გლდანის ციხე და ელინისტური ხანის სამარხები
24-04-2019
გლდანის ციხე და ელინისტური ხანის სამარხები
თბილისში, გლდანის ციხესთან, ძველი სამარხები აღმოაჩინეს. სპეციალისტთა ვარაუდით, ისინი ელინისტურ პერიოდს განეკუთვნება.
სამარხები მას შემდეგ გამოჩნდა, რაც დაზიანებულმა სანიაღვრე მილმა მიწის ფენები ჩამორეცხა. პირველადი დათვალიერების შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგთა ჯგუფმა ოთხი სამარხი, რამდენიმე კერამიკული ჭურჭელი და ლითონის სამკაული აღრიცხა. სააგენტოში ამბობენ, რომ არტეფაქტებისა და სამარხების დათარიღებისა და კულტუროლოგიური შეფასების კვალიფიციურ დასკვნას უახლოეს ხანებში მოამზადებენ.

ნინო ჯაფარიძე
ჟურნალი "ისტორიანი",#99

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?