რატომ აჯანყდნენ აფხაზები 1866 წელს?
09-02-2019
რატომ აჯანყდნენ აფხაზები 1866 წელს?
1866 წლის აფხაზ­თა მა­სობ­რი­ვი გა­მოს­ვ­ლა (მო­ნა­წი­ლე­ობ­და 15-20 ათა­სი კა­ცი) თა­ვის­თა­ვა­დაც და ზო­გა­დად სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­შიც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა იყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ აჯან­ყე­ბის თა­ო­ბა­ზე წერ­დ­ნენ რო­გორც ქარ­თ­ვე­ლი, ისე აფხა­ზი ის­ტო­რი­კო­სე­ბი, მი­სი გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბა დღემ­დე არ არის ამომ­წუ­რა­ვი. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­კითხს მო­ნოგ­რა­ფია უძღ­ვ­ნა ცნო­ბილ­მა აფხაზ­მა ის­ტო­რი­კოს­მა გი­ორ­გი ძი­ძა­რი­ამ. ნაშ­რო­მი 1955 წელს გა­მოქ­ვეყ­ნ­და.

მა­ინც რა­ტომ გა­ჭი­ა­ნურ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მის მეც­ნი­ე­რულ დო­ნე­ზე გა­გე­ბა? შე­სა­ბა­მი­სი სა­ის­ტო­რიო წყა­რო­ე­ბის არ­ქო­ნა ან ნაკ­ლო­ვა­ნე­ბა, ცხა­დია, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­მო­რიცხუ­ლია. მი­ზე­ზი მდგო­მა­რე­ობს სა­კითხი­სად­მი
არას­წორ მიდ­გო­მა­ში.

* * *
ბოლ­შე­ვი­კურ-კო­მუ­ნის­ტუ­რი მმარ­თ­ვე­ლო­ბი­სას ასე­თი გა­მოს­ვ­ლე­ბის არ­ს­სა და ხა­სი­ათს გა­უ­კუღ­მარ­თე­ბუ­ლად წარ­მო­იდ­გენ­დ­ნენ. ვლა­დი­მირ ლე­ნი­ნის, იოსებ სტა­ლი­ნის, ფი­ლი­პე მა­ხა­რა­ძის, ის­ტო­რი­კოს გი­ორ­გი ხა­ჭა­პუ­რი­ძი­სა და სხვა­თა შე­ხე­დუ­ლე­ბით, მსგავ­სი მა­სობ­რი­ვი გა­მოს­ვ­ლე­ბი ძი­რი­თა­დად კლა­სობ­რი­ვი ბრძო­ლის გა­მოვ­ლი­ნე­ბას წარ­მო­ად­გენ­დ­ნენ. თით­ქოს­და მთა­ვა­რი გლე­ხო­ბი­სა და თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო­ბის ინ­ტე­რეს­თა და­პი­რის­პი­რე­ბა გახ­ლ­დათ.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ქარ­თულ ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ა­ში
ასე­თი მიდ­გო­მა კარ­გა ხა­ნია გა­და­ლა­ხუ­ლია, თუმ­ცა ცხა­დია, ეს ად­ვი­ლად არ მომ­ხ­და­რა. კერ­ძოდ, ცნო­ბილ­მა ის­ტო­რი­კოს­მა ალექ­სან­დ­რე ბენ­დი­ა­ნიშ­ვილ­მა 1980 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ წიგ­ნ­ში ("ე­როვ­ნუ­ლი სა­კითხი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. 1801-1921 წწ.") 1804 წლის ქარ­თ­ლის მთი­ა­ნე­თის, 1812 წლის კა­ხე­თის, 1819-1820 წლე­ბის იმე­რეთ-გუ­რი­ი­სა და სხვა აჯან­ყე­ბა­თა უმ­თავ­რეს მო­ტი­ვად მი­იჩ­ნია ქარ­თ­ველ­თა ბრძო­ლა ცა­რის­ტუ­ლი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მ­დეგ, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ო­ბის (თუნ­დაც ავ­ტო­ნო­მი­ის ფორ­მით) აღ­სად­გე­ნად.


ეს სა­კითხი თე­ო­რი­უ­ლა­დაც გა­ა­ნა­ლიზ­და ჩვენს სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რომ­ში. აღ­მოჩ­ნ­და, რომ თვით ავ­თენ­ტი­კუ­რი მარ­ქ­სიზ­მის (კერ­ძოდ, ფრიდ­რიხ ენ­გელ­სის) მი­ხედ­ვით, კლა­სობ­რი­ვი ბრძო­ლა უნი­ვერ­სა­ლუ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­სა რო­დი იყო. ხალ­ხის, ერის დაპყ­რო­ბის საფ­რ­თხის, მით უფ­რო, დაპყ­რო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში ძლიერდებოდა ეროვ­ნული სო­ლი­და­რო­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა დროს და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი სა­ერ­თო მტრის წი­ნა­აღ­მ­დეგ ერ­თი­ან­დე­ბოდ­ნენ.

ფაქ­ტია, რომ აფხა­ზი ის­ტო­რი­კო­სე­ბი ამ­ჯე­რა­დაც საბ­ჭო­უ­რი სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის ტყვე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. ისი­ნი (მათ შო­რის აფხა­ზე­თის ის­ტო­რი­ა­ზე და­ბეჭ­დი­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ავ­ტო­რე­ბი) აფხა­ზე­თის 1866 წლის აჯან­ყე­ბას ძი­რი­თა­დად გლეხ­თა მოძ­რა­ო­ბის სა­ხით წარ­მო­იდ­გე­ნენ და შე­სა­ბა­მი­სად, კლა­სობ­რი­ვი ბრძო­ლის გა­მოვ­ლი­ნე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ. უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლია მთე­ლი რი­გი თვალ­სა­ჩი­ნო ფაქ­ტე­ბი­სა.

მა­გა­ლი­თად, 1866 წლის აჯან­ყე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ აფხა­ზი თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, თა­ვა­დე­ბი: ში­რინ­ბეი, ყი­ზილ­ბეგ, ზა­უს­ხან და ტიჩ მარ­შა­ნი­ე­ბი; თა­ვა­დე­ბი ტი­გუ ემუხ­ვა­რი და ზარ­ბეგ ძი­აპ­ში­პა; აზ­ნა­უ­რე­ბი: სმელ და მურ­ზა­ყან ლა­კერ­ბა­ე­ბი. ისი­ნი მე­ფის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სას­ტი­კად და­სა­ჯა. ამ გა­რე­მო­ე­ბა­ზე რო­გორც ქარ­თ­ვე­ლი, ისე აფხა­ზი ის­ტო­რი­კო­სე­ბი თვალს ხუ­ჭავ­დ­ნენ ხოლ­მე. ეროვ­ნუ­ლი პრო­ტეს­ტის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა გახ­ლ­დათ ისიც, რომ აფხა­ზი თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო­ბი­სა და გლეხ­კა­ცო­ბის ერ­თი ნა­წი­ლი მუ­ჰა­ჯი­რე­ბი გახ­დ­ნენ (ერ­თ­მორ­წ­მუ­ნე თურ­ქეთ­ში გა­და­სახ­ლ­დ­ნენ).

უტყუ­ა­რი ფაქ­ტია ისიც, რომ აჯან­ყე­ბუ­ლებ­მა მთავ­რად წარ­მო­ად­გი­ნეს აფხა­ზე­თის უკა­ნას­კ­ნე­ლი მთავ­რის, მი­ხე­ილ შარ­ვა­ში­ძის (ჯერ გა­და­სახ­ლე­ბუ­ლის, იმ­ხა­ნად კი გარ­დაც­ვ­ლი­ლის) ოცი წლის ვა­ჟი, სამ­ხედ­რო წო­დე­ბით ოფი­ცე­რი გი­ორ­გი. ამ გა­რე­მო­ე­ბა­საც აფხა­ზი ის­ტო­რი­კო­სე­ბი ან სავ­სე­ბით ჩქმა­ლავ­დ­ნენ, ან­და მხო­ლოდ გაკ­ვ­რით ახ­სე­ნებ­დ­ნენ ხოლ­მე.
მათ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თ­ვე­ლი ის­ტო­რი­კო­სი (სხვა­თა შო­რის, აფხა­ზეთ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი) სი­მონ ჯა­ნა­შია თა­ვის სა­ის­ტო­რიო ნარ­კ­ვევ­ში გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძის შე­სა­ხებ (და­ი­ბეჭ­და 1946 წელს) ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავ­და: "გი­ორ­გის შეხ­ვ­დ­ნენ რო­გორც მთა­ვარს. მას ახ­ლ­დ­ნენ სა­პა­ტიო თავ­კა­ცე­ბი და ხალ­ხის მი­ერ არ­ჩე­უ­ლი, ოთხი პი­რის­გან შემ­დ­გა­რი საბ­ჭო. ჯა­რი ახალ­გაზ­რ­და მთა­ვარს უმ­ღე­რო­და სიმ­ღე­რას, რო­მელ­შიც შე­ქე­ბუ­ლი იყო ლუ­ხუ­ნის (ლიხ­ნის, სა­დაც და­იწყო აჯან­ყე­ბა. - გ. ყ.) გმი­რო­ბა და გი­ორ­გის შუ­რის­ძი­ე­ბა რუ­სე­თის მი­ერ მოკ­ლუ­ლი მა­მის­თ­ვის".


ამ­ბო­ხე­ბუ­ლებ­მა გი­ორ­გის შეს­ძა­ხეს: "ეხ­ლა შენ ჩვე­ნი მთა­ვა­რი ხარ, სა­დაც წახ­ვალ, წა­მოგ­ყ­ვე­ბით; სა­ცა შენ, ჩვენც იქ უნ­და და­ვი­ღუ­პო­თო" და სა­ხელ­და­ხე­ლოდ გა­კე­თე­ბულ სამ­თავ­რო დრო­შის ქვეშ და­ი­რაზ­მ­ნენ. ეს მოხ­და აჯან­ყე­ბის დაწყე­ბის მე­ოთხე დღეს, 29 ივ­ლისს.
იმ­ხა­ნად გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი იყო აზ­რი, რომ აფხაზ­თა მთა­ვა­რი მი­ხე­ილ შარ­ვა­ში­ძე მოკ­ლეს რუ­სე­თის ხე­ლი­სუ­ფალ­თა მცდე­ლო­ბით. ჩანს, სი­მონ ჯა­ნა­შია იზი­ა­რებ­და ამ ვერ­სი­ას. ახალ­გაზ­რ­და გი­ორ­გის, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რუ­სებ­მა არ აპა­ტი­ეს ეს ქმე­დე­ბა, პა­ტი­ვი აჰ­ყა­რეს და რუ­სეთ­ში, ორენ­ბურ­გის ოლ­ქ­ში, გა­და­ა­სახ­ლეს. დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დ­გომ ის ძი­რი­თა­დად ქუ­თა­ის­ში ცხოვ­რობ­და.

თუ მთავ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­სა და თვით აფხა­ზე­თის სამ­თავ­როს გა­უქ­მე­ბა­საც (1864 წელს) აფხა­ზო­ბა თა­ვის დრო­ზე შე­და­რე­ბით გულ­გ­რი­ლად შეხ­ვ­და, აჯან­ყე­ბამ­დე გან­ვ­ლილ­მა ხან­მოკ­ლე დრო­მაც კი აშ­კა­რად გა­მო­ა­ჩი­ნა მე­ფის რუ­სე­თის მმარ­თ­ვე­ლო­ბის მთე­ლი სი­მა­ხინ­ჯე, მი­სი უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი. ამ­ჯე­რად მთელ აფხაზ ხალხს, ისე­ვე რო­გორც ქარ­თ­ვე­ლებს, მე­ფის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა აღარ სჯე­რო­დათ.

თუმ­ცა 1866 წლის აჯან­ყე­ბის მარ­ცხი კა­ნონ­ზო­მი­ე­რი გახ­ლ­დათ. და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან ერ­თად, აფხა­ზე­თის რუ­სეთ­თან მი­ერ­თე­ბას და­დე­ბი­თი შე­დე­გე­ბიც ახ­ლ­და, რად­გან ამ გზით მო­წი­ნა­ვე ევ­რო­პუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის სხი­ვი ასე თუ ისე ჩვე­ნამ­დეც აღ­წევ­და (რა­საც ვერ ვიტყო­დით საბ­ჭო­ურ ან დღე­ვან­დელ რუ­სეთ­ზე). მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს მარ­ცხი­ა­ნი მცდე­ლო­ბის უნა­ყო­ფო­ბას, უსაზ­რი­სო­ბას. ამ­დე­ნად, ამ აჯან­ყე­ბის­თ­ვის თუნ­დაც იარ­ლიყ "უც­ნა­უ­რის" მი­წე­ბე­ბა (მათ შო­რის 2007 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ აფხა­ზე­თის სა­ის­ტო­რიო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში) უსა­ფუძ­ვ­ლოა.
ვი­მე­დოვ­ნებთ, თა­ნა­მედ­რო­ვე აფხა­ზე­ბი 1866 წლის, ასე­ვე 1877 წლის მა­სობ­რივ ის­ტო­რი­ულ გა­მოს­ვ­ლებს ახ­ლე­ბუ­რად გა­ი­აზ­რე­ბენ, შე­ა­ფა­სე­ბენ და შე­სა­ბა­მის ის­ტო­რი­ულ გაკ­ვე­თილს სა­თა­ნა­დოდ გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ სა­მო­მავ­ლოდ.

გუ­რამ ყო­რა­ნაშ­ვი­ლი
ფი­ლო­სო­ფი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი
ჟურნალი "ისტორიანი",#47

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები