ქართველი თეოლოგიის პროფესორის პარიზული ისტორია
ქართველი თეოლოგიის პროფესორის პარიზული ისტორია
სამშობლოში დაბრუნებული ივანე კვაჭაძე 13-წლიან ჩეკისტურ წნეხს შემთხვევით გადაურჩა

სახელოვანი მეცნიერისა და მამულიშვილის, ივანე კვაჭაძის ცხოვრება დრამატულად წარიმართა. ბავშვობიდანვე ცოდნის დაუფლებისადმი სწრაფვამ განაპირობა გადაწყვეტილება, უმაღლესი განათლება საზღვარგარეთ მიეღო. ივანე კვაჭაძე გახდა პარიზის კათოლიკური უნივერსიტეტის პირველი და დღემდე ერთადერთი ქართველი დოქტორი ფილოსოფიურ თეოლოგიაში. საქართველოში მოულოდნელად დაბრუნების შემდეგ (რამდენჯერმე ბეწვზე გადაურჩა ჩეკისტთა რეპრესიებს) პირველმა დაამუშავა ფრანგული ენის სწავლების მეთოდიკის საფუძვლები და ამ განხრით საქართველოში პირველი დოქტორი გახდა...

ივა­ნე კვა­ჭა­ძე ლან­ჩხუ­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ
ორაგ­ვე­ში და­ი­ბა­და 1898 წლის 15 ივ­ლისს. მთის სო­ფელ­ში ძი­რი­თა­დად სა­მი გვა­რი სახ­ლობ­და - კვა­ჭა­ძე, ურუ­შა­ძე და ბურ­ძ­გ­ლა, ყვე­ლა­ნი ერ­თ­მა­ნე­თის მო­ნა­თე­სა­ვე და ახ­ლობ­ლე­ბი, შრო­მის­მოყ­ვა­რე და დღემ­დე ერ­თ­მა­ნე­თის თა­ნამ­დ­გო­მი ხალ­ხი. სახ­ლის პატ­რო­ნი სად­მე რომ მი­დი­ო­და, კარ­საც არ გა­მო­ხუ­რავ­და, უბ­რა­ლოდ, მე­ზო­ბელს გა­დას­ძა­ხებ­და, მი­უგ­დე კარ­სო (ყუ­რადღე­ბა მი­აქ­ცი­ე­ო). სო­ფელს მხო­ლოდ
დაწყე­ბი­თი სკო­ლა ჰქონ­და და ბავ­შ­ვე­ბი სწავ­ლის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად ლან­ჩხუთ­ში ჩა­დი­ოდ­ნენ, შვიდ­კი­ლო­მეტ­რი­ან გზა­ზე ფეხ­შიშ­ვე­ლი მი­დი­ოდ­ნენ, ფეხ­საც­მე­ლი რომ არ გაც­ვე­თო­დათ და სკო­ლა­ში მის­ვ­ლი­სას იც­ვამ­დ­ნენ.

ორაგ­ვე­ში დი­მიტ­რი კვა­ჭა­ძის ოჯახს გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­ტივს სცემ­დ­ნენ. ნას­წავ­ლი ხალ­ხიაო, ასე იტყოდ­ნენ. ივა­ნეს მა­მა, დი­მიტ­რი კვა­ჭა­ძე სა­ხელ­მ­წი­ფო მო­სამ­სა­ხუ­რე იყო ქა­ლაქ ტრა­პი­ზონ­ში. ფლობ­და რუ­სულ და თურ­ქულ ენებს. სო­ფელ­ში რუ­სუ­ლის ერ­თა­დერ­თი მცოდ­ნე ყო­ფი­ლა და თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი სხვა­დას­ხ­ვა საქ­მი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის, ე.წ. პრა­შე­ნი­ეს შე­სად­გე­ნად მას­თან მი­დი­ოდ­ნენ. იგი სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რ­და, ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლა. მე­ზობ­ლის ნად­ზე მი­სახ­მა­რებ­ლად მი­სულს, სა­ხუ­რავ­ზე ფე­ხი დას­ც­დე­ნია და გად­მო­ვარ­დ­ნი­ლა (მე­უღ­ლეს უთ­ქ­ვამს, მე­ზო­ბე­ლი სახლს აშე­ნებს და მი­ეხ­მა­რე, თო­რემ ხომ იცი, იტყ­ვი­ან, ნას­წავ­ლი კა­ცია და არ გვკად­რუ­ლობ­სო). ოჯა­ხის სიმ­ძი­მე დე­დას, ეს­მა აფხა­ზა­ვას და­აწ­ვა. მან ექ­ვ­სი შვი­ლი აღ­ზარ­და, ხუთ­მა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო (ერთ-ერ­თ­მა ძმამ ვერ მო­ას­წ­რო სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბა, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომს შე­ე­წი­რა).

დი­მიტ­რი კვა­ჭა­ძის ერ­თი ძმა, სი­მო­ნი, მღვდე­ლი ყო­ფი­ლა, ხო­ლო მე­ო­რე ძმა, ელი­სე - დი­აკ­ვა­ნი და იმ ეზო­ში, სა­დაც კვა­ჭა­ძე­ე­ბი სახ­ლობ­დ­ნენ, სა­კუ­თა­რი ეკ­ლე­სი­აც ჰქო­ნი­ათ. სწო­რედ სი­მონს უს­წავ­ლე­ბია პა­ტა­რა ივა­ნეს­თ­ვის ლა­თი­ნუ­რი ან­ბა­ნი. რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დ­გომ წლებ­ში მა­თი ეკ­ლე­სია გა­უ­ძარ­ც­ვავთ და და­უნ­გ­რე­ვი­ათ. მხო­ლოდ სა­ეკ­ლე­სიო ზა­რი შე­მორ­ჩე­ნია ოჯახს რე­ლიკ­ვი­ად. სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა ივა­ნე კვა­ჭა­ძემ თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში მი­ი­ღო. სი­მონს შვი­ლე­ბი არ ჰყო­ლია და ძმის­შ­ვი­ლებს მე­ურ­ვე­ობ­და, ივა­ნე და ევ­გე­ნი სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში მი­ა­ბა­რა სას­წავ­ლებ­ლად. მა­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლა გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თ­ვე­ლი მწე­რა­ლი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე ვა­სილ ბარ­ნო­ვი. ივა­ნე მო­წი­წე­ბით იხ­სე­ნებ­და - თეთ­რ­წ­ვე­რა მო­ხუ­ცი სპე­ტა­კი იერით წმი­დანს მო­გა­გო­ნებ­დაო.

კვა­ჭა­ძე­ე­ბი, რო­მელ­თა ოჯა­ხის ქა­ლე­ბიც ეკ­ლე­სი­ის მსა­ხუ­რე­ბი იყ­ვ­ნენ, კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის დამ­ყა­რე­ბის შემ­დეგ ამას მა­ლავ­დ­ნენ და ან­კე­ტის სო­ცი­ა­ლურ გრა­ფა­ში ასე აღ­ნიშ­ნავ­დ­ნენ - მო­სამ­სა­ხუ­რე ან გლე­ხი. ივა­ნე კვა­ჭა­ძე 1921 წლი­დან მუ­შა­ობ­და მას­წავ­ლებ­ლად ლან­ჩხუ­თის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში, მი­სი მოს­წავ­ლე ყო­ფი­ლა ენათ­მეც­ნი­ე­რი ლეო კვა­ჭა­ძე. 1924 წლი­დან ბა­თუმ­ში ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და მთა­ვარ პო­ლიტ­გა­ნის სას­კო­ლო გან­ყო­ფი­ლე­ბას. 1925 წელს სწავ­ლის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად, სტამ­ბო­ლის გავ­ლით, არა­ლე­გა­ლუ­რად გა­ემ­გ­ზავ­რა საფ­რან­გეთ­ში. სამ­შობ­ლოს უეცა­რი და­ტო­ვე­ბა სხვა მი­ზე­ზი­თაც იყო ნა­კარ­ნა­ხე­ვი. 1918-1921 წლებ­ში გვარ­დი­ის ოფი­ცე­რი ივა­ნე კვა­ჭა­ძე, ჩაბ­მუ­ლი იყო ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ მოძ­რა­ო­ბა­ში. ქვეყ­ნის ტრა­გი­კუ­ლი ბე­დით შე­ჭირ­ვე­ბულ­მა, მრა­ვალ­თა მსგავ­სად, სამ­შობ­ლო და­ტო­ვა. ჩა­ვი­და ლი­ონ­სა და მარ­სელ­ში, ხო­ლო შემ­დ­გომ პა­რიზ­ში. ნავ­სად­გურ­ში შეხ­ვედ­რია ჯერ კი­დევ სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რ­და ლა­დო გუ­დი­აშ­ვი­ლი, პა­რი­ზის მხატ­ვ­რულ ცხოვ­რე­ბას ნა­ზი­ა­რე­ბი და გა­მოც­დი­ლე­ბით გამ­დიდ­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც სამ­შობ­ლო­ში ბრუნ­დე­ბო­და. პა­რიზ­ში ივა­ნე ჯერ სორ­ბო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ხო­ლო შემ­დ­გომ კა­თო­ლი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ის­მენ­და ლექ­ცი­ებს, სა­დაც შე­ის­წავ­ლა რო­მა­ნის­ტი­კა და პე­და­გო­გი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ციკ­ლი ცნო­ბი­ლი სწავ­ლუ­ლის, პრო­ფე­სორ ან­რი ვა­ლო­ნის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით. აქ­ვე და­ტო­ვეს დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში. სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცი­ის ბრწყინ­ვა­ლედ დაც­ვის შე­დე­გად მი­ე­ნი­ჭა მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რის სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რის­ხი.

სოფელი ორაგვე

ივა­ნე კვა­ჭა­ძე პა­რი­ზის კა­თო­ლი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი და დღემ­დე ერ­თა­დერ­თი ქარ­თ­ვე­ლი დოქ­ტო­რია ფი­ლო­სო­ფი­ურ თე­ო­ლო­გი­ა­ში. მის ფრან­გუ­ლე­ნო­ვან ნაშ­რომს პი­როვ­ნე­ბის ავ­ტო­რი­ტე­ტის შე­სა­ხებ, სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თ­ვე­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ო­ბა არ იც­ნობს. უცხო­ეთ­ში ყოფ­ნი­სას მან და­ას­რუ­ლა აგ­რეთ­ვე პა­რი­ზის სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კო­ლე­ჯი, კვლავ და­ტო­ვეს დი­სერ­ტა­ცი­ა­ზე სა­მუ­შა­ოდ, რომ­ლის სა­ჯა­როდ დაც­ვის შე­დე­გად, 1933 წელს, ამ სას­წავ­ლებ­ლის უმაღ­ლე­სი დიპ­ლო­მი მი­ე­ნი­ჭა. სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რის­ხის მი­ნი­ჭე­ბის შემ­დ­გომ ივა­ნე კვა­ჭა­ძე კა­თედ­რის გამ­გედ უნ­და გა­ეგ­ზავ­ნათ ალ­ჟი­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. მის წი­ნა­შე საკ­მა­ოდ კარ­გი პერ­ს­პექ­ტი­ვა იშ­ლე­ბო­და, მაგ­რამ ოჯა­ხი­სა და სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რულ­მა სძლია და 1935 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუნ­და.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ივა­ნე კვა­ჭა­ძე კა-გე-ბეს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და. მი­სი ქა­ლიშ­ვი­ლი მა­დო­ნა კვა­ჭა­ძე იხ­სე­ნებს, რო­გორ ელო­დე­ბო­და ყო­ველ­დღე ქუ­ჩის კუთხე­ში გა­ლი­ფეს შარ­ვ­ლი­ა­ნი ჩე­კის­ტი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­მა­ვალ ლექ­ტორს, შემ­დ­გომ კი ში­ნის­კენ მო­მა­ვალ­საც უთ­ვალ­თ­ვა­ლებ­და.
უცხო­ე­თი­დან მან წა­მო­ი­ღო მის­თ­ვის ერ­თა­დერ­თი ფა­სე­უ­ლო­ბა - ბუ­კი­ნის­ტუ­რი წიგ­ნე­ბი, მათ შო­რის არა­ერ­თი რა­რი­ტე­ტი, ქარ­თ­ვე­ლო­ლოგ მო­რის ბრი­ე­რის ნა­ჩუ­ქა­რი უნი­კა­ლუ­რი გა­მო­ცე­მა, არ­ქან­ჯე­ლო ლამ­ბერ­ტის "მოგ­ზა­უ­რო­ბა კოლ­ხეთ­ში", გა­მო­ცე­მუ­ლი 1654 წელს ნე­ა­პოლ­ში. ერ­თი პე­რი­ო­დი იგი ვა­ტი­კან­ში ყო­ფი­ლა და­ცუ­ლი, წიგ­ნი შემ­კუ­ლია მხატ­ვარ კას­ტე­ლის გრა­ფი­კუ­ლი ორი­გი­ნა­ლე­ბით. აგ­რეთ­ვე ფრან­გულ, გერ­მა­ნულ, ლა­თი­ნურ და რუ­სულ ენებ­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი ბიბ­ლია და სხვ.

ემიგ­რან­ტის დაბ­რუ­ნე­ბა, ისე­ვე რო­გორც გამ­გ­ზავ­რე­ბა, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი გახ­ლ­დათ. მი­სი მე­უღ­ლე ტე­რე­ზა იმ­ხა­ნად ბა­თუმ­ში ყო­ფი­ლა ჩა­სუ­ლი, შემ­თხ­ვე­ვით ქუ­ჩა­ში ყუ­რი მო­უკ­რავს, ნავ­სად­გურ­ში უცხო­უ­რი გე­მი ჩა­მოდ­გაო. მრა­ვა­ლი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე იქით მი­ე­შუ­რე­ბო­და და ტე­რე­ზაც მათ კვალს მიჰ­ყო­ლია. უეც­რად მე­ზობ­ლის ქა­ლის ხმა შე­მო­ეს­მა თურ­მე, - ტე­რე­ზა, აგერ არის ვა­ნიჩ­კა გემ­ზეო. მე­ზო­ბელს ეგო­ნა, რომ ტე­რე­ზა მე­უღ­ლის და­სახ­ვედ­რად იყო გა­სუ­ლი ნავ­სად­გურ­ში. ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნია გან­ც­და, რო­მე­ლიც ათი წლის უნა­ხავ მო­სიყ­ვა­რუ­ლე ცოლ-ქმარს და­ე­უფ­ლე­ბო­და. წა­მოზ­რ­დილ­მა შვი­ლებ­მა კი, ფაქ­ტობ­რი­ვად, პირ­ვე­ლად ნა­ხეს მა­მა.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სწო­რედ იმ დროს მწიფ­დე­ბო­და რეპ­რე­სი­ე­ბის ტალ­ღა. ცნო­ბილ პარ­ტი­ულ მოღ­ვა­წე აბელ ენუ­ქი­ძეს რჩე­ვა მი­უ­ცია, საზღ­ვარ­გა­რეთ ნამ­ყო­ფი კა­ცი ხარ, ზედ­მე­ტი ეჭ­ვი რომ არ გა­მო­იწ­ვიო, მაქ­სი­მა­ლუ­რად შეზღუ­დე პი­რა­დი კონ­ტაქ­ტე­ბიო (თა­ვად აბელ ენუ­ქი­ძე 1937 წელს დახ­ვ­რი­ტეს).
საზღ­ვარ­გა­რე­თი­დან ახალ­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი, სტა­ლი­ნის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პე­და­გო­გად მი­იწ­ვია უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­შინ­დელ­მა რექ­ტორ­მა კარ­ლო ორაგ­ვე­ლი­ძემ, რო­მე­ლიც ივა­ნე კვა­ჭა­ძის სიყ­მაწ­ვი­ლის­დ­რო­ინ­დე­ლი მე­გო­ბა­რი და მი­სი შვი­ლე­ბის ნათ­ლია ყო­ფი­ლა თა­ვის მე­უღ­ლეს­თან, ზლა­ტა ბრო­მი­კერ­თან ერ­თად. თა­ვის დრო­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან უცხო­ეთ­ში სწავ­ლის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად ორი ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რ­და უნ­და გა­ეგ­ზავ­ნათ თურ­მე - ივა­ნე კვა­ჭა­ძე და კარ­ლო ორაგ­ვე­ლი­ძე. იმ­ხა­ნად ქვე­ყა­ნა­ში შექ­მ­ნილ­მა ვი­თა­რე­ბამ ამ გან­ზ­რახ­ვას ხე­ლი შე­უ­შა­ლა, თუმ­ცა ივა­ნემ და­მო­უ­კი­დებ­ლად მა­ინც მო­ა­ხერ­ხა არა­ლე­გა­ლუ­რად გამ­გ­ზავ­რე­ბა. კარ­ლო ორაგ­ვე­ლი­ძის მე­უღ­ლე ზლა­ტა ბრო­მი­კე­რი გახ­ლ­დათ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში პირ­ვე­ლი დოქ­ტო­რი ქა­ლი მარ­ქ­სიზმ-ლე­ნი­ნიზ­მის დარ­გ­ში.

ივანე კვაჭაძე (მარცხნივ) ფრანგული ენის კათედრის თანამშრომლებთან ერთად (1962 წ.)

არ­ც­თუ დი­დი ხნის შემ­დეგ და­იწყო მა­სობ­რი­ვი რეპ­რე­სი­ე­ბი. მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ა­პა­ტიმ­რეს ზლა­ტა ბრო­მი­კე­რი, ამას მოჰ­ყ­ვა ივა­ნე კვა­ჭა­ძის სამ­სა­ხუ­რი­დან დათხოვ­ნაც. რექ­ტო­რის მხრი­დან ეს ერ­თ­გ­ვა­რი გა­თა­მა­შე­ბა იყო, ამით თით­ქოს გა­ნა­რი­და იგი მხედ­ვე­ლო­ბის არი­დან და ერ­თ­გ­ვა­რად თა­ვიც და­იზღ­ვია, მაგ­რამ ვი­თა­რე­ბა სულ უფ­რო მე­ტად იძა­ბე­ბო­და. და­ა­პა­ტიმ­რეს თვით კარ­ლო ორაგ­ვე­ლი­ძე და უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­რექ­ტო­რი შუ­რა (ა­ლექ­სან­დ­რე) სა­ნა­ძე, რო­მე­ლიც ივა­ნე კვა­ჭა­ძის დე­ი­დაშ­ვი­ლი გახ­ლ­დათ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ერ­თი სა­ბე­დის­წე­რო ფაქ­ტი. იმ­ხა­ნად უნი­ვერ­სი­ტეტს ეწ­ვია ფრანგ სწავ­ლულ­თა დე­ლე­გა­ცია, რომ­ლის წევ­რე­ბიც ქარ­თ­ველ მეც­ნი­ერს საფ­რან­გე­თი­დან იც­ნობ­დ­ნენ. კა-გე-ბეს ჯა­ლა­თე­ბის­თ­ვის ეს საკ­მა­რი­სი მი­ზე­ზი იყო ბინ­ძუ­რი ბრალ­დე­ბის შე­სა­თითხ­ნად, ვი­თომ­დაც უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბამ ეს დე­ლე­გა­ცია გან­ზ­რახ მი­იწ­ვია ჯა­შუ­შუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­თ­ვის. ექიმ-ონ­კო­ლო­გი ცი­ცო სა­ნა­ძე იხ­სე­ნებ­და მა­მას, ალექ­სან­დ­რე სა­ნა­ძეს, რო­მე­ლიც 36 წლის ასაკ­ში დახ­ვ­რი­ტეს. ერთ-ერ­თ­მა პა­ტი­მარ­მა, რო­მე­ლიც ცოცხა­ლი გა­დარ­ჩა, ამ­ბა­ვი გა­მო­ი­ტა­ნა, რო­გორ წა­უ­წე­რია სიკ­ვ­დილ­მის­ჯილს საკ­ნის კე­დელ­ზე თა­ვი­სი სა­ხე­ლი, გვა­რი, დახ­ვ­რე­ტის წე­ლი და რიცხ­ვი. ათა­სო­ბით რეპ­რე­სი­რე­ბულ­თა მსგავ­სად, მათ ბი­ოგ­რა­ფი­ა­შიც აისა­ხა ქვეყ­ნის ტრა­გი­კუ­ლი ბე­დი და მა­თი ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი დღემ­დე არა­ვინ იცის.

ამ­გ­ვარ ვი­თა­რე­ბა­ში არ­ც­თუ უსაფ­რ­თხო იყო ივა­ნე კვა­ჭა­ძის­თ­ვის ემიგ­რან­ტის იარ­ლი­ყით ცხოვ­რე­ბა და კა-გე-ბეს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ ყოფ­ნა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იბა­რებ­დ­ნენ სა­ხელ­მ­წი­ფო უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტეტ­ში და­სა­კითხად. შე­კითხ­ვე­ბი იყო მუ­დამ ერ­თი და იგი­ვე (ა­მოწ­მებ­დ­ნენ, ერ­თი და იგი­ვე იქ­ნე­ბო­და თუ არა პა­სუ­ხე­ბი) - რა­ტომ შე­ის­წავ­ლეთ ფრან­გუ­ლი და ლა­თი­ნუ­რი ენე­ბი, რა­ტომ წახ­ვე­დით სას­წავ­ლებ­ლად უცხო­ეთ­ში, რა­ტომ არ გა­ნაგ­რ­ძეთ სწავ­ლა მოს­კო­ვის, ლე­ნინ­გ­რა­დის ან ყა­ზა­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში? პა­სუ­ხად მუ­დამ ერ­თ­სა და იმა­ვეს იღებ­დ­ნენ, რომ მას სიყ­რ­მი­დან­ვე ჰქონ­და დი­დი სურ­ვი­ლი, მი­ე­ღო ევ­რო­პუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და ამან გა­ნა­პი­რო­ბა სამ­შობ­ლო­დან გამ­გ­ზავ­რე­ბა.

ივა­ნე კვა­ჭა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი, ქი­რურ­გი­ის ინ­ს­ტი­ტუ­ტის წამ­ყ­ვა­ნი მეც­ნი­ე­რი ლი­ა­ნა კვა­ჭა­ძე იხ­სე­ნებს ხე­ლებ­ში თავ­ჩარ­გულ მა­მას, რო­მელ­საც სა­სო­წარ­კ­ვე­თით აღ­მოხ­დე­ბო­და - სე­ნა­ში უნ­და გა­დავ­ვარ­დეო. გო­ნე­ბა­ა­რე­უ­ლი, მტკვრის ნაც­ვ­ლად პა­რი­ზის სე­ნას ახ­სე­ნებ­და. ამ­გ­ვა­რი შფო­თვის მი­ზე­ზი ოჯახ­მა არ იცო­და, ვი­ნა­ი­დან ჩე­კის­ტე­ბი მკაც­რად აფ­რ­თხი­ლებ­დ­ნენ, და­კითხ­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე არა­ვის არა­ფე­რი სცოდ­ნო­და. ვერც მე­უღ­ლე მიმ­ხ­ვ­და­რი­ყო მი­სი ამ­გ­ვა­რი და­დარ­დი­ა­ნე­ბის მი­ზეზს, ბო­ლოს ეჭ­ვ­მა შე­იპყ­რო, ეგებ საფ­რან­გეთ­ში მე­ო­რე ოჯა­ხი ჰყავ­სო. მე­უღ­ლის­თ­ვის უთ­ქ­ვამს კი­დეც - შენ თუ იქ თავს უკეთ გრძნობ, შე­გიძ­ლია კვლავ არა­ლე­გა­ლუ­რად საფ­რან­გეთს გა­ემ­გ­ზავ­როო. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი მი­ზე­ზი სულ სხვა რამ გახ­ლ­დათ, რა­საც ბო­ლოს და ბო­ლოს, ვე­ღარ გა­უძ­ლო და გა­ან­დო კი­დეც თა­ვის ახ­ლო მე­გო­ბარს, მე­უღ­ლის ნა­თე­სავს - ცნო­ბილ დას­ტა­ქარ და­ვით ქან­თა­რი­ას. მან კი ეს სა­ი­დუმ­ლო ტე­რე­ზას გა­უმ­ხი­ლა, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით იხ­სე­ნებ­და, - შემ­ზა­რა­ვი იყო სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის ხმა, გვე­გო­ნა, ჩვენს წა­საყ­ვა­ნად მო­ვიდ­ნენ, ბარ­გი მუ­დამ აკ­რუ­ლი გვქონ­და გა­და­სახ­ლე­ბის მო­ლო­დინ­შიო.

1947 წელს, ივა­ნე კვა­ჭა­ძის სა­კან­დი­და­ტო დი­სერ­ტა­ცი­ის დაც­ვა­ზე არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ ოპო­ნენ­ტად გა­მო­ვი­და ცნო­ბი­ლი მკვლე­ვა­რი შალ­ვა ნუ­ცუ­ბი­ძე, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა: ივა­ნე კვა­ჭა­ძე გახ­ლავთ სა­ერ­თა­შო­რი­სო კლა­სის მეც­ნი­ე­რი, უნი­ჭი­ე­რე­სი პი­როვ­ნე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი, რაც მის შე­სა­ხებ იცით, ეს არის ცოდ­ნა, რაც გუ­ლის ჯი­ბე­ში აქვს, ხო­ლო რაც ზურ­გ­ზე აქვს მო­კი­დე­ბუ­ლი, იმის შე­სა­ხებ ჯერ თქვენ არა­ფე­რი იცი­თო.
ლი­ა­ნა კვა­ჭა­ძე სა­გან­გე­ბოდ გა­მო­ყოფს ერთ გა­რე­მო­ე­ბას, რო­მელ­მაც ბო­ლოს და ბო­ლოს, წერ­ტი­ლი და­უს­ვა უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტეტ­ში ივა­ნე კვა­ჭა­ძის მტან­ჯ­ველ "ვი­ზი­ტებს". სა­ხე­ლო­ვა­ნი ენათ­მეც­ნი­ე­რი გი­ორ­გი ახ­ვ­ლე­დი­ა­ნი და ივა­ნე კვა­ჭა­ძე ახ­ლო მე­გობ­რე­ბი იყ­ვ­ნენ. ერთ დღეს ბა­ტონ­მა გი­ორ­გიმ მე­გო­ბა­რი ცე­კა­ში წა­რუდ­გი­ნა პირ­ველ მდი­ვან კან­დიდ ჩარ­კ­ვი­ანს, რო­მე­ლიც ასე­ვე მი­სი მე­გო­ბა­რი იყო. აუწყა, რა დო­ნის მეც­ნი­ე­რი და პი­როვ­ნე­ბაა ივა­ნე კვა­ჭა­ძე, შე­ახ­სე­ნა ისიც, რომ ტექ­ს­ტებს ფრან­გულ და ლა­თი­ნურ ენა­ზე, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უცხო­ე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თ­ვის სჭირ­დე­ბო­და, სწო­რედ ივა­ნე ად­გენ­და და ას­წო­რებ­და, და რომ მას და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად დევ­ნი­ან და ავიწ­რო­ე­ბენ. ამ შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბის შემ­დეგ პრო­ფე­სორ ივა­ნე კვა­ჭა­ძის ცა­მეტ­წ­ლი­ა­ნი დევ­ნა და და­კითხ­ვე­ბი შეწყ­და. ეს 1948 წელს მოხ­და.

მუდ­მივ­მა სტრეს­მა ივა­ნე კვა­ჭა­ძის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა შე­არ­ყია და ის 65 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა (1963 წელს). სამ­გ­ლო­ვი­ა­რო ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე აკა­დე­მი­კოს­მა სი­მონ ყა­უხ­ჩიშ­ვილ­მა გა­მო­სათხო­ვა­რი სიტყ­ვა ლა­თი­ნურ ენა­ზე წარ­მოთ­ქ­ვა...
1921 წლის ტრა­გი­კულ ამ­ბებ­ზე ივა­ნე კვა­ჭა­ძეს უთუ­ოდ მრა­ვა­ლი რამ ექ­ნე­ბო­და გა­სახ­სე­ნე­ბე­ლი და მო­სა­ყო­ლი, მაგ­რამ გა­სა­გებ მი­ზეზ­თა გა­მო გა­ურ­ბო­და ამ­გ­ვარ თე­მებ­ზე ლა­პა­რაკს. მხო­ლოდ ერ­თხელ მახ­სოვს, ბავ­შ­ვო­ბა­ში ფან­ჯ­რი­დან გა­და­მა­ხე­და და მითხ­რა (სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ივა­ნე კვა­ჭა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლია. - რე­დაქ­ცი­ის შე­ნიშ­ვ­ნა), აი აქ, ახ­ლან­დე­ლი სტუდ­ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მიჰ­ყავ­დათ 20-30-იან წლებ­ში სიკ­ვ­დილ­მის­ჯი­ლე­ბი და­სახ­ვ­რე­ტად, ეს შე­ნო­ბე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის ძვლებ­ზე დგა­სო.

მამა და შვილები

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­ცა სა­ტა­ნუ­რი წნე­ხი ოდ­ნავ შერ­ბილ­და, ივა­ნე კვა­ჭა­ძე თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აღად­გი­ნეს, ამ­ჯე­რად იგი სა­თა­ვე­ში ფრან­გუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის კა­თედ­რას ჩა­უდ­გა, რო­მელ­საც სი­ცოცხ­ლის ბო­ლომ­დე გა­ნა­გებ­და. სხვა­დას­ხ­ვა წლებ­ში აგ­რეთ­ვე მუ­შა­ობ­და ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის პე­და­გო­გი­კის ინ­ს­ტი­ტუტ­ში და ა.ს. პუშ­კი­ნის სა­ხე­ლო­ბის სა­მას­წავ­ლებ­ლო ინ­ს­ტი­ტუტ­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სამ­შობ­ლო­ში დი­სერ­ტა­ცი­ის დაც­ვა ხელ­მე­ო­რედ მო­უხ­და (1947 წელს სა­კან­დი­და­ტო­სი, ხო­ლო 1962 წელს - სა­დოქ­ტო­რო­სი), ამ­ჯე­რად უკ­ვე ფრან­გუ­ლი ენის სწავ­ლე­ბის მე­თო­დურ სა­კითხებ­ზე. შალ­ვა ნუ­ცუ­ბი­ძე­სა და გი­ორ­გი ახ­ვ­ლე­დი­ანს საზღ­ვარ­გა­რე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლი მე­გობ­რის­თ­ვის რჩე­ვა მი­უ­ცი­ათ, თა­ვი და­ე­ნე­ბე­ბი­ნა ფი­ლო­სო­ფი­ის­თ­ვის და ფრან­გუ­ლი ენის სწავ­ლე­ბის სა­კითხე­ბი და­ე­მუ­შა­ვე­ბი­ნა. ბა­ბუ­ას გას­ცი­ნე­ბია, რას და­მაკ­ლე­ბენ, იმ­დე­ნად უწიგ­ნუ­რე­ბი არი­ან, "ხი­ხი­გო­ვე­კას" ამ­ბო­ბე­ნო (რუ­სუ­ლად XX-3> 25:0. რო­მა­ულ X-ს კითხუ­ლობ­დ­ნენ, რო­გორც რუ­სულ ასო-ნი­შან X-ს). მათ კი ამ­გ­ვა­რად მი­უ­მარ­თავთ, - უფა­ლო ივა­ნე, შენ იმ დო­ნის მეც­ნი­ე­რი ხარ, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნე­ბის­მი­ერ ფი­ლო­სო­ფოსს გა­უმ­კ­ლავ­დე­ბი, მაგ­რამ იცო­დე, გა­გა­ფუ­ჭე­ბენ კომ­სო­მო­ლე­ბიო. ასე რომ, ოთხ­ჯერ მო­უხ­და სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რის­ხის მო­პო­ვე­ბა - ორ­ჯერ უცხო­ეთ­ში და ორ­ჯე­რაც სამ­შობ­ლო­ში.

ივა­ნე კვა­ჭა­ძემ პირ­ველ­მა და­ა­მუ­შა­ვა ფრან­გუ­ლი ენის სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კის სა­ფუძ­ვ­ლე­ბი, რაც 1979 წელს იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ით აღი­ნიშ­ნა. ავ­ტო­რია მრა­ვა­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მი­სა და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­სი. ქარ­თულ ენა­ზე თარ­გ­მ­ნა ჟან-ჟაკ რუ­სოს "ე­მი­ლი ანუ აღ­ზ­რ­დის შე­სა­ხებ", იან ამოს კო­მენ­ს­კის "დი­დი დი­დაქ­ტი­კა" (დ. ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძეს­თან ერ­თად), კ. დ. უშინ­ს­კის რჩე­უ­ლი პე­და­გო­გი­უ­რი თხზუ­ლე­ბა­ნი. დარ­ჩა აგ­რეთ­ვე გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბე­ლი ნაშ­რო­მე­ბი: კო­მენ­ს­კის "დე­დობ­რი­ვი სკო­ლა", სიტყ­ვა "გუ­ლი" რუს­თა­ვე­ლის "ვეფხის­ტყა­ო­სან­ში" და სხვ.
ივა­ნე კვა­ჭა­ძეს, ენ­ციკ­ლო­პე­დი­უ­რად გან­ს­წავ­ლულ პი­როვ­ნე­ბას, ჰქონ­და იშ­ვი­ა­თი კა­ლიგ­რა­ფია, ასე­ვე ჰქონ­და მოვ­ლე­ნა­თა ზუს­ტი პროგ­ნო­ზი­რე­ბის უნა­რი და დახ­ვე­წი­ლი იუმო­რი, მის ფრთი­ან ფრა­ზებს დღე­საც იგო­ნე­ბენ ახ­ლობ­ლე­ბი. მას­თან მე­გობ­რობ­დ­ნენ კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძე, შალ­ვა ნუ­ცუ­ბი­ძე, გი­ორ­გი ახ­ვ­ლე­დი­ა­ნი, აკა­კი შა­ნი­ძე, ილია ვე­კუა და სხვა­ნი. ჩვენს ოჯახ­ში ინა­ხე­ბა მათ­გან მოძღ­ვ­ნი­ლი სა­ავ­ტო­რო ნაშ­რო­მე­ბი სა­მახ­სოვ­რო წარ­წე­რე­ბით.

* * *
ბა­ბუ­ას თა­ნა­მეცხედ­რე და მე­გო­ბა­რი ტე­რე­ზა ქან­თა­რია, 23 წლის ასაკ­ში ფაქ­ტობ­რი­ვად, მარ­ტო დარ­ჩა ორი მცი­რეწ­ლო­ვა­ნი ქა­ლიშ­ვი­ლით. იმ ურ­თუ­ლეს დრო­ში, მი­უ­ხე­და­ვად გა­ჭირ­ვე­ბი­სა, არა მარ­ტო გა­უძღ­ვა ოჯახს, არა­მედ ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფულ­საც კი უგ­ზავ­ნი­და უცხო­ეთ­ში მე­უღ­ლეს. ბა­ბუ­ას არ­ქივ­ში დღემ­დე შე­მორ­ჩა გზავ­ნი­ლე­ბა­თა გაც­რე­ცი­ლი ქვით­რე­ბი ლი­ო­ნის, მარ­სე­ლი­სა და პა­რი­ზის მი­სა­მარ­თე­ბით. ყო­ფი­ლი გიმ­ნა­ზი­ე­ლი, ხო­ლო შემ­დ­გომ, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ან­დ­რია რაზ­მა­ძის სტუ­დენ­ტი, 30-40-იან წლებ­ში მა­თე­მა­ტი­კას ას­წავ­ლი­და თბი­ლი­სის #35 და #30 (ყო­ფი­ლი ვაჟ­თა მე-19 სკო­ლა) სკო­ლებ­ში. იყო დი­დად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, ფლობ­და რუ­სულ და ფრან­გულ ენებს. გა­მო­ირ­ჩე­ო­და სუ­ლი­ე­რი სიმ­ტ­კი­ცით. ტე­რე­ზა ქან­თა­რი­ას და ზი­ნა­ი­და ნოე ჟორ­და­ნი­ას მდივ­ნად მუ­შა­ობ­და თბი­ლის­ში. იგი შემ­თხ­ვე­ვით შე­ეს­წ­რო ტრა­გი­კულ სუ­რათს, მის­მა დე­ი­დაშ­ვილ­მა თა­ვი მო­იკ­ლა მთავ­რო­ბის სა­სახ­ლე­ში. ამ ნი­ა­დაგ­ზე სწრა­ფი ჭლე­ქი გა­ნუ­ვი­თარ­და და სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რ­და გარ­და­იც­ვა­ლა.

ტე­რე­ზა ქან­თა­რი­ამ, რო­გორც ემიგ­რან­ტის მე­უღ­ლემ, მრა­ვა­ლი გან­საც­დე­ლი და ჭირ­თა თმე­ნა გა­მო­ი­ა­რა. ერ­თი ხა­ნო­ბა და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლიც იყო, ბრა­ლად იმა­საც უყე­ნებ­დ­ნენ, რომ საზღ­ვარ­გა­რეთ მყოფ მე­უღ­ლეს ფულს უგ­ზავ­ნი­და. და­კითხ­ვას თა­ვად ლავ­რენ­ტი ბე­რია ატა­რებ­და თა­ვის კა­ბი­ნეტ­ში. მა­გონ­დე­ბა ბე­ბი­ას მო­ნა­ყო­ლი, რო­გორ და­უნ­დობ­ლად დახ­ვ­რი­ტა პი­რა­დად ბე­რი­ამ თა­ვის კა­ბი­ნეტ­ში ერთ-ერ­თი ცნო­ბი­ლი პარ­ტი­უ­ლი მოღ­ვა­წე (ე­რი­კა ბე­დი­ა). ბე­ბია ამ დროს და­კითხ­ვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და ამ ამაზ­რ­ზენ სუ­რათს შე­ეს­წ­რო. ბე­რი­ას­თ­ვის მი­უ­მარ­თავს, ლავ­რენ­ტი პავ­ლო­ვიჩ, წარ­მო­მავ­ლო­ბით მეც თქვე­ნი კუთხი­დან, ძვე­ლი სე­ნა­კი­დან ვა­რო, ისიც შე­უხ­სე­ნე­ბია, რომ ბე­რი­ას მე­უღ­ლე, ნი­ნა გე­გეჭ­კო­რი და იგი, ხა­შუ­რის გიმ­ნა­ზი­ის თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი იყ­ვ­ნენ. ამ გა­რე­მო­ე­ბამ, ჩანს, გაჭ­რა და ტი­რანს გუ­ლი მო­ულ­ბო, უთ­ქ­ვამს, ამ­ჯე­რად გა­გა­თა­ვი­სუფ­ლებ იმ პი­რო­ბით, თუ ფულს აღარ გა­აგ­ზავ­ნი საზღ­ვარ­გა­რე­თო. ასე და­იხ­ს­ნა თა­ვი ორი შვი­ლის დე­დამ.

ერ­თი სა­გუ­ლის­ხ­მო ეპი­ზო­დი მკა­ფი­ოდ წარ­მო­ა­ჩენს ჯერ კი­დევ ყმაწ­ვი­ლი ბე­რი­ას ოდი­ო­ზურ პი­როვ­ნულ ნიშ­ნებს. ბე­ბია იხ­სე­ნებ­და, რო­გორ აკითხავ­და შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ბე­რია თა­ვის სატ­რ­ფოს გიმ­ნა­ზი­ა­ში ფა­ე­ტო­ნით, იზ­ვოზ­ჩიკს მი­მარ­თავ­და, და­მე­ლო­დე, მა­ლე დავ­ბ­რუნ­დე­ბი და ფულ­საც გა­და­გიხ­დიო. ნი­ნას მე­გობ­რებს "ბომ­ბო­ნე­რე­ბით" გვი­მას­პინ­ძ­ლ­დე­ბო­და, ათას­გ­ვა­რი თავ­შე­საქ­ცე­ვი ამ­ბე­ბით გვარ­თობ­და, შემ­დ­გომ კი ეზო­ში გა­მა­ვა­ლი უკა­ნა კა­რი­დან გა­ი­პა­რე­ბო­და. გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო მე­ფა­ი­ტო­ნე კი ამა­ოდ ელო­და თაღ­ლით მგზავ­რ­სო.

* * *
წლე­ბის წინ, უცხო­ეთ­ში ივა­ნე კვა­ჭა­ძის კვალს მი­აგ­ნო ახალ­გაზ­რ­და ქარ­თ­ველ­მა თე­ო­ლოგ­მა ვა­სილ კო­ბა­ხი­ძემ, რო­მე­ლიც სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცი­ა­ზე მუ­შა­ობ­და სტრას­ბურ­გ­ში. მან სორ­ბო­ნის არ­ქი­ვებ­ში მო­ი­ძია ივა­ნე კვა­ჭა­ძის ან­კე­ტუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი ყო­ფი­ლა, რომ მას 1935 წელს წარ­მა­ტე­ბით და­უს­რუ­ლე­ბია სწავ­ლე­ბის კურ­სი და ბრწყინ­ვა­ლედ და­უ­ცავს სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცი­აც.

მარცხნიდან: ლიანა კვაჭაძე, ტერეზა ქანთარია, ივანე და მადონა კვაჭაძეები (1939 წ.)

ვა­სილ კო­ბა­ხი­ძე და­ინ­ტე­რეს­და ივა­ნე კვა­ჭა­ძის პი­როვ­ნე­ბით და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მოს­ვ­ლი­სას მოგ­ვ­ნა­ხა, შინ გვეწ­ვია და ბა­ბუ­ას არ­ქივს გა­ეც­ნო. მან­ვე მოგ­ვა­წო­და პა­რი­ზის კა­თო­ლი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის 100 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნის ქსე­რო­ას­ლი, სა­დაც ბა­ბუა არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი. ასე­ვე სორ­ბო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ქივს მი­ა­წო­და სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცი­ის ას­ლი, რო­მე­ლიც იქ არ აღ­მოჩ­ნ­და და რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც გა­მოხ­მა­უ­რე­ბას გეგ­მა­ვენ. ვა­სილ კო­ბა­ხი­ძის თა­ოს­ნო­ბით მომ­ზად­და სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა, რო­მელ­შიც ბა­ბუ­ას უმ­ც­რო­სი თა­ო­ბის კო­ლე­გე­ბი და მე­გობ­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ (პრო­ფე­სო­რე­ბი ლეო კვა­ჭა­ძე, მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძე, ზუ­რაბ ჭარ­ხა­ლაშ­ვი­ლი, თი­ნა­თინ თუშ­მა­ლიშ­ვი­ლი). და­მო­უ­კი­დე­ბელ კა­თო­ლი­კურ გა­ზეთ "სა­ბას­თ­ვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში დე­კა­ნო­ზი ბა­სილ კო­ბა­ხი­ძე სა­უბ­რობს, რო­გორ მი­აკ­ვ­ლია თე­ო­ლოგ ივა­ნე კვა­ჭა­ძის კვალს საფ­რან­გეთ­ში. უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ჩვენ გვყავ­და ევ­რო­პა­ში გან­ს­წავ­ლუ­ლი სა­მი თე­ო­ლო­გი - გრი­გოლ ფე­რა­ძე, ვიქ­ტორ ნო­ზა­ძე და ივა­ნე კვა­ჭა­ძე.

შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლით ვი­ყა­ვით გა­რე­მო­სი­ლი ბა­ბუ­ას მხრი­დან, ის იყო არა მხო­ლოდ გრან­პა­პა (ფრან­გუ­ლად "ბა­ბუ­ა"). სა­ოც­რად უყ­ვარ­და ბუ­ნე­ბა და გა­ნუყ­რე­ლი ბი­ნოკ­ლით მშობ­ლი­უ­რი ხე­დე­ბის ხილ­ვა, სუ­ლი­ე­რი ენერ­გი­ით ავ­სებ­და სა­უ­ბა­რი უბ­რა­ლო გლეხ­კაც­თან. ასე­თი და­მა­მახ­სოვ­რ­და ბა­ბუა, ფი­ზი­კუ­რი და სუ­ლი­ე­რი ღირ­სე­ბე­ბით შემ­კუ­ლი ევ­რო­პუ­ლი ყა­ი­დის ინ­ტე­ლი­გენ­ტი.

და­ლი კა­ხი­ა­ნი
პე­და­გო­გი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი
ჟურნალი "ისტორიანი",#55
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები