დედ ჰასანის მკვლელობა გახსნილია?!
დედ ჰასანის მკვლელობა გახსნილია?!
იტალიელი პოლიციელები მზად არიან რუს სამართალდამცავებს "კანონიერი ქურდის", ასლან უსოიანის (იგივე დედ ჰასანი) მკვლელობის საქმის გახსნაში დაეხმარონ. კარაბინერებმა ორი "კრიმინალური გენერლის" ტარიელ ონიანისა და მერაბ ჯანგველაძის საუბარი გაშიფრეს. უსოიანის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ისინი მისი ლიკვიდაციის აუცილებლობაზე საუბრობდნენ.

ცნობილი გახდა, რომ იტალიელი პოლიციელები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მერაბ ჯანგველაძის სატელეფონო საუბრებს უსმენდნენ (იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ის ქვეყანაში იმყოფებოდა).
ჩანაწერებში სხვა კანონიერ ქურდებთან მერაბის საუბრებია აღბეჭდილი.

2012 წლის სექტემბერში მერაბმა
რომში მყოფი "კოლეგები" შეკრიბა. "კანონიერმა ქურდებმა" დედ ჰასანის კლანთან ომი განიხილეს. მაშინ, იტალიური პოლიციის მონაცემებით, მერაბსა და ტარიელს შორის სატელეფონი საუბარი შედგა. ჯანგველაძემ ონიანს შეატყობინა, რომ კანონიერი ქურდები წყვეტდნენ, როგორ უნ
და მოქცეოდნენ უსოიანს. ჩანაწერების მიხედვით, ტარიელ ონიანმა მერაბს ამასთან დაკავშირებით შემდეგი პასუხი გასცა: "გააქრეთ ის და ყველა პრობლემა გაქრება".

იტალიელი სამართალდამცავები მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ საუბრის შემდეგ გადაწყდა დედ ჰასანისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა.

2013 წლის იანვარში დედ ჰასანი მოსკოვში სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. მკვლელობიდან მალევე პოლიციელებმა ტარიელისა და მერაბის კიდევ ერთი
საუბრის ჩაწერა მოახერხეს. მათ შემდგარი მკვლელობა განიხილეს. "ეს ჩვენთვის ყველასთვის დაბადების დღეა, ჩვენ წინ გადავდგით ნაბიჯი", - აცხადებენ "კრიმინალური გენერლები".

რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ჩანაწერების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს.

"ეს ჩანაწერები უსოიანის მკვლელობის საქმესაც კი ვერ მიებმება, ვინაიდან მასში ცოტა კონკრეტიკაა, მხოლოდ ემოციაა", - აცხადებს Росбалт-ის წყარო.

www.ambebi.ge
მკითხველის კომენტარი (1)
alex
01 აგვისტო 2013 22:34
ზედმიწევნით კეთილი და მჭერმეტყველებით სავსე ფიზიონომია აქვს ,ამ ფოტოზე,დედ ჰასანას!

ძალიან მაგონებს მიშა სააკიანს,და მგონი თმებსაც ერთი და იგივე სომეხი პარიკმახერი უღებავთ!

ვფიქრობ დედ ჰასანა მიშა სააკიანის ,როგორც მინიმუმ,ბიძაა!

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები