მანგლისის სიონი გამორჩეული ძეგლია როგორც ქართული ქრისტიანობის ისტორიისთვის, აგრეთვე ქართული ხელოვნების ისტორიისთვისაც
მანგლისის სიონი გამორჩეული ძეგლია როგორც ქართული ქრისტიანობის ისტორიისთვის, აგრეთვე ქართული ხელოვნების ისტორიისთვისაც
მანგლისის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, იგივე მანგლისის სიონი მდებარეობს თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში, დაბა მანგლისში. ეს ძეგლი გამორჩეულად მნიშვნელოვანია როგორც ქართული ქრისტიანობის, ასევე ქართული ხელოვნების ისტორიისთვისაც.

ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, ამ ად­გი­ლას პირ­ვე­ლი ქვის ტა­ძა­რი ქრის­ტი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მოცხა­დე­ბის პე­რი­ოდ­ში - IV საუკუნის 30-იან წლებ­ში აგე­ბუ­ლა. ლე­ონ­ტი მრო­ვე­ლის თა­ნახ­მად, კონ­ს­ტან­ტი­ნე კე­ის­რის მი­ერ მი­რი­ან მე­ფის­თ­ვის გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ეპის­კო­პო­სი იოანე, რო­მელ­საც წმინ­და რე­ლიკ­ვი­ე­ბი და უხ­ვი გან­ძე­უ­ლი მოჰ­ქონ­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ეკ­ლე­სი­ა­თა ასა­შე­ნებ­ლად, მცხე­თა­ში ჩას­ვ­ლამ­დე მან­გ­ლის­ში და­ყოვ­ნე­ბუ­ლა, ტაძ­რის აშე­ნე­ბა
და­უწყია და ქრის­ტეს წმინ­და ჯვრის ნა­წი­ლიც და­უ­ტო­ვე­ბია. V სა­უ­კუ­ნე­ში ვახ­ტანგ გორ­გას­ლის მი­ერ და­არ­სე­ბულ სა­ე­პის­კო­პო­სო­ებს შო­რის მან­გ­ლი­სი რი­გით მე­ოთხედ მო­იხ­სე­ნი­ე­ბა. ძეგ­ლ­ზე თვალ­ნათ­ლივ გა­ირ­ჩე­ვა ორი სამ­შე­ნებ­ლო ფე­ნა. პირ­ვე­ლი - მარ­ტი­ვი ტეტ­რა­კონ­ქის გეგ­მის მქო­ნე ტა­ძა­რია, რო­მე­ლიც გა­რე­დან რვა­წახ­ნა­გა მო­ხა­ზუ­ლო­ბა­ში ეწე­რე­ბო­და და გუმ­ბა­თით იყო გა­და­ხუ­რუ­ლი (ტეტ­რა­კონ­ქი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ხუ­როთ­მოძღ­ვ­რე­ბის ტი­პია,
რომ­ლის გეგ­მის სა­ფუძ­ველს აფ­სი­დე­ბით შედ­გე­ნი­ლი ჯვა­რი წარ­მო­ად­გენს). სა­ვა­რა­უ­დოდ, პირ­ვე­ლი ფე­ნა სწო­რედ გორ­გას­ლის პე­რი­ოდს უნ­და უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ ტი­პის ტაძ­რებს შო­რის მან­გ­ლი­სი უად­რე­სი ნი­მუ­შია. ამი­ტომ მი­სი დე­ტა­ლე­ბი, არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ერ­თ­გ­ვარ ამო­სა­ვალ წერ­ტილს წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ამ ტი­პის ხუ­როთ­მოძღ­ვ­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით. გვაქვს ტეტ­რა­კონ­ქის გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი ქვე­ტი­პი:
I. მარ­ტი­ვი ტი­პის ტეტ­რა­კონ­ქი ოთხი აფ­სი­დით - შედ­გე­ნი­ლი ჯვრუ­ლი სივ­რ­ცეა და რო­გორც ით­ქ­ვა, მი­სი პირ­ვე­ლი ნი­მუ­ში მან­გ­ლი­სის სი­ო­ნია.
II. კუთხის ოთა­ხე­ბი­ან ტეტ­რა­კონ­ქ­ში აფ­სი­დებს შო­რის ჩნდე­ბა წრი­უ­ლი ნი­შე­ბი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც თავ­და­პირ­ვე­ლად ერ­თ­მა­ნეთ­თან მიბ­ჯე­ნი­ლი ოთხი აფ­სი­დი ერ­თ­მა­ნეთს შორ­დე­ბა და არ­ქი­ტექ­ტორს ეკ­ლე­სი­ის ში­და სივ­რ­ცის გაზ­რ­დის სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა, რა­საც მა­ნამ­დე ვერ ახერ­ხებ­და.
III. გარ­შე­მო­სავ­ლე­ლი­ა­ნი ტეტ­რა­კონ­ქი. მი­სი ყვე­ლა­ზე მა­ღალ­მ­ხატ­ვ­რუ­ლი ნი­მუ­ში ბა­ნას ტა­ძა­რია.


მან­გ­ლი­სის სი­ო­ნის ძი­რი­თა­დი სივ­რ­ცის გარ­შე­მომ­წერ კედ­ლებ­ში ჩა­შე­ნე­ბუ­ლი იყო ოთხი მცი­რე სა­თავ­სი, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თად სივ­რ­ცეს უკავ­შირ­დე­ბო­და. ეს ნიშ­ნავს, რომ მან­გ­ლი­სის მა­შე­ნე­ბე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რი V სა­უ­კუ­ნე­ში უკ­ვე გრძნობ­და ამ ხუ­როთ­მოძღ­ვ­რუ­ლი ტი­პის ნაკლს - ში­და სივ­რ­ცის სიმ­ცი­რეს და და­მა­ტე­ბი­თი სა­თავ­სე­ბის აგე­ბით, ფაქ­ტობ­რი­ვად, წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლებ­და, რომ აშენ­დე­ბო­და მცხე­თის ჯვრის ტი­პის ტა­ძა­რი. ამი­ტო­მაც არის ტეტ­რა­კონ­ქებს შო­რის მან­გ­ლი­სის სი­ო­ნი უად­რე­სი ნი­მუ­შიც და იმავ­დ­რო­უ­ლად, ამო­სა­ვა­ლიც ამ ტი­პის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.

VII სა­უ­კუ­ნე­ში მან­გ­ლი­სი ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რა­ტორ ჰე­რაკ­ლეს შე­მო­სე­ვის დროს აოხ­რე­ბუ­ლა და აქ და­ცუ­ლი სიწ­მინ­დე­ე­ბიც გა­უ­ტა­ცები­ათ. ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი მან­გ­ლი­სის შე­სა­ხებ აღა­რა­ფერს მოგ­ვითხ­რო­ბენ XI სა­უ­კუ­ნის პირ­ველ მე­ოთხე­დამ­დე ანუ გი­ორ­გი I-ის (1014-1027) მე­ფო­ბის ხა­ნამ­დე, რო­ცა ტაძ­რის არ­ქი­ტექ­ტუ­რა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა. თავ­და­პირ­ვე­ლი, V სა­უ­კუ­ნის ნა­გე­ბო­ბის აღ­მო­სავ­ლეთ მხა­რეს წინ წა­ი­წია სა­კურ­თხევ­ლის აფ­სი­დამ, აქეთ-იქი­დან მი­ე­მა­ტა სა­კურ­თხევ­ლის დამ­ხ­მა­რე სა­თავ­სე­ბი, სამ­კ­ვეთ­ლო და სა­დი­აკ­ვ­ნე. მი­უ­შენ­და სამ­ხ­რე­თი­სა და და­სავ­ლე­თის კა­რიბ­ჭე­ე­ბი, და­ედ­გა ახა­ლი გუმ­ბა­თი, შე­ნო­ბა მთლი­ა­ნად ახა­ლი ქვის პე­რან­გ­ში ჩა­ის­ვა, ხო­ლო ექ­ს­ტე­რი­ე­რი ეპო­ქის შე­სა­ბა­მი­სად მო­ჩუ­ქურ­თ­მ­და. მო­ი­ხა­ტა ინ­ტე­რი­ე­რი. მან­გ­ლი­სის სი­ონ­მა სა­ბო­ლოო ცვლი­ლე­ბე­ბი (რომ­ლე­ბი­თაც დღემ­დე მო­აღ­წი­ა) გა­ნი­ცა­და XIX სა­უ­კუ­ნის შუა ხა­ნებ­ში, რუ­სუ­ლი მმარ­თ­ვე­ლო­ბის დროს, ეგ­ზარ­ხოს ისი­დო­რეს ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და ად­გი­ლობ­რი­ვი რუ­სუ­ლი პოლ­კის ოფიც­რე­ბის მცდე­ლო­ბით. ჯერ ლე­კე­ბის თავ­დას­ხ­მე­ბით, შემ­დეგ კი აღა-მაჰ­მად ხა­ნის ლაშ­ქ­რო­ბის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ტა­ძა­რი გაწ­მინ­დეს და შე­ა­კე­თეს. მარ­თა­ლია, ამის შემ­დეგ წირ­ვა-ლოც­ვა აღ­დ­გა, თუმ­ცა ტაძ­რის ბევ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი სა­მუ­და­მოდ და­ი­კარ­გა.

აღ­მო­სავ­ლეთ ფა­სად­ზე მხატ­ვ­რულ სა­ხეს ქმნის კე­დელ­ში ღრმად შეჭ­რი­ლი, წყო­ბის შე­მამ­სუ­ბუ­ქე­ბე­ლი ორი ნი­ში, რო­მელ­თა შუ­ა­შიც სა­კურ­თხევ­ლის საკ­მა­ოდ დი­დი, მო­ჩუ­ქურ­თ­მე­ბუ­ლი სარ­კ­მე­ლია მო­თავ­სე­ბუ­ლი. სარ­კ­მ­ლის ზე­და ნა­წილ­ში მო­ცე­მუ­ლია სტი­ლი­ზე­ბუ­ლი მცე­ნა­რე­უ­ლი ორ­ნა­მენ­ტის ჩუ­ქურ­თ­მე­ბით შედ­გე­ნი­ლი ქუს­ლი­ა­ნი წარ­ბი (რკა­ლი­სე­ბუ­რი ზო­ლი სარ­კ­მ­ლის ზე­და მხა­რეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, წარ­ბის ფუნ­ქ­ცი­ას ას­რუ­ლებს), რო­მე­ლიც ნი­შე­ბის ზე­და ნა­წილ­შიც მე­ორ­დე­ბა და ერ­თ­მა­ნეთს ებ­მის. მათ ზე­მოთ ჯვა­რია გა­მოყ­ვა­ნი­ლი, ირ­გ­ვ­ლივ რამ­დე­ნი­მე დე­კო­რა­ტი­უ­ლი დე­ტა­ლით. უჩუ­ქურ­თ­მო სარ­კ­მ­ლე­ბი აქვთ პას­ტო­ფო­რი­უ­მებს, დიდ სარ­კ­მელ­თან შე­და­რე­ბით ქვე­მოთ (პას­ტო­ფო­რი­უ­მი - დამ­ხ­მა­რე საღ­ვ­თის­მ­სა­ხუ­რო სა­თავ­სო ცენ­ტ­რა­ლუ­რი აფ­სი­დის ორი­ვე მხრი­დან).

თა­ღო­ვა­ნი კა­რიბ­ჭე და­სავ­ლეთ ფა­სა­დის მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტია. მის ორი­ვე მხა­რეს ამოყ­ვა­ნი­ლია სამ­მაგ დე­კო­რა­ტი­ულ ნა­ხე­ვარ­ს­ვეტ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი თა­ღე­ბი და შემ­კუ­ლია რამ­დე­ნი­მე სა­ხის ჩუ­ქურ­თ­მით. ეს კა­რიბ­ჭე XIX სა­უ­კუ­ნე­ში შე­ა­კე­თეს, რა­ზეც მი­უ­თი­თებს რო­გორც რუ­სუ­ლი წარ­წე­რა რეს­ტავ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ, აგ­რეთ­ვე გა­დაწყო­ბი­ლი ქვე­ბით შექ­მ­ნი­ლი ერ­თ­გ­ვა­რი სიჭ­რე­ლე. შე­სას­ვ­ლე­ლის მაღ­ლა ორ რომ­ბ­ზე დამ­დ­გა­რი ჯვა­რია გა­მო­სა­ხუ­ლი.


და­სავ­ლე­თის მხრი­დან კარ­გად ჩანს ყვე­ლა მი­ნა­შე­ნი და მათ შო­რის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სი­მაღ­ლის დო­ნე­ე­ბი. აქაც აქ­ცენ­ტი გა­და­დის თა­ღო­ვან კა­რიბ­ჭე­სა და მის დე­კო­რა­ტი­ულ დე­ტალ­ზე, რო­მე­ლიც სამ­ხ­რე­თის მსგავ­სია, მაგ­რამ უფ­რო მას­შ­ტა­ბუ­რი და პომ­პე­ზუ­რი. მათ შო­რის გა­მო­ირ­ჩე­ვა ორ­თა­ვი­ა­ნი არ­წი­ვის ჰე­რალ­დი­კუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა შე­სას­ვ­ლე­ლის მაღ­ლა მდე­ბა­რე ჯვრის თავ­ზე, რო­მელ­საც ერთ კლან­ჭ­ში ჯვა­რი უჭი­რავს, ხო­ლო მე­ო­რე­ში - სკიპ­ტ­რა. რო­გორც ჩანს, იგი XIX სა­უ­კუ­ნის რეს­ტავ­რა­ცი­ის დრო­ინ­დე­ლია. იგი­ვე მო­ტი­ვი მე­ორ­დე­ბა ტა­ძარ­ში, სა­კურ­თხევ­ლის მო­პირ­და­პი­რედ მდგარ ხის სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტ­ზეც. ზო­გა­დად, ინ­ტე­რი­ერ­ში რუ­სუ­ლი ხა­ტე­ბის სიმ­რავ­ლეც ცხად­ყოფს, რა­ო­დე­ნი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა რუ­სუ­ლი პოლ­კის ხან­გ­რ­ძ­ლივ­მა მფლო­ბე­ლო­ბამ. ამ ფა­სად­ზეა XI სა­უ­კუ­ნის გა­და­კე­თე­ბის აღ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლი წარ­წე­რაც, რო­მე­ლიც ახ­ლა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, მაგ­რამ თა­ვის დრო­ზე მა­რი ბრო­სეს მო­უს­წ­რია ამო­კითხ­ვა.

ჩრდი­ლო­ე­თი კე­დე­ლი არ არის დატ­ვირ­თუ­ლი მხატ­ვ­რუ­ლი დე­ტა­ლე­ბით, მი­სი მუდ­მი­ვად ჩრდილ­ში ყოფ­ნის გა­მო.
მთლი­ა­ნი ტაძ­რის მა­სის დო­მი­ნან­ტია უზარ­მა­ზა­რი თორ­მეტ­წახ­ნა­გა გუმ­ბა­თი, რო­მე­ლიც წი­თე­ლი კრა­მი­ტით არის გა­და­ხუ­რუ­ლი. ყე­ლის გარ­შე­მო მას ექ­ვ­სი სარ­კ­მე­ლი შე­მოს­დევს, ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი შემ­კუ­ლია სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი ორ­ნა­მენ­ტით. მათ შო­რის გა­მო­ირ­ჩე­ვა ე.წ. სო­ლი­სე­ბუ­რი ფოთ­ლე­ბის ჩუ­ქურ­თ­მა, რო­მე­ლიც მრავ­ლად გვხვდე­ბა ტაძ­რის სხვა ნა­წი­ლებ­შიც. ეს მო­ტი­ვი XI სა­უ­კუ­ნის­თ­ვის სა­ხა­სი­ა­თო გახ­ლავთ, რი­თაც ხში­რად გვევ­ლი­ნე­ბა სხვა­დას­ხ­ვა ძეგ­ლის დამ­თა­რი­ღებ­ლა­დაც და ფარ­თოდ არის გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ამ პე­რი­ო­დის რო­გორც ქვა­ზე კვე­თილ ორ­ნა­მენ­ტ­ში, ისე ჭე­დუ­რო­ბა­შიც. ამ ორ­ნა­მენ­ტის სა­ხე­ო­ბე­ბი გვხვდე­ბა სხვა­დას­ხ­ვა ძეგ­ლ­ზე, სხვა­დას­ხ­ვა რა­კურ­სით, ხან უკი­დუ­რე­სად სტი­ლი­ზე­ბუ­ლი, ხა­ნაც თით­ქ­მის რე­ა­ლურ მცე­ნა­რე­ულ პირ­ველ­სა­ხემ­დე დაყ­ვა­ნი­ლი. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მან­გ­ლი­სის სი­ონ­ში თით­ქ­მის ყვე­ლა სა­ხეს­ხ­ვა­ო­ბა დას­ტურ­დე­ბა.

მო­ხა­ტუ­ლო­ბა
XI სა­უ­კუ­ნე­ში­ვეა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მო­ხა­ტუ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ახ­ლა მხო­ლოდ გუმ­ბა­თის ყელ­ში შე­მორ­ჩა. იგი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თუ­ლი კედ­ლის მხატ­ვ­რო­ბის ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­ული ნი­მუ­შია, მრა­ვა­ლი ას­პექ­ტით სა­ინ­ტე­რე­სო.
თავ­და­პირ­ვე­ლად ტაძ­რის მთლი­ა­ნი ინ­ტე­რი­ე­რი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო მო­ხა­ტუ­ლი, მაგ­რამ XIX სა­უ­კუ­ნე­ში, შე­კე­თე­ბის დროს ის ხე­ლახ­ლა შე­უ­ლე­სავთ და შე­უ­თეთ­რე­ბი­ათ, ხე­ლუხ­ლებ­ლად მხო­ლოდ გუმ­ბათ­ში არ­სე­ბუ­ლი ნაშ­თე­ბი შე­მორ­ჩა.

კომ­პო­ზი­ცი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით ამ რთუ­ლად მო­სა­ხა­ტავ სივ­რ­ცეს მხატ­ვა­რი აღ­ნა­გო­ბის მი­ხედ­ვით ორ ნა­წი­ლად ყოფს, ფარ­თო გე­ო­მეტ­რი­უ­ლი მო­ტი­ვის ლენ­ტით. რად­გან გუმ­ბა­თის ყე­ლი მას­ში გა­მა­ვა­ლი ექ­ვ­სი სარ­კ­მ­ლით ექვს ტოლ ნა­წი­ლად არის და­ყო­ფი­ლი, მხატ­ვა­რი იყე­ნებს მათ შო­რის არ­სე­ბულ სიბ­რ­ტყეს და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მხატ­ვ­რო­ბის­თ­ვის ტრა­დი­ცი­უ­ლი ვედ­რე­ბის კომ­პო­ზი­ცი­ას ქმნის. ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში გა­მო­სა­ხუ­ლია მა­კურ­თხე­ბე­ლი ქრის­ტე, ზე­ვით აწე­უ­ლი მარ­ჯ­ვე­ნა ხე­ლით. ქრის­ტეს მარ­ჯ­ვ­ნივ მის­კენ მი­მარ­თუ­ლი ღვთის­მ­შო­ბე­ლი დგას, მარ­ცხ­ნივ - იოანე ნათ­ლის­მ­ცე­მე­ლი. სარ­კ­მ­ლებს შო­რის და­ნარ­ჩენ სიბ­რ­ტყე­ზე კი ორ-ორი ფეხ­ზე მდგო­მი წმინ­და­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბაა. თი­თო­ე­უ­ლი ფი­გუ­რა მთლი­ა­ნად ავ­სებს სარ­კ­მ­ლებს შო­რის სივ­რ­ცეს. წმინ­და­ნებს ხელ­ში გაშ­ლი­ლი გრაგ­ნი­ლე­ბი უჭი­რავთ, რომ­ლებ­ზეც კარ­გად გა­მოყ­ვა­ნი­ლი, დი­დი ასომ­თავ­რუ­ლი ასო­ე­ბით, წი­თე­ლი და შა­ვი სა­ღე­ბა­ვით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი წარ­წე­რე­ბია. მო­ხა­ტუ­ლო­ბა გუმ­ბა­თის ყე­ლი­დან სარ­კ­მ­ლე­ბის წირ­თხ­ლებ­ზეც ინაც­ვ­ლებს. თა­ღებ­ში და­ხა­ტუ­ლია ნიღ­ბე­ბი, თი­თო­ე­ულ­ში გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი.

გუმ­ბა­თის სფე­რო­ში მო­თავ­სე­ბუ­ლია ჯვრის ამაღ­ლე­ბის გრან­დი­ო­ზუ­ლი კომ­პო­ზი­ცია. ცის ფონ­ზე, ოთხი მფრი­ნა­ვი ან­გე­ლო­ზი აღა­მაღ­ლებს ტოლ­მ­კ­ლა­ვე­ბი­ან ჯვარს. მათ­გან მხო­ლოდ ერ­თ­მა მო­აღ­წია ჩვე­ნამ­დე თით­ქ­მის და­უ­ზი­ა­ნებ­ლად. შე­მორ­ჩე­ნი­ლი ნაშ­თე­ბის მი­ხედ­ვით შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ თი­თო­ე­ულ ან­გე­ლოზს მრგვლო­ვა­ნი ასო­ე­ბით ეწე­რა სა­ხე­ლე­ბი. ახ­ლა მხო­ლოდ ერ­თი მათ­გა­ნის სა­ხე­ლი გა­ირ­ჩე­ვა - რა­ფი­ე­ლი.


გუმ­ბა­თის ყე­ლი­სა და სფე­როს გამ­ყო­ფი ორ­ნა­მენ­ტუ­ლი ლენ­ტის თავ­ზე, სამ­ხ­რეთ ნა­წილ­ში, სა­დაც ორი მფრი­ნა­ვი ან­გე­ლო­ზის ფე­ხე­ბი ხვდე­ბა, დის­კოს ფონ­ზე სტი­ლი­ზე­ბულ ლომ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცია გა­მო­სა­ხუ­ლი, რო­მელ­საც ხელ­ში უჭი­რავს სი­უხ­ვის რქა (დი­დი ავ­სე­ბუ­ლი ყან­წი). ლო­მი აღ­მო­სავ­ლე­თი­დან და­სავ­ლე­თის­კენ მი­ე­მარ­თე­ბა. ამ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის შე­სა­ხებ არ­სე­ბობ­და რამ­დე­ნი­მე გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა. ვა­ხუშ­ტი ბა­ტო­ნიშ­ვილს იგი მუ­ჰა­მე­დის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ეგო­ნა, ზო­გი კი ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბულ წმინ­და გი­ორ­გიდ მი­იჩ­ნევ­და. ამ ად­გილ­ზე გი­ორ­გი ჩუ­ბი­ნაშ­ვილი მიუთითებდა მედალიონზე ცხო­ვე­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით, ხო­ლო პრო­ფე­სო­რი შო­თა ამი­რა­ნაშ­ვი­ლი წერ­და, რომ ის მზის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს. სხვე­ბი მას წმინ­და მა­მაი კე­სა­რი­ელ­თან აიგი­ვე­ბენ და პა­რა­ლე­ლებს ავ­ლე­ბენ ქარ­თუ­ლი ჭე­დუ­რო­ბის ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­ულ ნი­მუშ­თან - წმინ­და მა­მა­ის ტონ­დოს­თან გე­ლა­თი­დან (10-თეთ­რი­ან­ზე და­ტა­ნი­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა). აქ გა­მო­სა­ხუ­ლი ლო­მი სტი­ლის­ტი­კუ­რად და ნი­უ­ან­სობ­რი­ვად მარ­თ­ლაც ავ­ლენს მსგავ­სე­ბას მაგ­ლის­ში გა­მო­სა­ხულ ლომ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით, ბრჭყა­ლე­ბის და­მუ­შა­ვე­ბით - ორი­ვე მათ­განს ისი­ნი გრი­ფო­ნი­სას მი­უ­გავს. თუმ­ცა ამ­ჟა­მად უკ­ვე გაწ­მენ­დი­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­დან იკ­ვე­თე­ბა ლო­მი გრი­ფო­ნი­სე­ბუ­რი ბრჭყა­ლე­ბით, რო­მელ­ზეც მა­მა­კა­ცის ფი­გუ­რაა ამ­ხედ­რე­ბუ­ლი, ხელ­ში სი­უხ­ვის რქით, ხო­ლო მა­მა­კა­ცის თავ­ზე გარ­კ­ვე­ვით მო­ჩანს თეთ­რი ასო­ე­ბით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი წარ­წე­რა "მზე". აშ­კა­რაა, რომ იგი მზის პერ­სო­ნი­ფი­კა­ცი­ას უნ­და წარ­მო­ად­გენ­დეს და სიმ­ბო­ლუ­რად გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­დეს ქრის­ტეს ყოვ­ლის­მ­პყ­რო­ბე­ლო­ბას. მზი­სა და მთვა­რის სხვა­დას­ხ­ვა სა­ხით პერ­სო­ნი­ფი­ცი­რე­ბა ქარ­თუ­ლი კედ­ლის მხატ­ვ­რო­ბის­თ­ვის უცხო არ არის და მა­თი ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი ნი­მუ­შე­ბი ჯერ კი­დევ და­ვით გა­რე­ჯის მრა­ვალ­მ­თის მო­ხა­ტუ­ლო­ბებ­ში გვხვდე­ბა.

ამ ფრეს­კე­ბის კომ­პო­ზი­ცი­ურ და სტი­ლის­ტი­კურ პა­რა­ლე­ლე­ბად ტაო-კლარ­ჯე­თის ძეგ­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვა. რო­გორც ჩანს, მან­გ­ლი­სის ტა­ძარ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მო­ხა­ტუ­ლო­ბა იმ მა­ღალ­მ­ხატ­ვ­რუ­ლი პე­რი­ო­დის არ­ც­თუ შო­რე­უ­ლი გა­მო­ძა­ხი­ლია და პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, იმ ეპო­ქა­ში არ­სე­ბულ სა­ერ­თო კულ­ტუ­რუ­ლ გა­რე­მო­ზე მი­უ­თი­თებს.

ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ტრა­დი­ცია მან­გ­ლი­სის სი­ონს რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სიწ­მინ­დეს უკავ­ში­რებს - უფ­ლის სამ­ს­ჭ­ვალ­სა და წმინ­და ჯვრის ნა­წი­ლებს. აქ­ვეა დაბ­რ­ძა­ნე­ბუ­ლი იოანე მან­გ­ლე­ლის თან­მ­ხ­ლე­ბი სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ხა­ტი - მან­გ­ლი­სის ღვთის­მ­შო­ბე­ლი. გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, სამ­ხ­რე­თი შე­სას­ვ­ლე­ლის პირ­და­პირ მდე­ბა­რე ქვის ჯვრის ქვეშ თევ­დო­რე კველ­თე­ლის ნა­წი­ლე­ბი გა­ნის­ვე­ნებს, ხო­ლო ტაძ­რის ეზოს გა­ნა­პი­რას, გა­ლა­ვან­თან მო­თავ­სე­ბულ წის­ქ­ვი­ლის ქვა­საც სას­წა­ულ­მოქ­მე­დი კურ­ნე­ბის ძა­ლა აქვს.
ამ­გ­ვა­რად, მან­გ­ლი­სის სი­ო­ნი მრა­ვა­ლი ნიშ­ნით გა­მორ­ჩე­უ­ლი ტა­ძა­რია და ქარ­თუ­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი კულ­ტუ­რის ძეგ­ლებს შო­რის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბაა.

მა­რი­ტა სახ­ლ­თხუ­ციშ­ვი­ლი
ჟურნალი "ისტორიანი",#44
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები