მეფე ეშაფოტზე
მეფე ეშაფოტზე
ჩარლზ I სტიუარტის აღსასრული

XVII საუკუნის დასაწყისისთვის ინგლისში ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ ქვეყანა თავისი ისტორიის ერთ-ერთ უმძიმეს და დრამატულ პერიოდში შედიოდა. მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, რომ ეს იყო უდიდესი გადატრიალებების, სამოქალაქო ომების, პოლიტიკური და რელიგიური გარდაქმნების საუკუნე. მიუხედავად წლითიწლობით ვითარების დაძაბვისა, ვერც ერთი პოლიტიკოსი მომავლის ყველაზე თამამ პროგნოზებშიც კი ვერ დაუშვებდა, რომ სულ მალე მეფე ართურისა და კამელოტის, რიჩარდ III ლომგულის, ჰენრი VIII-ისა თუ ელიზაბეტ I-ის ქვეყანაში მონარქის სისხლი
დაიღვრებოდა.


1625 წელს ინ­გლი­სის მე­ფე ჯე­იმზ I სტი­უ­არ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მე­ფო ტახ­ტზე ავი­და მი­სი ვა­ჟი, ოცი წლის ჩარლზ I. ჩარ­ლზი 16 წლის ასაკ­ში გახ­და ტახ­ტის მემ­კვიდ­რე, მას შემ­დეგ, რაც მი­სი ორი უფ­რო­სი ძმა გარ­და­იც­ვა­ლა. ბავ­შვო­ბი­სას დამ­ჯე­რი, მშვი­დი და უწყ­ი­ნა­რი იყო. ახალ­გაზ­რდო­ბის წლებ­ში კი თე­ო­ლო­გი­ურ­მა დის­პუ­ტებ­მა და
საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბამ გა­ი­ტა­ცა. ახალ­გაზ­რდა მე­ფე მა­მა­ცი იყო, გან­სწავ­ლუ­ლი, სამ­ხედ­რო საქ­მე­ში ბრწყინ­ვა­ლედ გარ­კვე­უ­ლი მო­ნარ­ქი. თუმ­ცა ახა­სი­ა­თებ­და ქედ­მაღ­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ქვე­შევ­რდო­მე­ბი­სად­მი. ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად აფ­რთხობ­და მი­სად­მი ერ­თგუ­ლად გან­წყო­ბილთ. ამას­თან, მე­ფეს უჭირ­და სა­უბ­რი­სას შე­სა­ბა­მი­სი ტო­ნის შერ­ჩე­ვა: უკან იხევ­და და დამ­თმო­ბი ხდე­ბო­და მა­შინ, რო­დე­საც პრინ­ცი­პუ­ლო­ბა იყო სა­ჭი­რო, ხო­ლო დათ­მო­ბებ­ზე წას­ვლის სა­ჭი­რო­ე­ბი­სას უკომ­პრო­მი­სო­ბას იჩენ­და. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ამან მე­ფის მრა­ვა­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეც­დო­მა გა­ნა­პი­რო­ბა. ჩარლზ I გულ­მხურ­ვა­ლე ქრის­ტი­ა­ნი იყო. ღრმად სწამ­და, რომ სა­მე­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად ღვთის­გან მომ­დი­ნა­რე­ობ­და, მო­ნარ­ქი კი მხო­ლოდ უფ­ლის სამ­სჯავ­რო­ზე აგებ­და პა­სუხს. ჩარ­ლზი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი გახ­ლდათ, რომ მე­ფის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. არც ერთ მი­წი­ერ სტრუქ­ტუ­რა­სა თუ ინ­სტი­ტუ­ცი­ას (პირ­ველ რიგ­ში კი პარ­ლა­მენტს) არ ჰქონ­და უფ­ლე­ბა, ღვთივ­დად­გე­ნი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­ეზღ­უ­და.

