რკინის მილედი საფრანგეთის უკანასკნელი დედოფალი
რკინის მილედი საფრანგეთის უკანასკნელი დედოფალი
მას "მშვენიერ ავანტიურისტს" უწოდებდნენ. ვინ იფიქრებდა, რომ ესპანელი ლამაზმანი საფრანგეთის მმართველი გახდებოდა და მის გუნება-განწყობილებაზე იქნებოდა დამოკიდებული ევროპისა და ლამის მსოფლიოს ბედი? მეორე მსოფლიო იმპერიის შემქმნელის, საფრანგეთის იმპერატორის, ნაპოლეონ III-ის არჩევანი საბედისწერო მხოლოდ მისთვის არ გამომდგარა.

1826 წლის 5 მა­ისს გრა­ნა­და­ში ქვე­ყა­ნას მო­ევ­ლი­ნა ევ­გე­ნია მონ­ტი­ხო. გო­გო­ნა მი­წის­ძვრის დროს და­ბა­დე­ბუ­ლა. დე­და­მისს, წარ­მო­შო­ბით ეს­პა­ნელ დიდ­გვა­რო­ვანს, კარ­გად იც­ნობ­დნენ პა­რი­ზის ბო­ჰე­მურ წრე­ებ­ში. სტენ­და­ლი ხში­რად სტუმ­რობ­და მას, მე­რი­მე კი ღა­მე­ებს ულა­მა­ზებ­და. გო­გო­ნამ საფ­რან­გეთ­ში სა­მო­ნას­ტრო გა­ნათ­ლე­ბა
მი­ი­ღო, მი­სი გა­ტა­ცე­ბა ის­ტო­რი­ი­თა და პო­ლი­ტი­კით გა­საკ­ვი­რი არ გახ­ლდათ, დე­და­მი­სი თავ­გა­დაკ­ლუ­ლი ბო­ნა­პარ­ტის­ტი იყო. 1848 წელს საფ­რან­გე­თი რე­ვო­ლუ­ცი­ას მო­ეც­ვა. პა­რი­ზე­ლებ­მა დრო­ე­ბი­თი მთავ­რო­ბა აი­ძუ­ლა ქვე­ყა­ნა რეს­პუბ­ლი­კად გა­მო­ეცხ­ა­დე­ბი­ნა. 1848 წლის აპ­რილ­ში საფ­რან­გეთ­ში გა­ი­მარ­თა დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის არ­ჩევ­ნე­ბი. მცი­რე ხნის შემ­დეგ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა კრე­ბამ მი­ი­ღო ის­ტო­რი­უ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, შე­მო­ი­ღო საფ­რან­გე­თის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტის
პოს­ტი. 1848 წლის 10 დე­კემ­ბერს ჩა­ტარ­და პრე­ზი­დენ­ტის პირ­და­პი­რი არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მელ­შიც გა­ი­მარ­ჯვა შარლ ლუი ნა­პო­ლე­ონ ბო­ნა­პარ­ტმა, იმ­პე­რა­ტორ ნა­პო­ლე­ონ I-ის ძმის­წულ­მა. მან ამომ­რჩე­ველ­თა 75% მი­ი­ღო. ამ მოვ­ლე­ნის შემ­დეგ ევ­გე­ნია მონ­ტი­ხოს ოჯა­ხი სას­წრა­ფოდ პა­რიზ­ში და­სახ­ლდა.

მშვე­ნი­ე­რი, ტა­ნა­დი, ცის­ფერ­თვა­ლა ეს­პა­ნე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი პა­რი­ზის სა­ლო­ნებ­ში ში­ნა­უ­რუ­ლად გრძნობ­და თავს. მარ­თა­ლი­ა, გა­ნათ­ლე­ბა აკ­ლდა, მაგ­რამ ძა­ლი­ან გამ­ჭრი­ა­ხი, თით­ქმის მა­მა­კა­ცუ­რი გო­ნე­ბა ჰქონ­და­ო, - წერს მი­სი ბი­ოგ­რა­ფი ოქ­ტავ ობ­რი. ევ­გე­ნია დე­და­ზე უფ­რო დინ­ჯი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი იყო, არც მა­სა­ვით იყო გა­გი­ჟე­ბუ­ლი გარ­თო­ბა­-არ­ში­ყო­ბა­ზე. ეს კი მის­და­მი სა­ყო­ველ­თაო პა­ტი­ვის­ცე­მას იწ­ვევ­და. გე­მოვ­ნე­ბით იც­ვამ­და, თა­ვის და­ჭე­რაც სა­უცხოო იცო­და, იმ­დე­ნად ლა­მა­ზი არ იყო, რამ­დე­ნა­დაც მომ­ხიბ­ლა­ვი.

1850 წელს საფ­რან­გე­თის ახა­ლარ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის ლუი ნა­პო­ლე­ო­ნის ბი­ძაშ­ვილ­მა მა­ტილ­დამ წვე­უ­ლე­ბა­ზე ევ­გე­ნი­ას ად­გი­ლი სწო­რედ ორ­მოცს გა­და­ბი­ჯე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის გვერ­დით მი­უ­ჩი­ნა. ლუი ნა­პო­ლე­ო­ნი გა­ო­ცე­ბუ­ლი უს­მენ­და ევ­გე­ნი­ას ჟღურ­ტულს, თით­ქმის არ ეს­მო­და მი­სი ნათ­ქვა­მის ში­ნა­არ­სი, მაგ­რამ არც აინ­ტე­რე­სებ­და, მზად იყო, და­უს­რუ­ლებ­ლად ეს­მი­ნა ამ ხმის­თვის. ევ­გე­ნია კარ­გა ხანს ელო­და ბედ­ნი­ერ დღეს, რო­ცა ლუ­ის გა­იც­ნობ­და, რად­გან გა­ცი­ლე­ბით ად­რე მტკი­ცედ გა­და­ეწყ­ვი­ტა მი­სი ცო­ლო­ბა. "ჯერ კი­დევ გაც­ნო­ბამ­დე მომ­წონ­და, მხიბ­ლავ­და მი­სი რა­ინ­დუ­ლი ქცე­ვა სტრას­ბურ­გში, სა­დაც საფ­რან­გე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ამ­დე­ნი ხალ­ხის აზ­ვირ­თე­ბა შეძ­ლო. ჩე­მი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია იმან, რო­გორ ღირ­სე­უ­ლად აი­ტა­ნა პა­ტიმ­რო­ბის სიმ­ძი­მე, რო­გორ უყ­ვარ­და სამ­შობ­ლო, - კი, ნამ­დვი­ლად, გაც­ნო­ბამ­დე მიყ­ვარ­და", - წერ­და თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში ევ­გე­ნია მონ­ტი­ხო.

იმპერატორი ნაპოლეონ III

მა­ტილ­დას სა­ლონ­ში გაც­ნო­ბის შემ­დეგ ევ­გე­ნია და დე­და­მი­სი ხში­რად ხვდე­ბოდ­ნენ ლუი ნა­პო­ლე­ონს. ერ­თხელ დე­და-­შვი­ლი პრე­ზი­დენ­ტმა სა­ზაფ­ხუ­ლო რე­ზი­დენ­ცი­ა­ში მი­იწ­ვი­ა. იქ მი­სუ­ლებს სხვა სტუმ­რე­ბი არ დახ­ვედ­რი­ათ. ლუი ნა­პო­ლე­ონ­მა მომ­ხიბ­ლავ ეს­პა­ნელ ქა­ლიშ­ვილს პარ­კში გა­სე­ირ­ნე­ბა (რა თქმა უნ­და, უდე­დოდ!) შეს­თა­ვა­ზა და ძა­ლი­ან გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დარ­ჩა, რო­ცა უა­რი მი­ი­ღო. ლუი არ იყო ამას ჩვე­უ­ლი, ლა­მა­ზი ქა­ლე­ბი ხში­რად სტუმ­რობ­დნენ მის რე­ზი­დენ­ცი­ას. უარ­მა უფ­რო გა­ამ­ძაფ­რა მი­სი გრძნო­ბა. მიხ­ვდა, რომ ეს ქა­ლი ად­ვი­ლი და­საპყ­რო­ბი არ იქ­ნე­ბო­და. ლუი ნა­პო­ლე­ო­ნი ევ­გე­ნი­ას წე­რილს წე­რილ­ზე სწერ­და, უჩი­ო­და მარ­ტო­სუ­ლო­ბას, ქვეყ­ნის მარ­ტო­ხე­ლა მმარ­თვე­ლის ბედს. ევ­გე­ნი­ას პა­სუ­ხებ­ში ისე­თი მახ­ვილ­გო­ნი­ე­რე­ბა გა­მოს­ჭვი­ო­და, რომ ლუი კი­დევ უფ­რო იხიბ­ლე­ბო­და, მო­მა­ვალ ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და... ის კი არ იცო­და, რომ ევ­გე­ნი­ას წე­რი­ლებს დე­და­მი­სის ძვე­ლი მე­გო­ბა­რი, მწე­რა­ლი პროს­პერ მე­რი­მე აწე­რი­ნებ­და.

ამა­სო­ბა­ში საფ­რან­გეთ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი ელ­ვის სის­წრა­ფით გან­ვი­თარ­და. 1851 წლის დე­კემ­ბერ­ში ლუი ნა­პო­ლე­ონ­მა ჯა­რის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა და წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი კრე­ბა და­ითხ­ო­ვა, რა­საც მოჰ­ყვა სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბა პა­რი­ზის ქუ­ჩებ­ში. ნა­პო­ლე­ო­ნის მომ­ხრე­ებ­მა მო­ა­ხერ­ხეს აჯან­ყე­ბულ­თა და­მარ­ცხე­ბა. მომ­დევ­ნო 1852 წელს საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა თა­ვი იმ­პე­რა­ტო­რად გა­მო­აცხ­ა­და – ნა­პო­ლე­ონ III-ის სა­ხე­ლით. აქ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის ჩაწყ­ნა­რე­ბის შემ­დეგ ახალ­მა იმ­პე­რა­ტორ­მა პი­რადი ცხოვ­რე­ბი­სათ­ვი­საც მო­ი­ცა­ლა. 1853 წლის 8 იან­ვარს ნა­პო­ლე­ონ­მა სა­ბო­ლო­ოდ გა­დაწყ­ვი­ტა, ევ­გე­ნია მონ­ტი­ხოს­თვის შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნა გუ­ლი და ხე­ლი. რამ­დე­ნი­მე დღე­ში სა­სახ­ლე­ში შე­იკ­რიბ­ნენ სე­ნა­ტო­რე­ბი, მი­ნის­ტრე­ბი, სა­ხელ­მწი­ფო საბ­ჭოს წევ­რე­ბი. შუ­ადღ­ი­სას მათ­თან შე­სახ­ვედ­რად გე­ნერ­ლის მუნ­დი­რი­ა­ნი და­ბა­ლი, დაბ­რე­ცილ­ფე­ხე­ბი­ა­ნი, მო­უ­ხე­შა­ვი მა­მა­კა­ცი გა­მო­ვი­და. შეკ­რე­ბი­ლებს თავ­დაკ­ვრით მი­ე­სალ­მა, ნელ­-ნე­ლა ავი­და მარ­მა­რი­ლოს კი­ბე­ზე და სა­მე­ფო ტახ­ტზე დაჯ­და. იმ­პე­რა­ტორ ნა­პო­ლე­ონ III-ს ხელ­ში ქა­ღალ­დის ფურ­ცე­ლი ეჭი­რა. კითხ­ვა ხმა­დაბ­ლა და­იწყო (ა­სე აღ­წერს ამ სცე­ნას ფრან­გი ის­ტო­რი­კო­სი ოქ­ტავ ობ­რი). "ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც მე ავირ­ჩი­ე, კე­თილ­შო­ბი­ლი ოჯა­ხი­და­ნაა, კა­თო­ლი­კე, ისიც ისე­ვე ლო­ცუ­ლობს საფ­რან­გე­თის­თვის, რო­გორც მე. მე უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ვა­ნი­ჭე ქალს, რო­მე­ლიც მიყ­ვარს და ვა­ფა­სებ, ჩემ­თვის ოჯა­ხუ­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა მეტს ნიშ­ნავს, ვიდ­რე წარ­მო­მავ­ლო­ბა". ნა­პო­ლე­ონს, რა თქმა უნ­და, კრინ­ტიც არ და­უძ­რავს იმა­ზე, მა­ნამ­დე რო­გორ ცდი­ლობ­და და­ნა­თე­სა­ვე­ბო­და ევ­რო­პის რო­მე­ლი­მე მო­ნარ­ქის ოჯახს.

მი­ნის­ტრე­ბიც კი აღ­შფოთ­დნენ, რო­ცა შე­იტყ­ვეს ნა­პო­ლე­ო­ნის რჩე­უ­ლის ვი­ნა­ო­ბა. ნა­პო­ლე­ო­ნის და­უ­ძი­ნე­ბელ­მა მტერ­მა, პო­ლი­ტი­კურ­მა მოღ­ვა­წემ და ის­ტო­რი­კოს­მა ლუი ადოლფ ტი­ერ­მა იან­გლა - წინ­და­ხე­დუ­ლი კა­ცი­ა, თუ ჩა­მო­აგ­დე­ბენ, ქორ­წი­ნე­ბის წყა­ლო­ბით ეს­პა­ნე­ლი გრან­დი მა­ინც იქ­ნე­ბა­ო.

1853 წლის 13 იან­ვარს პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტა­ძარ­ში პა­რი­ზის არ­ქი­ე­პის­კო­პოს­მა ევ­გე­ნი­ა­სა და ლუ­ის ჯვა­რი დას­წე­რა.
პა­რი­ზე­ლე­ბი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით მი­ე­გებ­ნენ თეთ­რი ატ­ლა­სის სა­ქორ­წი­ნო კა­ბა­ში გა­მოწყ­ო­ბილ დე­დო­ფალს, რო­მელ­მაც უცებ მო­ი­გო პა­რი­ზე­ლე­ბის გუ­ლი. რო­ცა ევ­გე­ნი­ამ შე­იტყ­ო, რომ პა­რი­ზის მე­რია მის­თვის 600 ათას ფრან­კი­ა­ნი ყელ­სა­ბა­მის ყიდ­ვას აპი­რებ­და, გა­ნაცხ­ა­და, - გა­ცი­ლე­ბით გა­მა­ბედ­ნი­ე­რებთ, თუ ამ თან­ხას ქველ­მოქ­მე­დე­ბის­თვის და­ხარ­ჯავთ, არ მსურს, სა­ქორ­წი­ნო სა­ჩუ­ქა­რი ტვირ­თად და­აწ­ვეს ქვე­ყა­ნას, რო­მე­ლიც ახ­ლა ჩე­მი ქვე­ყა­ნაც გახ­და­ო.

გა­რეგ­ნუ­ლი სი­ამ­ტკბი­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, წყვი­ლი ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო რო­გორც შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით, ასე­ვე წარ­მო­შო­ბი­თა და ასა­კით. ლუი ცოლ­ზე თით­ქმის 20 წლით უფ­რო­სი გახ­ლდათ. ევ­გე­ნი­ამ ძა­ლი­ან კარ­გად იცო­და, რო­გორ უნ­და და­ე­ჭი­რა თა­ვი ქმარ­თა­ნაც და სხვებ­თა­ნაც. რო­ცა ლუი ოთახ­ში შე­მო­დი­ო­და, კრძალ­ვით დგე­ბო­და ფეხ­ზე, თუნ­დაც ოთახ­ში მათ გარ­და არა­ვინ ყო­ფი­ლი­ყო.

საფრანგეთის ოთხი ნაპოლეონი: ნაპოლეონ I, მისი ვაჟი ნაპოლეონი, პრეზიდენტი და შემდეგ იმპერატორი ლუი ნაპოლეონ III და ამ უკანასკნელის ვაჟი ნაპოლეონი

თან­და­თა­ნო­ბით ევ­გე­ნი­ამ მდგო­მა­რე­ო­ბა გა­იმ­ყა­რა. ქმრის ავან­ტი­უ­რიზ­მი მის­თვის უცხო აღარ იყო. სტენ­და­ლი წერ­და, - ნა­პო­ლე­ონ III-ის დროს სა­სახ­ლის კარ­ზე მოწყ­ე­ნი­ლო­ბა სუ­ფევ­და, მაგ­რამ ევ­გე­ნია მონ­ტი­ხომ ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ა­ცოცხ­ლა, სა­ხა­ლი­სო გა­ხა­დაო.

დე­დო­ფა­ლი ეტი­კეტს არ და­გი­დევთ - სა­მე­ფო კარ­ზე რე­პუ­ტა­ცი­ა­შე­ლა­ხულ ლა­მაზ მომ­ღერ­ლებ­საც შეხ­ვდე­ბო­დით და ას­ტრო­ლო­გებ­საც. ნა­პო­ლე­ო­ნი ბერ­დე­ბო­და, სცე­ნა­ზე ნელ­-ნე­ლა მი­სი მე­უღ­ლე გა­მო­დი­ო­და. ქმარს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი ჰქონ­და, დე­დო­ფალს მონ­დო­მე­ბით ას­წავ­ლი­და ქვეყ­ნის მარ­თვას და ევ­გე­ნი­აც, ნი­ჭი­ე­რი მოს­წავ­ლე, უკ­ვე "რკი­ნის მი­ლე­დი" გახ­და. სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­და­სავ­ლებს მშვე­ნივ­რად უთავ­სებ­და პო­ლი­ტი­კურ ავან­ტი­უ­რებს.

1859 წლი­დან დე­დო­ფა­ლი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის თით­ქმის ყვე­ლა სხდო­მას ეს­წრე­ბო­და. სწო­რედ მას მი­ა­წე­რენ საფ­რან­გე­თის სას­წრა­ფოდ გა­მოყ­ვა­ნას ავ­სტრი­ას­თან ომი­დან ჩრდი­ლო­ე­თი იტა­ლი­ის მი­წე­ბის­თვის. გერ­მა­ნია ავ­სტრი­ის და­სახ­მა­რებ­ლად ჯარს აგ­რო­ვებ­და. დე­დო­ფალ­მა ნა­პო­ლე­ო­ნი და­არ­წმუ­ნა, რომ ომი საფ­რან­გე­თის სა­სი­კე­თოდ არ დამ­თავ­რდე­ბო­და და ნა­პო­ლე­ონ­მაც ფრან­ც-ი­ო­სებ­თან ზა­ვი და­დო.

საფ­რან­გე­თი თა­ვი­სი დი­დე­ბის მწვერ­ვალ­ზე იდ­გა, მი­სი იმ­პე­რა­ტო­რის თან­ხმო­ბის გა­რე­შე ევ­რო­პა­ში ვერც ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნა ვერ მოხ­დე­ბო­და. მსოფ­ლი­ოს ბე­დი პა­რიზ­ში წყდე­ბო­და და უმე­ტეს­წი­ლად გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას სწო­რედ დე­დო­ფა­ლი იღებ­და.

ნა­პო­ლე­ონ III-ის მმარ­თვე­ლო­ბის ბო­ლო წლებ­ში დე­დო­ფალს მძი­მე წი­ნათ­გრძნო­ბა უღრ­ღნი­და გულს. "ჩე­მი სი­ცოცხ­ლე და­სას­რუ­ლის­კენ მი­დის, მაგ­რამ მე ჩემს ვა­ჟიშ­ვილ­ში აღ­ვდგე­ბი", - წერ­და 1869 წელს. ევ­გე­ნი­ამ არ იცო­და, რომ მე­ო­რე იმ­პე­რი­ის და­ცე­მის მოწ­მე გახ­დე­ბო­და და ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­ვა მო­უ­წევ­და. არც ის იცო­და, რომ კი­დევ ნა­ხე­ვარ სა­უ­კუ­ნეს დევ­ნი­ლო­ბა­ში გა­ა­ტა­რებ­და და შვი­ლის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ კი­დევ 40 წე­ლი­წადს იცოცხ­ლებ­და.

1870 წელს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ი­ძა­ბა საფ­რან­გეთ­სა და პრუ­სი­ას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა. იმავ­დრო­უ­ლად, სა­კუთ­რივ საფ­რან­გეთ­ში თან­და­თან მა­ტუ­ლობ­და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა იმ­პე­რა­ტო­რის მი­მართ. ერ­თ-ერ­თი პირ­ვე­ლი ნა­პო­ლე­ონ III-ის გა­რე­მოც­ვა­ში სწო­რედ ევ­გე­ნია იყო, რო­მელ­მაც გა­ნაცხ­ა­და, იმ­პე­რი­ას მხო­ლოდ ომი გა­და­არ­ჩენ­სო და იმ­პე­რა­ტო­რი პრუ­სი­ას­თან ომ­ზე და­ი­თან­ხმა, რა­თა რო­გორც ამ­ბობ­და, თა­ვი­დან აე­ცი­ლე­ბი­ნათ რე­ვო­ლუ­ცი­ა. ომის სა­ბა­ბად კი ეს­პა­ნე­თის ტახ­ტის მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­კითხი იქ­ცა. ვა­კან­ტურ ტახ­ტზე პრე­ტენ­ზი­ას აცხ­ა­დებ­და პრუ­სი­ის მე­ფის ვილ­ჰელმ I-ის ნა­თე­სა­ვი. ეს კი საფ­რან­გე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის შებღ­ალ­ვა იქ­ნე­ბო­და. ნა­პო­ლე­ონ III-მ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი არ­ხე­ბით მი­აღ­წია და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა ვილ­ჰელმ I უა­რი ეთ­ქვა ეს­პა­ნე­თის ტახ­ტი­სათ­ვის ბრძო­ლა­ში ჩაბ­მა­ზე, მაგ­რამ ბო­ლო მო­მენ­ტში საფ­რან­გეთ­-პრუ­სი­ის და­პი­რის­პი­რე­ბა კარ­გად გა­მო­ი­ყე­ნა პრუ­სი­ის კან­ცლერ­მა ბის­მარ­კმა და ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, საფ­რან­გე­თი­სათ­ვის შე­უ­რაცხ­მყო­ფე­ლი წე­რი­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით აი­ძუ­ლა ნა­პო­ლე­ონ III ომი და­ეწყო პრუ­სი­ას­თან.

