გიგანტური სამხედრო ნაგებობა პორტუგალიაში
გიგანტური სამხედრო ნაგებობა პორტუგალიაში
ფოტო:ელვაშის საგარნიზონო ფორტიფიკაცია
პატარა პორტუგალიური ქალაქი ელვაში, რომელიც პორტუგალია-ესპანეთის საზღვართან მდებარეობს და ამჟამად სულ რაღაც 15 500 მცხოვრებს ითვლის, იმით არის გამორჩეული, რომ აქაური გიგანტური ფორტიფიკაცია მსოფლიოში ყველაზე დიდია ე.წ. მშრალი თხრილების გამოყენებით შექმნილ ანალოგიურ ნაგებობებს შორის. ელვაში და მისი საგარნიზონო ფორტიფიკაცია 2012 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.
სიმაგრე ფორტის ცენტრალურ ნაწილში
ქალაქი 1229 წელს დააფუძნეს, თუმცა აქ არის X საუკუნის ნანგრევებიც. ფორტი კი XVII საუკუნეში დააპროექტა და ააგო ფლამანდიელმა იეზუიტმა, პადრე ჟოაო პისკასიო კოსმანდერმა. ჰოლანდიურ სიმაგრეთა
სკოლის ეს ნაგებობა, ამასთანავე, მსოფლიოში ყველაზე კარგად შემონახული ჰოლანდიური ფორტიფიკაციაა. აქ, მრავალრიცხოვანი ყაზარმებისა და სხვა სამხედრო ნაგებობების გარდა, არის ეკლესია-მონასტრებიც. ელვაშის მიდამოები განსაკუთრებით იყო გამაგრებული პორტუგალიასა და ესპანეთს შორის დაპირისპირების პირობებში. ფორტმა დიდი როლი ითამაშა ელვაშის 1659 წლის ბრძოლაში, სადაც პორტუგალიის არმიამ გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა
ესპანელებზე, პორტუგალიის დამოუკიდებლობისთვის მიმდინარე ომში.

ხანგრძლივი ალყების დროს გარნიზონისა და ქალაქის წყლით მომარაგებისთვის ელვაშში 1537-1622 წლებში ააგეს გრანდიოზული აკვედუკი ამორეირა. მისი სიგრძე დაახლოებით 7,5 კილომეტრია. ზოგიერთ ადგილას კონსტრუქცია ოთხიარუსიანია, სადაც აკვედუკის სიმაღლე 40 მეტრსაც აღწევს.
 ფორტის შიდა ეზო

მომზადებული history.com-ის მიხედვით
ჟურნალი "ისტორიანი" #100
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები