აღარც სახლი, აღარც ფული... - კვირის პალიტრა

აღარც სახლი, აღარც ფული...

სტუდია "მონიტორმა" საზოგადოებას ახალი დოკუმენტური ფილმი წარუდგინა, რომელიც უშედეგოდ დასრულებული ჟურნალისტური

გამოძიების შესახებ მოგვითხრობს. გვესაუბრება ფილმის ავტორი გიორგი მგელაძე:

- ფილმი ორი ნაწილისაგან შედგება. პირველ ნაწილში მოთხრობილია ქართული ოჯახის ისტორია, რომელიც დაახლოებით 15-16 წლის განმავლობაში ცხოვრობდა იმ ადგილას, სადაც დღეს პრეზიდენტის სასახლეა. 2004 წელს გვაჯაიების ოჯახში მივიდნენ თბილისის მერიის წარმომადგენლები და სთხოვეს, საცხოვრებლად სხვა ადგილას გადასულიყვნენ, სანაცვლოდ კი კომპენსაციას დაჰპირდნენ. ეს სახლი დაახლოებით 140-150 ათასი დოლარი მაინც ღირდა, რადგან მისი ფართობი 73 კვმ იყო და იმ ხანებში ავლაბარში მცხოვრებთ სახელმწიფო 1 კვმ-ში 2.000 დოლარს უხდიდა. ფილმში ნაჩვენებია, თუ რომელმა სახელმწიფო უწყებამ რა დანაშაული ჩაიდინა. გვაჯაიები 5 წელია კუთვნილ კომპენსაციას მოითხოვენ, მაგრამ ამაოდ. გადავწყვიტეთ, გაგვერკვია, სინამდვილეში რა დაჯდა პრეზიდენტის რეზიდენცია, საიდან, ვის მიერ აშენდა და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა ინფორმაცია.

- საინტერესოა, რა დაუჯდა ქვეყანას რეზიდენციის მშენებლობა?

- სახელმწიფო მოხელეები ამბობენ, რომ 40-50 მლნ ლარი, ოპოზიცია კი 800 მლნ ლარს ასახელებს. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ზუსტი ინფორმაცია მიგვეღო. ვცადეთ დაკავშირება უმრავლესობის წევრ მიხეილ მაჭავარიანთანაც, რომელმაც სტუდია  GNS-ისთან საუბრისას განაცხადა, ეს ინფორმაცია საჯაროა და ერთ კვირაში მოგაწვდითო.

- რა პასუხი მიიღეთ მისგან?

- მიხეილ მაჭავარიანმა გვიპასუხა, რომ პარლამენტში ასეთი ინფორმაცია არ ინახება. ერთი სიტყვით, ეს საკითხი ისევ ბურუსითაა მოცული.

ხათუნა ჩიგოგიძე