უილიამ ლოდი

ჩარლზ I, მი­უ­ხე­და­ვად თა­ვი­სი არა­კე­თილ­გან­წყო­ბი­სა პარ­ლა­მენ­ტი­სად­მი, და­მო­კი­დე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა მას­ზე. პარ­ლა­მენ­ტი ფლობ­და მნიშ­ვნე­ლო­ვან ეკო­ნო­მი­კურ ბერ­კეტს – სუბ­სი­დი­ებს. მე­ფე იძუ­ლე­ბუ­ლი იყო, ფი­ნან­სე­ბის­თვის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს­თვის მი­ე­მარ­თა. თა­ვის მხრივ, პარ­ლა­მენ­ტი ამ მდგო­მა­რე­ო­ბით სარ­გებ­ლობ­და და სა­მე­ფო პო­ლი­ტი­კა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩა­რე­ვას ცდი­ლობ­და. ამას­თან, მხა­რე­ებს სხვა­დას­ხვა პრი­ო­რი­ტე­ტი ჰქონ­დათ, მა­თი სა­ერ­თო აზ­რამ­დე მის­ვლა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი ჩან­და. ქვეყ­ნის­თვის სა­ზი­ა­ნო ასეთ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სამ­წუ­ხა­რო ტრა­დი­ცია ჯე­იმზ I-ის დრო­ი­დან ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

ჩარლზ I-მა 1625 წელს თა­ვის პირ­ველ სე­სი­ა­ზე ხის­ტად და იმ­პე­რა­ტი­უ­ლად მოს­თხო­ვა პარ­ლა­მენტს სუბ­სი­დი­ე­ბი ეს­პა­ნეთ­თან ომის­თვის. დე­პუ­ტა­ტე­ბი მე­ფის­თვის მხო­ლოდ 140 ათა­სი გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გის გა­მო­ყო­ფას და­თან­ხმდნენ და ამ მიზ­ნით ე.წ. კას­რის გა­და­სა­ხა­დი შე­მო­ი­ღეს, ისიც ერ­თი წლით. იმედ­გაც­რუ­ე­ბულ­მა მე­ფემ პარ­ლა­მენ­ტი და­ითხ­ო­ვა. რი­გით მე­ო­რე პარ­ლა­მენ­ტი 1626 წელს ამოქ­მედ­და. თუმ­ცა არც მას და­უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბია მე­ფის ბრძა­ნე­ბა სუბ­სი­დი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მე­ტიც, დე­პუ­ტა­ტე­ბი შე­ე­ცად­ნენ, ჰერ­ცო­გი ბე­კინ­ჰე­მი სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე წა­რედ­გი­ნათ. ჩარ­ლზმა გა­ნაცხ­ა­და, რომ ჰერ­ცო­გის ყვე­ლა გან­კარ­გუ­ლე­ბა­ზე თა­ვად იღებ­და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. მე­ფემ კვლავ სას­წრა­ფოდ და­ითხ­ო­ვა პარ­ლა­მენ­ტი, ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტატ­თა ნა­წი­ლი და­ა­პა­ტიმ­რეს. მე­სა­მე პარ­ლა­მენ­ტი 1628-1629 წლებ­ში მოქ­მე­დებ­და. მე­ფე­სა და დე­პუ­ტა­ტებს შო­რის ცხა­რე კა­მა­თი გა­ნახ­ლდა, ბე­კინ­ჰე­მის გა­სა­მარ­თლე­ბაც კვლავ მო­ითხ­ო­ვეს. გარ­და ამი­სა, "თა­ვი­სუფ­ლე­ბა­თა დიდ ქარ­ტი­ა­ზე" (XIII ს.) დაყ­რდნო­ბით, ოპო­ზი­ცი­ურ­მა თემ­თა პა­ლა­ტამ მე­ფეს წა­რუდ­გი­ნა "პე­ტი­ცია უფ­ლე­ბა­თა შე­სა­ხებ". პე­ტი­ცი­ის მი­ზა­ნი იყო მო­ნარ­ქის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეზღ­უდ­ვა ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის. მე­ფემ, რო­გორც იქ­ნა, პე­ტი­ცია და­ამ­ტკი­ცა. მას შემ­დეგ ეს დო­კუ­მენ­ტი პარ­ლა­მენ­ტის მთა­ვა­რი ია­რა­ღი გახ­და მო­ნარ­ქი­ას­თან კონ­ფლიქ­ტში. დათ­მო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჩარ­ლზმა სუბ­სი­დი­ე­ბი ვერ მი­ი­ღო, დე­პუ­ტა­ტე­ბი ბე­კინ­ჰე­მის გა­სა­მარ­თლე­ბას ითხ­ოვ­დნენ (1628 წელს ჰერ­ცო­გი ოფი­ცერ­მა ფელ­ტონ­მა მოკ­ლა). მე­ფემ კი­დევ ერ­თხელ სას­წრა­ფოდ და­შა­ლა პარ­ლა­მენ­ტი, პე­ტი­ცია უარ­ყო და მტკი­ცედ გა­დაწყ­ვი­ტა, ამი­ე­რი­დან ქვე­ყა­ნა უპარ­ლა­მენ­ტოდ ემარ­თა.

