შე­მიხ­ვი­ეთ... ლე­ნი­ნი! - როგორ აღნიშნა რამაზ გიორგობიანმა "ცისფერი მთებისთვის" მიღებული სახელმწიფო პრემია - კვირის პალიტრა

შე­მიხ­ვი­ეთ... ლე­ნი­ნი! - როგორ აღნიშნა რამაზ გიორგობიანმა "ცისფერი მთებისთვის" მიღებული სახელმწიფო პრემია

ლევან ჭუბაბრია ჟურნალ "ისტორიანთან" რამდენიმე სახალისო ისტორიას იხსენებს, მათ შორისაა:

შემიხვიეთ... ლენინი!

მსახიობი რამაზ გიორგობიანი მეგობრებს ყოველთვის გვაოცებდა თავისი არაორდინარული ხუმრობებით. ინდოეთიდან მოსკოვში დავბრუნდი და გავიგე, რომ რამაზს სახელმწიფო პრემია მიუღია ელდარ შენგელაიას ფილმ "ცისფერ მთებში" შესრულებული როლისთვის და თურმე ჩემი ძმაც, კინოდოკუმენტალისტი ზურაბ ჭუბაბრიაც ახლდა თან.

მივედი სასტუმროში, შევედი ნომერში და რას ვხედავ!

რამაზი და ზურა სახელმწიფო პრემიას "ასველებენ". მაგიდაზე კი მსოფლიო პროლეტარიატის ბელადის, ლენინის ბიუსტები "მატრიოშკებივითაა" ჩალაგებული!

განცვიფრებულს იცით, რა მითხრა?

- იმაზე მაგარი რა არის, ბიჭო! სასტუმრო "მოსკვაში", სუვენირების მაღაზიაში რომ შეხვალ და ეტყვი - გეთაყვა, შემიხვიეთ ლენინი!.. იხილეთ სრულად