"ქართული "მეჟდუგლაზი" ნიცის აეროპორტში" - კვირის პალიტრა

"ქართული "მეჟდუგლაზი" ნიცის აეროპორტში"

"ოქრუაშვილმა სამადაშვილს თავისი დაცვის წევრის დაჭრის ფაქტი გაუხსენა"

ჟურნალისტმა გიორგი ფოფხაძემ სოციალურ ქსელში ასეთი ინფორმაცია გაავრცელა: "მერაბ სამადაშვილი კოაბიტაციის წყალობით გლდანის მერვეს მაგივრად ნიცასა და კანში დაგულაობს... მას გადააწყდა თურმე ოქრუაშვილი ნიცის აეროპორტში (ირაკლი თავის ნათესავს დახვდა, რომელიც ნიცაში ჩაფრინდა). ნაგულავებ-გარუჯული სამადაშვილი საქართველოში მიფრინავდა, როდესაც ის და ოქრუაშვილი ჰოლში გადაიკვეთნენ... ოქრომ არც აცია, არც აცხელა და სამადაშვილს "მეჟდუგლაზი" ჩაუტარა... ისე უცემია, "თურქიშ ეარვაისის" მთელი წარმომადგენლობა დაეხვია ოქრუაშვილს გასაკავებლად. აქეთ აეროპორტის პოლიცია მოვარდნილა და ორი საათი "გაკუტუზკებული" ჰყავდათ. სანამ თვითმფრინავი არ გაფრინდა, არ გამოუშვეს".

როგორც ოქრუაშვილის მეგობარს თეო ტლაშაძეს ოქრუაშვილის უახლოესი გარემოცვიდან შეატყობინეს, აეროპორტში ინციდენტი მოჰყვა იმას, რომ ოქრუაშვილს 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს თავისი დაცვის წევრის, პაატა ხალაძის დაჭრის ფაქტი გაახსენდა. "2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისას "ნაციონალური მოძრაობა" გვებრძოდა. ნაძალადევის საარჩევნო შტაბში "ნაციონალების" კანდიდატის, მერაბ სამადაშვილის თანდასწრებით ირაკლის დაცვის წევრი პაატა ხალაძე სამადაშვილის დაცვამ დაჭრა. ეს გაუხსენა ოქრუაშვილმა სამადაშვილს ნიცის აეროპორტში"", - განაცხადა ტლაშაძემ.

ნაძალადევის ყოფილი მაჟორიტარის ცემის ფაქტს უარყოფს მერაბ სამადაშვილის ძმა ომარ სამადაშვილი: "დაჩის ზღაპრებს" ჰყვებიან. მერაბს ვერც ოქრუაშვილი სცემს და ვერც პეტრიაშვილი. რა საქმე ჰქონდა ჩემს ძმასთან ოქრუაშვილს? მერაბი რომ სცემოს, მისი მორევა უნდა შეეძლოს და თანაც მასთან საერთო არაფერი გვაქვს".

ნიცის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს "ფეისბუკზე" ასეთი გამოხმაურება მოჰყვა:

- სამადაშვილზე ალალია, მარტო თვალებს შუა კი არა, ფეხებს შუაც, რომ სამი ტონით დაბლა დაიწყოს ლაპარაკი!

- ეს ოქრუაშვილი ვალიკო მიზანდარივითაა, მხოლოდ ბევრი ნუგზარები ჰყავს.

ერთს (დღეს რომ გაქცეულია) ხომ უნიტაზში ჩააყოფინა თავი პარიზის "ათენა პალასში"?

- ნეტავ მიშას როდის გადაეყრება სადმე, ერთი ერთზე ოღონდ...

- ირაკლი ცალკე საბაჟო-გამშვები პუნქტი გახდა ნაცებისთვის საფრანგეთში. დამატებითი მოსაკრებელი, მუშტი ცხვირში.

- საცემი ბევრია კიდევ...

P.S. მერაბ სამადაშვილი პირველი არ არის ოქრუაშვილის ყოფილი თანაგუნდელებიდან, რომელმაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის მუშტი იწვნია. რამდენიმე წლის წინ ოქრუაშვილთან შეხვედრამ ძალიან დააზარალა დათა ახალაია. ჩანს, "ნაციონალებს" საფრანგეთში ჩასვლისას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ, რომ სადმე ოქრუაშვილს არ გადაეყარონ.