1629-დან 1640 წლამ­დე ჩარლზ I-ის შე­უზღ­უ­და­ვი, აბ­სო­ლუ­ტუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ო­დი იყო. ის ეყ­რდნო­ბო­და სამ პირს, რო­მელ­თა ოს­ტა­ტუ­რი პო­ლი­ტი­კის წყა­ლო­ბით ჩარ­ლზმა თა­ვი­სი აბ­სო­ლუ­ტიზ­მის თერ­თმე­ტი წლით გა­ხან­გრძლი­ვე­ბა შეძ­ლო. ეკო­ნო­მი­კის სფე­რო­ში მე­ფის ტახტს ხა­ზი­ნა­და­რი ლორ­დი რი­ჩარდ უეს­ტო­ნი ამ­ყა­რებ­და. იგი სხვა­დას­ხვა ხერ­ხით ახალ­-ა­ხალ გა­და­სა­ხადს აწე­სებ­და ქვე­ყა­ნა­ში. მი­სი მი­ზა­ნი იყო, მე­ფის­თვის პარ­ლა­მენ­ტის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ფი­ნან­სუ­რი ბა­ზა შე­ექ­მნა. სამ­ხედ­რო-­პო­ლი­ტი­კურ სფე­რო­ში მე­ფე თა­ვის უსაყ­ვარ­ლეს მი­ნის­ტრსა და მრჩე­ველს, გრაფ სტრა­ფორდს ეყ­რდნო­ბო­და, რო­მე­ლიც უკომ­პრო­მი­სო პო­ლი­ტი­კას ატა­რებ­და ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი­სად­მი, აპა­ტიმ­რებ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი უარ­ყო­ფი­თად გან­წყო­ბილთ, უზ­რუნ­ველ­ყოფ­და უეს­ტო­ნის მი­ერ და­წე­სე­ბუ­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის აკ­რე­ფას, აგ­რეთ­ვე, სა­მე­ფო ჯარს აყა­ლი­ბებ­და. სა­ეკ­ლე­სიო სფე­რო­ში მე­ფის მარ­ჯვე­ნა ხე­ლი იყო ან­გლი­კა­ნუ­რი ეკ­ლე­სი­ის პრი­მა­სი, კენ­ტერ­ბე­რის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი უი­ლი­ამ ლო­დი. იგი აქ­ტი­უ­რად იბ­რძო­და სა­მე­ფო ეკ­ლე­სი­ის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად. ლო­დი ასე­ვე ხელს უწყ­ობ­და ან­გლი­კა­ნუ­რი ეკ­ლე­სი­ის კა­თო­ლი­ციზ­მთან და­ახ­ლო­ე­ბას. მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი ყველ­გან და­უ­ღა­ლა­ვად ქა­და­გებ­და ჩარ­ლზის აბ­სო­ლუ­ტიზ­მის ღვთივ­კურ­თხე­უ­ლო­ბის შე­სა­ხებ. ლო­დი აფ­რთხი­ლებ­და ხალხს, რომ ჩარ­ლზის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის და­პი­რის­პი­რე­ბა დი­დი ცოდ­ვა იყო. ყვე­ლა ეპის­კო­პოს­სა და პას­ტორს მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი ავა­ლებ­და, კა­თედ­რე­ბი­დან აბ­სო­ლუ­ტიზ­მის გან­სა­დი­დებ­ლად ექა­და­გათ.

ანტონის ვან დეიკი. "ჩარლზ I, ინგლისის მეფე, სამი კუთხით"

მე­ფის აპა­რა­ტის მცდე­ლო­ბა, აბ­სო­ლუ­ტიზ­მის­თვის მტკი­ცე სა­ფუძ­ვლე­ბი შე­ექ­მნა, მხო­ლოდ დრო­ე­ბით და მოჩ­ვე­ნე­ბით შე­დე­გებს იძ­ლე­ო­და. წლი­დან წლამ­დე ჩარ­ლზის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სულ უფ­რო სუს­ტდე­ბო­და. ძა­ლას იკ­რებ­და ოპო­ზი­ცი­უ­რი სა­პარ­ლა­მენ­ტო უჯ­რე­დი, ხალ­ხი უარს ამ­ბობ­და გამ­რავ­ლე­ბუ­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­და­ზე. სა­მე­ფო პო­ლი­ცია მრა­ვალ ადა­მი­ანს აპა­ტიმ­რებ­და. ანო­ნი­მი ავ­ტო­რე­ბი მო­ნარ­ქის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პამ­ფლე­ტებს ავ­რცე­ლებ­დნენ. ჩარ­ლზის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი აბ­სო­ლუ­ტიზ­მის ამ ეპო­ქას "თერ­თმეტ­წლი­ან ტი­რა­ნი­ას" უწო­დებ­დნენ. პრო­ტეს­ტი იზ­რდე­ბო­და. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში და­იწყო საბ­რძო­ლო კონ­სო­ლი­და­ცია ჩარლზ I-ის ერ­თ-ერ­თმა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან­მა ოპო­ზი­ცი­ურ­მა სპექ­ტრმა, პუ­რი­ტა­ნულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ. პუ­რი­ტა­ნებ­მა, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბა გან­საზღ­ვრეს. ისი­ნი ახ­ლა უკ­ვე ძა­ლი­ან მკაც­რად მო­ითხ­ოვ­დნენ ან­გლი­კა­ნუ­რი ეკ­ლე­სი­ის სრუ­ლად იზო­ლი­რე­ბა­სა და კა­თო­ლი­ციზ­მის­გან გაწ­მენ­დას.

პუ­რი­ტა­ნიზ­მი პრო­ტეს­ტან­ტუ­ლი მოძ­რა­ო­ბის ყვე­ლა­ზე რა­დი­კა­ლურ ფორ­მას წარ­მო­ად­გენ­და, მი­სი სა­ე­რო გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს რეს­პუბ­ლი­კუ­რი წყო­ბა იყო. ამ­გვა­რად, პუ­რი­ტა­ნე­ბი ჩარ­ლზის აბ­სო­ლუ­ტიზ­მსა და მის და­საყ­რდენს, ან­გლი­კა­ნურ ეკ­ლე­სი­ას და­უ­პი­რის­პირ­დნენ. პუ­რი­ტა­ნიზ­მის მიმ­დე­ვარ­თა რიცხ­ვი სწრა­ფად იზ­რდე­ბო­და. მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი ლო­დი პუ­რი­ტა­ნე­ბი­სად­მი რეპ­რე­სი­ებს მი­მარ­თავ­და, ყო­ველ­მხრივ დევ­ნი­და მათ, თუმ­ცა ეს უკუ­შე­დეგს იძ­ლე­ო­და. აშ­კა­რა ხდე­ბო­და, რომ პუ­რი­ტა­ნიზ­მი მო­ნარ­ქი­ის გა­ცი­ლე­ბით სა­ში­ში და ძლი­ე­რი მე­ტო­ქე იყო, ვიდ­რე პარ­ლა­მენ­ტი. 1641 წლის­თვის აბ­სო­ლუ­ტიზ­მმა სრუ­ლი პო­ლი­ტი­კურ­-ე­კო­ნო­მი­კუ­რი კრა­ხი გა­ნი­ცა­და. ამას­თან, სა­მე­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კით უკ­მა­ყო­ფი­ლო შოტ­ლან­დი­ის 20-ათა­სი­ა­ნი არ­მია ინ­გლის­ში შე­იჭ­რა. უსახ­სროდ მყოფ­მა ჩარლზ I-მა პარ­ლა­მენ­ტი მო­იწ­ვი­ა.

პირ­ვე­ლი­ვე სხდო­მა­ზე თემ­თა პა­ლა­ტამ მე­ფის თერ­თმეტ­წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის გა­მო­ძი­ე­ბა მო­ითხ­ო­ვა. ჩარ­ლზმა ისევ და­ითხ­ო­ვა პარ­ლა­მენ­ტი. შოტ­ლან­დი­ელ­თა არ­მია ჩრდი­ლო­ეთ­ში გა­მარ­ჯვე­ბე­ბით მო­ი­წევ­და. მე­ფე იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, კვლავ მო­ეწ­ვია "ხან­გრძლი­ვი პარ­ლა­მენ­ტი". ახა­ლი პარ­ლა­მენ­ტის­თვის ეს გახ­და შან­სი, სე­რი­ო­ზუ­ლად შე­ე­ტია ჩარლზ I-ის­თვის. პუ­რი­ტა­ნებ­მაც მა­სობ­რი­ვი ან­ტი­მო­ნარ­ქი­უ­ლი აგი­ტა­ცია გა­ა­ჩა­ღეს, ავ­რცე­ლებ­დნენ პამ­ფლე­ტებს. პარ­ლა­მენ­ტმა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ძა­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა იგ­რძნო. ჩარ­ლზის წი­ნა­აღ­მდეგ დი­დი ტალ­ღა აგორ­და. დე­პუ­ტა­ტებ­მა სას­წრა­ფოდ და­ა­პა­ტიმ­რე­ბი­ნეს ლო­დი, სტრა­ფორ­დი და "თერ­თმეტ­წლი­ა­ნი ტი­რა­ნი­ის" სხვა აქ­ტი­უ­რი მოღ­ვა­წე­ე­ბი. სულ მა­ლე ლო­დი და სტრა­ფორ­დი სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს.

ნეიზბის ბრძოლა. თანამედროვე რეკონსტრუქცია

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ოპო­ზი­ცია იმ­დე­ნად დი­დი და ძლი­ე­რი იყო, რომ ჩარ­ლზმა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმ­თავ­რე­სი საყ­რდე­ნე­ბი ვე­ღარ და­იც­ვა. გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს მო­ნარ­ქი­ი­სად­მი ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი. პარ­ლა­მენ­ტი თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლად და სრუ­ლად აც­ლი­და ჩარ­ლზის ტახტს სა­ძირ­კველს. 1641 წელს გა­უქ­მდა აბ­სო­ლუ­ტიზ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი – ვარ­სკვლა­ვუ­რი პა­ლა­ტა (უ­მაღ­ლე­სი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ­-სა­სა­მარ­თლო ტრი­ბუ­ნა­ლი) და მა­ღა­ლი კო­მი­სია (უ­მაღ­ლე­სი სა­ეკ­ლე­სიო სა­სა­მარ­თლო). და­შა­ლეს სა­მე­ფო ჯა­რი. გა­უქ­მდა მე­ფის ეკო­ნო­მი­კუ­რი მო­ნო­პო­ლია და გა­და­სა­ხა­დე­ბი. შე­ად­გი­ნეს "დი­დი რე­მონ­სტრა­ცი­ა", დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლის 204 მუხ­ლში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ჩარლზ I-ის მი­ერ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გე­ბი. 1642 წლის იან­ვარ­ში მე­ფემ თემ­თა პა­ლა­ტის ხუ­თი წევ­რი შოტ­ლან­დი­ე­ლებ­თან ფა­რულ კავ­შირ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. დე­პუ­ტა­ტე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბა ჩარ­ლზმა ვერ შეძ­ლო, შე­რი­ფე­ბი ბრძა­ნე­ბას არ და­ე­მორ­ჩილ­ნენ. გან­რის­ხე­ბულ­მა ბრბომ სა­მე­ფო ამა­ლას გზა გა­და­უ­კე­ტა.

ლონ­დონ­ში ხალ­ხის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა იზ­რდე­ბო­და. ჩარ­ლზმა დე­და­ქა­ლაქ­ში დარ­ჩე­ნა სა­ხი­ფა­თოდ ჩათ­ვა­ლა და 10 იან­ვარს ჩრდი­ლო­ე­თით, ქა­ლაქ იორ­კის­კენ გა­ემ­გზავ­რა. ინ­გლი­სი სწრა­ფად უახ­ლოვ­დე­ბო­და სა­მო­ქა­ლა­ქო ომს.

იორ­კი იქ­ცა მე­ფის ერ­თგუ­ლი ძა­ლე­ბის, რო­ი­ა­ლის­ტე­ბის მთა­ვარ ცენ­ტრად. ძვე­ლი ფე­ო­და­ლუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო­ბა იორ­კში იყ­რი­და თავს. 1642 წლის სექ­ტემ­ბრის­თვის მე­ფეს 6 ა­თა­სი ქვე­ი­თი და 2 ათა­სი კა­ვა­ლე­რის­ტი ჰყავ­და. რო­ი­ა­ლის­ტე­ბის ხელთ იყო ქვეყ­ნის ჩრდი­ლო­ე­თი და და­სავ­ლე­თი ნა­წი­ლე­ბი. პარ­ლა­მენ­ტის გამ­გებ­ლო­ბა­ში კი შე­დი­ო­და ეკო­ნო­მი­კუ­რად ძლი­ე­რი სამ­ხრეთ­-აღ­მო­სავ­ლე­თი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი: ლონ­დო­ნი და სამ­რეწ­ვე­ლო-­სა­ვაჭ­რო თვალ­საზ­რი­სით გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქა­ლა­ქე­ბი, უმ­სხვი­ლე­სი პორ­ტე­ბი. პარ­ლა­მენ­ტმა 20-ათა­სი­ა­ნი არ­მია ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. 1642 წლის 22 აგ­ვის­ტოს, ნო­ტინ­ჰემ­ში, ჩარლზ I-მა სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში აღ­მარ­თა სა­მე­ფო შტან­დარ­ტი. ეს ომის გა­მოცხ­ა­დე­ბას ნიშ­ნავ­და. მე­ფის თქმით, მი­სი მი­ზა­ნი მე­ამ­ბო­ხე­თა შე­ჩე­რე­ბა იყო. და­იწყო სა­მო­ქა­ლა­ქო ომი.

ჩარლზ I-ის სიკვდილით დასჯა

თა­ვი­დან­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლი ჩან­და რო­ი­ა­ლის­ტთა გა­მარ­ჯვე­ბა. 1642-1644 წლებ­ში სა­მე­ფო არ­მი­ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დარ­ტყმე­ბი მი­ა­ყე­ნა პარ­ლა­მენ­ტის ძა­ლებს. ჩარ­ლზის მომ­ხრე თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო­ბა სამ­ხედ­რო საქ­მეს ბრწყინ­ვა­ლედ ფლობ­და. ამ მხრივ პარ­ლა­მენ­ტის არ­მია მო­ი­სუს­ტებ­და. თით­ქოს რო­ი­ა­ლის­ტე­ბი ახ­ლოს იყ­ვნენ კი­დეც სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბას­თან, თუმ­ცა სი­ტუ­ა­ცია კარ­დი­ნა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა. პარ­ლა­მენ­ტის მხა­რეს შოტ­ლან­დია ომ­ში ჩა­ე­ბა. ჩარლზს ორ ფრონ­ტზე მო­უ­წია ძა­ლე­ბის გა­ყო­ფამ, სულ მა­ლე კი მე­ფის წი­ნა­აღ­მდეგ პუ­რი­ტან­თა მძლავ­რი არ­მია გა­მო­ვი­და. "ხან­გრძლი­ვი პარ­ლა­მენ­ტის" დე­პუ­ტატ­მა ოლი­ვერ კრომ­ველ­მა პუ­რი­ტა­ნუ­ლი მრწამ­სით გან­მსჭვა­ლუ­ლი, სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით სა­ნი­მუ­შო არ­მია ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. კრომ­ვე­ლის ლაშ­ქა­რი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­მი­ის დამ­რტყმელ ძა­ლად იქ­ცა. სწო­რედ ამ ძა­ლამ შე­ი­ტა­ნა ომ­ში გარ­და­ტე­ხა. რო­ი­ა­ლის­ტებ­მა უმ­ძი­მე­სი დარ­ტყმე­ბი გა­ნი­ცა­დეს. 1645 წელს, ნე­იზ­ბის­თან, კრომ­ვე­ლის არ­მი­ამ ჩარლზ I სა­ბო­ლო­ოდ და­ა­მარ­ცხა. ინ­გლი­სის მე­ფე იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და შოტ­ლან­დი­ა­ში გაქ­ცე­უ­ლი­ყო. 1647 წელს შოტ­ლან­დი­ე­ლებ­მა 400 ა­თა­სი გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გის სა­ფა­სუ­რად მე­ფე პარ­ლა­მენტს გა­დას­ცეს. ჩარ­ლზმა პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტრი­გე­ბის გაბ­მა გა­დაწყ­ვი­ტა. იგი ცდი­ლობ­და, დე­პუ­ტატ­თა შო­რის არ­სე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბით ესარ­გებ­ლა. ამას მოჰ­ყვა ეფე­მე­რუ­ლი რო­ი­ა­ლის­ტუ­რი ამ­ბო­ხე­ბა სამ­ხრეთ­-აღ­მო­სავ­ლეთ­სა და და­სავ­ლეთ­ში. ჩარ­ლზმა შოტ­ლან­დი­ე­ლე­ბიც გად­მო­ი­ბი­რა. კრომ­ველ­მა 1648 წელს, პრეს­ტონ­თან, შოტ­ლან­დი­ე­ლე­ბი და­ა­მარ­ცხა და რო­ი­ა­ლის­ტთა გა­მოს­ვლე­ბი უმალ­ვე ჩა­ახ­შო. ვი­თა­რე­ბას ამ­ჯე­რად პუ­რი­ტა­ნუ­ლი არ­მია სრუ­ლად აკონ­ტრო­ლებ­და. კრომ­ვე­ლი დათ­მო­ბას აღარ აპი­რებ­და. მე­ფეს­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის მომ­ხრე დე­პუ­ტა­ტე­ბი მან პარ­ლა­მენ­ტი­დან გან­დევ­ნა, მა­თი ად­გი­ლი რა­დი­კა­ლურ­მა ოპო­ზი­ცი­ამ და­ი­კა­ვა. კრომ­ვე­ლი ლონ­დონ­ში ტრი­უმ­ფა­ტო­რი­ვით შე­ვი­და და უა­იტ­ჰო­ლის სა­მე­ფო დარ­ბაზ­ში და­ბი­ნავ­და.

ჩარლზ I-ის სასამართლო პროცესი

ოლი­ვერ­მა გა­დაწყ­ვი­ტა, ყო­ველ­მხრივ გზა­მოჭ­რი­ლი ჩარ­ლზი სა­ბო­ლო­ოდ და­ე­მარ­ცხე­ბი­ნა. სა­გან­გე­ბო ბად­რაგ­მა და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი მო­ნარ­ქი უინ­ძორ­ში, შემ­დეგ კი სენ­ტ-ჯემ­სის სა­სახ­ლე­ში გა­და­იყ­ვა­ნა. 1649 წელს კრომ­ველ­მა მე­ფის გა­სა­სა­მარ­თლებ­ლად 50-კა­ცი­ა­ნი ტრი­ბუ­ნა­ლი შექ­მნა. სხდო­მე­ბი 20 იან­ვარს უეს­ტმინ­სტე­რის სა­სახ­ლე­ში გა­იხ­სნა. ჩარლზ I პრო­ცეს­ზე სამ­ჯერ და­ი­ბა­რეს. თა­ვი­დან­ვე და ყვე­ლა გა­მოს­ვლა­ზე იგი თა­ვის მარ­თლე­ბა­ზე უარს აცხ­ა­დებ­და. უფ­ლე­ბა­მო­სი­ლად არ ცნობ­და ტრი­ბუ­ნალს, ნე­ბის­მი­ერ სხვა მი­წი­ერ ინ­სტი­ტუ­ცი­ას ღვთივ­დად­გე­ნი­ლი მე­ფის გა­სა­სა­მარ­თლებ­ლად. მო­ნარ­ქი აცხ­ა­დებ­და, რომ ღვთის­გან მი­ი­ღო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და არა ხალ­ხის­გან, რომ იგი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, სამ­ხედ­რო ძა­ლა ეხ­მა­რა მე­ამ­ბო­ხე­თა შე­სა­ჩე­რებ­ლად, კა­ნო­ნი­ე­რე­ბის და­სა­ცა­ვად. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ნორ­მა­თა სრუ­ლი დაც­ვით რომ წარ­მარ­თუ­ლი­ყო, ამ სა­კითხ­ებ­ში სა­მარ­თლი­ა­ნი გარ­კვე­ვა არა­ერთ თვეს გაგ­რძელ­დე­ბო­და, მაგ­რამ კრომ­ვე­ლი ჩქა­რობ­და. 27 იან­ვარს ტრი­ბუ­ნალ­მა ის­ტო­რი­უ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო: "ჩარლზ სტი­უ­არტს, რო­გორც ტი­რანს, მე­ამ­ბო­ხეს, მკვლელ­სა და ინ­გლი­სის სა­ხელ­მწი­ფოს მტერს, მი­ე­სა­ჯოს თა­ვის მოკ­ვე­თა". მე­ფეს გა­ნა­ჩე­ნის აღ­სრუ­ლე­ბამ­დე სა­მი დღე მის­ცეს. ეს დრო ჩარლზ I-მა ლოც­ვებ­სა და სუ­ლი­ერ გან­წმენ­დას და­უთ­მო. მის გვერ­დით იყო ეპის­კო­პო­სი ჯონ­სო­ნი. მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვიდ­რე უკა­ნას­კნელ წუ­თამ­დე, მო­ნარქს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­ხნე­ვით ეჭი­რა თა­ვი. 30 იან­ვარს, უა­იტ­ჰო­ლის სა­სახ­ლის წინ მოწყ­ო­ბილ ეშა­ფოტ­ზე ჩარლზ I-მა სტი­უ­არ­ტმა მუხ­ლი მო­იდ­რი­კა. მე­ფეს თა­ვი მოკ­ჰვე­თეს. რამ­დე­ნი­მე დღე­ში პარ­ლა­მენ­ტმა მო­ნარ­ქია გა­ა­უქ­მა, ინ­გლის­ში რეს­პუბ­ლი­კა გა­მოცხ­ად­და. ჩარლზ I-ის ცხე­და­რი უი­ნძო­რის ცი­ხე­ში წა­ას­ვე­ნეს და იქ დაკ­რძა­ლეს.

მი­რონ­ცხე­ბუ­ლი მო­ნარ­ქის გა­სა­მარ­თლე­ბა და სიკ­ვდი­ლით დას­ჯა უპ­რე­ცენ­დენ­ტო მოვ­ლე­ნა იყო ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ევ­რო­პის ის­ტო­რი­ა­ში. ეს ფაქ­ტი აშ­კა­რად მი­ა­ნიშ­ნებ­და და­სავ­ლეთ ევ­რო­პის სა­ზო­გა­დო­ე­ბის მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა­სა და ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში მომ­ხდარ ცვლი­ლე­ბებს. 1649 წლის 27 იან­ვრის შემ­დეგ ევ­რო­პა უკ­ვე აღა­რა­სო­დეს იქ­ნე­ბო­და ისე­თი, რო­გო­რიც აქამ­დე ახ­სოვ­დათ.

სრუ­ლი­ად ახა­ლი ეპო­ქა იწყ­ე­ბო­და.

მი­ხე­ილ ბარ­ნო­ვი
ჟურნალი "ისტორიანი".#4
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები