თბილისის ამირას "არაბული ზაფხული" - როგორ მოხვდა ბუღა თურქის მიერ ამირა ისჰაკ იბნ ისმაილის სიკვდილით დასჯა ისლამურ "ათასწლეულის ისტორიაში"
27-02-2019
თბილისის ამირას "არაბული ზაფხული" - როგორ მოხვდა ბუღა თურქის მიერ ამირა ისჰაკ იბნ ისმაილის სიკვდილით დასჯა ისლამურ "ათასწლეულის ისტორიაში"
853 წლის აგვისტოს დამდეგი იყო. თბილისის სანახებს მიუახლოვდა აბასიანთა სახალიფოს ლაშქარი ხალიფა მუთავაქილის (847-861) თურქული გვარდიის სარდლის, ბუღა უფროსის, იმავე ბუღა თურქის მეთაურობით. სამიზნე იყო თბილისის ამირა, ისჰაკ იბნ ისმაილი, რომელსაც ქართველები სააკ ისმაელის ძედ უხმობდნენ.

X საუკუნის არაბი ისტორიკოსი და გეოგრაფი ალ-მასუდი წერდა: "და იყო თბილისში კაცი, სახელად ისჰაკ იბნ ისმაილი, რომელიც მასთან მყოფი მუსლიმების დახმარებით ბატონობდა მეზობელ ხალხებზე. ისინი ემორჩილებოდნენ მას და უხდიდნენ სულად გადასახადს - ჯიზიას".

35
წლით ად­რე ის­ჰაკ­მა, ხა­ლი­ფას ნე­ბარ­თ­ვის გა­რე­შე, მი­ი­ტა­ცა თბი­ლი­სი და გახ­და უზურ­პა­ტო­რი, არა­ბუ­ლად - მუ­თა­ღა­ლი­ბი. ნი­ჭი­ე­რი და ენერ­გი­უ­ლი იყო ამი­რა. კა­ხეთ­ში წა­ნა­რე­ბი ერ­თ­გულ მო­კავ­ში­რე­ე­ბად ჰყავ­და, ხო­ლო ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თი­დან, და­ღეს­ტან­ში ზურგს უმაგ­რებ­და სა­რირ­თა სა­მე­ფოს მბრძა­ნე­ბე­ლი, რომ­ლის ქა­ლიშ­ვი­ლიც ცო­ლად შე­ირ­თო. მი­სი ავ­ტო­რი­ტე­ტი გა­ი­ზარ­და მას შემ­დეგ, რაც ვა­ნან­დ­ში - ყარ­სის
რა­ი­ონ­ში, სო­ფელ კან­ჭ­კა­ქარ­თან და­ა­მარ­ცხა და უკუ­აგ­დო ბი­ზან­ტი­ელ­თა ლაშ­ქა­რი.

ინდოეთის დიდ მოგოლთა სახელმწიფოს იმპერატორი აქბარი (მხატვარი მანოსარი, მოგოლთა სკოლის წარმომადგენელი)

ის­ლა­მურ სამ­ყა­რო­ში ის­ჰა­კი პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და 842 წლი­დან, რო­ცა თბი­ლი­სი გა­ი­ა­რა და იქ შე­ჩერ­და სა­ლამ თარ­ჯუ­მა­ნი. ხა­ლი­ფა ვა­სიკს (842-847) ესიზ­მ­რა, რომ სადღაც შორს, ჩრდი­ლო­ეთ­ში, ალექ­სან­დ­რე მა­კე­დო­ნე­ლის მი­ერ აშე­ნე­ბუ­ლი მძლავ­რი ზღუ­დე გა­ან­გ­რი­ეს ზღაპ­რულ­მა არ­სე­ბებ­მა გოგ­მა და მა­გოგ­მა, რო­მელ­თაც შე­ეძ­ლოთ დი­დი უბე­დუ­რე­ბა მო­ე­ტა­ნათ ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის. ეს ზღუ­დე, რო­გორც მკვლევ­რებ­მა გა­არ­კ­ვი­ეს, ჩი­ნე­თის დი­დი კე­დე­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. შეშ­ფო­თე­ბულ­მა ვა­სიკ­მა ამ ამ­ბის და­სა­ზუს­ტებ­ლად ზაფხულ­ში წარ­გ­ზავ­ნა ექ­ს­პე­დი­ცია სა­ლამ თარ­ჯუ­მა­ნის (თარ­ჯიმ­ნის, მთარ­გ­მ­ნე­ლის) ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით. ის პო­ლიგ­ლო­ტი იყო და 30 ენა მა­ინც იცო­და.

ხა­ლი­ფამ სა­ლამს რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­გ­ზავ­რი გა­ა­ყო­ლა და სამ­გ­ზავ­როდ საკ­მაო ფუ­ლიც გა­დას­ცა. სა­ლა­მი სა­მა­რა­დან - სა­ხა­ლი­ფოს იმ­დ­რო­ინ­დე­ლი დე­და­ქა­ლა­ქი­დან - და­ად­გა გზას და რო­ცა 410 კი­ლო­მეტ­რი გა­ი­ა­რა, თბი­ლის­ში შე­ვი­და. მან ის­ჰაკს გა­დას­ცა ვა­სი­კის სა­რე­კო­მენ­და­ციო ბა­რა­თი, რო­მელ­შიც ხა­ლი­ფა ამი­რას­გან ითხოვ­და, დახ­მა­რე­ბა აღ­მო­ე­ჩი­ნა მის­თ­ვის. ის­ჰაკ­მა, თა­ვის მხრივ, ასე­თი­ვე ბა­რა­თე­ბით მო­ა­მა­რა­გა სა­ლა­მი, რო­მე­ლიც და­ღეს­ტ­ნი­დან ხა­ზა­რეთ­ში გა­და­ვი­და. 16 თვის შემ­დეგ მან მი­აღ­წია ჩი­ნე­თის დიდ კე­დელს და რო­ცა დარ­წ­მუნ­და, რომ გო­გი­სა და მა­გო­გის სა­შიშ­რო­ე­ბა კა­ცობ­რი­ო­ბას არ ემუქ­რე­ბო­და, მშვი­დო­ბი­ა­ნად დაბ­რუნ­და სა­მა­რა­ში. ამის შე­სა­ხებ, თა­ვად სა­ლამ თარ­ჯუ­მა­ნის­გან მოგ­ვითხ­რო ცნო­ბილ­მა არაბ­მა გე­ოგ­რაფ­მა იბნ ხორ­დად­ბეჰ­მა. ამ ამ­ბავს შემ­დეგ სხვა არა­ბი ავ­ტო­რე­ბიც იმე­ო­რებ­დ­ნენ.

წარ­მა­ტე­ბებ­მა გა­ა­თა­მა­მეს ის­ჰა­კი. მან არაბ­თა დი­დი პრო­ვინ­ცი­ის, არ­მი­ნი­ის მფლო­ბე­ლის (სა­ჰიბ) ტი­ტუ­ლი მი­ი­ღო (ან მი­ით­ვი­სა). მე­ზო­ბელ ხალ­ხებ­ზე მბრძა­ნებ­ლო­ბა გა­უტ­კ­ბა, მათ­გან შე­მო­სუ­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის მი­ტა­ცე­ბაც და­იწყო და სა­ხა­ლი­ფო ხა­ზი­ნა­ში აღა­რა­ფერს გზავ­ნი­და. ეს იყო და­ნა­შა­უ­ლი, რის პა­ტი­ე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბო­და. ამი­ტომ ხა­ლი­ფე­ბი მის წი­ნა­აღ­მ­დეგ დამ­ს­ჯელ ექ­ს­პე­დი­ცი­ებს გზავ­ნიდ­ნენ, მაგ­რამ შე­უ­პო­ვა­რი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბი­თა და დიპ­ლო­მა­ტი­ით ის­ჰა­კი ახერ­ხებ­და ამი­რას ტახ­ტის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას.

აბულ-ლ ფაზლი ფადიშაჰ აქბარს გადასცემს წიგნს

ასე გაგ­რ­ძელ­და მა­ნამ­დე, ვიდ­რე ხა­ლი­ფა მუ­თა­ვა­ქილ­მა მის წი­ნა­აღ­მ­დეგ არ გაგ­ზავ­ნა ბუ­ღა თურ­ქი. 80 წელს იყო მი­ტა­ნე­ბული სა­ხა­ლი­ფოს მთა­ვარ­სარ­და­ლი. დი­დი ცოდ­ნი­თა და გა­ნათ­ლე­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და, მაგ­რამ ჰქონ­და სამ­ხედ­რო ნი­ჭი, ომებ­ში თა­ვი გა­მო­ე­ჩი­ნა და სი­მა­მა­ცით იყო გან­თ­ქ­მუ­ლი. მო­ნა­წი­ლე­ობ­და არა­ერთ სამ­ხედ­რო ექ­ს­პე­დი­ცი­ა­ში, ებ­რ­ძო­და აჯან­ყე­ბულ ხუ­რა­მი­ტებს აზერ­ბა­ი­ჯან­ში, ხა­ლი­ფას და­უ­მორ­ჩი­ლა ჰი­ჯა­ზი და გან­მ­დ­გა­რი წმინ­და ქა­ლა­ქე­ბი - მე­ქა და მე­დი­ნა, ებ­რ­ძო­და ბი­ზან­ტი­ე­ლებს. ცნო­ბი­ლი არა­ბი ის­ტო­რი­კო­სი ას-სა­ფა­დი წერ­და, რომ "ბუ­ღა მო­ნა­წი­ლე­ობ­და მრა­ვალ შე­ტა­კე­ბა­სა და ომ­ში, თა­ვა­დაც ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და ბრძო­ლებს. მაგ­რამ ერ­თხე­ლაც არ აუს­ხამს აბ­ჯა­რი და ერ­თი ჭრი­ლო­ბაც კი არ მი­უ­ღია ბრძო­ლებ­ში". მა­ნამ­დე, 852 წელს ბუ­ღამ სი­სას­ტი­კით ჩა­ახ­შო ხა­ლი­ფას წი­ნა­აღ­მ­დეგ სომ­ხე­ბის აჯან­ყე­ბა, მო­ა­ოხ­რა სა­სუ­ნი, ხუ­თი, ვა­ნის ტბის სა­ნა­პი­რო­ე­ბი, სომ­ხე­თის სხვა მხა­რე­ე­ბი და თბი­ლი­სის­კენ და­იძ­რა. მის ლაშ­ქარ­ში, თურ­ქი გვარ­დი­ე­ლე­ბის გარ­და, იყ­ვ­ნენ სამ­ხ­რეთ ეგ­ვიპ­ტე­ში მცხოვ­რე­ბი მაღ­რი­ბე­ლე­ბი, შთა­მო­მავ­ლე­ბი არა­ბი ემიგ­რან­ტე­ბი­სა. ბუ­ღას თან ახ­ლ­დ­ნენ ცნო­ბი­ლი სარ­და­ლი ზი­რაქ ათა-თურ­ქი და სო­მე­ხი მთა­ვა­რი სმბატ ბაგ­რა­ტუ­ნი.

ბუ­ღა მი­უ­ახ­ლოვ­და თბი­ლისს, რო­მე­ლიც ის­ჰაკს სა­გულ­და­გუ­ლოდ გა­ე­მაგ­რე­ბი­ნა, გან­სა­კუთ­რე­ბით სოღ­დე­ბი­ლი - მტკვრის მარ­ცხე­ნა ნა­პირ­ზე და აღ­მო­სავ­ლე­თი­დან მი­ად­გა ქა­ლაქს. მან ის­ჰაკს შე­უთ­ვა­ლა, დამ­ნებ­დი და მე­ახ­ლეო. - მე ყო­ველ­თ­ვის ხა­ლი­ფას მორ­ჩი­ლი ვი­ყა­ვი. თუ ფუ­ლი და ხარ­კი გინ­და, გა­მო­გიგ­ზავ­ნი, მაგ­რამ პი­რა­დად არ მო­ვა­ლო. ამი­რამ იცო­და, რას ნიშ­ნავ­და ბუ­ღას­თან მის­ვ­ლა. და­პა­ტიმ­რე­ბა და სა­მა­რა­ში გაგ­ზავ­ნა არ ას­ც­დე­ბო­და. იქ კი უეჭ­ვე­ლად სიკ­ვ­დი­ლით დას­ჯიდ­ნენ. ამი­ტო­მაც უარ­ზე დად­გა და ომის­თ­ვის მო­ემ­ზა­და. მან სა­გან­გე­ბოდ გა­ა­მაგ­რა თა­ვი­სი რე­ზი­დენ­ცია სოღ­დე­ბილ­ში - დღე­ვან­დე­ლი მე­ტე­ხის ად­გი­ლას, ჯა­რიც საკ­მა­რი­სად ჰყავ­და და იმის იმე­დიც ჰქონ­და, რომ ქარ­თ­ვე­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბი და­ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ალ­ყა არ აში­ნებ­და, რად­გა­ნაც სურ­სათ-სა­ნო­ვა­გე უხ­ვად მო­ე­მა­რა­გე­ბი­ნა. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ხი­ფათს თა­ვი­დან აიცი­ლებ­და. მაგ­რამ ამ­ჯე­რად აღარ გა­უ­მარ­თ­ლა.

853 წლის 5 აგ­ვის­ტოს, ბუ­ღას ბრძა­ნე­ბით, მის­მა მე­ომ­რებ­მა ნავ­თობ­მ­ტყორ­ც­ნელ­თა სა­გან­გე­ბო ერ­თე­უ­ლი­დან (ნაფ­ფა­ტუნ) თი­ხის ქოთ­ნე­ბი ნავ­თით გა­ავ­სეს, ცეცხ­ლი წა­უ­კი­დეს და მან­ჯა­ნი­კე­ბით თბი­ლისს და­უ­ში­ნეს. ფიჭ­ვის ხით ნა­გებ სახ­ლებს ცეცხ­ლი სწრა­ფად მო­ე­დო. ამო­ვარ­დ­ნილ­მა ქარ­მა ხან­ძა­რი მთე­ლი ძა­ლით გა­ა­ჩა­ღა. ამის შემ­ხედ­ვა­რე ის­ჰაკ­მა ბუ­ღას სარ­დალ­თან - თურქ ზი­რაქ­თან ბრძო­ლა შეწყ­ვი­ტა და ქა­ლაქს მი­ა­შუ­რა. სა­ზა­რე­ლი სუ­რა­თი წარ­მო­უდ­გა. მი­სი სა­სახ­ლე და შე­მო­გა­რე­ნი ცეცხ­ლის ალ­ში გახ­ვე­უ­ლი­ყო. ხან­ძარ­მა და­ზაფ­რა ქა­ლა­ქის დამ­ც­ვე­ლე­ბი და წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის უნა­რი და­უ­კარ­გა მათ. შედ­რ­კა ამი­რაც.

ერ­თი პი­რო­ბა უნ­დო­და, სამ­შ­ვილ­დე­ში გა­ხიზ­ნუ­ლი­ყო, მაგ­რამ მე­რე გა­და­ი­ფიქ­რა. ზი­რაქს შე­უთ­ვა­ლა, - მო­დი და შე­მიპყა­რიო. ზი­რაქ­მა არ და­ი­ჯე­რა და მხო­ლოდ მა­შინ გა­ე­შუ­რა მის­კენ, რო­ცა მე­სა­მედ ეახ­ლა ამი­რას მო­ცი­ქუ­ლი. ის­ჰა­კი და მი­სი ვა­ჟი ამ­რი გა­ბაწ­რუ­ლი მიჰ­გ­ვარს ბუ­ღას. ახ­ლა ბუ­ღას გა­ო­ცე­ბის ჯე­რი დად­გა. თო­მა არ­წ­რუ­ნის ცნო­ბით, მას ის­ჰა­კის აჯან­ყე­ბა ისე არ გაჰ­კ­ვირ­ვე­ბია, რო­გორც მი­სი უაზ­რო და­ნე­ბე­ბა. მან ბრძა­ნა, სას­წ­რა­ფოდ და­ე­სა­ჯათ სიკ­ვ­დი­ლით დიდ­თა­ვა, შავ­გ­რე­მა­ნი, ბას­მით შე­ღე­ბი­ლი წვერ-ულ­ვა­ში­ა­ნი, მე­ლო­ტი და ელა­მი, ზონ­ზ­რო­ხა მო­ხუ­ცი. სას­ჯე­ლი აღას­რუ­ლა ბუ­ღას მო­ად­გი­ლე ღა­მუშ­მა. ის­ჰა­კის უსუ­ლო სხე­უ­ლი ჯვარ­ზე გა­აკ­რეს, ხო­ლო თა­ვი მარ­გილ­ზე ჩა­მო­აც­ვეს და შემ­დეგ ხა­ლი­ფა მუ­თა­ვა­ქილს გა­უგ­ზავ­ნეს, მის ქვრივ­თან და ორ ვაჟ­თან ერ­თად. რო­დე­საც ამი­რას თა­ვი ნა­დი­მი­სას მი­არ­თ­ვეს ხა­ლი­ფას, წა­მოდ­გა ცნო­ბი­ლი პო­ე­ტი ალი იბნ ალ-ჯაჰ­მი და ექ­ს­პ­რომ­ტად წარ­მოთ­ქ­ვა ვრცე­ლი კა­სი­და (აქ მო­ტა­ნი­ლია პირ­ვე­ლი ხუ­თი სტრი­ქო­ნი):
კე­თი­ლი იყოს შე­ნი მოს­ვ­ლა,
ვი­თარ­ცა დეს­პ­ნის,
ის მო­ი­ტა­ნე, შუ­რის­გე­ბის რომ
მოკ­ლავს წყურ­ვილს,
და გან­მარ­ტე­ბას რომ არ ითხოვს
სა­ერ­თოდ იგი,
თა­ვი ის­ჰა­კის, ის­მა­ი­ლის ძის,
ძლე­ვა თბი­ლი­სის და სუღ­და­ბი­ლის...
ამ კა­სი­დის­თ­ვის ხა­ლი­ფა მუ­თა­ვა­ქილ­მა პო­ეტს 30 ათა­სი დირ­ჰე­მი უბო­ძა.

* * *
ამი­რა ის­ჰაკ იბნ ის­მა­ი­ლის მმარ­თ­ვე­ლო­ბა, ისე­ვე რო­გორც ბუ­ღა თურ­ქის მი­ერ თბი­ლი­სის აღე­ბა, ცნო­ბი­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი თე­მა იყო არა მხო­ლოდ არა­ბულ მწერ­ლო­ბა­ში. მის შე­სა­ხებ წერ­დ­ნენ არა­ბი გე­ოგ­რა­ფე­ბი და ის­ტო­რი­კო­სე­ბი, ბი­ოგ­რა­ფე­ბი და კოს­მო­ლო­გე­ბი, პო­ე­ტუ­რი და სხვა ტი­პის ან­თო­ლო­გი­ე­ბის ავ­ტო­რე­ბი. შემ­თხ­ვე­ვი­თი არ უნ­და იყოს, რომ თე­მა ის­ლა­მურ მხატ­ვ­რო­ბა­შიც გაგ­რ­ძელ­და. მაგ­რამ ეს მოხ­და ის­ჰა­კის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან დი­დი ხნის შემ­დეგ.
1585 წლებ­ში ინ­დო­ე­თის დიდ მო­გოლ­თა სა­ხელ­მ­წი­ფოს იმ­პე­რა­ტორ­მა აქ­ბარ­მა (1542-1605) ბრძა­ნა, შე­ედ­გი­ნათ მთე­ლი ის­ლა­მუ­რი სამ­ყა­როს ის­ტო­რია მო­ცი­ქულ მუ­ჰა­მა­დის სიკ­ვ­დი­ლი­დან - ათა­სი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რის გა­მოც მას ეწო­და "ა­თას­წ­ლე­უ­ლის ის­ტო­რი­ა" (თა"რიხ-ი-ალ­ფი). ამ თხზუ­ლე­ბას, რომ­ლის არას­რუ­ლი ნუს­ხე­ბი და­ცუ­ლია ინ­დო­ე­თი­სა და ევ­რო­პის არ­ქი­ვებ­ში, ყვე­ლა სხვა ის­ტო­რია უნ­და შე­ეც­ვა­ლა.

ბუღა თურქის მიერ თბილისის აღება და ისჰაკ იბნ ისმაილის სიკვდილით დასჯა. ილუსტრაცია დიდ მოგოლთა სახელმწიფოს იმპერატორის, აქბარის ბრძანებით შედგენილი ისლამური სამყაროს

იმ­პე­რა­ტო­რი აქ­ბა­რი გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო მხატ­ვ­რო­ბით. მის კარ­ზე მუ­შა­ობ­და ასო­ბით ინ­დო­ე­ლი და მუს­ლი­მი მხატ­ვა­რი, რომ­ლე­ბიც ამ­ზა­დებ­დ­ნენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ლა­მა­ზი­სა და ხა­რის­ხის ხელ­ნა­წე­რებს. ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლია "ა­თას­წ­ლე­უ­ლის ის­ტო­რი­აც". მის პირ­ველ ტო­მებ­ში, რომ­ლე­ბიც და­წე­რა მუ­ლა აჰ­მად ათ-თა­თა­ვიმ, შე­ვი­და ბუ­ღა თურ­ქის მი­ერ თბი­ლი­სის აღე­ბა და ის­ჰაკ იბნ ის­მა­ი­ლის სიკ­ვ­დი­ლით დას­ჯაც, რო­გორც გა­მორ­ჩე­უ­ლი ამ­ბა­ვი ის­ლა­მის ის­ტო­რი­ა­ში, სა­თა­ნა­დო ფე­რა­დი ილუს­ტ­რა­ცი­ით. ეს მი­ნი­ა­ტუ­რა, ბრი­ტა­ნე­თის მუ­ზე­უ­მი­დან, 2008 წელს მო­ვი­პო­ვეთ პრო­ფე­სორ ზა­ზა სხირ­ტ­ლა­ძის შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბით, იმ დრო­ის­თ­ვის მუ­ზე­უ­მის ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­ე­ბის - ელე­ო­ნო­რა სიმ­სი­სა და ვა­ლენ­ტი­ნა ტა­ლი­ა­ნის თა­ვა­ზი­ა­ნი დახ­მა­რე­ბით. მათ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს რუ­სე­თის აგ­რე­სია სა­ქარ­თ­ვე­ლოს წი­ნა­აღ­მ­დეგ და მი­ნი­ა­ტუ­რა ყო­ველ­გ­ვა­რი სა­ფა­სუ­რის გა­რე­შე მოგ­ვა­წო­დეს.

მი­ნი­ა­ტუ­რა სა­მი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა. მე­ო­რე, შუა ნა­წილ­ში, ის­ჰა­კის სიკ­ვ­დი­ლით დას­ჯას ასე­თი კო­მენ­ტა­რი ახ­ლავს (პრო­ფე­სორ ჯემ­შიდ გი­უ­ნაშ­ვი­ლის თარ­გ­მან­ში):
"ბუ­ღამ ალ­ყა შე­მო­არ­ტყა ქა­ლაქ თიფ­ლისს. მი­სი ლაშ­ქ­რის მე­თა­უ­რი იყო ზი­რაქ თა­რი (სიც. თურ­ქი). იმ ქა­ლა­ქის ვა­ლი ის­ჰაკ იბნ ის­მა­ი­ლი ქა­ლა­ქი­დან გა­მო­ვი­და და დი­დი ბრძო­ლა გა­მარ­თა. ბო­ლოს იგი ბუ­ღას ჩა­უ­ვარ­და ხელთ, რო­მელ­მაც მყის­ვე მოჰ­კ­ვე­თა მას თა­ვი და ქა­ლა­ქი გა­დაწ­ვა".
მი­ნი­ა­ტუ­რა­ზე ჩანს თბი­ლი­სის ამი­რა, ფეხ­შიშ­ვე­ლი, და­ჩო­ქი­ლი და ხე­ლებ­შეკ­რუ­ლი, იმ პო­ზა­ში, რო­მე­ლიც დღემ­დეა მი­ღე­ბუ­ლი სიკ­ვ­დილ­მის­ჯილ­თათ­ვის ზო­გი­ერთ არა­ბულ ქვე­ყა­ნა­ში, კერ­ძოდ, სა­უ­დის არა­ბეთ­ში. ის­ჰა­კის უკან ღა­მუ­შია, გა­შიშ­ვ­ლე­ბუ­ლი ხმლით, მზად­ყოფ­ნა­ში - თა­ვი მოჰ­კ­ვე­თოს ამი­რას.
ასე შე­ვი­და თბი­ლი­სის ამი­რას ის­ჰაკ იბნ ის­მა­ი­ლის ტრა­გი­კუ­ლი აღ­სას­რუ­ლი ის­ლა­მურ მხატ­ვ­რო­ბა­ში.

გო­ჩა ჯა­ფა­რი­ძე
ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი
ჟურნალი "ისტორიანი",#48
gur
05 მარტი 2019 12:57
ერაყშია ეგ ქალაქი
დდდ
01 მარტი 2019 16:08
სამარა სახალიფოს დედაქალაქი? ეგ რაღაც ახალია!
ტოის
27 თებერვალი 2019 14:54
სამარა სად მდებარეობდა? რა კავშირი აქვს რუსულ სამარასთან?

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?