ნაპოლეონ III და ბისმარკი "სედანის კატასტროფის" შემდეგ

1870 წლის აგ­ვის­ტო­ში დაწყ­ე­ბუ­ლი სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი მა­ლე დას­რულ­და საფ­რან­გე­თის სა­მარ­ცხვი­ნო მარ­ცხით. 1-ელ სექ­ტემ­ბერს სე­და­ნის მი­და­მო­ებ­ში იმ­პე­რა­ტო­რი ნა­პო­ლე­ონ III თა­ვის არ­მი­ას­თან ერ­თად ტყვედ ჩა­ვარ­და. ეს იყო საფ­რან­გე­თის არ­მი­ის გა­უ­გო­ნა­რი ტრა­გე­დი­ა, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­და "სე­და­ნის კა­ტას­ტრო­ფის" სა­ხე­ლით. საფ­რან­გე­თის მე­ო­რე იმ­პე­რი­ამ არ­სე­ბო­ბა პრუ­სი­ას­თან სა­ო­მა­რი კრა­ხის შემ­დეგ და­ას­რუ­ლა. შე­უ­რაცხ­ყო­ფილ­მა ფრან­გებ­მა იმ­პე­რა­ტორს ტახ­ტზე უა­რის თქმა მოს­თხო­ვეს. ნა­პო­ლე­ონ III ამ­ბო­ხე­ბულ პა­რიზ­ში აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა, სა­მა­გი­ე­როდ, ევ­გე­ნი­ას და­ატყ­და ფრან­გე­ბის რის­ხვა.

"საფ­რან­გე­თის ის­ტო­რია მე­ორ­დე­ბა, მაგ­რამ ხომ არ და­ვე­ლო­დე­ბი, ვიდ­რე თავს მომ­კვე­თენ", - თქვა დე­დო­ფალ­მა გაქ­ცე­ვის წინ.

სა­სახ­ლი­დან ევ­გე­ნია და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ეტ­ლით გა­იქ­ცა, ჯი­ბე­ში ერ­თი ეკი­უც არ ედო... სი­ცოცხ­ლის დარ­ჩე­ნი­ლი დღე­ე­ბი სი­ღა­რი­ბე­ში გა­ა­ტა­რა.

1873 წელს ნა­პო­ლე­ო­ნი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ექ­ვსი წლის შემ­დეგ ნა­პო­ლე­ო­ნი­სა და ევ­გე­ნია მონ­ტი­ხოს ერ­თა­დერ­თი ვა­ჟი ლუი აფ­რი­კა­ში, ზუ­ლუ­სებ­თან ბრძო­ლა­ში და­ი­ღუ­პა. ევ­გე­ნი­ას კი იმე­დი ჰქონ­და, საფ­რან­გე­თი გონს მო­ვა და ქვეყ­ნის მმარ­თვე­ლად ჩემს ვაჟს მი­იწ­ვევ­სო.

პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დამ­თავ­რე­ბის დღეს, რო­ცა დე­დო­ფალ­ყო­ფილ­მა გერ­მა­ნი­ის და­მარ­ცხე­ბის ამ­ბა­ვი შე­იტყ­ო, კმა­ყო­ფი­ლე­ბით თქვა, - "მად­ლო­ბას ვწი­რავ ღმერთს, რომ ამ დღეს მო­ვეს­წა­რი! ახ­ლა შე­მიძ­ლია თა­ვა­წე­უ­ლი მოვ­კვდე, საფ­რან­გე­თი ვე­ღა­რა­ფერ­ში და­მა­და­ნა­შა­უ­ლებს".

მო­ამ­ზა­და ნა­ნა ანტონოვა-ილუ­რი­ძემ
ჟურნალი "ისტორიანი".#3
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები