სევდანარევი მხიარული მოგონებები
08-02-2019
სევდანარევი მხიარული მოგონებები
წლებს თავისი მიაქვს. უამრავი ახლობელი წავიდა ჩვენგან. ადამიანებთან ურთიერთობებისგან კი სევდანარევი მხიარული მოგონებები რჩება, რომლებიც ძალიან ძვირფასია ჩვენთვის.

გთავაზობთ რამდენიმე ასეთ მოგონებას, რომლებიც ჩემი ძველი ჩანაწერებიდან შევარჩიე.

არც ახ­ლა დამ­ს­ვამ?
ერ­თხელ, 80-იან წლებ­ში, ჰამ­ბურ­გი­დან თბი­ლის­ში მოვ­ფ­რი­ნავ­დი. ვნუ­კო­ვოს აერო­პორ­ტ­ში ამ­ბე­ბი ხდე­ბო­და, ვერც წარ­მო­იდ­გენთ - დე­და შვილს არ აიყ­ვან­და ხელ­ში. ბი­ლე­თე­ბი თბი­ლის­ზე მარ­ტო იმ დღის კი არა, მთე­ლი ორი კვი­რის რე­ი­სებ­ზე არ იყო. რო­გორც იქ­ნა, რა­ღაც მო­ვა­ხერ­ხე და თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის სა­ლონ­შიც აღ­მოვ­ჩ­ნ­დი ჩე­მი
დი­დი ჩან­თით (ჩა­ბა­რე­ბა არ გა­მო­დი­ო­და, ყვე­ლა­ფერს იპა­რავ­დ­ნენ). ეს ჩან­თა, სა­ნამ მოვ­წეს­რიგ­დე­ბო­დი და მის­თ­ვის ად­გილს გა­მოვ­ძებ­ნი­დი, გვერ­დით სა­ვარ­ძელ­ზე დავ­დე.
ამ დროს სტი­უ­არ­დე­სა მო­ვი­და და მთხო­ვა, ჩან­თა ამე­ღო, "ცის­ფე­რი ტრი­ო" მოფ­რი­ნავს და გო­გი დო­ლი­ძეო. ტრიო უკ­ვე მო­ვა­თავ­სე და ჩან­თა რომ დევს, ეგ ად­გი­ლი გო­გის­თ­ვის მინ­დაო!
- გო­გი
დო­ლი­ძე არ ვი­ცი, ამ ჩან­თას რომ უყუ­რებ, მთე­ლი ოჯა­ხი და სა­ახ­ლობ­ლო ელო­დე­ბა და ვერ მოგ­ცემ-მეთ­ქი, - ეს ისე, ხუმ­რო­ბით (ო­ღონდ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ტო­ნით) ვუთხა­რი, თო­რემ ძლივს ნა­შოვ­ნი ერ­თი ბი­ლე­თით ორ ად­გილს ვინ მომ­ცემ­და.
სტი­უ­არ­დე­სა ჩემ­მა უარ­მა და­აფ­რ­თხო და აღარ იცო­და, რა ექ­ნა. მე კი­დევ უფ­რო "გა­ვამ­ძაფ­რე" სი­ტუ­ა­ცია: - იდ­გეს და თა­ნაც გვიმ­ღე­როს, მი­სი საქ­მე სიმ­ღე­რაა-მეთ­ქი, შევ­თა­ვა­ზე!
სტი­უ­არ­დე­სა ნელ-ნე­ლა წა­ვი­და სა­ლო­ნის­კენ (დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ორ წუთ­ში ხო­მალ­დის მე­თა­ურს შე­მო­იყ­ვან­და) და უცებ, სიმ­ღე­რა მო­მეს­მა, - გო­გი მად­გა თავ­ზე და მღე­რო­და!
- არც ახ­ლა დამ­ს­ვა­მო? - მკითხა.
მთე­ლი "გზა" სულ სიმ­ღერ-სიმ­ღე­რით ვიფ­რი­ნეთ...

კლა­სი­კოს წი­ნა­პარ­თან თქვენ
ისა­უზ­მეთ!...

