თბილისში მოჭრილი არაბული დირჰემები და მათი იმიტაციები
თბილისში მოჭრილი არაბული დირჰემები და მათი იმიტაციები
ერთიანი საქართველოს პირველი მეფის" ბაგრატ III-ის მონეტაც არაბული დირჰემების მიბაძვით მოიჭრა

VII საუკუნეში მახლობელ აღმოსავლეთში დიდი პოლიტიკური ძვრები მოხდა. მუჰამედმა არაბეთის ნახევარკუნძულზე ახალი თეოკრატიული სახელმწიფო დააარსა" რომელშიც მთავარი რელიგია მის მიერ ახალნაქადაგები ისლამი იყო. არაბთა სახალიფო სწრაფად აფართოებდა თავისი სახელმწიფოს საზღვრებს. მას მუჰამედის მოადგილეები" ანუ ხალიფები მართავდნენ" ამიტომ ამ სახელმწიფოს სახალიფოსაც უწოდებენ.
არაბთა სახალიფოს წარმოქმნა მალე აისახა ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკასა და ფულად მიმოქცევაში. სახალიფოს შემადგენლობაში მოექცნენ სასანიანთა ირანი და ბიზანტიის
აღმოსავლური პროვინციები. VIII საუკუნის პირველი ნახევრიდან კი არაბებმა ფეხი საქართველოშიც მოიკიდეს. არაბული დირჰემების შემოსვლის გამო ქართული სამონეტო ბაზრიდან განიდევნა როგორც სასანური" ისე მისი აქაური მინაბაძები" თვით სასანიანთა ირანი არაბებმა მთლიანად დაიპყრეს.

არაბულ მონეტებზე არ არის გამოსახულებები" აქ მხოლოდ წარწერებია" სადაც ძირითადად ალაჰისა და მუჰამედის სახელები
მოიხსენიება.
არაბთა თვალუწვდენელ სახელმწიფოს თავდაპირველად ომაიანთა დინასტიის ხალიფები მართავდნენ. მათ ეპყრათ როგორც სასულიერო" ისე საერო ხელისუფლება. ომაიანებმა მოახერხეს და დაიმორჩილეს ჩრდილოეთი აფრიკა" პირენეს ნახევარკუნძულის უდიდესი ნაწილი" მცირე აზია" სინდი" ტაბარისტანი და სხვ. VII-VIII საუკუნეების მიჯნაზე არაბებმა მდგომარეობა კავკასიაშიც განიმტკიცეს. საქართველოს ტერიტორიაზე შექმნეს სახალიფოს ადმინისტრაციული ერთეული - თბილისის საამირო.

2012 წელს თბილისის ძველი გალავნის გათხრებისას აღმოჩენილი უცნობი არაბული წარწერა

თბილისი მალე იქცა არაბთა სახალიფოს მნიშვნელოვან პუნქტად. იმდროინდელ არაბულ წყაროებში თბილისის დაწინაურების შესახებ მრავალი ცნობაა დაცული. თბილისში არაბებს განუახლებიათ ზარაფხანის მუშაობა" სადაც არაბული დირჰემები იჭრებოდა.
პირველი არაბული მონეტა თბილისის ზარაფხანაში ომაიანი ხალიფა აბდ ალ-მალიქის (685-705 წწ.) დროს" ჰიჯრით 85 წელს (ანუ 704 წ.) მოიჭრა. როგორც სახალიფოს ყველა სხვა ზარაფხანის დირჰემები" ისიც ანონიმურია" მასზე არც გამოსახულებაა დატანილი და არც ხალიფას სახელი" არამედ მხოლოდ თარიღი. თბილისში მოჭრილი ომაიანთა დირჰემი სულ ოთხი ცალია ცნობილი. მონეტის მოჭრის თარიღისა და ადგილის მიხედვით ნათელია" რომ 704 წელს არაბებს თბილისი უკვე დაპყრობილი ჰქონიათ.

როგორც ვარაუდობენ" არაბთა მხრიდან VIII საუკუნის დასაწყისში თბილისში სამონეტო ემისიას უფრო პოლიტიკური მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა" ვიდრე ეკონომიკური. რადგან" როგორც ჩანს" მონეტები ფართო მიმოქცევისთვის არ იყო გამიზნული.

ომაიანთა დირჰემები

აღწერა: ვერცხლი
წონა: 2"64-2"91 გრამი
რემედიუმი: 2"64-2"91 გრამი
დიამეტრი: 23-27"5 მილიმეტრი
შუბლი: მონეტის ცენტრში სამსტრიქონიანი არაბული ზედწერილი: "არ არს ღვთაება გარდა ალლაჰისა" ერთადერთისა" არ ჰყავს მას მოზიარე". ირგვლივ: "სახელითა ალლაჰისა" იჭედა ეს დირჰემი თბილისს 85 წელს (=704 წ.)". ირგვლივ შერწყმული წერტილებისგან შემდგარი სამმაგი რკალი.
ზურგი: ცენტრში ოთხ სტრიქონად არაბული ზედწერილი: "იგია ალლაჰი ერთადერთი" ალლაჰი მარადი" არცა უშვია და არცა შობილა" არცა მოზიარედ ჰყოლია არავინ". შერწყმული წერტილებისგან შემდგარი ორმაგი რკალი და ირგვლივ: "მუჰამმადი მოციქულია ალლაჰისა" რომელმაც გამოგზავნა ის სწორი გზითა და რჯულით ჭეშმარიტით" რათა აღამაღლოს ყველა სარწმუნოებაზე" თუნდაც სძულდეთ ეს ურწმუნოებს".
ზარაფხანა: თბილისი
ნომინალი: დირჰემი
თარიღი: 704 წ.
კოლექცია: კერძო კოლექცია - 1 ცალი" ეშმოლის მუზეუმი - 1 ცალი" ბერლინის მუზეუმი - 1 ცალი" კატარის ეროვნული მუზეუმი - 1 ცალი

ამ ემისიის შემდეგ" თითქმის 125 წელიწადის განმავლობაში თბილისის ზარაფხანაში არაბული ფული აღარ იჭრებოდა. მიზეზი უცნობია. IX საუკუნის შუა წლებში კი არაბთა სახალიფოში დიდი გადატრიალება მოხდა" ომაიანთა დინასტია დაემხო და სახალიფოს სათავეში ახალი - აბასიანების დინასტია ჩაუდგა. თბილისის ზარაფხანამაც მუშაობა უკვე არაბეთში აბასიანთა დინასტიის მმართველობის დროს" ჰიჯრით 210 წელს (=825/6 წწ.) განაახლა. ამის უტყუარი საბუთია თბილისში მოჭრილი ამ წლით დათარიღებული პირველი თბილურ-აბასიანური დირჰემები.
აღნიშნული ემისიების შემდეგ" ჰიჯრით 248 წლამდე (=862/63 წწ.) არაბული ფულის მოჭრა თბილისში კვლავ შეწყდა.




აბასიანთა დირჰემები

მონეტა ხალიფას სახელის გარეშე
აღწერა: ვერცხლი
შუბლი: მონეტის ცენტრში სამსტრიქონიანი არაბული ზედწერილი: "არ არს ღვთაება გარდა ალლაჰისა" ერთადერთისა" არ ჰყავს მას მოზიარე". მის ირგვლივ" ასევე არაბული ლეგენდა: "სახელითა ალლაჰისა" იჭედა ეს დირჰემი თბილისს 210 წელს (=825/26 წწ.)". ირგვლივ შერწყმული წერტილებისგან შემდგარი ორმაგი რკალი.
ზურგი: ცენტრში სამ სტრიქონად არაბული ზედწერილი: "მუჰამმადი მოციქულია ალლაჰისა". შერწყმული წერტილებისგან შემდგარი ორმაგი რკალი და ირგვლივ: "მუჰამმადი მოციქულია ალლაჰისა" რომელმაც გამოგზავნა ის სწორი გზითა და რჯულით ჭეშმარიტით" რათა აღამაღლოს ყველა სარწმუნოებაზე" თუნდაც სძულდეთ ეს ურწმუნოებს".

ხალიფა ალ-მუსთაინ ბილლაჰის მონეტა

აღწერა: ვერცხლი
რემედიუმი: 2"84-4"36 გრამი
დიამეტრი: 26 მილიმეტრი
შუბლი: მონეტის ცენტრში სამსტრიქონიანი არაბული ზედწერილი: "არ არს ღვთაება გარდა ალლაჰისა" ერთადერთისა" არ ჰყავს მას მოზიარე". ირგვლივ არაბული ზედწერილი: "სახელითა ალლაჰისა" იჭედა ეს დირჰემი თბილისს 248 წელს (=862/63 წწ.)". ხაზოვანი რკალი და მეორე წრიული ლეგენდა: "ძალაუფლება ალლაჰისაა" ადრეც და მერეც" და იმ დღეს გაიხარებენ მორწმუნენი ალლაჰის შეწევნით".
ზურგი: ცენტრში ხუთსტრიქონიანი არაბული ზედწერილი ხალიფას სახელით: "ალლაჰს. მუჰამმადი მოციქული ალლაჰისა. ალ-მუსთაინ ბილლაჰი". ირგვლივ ორმაგი ხაზოვანი რკალი" შემდეგ არაბული ლეგენდა: "მუჰამმადი მოციქულია ალლაჰისა" რომელმაც გამოაგზავნა ის სწორი გზითა და რჯულით ჭეშმარიტით" რათა აღამაღლოს ყველა სარწმუნოებაზე" თუნდაც სძულდეთ ეს ურწმუნოებს".
ზარაფხანა: თბილისი
ნომინალი: დირჰემი
თარიღი: 825/26-946/47 წწ.
კოლექცია: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი" სანქტ-პეტერბურგის ერმიტაჟი" მოსკოვის ისტორიული მუზეუმი" აზერბაიჯანის ეროვნული ისტორიული მუზეუმი" ბერლინის მუზეუმი" ბრიტანეთის მუზეუმი" საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა (პარიზი)" ჰელსინკის უნივერსიტეტი" ამერიკის ნუმიზმატიკური საზოგადოების კოლექცია" კერძო კოლექცია.

ამის შემდეგ" თბილისში მოჭრილ აბასიანთა დირჰემებზე მხოლოდ მოჭრის თარიღები და ხალიფების სახელები იცვლება" ხოლო ისლამური ფორმულები" ძირითადად" მეორდება. ეს არის ჰიჯრით 249-335 (=862-945 წწ.) წლების ძირითადი ემისიები.

ჯაფარიანი ამირების მონეტები

თბილისში მჯდომი არაბი ამირა მონეტებს აბასიანი ხალიფების სახელით ჭრიდა. ამირას ინსტიტუტი საქართველოში VIII საუკუნის შუა ხანებიდან დამკვიდრდა. ცნობილია თბილისის ამირების სამი დინასტია: შუაბიანები" შაიბანიანები და ჯაფარიანები. პირველი ორი დინასტიის წარმომადგენლები მონეტებს მხოლოდ და მხოლოდ ხალიფების სახელით ჭრიდნენ" რაც ცენტრალური ხელისუფლებისადმი მათ სრულ ლოიალობასა და დამოკიდებულებაზე მიუთითებს.
ჯაფარიანთა დინასტიის წარმომადგენლები კი უკვე საკუთარი სახელით ჭრიდნენ მონეტებს. ამ დირჰემების საშუალებით ნათელი ხდება" როდის დასრულდა წარმატებით ბრძოლა თბილისის საამიროს დამოუკიდებლობისთვის" როდის გამოეყო იგი არაბთა სახალიფოს. აგრეთვე ვადგენთ ჯაფარიანი ამირების გენეალოგიურ ნუსხას (მაგალითად" მანსურ იბნ ჯაფარი და ჯაფარ იბნ მანსური" არც ერთ წერილობით წყაროში არ იხსენიებიან" მათი სახელები მხოლოდ მონეტებზეა აღნიშნული).
ჯაფარიანთა (ბანუ ჯაფარ) არაბული დინასტია თბილისში დაახლოებით IX საუკუნის 80-იან წლებში დამკვიდრდა და მისი წარმომადგენლები ქალაქს ორი საუკუნის განმავლობაში ფლობდნენ. ამ დინასტიის პირველი ამირა" რომლის მონეტამაც ჩვენამდე მოაღწია" მანსურ იბნ ჯაფარი იყო.
თბილისის ჯაფარიან ამირათა დირჰემები


მანსურ იბნ ჯაფარის მონეტა

ჯაფარ იბნ მანსურის მონეტა

ალი იბნ ჯაფარის მონეტა

აღწერა: ვერცხლი
შუბლი: მონეტის ცენტრში სამსტრიქონიანი არაბული ზედწერილი: "არ არს ღვთაება" გარდა ალლაჰისა" ერთადერთისა" არ ჰყავს მას მოზიარე". მის ირგვლივ" ასევე არაბული ლეგენდა: "სახელითა ალლაჰისა" იჭედა ეს დირჰემი თბილისს 342 წელს (=953/54 წწ.)". ყოველივე გარშემორტყმულია არაბული ლეგენდით: "ძალაუფლება ალლაჰისაა" ადრეც და მერეც" და იმ დღეს გაიხარებენ მორწმუნენი ალლაჰის შეწევნით". ირგვლივ შემოუყვება ორმაგი ხაზოვანი რკალი.
ზურგი: შუაში ხუთსტრიქონიანი არაბული წარწერა ხალიფასა და ამირას სახელების მოხსენიებით: "ალლაჰს. მუჰამმადი მოციქული ალლაჰისა. ალ-მუტი ლილლაჰი. მანსურ იბნ ჯაფარი". ირგვლივ ორმაგი ხაზოვანი რკალი" რომლის გარეთაც არაბული ლეგენდაა: "მუჰამმადი მოციქულია ალლაჰისა" რომელმაც გამოგზავნა ის სწორი გზითა და რჯულით ჭეშმარიტით" რათა აღამაღლოს ყველა სარწმუნოებაზე" თუნდაც სძულდეთ ეს ურწმუნოებს".
ზარაფხანა: თბილისი
ნომინალი: დირჰემი
თარიღი: 953/54-1027/28 წწ.
კოლექცია: მანსურ იბნ ჯაფარის მონეტები: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი - 2 ცალი; სანქტ-პეტერბურგის ერმიტაჟი - 2 ცალი; მოსკოვის ისტორიული მუზეუმი - 1 ცალი.
ჯაფარ იბნ მანსურის მონეტები: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი - 2 ცალი; სანქტ-პეტერბურგის ერმიტაჟი - 5 ცალი.
ალი იბნ ჯაფარის მონეტები: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი - 440 ცალი; მოსკოვის ა.ს. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი - 17 ცალი; მოსკოვის ისტორიული მუზეუმი - 4 ცალი; სანქტ-პეტერბურგის ერმიტაჟი - 3 ცალი; სომხეთის სახელმწიფო მუზეუმი - 1 ცალი; ამერიკის ნუმიზმატიკური ასოციაციის კოლექცია - 1 ცალი.

ამის შემდეგ" თბილისის ჯაფარიან ამირების მიერ მოჭრილ დირჰემებზე" თბილურ-აბასიანურის მსგავსად" მხოლოდ მონეტის მოჭრის თარიღები და ხალიფებისა და ამირების სახელები იცვლება. ისლამური ფორმულები კი იგივე მეორდება.

არაბული დირჰემების ქართული მინაბაძები
როგორც ჩანს" არაბულ ყაიდაზე ფულს შიდა ქართლის ფეოდალური სახლებიც ჭრიდნენ. მათ მიერ გამოშვებული ეს მონეტები არაბული დირჰემების ქართული მინაბაძების სახელით არის ცნობილი. აღნიშნული ფული ქრონოლოგიური და ტიპოლოგიური თვალსაზრისით ახლოს არის თბილურ-აბასიანურ და ჯაფარიანთა დირჰემებთან.
არაბული დირჰემების ქართული მინაბაძები საკმაოდ დიდი რაოდენობით არის აღმოჩენილი და თითოეულ ეგზემპლარს შორის განსხვავება მხოლოდ ცალკეულ დეტალშია" რის გამოც" ქვემოთ მონეტების მხოლოდ განზოგადებული აღწერილობაა მოცემული.

არაბული დირჰემების
ქართული მინაბაძები


აღწერა: ვერცხლი
რემედიუმი: 1"2-2"78 გრამი
დიამეტრი: 21-26 მილიმეტრი
შუბლი: დამახინჯებული არაბული ლეგენდები" გარშემორტყმული ორმაგი წერტილოვანი ან ხაზოვანი რკალით.
ზურგი: დამახინჯებული არაბული ლეგენდები და კვლავ რკალი. მეცნიერთა ნაწილი მინაბაძებზე ქართულ ასოებსაც კითხულობს.
ზარაფხანა: უცნობია.
ნომინალი: ნახევარი დირჰემი(?)" დირჰემი
თარიღი: X საუკუნის მეორე ნახევარი(?)
კოლექცია: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი - 1 ცალი; სოხუმის მუზეუმი - 105 ცალი; სანქტ-პეტერბურგის ერმიტაჟი - 12 ცალი; ამერიკის ნუმიზმატიკური საზოგადოების კოლექცია - 3 ცალი.

ბაგრატ III-ის ნახევარი დრამა
არაბული დირჰემების მიბაძვით არის მოჭრილი ასევე ერთიანი საქართველოს პირველი მეფის" ბაგრატ III-ის (975-1014 წწ.) მონეტა.
ბაგრატი შიდა ქართლში 975 წელს" ხოლო აფხაზეთში (დასავლეთ საქართველოში) 978 წელს გამეფდა. ქართლში მან თავისი დედა" გურანდუხტი დატოვა და თავად დასავლეთ საქართველოში გადავიდა. მაგრამ როცა ბაგრატი საქმეების მოსაგვარებლად აფხაზეთიდან კვლავ აღმოსავლეთ საქართველოში ბრუნდებოდა" ქართლის საზღვარზე მას დიდგვაროვნები დახვდნენ და წინააღმდეგობა გაუწიეს. ბაგრატმა ქართლში საკუთარი უფლებები იარაღის ძალით აღიდგინა. სწორედ ამ დროს" 980 წელს" ქართლის რეზიდენციაში - უფლისციხეში უნდა მოეჭრა მას თავისი მონეტა. ეს ფული ბაგრატს უფრო გვიან რომ მოეჭრა" მასზე სხვა ტიტულებიც იქნებოდა აღნიშნული - კერძოდ" კურაპალატი" ქართველთა მეფე" ასევე რანთა და კახთა.

ერთიანი საქართველოს პირველ მეფეს, ბაგრატ III-ს თავისი მონეტა 980 წელს ქართლის რეზიდენციაში - უფლისციხეში უნდა მოეჭრა.

მონეტის ტიპის (არაბული დირჰემი) შერჩევითა და მასზე "აფხაზთა მეფის" ტიტულის განთავსებით კიდევ ერთხელ მტკიცდება" რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო ერთი პოლიტიკური რეგიონი იყო" რომ სამონეტო ემისიის რეგალია ქართლში ბაგრატ III-ის კომპეტენციას წარმოადგენდა.
ბაგრატ III-ის ნახევარი დრამა თბილისის მიდამოებში 1863 წელს აღმოჩნდა. მონეტა ნუმიზმატმა ივან ბართოლომეიმ შეიძინა და სანქტ-პეტერბურგის ერმიტაჟში გააგზავნა.

ბაგრატ III-ის ნახევარი დრამა

აღწერა: ვერცხლი" ნახევარი დრამა
წონა: სანქტ-პეტერბურგის ერმიტაჟის ცალი - 1"78 გრამი
დიამეტრი: 23 მილიმეტრი
შუბლი: მონეტის ცენტრში სამსტრიქონიანი არაბული ზედწერილი: "არ არს ღვთაება გარდა ალლაჰისა" ერთადერთისა" არ ჰყავს მას მოზიარე". ირგვლივ დამახინჯებული არაბული წარწერა" რომლის გაშიფვრა ვერ ხერხდება.
ზურგი: ცენტრში არაბული ლეგენდა: "მუჰამმადი მოციქულია ალლაჰისა"" რომელსაც გარს ქართული დაქარაგმებული ასომთავრული ზედწერილი შემოუყვება: mtflt ,uhnfapTfvtat (ქრისტე" ადიდე ბაგრატ აფხაზთა მეფე).
ზარაფხანა: უფლისციხე
ნომინალი: ნახევარი დრამა
თარიღი: 980 წ.
კოლექცია: კონკრეტული ეგზემპლარი დაცულია სანქტ-პეტერბურგის ერმიტაჟში

ასეთია თბილისში მოჭრილი არაბული მონეტების სახე და მათი მოკლე ისტორია" თბილისი" რომელიც არაბთა სახალიფოს მნიშვნელოვანი პუნქტი იყო" სადაც მალე არაბული ადმინისტრაციული ერთეული - საამირო ჩამოყალიბდა. თბილისში მოჭრილი მონეტების მიბაძვით ქართლის ფეოდალებისა და მეფე ბაგრატ III-ის მიერ მოიჭრა ფული" რომელსაც არაბული და ქართული წარწერები აქვს.

"ქართული ნუმიზმატიკის"
(ნაწ. I. ავტორები: გიორგი დუნდუა" თედო დუნდუა; თბ." 2006) და "ქართული ნუმიზმატიკის ინგლისურ-ქართული ონლაინ-კატალოგის" მიხედვით მოამზადა ალექსანდრე ბოშიშვილმა
ჟურნალი "ისტორიანი",#43
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?