ანგკორ-ვატი - 1 მილიონი კაცის ტაძარი-მთა და ქალაქი XII საუკუნეში აიგო
ანგკორ-ვატი - 1 მილიონი კაცის ტაძარი-მთა და ქალაქი XII საუკუნეში აიგო
კამბოჯაში, ღვთაება ვიშნუს სახელზე აგებული გიგანტური ინდუისტური სატაძრო კომპლექსი, დედამიწის უდიდესი საკულტო ნაგებობა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლია, რაც კი ოდესმე შექმნილა.

იგი აიგო XII საუკუნის პირველ ნახევარში, მეფე სურიავარმან II-ს ზეობისას (1113-1150), რომელიც აქვე უნდა იყოს დაკრძალული. მომდევნო პერიოდში კომპლექსს იყენებდნენ ბუდისტები, XV საუკუნიდან კი აღარ უმოქმედია. ანგკორ-ვატის კოშკების სილუეტი გამოსახულია კამბოჯის ეროვნულ გერბზე. ანგკორ-ვატი და მისი კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში.

ან­გ­კორ-ვა­ტი მდე­ბა­რე­ობს კამ­ბო­ჯის
პრო­ვინ­ცია სი­ემ­რი­პის (ქჰმე­რუ­ლად: "გა­მარ­ჯ­ვე­ბა სი­ა­მე­ლებ­ზე") იმა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის დე­და­ქა­ლა­ქი­დან 5,5 კმ ჩრდი­ლო­ე­თით. ან­გ­კორ-ვა­ტის სა­ტაძ­რო კომ­პ­ლექ­სი ქჰმერ­თა ძვე­ლი დე­და­ქა­ლა­ქის - ან­გ­კო­რის ნა­წი­ლია. მთლი­ა­ნად ან­გ­კორს 200 კვკმ უჭი­რავს. რო­გორც მცი­რე ხნის წი­ნან­დე­ლი კვლე­ვე­ბით დად­გინ­და, სრუ­ლი ფარ­თო­ბი შე­საძ­ლოა 3 000 კვკმ ყო­ფი­ლი­ყო. მეც­ნი­ერ­თა შე­ფა­სე­ბით, იმ­პე­რი­ის ზე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში კომ­პ­ლექ­ს­ში მი­ლი­ონ­ზე
მე­ტი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­და, რაც იმ დრო­ის ნე­ბის­მი­ერ ევ­რო­პულ ქა­ლაქ­ზე მე­ტი იყო. ანუ, ინ­დუს­ტ­რი­ამ­დელ ეპო­ქა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს ყვე­ლა­ზე დი­დი და­სახ­ლე­ბა უნ­და ყო­ფი­ლი­ყო.

სპილოების ერთ-ერთი კარიბჭე

ან­გ­კორ-ვა­ტი ქჰმერ­თა იმ­პე­რი­ის (სა­დაც პირ­ვე­ლი ტაძ­რე­ბი VI სა­უ­კუ­ნე­ში ააგეს) არ­ქი­ტექ­ტუ­რის უბ­რ­წყინ­ვა­ლე­სი ნი­მუ­შია. და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, მაგ­რამ გი­გან­ტუ­რი კომ­პ­ლექ­სი და­ახ­ლო­ე­ბით 40 წე­ლი­წად­ში აიგო. სა­მუ­შა­ო­ე­ბი სუ­რი­ა­ვარ­მან II-ის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან მა­ლე, 1152 წელს დას­რულ­და და ბა­რე­ლი­ე­ფე­ბის რამ­დე­ნი­მე შემ­კუ­ლო­ბა და­უმ­თავ­რე­ბე­ლი დარ­ჩა. ან­გ­კორ-ვა­ტი, ან­გ­კო­რის სხვა ტაძ­რე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, XV სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ მთლი­ა­ნად არ მი­უ­ტო­ვე­ბი­ათ. ის ნა­წი­ლობ­რივ იმი­თაც გა­დარ­ჩა, რომ წყლი­ა­ნი თხრი­ლით ჯუნ­გ­ლის ბი­ნა­დარ­თა­გან კარ­გად იყო და­ცუ­ლი.
ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი ევ­რო­პე­ლი, ვინც ტა­ძარს ეწ­ვია, იყო პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი დიდ­ვა­ჭა­რი დი­ო­გუ დუ კო­უ­ტუ, რომ­ლის სამ­გ­ზავ­რო ჩა­ნა­წე­რებ­მა დღის სი­ნათ­ლე 1550 წელს იხი­ლა.

1586 წელს კი ტა­ძარს ეწ­ვია პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი ბე­რი ან­ტო­ნიუ და მა­და­ლე­ნა. მი­სი თქმით, "ან­გ­კორ-ვა­ტი ისე­თი უჩ­ვე­უ­ლო ნა­გე­ბო­ბაა, რომ­ლის კალ­მით აღ­წე­რა შე­უძ­ლე­ბე­ლია, მით უმე­ტეს, რომ ის არ ჰგავს მსოფ­ლი­ო­ში არც ერთ ტა­ძარს. აქვს კოშ­კე­ბი და ჩუ­ქურ­თ­მე­ბი და ყვე­ლა­ნა­ი­რი დახ­ვე­წი­ლო­ბა, რაც კი შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნის გე­ნი­ამ წარ­მო­იდ­გი­ნოს". ევ­რო­პულ­მა ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ამ ან­გ­კორ-ვა­ტი სა­ბო­ლო­ოდ 1860 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნა, რო­ცა იქ ფრან­გი მოგ­ზა­უ­რი ნა­ტუ­რა­ლის­ტი ან­რი მუო მოხ­ვ­და - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვე­რო­პე­ლი სტუმ­რე­ბი ტა­ძარს მა­ნამ­დეც არ აკ­ლ­და. მა­გა­ლი­თად, ფრან­გ­მა მი­სი­ო­ნერ­მა შარლ-ემილ ბუ­ი­ე­ვომ ან­გ­კო­რის აღ­წე­რი­ლო­ბა 5 წლით ად­რე ორ წიგ­ნად გა­მო­აქ­ვეყ­ნა. 1970-იან წლებ­ში კომ­პ­ლექ­სის ზო­გი ნა­გე­ბო­ბა და ქან­და­კე­ბა პოლ პო­ტის სამ­ხედ­რო­ე­ბის ვან­და­ლუ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის გა­მო და­ზი­ან­და. 1992 წლი­დან ან­გ­კორს იუნეს­კო პატ­რო­ნობს და კამ­ბო­ჯის მთა­ვარ ტუ­რის­ტულ ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბას წარ­მო­ად­გენს.

ტა­ძა­რი აგე­ბუ­ლია ე.წ. ან­გ­კო­რულ სტილ­ში, რო­მე­ლიც და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ქჰმე­რუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის სიმ­წი­ფის ეტა­პის­თ­ვის, თუმ­ცა აქვს ინ­დუ­ის­ტუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რის აშ­კა­რა ნიშ­ნე­ბიც. ნა­გე­ბო­ბა "ტა­ძა­რი-მთის" ტი­პი­საა. თავ­და­პირ­ვე­ლად ტა­ძა­რი ვიშ­ნუს მი­ეძღ­ვ­ნა, ამი­ტომ ან­გ­კორ-ვატ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია ორ­გ­ვა­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ტი­პო­ლო­გია - ინ­დუ­ის­ტუ­რი მი­თუ­რი მე­რუს მთი­სა (სა­დაც ღვთა­ე­ბე­ბი ბი­ნად­რო­ბენ) და გა­ლე­რე­ი­სა, რო­მე­ლიც უფ­რო გვი­ან­დე­ლი პე­რი­ო­დის­თ­ვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი.
ქჰმერ­თა ტაძ­რე­ბი არას­დ­როს ყო­ფი­ლა მორ­წ­მუ­ნე­თა შეკ­რე­ბის ად­გი­ლი. ისი­ნი ღვთა­ე­ბა­თა საცხოვ­რე­ბელ ად­გი­ლად მი­იჩ­ნე­ო­და. ცენ­ტ­რა­ლურ ნა­გე­ბო­ბებ­ში შეს­ვ­ლის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ რე­ლი­გი­ურ და პო­ლი­ტი­კურ ელი­ტას ჰქონ­და. ან­გ­კორ-ვატს კი ის გა­მო­არ­ჩევს, რომ მე­ფე­თა და­საკ­რ­ძა­ლა­ვა­დაც იყო გან­კუთ­ვ­ნი­ლი.

"სპილოების ტერასა" მეფის სასახლის ეზოში ანგკორში

კომ­პ­ლექ­სი შედ­გე­ბა კედ­ლით გარ­შე­მორ­ტ­მუ­ლი უზარ­მა­ზა­რი გა­რე ეზო­სა და ცენ­ტ­რა­ლუ­რი პლატ­ფორ­მის­გან, რო­მელ­ზეც სა­კუთ­რივ ტა­ძა­რია აღ­მარ­თუ­ლი. იგი სა­მი ნა­გე­ბო­ბის­გან შემ­დ­გა­რი 200 ჰა ფარ­თო­ბის ან­სამ­ბ­ლია, რომ­ლის სი­მაღ­ლე ცენ­ტ­რის­კენ იმა­ტებს. გა­რე მარ­თ­კუთხე­დი შე­მო­საზღ­ვ­რუ­ლია 1,5 X 1,3 კმ სიგ­რ­ძი­სა და 4,5 მ სი­მაღ­ლის კედ­ლე­ბით, რომ­ლებ­საც 3,6 კმ სიგ­რ­ძი­სა და 190 მ სი­გა­ნის წყლი­ა­ნი თხრი­ლი არ­ტყია გარს.
ლო­ტო­სის ფორ­მის ში­და ან­სამ­ბ­ლ­ში ხუ­თი კოშ­კია. ცენ­ტ­რა­ლუ­რი კოშ­კი წმინ­და ად­გი­ლიდან 42 მეტ­რ­ზეა აღ­მარ­თუ­ლი, მი­წის ზე­და­პი­რი­დან კი მი­სი სი­მაღ­ლე 65 მ-ია. ტა­ძარ­ში შე­სას­ვ­ლე­ლი და­სავ­ლე­თის მხრი­და­ნაა. შე­სას­ვ­ლე­ლი კოშ­კი­დან ტაძ­რის­კენ გზას ბა­ლუს­ტ­რა­და და შვიდ­თა­ვი­ა­ნი გვე­ლე­ბის ქან­და­კე­ბე­ბი მი­უყ­ვე­ბა. ოთხი­ვე კოშ­კი, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნი­ე­რე­ბის ოთხ მხა­რეს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს, კა­რიბ­ჭის ფუნ­ქ­ცი­ას ას­რუ­ლებ­და. სამ­ხ­რეთ კოშ­კის ძირ­ში ვიშ­ნუს ქან­და­კე­ბაა, სა­დაც, მეც­ნი­ერ­თა ვა­რა­უ­დით, იყო თავ­და­პირ­ვე­ლად ტაძ­რის ცენ­ტ­რი. კოშ­კე­ბი შე­ერ­თე­ბუ­ლია გა­ლე­რე­ე­ბით, რომ­ლებ­საც გა­რე მხრი­დან მთლი­ა­ნი კე­დე­ლი აკ­რავს, ხო­ლო ში­და მხრი­დან - კვად­რა­ტუ­ლი ფორ­მის სვე­ტე­ბი. გა­ლე­რე­ე­ბი საკ­მა­რი­სი ზო­მი­საა სპი­ლო­ე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად, ამი­ტომ კოშ­კებ­თან ყო­ფილ გა­სას­ვ­ლე­ლებს "სპი­ლო­ე­ბის კა­რიბ­ჭე­ებს" ეძა­ხი­ან.


ტაძ­რის არ­ქი­ტექ­ტუ­რას ურიცხ­ვი ქან­და­კე­ბა ერ­წყ­მის. გა­ლე­რე­ე­ბის სამ იარუს­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია ბა­რე­ლი­ე­ფე­ბი ინ­დუ­ის­ტუ­რი მი­თო­ლო­გი­ი­დან, ძვე­ლინ­დუ­რი ეპო­სე­ბი­დან - "რა­მა­ი­ა­ნა­დან" და "მა­ჰაბ­ჰა­რა­ტა­დან", აგ­რეთ­ვე, ქჰმერ­თა ის­ტო­რი­ის თე­მებ­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით ცნო­ბი­ლია რვა უზარ­მა­ზა­რი პა­ნო პირ­ველ იარუს­ზე, კომ­პო­ზი­ცი­ე­ბით - "რძის ზღვის ამ­ღ­ვ­რე­ვა", "ბრძო­ლა კუ­რუკ­შეტ­რეს­თან". ამ ბა­რე­ლი­ე­ფებს მოს­დევს "ვიშ­ნუ, რო­მე­ლიც ამარ­ცხებს ასუ­რებს". ჩრდი­ლო­ე­თის გა­ლე­რეა წარ­მო­ად­გენს კრიშ­ნას გა­მარ­ჯ­ვე­ბას ბა­ნა­ზე და ინ­დუ­ის­ტუ­რი ღმერ­თე­ბის ბრძო­ლას ასუ­რებ­თან. ბა­რე­ლი­ე­ფე­ბის სა­ერ­თო ფარ­თო­ბი 1200 კვმ-ს შე­ად­გენს. ბა­რე­ლი­ე­ფე­ბი შეს­რუ­ლე­ბუ­ლია ასე­ვე ტაძ­რის კედ­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც სა­სახ­ლის კა­რის ცხოვ­რე­ბის სცე­ნებს გად­მოგ­ვ­ცემს. ერთ-ერთ მათ­გან­ში თა­ვად მე­ფეა გა­მო­სა­ხუ­ლი - შე­მაღ­ლე­ბულ ტახ­ტ­ზე ფეხ­მორ­თხ­მით მჯდარს მი­ღე­ბა აქვს, ხო­ლო მო­ნა ქა­ლე­ბი მა­რა­ო­ე­ბი­თა და მზის ქოლ­გე­ბით აგ­რი­ლე­ბენ. მე­ო­რე იარუ­სის კედ­ლე­ბი შემ­კუ­ლია 2 ათა­სი ცი­უ­რი ქალ­წუ­ლის ქან­და­კე­ბით.

ქვე­ბი, რომ­ლი­თაც გრან­დი­ო­ზუ­ლი კომ­პ­ლექ­სია აგე­ბუ­ლი, იმ­დე­ნად გლუ­ვია, რომ პო­ლი­რე­ბულ მარ­მა­რი­ლოს ჰგავს. წყო­ბი­სას ხსნა­რი არ გა­მოუ­ყე­ნე­ბი­ათ, თუმ­ცა ქვი­შაქ­ვის ლო­დე­ბი იმ­დე­ნად ზუს­ტა­დაა ერ­თ­მა­ნეთს მორ­გე­ბუ­ლი, მათ შო­რის ნაპ­რა­ლის მო­ნახ­ვაც კი ხში­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია. ბლო­კე­ბი არაფ­რით არაა შე­ერ­თე­ბუ­ლი და მხო­ლოდ სა­კუ­თარ წო­ნას უჭი­რავს. მხო­ლოდ ცალ­კე­ულ შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­სა­ერ­თებ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ქვის კბი­ლი, მერ­ცხ­ლის კუ­დის ან წვე­ტის ფორ­მის. სა­ვა­რა­უ­დოდ, ქვის თა­ვის ად­გილ­ზე და­სა­ყე­ნებ­ლად იყე­ნებ­დ­ნენ სამ­შე­ნებ­ლო ბლო­კებს, ხო­ლო გამ­წევ ძა­ლად - სპი­ლო­ებს. ქვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას 3 სმ სიღ­რ­მი­სა და 2,3 სმ დი­ა­მეტ­რის პა­ტა­რა ხვრე­ლე­ბი აქვს, თა­ნაც ქვის ბლო­კი რაც უფ­რო დი­დია, მით მე­ტია ამ ხვრე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. თუმ­ცა, ამ ხვრე­ლე­ბის ზუს­ტი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა სა­ბო­ლო­ოდ დად­გე­ნი­ლი არ არის.

კომ­პ­ლექ­სის ასა­შე­ნებ­ლად უზარ­მა­ზა­რი რა­ო­დე­ნო­ბის - 5 მლნ ტო­ნა­ზე მე­ტი ქვი­შაქ­ვაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რაც ხეფ­რე­ნის პი­რა­მი­დის სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლის ხარ­ჯის ტო­ლია. ქვი­შაქ­ვა კუ­ლე­ნის პლა­ტოს სამ­ტეხ­ლო­ე­ბი­დან, მდი­ნა­რე სი­ემ­რი­პის სა­შუ­ა­ლე­ბით მოჰ­ქონ­დათ. მეც­ნი­ერ­თა შე­ფა­სე­ბით, მშე­ნებ­ლო­ბას იმ­დ­რო­ინ­დე­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ით რამ­დე­ნი­მე ას­წ­ლე­უ­ლი უნ­და დას­ჭირ­ვე­ბო­და, თუმ­ცა ან­გ­კორ-ვა­ტის მშე­ნებ­ლო­ბა 40 წე­ლი­წად­ში დას­რულ­და.
თით­ქ­მის ყვე­ლა ზე­და­პი­რი, სვე­ტე­ბი, შე­მა­ერ­თე­ბე­ლი კედ­ლე­ბი და სა­ხუ­რა­ვე­ბიც კი ქვა­ში ნაკ­ვე­თი ჩუ­ქურ­თ­მე­ბი­თაა და­ფა­რუ­ლი. კი­ლო­მეტ­რებ­ზეა გა­და­ჭი­მუ­ლი სცე­ნე­ბი ინ­დუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან, რომ­ლე­ბიც მო­ი­ცავს გრი­ფო­ნებს, ეტ­ლებ­ში შებ­მულ ფრთი­ან დრა­კო­ნებს, მებ­რ­ძოლ­თა რაზ­მებს სპი­ლო­ებ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი მე­თა­უ­რე­ბის წი­ნამ­ძღო­ლო­ბით, მომ­ნუს­ხ­ველ მო­ცეკ­ვა­ვე ქა­ლებს გა­სა­ო­ცა­რი ვარც­ხ­ნი­ლო­ბით. გა­ლე­რე­ის კედ­ლე­ბი შემ­კუ­ლია ათას კვმ-ზე მე­ტი ფარ­თო­ბის ბა­რე­ლი­ე­ფე­ბით. ან­გ­კო­რის ზოგ კე­დელ­ში არ­სე­ბუ­ლი ნაშ­თე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ად­რე კედ­ლე­ბი ბრინ­ჯა­ოს ფურ­ც­ლე­ბი­თაც იყო შემ­კუ­ლი, რაც გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­ტი­ვად ით­ვ­ლე­ბო­და ძველ დროს, მაგ­რამ მძარ­ც­ველ­თა სა­მიზ­ნეც პირ­ველ რიგ­ში ბრინ­ჯაო ხდე­ბო­და.

ნაგებობათა უმრავლესობა ტროპიკული მცენარეებითაა დაფარული და დაზიანებული

ქჰმე­რე­ბის იმ­პე­რი­ის ყო­ფი­ლი დე­და­ქა­ლაქ ან­გ­კო­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც და­სავ­ლე­თი­დან აღ­მო­სავ­ლე­თით 24 კმ-ზე, ხო­ლო ჩრდი­ლო­ე­თი­დან სამ­ხ­რე­თით 8 კმ-ზე იყო გა­და­ჭი­მუ­ლი, ან­გ­კორ-ვა­ტის გარ­და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია ქჰმე­რე­ბის კი­დევ ერ­თი სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი ძეგ­ლი - ან­გ­კორ-თო­მის ქა­ლა­ქი-ტა­ძა­რი, რო­მე­ლიც ასე­ვე იუნეს­კოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რეო­ბის სი­ა­შია. ქჰმერ­თა იმ­პე­რი­ის დი­დე­ბა 1431 წელს ჩაქ­რა, რო­ცა სი­ა­მელ­თა არ­მი­ამ ან­გ­კო­რი მთლი­ა­ნად და­იპყ­რო. ქა­ლა­ქი და­ი­ცა­ლა და ჯუნ­გ­ლებ­მა შთან­თ­ქა - ტაძ­რე­ბის გარ­და, ან­გ­კორ­ში მრავ­ლად იყო საცხოვ­რე­ბე­ლი და სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შე­ნო­ბე­ბი, ან­გ­კორ-ვა­ტის ჩრდი­ლო­ე­თით კი მე­ფის სა­სახ­ლე იდ­გა. მაგ­რამ ყვე­ლა შე­ნო­ბა (რე­ლი­გი­ურ ნა­გე­ბო­ბა­თა გა­მოკ­ლე­ბით) ხის მა­სა­ლით იყო აგე­ბუ­ლი და ნეს­ტი­ა­ნი და ცხე­ლი ტრო­პი­კუ­ლი კლი­მა­ტის გა­მო­ი­სო­ბით, მათ­გან აღა­რა­ფე­რი დარ­ჩა, რამ­დე­ნი­მე ქუ­ჩის კონ­ტუ­რის გარ­და.

ტე­რი­ტო­რი­ის უდი­დე­სი ნა­წი­ლი ტყემ და­ფა­რა. ქვი­შაქ­ვით აგე­ბუ­ლი ტაძ­რე­ბი და ტუ­ფით ნა­შე­ნი სა­ფორ­ტი­ფი­კა­ციო ნა­გე­ბო­ბი კი გა­დარ­ჩა, თუმ­ცა ნა­გე­ბო­ბა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ტრო­პი­კუ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი­თაა და­ფა­რუ­ლი და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. ან­გ­კორ-ვა­ტი­სა და ან­გ­კორ-თო­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ნუწყ­ვეტ­ლივ მიმ­დი­ნა­რე­ობს მცე­ნა­რე­ე­ბის­გან გაწ­მენ­დი­სა და ნა­გე­ბო­ბა­თა სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. სპე­ცი­ა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბის დახ­მა­რე­ბით ამ­ზა­დე­ბენ და­ზი­ა­ნე­ბულ-დაშ­ლი­ლი ქვე­ბის ზუს­ტ ას­ლებს და ცვლი­ან. ამ გზით აღად­გი­ნეს, მა­გა­ლი­თად, იაპო­ნელ­მა რეს­ტავ­რა­ტო­რებ­მა ერთ-ერ­თი ბიბ­ლი­ო­თე­კა. ამ­ჟა­მად ყვე­ლა­ზე დი­დი მო­ცუ­ლო­ბის რეს­ტავ­რა­ცია კი ან­გ­კორ-თო­მის ცენ­ტ­რა­ლურ მო­ე­დან­ზე მდე­ბა­რე ტა­ძარ ბაპ­ჰუ­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ფრან­გი ნა­ტუ­რა­ლის­ტი ან­რი მუო, რო­მელ­საც ხვდა პა­ტი­ვი მსოფ­ლი­ოს­თ­ვის ან­გ­კო­რი ხელ­მე­ო­რედ აღ­მო­ე­ჩი­ნა, წერ­და: "რაც ან­გ­კორ­ში ვნა­ხე, ეს არის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი დო­ნის სამ­შე­ნებ­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა რაც კი უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან შე­მო­ნა­ხუ­ლა. არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ ასე ბედ­ნი­ე­რი, რო­გორც ახ­ლა ვარ, ამ ტრო­პი­კებ­ში. ზუს­ტად რომ ვი­ცო­დე - აქ მოვ­კ­ვ­დე­ბი, მა­ინც არაფ­რის დი­დე­ბით არ გავ­ც­ვ­ლი­დი აქა­უ­რო­ბას ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს კომ­ფორ­ტ­ზე". თით­ქოს იწი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლაო, ამ სტრი­ქო­ნე­ბის და­წე­რი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში მოგ­ზა­ურს მა­ლა­რია შე­ე­ყა­რა და 20 დღე­ში გარ­და­იც­ვა­ლა...

რა­მაზ გურ­გე­ნი­ძე
ჟურნალი "ისტორიანი",#49
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა