ქართული კინოს ლეგენდა დასრულდა...
ქართული კინოს ლეგენდა დასრულდა...
ქართული კინოს საგანძურში შესული ფილმები "მაგდანას ლურჯა", "ჩვენი ეზო", "ჯარისკაცის მამა", "ღიმილის ბიჭები", "ნერგები", "დონ კიხოტი" და კიდევ ბევრი სხვა ერთი სიცოცხლეა - სიცოცხლე კინოფილმებით განვლილი. ამ ფილმებით ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა... ჩვენც გვიყვარს, გვეამაყება, დიდი სიამოვნებით ვუყურებთ. ამაზე დიდი წარმატება რეჟისორისთვის არ არსებობს...

ის ძალიან დიდხანს ემსახურა ქართულ კინოს. ბოლო ხანსაც ყველას ეგონა, ახალი ფილმის გადაღებას კიდევ მოასწრებდა. ხუმრობა ხომ არ არის, ფლობდე ამდენ ინფორმაციას, იყო იმ ეპოქის თვითმხილველი, რომელსაც
უკვე წარსული ჰქვია, გასული საუკუნის კუთვნილებადაა მიჩნეული... თვითმხილველი კი არა და - მონაწილე! ისტორიის ერთგვარი შემქმნელი!
რეზო ჩხეიძე - ქართული კინოს ლეგენდა სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა...

რო­ცა ერ­თხელ რე­ზო ჩხე­ი­ძეს საყ­ვე­დუ­რით უთხ­რეს, - რა­ი­კო­მის მდი­ვანს რა­ტომ იღე­ბო, მან უპა­სუ­ხა: მე იმი­ტომ ვი­ღებ, რომ გო­დერ­ძი
ჩო­ხელ­მა და თე­მურ ბაბ­ლუ­ან­მა ეს ფილ­მი არა­სო­დეს გა­და­ი­ღო­ნო...
ის არ იყო მარ­ტი­ვი კა­ცი, არც მი­სი ცხოვ­რე­ბა ყო­ფი­ლა მარ­ტი­ვი და ცალ­სა­ხად გა­სა­შიფ­რი. თვი­თონ თით­ქოს რამ­დე­ნი­მე მე­სი­ჯი გა­მოჰ­ქონ­და გან­ვ­ლი­ლი ცხოვ­რე­ბი­დან და და­ნარ­ჩე­ნი შენ უნ­და წარ­მო­გედ­გი­ნა, მარ­თ­ლად და­გე­ნა­ხა, თუნ­დაც ფან­ტა­ზი­ით შე­გექ­მ­ნა... არ იყო გრძნო­ბებ­ზე მეტყ­ვე­ლი კა­ცი, არც ძა­ლი­ან გუ­ლახ­დი­ლი. ბევ­რი რამ ჰქონ­და სა­კუ­თარ თავ­ში ჩატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი და სა­მუ­და­მოდ შე­ნა­ხუ­ლი.

- რო­ცა კი­ნოს იღებ, ქვე­ყა­ნას სულ სხვა თვა­ლით უყუ­რებ... ის ად­გი­ლი, სა­დაც გა­და­ღე­ბა გაქვს და­გეგ­მი­ლი, ძა­ლი­ან კარ­გად უნ­და გა­იც­ნო. იქა­უ­რი ხალ­ხი, იქა­უ­რი ბუ­ნე­ბა გა­ი­თა­ვი­სო. ასე უფ­რო უახ­ლოვ­დე­ბი და ერ­წყ­მი გა­რე­მოს. კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტის ბუ­ნე­ბა ასე­თია, ყვე­ლა­ფერს ზედ­მი­წევ­ნით უნ­და იც­ნობ­დე. ამან თა­ვი­სი კვა­ლი და­ტო­ვა ჩემ­ზე...

ბაღ­დათ­თან ახ­ლოს არის სო­ფე­ლი ტა­ბა­კა­ნი. იქ ჩვე­ნი საგ­ვა­რე­უ­ლო ეკ­ლე­სია და სა­საფ­ლაოა. მახ­სოვს, ბავ­შ­ვო­ბა­ში მშობ­ლებ­მა წა­მიყ­ვა­ნეს ტა­ბა­კან­ში. მე­ო­რედ იქ 1956 წელს ჩა­ვე­დი, "ჩვე­ნი ეზოს" ეპი­ზო­დებს ვი­ღებ­დი... სამ­წუ­ხა­როა, კარ­გა ხა­ნია, აღარ ვყო­ფილ­ვარ.
მა­მა­ჩე­მი და­ვით ჩხე­ი­ძე (ფსევ­დო­ნი­მით დია ჩი­ა­ნე­ლი), მწე­რა­ლი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე გახ­ლ­დათ. ამა­ვე დროს პე­და­გო­გიც იყო, ქუ­თა­ი­სის პე­და­გო­გი­უ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის ერთ-ერ­თი და­მა­არ­სე­ბე­ლი.
მე ქუ­თა­ის­ში ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი. ხუ­თი კლა­სი იქ და­ვამ­თავ­რე.
ჩვე­ნი ოჯა­ხი ლი­ტე­რა­ტუ­რულ-თე­ატ­რა­ლურ სა­ლონს ჰგავ­და. ვის არ ნა­ხავ­დით ჩვენ­თან, მთე­ლი ქარ­თუ­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცია თავს იყ­რი­და ჩვენს ოჯახ­ში.


მა­მა 1937 წელს და­ა­პა­ტიმ­რეს, სახ­ლი­დან გა­მოგ­ვ­ყა­რეს. მა­მა ცი­ხი­დან წე­რი­ლებს გვწერ­და თუ­თუ­ნის შე­სახ­ვევ ძა­ლი­ან პა­ტა­რა და თხელ ქა­ღალ­დებ­ზე. ეს წე­რი­ლე­ბი ერთ ქალ­ბა­ტონს გა­მოჰ­ქონ­და სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ. მა­მა გვწერ­და ყვე­ლას: დე­დას, ჩემს დებს, მე... მაგ­რამ ძი­რი­თა­დად ჩემ­ზე წერ­და. არ ვი­ცი იმი­ტომ, რომ ბი­ჭი ვი­ყა­ვი, თუ იმი­ტომ, რომ უმ­ც­რო­სი ვი­ყა­ვი. დე­დას სწერ­და: რე­ზოს სა­ხელს თქვენ გა­ბა­რებ­თო. ამ მსხვერ­პ­ლად შე­წი­რუ­ლი კა­ცის სიტყ­ვამ თა­ვი­სი ქნა. ვცდი­ლობ­დი და ვცდი­ლობ, ქრის­ტი­ა­ნი ვი­ყო, თუმ­ცა მის­გან ჯერ კი­დევ შორს ვდგა­ვარ. ამას არ ვამ­ბობ მოკ­რ­ძა­ლე­ბის გა­მო. სრუ­ლი შეგ­ნე­ბით გე­უბ­ნე­ბით. მე ამ გზის და­საწყის­ში თუ ვდგა­ვარ. ქრის­ტი­ა­ნო­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია და დიდ ნე­ბის­ყო­ფას მო­ითხოვს.

ბავ­შ­ვო­ბა­ში დე­დას მი­კედ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ამის გა­მო ბაღ­შიც არ ვი­ა­რე... დე­და 1996 წელს გარ­და­მეც­ვა­ლა. ისე წა­ვი­და ამ­ქ­ვეყ­ნი­დან, ერ­თხელ არ ამი­წე­ვია ხმის­თ­ვის მას­თან სა­უბ­რი­სას. არც შევ­კა­მა­თე­ბი­ვარ, არც სიტყ­ვა შე­მიბ­რუ­ნე­ბია.
ერ­თი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მია ჩემ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი, იქ ამ­ბობს დე­და­ჩე­მი, - რე­ზოს ად­რე ვერ ვი­შო­რებ­დი, ისე იყო მო­კედ­ლე­ბუ­ლი ჩემ­ზე და ახ­ლა ვე­ღარ ვპო­უ­ლობ, სულ წა­სუ­ლიაო... დე­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქა­ლი იყო. მა­მა რომ და­ა­პა­ტიმ­რეს და მიჰ­ყავ­დათ, სა­ფუ­ლე ამო­ი­ღო, იქ სულ 26 მა­ნე­თი ედო, ის და­უ­ტო­ვა დე­დას, მე­ტი ვე­რა­ფე­რი... დე­დამ სა­მი­ვე შვი­ლი გაგ­ვ­ზარ­და, ფეხ­ზე დაგ­ვა­ყე­ნა. ამას ვე­რა­სო­დეს და­ვი­ვიწყებ.

კო­მუ­ნის­ტურ სის­ტე­მა­ში ბევ­რი რამ დარ­ჩე­ბო­და გა­უ­გე­ბა­რი, თუ არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ ხალ­ხი სხვა­ნა­ი­რად ფიქ­რობ­და და არა ისე, რო­გორც ამას პარ­ტია მო­ითხოვ­და. უამი­სოდ ვერც ერთ რე­ა­ლო­ბას, რო­მე­ლიც კო­მუ­ნის­ტურ რე­ჟიმ­ში იყო, ვერ გა­ი­გებთ. გი­ამ­ბობთ ერთ ეპი­ზოდს: ჩა­ვე­დი მოს­კოვ­ში კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ინ­ს­ტი­ტუტ­ში გა­მოც­დის ჩა­სა­ბა­რებ­ლად. ვავ­სებ ან­კე­ტას. სო­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის გრა­ფა­ში ჩავ­წე­რე "თა­ვა­დუ­რი". მე­რე იყო მშობ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის ჩა­სა­წე­რი გრა­ფა. დავ­წე­რე: მა­მა რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლია 1937 წელს, დე­და მუ­შა­ობს ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში. მე­ო­რე დღეს მითხ­რეს, დე­კა­ნი გი­ბა­რებ­სო. სულ არ ვიც­ნობ­დი, ვინ იყო, პირ­ვე­ლად ვნა­ხე. მითხ­რა, - ერ­თი კა­რი მო­ხუ­რეო. მივ­ხუ­რე. დე­კან­მა და­იწყო: შენ, ქარ­თ­ვე­ლო, ნორ­მა­ლუ­რი თუ ხარ, ეს რა და­წე­რე, ამით ვინ მი­გი­ღებს ინ­ს­ტი­ტუტ­შიო? რომ წერ, თა­ვა­დუ­რი წარ­მო­შო­ბი­სა ვა­რო, ახ­ლა­ვე ჩა­წე­რე: მო­სამ­სა­ხუ­რე­თა ოჯა­ხი­დან! მა­მა და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლიაო... ვინ გე­კითხე­ბა ამას, ვინ იცის მოს­კოვ­ში ეს? და­წე­რე მა­მის პრო­ფე­სი­აც და დე­დის პრო­ფე­სი­ა­ცო. გან­ცხა­დე­ბა უც­ნო­ბი რუ­სი ადა­მი­ა­ნის ხელ­შეწყო­ბით გა­დავ­წე­რე. არა­და, რო­გორც დე­კანს, შე­ეძ­ლო შე­ვე­რის­ხე. ის ფრონ­ტი­დან იყო დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი, სამ­ხედ­რო ფორ­მა ეც­ვა, გულ­ზე ორ­დე­ნე­ბი ეკე­თა. სა­ხელ­მ­წი­ფოს წარ­მო­ად­გენ­და. იმის ნაც­ვ­ლად, რომ საბ­ჭო­თა სა­ხელ­მ­წი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბი და­ეც­ვა, მე და­მიც­ვა. ასე­თი რამ ხში­რად შემ­ხ­ვედ­რია.

ქვე­ყა­ნა და­ყო­ფი­ლი იყო შრე­ე­ბად. ამ და­ყო­ფამ გა­მო­იწ­ვია სა­ბო­ლო­ოდ კო­მუ­ნის­ტე­ბის კრა­ხი. ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, რა­საც ახ­ლა გეტყ­ვით: მა­მა რომ წა­იყ­ვა­ნეს, ჩვენ­თან შინ­სახ­კო­მე­ლი მო­ვი­და ავე­ჯის ასა­წე­რად. ოთახ­ში რო­ი­ა­ლი გვედ­გა. რომ შე­მო­ვი­და, ჩვენ­თ­ვის არც შე­მო­უ­ხე­დავს, ვი­თომ კედ­ლებს ათ­ვა­ლი­ე­რებ­და. თან ამ­ბობ­და: ნა­თე­სა­ვი ან მე­ზო­ბე­ლი არა­ვინ გყავთ, ეს რო­ი­ა­ლი გა­ი­ტა­ნე­თო. მარ­თ­ლაც გა­ვი­ტა­ნეთ. მე­რე რო­ცა ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­და, გავ­ყი­დეთ და იმ რო­ი­ა­ლის ფუ­ლით ერ­თი წე­ლი­წა­დი ვირ­ჩენ­დით თავს.


სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ცე­კას მდი­ვან­საც კი ყო­ველ­თ­ვის ჰქონ­და მე­ო­რე მხა­რე - ადა­მი­ა­ნუ­რი.
უკ­ვე რე­ჟი­სო­რი ვი­ყა­ვი, რომ მკითხავ­დ­ნენ, ვი­სი შვი­ლი ხარ, შვი­ლოო და ვეტყო­დი, და­ვი­თი­სო, ყვე­ლა კა­რი იღე­ბო­და ჩემ წინ. ამან შე­უწყო ხე­ლი იმას, რომ ჩვე­ნი თა­ო­ბის ინ­ტე­ლი­გენ­ცია სულ რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი ოჯა­ხის შვი­ლე­ბი გახ­ლ­დათ. ხალ­ხ­მა შე­ი­ნა­ხა ისი­ნი.
რუ­სეთ­შიც კი ბევრ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ის­ხ­დ­ნენ ისე­თე­ბი, რო­მელ­თაც სწო­რედ თვით­მ­ყო­ფა­დი, ეროვ­ნუ­ლი მოს­წონ­დათ. გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ: გა­და­ი­ღეთ, ფუ­ლი იქ­ნე­ბაო. ეს არ იყო ვინ­მე­სად­მი პი­როვ­ნუ­ლად გა­მოცხა­დე­ბუ­ლი სიმ­პა­თია. ეს იყო მა­თი სურ­ვი­ლიც.

"ჯა­რის­კა­ცის მა­მის" გა­და­ღე­ბის იდეა სცე­ნა­რისტ სუ­ლი­კო ჟღენტს ეკუთ­ვ­ნის. მე და სუ­ლი­კო ერ­თ­მა­ნეთს მოს­კო­ვი­დან ვიც­ნობ­დით, სა­დაც სა­კავ­ში­რო კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის სა­ხელ­მ­წი­ფო ინ­ს­ტი­ტუტ­ში ვსწავ­ლობ­დით. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში ვი­ყა­ვი. მა­შინ "ზღვის ბი­ლიკს" ვი­ღებ­დი, რო­მელ­შიც სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძე თა­მა­შობ­და. გა­და­ღე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ხალ­ხი იკ­რი­ბე­ბო­და და სა­უბ­რობ­დ­ნენ. სუ­ლი­კო ჟღენ­ტიც იქ იყო. შე­ვამ­ჩ­ნიე, ხელ­ში რა­ღაც ფურ­ც­ლე­ბი ეჭი­რა, მაგ­რამ დი­დად არ დავ­კ­ვირ­ვე­ბი­ვარ. მითხ­რა, ბა­თუმ­ში მივ­დი­ვარ და შენ­თან ერ­თი რა­ღაც მაქვს სათ­ქ­მე­ლიო. გვერ­დით გა­მიყ­ვა­ნა და ფურ­ც­ლე­ბი მო­მა­წო­და. თან და­მა­ვა­ლა, რომ იმ დღეს­ვე წა­მე­კითხა და პა­სუ­ხი მეთ­ქ­ვა. ეს იყო მი­სი მო­მა­ვა­ლი სცე­ნა­რის ჩა­ნა­ფიქ­რი.

კი­ნოს­ტუ­დი­ი­დან რომ გა­მო­ვე­დი, ტრამ­ვა­ი­ში ჩავ­ჯე­ქი და თან სცე­ნა­რის ფურ­ც­ვ­ლა და­ვიწყე. სულ ხუ­თი-ექ­ვ­სი ფურ­ცე­ლი იყო და სა­თა­უ­რი ჰქონ­და "ჯა­რის­კა­ცის მა­მა". მა­შინ­ვე მო­მე­წო­ნა.
მე­ო­რე დღეს სერ­გოს ვუ­ამ­ბე, სუ­ლი­კო ჟღენ­ტ­მა სცე­ნა­რი გად­მომ­ცა, წა­ვი­კითხე და მგო­ნია, რომ აქე­დან რა­ღაც დი­დი ნა­წარ­მო­ე­ბის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა მეთ­ქი. სცე­ნა­რი მოკ­ლედ მო­ვუ­ყე­ვი. რაც მეტს ვუყ­ვე­ბო­დი, ვატყობ­დი, რო­გორ ეც­ვ­ლე­ბო­და სა­ხე და უფ­რო და უფ­რო ინ­ტე­რეს­დე­ბო­და, გრი­მი­ორ ქალ­საც ნაკ­ლებ შე­ნიშ­ვ­ნას აძ­ლევ­და. რო­ცა სცე­ნა­რის თხრო­ბა და­ვამ­თავ­რე, აღ­ტა­ცე­ბით თქვა: "ბი­ჭო, რა კარ­გი რა­მეა!" სერ­გო ატირ­და, მეც ავ­ტირ­დი და გა­დაწყ­და, ამ სცე­ნარ­ზე ფილ­მი გა­დაგ­ვე­ღო.
ნა­ხე­ვა­რი წე­ლი­წა­დი სცე­ნარ­ზე ვმუ­შა­ობ­დით. მე­რე კი და­იწყო ბრძო­ლა მის და­სად­გ­მე­ლად, რად­გან კი­ნოს­ტუ­დი­ას არაფ­რით არ უნ­დო­და, გა­და­ღე­ბე­ბი დაგ­ვეწყო. მი­ზე­ზი ჩემ­თ­ვის დღემ­დე გა­უ­გე­ბა­რია.

"ჯა­რის­კა­ცის მა­მამ" თა­ვი­სი მი­სია შე­ას­რუ­ლა... ამ­დე­ნი წე­ლი­წა­დი გა­ვი­და და ხალხს ისევ უყ­ვარს. 2013 წლის 7 მა­ისს მოს­კოვ­ში ფე­რა­დი "ჯა­რის­კა­ცის მა­მის" პრე­მი­ე­რა შედ­გა, 9 მა­ისს კი - თბი­ლის­ში. თა­ნაც, ჩე­მი სა­ხე­ლო­ბის ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვის გახ­ს­ნას და­ემ­თხ­ვა.
მარ­ტო ის რომ გი­ამ­ბოთ, რამ­დენ­ჯერ რა ფილ­მ­ზე რა წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის დაძ­ლე­ვა მიხ­დე­ბო­და, ათი სტა­ტია არ ეყო­ფა.
პო­ლი­ტი­კის თვალ­საზ­რი­სით, ზე­წო­ლა "მოს­ფილ­მ­სა" და "ლენ­ფილ­მ­ზე" უფ­რო იყო, ვიდ­რე "ქარ­თულ ფილ­მ­ზე". ჩვენ გვე­რი­დე­ბოდ­ნენ. ქარ­თუ­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ი­სა მათ უფ­რო ეში­ნო­დათ. მოს­კოვ­ში ჩემს და­ნახ­ვა­ზე იტყოდ­ნენ: Вот приехал грузинский танк! ამით ჩემს პი­როვ­ნულ თვი­სე­ბებს კი არ აღ­ნიშ­ნავ­დ­ნენ... იცოდ­ნენ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის ბევ­რის დათ­მო­ბა მო­უხ­დე­ბო­დათ.

ალ­ბათ გი­ნა­ხავთ რე­ზო ესა­ძის "ერ­თი ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბა". ეს სუ­რა­თი "ლენ­ფილ­მ­ში­ა" გა­და­ღე­ბუ­ლი. გას­ცეს ბრძა­ნე­ბა, დაწ­ვი­თო. ერთ ღა­მეს რე­ზო ესა­ძემ და­მი­რე­კა ლე­ნინ­გ­რა­დი­დან: ასეა ჩე­მი საქ­მე, რა ვქნაო. ვუთხა­რი, ახ­ლა­ვე ჩა­მო­დი-მეთ­ქი. რო­გორ ჩა­მო­ვი­დე, გზის ფუ­ლი მე არ მაქვს, ფილ­მი ჩა­კე­ტი­ლია, არ მა­ტა­ნე­ნო. გა­მო­გიგ­ზავ­ნი გზის ფულს, სუ­რა­თი მო­ი­პა­რე და ჩა­მო­დი-მეთ­ქი. ასეც მო­იქ­ცა. ფილ­მი რომ ვნა­ხე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, წა­ვე­დი მოს­კოვ­ში, კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის მი­ნისტრ ერ­მაშს ვკითხე, რა­ტომ არ უშ­ვებთ ამ ფილმს, რა არის აქ ან­ტი­საბ­ჭო­თა მეთ­ქი. იცი, რას გეტყ­ვიო... თუ გა­ბე­დავ ტიტ­რებ­ში "ქარ­თუ­ლი ფილ­მის" და­წე­რას, მა­შინ გა­უშ­ვიო.

ცხა­დია, გავ­ბე­დე. პა­რა­დოქ­სია, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ერი­დე­ბოდ­ნენ და პა­ტივს სცემ­დ­ნენ.
ერთ მშვე­ნი­ერ დღეს მოს­კო­ვი­დან ქალ­ბა­ტო­ნი გვეს­ტუმ­რა. ვმსჯე­ლობთ, რა გა­და­ვი­ღოთ... ჩვენ ერთს ვე­უბ­ნე­ბით, ის მე­ო­რეს გვე­უბ­ნე­ბა. ბო­ლოს გვე­კითხე­ბა: თქვენ "და­თა თუ­თაშ­ხი­ა" წა­კითხუ­ლი გაქ­ვ­თო? გაგ­ვიკ­ვირ­და, ამ რო­მა­ნის და­ბეჭ­დ­ვა ის-ის იყო და­იწყო ჟურ­ნალ "ცის­კარ­ში". ორი­ო­დე ნაწყ­ვე­ტი და­ი­ბეჭ­და ერთ რუ­სულ ჟურ­ნალ­შიც. ჩვენ გთა­ვა­ზობთ "და­თა თუ­თაშ­ხი­ას" გა­და­ღე­ბა­სო... ეს გვითხ­რა რუს­მა და რა დროს! ასე რომ, რუ­სე­ბი აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ და პა­ტივს სცემ­დ­ნენ ქარ­თულ კულ­ტუ­რას. რუ­სულ­მა ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ამ ყო­ველ­თ­ვის იცო­და ჩვე­ნი ფა­სი.
რე­ჟი­სო­რო­ბა მძი­მე პრო­ფე­სიაა...

გა­და­ღე­ბა­ზე მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი არას­დ­როს წავ­სულ­ვარ. ვმუ­შა­ობ­დი გა­უ­თა­ვებ­ლად. სცე­ნა­რის უამ­რავ ვა­რი­ანტს ვამ­ზა­დებ­დი. ვერც ახ­ლა ვგრძნობ, რომ დავ­ბერ­დი და აღარ შე­მიძ­ლია. ერ­თხელ მი­შა ჭი­ა­უ­რელ­მა მითხ­რა, გა­და­ღე­ბის წერ­ტი­ლის შერ­ჩე­ვი­სას მი­წა­ზე და­წო­ლა და მაღ­ლა ას­ვ­ლა რომ შე­გე­ზა­რე­ბა, შვი­ლო, მა­შინ უნ­და და­ა­ნე­ბო თა­ვი რე­ჟი­სო­რო­ბა­სო. მე ჯერ არ მიგ­რ­ძ­ნია, რომ მი­წა­ზე და­წო­ლა და მაღ­ლა ას­ვ­ლა დამ­ზა­რე­ბო­დეს...
ერ­თი კი არის, ასაკს მე კი არა, ფა­უს­ტ­მაც ვერ აჯო­ბა... ძა­ლი­ან ბევ­რი წლი­სა ვარ. ასაკ­თან ერ­თად სევ­დაც მა­ტუ­ლობს. კი­დე­ვაც რომ გა­მი­ხარ­დეს რა­მე, ბო­ლოს სევ­და­ში გა­და­დის ყვე­ლა­ფე­რი.
ერთ ათო­ნელ მა­მას უთ­ქ­ვამს: არის ბუ­ზი, რო­მე­ლიც დაფ­რი­ნავს ქვე­ყა­ნა­ზე, ყო­ველ­გ­ვარ სი­ბინ­ძუ­რეს შეკ­რებს და მო­გი­ტანს; არის ფუტ­კა­რი, რო­მე­ლიც იქ­ვე დაფ­რი­ნავს და ნექ­ტარს აგ­რო­ვებ­სო. ამა­ში დი­დი სიბ­რ­ძ­ნეა. ადა­მი­ან­მა სი­ლა­მა­ზე უნ­და ეძე­ბოს, ეს სევ­და­ზე ძლი­ე­რიც იქ­ნე­ბა.

ლე­ლა ჯი­ყაშ­ვი­ლი
ჟურნალი "ისტორიანი", #54
თეიმურაზ რეხვიაშვილი
30 იანვარი 2020 13:21
გთხოვთ დამისახელოთ ერთი მეოცნებე მაინც,რომელიც იმ რუსი კაცივით მოიქცეოდა,დიახ რუსები განსაკუთრებულად პატივს გვცემდენ ქართველებს,არასოდეს ვიყავით მონები და ყველაზე უკეთესად ვცხოვრობდით საბჭოტა კავშირის კაპიტნები უმეტესად ქართველები იყვნენ ასე მონებს არ ექცევიან,დროა შეცვალოთ ის უსამართლი ტაქტიკა–ხომ გაგიგიათ რასაცა დათეს იმას მოიმკიო მიბაძეთ სომხებს–ჩვენ ჩხუბით დაკარგულ აფხაზეთს ისინი გონივრული ნაბიჯებით ითვისებენ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები