ჯორჯ ბალანჩინი "ღარიბი მილიონერი"
ჯორჯ ბალანჩინი "ღარიბი მილიონერი"
"გიორგი თავის მიერ ჩამოყალიბებულ "ახალგაზრდულ საბალეტო ჯგუფთან" ერთად პეტროგრადის ახლომდებარე ქალაქებში მოგზაურობდა და ასე შოულობდა რაღაც კაპიკებს. ხან კინოთეატრებში აკომპანიმენტს უკრავდა თურმე. გასამრჯელოდ პურს, საპონს, ასანთს აძლევდნენ. ძლივძლივობით გაჰქონდათ თავი. დიდი შიმშილობა გადაიტანეს... ერთი სიტყვით, ბევრ გაჭირვებას გაუძლეს"... - გიორგის ძმის, ანდრია ბალანჩივაძის ეს მოგონება სხვა მრავალ საინტერესო დეტალთან ერთად შეტანილია ვენაში მცხოვრები მუსიკათმცოდნე ნონა ლომიძის წიგნში. იგი 20 წელიწადია იკვლევს სახელოვანი ბალეტმაისტერის, ჯორჯ ბალანჩინის ცხოვრებასა და შემოქმედებას.

ჩვენს სტა­ტი­ა­ში
დიდ ბი­ძას გა­იხ­სე­ნებს ძმის­შ­ვი­ლი - ცის­კა­რი ბა­ლან­ჩი­ვა­ძე, აგ­რეთ­ვე შე­მოგ­თა­ვა­ზებთ ან­დ­რია ბა­ლან­ჩი­ვა­ძი­სა და "ნიუ-იორკ სი­ტი ბა­ლე­ტის" ყო­ფი­ლი პრი­მა-ბა­ლე­რი­ნა კა­რინ ფონ აროლ­დინ­გე­ნის მო­გო­ნე­ბებს აღ­ნიშ­ნუ­ლი წიგ­ნი­დან.
კა­რინ ფონ აროლ­დინ­გე­ნი: "რუ­სე­თის ერთ-ერ­თი გა­ზე­თის თუ ჟურ­ნა­ლის კო­რეს­პონ­დენ­ტ­მა ჰკითხა ბა­ლან­ჩინს, თუ რა­ტომ და­ტო­ვა რუ­სე­თი. ბა­ლან­ჩინ­მა ძა­ლი­ან შე­წუ­ხე­ბუ­ლი სა­ხით და ძა­ლი­ან მშვი­დად
უპა­სუ­ხა: "მდაა, მე ისე დამ­წუხ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ლე­ნი­ნის სიკ­ვ­დი­ლით, რომ აუცი­ლებ­ლად უნ­და წავ­სუ­ლი­ყა­ვი აქე­დან"... დი­დი იუმო­რი ჰქონ­და".

ან­დ­რია ბა­ლან­ჩი­ვა­ძე: "იმ პე­რი­ოდ­ში ლუ­ნა­ჩარ­ს­კის მე­ო­ხე­ბით მო­ხერ­ხ­და ლე­ნი­ნის თან­ხ­მო­ბის მი­ღე­ბა, რომ საბ­ჭო­თა მსა­ხი­ობ­თა ჯგუ­ფე­ბი სა­გას­ტ­რო­ლოდ საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ეგ­ზავ­ნათ. ასე მი­დი­ოდ­ნენ მომ­ღე­რალ­თა, მუ­სი­კოს­თა ჯგუ­ფე­ბი. ასე წა­ვი­და გი­ორ­გის და­სიც მა­რი­ის თე­ატ­რი­დან. დას­ში იყო ათი-თორ­მე­ტი კა­ცი, მათ შო­რის გი­ორ­გის პირ­ვე­ლი ცო­ლი, ტა­მა­რა ჟე­ვერ­ჟე­ე­ვა (ჟი­ვა). ცო­ლი სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რ­დამ შე­ირ­თო. სა­გას­ტ­რო­ლოდ რომ წა­ვიდ­ნენ, გი­ორ­გის უკ­ვე ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი სჭირ­და. პირ­ვე­ლი გა­მოს­ვ­ლე­ბი მონ­ტე-კარ­ლოს სა­ო­პე­რო თე­ატ­რ­ში ჰქონ­დათ. წარ­მოდ­გე­ნას სერ­გეი დი­ა­გი­ლე­ვიც ეს­წ­რე­ბო­და. უჩ­ვე­ნეს სკრი­ა­ბი­ნის "პა-დე-დე" და რამ­დე­ნი­მე ნაწყ­ვე­ტი სტრა­ვინ­ს­კის "ფას­კუნ­ჯი­დან". დი­ა­გი­ლევს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა თურ­მე ჩე­მი ძმის ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სცე­ნე­ბი და ცეკ­ვე­ბი. თა­ვის­თა­ნაც მი­იწ­ვია, რომ იქ და­ედ­გა რა­მე. დი­ა­გი­ლევს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და გვა­რე­ბის გა­დას­ხ­ვა­ფე­რე­ბა, მით უფ­რო, რო­ცა დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ამ გვა­რის პატ­რო­ნი სა­ხელს გა­ით­ქ­ვამ­და... 1924 წლის 21 დე­კემ­ბერს კი მოხ­და გი­ორ­გის გვა­რის ის­ტო­რი­უ­ლი ტრან­ს­ფორ­მა­ცია. ბა­ლან­ჩი­ვა­ძე ბა­ლან­ჩი­ნად იქ­ცა. ათე­უ­ლი წლე­ბის მე­რე, რო­ცა გი­ორ­გი თბი­ლის­ში მეს­ტუმ­რა, ვუთხა­რი, რომ აკა­კი შა­ნი­ძემ ჩე­მი თხოვ­ნით გა­მო­იკ­ვ­ლია ჩვე­ნი გვა­რის წარ­მო­მავ­ლო­ბა და მი­ვი­და დას­კ­ვ­ნამ­დე, რომ შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ბა­ლან­ჩი მე­ფის კა­რის მას­ხა­რას ერ­ქ­ვა. ბა­ლან­ჩის მო­ვა­ლე­ო­ბა მარ­ტო მე­ფე­თა გამ­ხი­ა­რუ­ლე­ბა კი არ იყო, არა­მედ მუ­სი­კის თხზვა და ლექ­სე­ბის კითხ­ვაც. გი­ორ­გი აღაფ­რ­თო­ვა­ნა ამან. თა­ნაც ამ­ბობ­და "ბა­ლან­ჩის" მრავ­ლო­ბი­თი ფორ­მა - "ბა­ლან­ჩ­ნი", ანუ "ბა­ლან­ჩი­ნი" იტა­ლი­უ­რად ჟღერ­სო...

კი გა­და­უ­კე­თა დი­ა­გი­ლევ­მა გი­ორ­გის გვა­რი, თა­ვის­თა­ნაც მი­იწ­ვია, მაგ­რამ ავად­მ­ყო­ფო­ბა ისევ გა­ურ­თულ­და, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, უარი ეთ­ქ­ვა. დი­დი სი­კე­თე გა­მო­ი­ჩი­ნა მა­შინ დი­ა­გი­ლევ­მა: თა­ვი­სი ხარ­ჯით შვე­ი­ცა­რი­ა­ში გაგ­ზავ­ნა ჩე­მი ძმა სამ­კურ­ნა­ლოდ. იქ გი­ორ­გის ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს, ნა­ხე­ვა­რი ფილ­ტ­ვი ამო­აჭ­რეს. ამის­თ­ვის ორი ნეკ­ნის ამო­ღე­ბა გახ­და სა­ჭი­რო. ეს ყვე­ლა­ფე­რი შვე­ი­ცა­რი­ი­დან მომ­წე­რა გი­ორ­გიმ. ის წე­რი­ლი დღე­საც მაქვს შე­ნა­ხუ­ლი. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ გი­ორ­გიმ თა­ვი და­ა­ნე­ბა ცეკ­ვას. ძა­ლი­ან ად­რე წა­ვი­და სცე­ნი­დან - 18 წლის ბი­ჭი იყო. შვე­ი­ცა­რი­ის სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში გი­ორ­გი თვე-ნა­ხე­ვა­რი დარ­ჩა და მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში დი­ა­გი­ლევს მზრუნ­ვე­ლო­ბა არ მო­უკ­ლია. დაბ­რუნ­და გი­ორ­გი პა­რიზ­ში და და­სი სამ­შობ­ლო­ში წა­მო­სუ­ლი დახ­ვ­და. მა­შინ­ვე გაგ­ზავ­ნა წე­რი­ლი თე­ატ­რის დი­რექ­ცი­ა­ში: უხ­ს­ნი­და თა­ვის მდგო­მა­რე­ო­ბას, წერ­და, რომ ავად­მ­ყო­ფო­ბის გა­მო იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და საზღ­ვარ­გა­რეთ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო და ითხო­ვა, რომ თვე­ნა­ხევ­რით კი­დევ გა­ეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნათ მის­თ­ვის უცხო­ეთ­ში ყოფ­ნის ვა­და. წე­რი­ლი კი გა­აგ­ზავ­ნა, მაგ­რამ პა­სუ­ხად ასე­თი დე­პე­შა მი­ი­ღო: "დაბ­რუნ­დით სას­წ­რა­ფოდ, პა­სუხს აგებთ!" რა­ღა თქმა უნ­და, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ფიქ­რიც აღარ შე­ეძ­ლო. თუმ­ცა მი­სი სუ­ლი აქ იყო... დე­და, მა­მა, და-ძმა აქ ვი­ყა­ვით. აქ ეგუ­ლე­ბო­და თა­ვი­სი და­სი, მე­გობ­რე­ბი, ყვე­ლა ახ­ლო­ბე­ლი... რა­ღას იზამ­და, დარ­ჩა დი­ა­გი­ლევ­თან და მი­სი თხოვ­ნით სა­ბა­ლე­ტო დად­გ­მებ­ზე და­იწყო მუ­შა­ო­ბა. მარ­თა­ლი გითხ­რათ, ერ­თ­მა­ნეთს რომ შევ­ხ­ვ­დით მე და ჯორ­ჯი, ამ ტე­ლეგ­რა­მის შე­სა­ხებ მი­ამ­ბო, ვუ­პა­სუ­ხე ბე­დი შე­ნი, რომ ტე­ლეგ­რა­მა მი­ი­ღე, თო­რემ აქ არც ასე­თი ბა­ლეტ­მა­ის­ტე­რი გა­მოხ­ვი­დო­დი, ან სუ­ლაც საპყ­რო­ბი­ლე­ში და­ლევ­დი სულს-მეთ­ქი".


ცის­კა­რი ბა­ლან­ჩი­ვა­ძე: "ბე­ბია ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და, რო­დე­საც ბა­ლან­ჩინ­მა ამე­რი­კა­ში დარ­ჩე­ნის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. მე და ჩე­მი ძმე­ბი პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ვგრძნობ­დით, ბე­ბია რომ ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნი გახ­და. ბა­ლან­ჩინ­მა ბე­ბი­ას ასე­თი წე­რი­ლი მოს­წე­რა: მსურს დე­და დაგ­ვ­ლო­ცო მე და ჩე­მი სა­ცო­ლე, გკოც­ნი ჩემს საყ­ვა­რელ დე­დი­კოს და ძმის­შ­ვი­ლებ­სო... ბე­ბია - მა­რია ნი­კა­ლა­ევ­ნა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი იყო. ბევ­რი გა­და­ი­ტა­ნა... სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ისე ჩა­მო­ვი­და საცხოვ­რებ­ლად, რომ ქარ­თუ­ლი არ იცო­და. მა­მა გერ­მა­ნე­ლი ჰყავ­და, მაგ­რამ დედ-მა­მა გა­ცი­ლე­ბუ­ლი იყ­ვ­ნენ და დე­დის გვა­რი ჰქონ­და აღე­ბუ­ლი. თბი­ლის­ში იმ პე­რი­ოდ­ში ბევ­რი გერ­მა­ნე­ლი ცხოვ­რობ­და, ბე­ბი­ას­თან მე­გობ­რობ­დ­ნენ და სტუმ­რა­დაც მო­დი­ოდ­ნენ. თუმ­ცა ბე­ბია იმ­დე­ნად ჩა­ი­კე­ტა და სხვა­ნა­ი­რი გახ­და, რომ აღა­რა­ფე­რი ახა­რებ­და. სიკ­ვ­დი­ლის წინ გა­ნუწყ­ვეტ­ლივ იმე­ო­რებ­და - ამე­რი­კა არ დაგ­ვით­მობს... მა­შინ მიკ­ვირ­და და ვერ ვხვდე­ბო­დი, რას ამ­ბობ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მივ­ხ­ვ­დი, რომ ბა­ლან­ჩინს გუ­ლის­ხ­მობ­და"...

ან­დ­რია ბა­ლან­ჩი­ვა­ძე: "ა­მე­რი­კა­ში გი­ორ­გის ჰქონ­და თა­ვი­სი სკო­ლა, სა­ბა­ლე­ტო და­სი, მაგ­რამ არ ჰქონ­და სა­კუ­თა­რი თე­ატ­რი. წარ­მოდ­გე­ნებს "მეტ­რო­პო­ლი­ტენ ოპე­რა­ში" დგამ­დ­ნენ. პირ­ვე­ლად რომ ჩა­მო­ვი­და თბი­ლის­ში, 1962 წელს, მა­შინ ჯერ კი­დევ არ ჰქონ­და თა­ვი­სი თე­ატ­რი.
მე­რე, უფ­რო გვი­ან, პრე­ზი­დენტ კე­ნე­დის დროს, როკ­ფე­ლერ­მა თორ­მე­ტი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­ი­ღო ამე­რი­კის ბა­ლე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. აქე­დან სა­მი მი­ლი­ო­ნი პე­რი­ფე­რი­ე­ბის­თ­ვის იყო გან­კუთ­ვ­ნი­ლი, ცხრა მი­ლი­ო­ნი კი მან პი­რა­დად გი­ორ­გის გა­დას­ცა. გა­დაწყ­და თე­ატ­რის აშე­ნე­ბა. ასე აშენ­და "ნიუ-იორკ-სი­ტი-ბა­ლე" ბროდ­ვე­ი­ზე.

ცის­კა­რი ბა­ლან­ჩი­ვა­ძე: "ჯორჯ ბა­ლან­ჩი­ნი 1962 წელს ჩა­მო­ვი­და პირ­ვე­ლად სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. 45 წე­ლი მას და მა­მას - ან­დ­რია ბა­ლან­ჩი­ვა­ძეს ერ­თ­მა­ნე­თი არ ენა­ხათ. ცნო­ბი­ლია მა­თი შეხ­ვედ­რის ის­ტო­რია: ბა­ლან­ჩი­ნი პირ­ვე­ლად მოს­კოვ­ში ჩა­მო­ვი­და და მა­მა­ჩე­მი და­სახ­ვედ­რად მოს­კოვ­ში გაფ­რინ­და. საკ­ვირ­ვე­ლია, აერო­პორ­ტ­ში ზღვა ხალ­ხი ელო­დე­ბო­და, ბა­ლან­ჩი­ნი რო­გორც კი კი­ბე­ზე გა­მოჩ­ნ­და, მა­შინ­ვე იყ­ვი­რა - ან­დ­რი­უ­შა, ძმაო... 45 წე­ლი ერ­თ­მა­ნე­თი არ ენა­ხათ და ამ­დენ ხალ­ხ­ში მა­შინ­ვე იც­ნო თუ რო­მე­ლი იყო მი­სი ძმა. ერ­თ­მა­ნეთს გა­და­ეხ­ვივ­ნენ და ირ­გ­ვ­ლივ ყვე­ლა ტი­რო­და. არ­სე­ბობს ფო­ტოც თუ რო­გორ ემო­ცი­უ­რად შეხ­ვ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს. მა­შინ იყო ბა­ლან­ჩი­ნი ყვე­ლა­ზე გახ­ს­ნი­ლი. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რომ ჩა­მო­ვი­და უკ­ვე ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი იყო. სულ ეგო­ნა, რომ ვი­ღაც დას­დევ­და.

