გლდანის ციხე და ელინისტური ხანის სამარხები - კვირის პალიტრა

გლდანის ციხე და ელინისტური ხანის სამარხები

თბილისში, გლდანის ციხესთან, ძველი სამარხები აღმოაჩინეს. სპეციალისტთა ვარაუდით, ისინი ელინისტურ პერიოდს განეკუთვნება. სამარხები მას შემდეგ გამოჩნდა, რაც დაზიანებულმა სანიაღვრე მილმა მიწის ფენები ჩამორეცხა. პირველადი დათვალიერების შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგთა ჯგუფმა ოთხი სამარხი, რამდენიმე კერამიკული ჭურჭელი და ლითონის სამკაული აღრიცხა. სააგენტოში ამბობენ, რომ არტეფაქტებისა და სამარხების დათარიღებისა და კულტუროლოგიური შეფასების კვალიფიციურ დასკვნას უახლოეს ხანებში მოამზადებენ.

ნინო ჯაფარიძე ჟურნალი "ისტორიანი",#99