო­დე­ბაც სწო­რედ ლოს შე­სარ­თავს ნიშ­ნავს). ქა­ლა­ქი XVII სა­უ­კუ­ნე­ში ხან­ძარ­მა გა­ა­ნად­გუ­რა და კრის­ტი­ან მე­ოთხემ გა­დარ­ჩე­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა დღე­ვან­დე­ლი დე­და­ქა­ლა­ქის ად­გილ­ზე გად­მო­ა­სახ­ლა. მა­ღალ ბორ­ც­ვ­ზე ააგო ცი­ხე­სი­მაგ­რე აკერ­ჰუ­სი, რო­მელ­საც შვე­დე­ბის სა­ხე­ლო­ვან­მა მე­ო­მარ­მა მე­ფემ, კარ­ლოს XII-მაც კი ვე­რა­ფე­რი მო­უ­ხერ­ხა და დღე­საც ამა­ყად გად­მოჰ­ყუ­რებს კა­ტე­გა­ტის სრუ­ტეს. ქა­ლაქ­საც კრის­ტი­ა­ნია და­ერ­ქ­ვა. ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლაქს ძვე­ლი სა­ხე­ლი მხო­ლოდ 1924 წლი­დან და­უბ­რუნ­და.

ტიპური ნორვეგიული სახლი. იასამნები აქ ივნისის ბოლოს ყვავიან...

ოს­ლო­ში დღეს და­ახ­ლო­ე­ბით 600 ათა­სი კა­ცი ცხოვ­რობს და მათ­გან 20%-მდე მიგრანტს შორის უმეტესობა შრი-ლან­კე­ლი თა­მი­ლე­ბი და პა­კის­ტა­ნე­ლე­ბია. მიგ­რა­ცია ქვე­ყა­ნა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ბო­ლო ათ­წ­ლე­უ­ლებ­ში გა­აქ­ტი­ურ­და.

ოს­ლო­ში უამ­რა­ვი მუ­ზე­უ­მია. მა­თი "მი­მო­ხილ­ვით" თავს არ შე­გაწყენთ. ამ­ჯე­რად მხო­ლოდ ვი­კინ­გე­ბის ხო­მალ­დე­ბის მუ­ზე­უმ­ში შე­ვი­ხე­დავთ. იგი ბი­უგ­დეს ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე მდე­ბა­რე­ობს და თავს ვი­კინ­გე­ბის სა­მი ცნო­ბი­ლი ხო­მალ­დით იწო­ნებს. ეს არის IX-X სა­უ­კუ­ნე­ე­ბის თუ­ნის, გოქ­ს­ტა­დი­სა და ოსენ­ბერ­გის ხო­მალ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნულ და­სახ­ლე­ბებ­ში არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გათხ­რე­ბი­სას აღ­მო­ა­ჩი­ნეს ყორ­ღა­ნებ­ში.
ეს დრა­კა­რე­ბი (ურ­ჩხუ­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი ხო­მალ­დე­ბი) თა­ვის დრო­ზე თუ ერ­თ­გუ­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ ვი­კინ­გებს ზღვა­ზე, შემ­დ­გომ მიც­ვა­ლე­ბულ­თა და­საკ­რ­ძა­ლად გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ.

1893 წელს თორ­მეტ­მა ნორ­ვე­გი­ელ­მა მოგ­ზა­ურ­მა ააგო გოქ­ს­ტა­დის ორე­უ­ლი ხო­მალ­დი, გა­და­ლა­ხეს ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნის ჩრდი­ლო­ე­თი ნა­წი­ლი, დი­დი ტბე­ბის გავ­ლით ჩა­აღ­წი­ეს ჩი­კა­გო­ში და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს კო­ლუმ­ბის მი­ერ ამე­რი­კის კონ­ტი­ნენ­ტის აღ­მო­ჩე­ნის 400 წლის­თა­ვის ზე­იმ­ში. მათ, პრაქ­ტი­კუ­ლად, და­ამ­ტ­კი­ცეს, რომ ამე­რი­კის პირ­ვე­ლაღ­მომ­ჩე­ნე­ბი სწო­რედ ვი­კინ­გე­ბი იყ­ვ­ნენ...
P.შ. ტბე­ბი­სა და მუ­ზე­უ­მე­ბის ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ორ რე­პორ­ტაჟ­ში ჩა­ტე­ვა ძნე­ლია, კი­დევ უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო გვინ­დო­და მოგ­ვეთხ­რო. მაგ­რამ ვფიქ­რობთ, მკითხ­ვე­ლამ­დე მი­ვი­ტა­ნეთ მთა­ვა­რი სათ­ქ­მე­ლი - რომ "ყი­ნუ­ლი და­იძ­რა" (სხვა­თა შო­რის, ტბე­ბით მდი­და­რი, მკაც­რი კლი­მა­ტის ქვე­ყა­ნა წარ­სულ­ში ყი­ნუ­ლის ექ­ს­პორ­ტი­თაც "ირ­ჩენ­და თავს") და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნე­ბის რიცხვს ბო­ლო წლებ­ში ნორ­ვე­გი­აც შე­ე­მა­ტა...

ნო­დარ შო­ში­ტაშ­ვი­ლი
ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი
ჟურნალი "ისტორიანი",#42
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!