ქართველთა და ყარაჩაელ-ბალყარელთა მეგობრობის ქრონიკები და წარჩინებულ გვართა ნათესაური კავშირები
20-10-2019
ქართველთა და ყარაჩაელ-ბალყარელთა მეგობრობის ქრონიკები  და  წარჩინებულ გვართა ნათესაური კავშირები
წარ­ჩი­ნე­ბულ­თა ქორ­წი­ნე­ბე­ბი
სვა­ნე­თის მთავ­რე­ბის, და­დეშ­ქე­ლი­ან­თა დი­ნას­ტი­ი­სა და ყა­რა­ჩა­ულ-ბალ­ყა­რულ ფე­ო­და­ლურ საგ­ვა­რე­უ­ლო­თა წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის ხში­რი იყო ქორ­წი­ნე­ბა­ნი, რაც XX სა­უ­კუ­ნემ­დე გრძელ­დე­ბო­და.
და­დეშ­ქე­ლი­ა­ნე­ბი სვა­ნე­თის ნა­წილს XVIII სა­უ­კუ­ნი­დან გა­ნა­გებ­დ­ნენ. ვი­ნა­ი­დან ეს ფე­ო­და­ლუ­რი გვა­რი ორ შტოდ გა­ი­ყო, მა­თი სამ­ფ­ლო­ბე­ლოც, რო­მე­ლიც ზე­მო სვა­ნე­თის და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე­ობ­და, ორად გა­ნა­წილ­და.
სა­და­დეშ­ქე­ლი­ა­ნო სვა­ნე­თის ერთ-ერ­თი ნა­წი­ლის, კერ­ძოდ, ბე­ჩოს, ეცე­რი­სა და ცხუ­მა­რის თე­მე­ბის მფლო­ბელს - თა­თარ­ყან და­დეშ­ქე­ლი­ანს (გარ­და­იც­ვა­ლა 1849 წელს) ცო­ლად ჰყავ­და თა­ვა­დის ასუ­ლი თა­მარ ვა­ხო­ვა.
თა­თარ­ყან და­დეშ­ქე­ლი­ა­ნი იყო შთა­მო­მა­ვა­ლი მთავ­რე­ბის
- კარ­გი-ოთა­რი­სა (გარ­და­იც­ვა­ლა 1750 წელს) და ბა­ბა-ცი­ო­ყი­სა (გარ­და­იც­ვა­ლა 1812 წელს).

რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის მფარ­ვე­ლო­ბა­ში შეს­ვ­ლის შემ­დეგ, თა­თარ­ყან­მა წი­ნა­პარ­თა ტრა­დი­ცი­უ­ლი სარ­წ­მუ­ნო­ე­ბა - ქრის­ტი­ა­ნო­ბა და­იბ­რუ­ნა. მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი წე­სით ნათ­ლო­ბის შემ­დეგ, თა­თარ­ყანს, იმ­პე­რა­ტორ ნი­კო­ლოზ I-ის პა­ტივ­სა­ცე­მად, სა­ხე­ლად ნი­კო­ლო­ზი ეწო­და.
ნი­კო­ლოზ და­დეშ­ქე­ლი­ან­სა და თა­მარ ვა­ხო­ვას შე­ე­ძი­ნათ სა­მი ვა­ჟი: ოთა­რი, ჯან­სუ­ღი (ი­გი­ვე
ლე­ვა­ნი), მო­სოს­ტ­რი და ერ­თა­დერ­თი ასუ­ლი (სა­ხე­ლი უც­ნო­ბი­ა), რო­მე­ლიც ცო­ლად გაჰ­ყ­ვა ყა­რა­ჩა­ელ თა­ვად დევ­ლეთ-გი­რეი კრიმშამ­ხა­ლოვს.

ნი­კო­ლო­ზი­სა და თა­მა­რის უფ­რო­სი ვა­ჟი, ოთარ ნი­კო­ლო­ზის ძე და­დეშ­ქე­ლი­ა­ნი (გარ­და­იც­ვა­ლა 1854 წელს) და­ქორ­წინ­და ბალ­ყა­რე­ლი თა­ვა­დის, ურუს­ბი­ე­ვის ასულ მი­ნათ­ზე. მათ შე­ე­ძი­ნათ ოთხი ვა­ჟი: ლე­ვა­ნი (1829-1889), ის­ლა­მი, ბე­ქირ­ბი, ცი­ო­ყი და ერ­თა­დერ­თი ასუ­ლი - და­უმ­ხა­ნი, იგი­ვე ელე­ნე (1855-1899).
თა­ნა­მედ­რო­ვე­ნი იგო­ნებ­დ­ნენ, რომ ოთარ და­დეშ­ქე­ლი­ა­ნი "თვით მთი­ელ რა­ინდ სვა­ნებ­ში გა­მო­ირ­ჩე­ო­და თა­ვი­სი უშიშ­რო­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­მაღ­ლი­თა და სი­ლა­მა­ზით".

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ოთარ და­დეშ­ქე­ლი­ან­მა მი­ი­ღო ის­ლა­მი და შვი­ლე­ბიც მაჰ­მა­დი­ა­ნუ­რად მო­ნათ­ლა. ამის გა­მო, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მათ აუკ­რ­ძა­ლა სვა­ნეთ­ში ცხოვ­რე­ბა და აიძუ­ლა, და­დეშ­ქე­ლი­ა­ნის ნაც­ვ­ლად "ო­თა­რო­ვის" გვა­რი ეტა­რე­ბი­ნათ.
ოთარ და­დეშ­ქე­ლი­ა­ნის შვი­ლებს ცხოვ­რე­ბა ერ­თხანს დე­დუ­ლეთ­ში მო­უხდათ. მა­თი ბი­ძის (დე­დის ძმის) - თა­ვად ის­მა­ილ მურ­ზა­ყუ­ლის ძე ურუს­ბი­ე­ვის (1829-1888) მა­მუ­ლი მდე­ბა­რე­ობ­და იალ­ბუ­ზის კალ­თებ­თან, მდი­ნა­რე ბაქ­სა­ნის ნა­პირ­თან. ის­მა­ი­ლი დი­დი პა­ტი­ვის­ცე­მით სარ­გებ­ლობ­და მთელ ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ კავ­კა­სი­ა­ში.

ოთარ და­დეშ­ქე­ლი­ა­ნის შვი­ლიშ­ვი­ლის (ი­მავ­დ­რო­უ­ლად, ის­მა­ი­ლის დის შვი­ლიშ­ვი­ლის) მო­გო­ნე­ბა­ში ვკითხუ­ლობთ: "ვი­საც წა­კითხუ­ლი აქვს პრო­ფე­სორ მაქ­სიმ კო­ვა­ლევ­ს­კის "მოგ­ზა­უ­რო­ბა კავ­კა­სი­ა­ში", მას გა­ახ­სენ­დე­ბა ამ წიგ­ნ­ში აღ­წე­რი­ლი ის­მა­ილ ურუს­ბი­ე­ვი, ყვე­ლას­გან პა­ტივ­დე­ბუ­ლი და ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბა იმ­დ­რო­ინ­დელ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში. ამ წიგ­ნის ავ­ტორს ბევ­რი რამ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია მი­სი მო­ნა­ყო­ლი­დან კავ­კა­სი­ის ლე­გენ­დებ­სა და სიძ­ვე­ლე­ებ­ზე. დე­და­ჩე­მი გახ­ლ­დათ დის­შ­ვი­ლი ის­მა­ილ ურუს­ბი­ე­ვი­სა და მის სახ­ლ­ში აღი­ზარ­და".
ის­ლამ ოთა­რის ძე და­დეშ­ქე­ლი­ან­მა (ი­მა­ვე ოთა­როვ­მა) ცო­ლად შე­ირ­თო თა­ვად დუ­დო­ვის ასუ­ლი, ხო­ლო მის­მა მომ­დევ­ნო ძმამ, ბე­ქირ­ბიმ იქორ­წი­ნა თა­ვად კრიმ­შამ­ხა­ლო­ვის ასულ მი­ნათ­ზე.

ის­ლამ და­დეშ­ქე­ლი­ა­ნის (ი­მა­ვე ოთა­რო­ვის) ერ­თა­დერ­თ­მა ვაჟ­მა ჯან­სუღ­მა (1855-1940) ცო­ლად შე­ირ­თო თა­ვად ურუს­ბი­ე­ვის ასუ­ლი მი­სირ­ხა­ნი (1872-1952).
ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ და­დეშ­ქე­ლი­ა­ნი­სა და თა­მარ ვა­ხო­ვას შვი­ლიშ­ვი­ლი - სალ­და-ხან ჯან­სუ­ღის (ლე­ვა­ნის) ასუ­ლი და­დეშ­ქე­ლი­ა­ნი (და­ბა­დე­ბუ­ლი 1850 წელს) ცო­ლად გაჰ­ყ­ვა თა­ვად ადინ­გერ ურუს­ბი­ევს.
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოთარ და­დეშ­ქე­ლი­ა­ნის შთა­მო­მავ­ლე­ბი XIX სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რუ­ლი­დან უკ­ვე ქრის­ტი­ა­ნე­ბი იყ­ვ­ნენ და ქრის­ტი­ა­ნებ­ზეც და­ქორ­წინ­დ­ნენ, მათ­ში მა­ინც შე­მორ­ჩა მუს­ლი­მუ­რი სა­ხე­ლე­ბი, მა­გა­ლი­თად: ის­ლა­მი, მურ­ზა­ყა­ნი, მუ­ჰა­მე­დი, შა­მი­ლი, უსუ­ფი, კემ­ლი­ა­ტი, მა­დი­ნა, ფა­ტი­მა და სხვ.

სვანური კოშკები

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ოთარ ნი­კო­ლო­ზის ძე და­დეშ­ქე­ლი­ა­ნის პირ­და­პირ შთა­მო­მა­ვალს (მე­ხუ­თე თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს), რო­მე­ლიც 1963 წელს და­ი­ბა­და და ამ­ჟა­მა­დაც სვა­ნეთ­ში ცხოვ­რობს, სა­ხე­ლად ის­ლა­მი ჰქვია.
ასე რომ, ქორ­წი­ნე­ბა­ნი და­დეშ­ქე­ლი­ა­ნებ­სა და ყა­რა­ჩა­ულ-ბალ­ყა­რულ თა­ვა­დურ საგ­ვა­რე­უ­ლო­თა წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის ფარ­თოდ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი იყო და XX სა­უ­კუ­ნემ­დე გრძელ­დე­ბო­და. თა­ვი­სი არ­სით ეს იყო პო­ლი­ტი­კუ­რი შე­უღ­ლე­ბა­ნი, რომ­ლე­ბიც ხსე­ნე­ბუ­ლი ხალ­ხე­ბის მმარ­თ­ვე­ლი წრე­ე­ბის მო­კავ­ში­რე­ო­ბის მტკი­ცე სა­ფუძ­ვე­ლი ხდე­ბო­და. იმავ­დ­რო­უ­ლად, ეს ცხად­ყოფს იმ პა­ტი­ვის­ცე­მას, რო­მე­ლიც ამ ხალ­ხებს ერ­თ­მა­ნე­თი­სად­მი ტრა­დი­ცი­უ­ლად ახა­სი­ა­თებ­დათ.

ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რე­ბი
თა­ვად ურუს­ბი­ე­ვებ­თან ნა­თე­სა­ო­ბა ჰქონ­დათ არა მხო­ლოდ და­დეშ­ქე­ლი­ა­ნებს, არა­მედ მათ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სხვა ქარ­თულ თა­ვა­დურ გვა­რებ­საც.
ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ოთარ და­დეშ­ქე­ლი­ა­ნი­სა და მი­ნათ ურუს­ბი­ე­ვის ერ­თა­დერ­თი ასუ­ლი, 18 წლის და­უმ­ხან (ი­გი­ვე ელე­ნე) და­დეშ­ქე­ლი­ა­ნი (1855-1899) 1873 წელს ცო­ლად გაჰ­ყ­ვა თა­ვად კონ­ს­ტან­ტი­ნე გი­ორ­გის ძე და­დი­ანს (1852-1903), რო­მე­ლიც იყო შთა­მო­მა­ვა­ლი (მე­ოთხე თა­ო­ბის) სა­მეგ­რე­ლოს მთა­ვარ ოტია ბე­ჟა­ნის ძე და­დი­ა­ნი­სა (მთავ­რობ­და 1728-1757 წლებ­ში).

კონ­ს­ტან­ტი­ნე და­დი­ა­ნი­სა და ელე­ნე და­დეშ­ქე­ლი­ა­ნის უფ­რო­სი ვა­ჟი იგო­ნებ­და: "მა­მა­ჩე­მი დე­და­ჩემს არ­ც­თუ ისე შო­რე­ულ ნა­თე­სა­ვად ეკუთ­ვ­ნო­და, მაგ­რამ მა­მას ის ძალ­ზე მოს­წონ­და. დე­და კი სას­ტი­კად წი­ნა­აღ­მ­დე­გი იყო ქრის­ტი­ან­ზე გათხო­ვე­ბი­სა, რად­გან თვი­თონ თავ­და­დე­ბუ­ლი მაჰ­მა­დი­ა­ნი იყო. მას მაჰ­მა­დი­ა­ნუ­რად და­უმ­ხა­ნი ერ­ქ­ვა. მა­მას დი­დი ცდა და მონ­დო­მე­ბა დას­ჭირ­და, რა­თა და­ე­თან­ხ­მე­ბი­ნა და­უმ­ხა­ნის ნა­თე­სა­ვე­ბი ამ ქორ­წი­ნე­ბა­ზე... დე­და სა­ბო­ლო­ოდ და­მორ­ჩი­ლე­ბია დე­და­მი­სის (ი­გუ­ლის­ხ­მე­ბა მი­ნათ ურუს­ბი­ე­ვი. - ნ. ჯ.) ნე­ბა-სურ­ვილს და მო­ნათ­ლუ­ლა ქრის­ტი­ა­ნუ­ლად. ეს ნათ­ლო­ბა მომ­ხ­და­რა ლეჩხუმ­ში... გაქ­რის­ტი­ა­ნე­ბუ­ლი დე­და ლეჩხუ­მი­დან ჭკა­დუ­ა­შის სა­სახ­ლე­ში მო­უყ­ვა­ნი­ათ... დე­დას მთე­ლი სი­ცოცხ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გა­ნე­ლე­ბია სამ­შობ­ლო მხა­რე­ზე დარ­დი. მან სი­ცოცხ­ლის ბო­ლოს, 23 წლის შემ­დეგ მო­ი­ნა­ხუ­ლა მშობ­ლი­უ­რი მხა­რე, მაგ­რამ დას­ნე­უ­ლე­ბულს არა­ფერ­მა უშ­ვე­ლა და 1899 წლის 12 ნო­ემ­ბერს ზუგ­დიდ­ში აღეს­რუ­ლა, დაგ­ვ­ტო­ვა რა 4 შვი­ლი ობ­ლად. ეს ტრა­გე­დია მა­მამ ძალ­ზე გა­ნი­ცა­და და სი­ცოცხ­ლის ბო­ლომ­დე უბე­დუ­რად თვლი­და თავს. მა­მა გა­მო­ირ­ჩე­ო­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბით, მაგ­რამ სი­ცოცხ­ლის ბო­ლოს გულ­მა და­უწყო ღა­ლა­ტი... გარ­და­იც­ვა­ლა 1903 წელს".

კონ­ს­ტან­ტი­ნე და­დი­ა­ნი­სა და ელე­ნე (ყო­ფი­ლი და­უმ­ხან) და­დეშ­ქე­ლი­ა­ნის ვა­ჟი მუშ­ნი (ი­ვა­ნე) კონ­ს­ტან­ტი­ნეს ძე და­დი­ა­ნი (1874-1924) მსა­ხუ­რობ­და ნი­ჟე­გო­რო­დის დრა­გუნ­თა პოლ­კ­ში, სა­დაც სა­ხე­ლი გა­ით­ქ­ვა, რო­გორც მა­მაც­მა ოფი­ცერ­მა.
1905 წელს დაწყე­ბულ რე­ვო­ლუ­ცი­ა­ში ჩაბ­მულ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს მუშ­ნი და­დი­ა­ნიც შე­უ­ერ­თ­და და სო­ცი­ა­ლისტ-ფე­დე­რა­ლის­ტუ­რი პარ­ტი­ის აქ­ტი­უ­რი წევ­რი გახ­და. ამ რე­ვო­ლუ­ცი­ის ჩა­სახ­შო­ბად დაწყე­ბუ­ლი რეპ­რე­სი­ე­ბის პე­რი­ოდ­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ს­ჯელ­მა რაზ­მ­მა და­არ­ბია და გა­დაწ­ვა მუშ­ნის მა­მი­სე­უ­ლი სახლ-კა­რი.

მუშ­ნი და­დი­ა­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, დე­დუ­ლე­თის­თ­ვის - სვა­ნე­თის­თ­ვის შე­ე­ფა­რე­ბი­ნა თა­ვი, სა­ი­და­ნაც სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი მო­ნა­დი­რის, მი­ხაი ჩარ­კ­ვი­ა­ნი­სა და მუ­ზა­ლათ ჯამ­დე­ლა­ნის თან­ხ­ლე­ბით, ბალ­ყა­რეთ­ში გა­და­ვი­და. მის დღი­ურ­ში ფრი­ად სა­ყუ­რადღე­ბოდ არის აღ­წე­რი­ლი ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ კავ­კა­სი­ა­ში გა­დას­ვ­ლის დროს წარ­მოქ­მ­ნი­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი და დე­დის ნა­თე­სა­ვებ­თან სტუმ­რო­ბა.
სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ მუშ­ნი და­დი­ან­თან ერ­თად იმოგ­ზა­უ­რა მის­მა მე­გო­ბარ­მა სპი­რი­დონ კე­დი­ა­მაც (1884-1948), რო­მე­ლიც შემ­დ­გომ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის ლი­დე­რი და ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის ცნო­ბი­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გახ­და.
1924 წელს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მომ­ხ­და­რი ან­ტი­ბოლ­შე­ვი­კუ­რი სა­ხალ­ხო აჯან­ყე­ბის ჩახ­შო­ბის შემ­დეგ, მუშ­ნი თა­ვის უმ­ც­როს ძმა და­ვით­თან, იმა­ვე ოთარ­თან (1892-1924) ერ­თად, ბოლ­შე­ვი­კებ­მა დახ­ვ­რი­ტეს.

სადადეშქელიანო კოშკი სვანეთში (ეცერი)

თა­ვის ბალ­ყა­რელ ნა­თე­სა­ვებ­თან მის­ვ­ლას მუშ­ნი და­დი­ა­ნი ასე იგო­ნებ­და: "1906 წლის 13 მარტს ძვე­ლი სტი­ლით... სო­ფელ ბე­ჩო­დან... გა­ვემ­გ­ზავ­რეთ სა­ში­ნე­ლი ზამ­თ­რი­სა და ქარ­ბუ­ქის დროს მე და სპი­რი­დონ კე­დია მდი­ნა­რე შიხ­რას­კენ... ჩვენ ოთხ­მა... გა­და­ვი­ა­რეთ მდი­ნა­რე ბაქ­სა­ნის ხი­დი და სო­ფელ თე­გენ­კალ­ში ჩა­ვე­დით, ელ­მურ­ზა ხა­კი­ლა­რის სახ­ლ­ში (16 მარტს). ეს კა­ცი იყო დე­დი­ჩე­მის მკვიდ­რი ძი­ძიშ­ვი­ლი და ჩე­მი პა­ტა­რა ძმის, ოთა­რის გამ­ზ­რ­დე­ლი. კარ­ზე და­ვუ­კა­კუ­ნე მაგ­რად. მე­კითხე­ბი­ან:
- ქიმ-დურ?
- ყო­ნაყ-ყო­ნაყ, - ვე­უბ­ნე­ბი მე.
კა­რი გა­ა­ღეს და ოთა­რის ძი­ძა, მო­ხუ­ცი სუ­ლი შე­მო­მე­გე­ბა. მე ფეხ­ზე ძლივ­სა ვდგა­ვარ... შემ­დეგ არა­ფე­რი მახ­სოვს. წავ­ქ­ცე­ულ­ვარ, რო­გორც მითხ­რეს. გა­მო­მეღ­ვი­ძა, თა­ნაც ვგრძნობ სა­ში­ნელ ტკი­ვი­ლებს. რო­გორც ფე­ხის უკა­ნა ძარ­ღ­ვე­ბი, ისე მთე­ლი ფე­ხის ქვე­და პი­რი დამ­ს­კ­და­რია, მეწ­ვის სა­შინ­ლად. ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ა­ქი­მა ოთა­რის ძი­ძამ, მო­მარ­ჩი­ნა კი­დეც. მე­კითხე­ბა: რა მო­გი­ვი­და, ამ ზამ­თარ­ში რის­თ­ვის მო­სულ­ხარ, რა გა­გი­ჭირ­და?
ვუ­პა­სუ­ხე: - ისი­სუ­დან მო­ვე­დი, ესე იგი კის­ლო­ვოდ­ს­კი­დან.
- მე­რე ფე­ხე­ბი რამ და­გი­ხეთ­ქა ასე? ჰა, შე გი­ა­უ­რო, - ხუმ­რო­ბით მე­უბ­ნე­ბა ძი­ძა სუ­ლი, - სტყუი, ეშ­მა­კობ, შენ ურუს ფა­დი­შა­ჰის მო­ღა­ლა­ტე, ბუნ­ტოვ­შ­ჩი­კი ხარ.
- "ა­ბა ძი­ძა, ოთარ ოლმ, სენ, მენმ, ქე­ლა­გენ ბი­რა­დამ­ღა აით­მა. ნე­ჩუ­დე­სუნ ბაშ­ნა სა­ა­ყე" ("ო­თა­რი ნუ მო­გიკ­ვ­დე­ბა, ჩე­მი მოს­ვ­ლა არა­ვის უთხ­რათ, რად­გან თა­ვი­სა მე­ში­ნი­ან"). რო­ცა ალა­ნეთს მიხ­ვი­დე, ასე უთხა­რი მათ, - და­მას­წავ­ლა ჩემ­მა ბი­ძაშ­ვილ­მა გე­ლა და­დეშ­ქე­ლი­ან­მა...
აქ, ძი­ძას­თან ვი­ყა­ვი 16 მარ­ტი­დან - ბო­ლომ­დის, სა­ნამ ფე­ხე­ბი მო­მი­შუშ­და. სპი­რი­დო­ნიც ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად შე­ეჩ­ვია ამ ცხოვ­რე­ბას. მარ­თა­ლი უნ­და ით­ქ­ვას, ძა­ლი­ან გვივ­ლიდ­ნენ, გვპატ­რო­ნობ­დ­ნენ, თავს გვევ­ლე­ბოდ­ნენ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, არ მოგ­ვ­შო­რე­ბია ბე­ბე­რი მი­ხაი, სა­ნამ სო­ფელ ბაქ­სან­ში არ ჩაგ­ვ­ყ­ვა დე­და­ჩე­მის ბი­ძაშ­ვი­ლებ­თან, ნავ­რუზ ურუს­ბი­ე­ვი­სას... აქ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მა გაგ­ვი­წია მოს­კო­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის V კურ­სის სტუ­დენ­ტ­მა ნავ­რუზ ურუს­ბი­ევ­მა. მან მოგ­ვ­ცა მშვე­ნი­ე­რი, კარ­გი ბი­ნა სას­ტუმ­რო­ში, სა­დაც მო­თავ­სე­ბუ­ლი იყო სა­უცხოო ბიბ­ლი­ო­თე­კა - რუ­სუ­ლი, ფრან­გუ­ლი, გერ­მა­ნუ­ლი წიგ­ნე­ბი, აგ­რეთ­ვე, მთე­ლი 1904-1905 წლე­ბის ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბი...
სპი­რი­დონ­მა გა­მი­ზი­ა­რა სურ­ვი­ლი ქუ­თა­ის­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სა და იქი­დან ევ­რო­პა­ში წას­ვ­ლი­სა, სწავ­ლის და­სამ­თავ­რებ­ლად... 19 აპ­რილს მე და სპი­რი­დო­ნი დავ­შორ­დით ერ­თ­მა­ნეთს თვალ­ც­რემ­ლი­ა­ნე­ბი".

სპი­რი­დონ კე­დი­ას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ცი­ლე­ბის შემ­დეგ, მუშ­ნი და­დი­ა­ნი და­ემ­შ­ვი­დო­ბა თა­ვის ნა­თე­სავ ნავ­რუზ ურუს­ბი­ევს და თე­ბერ­და­ში წა­ვი­და.
მუშ­ნი და­დი­ა­ნის მო­გო­ნე­ბებ­ში ვკითხუ­ლობთ: "წა­ვე­დი ყუ­ბა­ნის ოლ­ქის­კენ, დიდ ყა­რა­ჩა­ში, ის­მა­ილ ყი­რიმ შამ­ხა­ლი­სას, რო­მე­ლიც ცხოვ­რობ­და სო­ფელ თე­ბერ­და­ში. ნავ­რუზ­მა გა­მო­მა­ყო­ლა ერ­თი სან­დო კა­ცი... შემ­ს­ვა კარგ ცხენ­ზე და გა­ვემ­გ­ზავ­რეთ სო­ფელ ქარ­დუ­კის გზით ბალ-ბა­შის­კენ (მდი­ნა­რე მალ­ყას სა­თა­ურ მთას ჰქვი­ან ყა­რა­ჩა­უ­ლად). ვი­ა­რეთ მთე­ლი ღა­მე ამ მთებ­ში და გა­თე­ნე­ბი­სას მი­ვა­დე­ქით ერ­თი მე­ნა­ხი­რის კა­რავს, რო­მელ­საც ყა­რა­ჩა­უ­ლად "ყოშ"-ს ეძა­ხი­ან. აქ და­ვის­ვე­ნეთ, ცხე­ნებს თი­ვა-ქე­რი და­ვუ­ყა­რეთ, დაგ­ვე­ძი­ნა. შუ­ადღე იქ­ნე­ბო­და, გა­მაღ­ვი­ძა მას­პინ­ძელ­მა. სა­დი­ლი მზად ყო­ფი­ლი­ყო - უგემ­რი­ე­ლე­სი ცხვრის გვერ­დე­ბი, შემ­წ­ვა­რი, მა­წონ­გა­დას­ხ­მუ­ლი. მა­წო­ნი ჰქონ­და ისე­თი, და­ნით გა­იჭ­რე­ბაო, რომ იტყ­ვი­ან. და­ვა­დე­ქით ნა­სა­დი­ლევს ისევ გზას...

ყარაჩაელი თავადების, კრიმშამხალოვების ოჯახი (აული ყარტ-ჯურტი, XIX საუკუნე)

მი­ვა­დე­ქით ერთ მდი­დარ მე­ნა­ხი­რეს, რო­მელ­საც, რო­გორც თა­ნამ­გ­ზავ­რი ამ­ბობ­და, ათი ათა­სი სუ­ლი ცხვა­რი ჰყავ­და, გარ­და ცხე­ნი­სა და ძრო­ხის ჯო­გი­სა... ძა­ლი­ან გუ­ლუხ­ვად გაგ­ვი­მას­პინ­ძ­ლ­და მე­ჯო­გე, დაგ­ვიკ­ლა უშ­ვე­ლე­ბე­ლი ცხვა­რი, გვა­ჭა­მა მშვე­ნი­ე­რი ლიც­მა­რი, დავ­ლი­ეთ ბუ­ზა, სრა, აირა­ნი. გა­მოდ­გა, რომ ეს ყა­რა­ჩი, ხა­ჯი­ლა­რე­ბის გვა­რი­დან, დე­და­ჩე­მის ძი­ძის შვი­ლი იყო და რო­ცა გა­ი­გო, და­უმ­ხა­ნის შვი­ლი ვი­ყა­ვი, ძლი­ერ გა­უ­ხარ­და და გა­და­მეხ­ვია. მე­ო­რე დღეს, დი­ლით, რა­კი გა­ი­გო ჩე­მი გა­ჭირ­ვე­ბა, ბევ­რი მეხ­ვე­წა, რომ იქ, მას­თან დავ­რ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი... მაგ­რამ მე უარ­ზე ვი­ყა­ვი... გა­მო­ვემ­შ­ვი­დო­ბეთ მას­პინ­ძელს და გა­ვუ­დე­ქით გზას სო­ფელ ყარტ-ჯურ­ტი­სა­კენ".
ამ­დე­ნად, მუშ­ნი და­დი­ა­ნის მო­გო­ნე­ბებ­ში სა­ყუ­რადღე­ბო ცნო­ბე­ბია და­ცუ­ლი XX სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში არ­სე­ბუ­ლი ქარ­თ­ვე­ლი და ყა­რა­ჩა­ელ-ბალ­ყა­რე­ლი არის­ტოკ­რა­ტი­ის ურ­თი­ერ­თო­ბის, აგ­რეთ­ვე ამ უკა­ნას­კ­ნელ­თა ყო­ფა-ცხოვ­რე­ბი­სა და მა­თი სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ.

ნი­კო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი
ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი
ჟურნალი "ისტორიანი",#50
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?