"ხუთ წე­ლი­წადს ვი­ყა­ვით შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი მე და ფლო­რა. მა­მა­მი­სს არ მოვ­წონ­დი, რად უნ­დო­და ამ­ნა­ი­რი სა­სი­ძო. მე­რე კი უთხ­რა ქა­ლიშ­ვილს, რომ..."
"ხუთ წე­ლი­წადს ვი­ყა­ვით შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი მე და ფლო­რა. მა­მა­მი­სს არ მოვ­წონ­დი, რად უნ­დო­და ამ­ნა­ი­რი სა­სი­ძო. მე­რე კი უთხ­რა ქა­ლიშ­ვილს, რომ..."
ფოტო:იმედა კახიანი მეუღლესთან ერთად
"მუ­დამ ვგრძნობ­დი უფ­ლის მფარ­ვე­ლო­ბას. რო­გორც კი გა­მი­ჭირ­დე­ბო­და, მეხ­მა­რე­ბო­და. რომ არა ეს, 12 წლის ბი­ჭი, რო­მე­ლიც მარ­ტო დავ­რ­ჩი და ათა­სი ხი­ფა­თი გა­მო­ვი­ა­რე, რო­გორ გა­დავ­რ­ჩე­ბო­დი!"

ხომ ამბობენ, მცენარეები იქ გრძნობენ თავს კარგად, სადაც კარგი გარემოაო. ჰოდა, იმედა კახიანის ოჯახში ნამდვილად ძალიან კარგი გარემო ყოფილა. მცენარეები თურმე მისი მეუღლის გატაცებაა. - ადრე უფრო მეტი ყვავილები გვქონდაო, - მეუბნება სანდომიანი ღიმილით დიასახლისი, - ახლა საკმარისი ადგილი არ გვაქვს და იძულებული გავხდი, შემემცირებინა. თანაც ისეთი
სახელი მქვია, ფლორა, რომ ბუნებრივიც არის, მცენარეები ძალიან მიყვარდესო.

სიმცირეს ვერ დაარქმევ ათეულზე მეტ სხვადასხვა მცენარეს, ვერც მხოლოდ სახელს დაუკავშირებ მათ ასეთ ყვავილობას, - გარემოა მართლაც კარგი, და გუმანით ვხვდები, მის შექმნაში ლომის წილი აქვს საქართველოს სახალხო არტისტს, იმედა კახიანს მიუძღვის. მისი ცხოვრების ეპიზოდები კიდევ
უფრო მეტად მარწმუნებს ჩემი შეგრძნების სიმართლეში. და თუმცა ცხოვრება არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი, ტაქტი და კეთილგანწყობა ტკივილის გადატანის ძალასაც აძლევს და დაფარვის უნარსაც. იმედა კახიანის ცხოვრების კრედო ხომ ეს არის: ირგვლივ ყველა კარგად უნდა იყოს!

- ჩე­მი თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნებს მძი­მე ბავ­შ­ვო­ბა ჰქონ­დათ. 1937 წელს და­ვი­ბა­დე და 1941 წელს ომი და სი­დუხ­ჭი­რე და­იწყო. მარ­თა­ლია, პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, მაგ­რამ კარ­გად მახ­სოვს ყვე­ლა­ფე­რი.
მა­მა­ჩე­მი - ლა­დო კა­ხი­ა­ნი 30-იან წლებ­ში რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი იყო. ციმ­ბი­რი­დან რომ დაბ­რუნ­და, ქა­ლა­ქის ტი­პის და­სახ­ლე­ბა­ში ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და. ამი­ტომ ვცხოვ­რობ­დით სოფ­ლად, კა­ხი­ა­ნე­ბის ყო­ფილ სახ­ლ­ში, იმე­რეთ­ში, სამ­ტ­რე­დი­ის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ეწერ­ში. აზ­ნა­უ­რიშ­ვი­ლე­ბი იყ­ვ­ნენ კა­ხი­ა­ნე­ბი, გვედ­გა კარ­გი ხის ოდა­სახ­ლი. დე­და - ეკა­ტე­რი­ნე მი­ქე­ლა­ძე მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო (კუ­ლა­შე­ლი დი­დი თა­ვა­დის, გი­ორ­გი მი­ქე­ლა­ძის შთა­მო­მა­ვა­ლი). მა­მას, რო­გორც არა­სა­ი­მე­დოს, სამ­სა­ხურს არ აძ­ლევ­დ­ნენ. გა­ნათ­ლე­ბით ეკო­ნო­მის­ტი ძი­რი­თა­დად უმუ­შე­ვა­რი გახ­ლ­დათ. იშ­ვი­ა­თად თუ მი­ე­ცე­მო­და მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ოჯახ­ში სა­მი შვი­ლი ვი­ყა­ვით. ორი ძმა მყავ­და.

მა­მა რომ გა­და­სახ­ლე­ბი­დან დაბ­რუნ­და, პირ­ვე­ლი ვა­ჟი მე გავ­ჩ­ნ­დი და თა­ვი­სი იმე­დი და­მარ­ქ­ვა, - დამ­რ­ჩა ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლი იმე­და.
10 წლის რომ გავ­ხ­დი, მა­მი­დამ წა­მო­მიყ­ვა­ნა თბი­ლის­ში, იმ სახ­ლ­ში, სა­დაც მა­მა ცხოვ­რობ­და გა­და­სახ­ლე­ბამ­დე. მა­მი­და გა­უთხო­ვა­რი ქა­ლი იყო, ვცხოვ­რობ­დით მარ­ტო. ყო­ველ კვი­რას დავ­ყავ­დი ეკ­ლე­სი­ა­ში. მსგავ­სი რამ აკ­რ­ძა­ლუ­ლი იყო. არ ვი­ცი, რო­გორ მოხ­და, რომ გა­დავ­რ­ჩით და არ დაგ­ვ­სა­ჯეს.

დი­ლით ად­რე მაღ­ვი­ძებ­და, გაკ­ვე­თი­ლებს ვი­მე­ო­რებ­დი და სკო­ლა­ში მივ­დი­ო­დი. წე­სი­ე­რად ვსწავ­ლობ­დი. ვაჟ­თა მე-19 სკო­ლა, სა­დაც ვსწავ­ლობ­დი, სახ­ლ­თან ახ­ლოს იყო. გიმ­ნა­ზი­ის ტი­პის სწავ­ლე­ბა გვქონ­და.
მახ­სოვს, რო­გო­რი ფორ­მე­ბით დავ­დი­ო­დით. გა­უ­თო­ე­ბუ­ლი უნ­და გვცმო­და, ქამ­რის ბალ­თა და ქუდ­ზე ნი­შა­ნი ლი­თო­ნი­სა გვქონ­და, სა­გან­გე­ბოდ უნ­და გაგ­ვეპ­რი­ა­ლე­ბი­ნა.

12 წლის რომ გავ­ხ­დი, მა­მი­და გარ­და­მეც­ვა­ლა და დავ­რ­ჩი მარ­ტო. ჩე­მი მშობ­ლე­ბი აქ ვერ ჩა­მო­ვი­დოდ­ნენ, არ ჰქონ­დათ ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა. მე რომ სო­ფელ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი, იმ პა­ტა­რა ბი­ნას დავ­კარ­გავ­დი პლე­ხა­ნოვ­ზე, სა­დაც მა­მი­დას­თან ერ­თად ვიცხოვ­რე - მთავ­რო­ბა წაგ­ვარ­თ­მევ­და. იმის გა­მო, რომ ჩემ­თ­ვის და ჩე­მი ძმე­ბის­თ­ვის ბი­ნა არ დაგ­ვე­კარ­გა, დამ­ტო­ვეს თბი­ლის­ში.
ძველ­თ­ბი­ლი­სუ­რი ეზო იყო, რა­ტომ­ღაც იტა­ლი­ურს რომ ეძა­ხი­ან, ისე­თი. ერ­თად ვი­ყა­ვით რუ­სე­ბი, ებ­რა­ე­ლე­ბი, სომ­ხე­ბი...
ყვე­ლას უჭირ­და. ეკ­ლე­სი­უ­რად ვერ ვცხოვ­რობ, მაგ­რამ მუ­დამ ვგრძნობ­დი უფ­ლის მფარ­ვე­ლო­ბას. რო­გორც კი გა­მი­ჭირ­დე­ბო­და, მეხ­მა­რე­ბო­და. რომ არა ეს, 12 წლის ბი­ჭი, რო­მე­ლიც მარ­ტო დავ­რ­ჩი და ათა­სი ხი­ფა­თი გა­მო­ვი­ა­რე, რო­გორ გა­დავ­რ­ჩე­ბო­დი! მყავ­და კარ­გი მე­ზობ­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი, მაგ­რამ მა­ინც...


მა­მი­და რომ აღარ მყავ­და, მი­ჭირ­და დი­ლით ად­რე გაღ­ვი­ძე­ბა, ამი­ტომ სკო­ლა­ში მაგ­ვი­ან­დე­ბო­და, გაკ­ვე­თი­ლე­ბი მიც­დე­ბო­და. ად­გ­ნენ და გამ­რიცხეს! ახ­ლაც არ მეს­მის, რა მე­თო­დია ეს. სკო­ლი­დან რომ რიცხავ, სად უშ­ვებ?! გვერ­დით იყო ვაჟ­თა მე-20 სკო­ლა, სა­დაც არც ფორ­მა ეც­ვა ვინ­მეს, არც იმას გე­კითხე­ბოდ­ნენ, აგ­ვი­ა­ნებ­დი თუ არა. აი, ის სკო­ლა და­ვამ­თავ­რე. გაკ­ვე­თი­ლე­ბი რო­ცა ვი­ცო­დი, მა­შინ მივ­დი­ო­დი, თუ არა­და, ვი­ყა­ვი შინ. რა­კი მარ­ტო ვცხოვ­რობ­დი, თუ ვინ­მე გაკ­ვე­თი­ლებს აც­დენ­და, ყვე­ლა ჩემ­თან მო­დი­ო­და. 12 წლი­დან ვე­წე­ო­დი სი­გა­რეტს, ვინ და­მიშ­ლი­და? მად­ლო­ბა ღმერთს, ნარ­კო­მა­ნია არ იყო ჩვენ დროს. ქა­ლაქ­ში სულ ორი ნარ­კო­მა­ნი იყო და სა­შინ­ლად არ მოს­წონ­დათ ისი­ნი ქა­ლაქ­ში. მი­თა­მა­შია ფულ­ზეც. ისე, თა­მა­ში ახ­ლაც მიყ­ვარს, მაგ­რამ ზო­მი­ე­რად. გა­და­ყო­ლა არ შე­იძ­ლე­ბა. მა­მა ხში­რად მე­სა­უბ­რე­ბო­და, მეს­მო­და მი­სი ტკი­ვი­ლი­სა და ჩე­მი ოჯა­ხი­საც. ვი­ცო­დი, ჩემ­ზე დი­დად იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩე­მი ძმე­ბის ბე­დიც. ასეც მოხ­და. შემ­დეგ ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე ჯერ ერ­თი, მე­რე მე­ო­რე ძმა, ის­წავ­ლეს და აქ და­სახ­ლ­დ­ნენ.

დე­დას ძა­ლი­ან უნ­დო­და, ექი­მი გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვი. ვემ­ზა­დე­ბო­დი, ჩა­ვა­ბა­რე კი­დეც, მაგ­რამ ქუ­ლა და­მაკ­ლ­და, ვერ მოვ­ხ­ვ­დი. მე­გო­ბარ­მა - ნო­დარ ფი­რა­ნიშ­ვილ­მა მირ­ჩია, მო­დი, თე­ატ­რა­ლურ­ში ჩა­ა­ბა­რეო. ის თე­ატ­რა­ლუ­რის პირ­ველ კურ­ს­ზე სწავ­ლობ­და. რო­გორ-მეთ­ქი, - გა­მიკ­ვირ­და. ვი­ცო­დი, ნო­და­რი ვიდ­რე ჩა­ა­ბა­რებ­და, დრამ­წ­რე­ზე და­დი­ო­და ვო­რონ­ცოვ­ზე. იქ და­დი­ოდ­ნენ კა­ხი და იმე­რი კავ­სა­ძე­ე­ბიც. მე კი ლექ­სიც არ წა­მი­კითხავს გა­მოთ­ქ­მით. მე მო­გამ­ზა­დე­ბო, და­მა­ი­მე­და. რა­კი სა­მე­დი­ცი­ნო­ზე ვერ მო­ვეწყ­ვე და თე­ატ­რა­ლურ­ში გა­მოც­დე­ბი გვი­ან იწყე­ბო­და, სხვა რა არ­ჩე­ვა­ნი მქონ­და, სა­ბუ­თე­ბი იქ შე­ვი­ტა­ნე. სა­ბუ­თე­ბის მი­ღე­ბის ბო­ლო დღე იყო. მე­ო­რე დღეს ტუ­რი იყო და­ნიშ­ნუ­ლი. სა­მი ტუ­რი ტარ­დე­ბო­და, ლექ­სი, იგა­ვი, პრო­ზა უნ­და წა­გე­კითხა. მე­რე გა­მოც­დე­ბი იწყე­ბო­და. მოვ­ბ­რუნ­დით შინ და და­ვიწყეთ მომ­ზა­დე­ბა. მოვ­ძებ­ნეთ მე­ხუ­თე კლა­სის ლი­ტე­რა­ტუ­რის წიგ­ნი, რო­მელ­შიც ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ლექ­სი იყო ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას "არ­წი­ვი" და თა­ნაც ვი­ცო­დი ზე­პი­რად, ამი­ტო­მაც ეს ავირ­ჩი­ეთ. კრი­ლო­ვის ერ­თი იგავ-არა­კი და ვა­ჟას­ვე "ა­მო­დის, ნათ­დე­ბა". მო­მამ­ზა­და ნო­დარ­მა, ამიხ­ს­ნა, რაც შე­იძ­ლე­ბა ვაჟ­კა­ცუ­რად, ხმა­მაღ­ლა წა­ი­კითხეო.

მი­ვე­დით მე­ო­რე დღეს თე­ატ­რა­ლურ­ში. გა­მო­მი­ძა­ხეს დიდ აუდი­ტო­რი­ა­ში. შე­ვე­დი, ვხე­დავ, პრო­ჟექ­ტო­რე­ბი მა­ნა­თებს, სიღ­რ­მე­ში გრძე­ლი მა­გი­და დგას და სხე­დან გა­მომ­ც­დე­ლე­ბი. და­იწყეო. რო­გორც მას­წავ­ლა ნო­დარ­მა, ისე წა­ვი­კითხე, დავ­ჭე­ქე! არა­ვინ არა­ფერს მე­უბ­ნე­ბა. შუ­ა­ში იჯ­და მე­ლო­ტი კა­ცი, თურ­მე დი­მიტ­რი ალექ­სი­ძე, რო­მელ­საც ჯგუ­ფი უნ­და აეყ­ვა­ნა. რა წა­ი­კითხე, თუ გეს­მი­სო, - მკითხა. რო­გორ არ მეს­მის-მეთ­ქი. მე­რე არ შე­გე­ცო­და არ­წი­ვიო. დავ­ფიქ­რ­დი, - მე­ცო­დე­ბო­და ნამ­დ­ვი­ლად. თუ გე­ცო­დე­ბა, რა გი­ხა­რია, რას ყვი­რი გაბ­რ­წყი­ნე­ბუ­ლიო. კარ­გი, მო­დი აქ და­ჯე­ქი, არ იყ­ვი­რო, წა­ი­კითხე კი­დევ რა იციო. და­ვიწყე იგა­ვი... და­მა­ვიწყ­და. თა­ვი­დან და­იწყეო. და­ვიწყე, ისევ და­მა­ვიწყ­და. კარ­გი, გა­და­დი პრო­ზა­ზეო. ახ­ლა პრო­ზას რო­გორ მოვ­ყ­ვე­ბო­დი, წუ­ხან­დელ ნას­წავლს. გა­მო­მიშ­ვეს.

ნო­დარს ვუთხა­რი, და­მა­ნე­ბე თა­ვი, ეს რა ყო­ფი­ლა, არ არის ჩე­მი საქ­მე მსა­ხი­ო­ბო­ბა-მეთ­ქი. მე­ო­რე დღეს გა­მო­ვე­დით ბირ­ჟა­ზე. ვდგა­ვართ, ზო­გი დამ­ცი­ნის, ზო­გი მე­ხუმ­რე­ბა. ნო­დარ­მა მითხ­რა, წა­მო­დი, რუს­თა­ველ­ზე გა­ვი­ა­რო­თო. რა მინ­და იქ-მეთ­ქი. პლე­ხა­ნო­ვე­ლი თუ იყა­ვი, პლე­ხა­ნოვ­ზე უნ­და მდგა­რი­ყა­ვი, რუს­თა­ველ­ზე არ შე­იძ­ლე­ბო­და. არ მო­მეშ­ვა, წა­ვე­დით. ჩა­ვი­ა­რეთ თე­ატ­რა­ლურ ინ­ს­ტი­ტუტ­თან. ვხე­დავთ, სიაა გა­მოკ­რუ­ლი. მე რომ შე­ვი­ტა­ნე სა­ბუ­თე­ბი, ხუ­თა­სამ­დე გან­ცხა­დე­ბა იყო, სულ თორ­მე­ტი უნ­და აეყ­ვა­ნათ. 38 კა­ცია დარ­ჩე­ნი­ლი და მეც ვარ სი­ა­ში. აი, ხომ გითხა­რი, კარ­გად რომ მო­გამ­ზა­დე ტუ­რის­თ­ვის, გახ­ვე­დიო, - ნო­დარ­მა. გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დავ­რ­ჩით ორი­ვე. მო­ვი­და ერ­თი ქა­ლი ამ დროს. მიმ­ღე­ბი კო­მი­სი­ის მდი­ვა­ნი ვა­რო. თქვენ გინ­დათ ამ ინ­ს­ტი­ტუტ­ში სწავ­ლა? - მკითხა. რო­გორ არ მინ­და, ვგიჟ­დე­ბი ისე მინ­და-მეთ­ქი. მე­რე თუ გიჟ­დე­ბი, რა­ტომ არა­ფე­რი მო­ამ­ზა­დეო. და­ვა­ლე­ბუ­ლი მაქვს გითხ­რათ, გა­დაწყ­ვი­ტეს, ტუ­რე­ბი­დან მოგ­ხ­ს­ნან. თუ სწავ­ლა გინ­და, იარეთ ინ­ს­ტი­ტუტ­ში, მო­გამ­ზა­დებთ პე­და­გო­გი და მე­რე გახ­ვალთ გა­მოც­დებ­ზეო. ოღონდ ეს არა­ვის უნ­და გა­ე­გო. ყო­ველ დი­ლით მივ­დი­ო­დი, ვი­კე­ტე­ბო­დით აუდი­ტო­რი­ა­ში მე და რე­ჟი­სო­რი ასი­კო გამ­სა­ხურ­დია, ის მა­მე­ცა­დი­ნებ­და. მო­მამ­ზა­და ყოვ­ლად უან­გა­როდ. გა­ვე­დი გა­მოც­დებ­ზე და ჩა­ვი­რიცხე.


თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის სტუ­დენ­ტი დღე­საც ვარ, მგო­ნი. დიპ­ლო­მი არ ამი­ღია, ოთხ­ჯერ გამ­რიცხეს. პირ­ველ კურსს ვამ­თავ­რებ­დით, "სა­ბუ­და­რელ ჭა­ბუკს" იღებ­დ­ნენ. მო­ვი­და თე­ატ­რა­ლურ ინ­ს­ტი­ტუტ­ში კა­ცი. მთა­ვარ როლ­ში ბი­ჭი დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი გვყავს, მაგ­რამ მი­სი გა­რე­მოც­ვა გვჭირ­დე­ბა და რამ­დე­ნი­მე პირ­ველ­კურ­სელს გა­და­ვი­ღებ­თო. წაგ­ვიყ­ვა­ნეს. მი­ვე­დით მე­ო­რე დღეს ჩე­მი ჯგუ­ფის ბი­ჭე­ბი. აგ­ვიყ­ვა­ნეს რე­ჟი­სორ შო­თა მა­ნა­გა­ძეს­თან. გა­მოგ­ვ­კითხა, ვინ ვი­ყა­ვით, სად ვსწავ­ლობ­დით. მე­რე ერთ-ერთს უთხ­რა, მო­დი, ამ ბიჭს ჩა­აც­ვით გო­გი­ტას ტან­საც­მე­ლი, გრი­მი გა­უ­კე­თეთ და გავ­სინ­ჯო­თო. სულ არ ვი­ცო­დი, რა იყო სინ­ჯი. წა­მიყ­ვა­ნეს, ბევ­რი გრი­მი და­მა­დეს და ეპი­ზო­დის თა­მა­ში მთხო­ვეს. გა­და­ი­ღეს. და­მი­ბა­რეს მე­ო­რე დღეს. ასე გაგ­რ­ძელ­და კარ­გა ხანს. იქ ერ­თი კა­ცი იყო, მა­ღა­ლი, შავ­გ­ვ­რე­მა­ნი, სე­რი­ო­ზუ­ლად იდ­გა, ხმას არ იღებ­და. რამ­დე­ნი გა­და­ღე­ბა­ზე მი­ვი­დო­დი, ის სულ მხვდე­ბო­და. მი­სი არც სა­ხე­ლი ვი­ცო­დი, არც თა­ნამ­დე­ბო­ბა.

ერთ დღე­საც ეს კა­ცი დამ­ხ­ვ­და და მითხ­რა: შე­ნი საქ­მე გა­დავ­წყ­ვი­ტეთ გუ­შინ, შენ და­გამ­ტ­კი­ცეთ მთა­ვარ როლ­ზე და აბა, შენ იცი. პა­ტა­რა მა­ღა­რი­ჩი ხომ უნ­და იკის­როო. დი­დი მად­ლო­ბა-მეთ­ქი, ვუთხა­რი და წა­მო­ვე­დი, რომ ფუ­ლი მე­შო­ვა და ეს კა­ცი რეს­ტო­რან­ში და­მე­პა­ტი­ჟე­ბი­ნა, ვე­სეს­ხე ვი­ღა­ცას. იმ სა­ღა­მოს მო­ვიწ­ვიე ის და მი­სი მე­გობ­რე­ბი, რომ მად­ლო­ბა მეთ­ქ­ვა როლ­ზე დამ­ტ­კი­ცე­ბის გა­მო. ეს შავ­გ­ვ­რე­მა­ნი კა­ცი თურ­მე შო­თა მა­ნა­გა­ძის მძღო­ლი, შო­თა ლა­ფე­რა­ძეა. ყუ­რი მო­უკ­რავს, კა­ხი­ა­ნი და­ვამ­ტ­კი­ცე­თო, რომ უთ­ქ­ვამთ და მა­ხა­რა. მე რა ვი­ცო­დი. ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, რომ ასე­თი და­ფა­სე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი იმ სა­ღა­მოს, რეს­ტო­რან­ში ასეთ ხალხს რომ ვმას­პინ­ძ­ლობ­დი. მე­რე, სულ ვყვე­ბო­დი ამ ამ­ბავს. ნუ ყო­ბი მა­გას, ბი­ჭოო, - მე­უბ­ნე­ბო­და ხოლ­მე. გა­და­ი­ხა­დე მა­შინ პურ­მა­რი­ლი-მეთ­ქი, - ვე­ხუმ­რე­ბო­დი.
თებ­რო­ნეს მთელ ქა­ლაქ­ში ეძებ­დ­ნენ. ასო­ბით გო­გო გა­ი­სინ­ჯა. ბე­ლა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი ნა­ხეს თუ არა, აიყ­ვა­ნეს. წა­ვე­დით გა­და­ღე­ბა­ზე და ორი­ვე გაგ­ვ­რიცხეს ინ­ს­ტი­ტუ­ტი­დან. დამ­თავ­რ­და გა­და­ღე­ბა, დავ­ბ­რუნ­დით. მო­იწ­ვი­ეს კრე­ბა, დავ­დეთ პი­რო­ბა, რომ კი­ნო­ში აღა­რა­სო­დეს ვი­თა­მა­შებ­დით და აღ­გ­ვად­გი­ნეს.

მე­რე ისევ და­მი­ძა­ხეს გა­და­ღე­ბებ­ზე, აღარ მახ­სოვს რა იყო, "პა­პა გი­გი­ა" თუ "მწავ­ნე ოქ­რო". გამ­რიცხეს. მო­ვე­დი გა­და­ღე­ბე­ბი­დან, - აღ­მად­გი­ნეს. ასე გან­მე­ორ­და ოთხ­ჯერ.
1961 წელს შე­იქ­მ­ნა კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში კი­ნომ­სა­ხი­ო­ბის შტა­ტი. მა­ნამ­დე მსა­ხი­ო­ბე­ბი მხო­ლოდ მოწ­ვე­ვით იყ­ვ­ნენ. ამ შტატ­ში ჩა­ი­რიცხ­ნენ სპარ­ტაკ ბა­ღაშ­ვი­ლი, კო­ტე და­უშ­ვი­ლი, დო­დო აბა­ში­ძე, ლე­ი­ლა აბა­ში­ძე, ლია ელი­ა­ვა და მე. ძა­ლი­ან გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დავ­რ­ჩი, ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ვი­ყა­ვი. ხელ­ფა­სი კი ძა­ლი­ან კარ­გი გვქონ­და - 1800 მა­ნე­თი. ეს მა­შინ რო­ცა რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძე თე­ატ­რ­ში 450 მა­ნეთს იღებ­და.
ცო­ტა ხან­ში დავ­ქორ­წინ­დი. ხუთ წე­ლი­წადს ვი­ყა­ვით შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი მე და ფლო­რა. მა­მა­მი­სი იყო პოლ­კოვ­ნი­კი, სამ­ხედ­რო პი­რი, მკაცრ რე­ჟიმს მიჩ­ვე­უ­ლი. გა­მო­ვი­დო­და, მხე­დავ­და, პლე­ხა­ნოვ­ზე ვი­დე­ქი. მე­რე გა­ი­გო, არ­ტის­ტიაო. ინ­ს­ტი­ტუ­ტი არ და­ამ­თავ­რაო. არ მოვ­წონ­დი, რად უნ­დო­და ამ­ნა­ი­რი სა­სი­ძო. მე­რე კი უთხ­რა ქა­ლიშ­ვილს, კარ­გი, გა­ყე­ვი, მარ­თა­ლია პრო­ფე­სია არ აქვს, მაგ­რამ ხან ექი­მი იქ­ნე­ბა, ხან ინ­ჟი­ნე­რი და იცხოვ­რებთ ასეო.


"თეთრ ქა­რა­ვანს" ვი­ღებ­დით ყაზ­ბეგ­ში. მითხ­რეს, მო­დი, აქ წა­მო­იყ­ვა­ნე შე­ნი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, რამ­დენ ხანს უნ­და იყოთ ასე ცალ-ცალ­კეო. წა­მომ­ყ­ვა თა­მაზ მე­ლი­ა­ვა, გი­ზი გა­ბეს­კი­რია, აქ დამ­ხ­ვ­და ნო­დარ დუმ­ბა­ძე. წა­ვიყ­ვა­ნეთ ფლო­რა. ჯვა­რი სი­ონ­ში და­ვი­წე­რეთ. მე­რე 25 თუ 30 კა­ცი შე­ვიკ­რი­ბეთ მე­უღ­ლის ოჯახ­ში და აღ­ვ­ნიშ­ნეთ. წა­ვე­დით ყაზ­ბეგ­ში. იქ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რა მოგ­ვიწყ­ვეს.
არა­სო­დეს შევ­ხ­ვედ­რი­ვარ სპარ­ტაკ ბა­ღაშ­ვი­ლის მსგავს გა­ნათ­ლე­ბულ, ბრძენ და პრო­ფე­სი­ო­ნალ კაცს. სამ წე­ლი­წადს ვი­ღებ­დით "თეთრ ქა­რა­ვანს". ცხვა­რი 6-ის ნა­ხე­ვარ­ზე გა­მოჰ­ყავთ, ამი­ტომ 4 სა­ათ­ზე ვდგე­ბო­დით და მივ­დი­ო­დით გა­და­ღე­ბა­ზე. არ მახ­სოვს, რომ ჩა­მო­ვი­დო­დით, ავ­ტო­ბუს­ში სპარ­ტაკ ბა­ღაშ­ვი­ლი არ დაგ­ვ­ხ­ვედ­რო­და. სა­მა­გა­ლი­თო კა­ცი იყო, მუ­შა­ო­ბაც იცო­და და ლხი­ნიც. რო­გორ თა­მა­დობ­და, უნ­და გე­ნა­ხათ. ფილ­მი რომ ნა­ხა, უკ­მა­ყო­ფი­ლო დარ­ჩა. ჩე­მი გმი­რი ხომ ამ­ბობს, რომ წას­ვ­ლა უნ­და, ცხვრის მი­ტო­ვე­ბაო. ნაწყე­ნი დარ­ჩა, ასე­თი შვი­ლის მა­მა თუ უნ­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, სულ არ მინ­დო­და გა­და­ღე­ბაო...

მე­რე დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტის წო­დე­ბა მო­მა­ნი­ჭეს, მე­რე - სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი­სა.
გი­გა ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძემ შე­მომ­თა­ვა­ზა, მო­დი, თე­ატ­რა­ლურ ინ­ს­ტი­ტუტ­ში, დიპ­ლო­მი აიღეო. რა­ღა დროს დიპ­ლო­მია-მეთ­ქი. მო­მე­რი­და მის­ვ­ლა. დავ­რ­ჩი უდიპ­ლო­მოდ.
პირ­ვე­ლი შვი­ლი რომ გა­მიჩ­ნ­და, ძა­ლი­ან გა­ვი­ხა­რე. თუმ­ცა ახალ­გაზ­რ­და კი ვერ ხვდე­ბი, რა არის ეს. თით­ქოს ასეც უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, სა­ნერ­ვი­უ­ლო არა­ფე­რი მქონ­და. ამ ამ­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად წა­ვე­დით კა­ხეთ­ში მე და ჩე­მი მე­გობ­რე­ბი და ერ­თი კვი­რის მე­რე ჩა­მო­ვე­დით. შვილ­თაშ­ვი­ლებს მო­ვეს­წა­რი ნი­ნის­გა­ნაც და ანას­ტა­სი­ას­გა­ნაც... ბედ­ნი­ე­რი ვარ...

ვცხოვ­რობ­დი ნორ­მა­ლუ­რად, მთავ­რო­ბის მო­ცე­მუ­ლი პა­ტა­რა ბი­ნა მქონ­და, სულ 30 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი იყო ერ­თად, მაგ­რამ სიყ­ვა­რუ­ლით და კარ­გად ვი­ყა­ვით, რომ არა ის დი­დი უბე­დუ­რე­ბა, რაც დაგ­ვე­მარ­თა. სი­ცოცხ­ლით და ენერ­გი­ით სავ­სე ჩე­მი 14 წლის ვა­ჟი - ლა­დო უცებ გა­მოგ­ვე­ცა­ლა ხე­ლი­დან. მწვა­ვე ლე­ი­კო­ზი აღ­მო­აჩ­ნ­და. ახ­ლა შვე­ლი­ან ამ და­ა­ვა­დე­ბას, მა­შინ ხსნა არ იყო, ბი­ჭებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მწვა­ვედ მი­დი­ო­და. წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი ვიბ­რ­ძო­ლეთ, მაგ­რამ ამა­ოდ. ეს იყო ჩე­მი ყვე­ლა­ზე დი­დი უბე­დუ­რე­ბა.
ხში­რად ახ­ლაც ამ­ბო­ბენ, რომ ნი­ნის გა­ჩე­ნამ გა­მო­გიყ­ვა­ნა­თო. კი ბა­ტო­ნო, ეს სი­ხა­რუ­ლი იყო, მაგ­რამ იმ ტკი­ვი­ლის გა­და­ტა­ნა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, შე­უძ­ლე­ბე­ლია, დრომ რა­მე მო­უ­ხერ­ხოს. იგი სა­მუ­და­მოდ ჩემ­თან დარ­ჩა. დრო­დად­რო მძიმ­დე­ბა სუ­ლი. მაგ­რამ გაჩ­ნ­და ერ­თი, მე­ო­რე, მე­სა­მე შვი­ლიშ­ვი­ლი, შვილ­თაშ­ვი­ლი... ხომ არ შე­მეძ­ლო მათ­თ­ვის ცხოვ­რე­ბა და­მემ­ძი­მე­ბი­ნა. ვა­ლია, რომ სხვა­ზე იფიქ­რო და მარ­ტო შენს თავ­ზე არა.

კარ­გად ცხოვ­რე­ბა­ზე არა­სო­დეს მქო­ნია პრე­ტენ­ზია. ფუ­ლი რაც მაქვს, მი­დევს ჯი­ბე­ში და ვხარ­ჯავ ბო­ლომ­დე. ასე იყო ად­რეც და ასეა ახ­ლაც. რომ არ მაქვს არა­ფე­რი, მა­შინ ვარ წყნა­რად. ქო­ნე­ბის შე­ძე­ნა­ზე არა­სო­დეს მი­ფიქ­რია. რაც მქონ­და, იმით კმა­ყო­ფი­ლი და ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი. იქ­ნებ კა­ცის სიმ­სუ­ბუ­ქე­ცაა ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. სე­რი­ო­ზუ­ლი ხალ­ხი ასე არ იქ­ცე­ვა! დი­დი ფუ­ლი არ მქო­ნია, თუმ­ცა ოჯა­ხის შე­ნახ­ვა არა­სო­დეს მი­ჭირ­და. არ ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვა, ჩემ­თან ფუ­ლის სა­სეს­ხებ­ლად მო­სუ­ლი კა­ცი უკან გა­მებ­რუ­ნე­ბი­ნა. მე რომ არ მქონ­და, წა­ვი­დო­დი, ვი­სეს­ხებ­დი და მივ­ცემ­დი. მას ხომ ეგო­ნა, რომ მქონ­და, ვერ და­ი­ჯე­რებ­და, რომ მეც არ მე­დო ჯი­ბე­ში ფუ­ლი. ასე ბევ­რ­ჯერ ყო­ფი­ლა. ახ­ლა რომ ვთქვა, რამ­დე­ნი პრობ­ლე­მა მაქვს, არა­ვინ და­ი­ჯე­რებს. ბევ­რი ვა­ლი მაქვს დღე­საც, სულ ამ ვა­ლე­ბის გა­დახ­და­ში ვარ. ამას კი ჩე­მი ცოლ-შვი­ლი ვერ გრძნობს. მა­გათ ამ სა­ფიქ­რალს რო­გორ მივ­ცემ, ჩე­მი პრობ­ლე­მაა და ჩე­მი ვა­ლია, ვიზ­რუ­ნო მათ­ზე.

ასაკს დი­დად ვერ ვგრძნობ. ისე აღარ ვარ, 25 წლის რომ ვი­ყა­ვი, მაგ­რამ 50 წლის ვი­ყა­ვი, 60-ის თუ 70-ის, ერ­თ­ნა­ი­რად ვგრძნობ­დი თავს. ღვთის წყა­ლო­ბით, ჯან­მ­რ­თე­ლი ვარ. რამ­დე­ნიც უნ­და გა­გე­ცი­ნოთ, ჭკუ­ის მო­მა­ტე­ბა­საც ვერ ვგრძნობ მა­ინ­ც­და­მა­ინც. სა­ფიქ­რა­ლია, მაგ­რამ აწი რა­ღა დრო­სია, აწი, არ გა­მო­ვა ჩემ­გან არა­ფე­რი.

მკაც­რი მა­მა და ბა­ბუა თუ ვარ? - მა­გა­შიც ვერ გა­მოვ­დე­ქი, სულ მეჩხუ­ბე­ბა ჩე­მი მე­უღ­ლე, შენ გა­ა­ფუ­ჭე ბავ­შ­ვე­ბიო. ვა­ნე­ბივ­რებ­დი ყო­ველ­თ­ვის. თუ რა­მე უნ­დო­დათ, ვცდი­ლობ­დი, შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა. წყალ­ში გა­დავ­ვარ­დე­ბი და ამათ ყვე­ლა­ფერს შე­ვუს­რუ­ლებ. ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბა ისე იყო, არა­ვინ მა­ნე­ბივ­რებ­და. ამი­ტომ ვცდი­ლობ, ამათ არ მო­ვაკ­ლო არა­ფე­რი...

ლე­ლა ჯი­ყაშ­ვი­ლი
ჟურნალი "ისტორიანი",#51
emigranti italiidan
17 მაისი 2020 16:17
როგორ მიყვარხარტ ბატონო იმედა,როგორ მიყვარს ტქვენი ოჯახი,ეკა და ნინი,ულამაზესი ნინი...სამცუხაროა რომ დაქცეულ და დამხობილ საქარტველოსჰი დაიბადეტ,უფალი ყოფილიყოს ტქვენი და ტქვენი ლამაზი ოჯახის მფარველი
ლუხუმი
17 მაისი 2020 09:23
ბატონო იმედა, ყველას მოსაწონს ვერ გააკეთებ, მთავარია მართალი იყო ისტორიისათვის, ღმერთმა დაგლოცოს.
იმირომტომ...
09 მარტი 2020 00:02
რამდენი ნიჭიერი დარჩა ინსტიტუტს გარეშე, თქვენ კი ყოველი წესის გარეშე ჩაგრიცხეს... ინსტიტუტში სწავლისთვის თავი არ მოგიკლავთ,ქონებას არ ვაგროვებდიო და რამდენი სახლი აშენეთ და გაყიდეთ , ახლაც სკანდალში ხართ გარეული. მართლაც ბედი გწყალობდათ.....

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?