მე და და­თო ახო­ბა­ძე თა­ნა­კურ­სე­ლე­ბი ვი­ყა­ვით. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ­დით, და­სავ­ლეთ ევ­რო­პულ­ზე. და­თო კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას შვი­ლიშ­ვი­ლი იყო, მი­სი უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლის, ნა­თე­ლას ვა­ჟი. ერ­თხელ და­თომ შე­მომ­თა­ვა­ზა, სა­ღა­მოს ბა­ბუ­ას­თან ვი­ვახ­შ­მოთ, თან "მუ­კუ­ზა­ნიც" დავ­ლი­ო­თო. უარს რო­გორ ვეტყო­დი.
ავე­დით კოლ­ხურ კოშ­კ­ში, ბა­ტონ­მა ზვი­ად­მა და და­თომ ბა­ტონ კონ­ს­ტან­ტი­ნეს­თან წარ­მად­გი­ნეს. უკ­ვე საკ­მა­ოდ მო­ხუ­ცი იყო.
"მუ­კუ­ზანს" გვი­ა­ნო­ბამ­დე შევ­ყე­ვით და მათ­თან დარ­ჩე­ნა შე­მომ­თა­ვა­ზეს. მეც ამა­ყად დავ­რე­კე შინ და ჩე­მებს მო­ვახ­სე­ნე, რომ კოლ­ხურ კოშ­კ­ში ვრჩე­ბო­დი.
ბი­ჭე­ბი დიდ­ხანს ვის­ხე­დით სუფ­რას­თან, გამ­თე­ნი­ი­სას და­ვი­შა­ლეთ.
და­მა­ძი­ნეს ოთახ­ში, სა­დაც ბა­ტონ კონ­ს­ტან­ტი­ნეს კე­დელ­ზე ნა­ჩუ­ქა­რი იარა­ღი გა­მო­ე­ფი­ნა: ხმლე­ბი, ხან­ჯ­ლე­ბი, თო­ფი, და­ნე­ბი...
იქ­ნე­ბო­და ასე დი­ლის 9-10 სა­ა­თი, რო­ცა ოთახ­ში ვი­ღა­ცის შე­მოს­ვ­ლის ხმა­ურ­მა გა­მაღ­ვი­ძა. წა­მოვ­დე­ქი და რას ვხე­დავ, ბა­ტო­ნი კო­წია მად­გას თავ­ზე გა­ო­ცე­ბუ­ლი. მი­ყუ­რებს, მი­ყუ­რებს და უც­ბად ატე­ხა ყვი­რი­ლი, - ქურ­დი შე­მო­სუ­ლაო!
თა­ნაც სა­ტევ­რის­კენ იწევს, უნ­და ავ­ჩე­ხოო!
და­ვი­ბე­ნი, არ გინ­და, ამ­ხე­ლა კლა­სი­კო­სის წი­ნა­ში ტრუ­სით დად­გე?
თა­ნაც, გკლავს!
ამ დროს და­თო და ზვი­ა­დიც შე­მოც­ვივ­დ­ნენ და ძლივს და­აწყ­ნა­რეს აღელ­ვე­ბუ­ლი კლა­სი­კო­სი.
მე კი ამ­ჯე­რად შე­მომ­თა­ვა­ზეს, ჩა­იც­ვი და ერ­თად ვი­სა­უზ­მო­თო!
რო­გორც იქ­ნა, ჩა­ვიც­ვი, მო­ვუტ­რი­ალ­დი მე­გობ­რებს, კლა­სი­კოს წი­ნა­პარ­თან თქვენ ისა­უზ­მეთ-მეთ­ქი და სირ­ბი­ლით ისე და­ვეშ­ვი გა­ლის ქუ­ჩა­ზე, უკან არც მი­მი­ხე­დავს...



ახა­ლი "მე­თო­დი"
გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 70-იანი წლე­ბია. ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი და ლოტ­ბა­რი მა­მია ხა­ტე­ლიშ­ვი­ლი, მა­მა­ჩე­მის მე­გო­ბა­რი იყო. რამ­დე­ნა­დაც კარ­გი მუ­სი­კო­სი გახ­ლ­დათ, იმ­დე­ნად ცუ­დი მძღო­ლი. არა­და, ხში­რად უწევ­და რა­ი­ო­ნებ­ში გამ­გ­ზავ­რე­ბა (ად­გი­ლობ­რივ მომ­ღე­რალ­თა გუნ­დებს ამ­ზა­დებ­და) და ასე­ვე ხში­რად ხან ხეს შე­ე­ჯა­ხე­ბო­და და ხან გა­ჩე­რე­ბულ მან­ქა­ნას... ერთ-ერ­თი მო­რი­გი ასე­თი "წარ­მა­ტე­ბუ­ლი" ტურ­ნეს შემ­დეგ მუს­კო­მე­დი­ის თე­ატ­რის დი­რექ­ტო­რის, ბა­ტონ აკა­კი გო­გუ­ა­ძის კა­ბი­ნეტ­ში მა­მი­ა­სა და მი­სი მე­გობ­რე­ბის ე.წ. სას­ტა­ვი შეკ­რე­ბი­ლი­ყო "საქ­მის" შე­სას­წავ­ლად. მათ შო­რის იყო კომ­პო­ზი­ტო­რი არ­ჩილ კე­რე­სე­ლი­ძეც. ზო­გი რო­გორ არი­გებ­და და ზო­გი რო­გორ მა­მი­ას, რომ ყუ­რადღე­ბით უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ან სუ­ლაც სა­ჭე ვინ­მე გა­მოც­დი­ლის­თ­ვის მი­ენ­დო, სა­ნამ გვი­ან არ იყო. არ­ჩილ კე­რე­სე­ლი­ძემ აიღო სიტყ­ვა. ერ­თხანს მთე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით უხ­ს­ნი­და მა­მი­ას, რო­გორ უნ­და მოქ­ცე­უ­ლი­ყო, რომ უსაფ­რ­თხოდ ემ­გ­ზავ­რა. მე­რე კი ასე­ვე სე­რი­ო­ზუ­ლი ტო­ნით დას­ძი­ნა: - კაც­მა რომ თქვას, სულ ტყუ­ი­ლად და­დი­ხარ ამ რა­ი­ო­ნებ­ში. და­ი­ბა­რე ეგ შე­ნი მომ­ღერ­ლე­ბი კვი­რა­ში ერ­თხელ რი­კოთ­ზე. იქამ­დე რო­გორ­მე ჩვენ ჩა­გიყ­ვანთ. და­დე­ქი "პე­რე­ვალ­ზე", ყვე­ლა­ზე მა­ღალ ად­გი­ლას, აქ­ნიე ხე­ლე­ბი და ასე მო­ამ­ზა­დე გუნ­დე­ბიო.

შე­მიხ­ვი­ეთ... ლე­ნი­ნი!
მსა­ხი­ო­ბი რა­მაზ გი­ორ­გო­ბი­ა­ნი მე­გობ­რებს ყო­ველ­თ­ვის გვა­ო­ცებ­და თა­ვი­სი არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი ხუმ­რო­ბე­ბით.
ინ­დო­ე­თი­დან მოს­კოვ­ში დავ­ბ­რუნ­დი და გა­ვი­გე, რომ რა­მაზს სა­ხელ­მ­წი­ფო პრე­მია მი­უ­ღია ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას ფილმ "ცის­ფერ მთებ­ში" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის­თ­ვის და თურ­მე ჩე­მი ძმაც, კი­ნო­დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტი ზუ­რაბ ჭუ­ბაბ­რი­აც ახ­ლ­და თან.
მი­ვე­დი სას­ტუმ­რო­ში, შე­ვე­დი ნო­მერ­ში და რას ვხე­დავ!
რა­მა­ზი და ზუ­რა სა­ხელ­მ­წი­ფო პრე­მი­ას "ას­ვე­ლე­ბენ". მა­გი­და­ზე კი მსოფ­ლიო პრო­ლე­ტა­რი­ა­ტის ბე­ლა­დის, ლე­ნი­ნის ბი­უს­ტე­ბი "მატ­რი­ოშ­კე­ბი­ვი­თა­ა" ჩა­ლა­გე­ბუ­ლი!
გან­ც­ვიფ­რე­ბულს იცით, რა მითხ­რა?
- იმა­ზე მა­გა­რი რა არის, ბი­ჭო! სას­ტუმ­რო "მოს­კ­ვა­ში", სუ­ვე­ნი­რე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში რომ შეხ­ვალ და ეტყ­ვი - გე­თაყ­ვა, შე­მიხ­ვი­ეთ ლე­ნი­ნი!.

* * *
ჩე­მი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი იყო მხატ­ვა­რი და არ­ქი­ტექ­ტო­რი მი­ტო მან­ჯ­გა­ლა­ძე. ვერ ვიხ­სე­ნებ ვერც ჩემს და ვერც მის მე­გო­ბარს, ახ­ლო­ბელ­სა თუ უცხოს, მი­ტოს­თ­ვის რა­მე ეთხო­ვოს და მას დახ­მა­რე­ბა­ზე უარი ეთ­ქ­ვას. თან ისე­თი მახ­ვი­ლი იუმო­რი ჰქონ­და...
ერ­თხელ ინ­დო­ეთ­ში ვართ მივ­ლი­ნე­ბით და საბ­ჭო­თა სა­ელ­ჩოს ექი­მი გვიხ­სნის, ჭა­მის წინ ხე­ლე­ბი აუცი­ლებ­ლად უნ­და და­ი­ბა­ნოთ, ვი­ნა­ი­დან აქ უამ­რა­ვი და­ა­ვა­დე­ბა მძვინ­ვა­რებ­სო(!).
ამ დროს გა­ის­მა რუ­სუ­ლად: -  შე ბრიყ­ვო!
ყვე­ლამ გა­ი­ხე­და და მი­ტო და­ი­ნა­ხეს!
- ხე­ლე­ბის და­ბა­ნა შინ უნ­და გეს­წავ­ლა და ინ­დო­ეთს რაც შე­ე­ხე­ბა, ინ­გ­ლი­სე­ლებ­მა ყვე­ლა­ზე კარ­გი ან­ტი­სეპ­ტი­კი გა­მო­ი­გო­ნეს ვის­კის სა­ხი­თო.
რუს ექიმს ფე­რი ეც­ვა­ლა. 1985 წე­ლი იყო და მთე­ლი სი­სას­ტი­კით მძვინ­ვა­რებ­და ან­ტი­ალ­კო­ჰო­ლუ­რი კა­ნო­ნი!

მარცხნიდან: ლევან ჭუბაბრია და მიტო მანჯგალაძე

* * *
თურ­ქეთ­თან საზღ­ვა­რი ახა­ლი გახ­ს­ნი­ლი იყო და მი­ტო ტრა­პი­ზონ­ში გა­ემ­გ­ზავ­რა.
ჩა­მოს­ვ­ლი­სას ვკითხე, რო­გორ მო­გე­წო­ნა-მეთ­ქი!
- რა უნ­და მომ­წო­ნე­ბო­და, თურ­ქე­თის სო­ღან­ლუღ­ში ვი­ყა­ვიო.

* * *
მი­ტომ აკა­პულ­კო­ში ფა­ე­ტო­ნი და­ი­ქი­რა­ვა, მო­არ­თ­ვე­ვი­ნა გა­სა­ბე­რი ბუშ­ტე­ბით, ჩაჯ­და, სი­გა­რას მო­უ­კი­და და ქა­ლა­ქის ცენ­ტ­რ­ში გა­ი­სე­ირ­ნა. გზა­ში სი­გა­რით ბუშ­ტებს ხეთ­ქავს.
მე­გო­ბა­რი ეუბ­ნე­ბა, მი­ტო, არ გინ­და, ქარ­თ­ვე­ლებ­მა არ დაგ­ვი­ნა­ხო­ნო (ამ დროს რუს­თა­ვე­ლის თე­ატრს ჰქონ­და გას­ტ­რო­ლე­ბი მექ­სი­კა­ში), სირ­ცხ­ვი­ლიაო!
- ქარ­თ­ვე­ლებ­მა რომ და­მი­ნა­ხონ, იმი­ტომ ვა­კე­თებ, თო­რემ აკა­პულ­კო­ში ჩა­მო­სულ მი­ლი­ონ­რებს რა­ში აინ­ტე­რე­სებთ, მი­ტო მან­ჯ­გა­ლა­ძე რას აკე­თებ­სო!

მო­ამ­ზა­და ლე­ვან ჭუ­ბაბ­რი­ამ
ჟურნალი "ისტორიანი",#45
ალექს
10 თებერვალი 2019 20:24
კიდევ დათვერი, არა ?!
beso megreli
10 თებერვალი 2019 10:48
ძალიან გავხალისდი.

რედაქტორის რჩევით
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?