თამარ მეფე, ჩრდილოეთი კავკასია და საქართველო
17-11-2018
თამარ მეფე, ჩრდილოეთი კავკასია და საქართველო
"გელათში ერთიანი საქართველოს 11 და იმერეთის 12 მეფე განისვენებს"

თამარის საფლავის ადგილმდებარეობის შესახებ კამათი კიდევ ერთხელ განახლდა ინგუშეთის მთიანეთში უძველესი გამოქვაბულის აღმოჩენის შემდეგ, რომელიც მდინარე ასას ხეობაში მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ გამოჩნდა. ინგუშ არქეოლოგთა მტკიცებით, სამარხი ქართული წარმომავლობისაა: გაწმენდის სამუშაოებისას მიაკვლიეს გამოქვაბულს, რომლის შესასვლელშიც განლაგებულია მასიური ქვები ქართული წარწერებით. ყველაფერი მიუთითებს, რომ აქ დიდგვაროვანია დაკრძალული. თუმცა არქეოლოგიური და ანთროპოლოგიური კვლევების გარეშე დადასტურებულად რამის თქმა შეუძლებელია.

ხალ­ხუ­რი გად­მო­ცე­მე­ბი, რომ თა­მა­რი ამა თუ
იმ ადგილას არის დაკ­რ­ძა­ლუ­ლი, არ­სე­ბობს რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ისე ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში. რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა კუთხე­ში ეძე­ბენ საფ­ლავს, ასე­ვე ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­შიც რამ­დე­ნი­მე ად­გილს მი­უ­თი­თე­ბენ, სა­დაც თით­ქოს თა­მა­რია დაკ­რ­ძა­ლუ­ლი. ეს გად­მო­ცე­მე­ბი გვი­ან­დელ ლე­გენ­დებს უკავ­შირ­დე­ბა და მათ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით ძნე­ლია თქმა, სად არის
სა­ქარ­თ­ვე­ლოს მე­ფის ძვალ­შე­სა­ლა­გი.
ჩრდი­ლო­ე­თი კავ­კა­სია თა­მა­რის დროს სა­ქარ­თ­ვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ-კულ­ტუ­რუ­ლი გავ­ლე­ნის სფე­რო­ში შე­მო­დი­ო­და. ბუ­ნებ­რი­ვია, ლე­გენ­დე­ბის წარ­მო­შო­ბას ამ გა­რე­მო­ე­ბა­მაც შე­უწყო ხე­ლი. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ინ­გუ­შეთ­ში XI-XIII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის რამ­დე­ნი­მე მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი ტა­ძა­რია აღ­მო­ჩე­ნი­ლი, მათ შო­რის ქარ­თუ­ლი ლა­პი­და­რუ­ლი წარ­წე­რე­ბით.

თა­მა­რის საფ­ლავს უჩ­ვე­უ­ლო ბე­დის­წე­რა დაჰ­ყ­ვა. მე­ფე­ქა­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­კო­სე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, თით­ქ­მის ყვე­ლა მე­მა­ტი­ა­ნე, XVIII სა­უ­კუ­ნის ჩათ­ვ­ლით, ერ­თ­გუ­ლია იმ აზ­რი­სა, რომ თა­მა­რი გე­ლათ­შია დაკ­რ­ძა­ლუ­ლი. თუმ­ცა ქარ­თ­ვე­ლ სა­ზო­გა­დო­ე­ბას კვლა­ვინ­დე­ბუ­რად ხალ­ხური გად­მო­ცე­მების უფრო სჯერა. ჩნდე­ბა კითხ­ვა, - ნუ­თუ რა­მე სი­მარ­თ­ლე შე­იძ­ლე­ბა ამ გად­მო­ცე­მებ­ში იმა­ლე­ბო­დეს?

აშ­კა­რაა, რომ ეს გად­მო­ცე­მე­ბი უნ­და შექ­მ­ნი­ლი­ყო თა­მა­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან კარ­გა ხნის შემ­დეგ. თა­მარ მე­ფის ეპო­ქა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო კავ­კა­სი­ი­სა და მახ­ლო­ბე­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის უძ­ლი­ე­რეს ქვე­ყა­ნას წარ­მო­ად­გენ­და და მი­სი ხელ­მ­წი­ფის ნეშ­ტის გა­და­მალ­ვა აზ­რად არა­ვის მო­უ­ვი­დო­და, ამის აუცი­ლებ­ლო­ბაც არ იარ­სე­ბებ­და. XIII სა­უ­კუ­ნის II ნა­ხე­ვარ­ში ყვე­ლამ იცო­და, სად გა­ნის­ვე­ნებ­და თა­მარ მე­ფე. გვი­ან შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში კი, რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლო სა­მე­ფო-სამ­თავ­რო­ე­ბად და­ი­შა­ლა და გახ­შირ­და მტერ­თა შე­მო­სე­ვე­ბი, შე­საძ­ლე­ბე­ლია (ჩვენ ამ მო­საზ­რე­ბას ერთ-ერთ ვა­რი­ან­ტად ვტო­ვებთ), ბე­რებს თა­მა­რის ნეშ­ტი მარ­თ­ლაც გა­და­ე­მა­ლათ. ამან კი ლე­გენ­დე­ბის გა­ჩე­ნას მის­ცა და­სა­ბა­მი.

ჩვენს წე­რი­ლო­ბით წყა­რო­ებ­ში პირ­და­პირ არის მი­თი­თე­ბუ­ლი თა­მა­რის დაკ­რ­ძალ­ვის ად­გი­ლი. "ის­ტო­რი­ა­ნი და აზ­მა­ნი შა­რა­ვან­დედ­თა­ნი" მოგ­ვითხ­რობს: "და წა­რიყ­ვა­ნეს სამ­კ­ვიდ­რე­ბელ­სა მათ­სა გე­ლათს და და­მარ­ხეს სა­მარ­ხო­სა პა­ტი­ო­სან­სა". "ცხოვ­რე­ბა მე­ფეთ-მე­ფე თა­მა­რი­სა" აღ­ნიშ­ნავს: "მა­შინ უკუე აღ­მო­იყ­ვა­ნეს და მცი­რე­თა ში­ნა დღე­თა მცხე­თად დად­ვეს, და მერ­მე უკა­ნას­კ­ნელ თვით მუნ­ვე გე­ლათს და­ამ­კ­ვიდ­რეს თვის­სა ში­ნა სა­მარ­ხო­სა". ლა­შა-გი­ორ­გის დრო­ინ­დე­ლი მე­მა­ტი­ა­ნე კი ამ­ბობს: "და­მარ­ხეს ახალ­სა მო­ნას­ტერ­სა, გე­ლათს". ამ წყა­რო­თა ავ­ტო­რე­ბი შე­საძ­ლოა თა­მა­რის დაკ­რ­ძალ­ვა­საც ეს­წ­რე­ბოდ­ნენ. ჩვენ გვაქვს არა­პირ­და­პი­რი ცნო­ბა, რომ თა­მა­რის საფ­ლა­ვი მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 70 წლის შემ­დე­გაც გე­ლათ­შია. კი­დევ არ­სე­ბობს მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო დო­კუ­მენ­ტი - 1260-1267 წლებ­ში შედ­გე­ნი­ლი ლიხთ-იმერ­თა მე­ფე და­ვით ნა­რი­ნის მე­უღ­ლის მი­ერ გე­ლა­თის მო­ნას­ტ­რის­თ­ვის შე­წი­რუ­ლი სი­გე­ლი, სა­დაც ნათ­ქ­ვა­მია, რომ ამ დროს უკვე ცნო­ბი­ლი იყო გელათში თა­მა­რის საფ­ლა­ვის არსებობის შესახებ და მას მწირ­ვე­ლიც ჰყავს მი­ჩე­ნი­ლი - ილა­რი­ონ ფავ­ნე­ლი, და­ვით ნა­რი­ნის გამ­ზ­რ­დე­ლი.

ლე­გენ­და, თით­ქოს­და ლა­შა-გი­ორ­გიმ, ან­დერ­ძის თა­ნახ­მად, დე­და იერუ­სა­ლიმ­ში დაკ­რ­ძა­ლა, ეფუძ­ნე­ბა ჯვა­რო­სა­ნი რა­ინ­დის არა­პირ­და­პირ ცნო­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, იერუ­სა­ლი­მის­კენ მო­ე­მარ­თე­ბა თა­მა­რის ვა­ჟი, რო­მელ­საც დე­დის ნეშ­ტი მო­აქ­ვ­სო. მაგ­რამ ლა­შა-გი­ორ­გი­სა და ქარ­თ­ველ­თა ამა­ლას იერუ­სა­ლი­მამ­დე რამ­დე­ნი­მე მა­შინ­დე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ერ­თე­უ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უნ­და გა­ევ­ლო, ეს კი არა­ვი­თა­რი წყა­რო­თი არ დას­ტურ­დე­ბა. არის სხვა გა­რე­მო­ე­ბაც: და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით ცნო­ბი­ლია, რომ ლა­შა-გი­ორ­გი იერუ­სა­ლიმ­ში არ გამ­გ­ზავ­რე­ბუ­ლა.

თა­მარ მე­ფის საფ­ლა­ვის (და სა­ერ­თოდ, ქარ­თ­ველ მე­ფე­თა საფ­ლა­ვე­ბის ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბის) დად­გე­ნა, ვფიქ­რობ, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით უნ­და მოხ­დეს. წმინ­და სი­ნოდ­მა უნ­და შექ­მ­ნას ჯგუ­ფი, რო­მელ­შიც შევ­ლენ ის­ტო­რი­კო­სე­ბი, არ­ქე­ო­ლო­გე­ბი და სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გახ­ს­ნი­ან გე­ლა­თის მე­ფე­თა საძ­ვა­ლეს. გე­ლათ­ში ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს 11 მე­ფე, იმე­რე­თი­სა კი 12 მე­ფე გა­ნის­ვე­ნებს. სამ­წუ­ხა­როდ, რამ­დე­ნი­მეს გარ­და, მა­თი საფ­ლა­ვე­ბის ზუს­ტი ად­გი­ლი უც­ნო­ბია.

ჩვენ უნ­და გა­ვა­კე­თოთ არ­ჩე­ვა­ნი, რა უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია - და­კარ­გუ­ლად მი­ვიჩ­ნი­ოთ ჩვე­ნი მე­ფე­ე­ბის საფ­ლა­ვე­ბი, და­ვიკ­რი­ფოთ ხე­ლე­ბი და ვთქვათ, და­კარ­გუ­ლიაო, თუ ვი­ცო­დეთ, სად გა­ნის­ვე­ნე­ბენ ისი­ნი და პა­ტი­ვი მი­ვა­გოთ.

ჯა­ბა სა­მუ­შია
ჟურნალი "ისტორიანი",#43

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!