სახლები, რომლებიც ისტორიაში "მიდიან"
09-02-2019
სახლები, რომლებიც ისტორიაში "მიდიან"
ღია ცის ქვეშ მუზეუმმა ქართველ საზოგადოებას ბოლო წლებში არაერთი სიახლე შესთავაზა.

სექტემბრის მიწურულს კი მეგრულ კარ-მიდამოში არა მარტო ოდასახლი და საჯალაბო სახლი განაახლა, არამედ ამ სახლების გაცოცხლებული ისტორია წარუდგინა სტუმრებსა და დამთვალიერებლებს. მეტიც - სტუმართა შორის იყვნენ ამ სახლების ყოფილი მფლობელები და შთამომავლები, რომლებიც აუღელვებლად ვერ უცქერდნენ ისტორიაში შესულ თავის ყოფილ საცხოვრისებს.

მეგ­რუ­ლი კარ-მი­და­მო გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში შე­იქ­მ­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის გი­ორ­გი ჩი­ტა­ი­ას სა­ხე­ლო­ბის ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მუ­ზე­უმ­ში, რო­გორც საცხოვ­რე­ბე­ლი და
სა­მე­ურ­ნეო ნა­გე­ბო­ბე­ბის კომ­პ­ლექ­სი. საცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი აქ ორი ტი­პი­საა. ერ­თი შე­და­რე­ბით ძვე­ლია. იგი ღვინ­ჯი­ლი­ე­ბის სა­კუთ­რე­ბა ყო­ფი­ლა და XIX სა­უ­კუ­ნის შუა წლებ­ში (და­ახ­ლო­ე­ბით 1850 წელს) აუგი­ათ ხო­ბის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ახალ ხი­ბუ­ლა­ში. სახ­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ჯა­ლა­ბო ყო­ფი­ლა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, რო­ცა ოჯა­ხი გამ­რავ­ლე­ბუ­ლა და ეკო­ნო­მი­კუ­რა­დაც მომ­ძ­ლავ­რე­ბუ­ლა, ოდა­სახ­ლი აუგი­ათ, ძველ საცხოვ­რისს
კი სამ­ზა­დი სახ­ლის ფუნ­ქ­ცია დარ­ჩე­ნია. იგი მუ­ზე­უმ­მა 1972 წელს შე­ი­ძი­ნა ახალ ხი­ბუ­ლა­ში და თბი­ლის­ში გად­მო­ი­ტა­ნა, რო­გორც ძვე­ლი მეგ­რუ­ლი საცხოვ­რი­სის ტი­პობ­რი­ვი ნი­მუ­ში.
რაც შე­ე­ხე­ბა ამ კარ-მი­და­მო­ში გან­თავ­სე­ბულ ოდა­სახლს, იგი აბა­შის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ონ­ტო­ფოს მკვიდრ ნა­და­რე­იშ­ვი­ლებს ეკუთ­ვ­ნო­დათ და მუ­ზე­უმ­ში ისიც 70-იან წლებ­ში "გად­მო­ა­სახ­ლეს". მეგ­რუ­ლი საცხოვ­რი­სის "კომ­პ­ლექტს" ასე­ვე და­ე­მა­ტა მა­რა­ნი წა­ლენ­ჯი­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჯგა­ლი­დან, აქა­უ­რი ნა­ლია და სათხე, ანუ მა­რა­კა.

ჯალაბის მთავარი სამყოფელი

თუ კრა­მი­ტით გა­და­ხუ­რულ ოდა­სახლს სა­რეს­ტავ­რა­ცი­ოდ ბევ­რი მუ­შა­ო­ბა არ სჭირ­დე­ბო­და, ის­ლით გა­და­ხუ­რუ­ლი სამ­ზა­დი ლა­მის ჩა­მოქ­ცე­ვის პი­რას მი­სუ­ლი­ყო, მი­სი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია-აღ­დ­გე­ნა გა­და­უ­დე­ბე­ლი გახ­ლ­დათ. პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და შვე­დე­თის სტოკ­ჰოლ­მის სკან­სენ­თან (ღია ცის ქვეშ მუ­ზე­უმ­თან) ერ­თად. გა­დაწყ­და, რომ მი­ზან­შე­წო­ნი­ლი იქ­ნე­ბო­და არა მხო­ლოდ ნა­გე­ბო­ბა­თა აღ­დ­გე­ნა-რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცია, არა­მედ მეგ­რუ­ლი საცხოვ­რი­სის კომ­პ­ლექ­სის "გა­ცოცხ­ლე­ბაც". დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელს უნ­და ეხი­ლა არა მხო­ლოდ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ერ­თი კუთხის კარ-მი­და­მო, არა­მედ მის თვალ­წინ გა­თა­მა­შე­ბუ­ლი­ყო ეპი­ზო­დე­ბი იმ ოჯა­ხის წარ­სუ­ლი­დან, რო­მე­ლიც ამ სახ­ლ­ში ცხოვ­რობ­და.

ნა­და­რე­იშ­ვი­ლე­ბის ოდა­სახ­ლი ონ­ტო­ფო­დან
ნა­და­რე­იშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის ის­ტო­რი­ის გა­საც­ნო­ბად, ამ ორი­ო­დე წლის წინ, აბა­შას ვეს­ტუმ­რეთ და ონ­ტო­ფო­ში ჩა­ვე­დით. ნა­და­რე­იშ­ვი­ლე­ბის შთა­მო­მავ­ლებ­მა გულ­თ­ბი­ლად მიგ­ვი­ღეს და გვი­მას­პინ­ძ­ლეს. ოჯა­ხის უფ­რო­სი, 80-ს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი რე­ზო ნა­და­რე­იშ­ვი­ლი, დარ­ბა­ი­სე­ლი კოლ­ხი სი­ხა­რულს ვერ ფა­რავ­და და ემო­ცი­უ­რად გვი­ამ­ბობ­და თა­ვი­სი ოჯა­ხის ის­ტო­რი­ას.
სხვა­თა შო­რის, რო­ცა თა­ვის დრო­ზე ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ ექ­ს­პე­დი­ცი­ას აკა­დე­მი­კოს გი­ორ­გი ჩი­ტა­ი­ას ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, მუ­ზე­უ­მის­თ­ვის ეს ოდა შე­ურ­ჩე­ვია, ბა­ტო­ნი რე­ზოს ძმე­ბი წი­ნა­აღ­მ­დე­გი წა­სუ­ლან - ისე არ გვი­ჭირს, ამ მა­მა­პა­პი­სე­ულ სახლს შე­ვე­ლი­ო­თო. მა­შინ გა­დამ­წყ­ვე­ტი ბა­ტო­ნი რე­ზოს სიტყ­ვა ყო­ფი­ლა: - მე თქვენ უფ­რო ჭკვი­ა­ნე­ბი მე­გო­ნეთ, ჩვე­ნი სახ­ლი ხომ ის­ტო­რი­ა­ში მი­დი­სო!..

ახალგაზრდა ეთნოლოგი სოფო სარიშვილი ახალი ხიბულას სამზად სახლში, დიასახლისის როლში

ოდა­სახ­ლი XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლო მე­ოთხედ­შია აგე­ბუ­ლი. ბა­ტო­ნი რე­ზოს ბა­ბუ­ას, გი­გო ნა­და­რე­იშ­ვილს ლა­ზი ოს­ტა­ტე­ბი მო­უწ­ვე­ვია მის ასა­შე­ნებ­ლად. მა­თაც ნა­და­რე­იშ­ვი­ლე­ბის კუთ­ვ­ნილ ტყე­ში მოჭ­რი­ლი წაბ­ლის ხის სა­უ­კე­თე­სო მა­სა­ლით აუგი­ათ და გა­უწყ­ვი­ათ ეს სახ­ლი.
გი­გო ნა­და­რე­იშ­ვილს სა­ვაჭ­რო სახ­ლე­ბი ჰქო­ნია სო­ხუმ­ში. მი­სი ნა­ად­რე­ვი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მა­მის საქ­მე შვი­ლებს, ნეს­ტორ­სა და გრი­გოლს (ბა­ტას) გა­უგ­რ­ძე­ლე­ბი­ათ. შეძ­ლე­ბუ­ლი ყო­ფი­ლან ჩე­მი წი­ნაპ­რე­ბიო, გვითხ­რა ბა­ტონ­მა რე­ზომ და გერ­მა­ნუ­ლი ან­ტიკ­ვა­რუ­ლი ლამ­პა გვაჩ­ვე­ნა, ბა­თუმ­ში შე­უ­ძე­ნი­ა­თო. ეს ლამ­პა მა­ში­ნაც კი ფუ­ფუ­ნე­ბის სა­განს წარ­მო­ად­გენ­და. გრი­გოლს მას­ში 25 მა­ნე­თი მი­უ­ცია. ამ ფუ­ლით იმ დროს ხბო­ი­ა­ნი ძრო­ხის ყიდ­ვა შე­იძ­ლე­ბო­და.

რო­ცა ბა­ტონ­მა რე­ზომ გა­ი­გო, რომ მუ­ზე­უმ­ში გად­მო­ტა­ნი­ლი მა­თი წი­ნაპ­რე­ბის სახ­ლ­ში ძვე­ლი ყო­ფი­თი ექ­ს­პო­ნა­ტე­ბის გა­მო­ფე­ნა იგეგ­მე­ბო­და, და­უ­ფიქ­რებ­ლად და და­უ­ნა­ნებ­ლად შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა სა­ჩუქ­რად ოჯა­ხის რე­ლიკ­ვი­ად ქცე­უ­ლი სწო­რედ ის გერ­მა­ნუ­ლი ლამ­პა, რომ­ლი­თაც თავს იწო­ნებ­და. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ამ­ჯე­რა­დაც გა­მარ­თ­ლ­და ზე­მოთ ნათ­ქ­ვა­მი მი­სი სიტყ­ვე­ბი, სახ­ლის ის­ტო­რი­ად ქცე­ვის შე­სა­ხებ. ეს ლამ­პა ახ­ლა უკ­ვე არა მხო­ლოდ ნა­და­რე­იშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის, არა­მედ სა­ზო­გა­დოდ ქარ­თუ­ლი ოდა­სახ­ლის რე­ლიკ­ვი­ად იქ­ცა.

* * *
რე­ზოს მა­მა, ნეს­ტორ ნა­და­რე­იშ­ვი­ლი პირ­ველ მსოფ­ლიო ომ­ში იბ­რ­ძო­და და ბოლ­შე­ვი­კებ­საც გმი­რუ­ლად დახ­ვედ­რია 1921 წლის თე­ბერ­ვალ­ში კო­ჯორ-ტა­ბახ­მე­ლას­თან. ონ­ტო­ფო­ში კი ქმრის მო­ლო­დინ­ში ათენ-აღა­მებ­და მი­სი მე­უღ­ლე, სა­მო­ნას­ტ­რო სკო­ლა­დამ­თავ­რე­ბუ­ლი თა­მა­რი.
სწო­რედ ამ ეპი­ზო­დის პერ­ფორ­მან­სი წარ­მო­ად­გი­ნეს გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 20-იანი წლე­ბის სა­მოს­ში გა­მოწყო­ბილ­მა ონ­ტო­ფოს ოდა­სახ­ლის ზე­დამ­ხედ­ველ-დი­ა­სახ­ლის­მა მა­რი­ნა მე­ხა­შიშ­ვილ­მა (თა­მა­რის როლ­ში) და დი­ა­ნა ბა­კაშ­ვილ­მა (მთხრო­ბე­ლი).

მოწ­ვე­ულ სტუ­მარ­თა შო­რის ამ სახ­ლის ძვე­ლი მას­პინ­ძე­ლი, ბა­ტო­ნი რე­ზო ნა­და­რე­იშ­ვი­ლიც იყო. მღელ­ვა­რე­ბა ვერ და­ფა­რა, რო­ცა მი­სი ბავ­შ­ვო­ბა "გა­ა­ცოცხ­ლა" ძველ­მეგ­რულ სა­მოს­ში გა­მოწყო­ბილ­მა 12 წლის სან­დ­რო ჯე­ბი­რაშ­ვილ­მა. იმ­პ­რო­ვი­ზე­ბულ სცე­ნა­ში სან­დ­რო ამ­ქ­ვეყ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბის­გან გან­რი­დე­ბულ ბი­ძას, რო­მე­ლიც სხვენ­ზე ცხოვ­რობ­და, კა­ლა­თით აწ­ვ­დის ტრა­პეზს...

სა­ჯა­ლა­ბო სახ­ლი ახალი ხი­ბუ­ლა­დან
სახ­ლი, რო­გორც ვთქვით, ად­რე სა­ჯა­ლა­ბო იყო, შემ­დეგ კი მის­თ­ვის სამ­ზა­დი სახ­ლის "ფუნ­ქ­ცი­ა" და­უ­კის­რე­ბი­ათ.
სტუმ­რებს ძვე­ლე­ბურ ჩი­თის კა­ბა­სა და ქა­ლამ­ნებ­ში გა­მოწყო­ბი­ლი დი­ა­სახ­ლი­სი (რომ­ლის "როლ­საც" ეთ­ნო­ლო­გი სო­ფო სა­რიშ­ვი­ლი ას­რუ­ლებს) ხვდე­ბა. შუ­ა­ცეცხ­ლ­ზე ღო­მი თუხ­თუ­ხებს, კე­დელ­ზე შე­ბო­ლი­ლი სულ­გუ­ნი ჩა­მო­უ­კი­დი­ათ. მომ­დევ­ნო ეპი­ზოდ­ში სო­ფო ლო­ბი­ოს არ­ჩევს, გო­გო­ნე­ბი კი ჩონ­გურ­ზე სევ­დი­ან მეგ­რულ ნა­ნას ამ­ღე­რე­ბენ.

დამთვალიერებელს, ნადარეიშვილების შთამომავლებთან ერთად, პროექტის შვედი და ქართველი ორგანიზატორები ხვდებიან

მოწ­ვე­ულ სტუ­მარ­თა შო­რის აღ­მოჩ­ნ­და ბა­ტო­ნი ლე­ვან ღვინ­ჯი­ლია. იგი ახალ ხი­ბუ­ლას სახ­ლის ძველ ბი­ნა­დარ­თა შთა­მო­მა­ვა­ლია და სავ­სე­ბით ბუ­ნებ­რი­ვი იყო მი­სი მღელ­ვა­რე­ბა, ათ­წ­ლე­უ­ლე­ბის შემ­დეგ ბავ­შ­ვო­ბის წლებ­თან შეხ­ვედ­რას რომ ახ­ლ­და.
ლე­ვან ღვინ­ჯი­ლია, ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი:
"სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბამ დამ­დო პა­ტი­ვი, დავ­ს­წ­რე­ბო­დი ამ საცხოვ­რი­სის რეს­ტავ­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის აღ­სა­ნიშ­ნავ ღო­ნის­ძი­ე­ბას. მინ­და ყვე­ლას უღ­რ­მე­სი მად­ლო­ბა მო­ვახ­სე­ნო ჩემ­თ­ვის ესო­დენ სა­სი­ა­მოვ­ნო წუ­თე­ბის მო­ნი­ჭე­ბი­სათ­ვის.
იმ წელს, რო­ცა ეს სახ­ლი თბი­ლის­ში ჩა­მო­ი­ტა­ნეს, მე თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე და მას შემ­დეგ ამ მუ­ზე­უ­მის სტუ­მა­რი არა­ერ­თ­გ­ზის ვყო­ფილ­ვარ; სა­ა­მი­სო სა­ბა­ბიც მქონ­და.

1976 წელს მუ­ზე­უ­მის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად წა­ვე­დით მე და 80-ს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ბე­ბი­ა­ჩე­მი, რო­მე­ლიც იმ­ხა­ნად თბი­ლის­ში მყავ­და ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი და პირ­ვე­ლი შვი­ლის - უჩას გაზ­რ­და­ში გვეხ­მა­რე­ბო­და მე და თა­მარს, ჩემს მე­უღ­ლეს. ბე­ბი­ამ არ იცო­და, სად მიმ­ყავ­და. რო­ცა ეზო­ში შე­ვე­დით, მკითხა, მას­პინ­ძე­ლი არ ჩანს და ეს სად მო­მიყ­ვა­ნე, ვის სახ­ლ­ში ვარ­თო. მე სიტყ­ვა ბან­ზე ავუგ­დე და ამა­სო­ბა­ში სამ­ზა­დის წინ მდგარ ოდა­სახლს გვერ­დი ავუ­ა­რეთ.
ბე­ბია უცებ გა­შეშ­და... რა­ღაც გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი სიტყ­ვე­ბი წა­მო­ი­ძა­ხა, მე­რე გა­ო­ცე­ბი­სა­გან ჯერ - დი­დუუ, ეს სად მო­მიყ­ვა­ნე, შენ შე­მო­გევ­ლოს ბე­ბი­ა­შე­ნი, რას ვი­ფიქ­რებ­დი, თუ მე ამას კი­დევ ვნა­ხავ­დიო და მი­სი ბა­გე­ე­ბი­დან ერ­თად გად­მო­იღ­ვა­რა შეცხა­დე­ბი­სა და სი­ხა­რუ­ლის ერ­თ­მა­ნეთ­ში აბურ­დუ­ლი ლოც­ვა-და­ტი­რე­ბა-მოთ­ქ­მა. მე­რე სახლს მი­უ­ახ­ლოვ­და და მის კედ­ლებს ხე­ლის­გუ­ლე­ბით ეფე­რე­ბო­და და ლა­მის ადა­მი­ა­ნი­ვით კოც­ნი­და...

დი­ახ! ეს ის სახ­ლი იყო, სა­დაც (1914 წელს) ფა­შუ ბე­ბია - ჭან­ტუ­რი­ას ქა­ლი, პა­ტარ­ძ­ლის სტა­ტუ­სით მი­იყ­ვა­ნეს და მას მე­რე მთელ­მა მის­მა ცხოვ­რე­ბამ (ლუ­კა ბა­ბუ­ას­თან ერ­თად) ამ სახ­ლ­ში გა­ი­ა­რა. აქ გა­ა­ჩი­ნეს და გა­ზარ­დეს შვი­დი შვი­ლი - მა­მა­ჩე­მი და 6 ბი­ძა-მა­მი­და, რო­მელ­თა­გან ამ­ჟა­მად მხო­ლოდ ერ­თი­ღაა ცოცხა­ლი - ცი­ა­ლა მა­მი­და. ამ სახ­ლ­ში გა­ირ­ბი­ნა მთელ­მა ჩემ­მა ბავ­შ­ვო­ბამ სო­ფელ ახალ ხი­ბუ­ლა­ში (ხო­ბის რა­ი­ო­ნი). დღეს კი ჩე­მი წი­ნაპ­რე­ბის სა­ჯა­ლა­ბო სახ­ლი, ჩი­ნე­ბუ­ლად აღ­დ­გე­ნილ-გა­ნახ­ლე­ბუ­ლი, სტუმ­რებს იღებ­და.

ახალი ხიბულას სახლში ფარდაგიც მოქსოვეს…

შუ­ა­ცეცხ­ლ­ზე ახ­ლად ჩა­ზე­ლი­ლი ღო­მი ფშვი­ნავ­და და იქ­ვე მაღ­ლა ჩა­მო­კონ­წი­ა­ლე­ბუ­ლი და­საჭ­რე­ლად გამ­ზა­დე­ბუ­ლი შე­ბო­ლი­ლი მეგ­რუ­ლი სუ­ლუ­გუ­ნი თით­ქოს ცხელ ღომ­ზე მე­პა­ტი­ჟე­ბო­და.
არ ვი­ცი, სხვებს რა გან­ც­და ჰქონ­დათ, მაგ­რამ მე კი გულ­მ­კერ­დი მით­რ­თო­და და ყელ­ში ბურ­თად მობ­ჯე­ნილ ზლუ­ქუნს ძლივს ვი­კა­ვებ­დი. ეტყო­ბა, ამა­სო­ბა­ში მეც წლე­ბი მო­მე­ძალ­ნენ და სიყ­მაწ­ვი­ლეს­თან პი­რის­პირ შეყ­რამ ცო­ტა არ იყოს, წა­მახ­დი­ნა... "ვაჰ დრო­ნი, დრო­ნი, ნა­გემ­ნი მტკბა­რად, წა­რილ­ტ­ვ­ნენ, გან­ჰ­ქ­რ­ნენ სიზ­მ­რებ­რივ ჩქა­რად"... (მო­ჭარ­ბე­ბუ­ლი სენ­ტი­მენ­ტე­ბის გა­მო მკითხ­ველს ბო­დიშს ვუხ­დი)".

P.შ. ღია ცის ქვეშ მუ­ზე­უ­მის შვედ­მა მე­გობ­რებ­მა სტოკ­ჰოლ­მის სკან­სე­ნი­დან გი­ორ­გიწ­მინ­დის (კა­ხე­თი) კარ-მი­და­მო­ში გა­და­ი­ნაც­ვ­ლეს, სა­დაც ქარ­თ­ველ­მა მას­პინ­ძ­ლებ­მა იქ­ვე, თო­ნე­ში სა­ხელ­და­ხე­ლოდ გა­მომ­ცხ­ვა­რი შო­თე­ბი და­ახ­ვედ­რეს... მომ­დევ­ნო რე­პორ­ტაჟ­ში მკითხ­ველს სწო­რედ გი­ორ­გიწ­მინ­დის კარ-მი­და­მო­ში ვა­მოგ­ზა­უ­რებთ.

ნო­დარ შო­ში­ტაშ­ვი­ლი
ის­ტო­რი­ის დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი
ჟურნალი "ისტორიანი",#47
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?