ბა­ლან­ჩი­ნი ჩა­მოს­ვ­ლის­თა­ნა­ვე მშობ­ლე­ბის საფ­ლავ­ზე წა­ვი­და ქუ­თა­ის­ში. ამ­ბობ­და, რო­ცა ცუ­დად ვხდე­ბი, მა­მა აისა­ხე­ბა ჩემ თვალ­წინ და მაწყ­ნა­რებს, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბაო... დი­დი და­ნა­ნე­ბით იხ­სე­ნებ­და დე­და­საც, მა­რია ნი­კა­ლა­ევ­ნას... მი­სი უძ­ვირ­ფა­სე­სი მე­და­ლი­ო­ნი დე­და­ჩემ­მა გა­მო­უ­ტა­ნა. ბა­ჯაღ­ლო ოქ­რო­სი იყო სა­მი ფო­ტო­თი - ან­დ­რია, გი­ორ­გი და თა­მა­რი - ანუ შვი­ლე­ბი. დე­დის ნა­ქო­ნი ეს ნივ­თი ბა­ლან­ჩი­ნის­თ­ვის ალ­ბათ ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი და სა­თუ­თი სა­ჩუ­ქა­რი იყო...
მა­მას ძა­ლი­ან უნ­დო­და მის­თ­ვის მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა. ბო­ლოს ბა­ლან­ჩი­ნი იმ­დე­ნად და­ი­ღა­ლა, ჭა­მაც აღარ შე­ეძ­ლო. ოზურ­გეთ­შიც წა­იყ­ვა­ნა ქარ­თუ­ლი ცეკ­ვე­ბის სა­ნა­ხა­ვად... თუმ­ცა ბა­ლან­ჩინს მხო­ლოდ თა­ვი­სი ბა­ლე­რი­ნე­ბი ახ­სოვ­და..
- რა იყო მას­ში ქარ­თუ­ლი?
- ქარ­თუ­ლი ტა­ლან­ტი ჰქონ­და. ქარ­თ­ვე­ლე­ბი ნი­ჭი­ე­რე­ბი არი­ან, მაგ­რამ ამ ნიჭს გან­ვი­თა­რე­ბა უნ­და. ბა­ლან­ჩინ­მა რუ­სეთ­ში მი­ი­ღო ცოდ­ნა, ევ­რო­პა­ში კულ­ტუ­რა და ამე­რი­კა­ში შეძ­ლო ყვე­ლა იდეა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბა­ლან­ჩი­ნი კულ­ტუ­რა­ში მსოფ­ლიო გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლია. ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი და ცეკ­ვე­ბი იცო­და. ქარ­თუ­ლი ცეკ­ვე­ბი­დან ილე­თე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა თა­ვის დად­გ­მებ­ში. ქარ­თუ­ლად ვერ ლა­პა­რა­კობ­და, მაგ­რამ თუ მის დას­ში ვინ­მე სა­უ­კე­თე­სოდ იცეკ­ვებ­და, ბა­ლან­ჩი­ნი შეს­ძა­ხებ­და - შე­ნი ჭი­რი­მე!.. მი­სი დე­ვი­ზი იყო - ცეკ­ვა­ში ხე­დავ­დე მუ­სი­კას, - უს­მენ­დე ცეკ­ვას და ხე­დავ­დე მუ­სი­კას - ანუ პი­რი­ქით...

1962 წელს ვნა­ხე მი­სი სპექ­ტაკ­ლე­ბი პირ­ვე­ლად. მა­ყუ­რებ­ლის აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბას საზღ­ვა­რი არ ჰქონ­და. ეს სულ სხვა სამ­ყა­რო იყო. ჩვენ სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ დად­გ­მებს ვი­ყა­ვით მიჩ­ვე­უ­ლე­ბი, უფ­რო რო­მან­ტი­კუ­ლებს, რომ­ლე­ბიც ასე­ვე სა­უ­კე­თე­სო იყო. თუმ­ცა ბა­ლან­ჩი­ნის დად­გ­მე­ბი უკ­ვე სრუ­ლი­ად ამაღ­ლე­ბუ­ლი რამ იყო. ახ­ლა სამ­წუ­ხა­როდ ბა­ლან­ჩი­ნის ბა­ლე­ტე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში ისე იდ­გ­მე­ბა, რომ ბა­ლან­ჩი­ნი­სას არ ჰგავს. თა­ვად ამ­ბობ­და, ჩე­მი სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ მოძ­რა­ო­ბე­ბი დარ­ჩე­ბა, მაგ­რამ სუ­ლი აღარ იარ­სე­ბებ­სო... მი­სი ყვე­ლა უჯ­რე­დი მუ­სი­კას გრძნობ­და და აღელ­ვებ­და. იმ პე­რი­ოდ­ში ბა­ლან­ჩი­ნის და­სი უძ­ლი­ე­რე­სი იყო. 1962 წელს რომ ჩა­მო­ვი­და ბა­ლან­ჩი­ნის და­სი, მა­შინ იყ­ვ­ნენ ზე­ნიტ­ში. 1972 წელს ისევ ჩა­მო­ვიდ­ნენ სპექ­ტაკ­ლე­ბით, მაგ­რამ მა­შინ უკ­ვე ძვე­ლე­ბურ ფორ­მა­ში აღარ იყ­ვ­ნენ.
ბევ­რი ცო­ლი ჰყავ­და. ჩვენ მხო­ლოდ პირ­ვე­ლი მე­უღ­ლის ფო­ტო დაგ­ვ­რ­ჩა, რო­მე­ლიც ბე­ბი­ას გა­მო­უგ­ზავ­ნა. ულა­მა­ზე­სი ქა­ლი იყო - ტა­მა­რა ჟე­ვერ­ჟე­ე­ვა. მახ­სოვს ბავ­შ­ვო­ბი­სას აღ­ტა­ცე­ბით დავ­ც­ქე­რო­დით ამ ფო­ტოს... რო­დე­საც ბა­ლან­ჩი­ნი ჩა­მო­ვი­და, ფო­ტო მი­ვუ­ტა­ნე და ვუთხა­რი, თქვე­ნი და თქვე­ნი მე­უღ­ლის ფო­ტოა, ბე­ბი­ას რომ გა­მო­უგ­ზავ­ნეთ-მეთ­ქი... სათ­ვა­ლე მო­ირ­გო, ეს რო­მე­ლი მე­უღ­ლეაო?..

ბა­ლან­ჩი­ნის ყვე­ლა ცო­ლი მი­სი მუ­ზა იყო. ამ­ბობ­და, ქა­ლე­ბი თა­ვად მტო­ვებ­დ­ნენ, მე არა­ვის­გან მივ­დი­ო­დიო... არ ვი­ცი, რამ­დე­ნად გულ­წ­რ­ფე­ლი იყო მა­შინ. ბო­ლოს სი­უ­ზან ფა­რე­ლი შე­უყ­ვარ­და. ფა­რე­ლი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი, ლა­მა­ზი და გა­სა­ო­ცა­რი ბა­ლე­რი­ნა იყო. სხვა მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი ბრა­ზობ­დ­ნენ თურ­მე, ყვე­ლა სპექ­ტაკ­ლი სი­უ­ზან ფა­რე­ლის­თ­ვის იდ­გ­მე­ბაო...


- ცნო­ბი­ლია, რომ ბა­ლან­ჩი­ნი მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლად ცხოვ­რობ­და... ამ­ბობ­დით, რა­ღაც სკო­ჩი­ვით ჩა­მო­ი­ტა­ნა, ტან­საც­მე­ლი თუ და­გე­ხე­ვათ, ამით გა­და­ა­წე­ბებ­თო...
- გაგ­ვა­ო­ცა მის­მა სიტყ­ვებ­მა. თა­ვად მარ­თ­ლა ჰქონ­და ლა­ბა­და­ზე რა­ღაც სა­კე­რე­ბე­ლი­ვით მხარ­თან.. იმ პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან ხელ­გაშ­ლი­ლად ვცხოვ­რობ­დით, რად­გან საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ყვა­ო­და. ნა­თე­სა­ვე­ბი მთელ დასს იწ­ვევ­დნენ და გა­სა­ო­ცარ სუფ­რებს უშ­ლიდ­ნენ... მახ­სოვს, ერთ-ერთ ნა­თე­სავ­თან ვი­ყა­ვით მიწ­ვე­უ­ლი და გვერ­დიგ­ვერდ ის­ხ­დ­ნენ მა­მა­ჩე­მი და ბა­ლან­ჩი­ნი.. ბა­ლან­ჩინ­მა სევ­დი­ა­ნად თქვა, ალ­ბათ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვე­ღარ ჩა­მო­ვა­ლო და ცრემ­ლე­ბი წას­კ­და...
- თქვენ თბი­ლის­ში წამ­ყ­ვან პარ­ტი­ებს ცეკ­ვავ­დით, რა­ტომ არ წა­გიყ­ვა­ნათ თა­ვის დას­ში?

- ყვე­ლას ეგო­ნა, აუცი­ლებ­ლად წა­მიყ­ვან­და ამე­რი­კა­ში. მე­ზობ­ლე­ბი მო­დი­ოდ­ნენ და ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, ჩას­ვით ეს გო­გო ჩე­მო­დან­ში და რო­გორ­მე წა­იყ­ვა­ნე­თო. იმ პე­რი­ოდ­ში წას­ვ­ლა ად­ვი­ლი არ იყო. თა­ვად ბა­ლან­ჩი­ნი სულ კედ­ლებს შეჰ­ყუ­რებ­და და გვე­უბ­ნე­ბო­და, აქ ხომ არ არის რა­მეო? მე­ცი­ნე­ბო­და, მაგ­რამ მეც შევ­ც­ქე­რო­დი კედ­ლებს. სხვა­თა შო­რის, ცო­ტა სა­ეჭ­ვოდ ერ­თი ამე­რი­კე­ლიც დაჰ­ყ­ვე­ბო­და. თით­ქოს ძვე­ლი მო­ცეკ­ვა­ვე იყო, წუ­თი­თაც არ ტო­ვებ­და ბა­ლან­ჩინს მარ­ტო... ჩვენ აზ­რა­დაც არ მოგ­ვ­ს­ვ­ლია, ჩე­მი წაყ­ვა­ნა გვეთხო­ვა. ეს მის­თ­ვის ძა­ლი­ან დი­დი ტვირ­თი იქ­ნე­ბო­და და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­საც გა­მო­იწ­ვევ­და დას­ში ჩე­მი გა­მო­ჩე­ნა. სადღაც და­წე­რეს, ბა­ლან­ჩინ­მა თა­ვი­სი ძმის­შ­ვი­ლი არ წა­იყ­ვა­ნაო, მაგ­რამ ასე არ იყო. ბა­ლან­ჩინ­მა მითხ­რა, რომ წა­მიყ­ვან­და და ორ-სამ წე­ლი­წად­ში მის სკო­ლას ავით­ვი­სებ­დი... იქ არ ვი­ცი, რა დად­გე­ბო­და ჩემ­გან და თან ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან შორს ყოფ­ნა ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა...

ზოგ­ჯერ ვსა­უბ­რობ­დით ძა­ლი­ან თბი­ლად და ახ­ლობ­ლუ­რად, ზოგ­ჯერ კი ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი ხდე­ბო­და. გა­რეგ­ნო­ბა­ზეც ეტყო­ბო­და, რომ ჩვენ­სა­ვით ლა­ღი არ იყო... 1972 წელს სულ სხვა­ნა­ი­რი იყო, თით­ქოს რა­ღა­ცის ეში­ნო­და და ძა­ლი­ან მოწყე­ნი­ლი იყო. მი­სი სპექ­ტაკ­ლე­ბიც აღარ ბრწყი­ნავ­და ძვე­ლე­ბუ­რად. თა­ვად ამ­ბობ­და, დას­ში ხელ­ფა­სე­ბის მო­მა­ტე­ბას ითხო­ვე­ნო და ამას გა­ნიც­დი­და. ბევ­რი წა­ვი­და და­სი­დან, სხვე­ბი მო­იწ­ვია და უამ­რა­ვი დაბ­რ­კო­ლე­ბა ჰქონ­და.
სა­ნამ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ჩა­მო­ვი­დო­და, ძა­ლი­ან აკ­რი­ტი­კებ­დ­ნენ. თა­ვად ყვე­ბო­და, მოს­კოვ­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, ჩემს და­ნახ­ვა­ზე ეცი­ნე­ბო­დათ, ყელ­ზე რომ "ბან­ტი­კე­ბი" მქონ­დაო... მოს­კოვ­ში მი­სი სპექ­ტაკ­ლე­ბი რომ ნა­ხეს, ყვე­ლა აღ­ფ­რ­თო­ვან­და, მაგ­რამ კრი­ტი­კაც ის­მო­და, სპექ­ტაკ­ლებ­ში სუ­ლი არ იგ­რ­ძ­ნო­ბაო... ბა­ლან­ჩი­ნი ამ­ბობ­და, ამ ხალხს ვე­უბ­ნე­ბო­დი, თქვენ ღმერ­თი გწამთ, სულ­ზე რომ ლა­პა­რა­კობ­თო?!"

კა­რინ ფონ აროლ­დინ­გე­ნი: "ი­გი ძალ­ზე რე­ლი­გი­უ­რი იყო, და­დი­ო­და ეკ­ლე­სი­ა­ში, აღ­დ­გო­მა მის­თ­ვის ბევრს ნიშ­ნავ­და. ერ­თხელ და­ვეხ­მა­რე, ბევ­რი საჭ­მე­ლი მო­ამ­ზა­და და წა­ვე­დით მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­ში, სა­დაც ახ­ლა ბა­ლან­ჩი­ნის მე­მო­რი­ა­ლია და სა­დაც ყო­ველ წელს აღ­ვ­ნიშ­ნავთ მის ხსოვ­ნას. ძა­ლი­ან უყ­ვარ­და შემ­წ­ვა­რი ხბოს ხორ­ცი, ლო­რი, საჭ­მ­ლე­ბი ნიგ­ვ­ზით, ქინ­ძით და ყვი­თე­ლი ყვა­ვი­ლით. თვი­თო­ნაც ამ­ზა­დებ­და კერ­ძებს. ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი იყო მი­სი ბორ­შ­ჩი და მჟა­ვე კომ­ბოს­ტო. ისე­ვე, რო­გორც მი­სი ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი დად­გ­მე­ბი, ბა­ლან­ჩი­ნის მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბიც გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. ბა­ლე­ტი ჩემ­თ­ვის ბიზ­ნე­სი არ არი­სო, ხში­რად ამ­ბობ­და. დი­ახ, ეს სი­მარ­თ­ლე იყო. მე ვიტყო­დი, რომ ბა­ლან­ჩი­ნი ღა­რი­ბი მი­ლი­ო­ნე­რი იყო. იცხოვ­რა, რო­გორც მი­ლი­ო­ნერ­მა, მაგ­რამ ფუ­ლი არ ჰქონ­და. რაც ჰქონ­და, ყო­ველ­თ­ვის გას­ცემ­და. დი­ახ, ბა­ლან­ჩი­ნი ღა­რი­ბი მი­ლი­ო­ნე­რი იყო"...


ცის­კა­რი ბა­ლან­ჩი­ვა­ძე: "მახ­სოვს, კა­ნა­და­ში ვი­ყა­ვი გას­ტ­რო­ლე­ბით. რუს­მა ემიგ­რან­ტ­მა რომ გა­ი­გო, ბა­ლან­ჩი­ნის ძმის­შ­ვი­ლი ვი­ყა­ვი, მითხ­რა, დავ­რე­კავ ამე­რი­კა­ში, თქვე­ნი ბი­ძა გა­ი­გებს, აქ რომ ხართ და მხო­ლოდ ერ­თი სა­ა­თი დას­ჭირ­დე­ბა, ჩვენ­თან რომ ჩა­მო­ვი­დე­სო... რუ­სი ემიგ­რან­ტი ბევ­რი ეცა­და, მაგ­რამ ბა­ლან­ჩინს ვე­რაფ­რით და­უ­კავ­შირ­და. ყო­ველ­დღე რე­კავ­და და ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, ბა­ლან­ჩი­ნი ევ­რო­პა­შიაო. რა თქმა უნ­და, ძა­ლი­ან მინ­დო­და მე­ნა­ხა. ეჭ­ვი გა­მიჩ­ნ­და, რომ ბა­ლან­ჩინს თა­ვად არ სურ­და ჩვე­ნი ნახ­ვა, რად­გან საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დას­თან ერ­თად ვი­ყა­ვი და ისევ რა­ღა­ცის ში­ში ჰქონ­და. არც ამე­რი­კა­ში იყო სრუ­ლი­ად თა­ვი­სუ­ფა­ლი. ხე­ლი­სუ­ფალ­თა­გან მხო­ლოდ კე­ნე­დის აქებ­და, რო­მელ­თა­ნაც მე­გობ­რობ­და კი­დეც".

ბა­ლან­ჩი­ნი რომ გარ­და­იც­ვა­ლა, მა­მას ტე­ლეგ­რა­მა გა­მო­უგ­ზავ­ნეს. მა­მას ჩემ­თან ერ­თად სურ­და გამ­გ­ზავ­რე­ბა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან თით­ქოს გვიშ­ვებ­დ­ნენ, მაგ­რამ გვითხ­რეს, ჯერ კა­ნა­და­ში უნ­და ჩავ­სუ­ლი­ყა­ვით, იქ დავ­რ­ჩე­ბო­დით რა­ღაც პე­რი­ო­დი და შემ­დეგ ჩა­ვი­დო­დით ნიუ-იორ­კ­ში... მა­მა აქეთ-იქით აწყ­დე­ბო­და, მაგ­რამ ვე­რა­ფერს გახ­და. ერთ ფილ­მ­შია, რომ ბა­ლან­ჩი­ნი სიკ­ვ­დი­ლის წინ მხო­ლოდ რუ­სუ­ლად ლა­პა­რა­კობ­და. სიკ­ვ­დი­ლის წინ ზო­გი­ერ­თებს ხომ ბავ­შ­ვო­ბა ახ­სენ­დე­ბათ და მა­საც ეს და­ე­მარ­თა"...

ან­დ­რია ბა­ლან­ჩი­ვა­ძე: "1981 წელს გი­ორ­გის­თან ჩა­ვე­დი ამე­რი­კა­ში. მა­შინ მითხ­რა, გუ­ლი მა­წუ­ხებ­სო. თე­ატ­რი არ უშ­ვებ­და ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბას, არც ექი­მებს უნ­დო­დათ ოპე­რა­ცია. მაგ­რამ ამა­ვე დროს, მკვეთრ მოძ­რა­ო­ბებს უკ­რ­ძა­ლავ­დ­ნენ. ამის გა­რე­შე კი გი­ორ­გი ვე­რა­ფერს უხ­ს­ნი­და და­სის წევ­რებს. გი­ორ­გის აჩე­მე­ბუ­ლი ჰქონ­და გუ­ლის ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა. დამ­შ­ვი­დო­ბე­ბი­სას ვუთხა­რი, - ოპე­რა­ცია აუცი­ლებ­ლად გა­ი­კე­თე, მუ­შა­ო­ბა ხომ გინ­და, რა­მე თუ მოხ­და, მა­შინ იქ შევ­ხ­ვ­დე­ბით ერ­თ­მა­ნეთს-მეთ­ქი. ეს ჩე­მი ბო­ლო სიტყ­ვე­ბი იყო... ოპე­რა­ცი­ამ კარ­გად ჩა­ი­ა­რა, მაგ­რამ ამის შემ­დეგ მა­ლე მი­სი და­სი სა­გას­ტ­რო­ლოდ გა­ემ­გ­ზავ­რა. გი­ორ­გის მკვეთ­რი მოძ­რა­ო­ბე­ბი აკ­რ­ძა­ლუ­ლი ჰქონ­და, ის კი ად­გა და თვით­მ­ფ­რი­ნა­ვით გა­დაფ­რინ­და. ეს გას­ტ­რო­ლე­ბი სა­ბე­დის­წე­რო გა­მოდ­გა მის­თ­ვის. ისევ ბა­ლე­ტის სიყ­ვა­რულ­მა იმ­ს­ხ­ვერ­პ­ლა. ვერ წარ­მო­ედ­გი­ნა, დას­თან ერ­თად რომ არ ყო­ფი­ლი­ყო.

ბალანჩინის პირველი ცოლი ტამარა ჟევერჟეევა

გი­ორ­გის სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ მე მო­ვითხო­ვე მი­სი სა­კუთ­რე­ბი­დან ზო­გი­ერ­თი რე­ლიკ­ვი­ის თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბა, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი გი­ორ­გის, ქარ­თ­ვე­ლებს და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკუთ­ვ­ნის. მათ შო­რის გუ­დი­აშ­ვი­ლის ორი სუ­რა­თიც, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­ში ყოფ­ნის დროს ლა­დომ აჩუ­ქა. ამე­რი­კი­დან შე­მო­მით­ვა­ლეს, რომ "ნიუ-იორკ-სი­ტი-ბა­ლეს­თან" იხ­ს­ნე­ბა მუ­ზე­უ­მი, რო­მელ­საც გა­და­ე­ცე­მა ჯორჯ ბა­ლან­ჩი­ნის ყვე­ლა რე­ლიკ­ვია. მე დავ­თან­ხ­მ­დი.
გი­ორ­გი დაკ­რ­ძა­ლუ­ლია ნიუ-იორ­კის ფრან­გულ სა­საფ­ლა­ო­ზე. მას ძა­ლი­ან მოს­წონ­და ეს ად­გი­ლი. გი­ორ­გის გარ­დაც­ვა­ლე­ბა რომ გა­ვი­გე, ვთხო­ვე და სი­ო­ნის ტა­ძარ­ში პა­რაკ­ლი­სი გა­და­უ­ხა­და ილია მე­ო­რემ. პატ­რი­არ­ქ­მა ქარ­თუ­ლი მი­წაც აკურ­თხა. ეს მი­წა მე ამე­რი­კა­ში გა­ვაგ­ზავ­ნე. მოკ­ლე ხან­ში ნა­ტა­შა გლე­ბო­ვას­გან, რო­მე­ლიც თუ არ ვცდე­ბი, გრი­მი­ო­რი იყო გი­ორ­გის დას­ში, ასე­თი წე­რი­ლი მი­ვი­ღე: ძვირ­ფა­სო ან­დ­რია მე­ლი­ტო­ნო­ვიჩ, 30 აპ­რილს თქვე­ნი ძმის გარ­დაც­ვა­ლე­ბის წლის­თავ­ზე, გა­და­ვი­ხა­დეთ პა­ნაშ­ვი­დი და მის საფ­ლავ­ზე მო­ვაბ­ნი­ეთ მი­წა, რო­მე­ლიც თქვენ გა­მოგ­ზავ­ნეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან".
ვის დარ­ჩა ჯორჯ ბა­ლან­ჩი­ნის მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა?

1983 წლის 7 მა­ისს გა­ზეთ "ნიუ-იორკ პოს­ტის" წე­რილ­ში "ქა­ლე­ბი იყო­ფენ ბა­ლან­ჩი­ნის მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბას", ვკითხუ­ლობთ:
"ბა­ლეტ­მა­ის­ტერ­მა ჯორჯ ბა­ლან­ჩინ­მა მი­სი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ($869. 970) დი­დი ნა­წი­ლი და­უ­ტო­ვა ორ ქალს. ბა­ლან­ჩი­ნი გარ­და­იც­ვა­ლა გა­სულ კვი­რას, 79 წლის ასაკ­ში.
გან­ს­ვე­ნე­ბუ­ლის ან­დერ­ძი გუ­შინ გა­მოქ­ვეყ­ნ­და "მან­ჰე­ტენ-სუ­რო­გე­იტ-კურ­ტ­ში". ან­დერ­ძით (მი­სი ან­დერ­ძის აღ­მ­ს­რუ­ლე­ბე­ლია ბარ­ბა­რა ჰორ­გა­ნი) მი­სის ჰორ­განს დარ­ჩა სა­უთ­ჰემ­პ­ტონ­ში მდე­ბა­რე ნა­ხე­ვა­რი იმ შე­მო­სავ­ლი­სა, რა­საც მო­ი­ტანს ბა­ლან­ჩი­ნის 37 ბა­ლე­ტი. მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი ეძ­ლე­ვა კა­რინ ფონ აროლ­დინ­გენს, რო­მელ­საც ასე­ვე დარ­ჩა მი­სი "მერ­სე­დე­სი" და 200 000 დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი აპარ­ტა­მენ­ტი.
ბა­ლან­ჩი­ნის ერ­თა­დერთ პირ­და­პირ მემ­კ­ვიდ­რეს, მის უმ­ც­როს ძმას, ან­დ­რია ბა­ლან­ჩი­ვა­ძეს, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი კომ­პო­ზი­ტო­რია სა­ქარ­თ­ვე­ლოს საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კა­ში, გა­ეგ­ზავ­ნა ორი ოქ­როს სა­ა­თი, რო­გორც ჩანს, ოჯა­ხის რე­ლიკ­ვი­ე­ბი.
და­ნარ­ჩე­ნი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა - ორ­მოც­და­ათ­ზე მე­ტი ბა­ლე­ტის შე­მო­სა­ვა­ლი - სხვა­დას­ხ­ვა პირს გა­უ­ნა­წილ­და...

მა­ნა­ნა გაბ­რი­ჭი­ძე
ჟურნალი "ისტორიანი",#44

maxo
26 იანვარი 2019 23:43
რას ვიზამთ ეს ასეა.
...
13 იანვარი 2019 10:15
ქართული შერეული გენი, რუსული ცოდნა, ევროპული კულტურა , ამერიკული სურვილების ასრულების სივრცე,უტოლდება წარმატებას ?!.......

სოსო
10 იანვარი 2019 21:22
რა ცოტანი ვართ და რამხელა კვალი დავატყეთ ამერიკას,მათ კი ისიც არ იციან,რომ ეს, ქართველებმა შექმნეს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?