"ციხე იცლება, ფსიქიატრიული ივსება"
08-04-2013
"ციხე იცლება, ფსიქიატრიული ივსება"
ფსიქიატრიულ დაწესებულებებს მიაკითხეს ყოფილმა პატიმრებმა, ექიმები მათ ფსიქიკურ აშლილობას ციხეებში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობით ხსნიან...

"ეს გახსნილ ყუმბარას ჰგავს"

"ციხე იცლება, ფსიქიატრიული ივსება"

"ხშირია შემთხვევა, როცა ფსიქიკურად დაავადებულებს ოჯახის წევრები ან სხვა დაინტერესებული პირები მოტყუებით ართმევენ ქონებას"


საქართველო ჯანდაცვის სისტემა რეფორმირების პროცესშია. იზრდება დაფინანსება, თუმცა სახსრების უკმარისობა მაინც შესამჩნევია. დაფინანსების სიმწირეს განსაკუთრებით ფსიქიატრიული დაწესებულებები უჩივიან. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მკვეთრად გაიზარდა ფსიქიკური პრობლემების მქონეთა რიცხვი, განსაკუთრებით ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ - ფსიქიატრიულ
დაწესებულებებს მიაკითხეს ყოფილმა პატიმრებმა, რომლებიც ამნისტიით გათავისუფლდნენ. ექიმები ყოფილ პატიმართა მასიურ ფსიქიკურ აშლილობას ციხეებში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობით ხსნიან.

ბოლო წლებში ამ სფეროს დაფინანსება გაიზარდა და ამჟამად წელიწადში 13 მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

2012 წლის 25 თებერვალს გამოქვეყნდა სახალხო დამცველის ანგარიში ფსიქიატრიულ დაწესებულებებში
არსებული მდგომარეობის შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო დასავლურ გამოცდილებას არ იყენებს. საქმე ის არის, რომ უცხოეთში პრიორიტეტულია სტაციონარს გარეთ მკურნალობა. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ეს მეთოდი პაციენტების სოციუმში ინტეგრაციას უწყობს ხელს, დაავადებაც შედარებით მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს და ამ სფეროსთვის გამოყოფილი თანხების 70% პაციენტთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისთვის იხარჯება. საქართველოში კი პირიქით - ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხების დიდი ნაწილი სტაციონარში მკურნალობას ხმარდება. ფსიქიკურად დაავადებულ იმ პაციენტებისთვის, რომლებიც სტაციონარში გრძელვადიან მკურნალობას საჭიროებენ, თვეში 450 ლარია გამოყოფილი. გაწერილ პაციენტებზე კი სახელმწიფო თვეში 16 ლარს ხარჯავს. ექსპერტების აზრით, ეს თანხები რომ საავადმყოფოს გარეთ მოხმარდეს პაციენტს, მათი ხშირი სტანციონირება აღარ იქნება საჭირო. როგორც ფსიქორეაბილიტაციის ცენტრის დირექტორი მანანა შარაშიძე ამბობს, დღესდღეობით ერთი პაციენტი წელიწადში 6-ჯერ ხვდება სტაციონარში, რაც სახელმწიფოს ძალიან ძვირი უჯდება.
რაც უფრო მძიმე მდგომარეობაშია პაციენტი, მით ნაკლებად აცნობიერებს დაავადების სიმძიმეს და მკურნალობის აუცილებლობას.

მათ ოჯახებში ხშირია კონფლიქტები, ბევრს ენგრევა ოჯახი ან სულაც დაუქორწინებელი რჩება. სპეციალისტების აზრით, ფსიქიკური აშლილობა, ძირითადად, გენეტიკური პრობლემაა. მკურნალობის რეჟიმის დარღვევის გამო კი იზრდება ალბათობა, ამ დაავადებამ მომავალ თაობებშიც მწვავედ იჩინოს თავი.

ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, უყურადღებოდ დარჩენილი პაციენტები საფრთხეს უქმნიან როგორც საკუთარ, ასევე სხვების ჯანმრთელობას. ეს გახსნილ ყუმბარას ჰგავს. წამლების უგულებელყოფა, გარემო პირობები და აუცილებელი რეჟიმის დაუცველობა ხელს უწყობს მათ არაადეკვატურ ქცევებს, აგრესიული და საშიში ხდებიან. როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრში ამბობენ, ხშირია შემთხვევა, როცა ფსიქიკურად დაავადებულებს ოჯახის წევრები ან სხვა დაინტერესებული პირები მოტყუებით ართმევენ ქონებას და ქუჩაში ტოვებენ, რის გამოც წლობით უწევთ სტაციონარში დარჩენა...

სპეციალისტების აზრით, დაავადება, რომელიც ფაქიზ მოპყრობას საჭიროებს, ჩვენთან პრიორიტეტული არ არის. გარდა იმისა, რომ ფსიქიკური პრობლემის მქონე პირები სახელმწიფოსგან ყურადღებას არიან მოკლებული, ისინი სოციალური სტიგმის“მსხვერპლიც ხდებიან - საზოგადოებისგან დისკრიმინირებულთა მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. მას შემდეგ, რაც დამსაქმებელი გაიგებს, რომ სამსახურის მაძიებელი ფსიქიატრიულის ყოფილი პაციენტია, უარს ეუბნება სამუშაოს მიცემაზე. ექსპერტები სწორედ ამ სოციალური სტიგმის გამო ვარაუდობენ, რომ ავადობის მაჩვენებელი არსებულზე გაცილებით მეტია - ბევრი ფსიქიკური პრობლემის მქონე პირი უარს აცხადებს მკურნალობაზე. არის ფაქტები, როცა რეგისტრირებული პაციენტები აღარ აგრძელებენ მკურნალობას. საქართველოში ჯერაც არ არსებობს ფსიქიკური პრობლემის მქონე პირთა მკურნალობისა და საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის საჭირო გეგმა. არადა, დრო მიდის, პაციენტების რიცხვი მატულობს და ცხადი ხდება, თუ რატომ უნდა იყოს ფსიქიკური ჯანმრთელობა საქართველოშIი პრიორიტეტული.


უტა ბიწაძე
me
10 აპრილი 2013 12:59
გემით შავ ზგვაში ნაციონალები უნდა ჩაზირო,ამ დონენდერომ მიიყვანა ხალხი,რა სანატრელი გაგვიხდა დახვრეტის მუხლი,თორე გენოციდში დამნაშავეებს და არა მარტო, სხვა სასჯელი ზალიან მსუბუქია.
aba araaaa
08 აპრილი 2013 18:32
ესენი ყველა გემზე და შავ ზღვაში ჩაძირვა........ ამათი მობრუნება მაინც არ იქნება.

რედაქტორის რჩევით