"სი­მარ­თ­ლის თქმა მიყ­ვარს... ეს ბევრს არ მოს­წონს. რა ვქნა, ასე­თი კა­ცი ვარ... რო­ცა ძა­ლი­ან მი­ჭირს, მა­ში­ნაც ვმუ­შა­ობ"
09-03-2019
"სი­მარ­თ­ლის თქმა მიყ­ვარს... ეს ბევრს არ მოს­წონს. რა ვქნა, ასე­თი კა­ცი ვარ... რო­ცა ძა­ლი­ან მი­ჭირს, მა­ში­ნაც ვმუ­შა­ობ"
ბიძინა კვერნაძეს მისთვის ხუმრობით ამინდის პროგნოზის კომპოზიტორი დაურქმევია... აბა, რა ხარ ასეთი სიმღერების ავტორიო: "ისევ წვიმს", "თოვლი, თოვლი, მდუმარება"... თანაც, მზე ხომ შენი მეგობარიაო...

მზე მართლაც მისი მეგობარია, რადგან ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებებში ყოველთვის არის სინათლე, სითბო - მუსიკის სულის შემძვრელი სხივები...
ზამთრის სუსხიან დღეს, აივნის ფანჯრებს მზის სხივები ანათებს. კომპოზიტორი კარგ განწყობაზეა, ხალისით მხვდება. გათბობაც არ ჩამირთავს, მზე ხომ ჩემი მეგობარიაო, - ამბობს ღიმილით. ვიწყებ ამბის მოსმენას, რომელიც სწორედ მისი
მზის ამოსვლიდან - მისი გარიჟრაჟიდან იწყება...

- მახ­სოვს, პა­ტა­რა­ო­ბი­სას, დე­დუ­ლეთ­ში ვი­ყა­ვი, გუ­რი­ა­ში, ლან­ჩხუ­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნიგ­ვ­ზი­ან­ში... გა­ვიღ­ვი­ძე... გა­რეთ გა­მო­ვე­დი ფეხ­შიშ­ვე­ლი და ეკა­ლი შე­მე­სო. მა­ინც ფეხ­შიშ­ველს მიყ­ვარ­და სირ­ბი­ლი... გუ­რი­ა­ში ხში­რად მი­წევ­და ყოფ­ნა. ახ­ლა რომ ვფიქ­რობ, ბავ­შ­ვი აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­უშ­ვა სო­ფელ­ში, რომ ნა­ხოს მთე­ბი, მდი­ნა­რე­ე­ბი... ახ­ლაც მახ­სოვს,
რო­გორ დავ­დი­ო­დით მდი­ნა­რე­ზე, ღორ­ჯო­ებს ვი­ჭერ­დით. საჭ­მე­ლი ბევ­რი არა­ფე­რი გვქონ­და: ჭა­დი, ყვე­ლი, კიტ­რი, პა­მი­დო­რი და ბევ­რი ხი­ლი!
თბი­ლის­ში, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის 49 ნო­მერ­ში ვცხოვ­რობ­დი, ეგ­რეთ წო­დე­ბულ კი­რიჩ­ნი­ზე...
ომი რომ და­იწყო, ჩვე­ნი მა­მე­ბი, ბი­ძე­ბი ფრონ­ტ­ზე წა­ვიდ­ნენ. ძა­ლი­ან ხელ­მოკ­ლედ ვცხოვ­რობ­დით. დე­და ერთ ნა­ტეხ შა­ქარს მომ­ცემ­და, მე კი შუ­ა­ზე გავ­ყოფ­დი. ჭა­მე, ნუ დარ­დობ, კი­დევ გვექ­ნე­ბაო, მე­უბ­ნე­ბო­და. მე კი მე­ში­ნო­და, ხვალ რომ ვე­ღარ ვი­შო­ვოთ-მეთ­ქი...

1945 წელს ჩემ­მა მე­ზო­ბელ­მა, რო­მე­ლიც VI სა­მუ­სი­კო სკო­ლის სას­წავ­ლო ნა­წი­ლის გამ­გე იყო, შე­მომ­თა­ვა­ზა, ვი­ო­ლი­ნო­ზე მეს­წავ­ლა, რად­გან ფორ­ტე­პი­ა­ნო ჩვენ არ გვქონ­და. უარი ვუთხა­რი. მა­შინ მა­მა­ზე არა­ფე­რი ვი­ცო­დი, და­კარ­გუ­ლი იყო. ისე­თი მძი­მე გან­წყო­ბა გვქონ­და ოჯახ­ში, რომ მუ­სი­კა­ზე ნამ­დ­ვი­ლად ვერ ვივ­ლი­დი!
1946 წლის 13 იან­ვა­რია. დე­და მუ­შა­ობ­და, მე დე­ი­დას­თან ვი­ყა­ვი ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე. ერ­თად უნ­და შევ­ხ­ვედ­რო­დით ახალ წელს. ჩვენს ეზო­ში ცხოვ­რობ­და ოლ­ღა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი-კი­ლა­ძი­სა, რო­მე­ლიც დე­და­ჩე­მის დე­ი­და იყო. სწო­რედ მან წა­იყ­ვა­ნა დე­და ქუ­თა­ის­ში და წმინ­და ნი­ნოს გიმ­ნა­ზია და­ამ­თავ­რე­ბი­ნა.

ვაჟა აზარაშვილი და ნათია აზარაშვილი

ჩვენ­თან, ეზო­ში მი­სუ­ლა მა­მას ბი­ძაშ­ვი­ლი გა­ი­ა­ნე, ამ­ბა­ვი მაქვს შა­ლი­კოს­გა­ნო. და­ეხ­ვივ­ნენ ნა­თე­სა­ვე­ბი, რა ამ­ბა­ვიო. წე­რი­ლი შინ დავ­ტო­ვე, სა­ღა­მოს მო­ვალ და მო­ვი­ტა­ნო. სა­ღა­მოს მო­ვი­და. ყვე­ლა შე­ი­ყა­რა, სად არის წე­რი­ლიო... წე­რი­ლი არა და შალ­ვა არის ჩემ­თან ში­ნო. დე­დამ იფიქ­რა, ან ხე­ლი არა აქვს, ან ფე­ხიო... ყვე­ლა და­ვი­ძა­რით ფი­როს­მა­ნის ქუ­ჩის­კენ, გა­ი­ა­ნეს სახ­ლის­კენ. რომ ამიტყ­და ტი­რი­ლი, ვერ გავ­ჩერ­დი. თურ­მე მა­მა იმი­ტომ არ მო­ვი­და შინ, რომ იფიქ­რა, იქ­ნებ გათხოვ­და ჩე­მი მე­უღ­ლე, უხერ­ხულ დღე­ში არ ჩა­ვაგ­დოო...

მი­სი ტან­ჯ­ვა ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. კარ­გა ხანს აკითხავ­დ­ნენ ღა­მით და მიჰ­ყავ­დათ და­კითხ­ვა­ზე... არა­სა­ი­მე­დოდ ით­ვ­ლე­ბო­და. მა­შინ ბო­ლომ­დე არც მეს­მო­და, რა ხდე­ბო­და.

მუ­სი­კის ნი­ჭი რომ მქო­ნო­და, ამი­სი დი­დი ალ­ბა­თო­ბა იყო. ჩვე­ნი ოჯა­ხი გა­მო­ირ­ჩე­ო­და ამ ნი­ჭით. მა­მა­ჩე­მი კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში სწავ­ლობ­და, კარ­გი ბას­ბა­რი­ტო­ნი ჰქონ­და... დე­დის მხრი­დან ბი­ძა ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბის გუნ­დ­ში მღე­რო­და, ბა­ბუა ჩონ­გურ­ზე უკ­რავ­და.
მე­ო­რე წელს წა­ვე­დი მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში. მეც დამ­ცი­ნოდ­ნენ სკრი­პაჩ-ტრი­პა­ჩო... მაგ­რამ გულ­თან დი­დად არ მიმ­ქონ­და.

IV კლას­ში ვი­ყა­ვი, პირ­ვე­ლად რომ ჩა­მო­ყა­ლიბ­და სი­მე­ბი­ა­ნი საკ­რა­ვე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მუ­სი­კო სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­თა ორ­კეს­ტ­რი. იქ ჩე­მი პარ­ტია მქონ­და. პო­ლი­ფო­ნია რომ მო­ვის­მი­ნე, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. მა­შინ გა­დავ­წყ­ვი­ტე, რომ არა­სო­დეს მი­ვა­ტო­ვებ­დი მუ­სი­კას.
თა­ვი­დან სკო­ლა­ში კარ­გად ვსწავ­ლობ­დი, მაგ­რამ მე­რე მუ­სი­კა­ში რომ და­ვიწყე სე­რი­ო­ზუ­ლად მე­ცა­დი­ნე­ო­ბა, სხვა საგ­ნებს თა­ვი მი­ვა­ნე­ბე. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­თე­მა­ტი­კას არ ვსწავ­ლობ­დი. დი­რექ­ტო­რი იყო ალი­ო­შა ცინ­ცა­ძე. ის ამ­ბობ­და, და­ა­ნე­ბეთ ამ კაცს თა­ვი, არ უნ­და ეს თქვე­ნი მა­თე­მა­ტი­კაო... მე­რე, რო­ცა ჩე­მი ფირ­ფი­ტა გა­მო­ვი­და, ვა­ჩუ­ქე წარ­წე­რით - ლე­გენ­და­რულ ადა­მი­ანს-მეთ­ქი!

ვაჟა აზარაშვილი (პირველ რიგში მარცხნიდან პირველი) კლასელებთან ერთად. 1949 წ.

ფეხ­ბურ­თი ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. ერთ წე­ლი­წადს მე­ო­რე ცვლა­ში ვი­ყა­ვი, სკო­ლა­ში შუ­ადღი­სას მივ­დი­ო­დი. მახ­სოვს, ფეხ­ბურ­თის მატ­ჩი იყო. რო­გორ გინ­და, არ წახ­ვი­დე! არა­და, გაკ­ვე­თი­ლე­ბი­დან ვინ გა­მიშ­ვებ­და... მე­გო­ბარ­მა მას­წავ­ლა, შუბ­ლი და­ი­ზი­ლე მაგ­რად, გა­გი­ხურ­დე­ბა, მე­რე მას­წავ­ლე­ბელს უთხა­რი, რომ სიცხე გაქვს და გა­გიშ­ვე­ბე­ნო. მარ­თ­ლაც ასე მო­ვი­ქე­ცი და გა­მიშ­ვეს. მე­ო­რედ და­ხუ­რუ­ლი კონ­ცერ­ტი მქონ­და, არა­და ისევ ფეხ­ბურ­თის მატ­ჩი იყო. ავ­დე­ქი და გა­ვაც­დი­ნე კონ­ცერ­ტი.
ფეხ­ბურ­თი ჩე­მი დი­დი გა­ტა­ცე­ბა იყო. ერ­თი ცოდ­ვა უნ­და გა­გიმ­ხი­ლოთ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ერ­თხელ მა­მი­დამ წა­მიყ­ვა­ნა წი­თელ­წყა­რო­ში. ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ვნა­ხე ჟურ­ნა­ლი "სო­ვეტ­ს­კი სპორ­ტი". სო­ლო­ვი­ო­ვის კარ­გი შარ­ჟი იყო და­ბეჭ­დი­ლი. სად ვი­შო­ვე "ბრიტ­ვა", არ ვი­ცი, ამოვ­ჭე­რი ეს შარ­ჟი, სიჩ­ქა­რე­ში ხე­ლიც გა­ვი­ჭე­რი და ის ჟურ­ნა­ლი სის­ხ­ლით დავ­ს­ვა­რე. ასე რომ, ახ­ლა ჩე­მი სის­ხ­ლი ინა­ხე­ბა ალ­ბათ იმ ჟურ­ნალ­თან ერ­თად. "დი­ნა­მო­ზე" სიმ­ღე­რა ტყუ­ი­ლად კი არ დავ­წე­რე... ვმე­გობ­რობ ბევრ ფეხ­ბურ­თელ­თან...

მუ­სი­კის სწავ­ლა ტექ­ნი­კუმ­ში გან­ვაგ­რ­ძე. მე და ნუგ­ზარ ვა­წა­ძე შე­ვე­დით დი­რექ­ტორ­თან - ქსე­ნია ჯი­ქი­ას­თან. ვუთხა­რით, მუ­სი­კას ვწერთ-მეთ­ქი. ყუ­რადღე­ბა მოგ­ვაქ­ცია, მო­იწ­ვია ალექ­სან­დ­რე შა­ვერ­ზაშ­ვი­ლი. დი­დად არ გვა­ქებ­და. თუ გვეტყო­და, ცუ­დი არ არი­სო, ვი­ცო­დით, რომ კარ­გი იყო. ერთ დღე­საც, მე­სა­მე კურ­ს­ზე, გა­მოგ­ვიცხა­და, კონ­ცერ­ტი უნ­და გა­მარ­თოთ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დიდ დარ­ბაზ­შიო. გაგ­ვიკ­ვირ­და... წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა ამ კონ­ცერ­ტ­მა. ბის­ზე გა­ი­მე­ო­რეს "რა კარ­გი ხარ, რა კარ­გი".
მე­ო­რე კურ­ს­ზე ვი­ყა­ვი, რო­ცა კომ­პო­ზი­ტორ­თა კავ­შირ­ში გა­მოცხად­და და­ხუ­რუ­ლი კონ­კურ­სი რო­მან­სებ­ში. წარ­ვად­გი­ნე "მად­ლი შენს გამ­ჩენს", "მძი­ნა­რე ქა­ლი" და "ღა­მე მთა­ში".

V კურ­ს­ზე სა­დიპ­ლო­მო ნა­მუ­შე­ვა­რი რომ უნ­და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, დმიტ­რი შოს­ტა­კო­ვი­ჩი და­ეს­წ­რო მოს­მე­ნას. მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ით ას­პი­რან­ტუ­რა­ში ჩა­ვა­ბა­რე... იონა ტუს­კი­ას კლას­ში ვი­ყა­ვი.
13 რიცხ­ვი ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია ჩემ­თ­ვის. 1936 წლის 13 ივ­ლისს და­ვი­ბა­დე. ჩე­მი ქა­ლიშ­ვი­ლი 13 ივ­ნისს და­ი­ბა­და. 1971 წელს 13 მა­ისს ელ­დარ ისა­კა­ძემ რომ და­უკ­რა ჩე­მი ჩე­ლოს კონ­ცერ­ტი, მა­შინ და­იწყო ჩე­მი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აღ­მავ­ლო­ბა. ეს­წ­რე­ბოდ­ნენ დმიტ­რი შოს­ტა­კო­ვი­ჩი, არამ ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნი, სულ­ხან ცინ­ცა­ძე, ოთარ თაქ­თა­ქიშ­ვი­ლი... ჩვე­ნებ­მა რომ "ა­რა­რატს" მო­უ­გეს 1976 წელს, დავ­წე­რე "დი­ნა­მო". 13 მა­ისს, 1981 წელს დი­უ­სელ­დორ­ფ­ში ევ­რო­პის თა­სი მო­ვი­პო­ვეთ. ამ სიმ­ღე­რას მღე­რო­და მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო.
მო­რის ფოცხიშ­ვი­ლი­სა და პეტ­რე ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­ს­კის ლექ­სებ­ზე ბევ­რი სიმ­ღე­რა მაქვს და­წე­რი­ლი. მო­რის­თან რომ და­ვუკ­რავ­დი, მე­ო­რე დაკ­ვ­რი­სას უკ­ვე მო­ძებ­ნი­ლი ჰქონ­და ტექ­ს­ტი სიმ­ღე­რის­თ­ვის. პეტ­რე ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­ს­კი უფ­რო ბევ­რ­ჯერ მაკ­ვ­რე­ვი­ნებ­და: იუზ­გარ, ერ­თხე­ლაც და­უ­კა­რი, რა! - მეტყო­და...
ორი­ვე დი­დოს­ტა­ტი იყო!

ერ­თხელ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რომ გა­მო­აცხა­და კონ­კურ­სი სიმ­ღე­რებ­ზე... ძა­ლი­ან მჭირ­დე­ბო­და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სახ­ს­რე­ბი და გა­დავ­წყ­ვი­ტე და­მე­წე­რა სიმ­ღე­რა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ავ­ტო­ინ­ს­პექ­ცი­ა­ზე. ტექ­ს­ტის­თ­ვის პეტ­რეს მი­ვა­კითხე.
- ბი­ჭო, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მა­გათ ვა­გი­ნებ და ახ­ლა სიმ­ღე­რის ტექ­ს­ტი რო­გორ დავ­წე­როო... რა­ღაც­ნა­ი­რად და­წე­რა მა­ნაც და მეც... მი­ვი­ღეთ პრე­მია. რო­ცა თა­ვი­სი ნა­წი­ლი მი­ვუ­ტა­ნე, და­ვა­ყო­ლე, ახ­ლა ხომ კარ­გია გაი-მეთ­ქი. ხომ უნ­და გვეცხოვ­რა, რა გვექ­ნა.
მახ­სოვს, დე­ი­და­ჩე­მი ებ­რა­ე­ლე­ბის უბან­ში რომ ცხოვ­რობ­და, რო­გორ ჩა­მო­ივ­ლიდ­ნენ კინ­ტო­ე­ბი... ეზო­ში რო­გორ ჩა­მო­ივ­ლი­და მე­არ­ღ­ნე. ამ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბით დავ­წე­რე "კინ­ტო", "არ­ღა­ნი", "ი­სა­ნი"...

ვაჟა აზარაშვილი სიმებიანი კვარტეტის წევრებს შორის

"ბან­ტი­ა­ნი გი­ტა­რა" იცით რო­გორ დავ­წე­რე? მოს­კოვ­ში იყო კა­მე­რუ­ლი მუ­სი­კის კონ­ცერ­ტი, სა­მი ავ­ტო­რი ვი­ყა­ვით სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან. სრულ­დე­ბო­და ცინ­ცა­ძის "პრე­ლუ­დი­ე­ბი", რომ­ლებ­საც ნა­ტა­ლია შა­ხოვ­ს­კაია ას­რულ­დებ­და, სულ­ხან ნა­სი­ძის "მე­სა­მე კვარ­ტე­ტი" და ჩე­მი ვო­კა­ლუ­რი ციკ­ლი შო­თა ნიშ­ნი­ა­ნი­ძის ლექ­სებ­ზე. ას­რუ­ლებ­დ­ნენ თა­მაზ ლა­ფე­რაშ­ვი­ლი და მე­დეა ფა­ნი­აშ­ვი­ლი.
კონ­ცერ­ტის შემ­დეგ შა­ხოვ­ს­კა­ი­ამ ყვე­ლა­ნი თა­ვის­თან დაგ­ვ­პა­ტი­ჟა. იქ­ვე ცხოვ­რობ­და, სა­დაც კომ­პო­ზი­ტორ­თა კავ­ში­რის დარ­ბა­ზი იყო. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ღა­მო იყო. მე­დე­ამ და­უკ­რა პა­რო­დი­ე­ბი, მეც ვხუმ­რობ­დი, სხვე­ბიც... ჩვენ­მა კვარ­ტეტ­მა ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი აიღო და ოთარ ჩუ­ბი­ნიშ­ვილ­მა ჩე­ლო და­უკ­რა, რო­გორც გი­ტა­რა... წლე­ბი რომ გა­ვი­და, ეს გა­მახ­სენ­და და დავ­წე­რე "ბან­ტი­ა­ნი გი­ტა­რა".

1969 წელს მუ­სი­კა­ლუ­რი კო­მე­დი­ის თე­ატ­რ­ში და­იდ­გა ჩე­მი ოპე­რე­ტა "მეცხ­რე ტალ­ღა". ცო­ტა ლიბ­რე­ტო იყო სუს­ტი - რე­ვო­ლუ­ცი­ა­ზე, მაგ­რამ მუ­სი­კა იმ­დე­ნად მო­ე­წო­ნა მოს­კო­ვის ოპე­რე­ტის თე­ატ­რის მთა­ვარ რე­ჟი­სორს, მა­ინც წა­ი­ღეს გას­ტ­რო­ლებ­ზე. სწო­რედ მა­შინ მოხ­და ასე­თი რამ: მე და მსა­ხი­ო­ბი ნო­დარ პი­პი­ნაშ­ვი­ლი, გო­გა პი­პი­ნაშ­ვი­ლის მა­მა, წა­ვე­დით ბი­ძა­მის­თან ევ­პა­ტო­რი­ა­ში, წი­თე­ლი "ზა­პო­რო­ჟე­ცით". წა­ვი­ღეთ ღვი­ნო... კი­დევ ერ­თი ამ­ხა­ნა­გი გვახ­ლ­და. გაჩ­ნ­და ქო­ლე­რა, აბა, ბი­ჭე­ბო, ვიდ­რე კა­რან­ტი­ნი და­იწყე­ბა, გა­ვას­წ­როთ-მეთ­ქი... წა­მო­ვე­დით. მოვ­დი­ვართ რამ­დე­ნი­მე დღე. ჩვე­ნი მას­პინ­ძ­ლის ნამ­ღე­რი ქა­ლა­ქუ­რი სიმ­ღე­რე­ბი სულ ყურ­ში მაქვს. დავ­წე­რე მე­ლო­დია ამ გან­წყო­ბით... ჩა­მო­ვე­დით თბი­ლის­ში.

(მარცხნიდან) შოთა მილორავა, გოგი ცაბაძე, ალექსანდრე შავერზაშვილი და ვაჟა აზარაშვილი. ბორჯომი, კომპოზიტორთა სახლი, 1986 წ.

ამ დროს "ო­რე­რა" ახალ პროგ­რა­მას ამ­ზა­დებ­და. ამ მე­ლო­დი­ით წა­ვე­დით პეტ­რე ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­ს­კის­თან შინ მე, ნა­ნი ბრეგ­ვა­ძე და რო­ბერტ ბარ­ძი­მაშ­ვი­ლი. ცო­ტა აღ­მო­სავ­ლუ­რი სიმ­ღე­რა იქ­ნე­ბა და მო­დი, სუ­ჟე­ტი ასე მო­ვი­ფიქ­რო­თო: ვი­თომ ნა­ნი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი გო­გოა და ქარ­თ­ვე­ლი ბი­ჭე­ბი უმ­ღე­რი­ა­ნო... ასე, მან­ქა­ნა­ში და­წე­რი­ლი გახ­ლავთ "სიმ­ღე­რაა მთე­ლი ჩე­მი ქო­ნე­ბა".
ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თ­ლა შემ­ს­რუ­ლებ­ლებ­ში. ნა­ნი ბრეგ­ვა­ძე ჩე­მი კურ­სე­ლი იყო. ის ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე სწავ­ლობ­და. ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი და თავ­მ­და­ბა­ლი იყო ყო­ველ­თ­ვის. რო­გო­რი პო­პუ­ლა­რუ­ლი ქა­ლია და რა თავ­და­ჭე­რი­ლი და უბ­რა­ლოა... მის­თ­ვის ძა­ლი­ან ბევ­რი სიმ­ღე­რა დავ­წე­რე.

ერ­თი სიმ­ღე­რაც მინ­და ვახ­სე­ნო, რო­მელ­საც ვმა­ლავ­დი... 1984 წელს გრი­შა ქსოვ­რელ­მა მთხო­ვა და­მე­წე­რა სიმ­ღე­რა მი­სი ან­სამ­ბ­ლის­თ­ვის. დავ­წე­რე "ქსოვ­რე­ლე­ბი მღე­რი­ან". ეს სიმ­ღე­რა არც ერთ ალ­ბომ­ში არ შე­მი­ტა­ნია, ვფიქ­რობ­დი, არ ღირ­და ამად... თურ­მე სულ ტყუ­ი­ლად! ხალ­ხ­მა ძა­ლი­ან შე­იყ­ვა­რა...
ლხი­ნი და დროს­ტა­რე­ბა არ და­მიკ­ლია. მაგ­რამ მქონ­და ორი პუნ­ქ­ტი: ყო­ველ­დღე 9-დან 2 სა­ა­თამ­დე ვმუ­შა­ობ­დი. მე­რე, თუ ლექ­ცია არ მქონ­და, გა­დავ­დი­ო­დი მე­ო­რე პუნ­ქ­ტ­ზე - მე­გობ­რებ­თან ქე­იფ­ზე... რომ შემ­ხ­ვ­დე­ბოდ­ნენ ბი­ჭე­ბი, ვკითხავ­დი: აბა, რო­მელ პუნ­ქ­ტ­ზე ხართ-მეთ­ქი. მე­ო­რე­ზეო, თუ მეტყოდ­ნენ დი­ლი­დან, ვე­უბ­ნე­ბო­დი, ეგ­რე არ შე­იძ­ლე­ბა, ჯერ პირ­ვე­ლი პუნ­ქ­ტი უნ­და შე­ას­რუ­ლოთ-მეთ­ქი.


ძა­ლი­ან და­ვიტ­ვირ­თე ის 11 წე­ლი, რო­ცა ვი­ყა­ვი კომ­პო­ზი­ტორ­თა კავ­ში­რის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე. მა­ინც ვა­ხერ­ხებ­დი წე­რას, მუ­შა­ო­ბას. რა­ღაც ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კა­ცი ვარ. რა­დი­ო­ში სულ უკ­ვირ­დათ, რო­გო­რი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი მქონ­და კა­ტა­ლო­გი: ვინ ას­რუ­ლებს, რამ­დე­ნი წუ­თი მი­დის ჩე­მი ნა­წარ­მო­ე­ბი...

გე­მახ­სოვ­რე­ბათ, მქონ­და გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი კონ­ფ­ლიქ­ტი ბორ­ჯო­მის კომ­პო­ზი­ტორ­თა სახ­ლის გა­მო. მე სი­მარ­თ­ლის თქმა მიყ­ვარს... ეს ბევრს არ მოს­წონს. რა ვქნა. ვი­ცი ხოლ­მე თქმა, ონ­კან­ში წყა­ლი მო­დის და და­ლი­ონ-მეთ­ქი.
ასე­თი კა­ცი ვარ. რო­ცა ძა­ლი­ან მი­ჭირს, მა­ში­ნაც ვმუ­შა­ობ. მა­მა 56 წლი­სა გარ­და­იც­ვა­ლა. მა­შინ დავ­წე­რე "ჩე­ლოს კონ­ცერ­ტი"... და­ტი­რე­ბაა ისე­თი, ახ­ლაც რომ მო­ვუს­მი­ნო ელ­დარ ისა­კა­ძის შეს­რუ­ლე­ბულს, ცრემ­ლი წა­მო­მი­ვა. ხში­რად მახ­სენ­დე­ბა დე­და... ერ­თხელ ბა­თუმ­ში მივ­დი­ო­დით. გზად ჩემს დის­კებს ვუს­მენ­დით. სწო­რედ დე­და­ჩე­მის სო­ფელს რომ მი­ვუ­ახ­ლოვ­დით, მა­შინ და­იწყო ჩე­მი სიმ­ღე­რა "დე­და­ზე". თით­ქოს სა­გან­გე­ბოდ... გა­და­ვი­რიე კა­ცი!
ცხოვ­რე­ბა სა­ო­ცა­რი რამ არის. ხან გგო­ნია, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რამ და­წე­რე და... არა­ფე­რი... ზოგ­ჯერ კი სულ რომ არ ფიქ­რობ, უცებ პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა სიმ­ღე­რა. გა­აჩ­ნია, ვის ჩა­უ­ვარ­დე­ბა ხელ­ში და რო­გო­რი არან­ჟი­რე­ბაა...

წლე­ბი კი გა­დის. ჩე­მი საქ­მე მიყ­ვარ­და და ახ­ლაც მიყ­ვარს. გა­ი­ხე­დავ და გა­გიკ­ვირ­დე­ბა, ამ­დე­ნი წე­ლი რო­გორ გა­ვი­და, რო­გორ გა­მე­პა­რაო... სულ ვმუ­შა­ობ­დი, საქ­მეს ვა­კე­თებ­დი! ასე გა­ვი­და დრო, გავ­ხ­დი ბა­ბუა... ახ­ლა ჩემს ქა­ლიშ­ვილს ორი შვი­ლი ჰყავს... შვი­ლიშ­ვი­ლებს შევ­ხა­რი...

ლე­ლა ჯი­ყაშ­ვი­ლი
ჟურნალი "ისტორიანი",#47
ქართველი
22 მარტი 2019 16:52
გაიხარე ბატონო ვაჟა, დიდხანს იცოცხლეთ! გურულების სისხლი მაინც თავისას შვრება.
temuri
19 მარტი 2019 15:50
ბატონო ვაჟა დიდ ხანს სიცოცხლეს გისურვებთ, ძალზედ კარგი ადამიანი ბრძანდებით, ისედაც დიდ პატივსა გცემდით მაგრამ ნათია რომ გავიცანით მის შემდეგ კიდევ უფრო მეტს, მას ჩემ შვილზე დიდი ამაგი აქვს!
gg
09 მარტი 2019 22:08
დიდხანს იცოცხლე, კარგო კაცო ყველაფერში.

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?