"კარ­ვის კა­ცი" ვინ არის მუ­ა­მარ კა­და­ფი
"კარ­ვის კა­ცი" ვინ არის მუ­ა­მარ კა­და­ფი
ფოტო:ლიბიის მეფე იდრის I
ნავ­თობ­სა­მე­ფო

ლი­ბია ჩრდი­ლო­ეთ აფ­რი­კა­ში მდე­ბა­რე­ობს. მი­სი ფარ­თო­ბი 1 759 541 კვკმ-ი­ა. ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით ქვე­ყა­ნა მეჩ­ვიდ­მე­ტეა პლა­ნე­ტა­ზე, მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბით კი (6,42 მლნ ადა­მი­ა­ნი) მხო­ლოდ 105-ე ად­გილს იკა­ვებს. დე­და­ქა­ლაქ ტრი­პო­ლი­ში 1,065 მლნ მცხოვ­რე­ბი­ა. ლი­ბი­ას ექ­ვსი ქვე­ყა­ნა: ტუ­ნი­სი, ალ­ჟი­რი, ნი­გე­რი, ჩა­დი, სუ­და­ნი და ეგ­ვიპ­ტე ესაზღ­ვრე­ბა.

ლი­ბი­ის მთა­ვა­რი სიმ­დიდ­რე ნავ­თო­ბი­ა, რომ­ლის ექ­სპორტს მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში ახ­დენ­და. 2010 წლის იან­ვრის მო­ნა­ცე­მე­ბით, ლი­ბი­ი­დან ექ­სპორ­ტი­რე­ბუ­ლი ნავ­თო­ბის მომ­ხმა­რე­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი პრო­ცენ­ტუ­ლად ასე ნა­წილ­დე­ბა: 1. იტა­ლია 28%; 2. საფ­რან­გე­თი 15%;
3. ჩი­ნე­თი 11%; 4. გერ­მა­ნია 10%; 5. ეს­პა­ნე­თი 10%; 6. სა­ბერ­ძნე­თი 5%; 7. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო 4%; 8. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი 3%; 9. სხვა ქვეყ­ნე­ბი 14%.

სწო­რედ ამი­ტომ, ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გა­მო მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ნავ­თო­ბის ფა­სი მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ­ჟა­მად ლი­ბი­ი­დან მო­პო­ვე­ბუ­ლი ნავ­თო­ბის მხო­ლოდ 3%-ის
ექ­სპორ­ტი­რე­ბა ხდე­ბა. სხვა მო­ნა­ცე­მე­ბით კი ნავ­თო­ბის ექ­სპორ­ტი ქვე­ყა­ნამ სა­ერ­თოდ შეწყ­ვი­ტა. მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი დე­ფი­ცი­ტის შევ­სე­ბას სხვა ქვეყ­ნებ­ში ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბის გაზ­რდი­თაც შე­ე­ცად­ნენ, მაგ­რამ, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბა­რე­ლი ნავ­თო­ბის ფას­მა 110 აშშ დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა...

1949 წლის 21 ნო­ემ­ბერს გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ­მა ასამ­ბლე­ამ მი­ი­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ლი­ბი­ის და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის შე­სა­ხებ. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აქ­ტის შე­სა­მუ­შა­ვებ­ლად ლი­ბი­ე­ლებს დრო 1952 წლის 1-ელ იან­ვრამ­დე მი­ე­ცათ. 1951 წლის 24 დე­კემ­ბერს ქვე­ყა­ნამ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა გა­მო­აცხ­ა­და.

ლი­ბია მო­ნარ­ქი­ად გა­მოცხ­ად­და. ტახ­ტი და­ი­კა­ვა წარ­სულ­ში ლი­ბი­ელ­თა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის ლი­დერ­მა იდ­რის I-მა. ის იყო ლი­ბი­ის პირ­ვე­ლი და უკა­ნას­კნე­ლი მო­ნარ­ქი. მის დროს ქვე­ყა­ნა­ში კონ­სტი­ტუ­ცი­ის მო­დე­ლი შე­მუ­შავ­და. ლი­ბი­ე­ლე­ბი მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას შე­ე­ცად­ნენ. კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-11 მუხ­ლის მი­ხედ­ვით, ლი­ბი­ის ყო­ვე­ლი მო­ქა­ლა­ქე თა­ვი­სუ­ფა­ლი და თა­ნა­სწო­რი იყო მი­უ­ხე­და­ვად რწმე­ნის, კა­ნის ფე­რის, ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სო­ცი­ა­ლუ­რი კუთ­ვნი­ლე­ბი­სა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ლი­ბია ბო­ლომ­დე სე­კუ­ლა­რულ სა­ხელ­მწი­ფოდ ვერ ჩა­მო­ყა­ლიბ­და. კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-5 მუხ­ლის მი­ხედ­ვით ქვე­ყა­ნა­ში სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად ის­ლა­მი გა­მოცხ­ად­და.

1959 წელს ლი­ბი­ა­ში ნავ­თო­ბის დი­დი მა­რა­გი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რა­მაც ამ ქვეყ­ნის მი­მართ მსოფ­ლი­ოს ინ­ტე­რე­სი ერ­თი­ო­რად გა­ზარ­და. თით­ქოს არა­ფერს უნ­და გა­მო­ეწ­ვია შემ­დგომ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა, მაგ­რამ XX სა­უ­კუ­ნის 60-ი­ა­ნი წლე­ბი ახ­ლო აღ­მო­სავ­ლე­თის ის­ტო­რი­ა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნით აღი­ნიშ­ნა. ეს იყო ნა­სე­რიზ­მი­სა და არა­ბუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მის პე­რი­ო­დი, რო­მელ­მაც მთე­ლი ახ­ლო აღ­მო­სავ­ლე­თი და ჩრდი­ლო­ე­თი აფ­რი­კა მო­იც­ვა. ეგ­ვიპ­ტის პრე­ზი­დენტ გა­მალ აბ­დელ ნა­სერს მომ­ხრე­ე­ბი ლი­ბი­ა­შიც გა­მო­უჩ­ნდნენ. მათ შო­რის გა­მო­ირ­ჩე­ო­და ახალ­გაზ­რდა ოფი­ცე­რი მუ­ა­მარ კა­და­ფი. ის ხში­რად ჩან­და პრე­ზი­დენტ ნა­სე­რის გვერ­დით და მის იდე­ებს ერ­თი­ა­ნი პა­ნა­რა­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნის შე­სა­ხებ (რო­მე­ლიც ყვე­ლა არა­ბულ ქვე­ყა­ნა­სა და ყვე­ლა არა­ბუ­ლად მო­ლა­პა­რა­კეს გა­ა­ერ­თი­ა­ნებ­და) სავ­სე­ბით იზი­ა­რებ­და.


პა­ნა­რა­ბიზ­მის სა­ხე­ლით

მუ­ა­მარ მუ­ჰა­მად ალ­-კა­და­ფი 1942 წლის 7 ივ­ნისს ლი­ბი­ის პა­ტა­რა ქა­ლაქ სირ­ტის სი­ახ­ლო­ვეს უდაბ­ნო­ში, ბე­დუ­ი­ნის კა­რავ­ში და­ი­ბა­და. მი­სი მშობ­ლე­ბი ბერ­ბერ­თა ტო­მი­დან იყ­ვნენ. დაწყ­ე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა ვაჟ­თა მუს­ლი­მურ სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­ი­ღო. სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა კი კერ­ძო მას­წავ­ლებ­ლის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით - ქა­ლაქ მი­სუ­რა­ტა­ში. მი­სი პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გავ­ლე­ნა იქო­ნია ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნამ და მის­მა გა­მარ­ჯვე­ბებ­მა არა­ბულ სამ­ყა­რო­ზე.

1961 წელს კა­და­ფი ბენ­ღა­ზის სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ი­რიცხ­ა. გა­მორ­ჩე­ულ­მა სტუ­დენ­ტმა რამ­დე­ნი­მე არაბ ოფი­ცერ­თან ერ­თად ინ­გლი­სის სა­მე­ფო სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ა­ში გა­ნაგ­რძო სწავ­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ათე­ნის სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლობ­და.
მის ცხოვ­რე­ბა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გავ­ლე­ნა 1967 წლის ის­რა­ელ­-ა­რა­ბე­ბის ექ­ვსდღი­ან­მა ომ­მა მო­ახ­დი­ნა. ებ­რა­ელ­თა მი­ერ არა­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის სამ ფრონ­ტზე და­მარ­ცხე­ბა კა­და­ფის­თვის დი­დი დამ­ცი­რე­ბა იყო. სწო­რედ ამი­ტომ გა­დაწყ­ვი­ტა, აქ­ტი­უ­რად მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ერ­თი­ა­ნი პა­ნა­რა­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნა­ში. ამის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ერ­თა­დერთ გზად კი ლი­ბი­ა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლა მი­აჩ­ნდა.

1969 წლის 1-ელ სექ­ტემ­ბერს სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შე­დე­გად 27 წლის მუ­ა­მარ მუ­ჰა­მად ალ­-კა­და­ფი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში მო­ვი­და. მო­მენ­ტი სა­თა­ნა­დოდ იყო შერ­ჩე­უ­ლი. ლი­ბი­ის მე­ფე იდ­რის I სამ­კურ­ნა­ლოდ იმ­ყო­ფე­ბო­და თურ­ქეთ­ში. სწო­რედ ამ დროს აი­ღო ამ­ბო­ხე­ბულ­თა მცი­რე ჯგუფ­მა (რო­მე­ლიც სულ რამ­დე­ნი­მე ოფიც­რის­გან შედ­გე­ბო­და) სა­მე­ფო სა­სახ­ლე ტრი­პო­ლი­ში და ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბის შე­სა­ხებ გა­მო­აცხ­ა­და. ლი­ბი­ის მო­ნარქს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და კა­და­ფის სა­თაყ­ვა­ნე­ბელ გა­მალ აბ­დელ ნა­სერ­თან. მი­სი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ იდ­რის­მა სწო­რედ ეგ­ვიპ­ტეს შე­ა­ფა­რა თა­ვი. ლი­ბი­ის სა­ხალ­ხო სა­სა­მარ­თლომ 1971 წლის ნო­ემ­ბერ­ში იდ­რის I-ს სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა. თუმ­ცა ლი­ბი­ის პირ­ვე­ლი და უკა­ნას­კნე­ლი მე­ფე 1983 წელს, ღრმად მო­ხუ­ცე­ბუ­ლი, 94 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა კა­ი­რო­ში. ის, რომ არა­ბუ­ლი სამ­ყა­რო მას დიდ პა­ტივს სცემ­და, იმი­თაც და­დას­ტურ­და, რომ ლი­ბი­ის ყო­ფი­ლი მო­ნარ­ქი არაბ­თა ერ­თ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­პა­ტიო პან­თე­ონ­ში, სა­უ­დის არა­ბე­თის ქა­ლაქ მე­დი­ნა­ში ჯა­ნათ ალ­-ბა­ყის მე­ჩეთ­ში დაკ­რძა­ლეს. მუ­ა­მარ კა­და­ფის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლით კი ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა.

კა­და­ფის მთა­ვა­რი ოც­ნე­ბა პა­ნა­რა­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნა იყო. მას მი­აჩ­ნდა, რომ ის­ლა­მუ­რი სო­ცი­ა­ლიზ­მი არაბ­თა ხსნის ერ­თა­დერ­თი გზა იყო. სწო­რედ ამი­ტომ უჭერ­და მხარს ნა­სე­რის იდე­ებს, მაგ­რამ კა­და­ფის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის წლის­თავ­ზე ნა­სე­რი მოკ­ლეს. ამის შემ­დეგ კა­და­ფიმ გა­დაწყ­ვი­ტა, არა­ბუ­ლი სამ­ყა­როს ლი­დე­რო­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე აე­ღო. 1972 წელს მან არა­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ფე­დე­რა­ცი­ის შექ­მნის შე­სა­ხებ გა­მო­აცხ­ა­და, რო­მელ­შიც ლი­ბი­ა, ეგ­ვიპ­ტე და სი­რია უნ­და შე­სუ­ლიყ­ვნენ, მაგ­რამ ამ ჩა­ნა­ფიქ­რმა მარ­ცხი გა­ნი­ცა­და. მხო­ლოდ 1974 წელს მო­ხერ­ხდა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბა ტუ­ნის­თან, რო­მელ­საც ქვე­ყა­ნა­თა შო­რის პო­ზი­ცი­ა­თა შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბის გა­მო რე­ა­ლუ­რად არც უმუ­შა­ვი­ა. 1975 წელს მან გა­მოს­ცა "მწვა­ნე წიგ­ნი", რო­მელ­შიც კი­დევ ერ­თხელ აღი­ნიშ­ნა ის­ლა­მუ­რი სო­ცი­ა­ლიზ­მი­სა და პა­ნა­რა­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ კა­და­ფის ავ­ტო­რი­ტე­ტი და მხარ­და­ჭე­რა არა­ბულ სამ­ყა­რო­ში აშ­კა­რად ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბო­და ნა­სე­რი­სას.

"რე­ვო­ლუ­ცი­ურს, ჯერ არ­ნა­ხულს!"

კა­და­ფის­თვის არა­ბუ­ლი სამ­ყა­როს ლი­დე­რო­ბა აუხ­დე­ნელ ოც­ნე­ბად დარ­ჩა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან აფ­რი­კის ლი­დე­რო­ბა მო­ინ­დო­მა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერთ სა­ეჭ­ვო რე­პუ­ტა­ცი­ის აფ­რი­კელ ლი­დერ­თან მე­გობ­რობ­და. მათ შო­რის იყო უგან­დის პრე­ზი­დენ­ტი იდი ამი­ნი. მის და­სახ­მა­რებ­ლად ტან­ზა­ნი­ას­თან ომ­ში ლი­ბი­ე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბიც კი გაგ­ზავ­ნა, რო­მელ­თა­გა­ნაც 600 იდი ამი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ დაწყ­ე­ბუ­ლი გა­მოს­ვლე­ბის დროს და­ი­ღუ­პა. ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­ვის შემ­დეგ ამინ­მა თა­ვი სწო­რედ ლი­ბი­ას შე­ა­ფა­რა.

ამი­ნის გარ­და კა­და­ფი მე­გობ­რობ­და ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის კა­ნი­ბალ იმ­პე­რა­ტორ ჟან­-ბე­დელ ბო­კა­სას­თან და ეთი­ო­პი­ის დიქ­ტა­ტორ მენ­გის­თუ ჰა­ი­ლე მა­რი­ამ­თან, რო­მე­ლიც უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში ერ­თ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი გე­ნო­ცი­დის შე­მოქ­მე­და­დაა მიჩ­ნე­უ­ლი.

ევ­რო­პელ პო­ლი­ტი­კოს­თა შო­რის კი ლი­ბი­ის ლი­დე­რის ყვე­ლა­ზე დიდ გულ­შე­მატ­კივ­რად იტა­ლი­ის პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრი სილ­ვიო ბერ­ლუს­კო­ნია მიჩ­ნე­უ­ლი, თუმ­ცა ასე­ვე აქ­ტი­უ­რად ლა­პა­რა­კო­ბენ მი­სი და რუ­სე­თის პრე­მი­ერ­-მი­ნისტრ ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის მე­გობ­რო­ბა­ზეც.

კა­და­ფი არც მე­ზო­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან კონ­ფლიქტს მო­რი­დე­ბი­ა. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ვნის ღირ­სია ომი ჩა­დის­თან, რო­მე­ლიც კა­და­ფიმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის­თა­ნა­ვე და­იწყ­ო. 1977 წელს კა­და­ფიმ ეგ­ვიპ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეჭ­რაც სცა­და, თუმ­ცა უშე­დე­გოდ.

იმა­ვე 1977 წლის 2 მარტს კა­და­ფიმ ლი­ბი­ის სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი სა­ხალ­ხო არა­ბუ­ლი ჯა­მა­ჰი­რი­ის შექ­მნა გა­მო­აცხ­ა­და, რო­მელ­მაც ლი­ბი­ის არაბ­თა რეს­ბუბ­ლი­კა ჩა­ა­ნაც­ვლა.

მუამარ კადაფი ლიბიის სახალხო კრებაზე გამოსვლისას. 1972 წ.

ჯა­მა­ჰი­რია სა­ზო­გა­დო­ე­ბის მოწყ­ო­ბის ფორ­მა­ა, რო­მე­ლიც გან­სხვავ­დე­ბა მო­ნარ­ქი­ი­სა და რეს­პუბ­ლი­კის­გან. ის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლია მუ­ა­მარ კა­და­ფის მე­სა­მე მსოფ­ლიო თე­ო­რი­ა­ში და გად­მო­ცე­მუ­ლია "მწვა­ნე წიგ­ნის" პირ­ველ ნა­წილ­ში.

ჯა­მა­ჰი­რია - დე­მოკ­რა­ტი­ის უმაღ­ლე­სი ფორ­მა­ა, რომ­ლის დრო­საც ძა­ლა­უფ­ლე­ბა პირ­და­პირ ეკუთ­ვნის ხალხს და ხორ­ცი­ელ­დე­ბა პირ­და­პი­რი სა­ხალ­ხო მმარ­თვე­ლო­ბა. სიტყ­ვა "ჯა­მა­ჰი­რი­ა" ნე­ო­ლო­გიზ­მი­ა. სიტყ­ვა "ჯუმ­ჰუ­რი­ის" (რეს­პუბ­ლი­კა) ფუ­ძე­ში "ჯუმ­ჰუ­რის" (ხალ­ხის) მხო­ლო­ბი­თი რიცხ­ვი შეც­ვლი­ლია მრავ­ლო­ბი­თი ფორ­მით - "ჯა­მა­ჰი­რი".

ჯა­მა­ჰი­რი­ა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ტრა­დი­ცი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი უქ­მდე­ბა. ყველ­გან იქ­მნე­ბა სა­ხალ­ხო კო­მი­ტე­ტე­ბი და სა­ხალ­ხო კონ­გრე­სე­ბი. სა­ხელ­მწი­ფო მრა­ვალ კო­მუ­ნად იყო­ფა, რომ­ლე­ბიც წარ­მო­ად­გე­ნენ თვით­მმარ­თველ მი­ნი­სა­ხელ­მწი­ფო­ებს სა­ხელ­მწი­ფო­ში, აქვთ თა­ვის ოლ­ქში სრუ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბა, სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის უფ­ლე­ბის ჩათ­ვლით. კო­მუ­ნას პირ­ვე­ლა­დი სა­ხალ­ხო კონ­გრე­სი მარ­თავს. სა­ხალ­ხო კონ­გრეს­ში შე­დის კო­მუ­ნის ყვე­ლა წევ­რი (ა­ნუ კო­მუ­ნის მცხოვ­რებ­ლე­ბი). თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს აქვს სა­ხალ­ხო კონ­გრე­სის სხდო­მა­ზე წი­ნა­და­დე­ბის გა­მოთ­ქმის სა­შუ­ა­ლე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე­ობს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­სა და ძა­ლა­უფ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა­ში. სა­ხელ­მწი­ფო არ­სე­ბი­თად კო­მუ­ნე­ბის ფე­დე­რა­ცი­ა­ა. ყო­ვე­ლი პირ­ვე­ლა­დი სა­ხალ­ხო კონ­გრე­სი ირ­ჩევს წარ­მო­მად­გენ­ლებს ქა­ლა­ქის სა­ხალ­ხო კო­მი­ტეტ­სა და სა­ყო­ველ­თაო სა­ხალ­ხო კონ­გრეს­ში.

"რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი კა­ნო­ნი­ე­რე­ბის ქარ­ტი­ა", რო­მე­ლიც ლი­ბი­ის სა­ყო­ველ­თაო სა­ხალ­ხო კონ­გრეს­მა 1990 წელს მი­ი­ღო, ფარ­თო სა­გა­რე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი უფ­ლე­ბე­ბი მი­ა­ნი­ჭა რე­ვო­ლუ­ცი­ის ლი­დერ მუ­ა­მარ კა­და­ფის, რო­მელ­საც სა­ხელ­მწი­ფო­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი არ უჭი­რავს...

"რკი­ნის ფარ­და" არა­ბუ­ლად

ხე­ლი­სუ­ლე­ბა­ში მოს­ვლის დღი­დან კა­და­ფიმ ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბა და­იწყო, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის სრულ კონ­ტროლს გუ­ლის­ხმობ­და. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ევ­რო­პა­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა სუ­ლაც არ ნიშ­ნავ­და და­სავ­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან კა­და­ფის ზი­ა­რე­ბას. სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ბი­ის მო­სახ­ლე­ო­ბის 20%, რომ­ლე­ბიც სკო­ლებ­ში, ქარ­ხნებ­სა თუ სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლი, კო­ლე­გებს ას­მენს. ასე­თი სის­ტე­მის შექ­მნით კა­და­ფი იმე­დოვ­ნებ­და, რომ მის ძა­ლა­უფ­ლე­ბას სა­ფუძ­ვე­ლი არა­სო­დეს შე­ერ­ყე­ო­და.

მო­სახ­ლე­ო­ბის უკეთ გა­კონ­ტრო­ლე­ბის მიზ­ნით ლი­ბი­ის ყვე­ლა სკო­ლის პროგ­რა­მი­დან ამო­ღე­ბუ­ლია უცხო ენე­ბის სწავ­ლე­ბა. 2011 წელს დაწყ­ე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბის დროს ერ­თ-ერ­თი ლი­ბი­ე­ლი მო­ქა­ლა­ქე ამ­ბობ­და: "ვერც ერ­თი ჩვენ­გა­ნი ვერ ლა­პა­რა­კობს ინ­გლი­სუ­რად ან ფრან­გუ­ლად. კა­და­ფიმ ჩვენ ბნელ ოთახ­ში გა­მოგ­ვამ­წყვდი­ა". ლი­ბია ჩრდი­ლო­ე­თი აფ­რი­კი­სა და მახ­ლო­ბე­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებს შო­რის ბო­ლო ად­გილ­ზეა სიტყ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მხრივ.

ფსი­ქო­ლო­გე­ბი ბევრს ლა­პა­რა­კო­ბენ კა­და­ფის პი­როვ­ნულ თვი­სე­ბებ­სა და ახი­რე­ბებ­ზე. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ფუ­ლი და ძა­ლა­უფ­ლე­ბა ნამ­დვი­ლად არ აკ­ლი­ა, უპი­რა­ტე­სო­ბას კა­რავ­ში ძილს ანი­ჭებს. მი­სი კა­რა­ვი საკ­მა­ოდ დი­დია და ლი­ბი­ა­ში ოფი­ცი­ა­ლურ ვი­ზი­ტად მყო­ფი მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბის მი­ღე­ბა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სა­დი­ლე­ბიც მას­ში იმარ­თე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად კა­და­ფის ვი­ზი­ტებს, ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში გამ­გზავ­რე­ბი­სას კა­რავს თან ატა­რებს. რო­გორც ჩანს, იმ­დე­ნა­დაა მიჩ­ვე­უ­ლი მას­ში ძილს, რომ სხვა­გან მოს­ვე­ნე­ბა უბ­რა­ლოდ აღარ შე­უძ­ლი­ა.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ზრუ­ნავს ჩაც­მუ­ლო­ბა­ზეც. ყვე­ლა­ზე ხში­რად მის სა­მოს­ში ყა­ვის­ფე­რი ჭარ­ბობს, მაგ­რამ მსოფ­ლიო ლი­დერ­თა შო­რის მი­სი გარ­დე­რო­ბი ყვე­ლა­ზე ჭრე­ლი­ა. მი­სი სა­მო­სი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბე­დუ­ი­ნის სა­მო­სის მსგავ­სი­ა. გან­სხვა­ვე­ბა მხო­ლოდ ის არის, რომ ქვეყ­ნის მე­თა­უ­რი ტან­საც­მელს გა­ცი­ლე­ბით ძვირ­ფა­სი ქსო­ვი­ლის­გან იკე­რავს.

ლი­ბი­ის დიქ­ტა­ტორს ჰყავს საყ­ვა­რე­ლი აქ­ლე­მი, რო­მე­ლიც მი­სი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია და კარ­ვის მსგავ­სად, აქ­ლემ­საც ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში და­ა­ტა­რებს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი კა­და­ფის აქ­ლემ­მა და კა­რავ­მა საფ­რან­გეთ­ში ვი­ზი­ტი­სას გა­მო­იწ­ვი­ა. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი იმ­დე­ნად ბევრ კითხ­ვას სვამ­დნენ ამ უც­ნა­უ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ საფ­რან­გე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რი საკ­მა­ოდ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. ბო­ლოს სა­მი­ნის­ტროს პრეს­სპი­კერ­მა ასე­თი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა: "კა­და­ფი რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში თა­ვი­სი კარ­ვი­თა და აქ­ლე­მით ჩა­მო­ვი­და, მი­სი ქვეყ­ნის ტრა­დი­ცი­ე­ბი­თაა ნა­კარ­ნა­ხე­ვი". მარ­თლაც კა­და­ფი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რა­თა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბე­დუ­ი­ნი­ვით გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს. სა­მო­სი, კა­რა­ვი და აქ­ლე­მი სხვა არა­ფე­რი­ა, თუ არა ამის ხაზ­გას­მა.

კა­და­ფის ვი­ზი­ტებს კი­დევ ის გა­მო­არ­ჩევს, რომ ლი­ბი­ის ლი­დე­რი მუ­დამ ხუ­თი თვით­მფრი­ნა­ვით დაფ­რი­ნავს. ესეც ალ­ბათ მი­სი პი­რა­დი ახი­რე­ბით უფ­როა ნა­კარ­ნა­ხე­ვი, ვიდ­რე აუ­ცი­ლებ­ლო­ბით.

იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი და მუამარ კადაფი

უც­ნა­უ­რი­ა, მაგ­რამ კა­და­ფის პი­რად დაც­ვა­ში ვერც ერთ მა­მა­კაცს ვერ ნა­ხავთ. მის სი­ცოცხ­ლეს ახალ­გაზ­რდა ქალ­ბა­ტო­ნე­ბი იცა­ვენ, რო­მელ­თათ­ვი­საც ქალ­წუ­ლო­ბის დაც­ვა ერ­თ-ერ­თი მთა­ვა­რი მო­ვა­ლე­ო­ბა­ა. ყვე­ლა ქა­ლი კარ­გად გაწ­ვრთნი­ლი სამ­ხედ­რო­ა. მა­თი რიცხ­ვი და­ახ­ლო­ე­ბით ორ­მო­ცი­ა. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი მზად არის, სი­ცოცხ­ლეს გა­მო­ა­სალ­მოს ნე­ბის­მი­ე­რი, ვინც შე­იძ­ლე­ბა საფ­რთხე შე­უქ­მნას და­სა­ცავ პირს. კა­და­ფი მი­იჩ­ნევს, რომ ქალ­წუ­ლე­ბი უკეთ და­ი­ცა­ვენ მის პი­რად უსაფ­რთხო­ე­ბას და უფ­რო სან­დო არი­ან, ვიდ­რე მა­მა­კა­ცე­ბი. ძნე­ლი სათ­ქმე­ლი­ა, კი­დევ რით ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ლი­ბი­ის დიქ­ტა­ტო­რი, მაგ­რამ აშ­კა­რა­ა, რომ ამ შტრი­ხით უდა­ვოდ გა­მორ­ჩე­უ­ლი ფი­გუ­რაა მსოფ­ლიო ლი­დერ­თა შო­რის.

ან პირ­ველ­კა­ცო­ბა, ან სიკ­ვდი­ლი?!

ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის პირ­ვე­ლო­ბა ქვე­ყა­ნა­ში ეჭვს დღე­ვან­დელ დღემ­დე არ იწ­ვევ­და, არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ფორ­მა­ლუ­რად პირ­ვე­ლი. სხვა­დას­ხვა დროს იყო ლი­ბი­ის რე­ვო­ლუ­ცი­ის ლი­დე­რი და წი­ნამ­ძღო­ლი, ლი­ბი­ის სა­ხალ­ხო კონ­გრე­სის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, სულ რა­ღაც ორი წე­ლი­წადს - პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრი, ლი­ბი­ის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სამ­ხედ­რო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, მაგ­რამ არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ლი­ბი­ის პრე­ზი­დენ­ტი. მი­სი მმარ­თვე­ლო­ბის დროს ლი­ბი­ამ რვა ბუ­ტა­ფო­რი­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი გა­მო­იც­ვა­ლა. კა­და­ფი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ხში­რად ჩანს სა­ზო­გა­დო­ებ­ში თეთრ სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში გა­მოწყ­ო­ბი­ლი და რო­მელ­საც სამ­ხედ­რო გა­ნათ­ლე­ბა ლი­ბი­ა­ში, ინ­გლის­სა და სა­ბერ­ძნეთ­ში აქვს მი­ღე­ბუ­ლი, წო­დე­ბით პოლ­კოვ­ნი­კი­ა. ამ ნა­ბი­ჯით კა­და­ფი ცდი­ლობს, ორი­გი­ნა­ლუ­რი გა­მოჩ­ნდეს. რო­გორც წე­სი, სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შე­დე­გად ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში მო­სულ­ნი, მათ შო­რის კა­და­ფის მე­გობ­რე­ბიც, გე­ნერ­ლის ჩინს ატა­რე­ბენ, მან კი სხვა არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა და პოლ­კოვ­ნი­კო­ბას დას­ჯერ­და.

კა­და­ფის რომ გან­დი­დე­ბის მა­ნია აწუ­ხებ­და და ამ სე­ნით ღრმად იყო შეპყ­რო­ბი­ლი, ეს არა­ვის­თვის წარ­მო­ად­გენ­და სა­ი­დუმ­ლოს, მაგ­რამ ბო­ლო დროს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე მის­მა არა­ა­დეკ­ვა­ტურ­მა გან­ცხა­დე­ბებ­მა მა­ინც ყვე­ლა გა­აკ­ვირ­ვა.

2011 წელს ლი­ბი­ა­ში დაწყ­ე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი ახ­ლო აღ­მო­სავ­ლე­თის მოვ­ლე­ნა­თა ლო­გი­კუ­რი გაგ­რძე­ლე­ბა იყო. სამ­წუ­ხა­როდ, ლი­ბი­ე­ლებს გა­ცი­ლე­ბით ძვი­რი უჯ­დე­ბათ გა­მარ­ჯვე­ბის მიღ­წე­ვა, ვიდ­რე ეგ­ვიპ­ტე­ლებ­სა და ტუ­ნი­სე­ლებს. აჯან­ყე­ბუ­ლებ­მა თა­ვი­ანთ სიმ­ბო­ლოდ ლი­ბი­ის სა­მე­ფოს დრო­შა აქ­ცი­ეს და ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით რამ­დე­ნი­მე ქა­ლა­ქი და­ი­კა­ვეს. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­პორ­ტო ქა­ლა­ქი ბენ­ღა­ზი­ა, რო­მე­ლიც ტრი­პო­ლის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში სი­დი­დი­თა და მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბით მე­ო­რე­ა.

მუ­ა­მარ კა­და­ფი არ მო­რი­დე­ბია სა­კუ­თა­რი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ ცეცხ­ლსას­რო­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას. მე­ტიც, მან უი­ა­რა­ღო მო­მი­ტინ­გე­თა წი­ნა­აღ­მდეგ არ­ტი­ლე­რია და სამ­ხედ­რო ავი­ა­ცია გა­მო­ი­ყე­ნა. ამ ყვე­ლა­ფერ­მა ერ­თი­ო­რად გა­ზარ­და ლი­ბი­ელ ხალ­ხში პრო­ტეს­ტი და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა მი­სი რე­ჟი­მი­სად­მი.

ლი­ბი­ა­ში მოვ­ლე­ნე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად იც­ვლე­ბა. ამი­ტომ ჯერ­ჯე­რო­ბით ძნე­ლია ამ თე­მა­ზე წარ­სულ დრო­ში სა­უ­ბა­რი. ოპო­ზი­ცი­ის წარ­მა­ტე­ბა ცვა­ლე­ბა­დი­ა. ბო­ლო დღე­ებ­ში მათ რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ზე დათ­მეს კონ­ტრო­ლი.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლავს კა­და­ფის რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ სამ­ხედ­როძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­კითხს, ასე­ვე ლი­ბი­ის სა­ჰა­ე­რო სივ­რცის და­ხუ­რულ ზო­ნად გა­მოცხ­ა­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ნი­კო­ლა სარ­კო­ზი, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად ასე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის პირ­ვე­ლი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე იყო, ახ­ლა აცხ­ა­დებს, რომ კა­და­ფის სამ­ხედ­რო პო­ზი­ცი­ებ­ზე წერ­ტი­ლო­ვა­ნი დარ­ტყმე­ბის მი­ტა­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა. ასე­ვე სარ­კო­ზი იყო პირ­ვე­ლი ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რი, რო­მელ­მაც ლი­ბი­ის ოპო­ზი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა აღი­ა­რა.

გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის გა­რან­ტი­ის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კა­და­ფი მზად არის გა­დად­გეს. თუმ­ცა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რე­ბი აცხ­ა­დე­ბენ, რომ მის­თვის ასე­თი გა­რან­ტი­ე­ბის მი­ცე­მა ათა­სო­ბით და­ღუ­პუ­ლი ლი­ბი­ე­ლის ხსოვ­ნის შე­უ­რაცხ­ყო­ფა იქ­ნე­ბა.

მსოფ­ლიო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა მსჯე­ლობს, რო­გორ შე­უ­შა­ლოს ხე­ლი კა­და­ფის სის­ხლი­ან რე­ჟიმს. ამა­სო­ბა­ში შე­ტა­კე­ბა­თა შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რიცხ­ვი იზ­რდე­ბა. ბო­ლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ლი­ბი­ის მოვ­ლე­ნებს 5 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლე შე­ე­წი­რა. მა­თი უმ­რავ­ლე­სო­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ა.

"მე მო­მი­ტინ­გე­თა წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა არ გა­მო­მი­ყე­ნე­ბი­ა, იმი­ტომ რომ ლი­ბი­ა­ში დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი არ იმარ­თე­ბა. თუ იმარ­თე­ბა, მხო­ლოდ ჩემს მხარ­და­სა­ჭე­რად. მე ხალხს ვუყ­ვარ­ვარ და ისი­ნი მზად არი­ან, ჩე­მი გუ­ლის­თვის სი­ცოცხ­ლე გა­წი­რონ" - ეს გან­ცხა­დე­ბა მუ­ა­მარ კა­და­ფიმ გა­ა­კე­თა.

2011 წლის 19 მარტს საერთაშორისო თანამეგობრობამ კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაიწყო. ლიბიის სამხედრო-სტრატეგიულ ობიექტებზე საავიაციო იერი­შები მიიტანეს. წი­ნას­წა­რი პროგ­ნო­ზე­ბით, კა­და­ფის 42-წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბა და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა. მი­სი საქ­მით ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოც და­ინ­ტე­რეს­და. ახ­ლა სა­კითხ­ა­ვი ის არის, რო­დის დას­რულ­დე­ბა კა­და­ფის რე­ჟი­მი, კი­დევ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლეს იმ­სხვერ­პლებს ის ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად.

და­ვით ბრაგ­ვა­ძე
ჟურნალი "ისტორიანი".#4
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები