ანჩისხატი - ტაძარი, რომელიც თბილისის ხნისაა
ანჩისხატი - ტაძარი, რომელიც თბილისის ხნისაა
თბილისის ისტორიულ ნაგებობათა შორის ანჩისხატის ტაძარი ყველაზე ადრეულია. იგი აშენებულია VI საუკუნის დასაწყისში, ვახტანგ გორგასლის ძის, დაჩი უჯარმელის მიერ, რომელსაც წილად ხვდა მამის მიერ დაარსებული თბილისის მშენებლობის დასრულება.

ამაზე მეტყველებს რესტავრაციის დროს ტაძარში ნაპოვნი ორი ქვის ფილა, ჯვრის ამაღლების რელიეფური გამოსახულებითა და ასომთავრული წარწერით, რომელშიც მოხსენიებულია მეფე დაჩი. სავარაუდოდ, ეს არის სწორედ ის ყოვლადწმიდა მარიამის შობის სახელობის ეკლესია, რომელსაც "მოქცევაი ქართლისაი" იხსენიებს.

ან­ჩის­ხა­ტის ტა­ძა­რი მდე­ბა­რე­ობს მტკვრის მარ­ჯ­ვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე, ძვე­ლი თბი­ლი­სის
ის­ტო­რი­ულ უბან­ში, ზე­მო კა­ლა­ში, ახ­ლან­დელ იოანე შავ­თე­ლის ქუ­ჩა­ზე.
ტა­ძა­რი წარ­მო­ად­გენს სამ­ნა­ვი­ან ბა­ზი­ლი­კას - ერთ-ერთ პირ­ველ არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ტიპს, რო­მე­ლიც ქრის­ტი­ა­ნულ­მა ხუ­როთ­მოძღ­ვ­რე­ბამ სა­ეკ­ლე­სიო ნა­გე­ბო­ბა­თა მშე­ნებ­ლო­ბის­თ­ვის გა­მო­ი­ყე­ნა (ტერ­მი­ნი ბა­ზი­ლი­კა მო­დის ბერ­ძ­ნუ­ლი ბა­ზი­ლევ­სი­დან, რაც მე­ფის სახლს ნიშ­ნავს). სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში ეს სა­ეკ­ლე­სიო ტი­პი, გა­მომ­დი­ნა­რე უკ­ვე არ­სე­ბუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ტრა­დი­ცი­ი­დან, სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რად გან­ვი­თარ­და.
ბა­ზი­ლი­კუ­რი ტაძ­რის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ში­და სივ­რ­ცის ლუ­წი საყ­რ­დე­ნე­ბით, ნა­ვე­ბით და­ყო­ფა, რო­მელ­თა­გან შუა ნა­ვი გვერ­დი­თებ­ზე მა­ღა­ლი და გა­ნი­ე­რია. მთლი­ა­ნად ნა­გე­ბო­ბა წაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლია აღ­მო­სავ­ლე­თი­დან და­სავ­ლე­თის­კენ. აღ­მო­სავ­ლე­თით სა­კურ­თხე­ვე­ლია, უმე­ტე­სად სამ­ნა­წი­ლი­ა­ნი. შუა ნა­ვი გა­და­ხუ­რუ­ლია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, ორ­ფერ­და სა­ხუ­რა­ვით, ხო­ლო გვერ­დი­თი ნა­ვე­ბი ცალ­ფერ­დააა.

პრო­პორ­ცი­ე­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა გვერ­დით და შუა ნა­ვებს შო­რის ექ­ს­ტე­რი­ერ­შიც მკვეთ­რად არის გა­მო­ხა­ტუ­ლი და მას ბა­ზი­ლი­კურ ჭრილს უწო­დე­ბენ. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბა­ზი­ლი­კა შე­მო­ტა­ნი­ლად მი­იჩ­ნე­ვა, რად­გან პირ­ვე­ლი ბა­ზი­ლი­კე­ბი რომ­სა და კონ­ს­ტან­ტი­ნო­პოლ­ში აიგო, სა­დაც ვხვდე­ბით უფ­რო მას­შ­ტა­ბურ და მრა­ვალ­ნა­ვი­ან ნა­გე­ბო­ბებს. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძი­რი­თა­დად სამ­ნა­ვი­ან ბა­ზი­ლი­კას აშე­ნებ­დ­ნენ. იგი ად­გი­ლობ­რივ არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ტრა­დი­ცი­ას შე­ერ­წყა და გან­ვი­თა­რე­ბის სა­კუ­თა­რი გზა გან­ვ­ლო. სულ გვაქვს 70-მდე სამ­ნა­ვი­ა­ნი ბა­ზი­ლი­კა, რო­მელ­თა მშე­ნებ­ლო­ბაც სამ ეტა­პად იყო­ფა. პირ­ვე­ლი, ანუ საწყი­სი ეტა­პის ძეგ­ლე­ბი დი­დი ბა­ზი­ლი­კე­ბის ჯგუ­ფია. მათ­ში გა­მოკ­ვე­თი­ლი ბა­ზი­ლი­კის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ყვე­ლა ნი­შა­ნია და ზო­მი­თაც უფ­რო დი­დე­ბია, ვიდ­რე მომ­დევ­ნო ეტა­პის ნა­გე­ბო­ბე­ბი. აგე­ბუ­ლე­ბით სწო­რედ ამ ეტა­პის ძეგ­ლებს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა ან­ჩის­ხა­ტის ტა­ძა­რიც.
თა­ნა­მედ­რო­ვე ან­ჩის­ხა­ტის ტა­ძა­რი ჩვე­ნამ­დე მრა­ვალ­ჯერ აღ­დ­გე­ნი­ლი და გა­და­კე­თე­ბუ­ლი სა­ხით მო­ვი­და.

ის­ტო­რი­უ­ლი ცნო­ბე­ბით, აგე­ბი­დან სულ რა­ღაც ერ­თი სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ თბი­ლი­სი ბი­ზან­ტი­ელ­თა და ხა­ზარ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა ლაშ­ქარ­მა აიღო. ამ დროს ტა­ძა­რი ძლი­ერ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა და 634 წელს ქარ­თ­ლის კა­თო­ლი­კოს ბა­ბი­ლას გა­ნუ­ახ­ლე­ბია. ამა­ვე წელს ტაძ­რის მახ­ლობ­ლად აუშე­ნე­ბი­ათ სა­სახ­ლე, რო­მელ­შიც მცხე­თი­დან კა­თო­ლი­კო­სის რე­ზი­დენ­ცია გა­და­უ­ტა­ნი­ათ. არ­სე­ბობს სა­ინ­ტე­რე­სო გად­მო­ცე­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ეს ტა­ძა­რი იყო ერ­თა­დერ­თი, რო­მელ­საც არაბ­თა ბა­ტო­ნო­ბის დროს ზა­რე­ბის რე­კის უფ­ლე­ბა ჰქონ­და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი. რო­გორც ჩანს, სწო­რედ ამის გა­მო მას ძვე­ლად "ზა­რის საყ­დარ­საც" უწო­დებ­დ­ნენ.

თავდაპირველად აქ ბოძების სამი წყვილი იყო, რასაც ადასტურებს ჩრდილოეთის ორ საყრდენს შორის დარჩენილი მესამე საყრდენის ჯვრული ბაზისი

ტაძ­რის ამ­ჟა­მინ­დე­ლი სა­ხელ­წო­დე­ბა - ან­ჩის­ხა­ტის ეკ­ლე­სია, მო­დის XVII სა­უ­კუ­ნი­დან. 1664 წელს ქარ­თ­ლის კა­თო­ლი­კოს დო­მენ­ტი III-ს თბი­ლი­სე­ლი ვაჭ­რის­გან შე­უ­ძე­ნია კლარ­ჯე­თი­დან, ან­ჩის მო­ნას­ტ­რი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი მაცხოვ­რის ხელ­თუქ­მ­ნე­ლი ხა­ტი, რო­მე­ლიც მას­ზე­ვე არ­სე­ბუ­ლი წარ­წე­რის თა­ნახ­მად, ბე­ქა ოპი­ზარს მო­უ­ჭე­დავს. ხა­ტი ქარ­თუ­ლი ჭე­დუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს ნი­მუშს წარ­მო­ად­გენს, რო­გორც ამ დარ­გის სა­უ­კე­თე­სო ოს­ტა­ტის სა­უ­კე­თე­სო ქმნი­ლე­ბა (ამ­ჟა­მად შალ­ვა ამი­რა­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო მუ­ზე­უმ­შია და­ცუ­ლი). იგი მა­შინ­დელ სა­კა­თო­ლი­კო­სო ტა­ძარ­ში - ღვთის­მ­შობ­ლის შო­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში და­აბ­რ­ძა­ნეს და სწო­რედ ამ დრო­ი­დან დამ­კ­ვიდ­რ­და მი­სი ახა­ლი სა­ხე­ლი - ან­ჩის­ხა­ტის ეკ­ლე­სია.

დო­მენ­ტი კა­თო­ლი­კოსს უკავ­შირ­დე­ბა ტაძ­რის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­ნახ­ლე­ბა-რეს­ტავ­რა­ცი­აც. 1675 წელს აგუ­რის წყო­ბით შე­უვ­სი­ათ კედ­ლე­ბის ჩა­მონ­გ­რე­უ­ლი ზე­და ნა­წი­ლე­ბი, ტა­ძარ­ში აღუ­მარ­თავთ აგუ­რის მრგვა­ლი ბო­ძი და მათ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბი­ლი თა­ღე­ბი. 1683 წელს ეკ­ლე­სია მო­ხა­ტეს ნი­კო­ლოზ კა­თო­ლი­კო­სის თა­ოს­ნო­ბით. ტაძ­რის სამ­ხ­რე­თით მე­ფის სა­სახ­ლეც ყო­ფი­ლა აგე­ბუ­ლი.

გვი­ან შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ან­ჩის­ხა­ტის ეკ­ლე­სია სა­სუ­ლი­ე­რო და კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცენ­ტ­რი გახ­და, სა­დაც ქარ­თ­ველი უფ­ლის­წუ­ლე­ბი იზ­რ­დე­ბოდ­ნენ. აქ­ვე მოქ­მე­დებ­და სე­მი­ნა­რი­აც, რო­მელ­მაც 1795 წლამ­დე, აღა-მაჰ­მად-ხა­ნის შე­მო­სე­ვამ­დე იარ­სე­ბა. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში და­ზი­ან­და ტა­ძა­რი ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან. იგი XIX სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში კვლავ აღად­გი­ნეს, თუმ­ცა არას­წო­რად და ავ­თენ­ტი­კუ­რი სა­ხის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლად, რა­მაც მი­სი და­მა­ხინ­ჯე­ბა გა­მო­იწ­ვია. 1814 წელს ტა­ძა­რი თა­ვი­დან მო­უ­ხა­ტავთ, ქარ­თუ­ლი ფერ­წე­რის­თ­ვის სრუ­ლი­ად უცხო კო­ლო­რი­ტი­თა და მხატ­ვ­რუ­ლი სა­ხე­ე­ბით. 70-იან წლებ­ში კი, ან­ჩის­ხა­ტის მო­რი­გი შე­კე­თე­ბი­სას, მას ბა­ზი­ლი­კი­სა და ზო­გა­დად ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მოძღ­ვ­რე­ბის­თ­ვის უცხო, ცრუ გუმ­ბა­თი და­ად­გეს და და­სავ­ლე­თი­დან მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი, ტაძ­რის აგე­ბუ­ლე­ბის­თ­ვის შე­უ­სა­ბა­მო სამ­რეკ­ლო მი­ა­შე­ნეს.

1958-1964 წლებ­ში ან­ჩის­ხა­ტის ეკ­ლე­სი­ას რეს­ტავ­რა­ცია გა­უ­კე­თა არ­ქი­ტექ­ტორ- რეს­ტავ­რა­ტორ­მა რუ­სუ­დან გვერ­დ­წი­თელ­მა. თავ­და­პირ­ვე­ლი სა­ხის გა­მო­სა­ჩე­ნად, ტა­ძარს პირ­ველ რიგ­ში XIX სა­უ­კუ­ნის ცრუ გუმ­ბა­თი და სამ­რეკ­ლო მო­ა­შო­რეს. გვი­ან­დე­ლი გა­და­კე­თე­ბე­ბის­გან გა­სუფ­თავ­და ტაძ­რის ინ­ტე­რი­ე­რიც, და­დაბ­ლ­და იატა­კი რამ­დე­ნი­მე მეტ­რით, მო­იხ­ს­ნა მხატ­ვ­რო­ბის ნა­წი­ლი. სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და ნა­გე­ბო­ბის უძ­ვე­ლე­სი შრე­ე­ბი, VI სა­უ­კუ­ნის სამ­შე­ნებ­ლო ქვე­ბი და XVII სა­უ­კუ­ნის ფრეს­კე­ბის ფრაგ­მენ­ტე­ბი. ხე­ლუხ­ლებ­ლად და­ტო­ვეს XVII სა­უ­კუ­ნის რეს­ტავ­რა­ცი­ის ფე­ნა, რად­გან იგი არ უშ­ლი­და ხელს ძეგ­ლის თავ­და­პირ­ვე­ლი სა­ხით აღ­ქ­მას. რეს­ტავ­რა­ცია იმ დრო­ის­თ­ვის არ­სე­ბუ­ლი წე­სე­ბის სრუ­ლი დაც­ვით გა­კეთ­და.
ტაძ­რის პირ­ვე­ლი ფე­ნა აგე­ბუ­ლია ტუ­ფის თლი­ლი ქვით, ხო­ლო კედ­ლე­ბის ზე­და ნა­წი­ლე­ბი და შიგ­ნით ყვე­ლა ბო­ძი აგუ­რი­საა. ტაძ­რის გეგ­მა წაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლი სწორ­კუთხე­დია, რომ­ლის ინ­ტე­რი­ე­რიც ამ­ჟა­მად საყ­რ­დე­ნე­ბის ორი წყვი­ლით იყო­ფა სამ ნა­წი­ლად. თუმ­ცა თავ­და­პირ­ვე­ლად აქ ბო­ძე­ბის სა­მი წყვი­ლი იყო აღ­მარ­თუ­ლი, რა­საც ადას­ტუ­რებს ჩრდი­ლო­ე­თის ორ საყ­რ­დენს შო­რის დარ­ჩე­ნი­ლი მე­სა­მე საყ­რ­დე­ნის ჯვრუ­ლი ბა­ზი­სი.

(ზემოთ) ჯვრის ამაღლების რელიეფური გამოსახულება და ასომთავრული წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია მეფე დაჩი უჯარმელი, (ქვემოთ) დასავლეთ ფასადის შესასვლელის ლუნეტი პირიღვთისას გამოსახულებით

შუა ნა­ვი გა­ნა­პი­რებ­ზე ორ­ჯერ გა­ნი­ე­რი და მა­ღა­ლია. იგი გა­და­ხუ­რუ­ლია ცალ­კე ორ­კალ­თი­ა­ნი სა­ხუ­რა­ვით და აღ­მო­სავ­ლე­თით სრულ­დე­ბა ნა­ხე­ვარ­წ­რი­უ­ლი სა­კურ­თხევ­ლით. მაგ­რამ გა­რე­დან, ექ­ს­ტე­რი­ერ­ში, ეს მო­ხა­ზუ­ლო­ბა არ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა (ა­ნუ სა­კურ­თხე­ვე­ლი სწორ­კუთხედ­შია ჩა­წე­რი­ლი). სა­კურ­თხევ­ლის მარ­ჯ­ვ­ნივ და მარ­ცხ­ნივ და­მა­ტე­ბი­თი დამ­ხ­მა­რე ოთა­ხე­ბია (პას­ტო­ფო­რი­უ­მე­ბი) - სამ­კ­ვეთ­ლო და სა­დი­აკ­ვ­ნე. ისი­ნი გვერ­დით ნა­ვებს თი­თო გახ­ს­ნი­ლი თა­ღით უკავ­შირ­დე­ბი­ან.

ტა­ძარს შე­სას­ვ­ლე­ლი სა­მი მხრი­დან აქვს, და­სავ­ლე­თი­დან, ჩრდი­ლო­ე­თი­დან და სამ­ხ­რე­თი­დან. სა­მი­ვე კა­რი კარ­გად გათ­ლი­ლი სწორ­კუთხა ძე­ლით - არ­ქი­ტავ­რით არის გა­და­ხუ­რუ­ლი. ჩრდი­ლო­ე­თი და და­სავ­ლე­თი შე­სას­ვ­ლე­ლე­ბის თავ­ზე ნა­ლი­სებ­რი მო­ხა­ზუ­ლო­ბის ღია სარ­კ­მ­ლე­ბი, იგი­ვე ლუ­ნე­ტე­ბია და­ტა­ნე­ბუ­ლი. ეს და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ად­რე­უ­ლი ხა­ნის ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მოძღ­ვ­რე­ბის­თ­ვის. და­სავ­ლეთ ლუ­ნეტ­ში ჩას­მუ­ლია პი­რიღ­ვ­თი­სას ხა­ტი. ასე­ვე ნა­ლი­სებ­რი მო­ხა­ზუ­ლო­ბით არის დას­რუ­ლე­ბუ­ლი აღ­მო­სავ­ლე­თი ფა­სა­დის სა­მი და და­სავ­ლე­თი ფა­სა­დის სარ­კ­მ­ლე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ბა­ზი­ლი­კურ ჭრილ­ში (შუა და გვერ­დითი ნა­ვე­ბის გა­და­ხურ­ვის დო­ნე­ებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი შუა ნა­ვის ნა­წი­ლი) მო­თავ­სე­ბულ სარ­კ­მ­ლებს, რომ­ლე­ბიც ტაძ­რის გა­ნა­თე­ბის ძი­რი­თადი წყა­როა, ჩრდი­ლო­ე­თის მხრი­დან ისი­ნი ნა­ლი­სებ­რი ფორ­მე­ბი­საა, ხო­ლო სამ­ხ­რე­თი­დან - სხვა­დას­ხ­ვა ზო­მის სწორ­კუთხე­დე­ბის.

ტაძ­რის დე­კო­რა­ტი­უ­ლი მორ­თუ­ლო­ბი­დან თით­ქ­მის არა­ფე­რია შე­მორ­ჩე­ნი­ლი გარ­და "ჯვრის ამაღ­ლე­ბის" კომ­პო­ზი­ცი­ის ფრაგ­მენ­ტი­ა­ნი რე­ლი­ე­ფი­სა, რო­მე­ლიც დიდ როლს ას­რუ­ლებს ტაძ­რის და­თა­რი­ღე­ბის­თ­ვის, აგ­რეთ­ვე გვაწ­ვ­დის ინ­ფორ­მა­ცი­ას იმ ეპო­ქის მხატ­ვ­რუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის შე­სა­ხებ. მას­ზე შერ­ჩე­ნი­ლია ე.წ. ბოლ­ნუ­რი ჯვრი­სა და ან­გე­ლო­ზის ძლი­ერ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი.
თავ­და­პირ­ვე­ლად გა­ფორ­მე­ბუ­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო აღ­მო­სავ­ლეთ ფა­სა­დის სარ­კ­მე­ლიც, რომ­ლის თავ­სარ­თ­ზეც კბი­ლა­ნე­ბი­ან ორ­ნა­მენტს ვა­რა­უ­დო­ბენ. იგი დრო­თა სვლი­სა და ატ­მოს­ფე­რუ­ლი ნა­ლე­ქე­ბის­გან არის გა­ლე­უ­ლი. ამ­გ­ვა­რი მორ­თუ­ლო­ბა ამ­ჯე­რად შე­მორ­ჩე­ნი­ლი გვაქვს ნი­ქო­ზის ღვთა­ე­ბის ტაძ­რის სარ­კ­მელ­ზე.

ტაძრის პირველი ფენა აგებულია ტუფის თლილი ქვით, ხოლო კედლების ზედა ნაწილები აგურისაა

ტაძ­რი­დან რამ­დე­ნი­მე მეტ­რის მო­შო­რე­ბით, და­სავ­ლე­თის მხა­რეს დგას დო­მენ­ტი კა­თო­ლი­კო­სის აგე­ბუ­ლი აგუ­რის სამ­რეკ­ლო. მის პირ­ველ სარ­თულს კუ­ბის ფორ­მა აქვს და ტა­ძარ­ში შე­სას­ვ­ლე­ლი კა­რიბ­ჭის ფუნ­ქ­ცი­ა­საც ითავ­სებს. კუ­ბის ცენ­ტ­რ­ში, კვად­რა­ტულ მო­ჩარ­ჩო­ე­ბა­ში, ჩას­მუ­ლია გა­სას­ვ­ლე­ლის შე­ის­რუ­ლი თა­ღი, ხო­ლო მის ორი­ვე მხა­რეს ორ სარ­თუ­ლად მო­თავ­სე­ბუ­ლია აგუ­რის­ვე დე­კო­რა­ტი­უ­ლი ნი­შე­ბი, რომ­ლე­ბიც აშ­კა­რად აღ­მო­სავ­ლუ­რი მხატ­ვ­რუ­ლი მო­ტი­ვე­ბის გავ­ლე­ნი­თაა შექ­მ­ნი­ლი. მე­ო­რე სარ­თულ­ზე ოთა­ხე­ბია, ხო­ლო მე­სა­მე სარ­თულს წარ­მო­ად­გენს თა­ვად ქვის სამ­რეკ­ლოს ფან­ჩა­ტუ­რი პი­რა­მი­დუ­ლი გა­და­ხურ­ვით. მი­სი სვე­ტის­თა­ვე­ბი და კარ­ნი­ზი ყვა­ვი­ლო­ვა­ნი ორ­ნა­მენ­ტით არის გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

შე­ნო­ბას ზუს­ტად ათა­რი­ღებს ქუ­ჩის მხა­რეს, შე­სას­ვ­ლე­ლის ზე­მოთ ჩას­მუ­ლი ყვი­თე­ლი ფე­რის ფი­ლა, ზედ ამოკ­ვე­თი­ლი ქტი­ტო­რის მხედ­რუ­ლი წარ­წე­რით: "ჩვენ, ქრის­ტეს მი­ერ კურ­თხე­ულ­მან ბა­ტო­ნიშ­ვილ­მან კა­თა­ლი­კოზ­მან დო­მენ­ტი აღ­ვა­შე­ნე სამ­რეკ­ლო და გან­ვა­ახ­ლე საყ­და­რი ესე სუ­ლი­სა ჩვე­ნი­სა სა­ო­ხად მე­ფო­ბა­სა ქარ­თ­ველ­თა­სა შა­ნა­ვა­ზი­სა­სა, ქო­რო­ნი­კონ­სა ტნიგ" (1675 წ).

მა­რი­ტა სახ­ლ­თხუ­ციშ­ვი­ლი
ჟურნალი "ისტორიანი",#50
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა