ალკოჰოლმა "შექმნა" ადამიანი?!
ალკოჰოლმა "შექმნა" ადამიანი?!
მეცნიერთა თქმით, პრიმატების ევოლუციაში სასმელმა გარდამტეხი როლი ითამაშა

სულ მცი­რე ხნის წინ, მეც­ნი­ე­რებს არ ჰქონ­დათ ზუს­ტი პა­სუ­ხი კითხ­ვა­ზე - რო­დის და­იწყეს ადა­მი­ა­ნებ­მა ალ­კო­ჰო­ლის მი­ღე­ბა. ეჭ­ვობ­დ­ნენ, რომ სას­მ­ლის წარ­მო­ე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით ძვ.წ. 7 000 წელს უნ­და და­ეწყოთ.
თუმ­ცა ახალ­მა კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ გარ­და­ტე­ხა და­ახ­ლო­ე­ბით 10 მი­ლი­ო­ნი(!) წლის წინ მოხ­და, რო­ცა ადა­მი­ა­ნის წი­ნა­პარ­მა პრი­მა­ტებ­მა ტყე­ში ძირ­ნა­ყა­რი, დამ­პა­ლი ხი­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა და­იწყეს.

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ალ­კო­ჰო­ლი ტოქ­სი­ნია, მი­სი ზო­მი­ე­რად მი­ღე­ბა ადა­მი­ანს და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან იცავს. ამას საკ­ვებ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ
ფერ­მენტს უნ­და ვუ­მად­ლო­დეთ, კერ­ძოდ, ალ­კო­ჰო­ლის დე­ჰიდ­რო­გე­ნა­ზა (ADH4), რო­მე­ლიც ჩვენს ნაწ­ლა­ვებ­ში, ყელ­სა და ენა­შია. ფერ­მენ­ტი ყვე­ლა პრი­მატს აქვს, თუმ­ცა ალ­კო­ჰოლ­თან ეფექ­ტი­ა­ნად გამ­კ­ლა­ვე­ბას ყვე­ლა ვერ ახერ­ხებს. ეს ეხე­ბა, მა­გა­ლი­თად, ბა­ბუ­ი­ნებ­სა და ლე­მუ­რებს.
გე­ინ­ს­ვი­ლის კო­ლე­ჯის მკვლე­ვარ­მა, ბი­ო­ლოგ­მა მე­თიუ კე­რი­გან­მა შე­ის­წავ­ლა პრი­მა­ტე­ბის გე­ნის ევო­ლუ­ცია 70 მი­ლი­ო­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და
აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ, რა­ღაც მო­მენ­ტ­ში, მათ ეთა­ნო­ლის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ფერ­მენ­ტე­ბი გა­მო­ი­მუ­შა­ვეს. ეს გე­ნე­ტი­კუ­რი მუ­ტა­ცია და­ახ­ლო­ე­ბით 10 მი­ლი­ო­ნი წლის წინ მოხ­და, რა­მაც პრი­მა­ტებს დამ­პა­ლი ხი­ლის მოხ­მა­რე­ბის ევო­ლუ­ცი­უ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭა.

ბრინჯის, თაფლისა და ხილისგან დამზადებულ უძველეს სასმელს ჩინეთში, მდინარე ხუანხეს დაბლობზე, თიხის ჭურჭელში მიაკვლიეს

კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ADH4-ის გა­ცი­ლე­ბით ძველ ფორ­მას, რო­მე­ლიც პრი­მა­ტებს 50 მი­ლი­ო­ნი წლის წინ ჰქონ­დათ, მხო­ლოდ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით ეთა­ნო­ლის გა­და­მუ­შა­ვე­ბა შე­ეძ­ლო, თა­ნაც, ძა­ლი­ან ნე­ლა. 40 მი­ლი­ო­ნი წლის შემ­დეგ კი ადა­მი­ა­ნის წი­ნა­პარ­მა გა­მო­ი­მუ­შა­ვა ფერ­მენ­ტის ვერ­სია, რო­მე­ლიც ეთა­ნოლს ორ­მოც­ჯერ უკეთ გა­და­ა­მუ­შა­ვებ­და. ამან პრი­მა­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, საკ­ვე­ბად არა მხო­ლოდ ახა­ლი, არა­მედ ძირ­ნა­ყა­რი და დამ­პა­ლი ხი­ლიც გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. სწო­რედ ამის შემ­დეგ ჩა­მო­ვი­და პრი­მა­ტე­ბის ნა­წი­ლი ხი­დან და მი­წა­ზე ცხოვ­რე­ბა და­იწყო.

მეც­ნი­ერ­თა გან­მარ­ტე­ბით, ამ აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რა­ტომ ასო­ცირ­დე­ბა ალ­კო­ჰო­ლი რა­ღაც სა­სი­ა­მოვ­ნოს­თან. ევო­ლუ­ცი­ის გა­რიჟ­რაჟ­ზე, ალ­კო­ჰო­ლის გე­მო ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის­თ­ვის საკ­ვე­ბის და­მა­ტე­ბით წყა­როს უკავ­შირ­დე­ბო­და.

კვლე­ვის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე მეც­ნი­ერ­თა ნა­წი­ლი ფიქ­რობ­და, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა ალ­კო­ჰო­ლის ჯერ დამ­ზა­დე­ბა და შემ­დეგ მოხ­მა­რე­ბა 9 000 წლის წინ და­იწყეს. არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, მის მი­სა­ღე­ბად ხი­ლი და კვე­ბის სხვა პრო­დუქ­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს. დღემ­დე აღ­მო­ჩე­ნი­ლი უძ­ვე­ლე­სი ალ­კო­ჰო­ლუ­რი სას­მე­ლი ბრინ­ჯის, თაფ­ლი­სა და ხი­ლის­გან იყო დამ­ზა­დე­ბუ­ლი. მას ჩი­ნეთ­ში, მდი­ნა­რე ხუ­ან­ხეს დაბ­ლობ­ზე, თი­ხის ჭურ­ჭელ­ში მი­აკ­ვ­ლი­ეს და ძვ.წ. 7000-6600 წლე­ბით თა­რიღ­დე­ბა. ის ოდ­ნავ ძვე­ლია, ვიდ­რე ახ­ლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ყურ­ძ­ნის ღვი­ნო და ქე­რის ლუ­დი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Sci­en­ce­mag.org-ის
მი­ხედ­ვით
ჟურნალი "ისტორიანი",#49
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა