ბუკინგემის სასახლე
09-02-2019
ბუკინგემის სასახლე
ერთ დროს მსოფლიოს უდიდესი იმპერიის მთავარ სასახლეში 775 ოთახია

ბუკინგემის სასახლე ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ნაგებობაა, რომელიც ბრიტანეთის დედაქალაქის უმთავრეს კლასიკურ ღირშესანიშნაობად მიიჩნევა. შენობა ბრიტანელი მონარქების ოფიციალურ ლონდონის რეზიდენციად გამოცხადდა 1837 წელს, ჰანოვერთა დინასტიის უკანასკნელი მონარქის, დედოფალ ვიქტორიას ტახტზე ასვლისას. დღეს სასახლე ამჟამინდელი მონარქის - უინძორების დინასტიის წარმომადგენლის, ელისაბედ მეორის ოფიციალური ლონდონის რეზიდენციაა და როცა დედოფალი იქ იმყოფება, შენობის თავზე სამეფო შტანდარტი ფრიალებს.

ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლის თავ­და­პირ­ვე­ლი სა­ხე სრუ­ლი­ად შე­იც­ვა­ლა. 1703
წელს ამ ად­გი­ლას, რო­მე­ლიც მა­შინ ლონ­დონს საკ­მაო მან­ძი­ლით იყო მო­შო­რე­ბუ­ლი, ჰერ­ცოგ­მა ბუ­კინ­გემ­მა ქა­ლაქ­გა­რეთ სახ­ლი ააშე­ნა. თა­ნა­მედ­რო­ვე­ნი ამ­ტ­კი­ცებ­დ­ნენ, რომ იგი იმ დრო­ის­თ­ვის ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო იყო. 1762 წელს ინ­გ­ლი­სის მე­ფემ და ჰა­ნო­ვე­რის კურ­ფი­ურ­ს­ტ­მა ჯორჯ III-მ (ჰა­ნო­ვე­რის დი­ნას­ტი­ი­დან) ბუ­კინ­გე­მის სახ­ლი 20 ათას გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გად შე­ი­ძი­ნა სერ შე­ფილ­დის­გან, რო­მელ­საც
შე­ნო­ბა მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბით ერ­გო - ბუ­კინ­გე­მის ჰერ­ცო­გის დაქ­ვ­რი­ვე­ბუ­ლი მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ. ნა­გე­ბო­ბა არ­ქი­ტექ­ტო­რებ­მა ჯონ ნეშ­მა და ედ­ვარდ ბლორ­მა სა­ფუძ­ვ­ლად აიღეს და მომ­დევ­ნო 75 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­დევ სა­მი მსგავ­სი შე­ნო­ბა მი­ა­მა­ტეს. შე­დე­გად, ან­სამ­ბ­ლი კვად­რა­ტუ­ლი ფორ­მის გახ­და, დი­დი ში­და ეზო­თი.


მო­ნარ­ქ­მა სახ­ლი კერ­ძო სა­მე­ფო რე­ზი­დენ­ცი­ის მო­საწყო­ბად შე­ი­ძი­ნა, რად­გან ოფი­ცი­ა­ლუ­რი რე­ზი­დენ­ცია - სენტ-ჯე­იმ­სის სა­სახ­ლე აღარ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და არც მო­ცუ­ლო­ბით და არც ში­და მოწყო­ბით. ხალ­ხ­მა "ბუ­კინ­გე­მის სახლს" მა­ლე­ვე შე­არ­ქ­ვა "დე­დოფ­ლის სახ­ლი", რად­გან ჯორჯ III-ის მე­უღ­ლის - დე­დო­ფალ შარ­ლო­ტა მეკ­ლენ­ბურ­გე­ლის რე­ზი­დენ­ცი­ად იქ­ცა. დე­დო­ფალ­მა უფ­რო­სი ვა­ჟის, უელ­სის პრინ­ცი­სა და მო­მა­ვა­ლი მე­ფის, ჯორჯ IV-ის გარ­და, კი­დევ 14 შვი­ლი სწო­რედ ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე­ში გა­ა­ჩი­ნა.

15-დან ორი შვი­ლი ბავ­შ­ვო­ბა­ში და­ე­ღუ­პათ, ხო­ლო და­ნარ­ჩე­ნებს შო­რის, ჯორჯ IV-ის გარ­და, იყ­ვ­ნენ მო­მა­ვა­ლი მე­ფე უილი­ამ IV და ჰა­ნო­ვე­რის მე­ფე ერნსტ-ავ­გუს­ტუ­სი. გუ­ლუხ­ვი ქველ­მოქ­მე­დე­ბით გან­თ­ქ­მულ შარ­ლო­ტას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ხე­ლოვ­ნე­ბა. მფარ­ვე­ლობ­და თა­ვი­სი მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბელს - იოჰან სე­ბას­ტი­ან ბა­ხის ვაჟს კრის­ტი­ანს და მო­ცარტს, რო­მელ­მაც დე­დო­ფალს 8 წლის ასაკ­ში უძღ­ვ­ნა ერთ-ერ­თი ოპუ­სი. დე­დო­ფალ­მა შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცო­და ბო­ტა­ნი­კა, მე­ტიც, თა­ვად­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­მე­ფო ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის შექ­მ­ნა­ში. მას­ვე ეკუთ­ვ­ნის ვაშ­ლის ტკბი­ლი ნამ­ცხ­ვ­რის "შარ­ლო­ტას" რე­ცეპ­ტი, ხო­ლო მის პა­ტივ­სა­ცე­მად ეწო­და ქა­ლა­ქებს ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნა­ში შარ­ლო­ტა და კა­ნა­და­ში შარ­ლოტ­თა­უ­ნი.

თავ­და­პირ­ვე­ლად ჯორჯ III-მ სახ­ლი უბ­რა­ლოდ გა­ა­ფარ­თო­ვა, ფა­სა­დი გა­ა­მარ­ტი­ვა და შე­სა­ნიშ­ნა­ვი ბიბ­ლი­ო­თე­კა ააგო წიგ­ნე­ბის უძ­ვირ­ფა­სე­სი კო­ლექ­ცი­ის­თ­ვის. ამას გარ­და, სხვა სა­სახ­ლე­ე­ბი­დან "დე­დოფ­ლის სახ­ლის" შე­სამ­კო­ბად გად­მო­ი­ტა­ნა ხე­ლოვ­ნე­ბის მრა­ვა­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი, შე­ის­ყი­და იტა­ლი­ელ მხატ­ვარ­თა ტი­ლო­ე­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი კრე­ბუ­ლი, ხო­ლო სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რე­ბის პორ­ტ­რე­ტე­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად ინ­გ­ლი­სის სა­უ­კე­თე­სო ფერ­მ­წე­რე­ბი მი­იწ­ვია: ალან რამ­სეი, იოჰან ზო­ფა­ნი, თო­მას გე­ინ­ზ­ბო­რო და ბენ­ჯა­მინ უეს­ტი.

სა­სახ­ლის სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი გა­და­კე­თე­ბა არ­ქი­ტექ­ტორ­მა ჯონ ნეშ­მა 1825 წელს, უკ­ვე მე­ფე ჯორჯ IV-ს ზე­ო­ბი­სას და­იწყო. ან­სამ­ბ­ლის ყვე­ლა­ზე არ­სე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბი კი დე­დო­ფალ ვიქ­ტო­რი­ას სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მელ­მაც 64 წე­ლი­წადს იმე­ფა და ბუ­კინ­გე­მი ქვეყ­ნის სიმ­ბო­ლოდ აქ­ცია. სა­სახ­ლის რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცია სა­მე­ფო ხა­ზი­ნას იმ დროს უზარ­მა­ზა­რი თან­ხა - 640 ათა­სი გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი და­უჯ­და. სა­სახ­ლის წინ მო­ეწყო ვრცე­ლი წრი­უ­ლი ფორ­მის მო­ე­და­ნი, რომ­ლის ცენ­ტ­რ­ში მრა­ვა­ლი ალე­გო­რი­უ­ლი ფი­გუ­რით გარ­შე­მორ­ტყ­მუ­ლი ვიქ­ტო­რი­ას ძეგ­ლი და­იდ­გა.


არ­ქი­ტექ­ტორ­მა ედ­ვარდ ბლორ­მა, რო­მელ­მაც ნე­ში შეც­ვა­ლა 1846 წელს, წი­ნა­მორ­ბე­დის კომ­პო­ზი­ცია მთლი­ა­ნად გა­და­ა­კე­თა. სა­სახ­ლის ძვე­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სტი­ლი ისე გა­და­ას­ხ­ვა­ფე­რა, ბევ­რი კო­მენ­ტა­ტო­რი და მკვლე­ვა­რი მას ნაკ­ლე­ბად მიმ­ზიდ­ვე­ლად მი­იჩ­ნევ­და. ბლორ­მა სა­სახ­ლეს მი­ა­შე­ნა კორ­პუ­სი, რო­მელ­მაც შეკ­რა ეზო ქუ­ჩის მხრი­დან. 1853 წლის­თ­ვის დამ­თავ­რ­და სა­მეჯ­ლი­სო დარ­ბა­ზის მშე­ნებ­ლო­ბაც, რო­მე­ლიც თვით დე­დო­ფალ ვიქ­ტო­რი­ას მოთხოვ­ნით აიგო. მი­სი სიგ­რ­ძე 36, ხო­ლო სი­გა­ნე 18 მეტ­რია. უზარ­მა­ზა­რი დარ­ბა­ზი დე­დო­ფალ­მა პირ­ვე­ლად 1856 წელს გა­მო­ი­ყე­ნა ყი­რი­მის ომის დას­რუ­ლე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვი მი­ღე­ბის დროს. უწინ­დე­ლი სა­ხე მხო­ლოდ ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლის სა­მე­ფო ბა­ღის­კენ გა­მა­ვალ­მა და­სავ­ლე­თის ფა­სად­მა შე­ი­ნარ­ჩუ­ნა.

ბუ­კინ­გემ­ში და­ი­ბა­და (1842 წელს) და აქ­ვე აღეს­რუ­ლა (1910 წელს) ვიქ­ტო­რი­ას ვა­ჟი და მემ­კ­ვიდ­რე ედუ­არდ VII. სწო­რედ მან გა­და­ა­კე­თა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად სა­სახ­ლის ინ­ტე­რი­ე­რი, რო­მელ­შიც მა­ნამ­დე უხ­ვად იყო ხე­ლოვ­ნუ­რი მარ­მა­რი­ლო და ვარ­დის­ფე­რი ლა­პი­სი (ა­ზოტ­მ­ჟა­ვა ვერ­ცხ­ლი). ედუ­არ­დ­მა ინ­ტე­რი­ე­რი ე.წ. Belle Epoque - ფრან­გულ სტილ­ში შეც­ვა­ლა, რო­მელ­შიც ჭარ­ბობს ღია და ოქ­როს­ფე­რი ტო­ნე­ბი. მომ­ც­რო აპარ­ტა­მენ­ტე­ბი კი ჩი­ნუ­რი სტი­ლის ავე­ჯით გა­აწყო.

სა­სახ­ლემ მომ­დევ­ნო რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცია 1913 წელს გა­ნი­ცა­და, რის შემ­დე­გაც მთა­ვა­რი უკ­ვე აღ­მო­სავ­ლე­თის ფა­სა­დი გახ­და. არ­ქი­ტექ­ტორ­მა ას­ტონ უებ­მა ეს ფა­სა­დი შე­და­რე­ბით გა­ა­მარ­ტი­ვა, მაგ­რამ სწო­რედ აღ­მო­სავ­ლე­თის ფა­სა­დია ყვე­ლა­ზე უკეთ ცნო­ბი­ლი ლონ­დო­ნე­ლე­ბი­სა და დე­და­ქა­ლა­ქის სტუმ­რე­ბის­თ­ვის. სწო­რედ აქ, ბრინ­ჯა­ო­სა და ჭე­დუ­რი რკი­ნის ღო­ბით შე­მორ­ტყ­მულ ეზო­ში ცვლი­ან სა­მე­ფო გვარ­დი­ე­ლე­ბი სა­პა­ტიო ყა­რა­ულს. ეს აპ­რი­ლი­დან აგ­ვის­ტოს ჩათ­ვ­ლით ყო­ველ­დღი­უ­რად, 11:30 სა­ათ­ზე ხდე­ბა, სხვა თვე­ებ­ში - დღე­გა­მოშ­ვე­ბით. სა­სახ­ლის დამ­ც­ვე­ლი სა­მე­ფო კა­რის დი­ვი­ზი­ო­ნი შედ­გე­ბა სა­მე­ფო ცხე­ნო­სა­ნი გვარ­დი­ე­ლე­ბის პოლ­კი­სა და ქვე­ი­თი გვარ­დი­ე­ლე­ბის­გან.


ქვე­და სარ­თუ­ლი შემ­კუ­ლია დო­რი­უ­ლი, ხო­ლო ზე­და სარ­თუ­ლი - კო­რინ­თუ­ლი ორ­დე­რის სვე­ტე­ბით. ფრონ­ტონ­ზე ორი­ვე მხრი­დან ალე­გო­რი­უ­ლი ფი­გუ­რე­ბია: მარ­ცხ­ნივ - ის­ტო­რი­ის, გე­ოგ­რა­ფი­ი­სა და ას­ტ­რო­ნო­მი­ი­სა, მარ­ჯ­ვ­ნივ - ფერ­წე­რის, მუ­სი­კი­სა და არ­ქი­ტექ­ტუ­რის. სა­სახ­ლის მთა­ვა­რი კორ­პუ­სის ცენ­ტ­რა­ლუ­რი ფრონ­ტო­ნი შემ­კუ­ლია ინ­გ­ლი­სის გერ­ბით, რომ­ლის თავ­ზეც დგას ნეპ­ტუ­ნის, ვაჭ­რო­ბი­სა და ზღვა­ოს­ნო­ბის ღვთა­ე­ბა­თა ფი­გუ­რე­ბი. ხო­ლო ფრი­ზის ბა­რე­ლი­ეფ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი ინ­გ­ლი­სუ­რი ვარ­დი, შოტ­ლან­დი­უ­რი ნარ­შა­ვი და ირ­ლან­დი­უ­რი სამ­ყუ­რა სა­მი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს სიმ­ბო­ლოა.

ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლის ში­და მოწყო­ბა მარ­თ­ლაც მე­ფუ­რია. სა­სახ­ლე­ში 775 ოთა­ხია, მათ­გან 19 სა­ხელ­მ­წი­ფო ოთა­ხია, 52 - სა­მე­ფო და მო­ნარ­ქ­თა სტუმ­რე­ბის, 188 - პერ­სო­ნა­ლის, 92 - ოფი­სე­ბის, 72 კი აბა­ზა­ნა. შე­სას­ვ­ლელს ანუ ვეს­ტი­ბი­ულს კა­რა­რის თეთ­რი მარ­მა­რი­ლოს 44 სვე­ტი მი­უყ­ვე­ბა, რო­მელ­თა კა­პი­ტე­ლი და ბა­ზა ოქ­რო­თია მო­ვა­რა­ყე­ბუ­ლი. უშუ­ა­ლოდ ვეს­ტი­ბი­უ­ლის კა­რი­დან იწყე­ბა ქან­და­კე­ბე­ბის გა­ლე­რე­აც, სა­დაც სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და გა­მო­ჩე­ნი­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო მოღ­ვა­წე­ე­ბის ბი­უს­ტე­ბია. დე­დოფ­ლის კო­ლექ­ცი­ა­ში რემ­ბ­რან­დ­ტის, რუ­ბენ­სი­სა და სხვა უდი­დეს მხატ­ვარ­თა ტი­ლო­ე­ბის გარ­და, შე­დის სევ­რის ფა­ი­ფუ­რი, ფრან­გუ­ლი და ინ­გ­ლი­სუ­რი ავე­ჯი. სა­სახ­ლე­ში არის სა­ცუ­რაო აუზი, ფოს­ტა და სა­კუ­თა­რი კი­ნო­თე­ატ­რი. აგ­ვის­ტო­სა და სექ­ტემ­ბერ­ში, რო­ცა დე­დო­ფა­ლი ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლეს ტო­ვებს, სა­დარ­ბა­ზო პა­ლა­ტე­ბი დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლე­ბის­თ­ვის იხ­ს­ნე­ბა.

კერ­ძო სა­მე­ფო პა­ლა­ტე­ბი სა­სახ­ლის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­შია, სა­პა­რა­დო დარ­ბა­ზებს კი მთა­ვა­რი კორ­პუ­სი უჭი­რავს, რომ­ლის ფა­სა­დი სენტ-ჯე­იმ­სის სა­სახ­ლის­კე­ნაა მიქ­ცე­უ­ლი. სა­სახ­ლის შე­ნო­ბებს 3 ჰა უჭი­რავს, მას ეკ­ვ­რის 17 ჰა კერ­ძო სა­მე­ფო ბა­ღი, რომ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც არის მომ­ც­რო ტბა პა­ტა­რა კუნ­ძუ­ლე­ბით, ხე­ლოვ­ნუ­რი ჩან­ჩ­ქე­რე­ბი და დე­დო­ფალ ვიქ­ტო­რი­ას მე­უღ­ლის, პრინც ალ­ბერ­ტის გეგ­მის მი­ხედ­ვით აგე­ბუ­ლი პა­ვი­ლი­ო­ნი. ამ­ჟა­მად ბაღ­ში ბი­ნად­რო­ბენ ულა­მა­ზე­სი ვარ­დის­ფე­რი ფლა­მინ­გო­ე­ბიც, რო­მელ­თა მყუდ­რო­ე­ბას ვერც რე­ზი­დენ­ცი­ის უამ­რა­ვი დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი არ­ღ­ვევს და ვერც ბა­ღის თავ­ზე მოტ­რი­ა­ლე სა­მე­ფო ვერ­ტ­მ­ფ­რე­ნე­ბი.


ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცე­რე­მო­ნი­ე­ბის, ბან­კე­ტე­ბი­სა და მი­ღე­ბე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი სა­პა­რა­დო დარ­ბა­ზე­ბი მი­ყო­ლე­ბით არის გან­ლა­გე­ბუ­ლი. მათ­გან ცენ­ტ­რა­ლუ­რია "მწვა­ნე სას­ტუმ­რო ოთა­ხი", რო­მე­ლიც ერთ დროს დე­დო­ფალ შარ­ლო­ტას სა­ლო­ნი გახ­ლ­დათ, შემ­დეგ კი მო­საც­დე­ლი დარ­ბა­ზი, რო­მელ­შიც მო­ნარ­ქ­თან შეს­ვ­ლის წინ დე­ლე­გა­ცი­ე­ბი იყ­რიდ­ნენ თავს. "მწვა­ნე სას­ტუმ­რო ოთახს" მოს­დევს სა­ტახ­ტო დარ­ბა­ზი, რომ­ლის გავ­ლით დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლე­ბი სუ­რა­თე­ბის გა­ლე­რე­ა­ში ხვდე­ბი­ან. ეს სა­სახ­ლის ყვე­ლა­ზე დი­დი დარ­ბა­ზია - სიგ­რ­ძე 50, სი­გა­ნით კი 8 მეტ­რი. 1914 წელს გა­ლე­რე­ის სა­ხუ­რავს რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცია გა­უ­კეთ­და - და­ე­მა­ტა ჭე­რი­დან გა­ნა­თე­ბის სის­ტე­მა, გა­ნახ­ლ­და ინ­ტე­რი­ე­რი. ოთხი ბუხ­რის­თ­ვის თეთ­რი მარ­მა­რი­ლოს­გან გე­ნი­ა­ლურ ხე­ლო­ვან­თა ბა­რე­ლი­ე­ფე­ბი გა­მო­ა­ქან­და­კეს - ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის, ტი­ცი­ა­ნის, ალ­ბ­რეხტ დი­უ­რე­რი­სა და ან­ტო­ნის ვან დე­ი­კის პორ­ტ­რე­ტე­ბი პრო­ფილ­ში.

დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლე­ბის­თ­ვის ასე­ვე ღიაა ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლის სა­პა­რა­დო სა­სა­დი­ლო, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე სა­პა­რა­დო პორ­ტ­რე­ტი­თაა დამ­შ­ვე­ნე­ბუ­ლი. წი­თე­ლი ხის­გან დამ­ზა­დე­ბულ სა­სა­დი­ლოს გრძელ მა­გი­დას­თან 600 კა­ცი ეტე­ვა. სა­სა­დი­ლოს ცენ­ტ­რ­ში, ბუხ­რის თავ­ზე და­კი­დე­ბუ­ლია მე­ფე ჯორჯ IV-ის უზარ­მა­ზა­რი, თით­ქ­მის 3 მეტ­რი სი­მაღ­ლის სა­ზე­ი­მო პორ­ტ­რე­ტი, სა­დაც ის სა­კო­რო­ნა­ციო სა­მო­სი­თაა გა­მო­სა­ხუ­ლი. პორ­ტ­რე­ტის აქეთ-იქით მი­სი მშობ­ლე­ბის - მე­ფე ჯორჯ III-ისა და დე­დო­ფალ შარ­ლო­ტას პორ­ტ­რე­ტე­ბია. სა­სახ­ლე­ში დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლე­ბის­თ­ვის სულ ბო­ლოს გა­იხ­ს­ნა "თეთ­რი სას­ტუმ­რო ოთა­ხი". ოთახ­ში თეთ­რით და ოქ­როს­ფ­რი­თაა გაწყო­ბი­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი დე­ტა­ლე­ბი, ავე­ჯი, შან­დ­ლე­ბი და დე­კო­რა­ტი­ულ-გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი.

რა­მაზ გურ­გე­ნი­ძე
ჟურნალი "ისტორიანი",#47
06 ივნისი 2019 12:32
ამ სასახლის გარშემო არსებული პარკი ღიაა მოქალაქეებისთვის,შედი და ისიამოვნე, საოცარი პარკია, ეს სასახლე რომ ჩვენთან იყოს ვინმე დაგვითმობდა ნეტა

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?