"ქართული "მეჟდუგლაზი" ნიცის აეროპორტში"
19-08-2013
"ქართული "მეჟდუგლაზი" ნიცის აეროპორტში"
"ოქრუაშვილმა სამადაშვილს თავისი დაცვის წევრის დაჭრის ფაქტი გაუხსენა"

ჟურნალისტმა გიორგი ფოფხაძემ სოციალურ ქსელში ასეთი ინფორმაცია გაავრცელა: "მერაბ სამადაშვილი კოაბიტაციის წყალობით გლდანის მერვეს მაგივრად ნიცასა და კანში დაგულაობს... მას გადააწყდა თურმე ოქრუაშვილი ნიცის აეროპორტში (ირაკლი თავის ნათესავს დახვდა, რომელიც ნიცაში ჩაფრინდა). ნაგულავებ-გარუჯული სამადაშვილი საქართველოში მიფრინავდა, როდესაც ის და ოქრუაშვილი ჰოლში გადაიკვეთნენ... ოქრომ არც აცია, არც აცხელა და სამადაშვილს "მეჟდუგლაზი" ჩაუტარა... ისე უცემია, "თურქიშ ეარვაისის" მთელი წარმომადგენლობა დაეხვია ოქრუაშვილს გასაკავებლად. აქეთ აეროპორტის
პოლიცია მოვარდნილა და ორი საათი "გაკუტუზკებული" ჰყავდათ. სანამ თვითმფრინავი არ გაფრინდა, არ გამოუშვეს".


როგორც ოქრუაშვილის მეგობარს თეო ტლაშაძეს ოქრუაშვილის უახლოესი გარემოცვიდან შეატყობინეს, აეროპორტში ინციდენტი მოჰყვა იმას, რომ ოქრუაშვილს 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს თავისი დაცვის წევრის, პაატა ხალაძის დაჭრის ფაქტი გაახსენდა. "2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისას
"ნაციონალური მოძრაობა" გვებრძოდა. ნაძალადევის საარჩევნო შტაბში "ნაციონალების" კანდიდატის, მერაბ სამადაშვილის თანდასწრებით ირაკლის დაცვის წევრი პაატა ხალაძე სამადაშვილის დაცვამ დაჭრა. ეს გაუხსენა ოქრუაშვილმა სამადაშვილს ნიცის აეროპორტში"", - განაცხადა ტლაშაძემ.
ნაძალადევის ყოფილი მაჟორიტარის ცემის ფაქტს უარყოფს მერაბ სამადაშვილის ძმა ომარ სამადაშვილი: "დაჩის ზღაპრებს" ჰყვებიან. მერაბს ვერც ოქრუაშვილი სცემს და ვერც პეტრიაშვილი. რა საქმე ჰქონდა ჩემს ძმასთან ოქრუაშვილს? მერაბი რომ სცემოს, მისი მორევა უნდა შეეძლოს და თანაც მასთან საერთო არაფერი გვაქვს".

ნიცის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს "ფეისბუკზე" ასეთი გამოხმაურება მოჰყვა:

- სამადაშვილზე ალალია, მარტო თვალებს შუა კი არა, ფეხებს შუაც, რომ სამი ტონით დაბლა დაიწყოს ლაპარაკი!
- ეს ოქრუაშვილი ვალიკო მიზანდარივითაა, მხოლოდ ბევრი ნუგზარები ჰყავს.
ერთს (დღეს რომ გაქცეულია) ხომ უნიტაზში ჩააყოფინა თავი პარიზის "ათენა პალასში"?
- ნეტავ მიშას როდის გადაეყრება სადმე, ერთი ერთზე ოღონდ...
- ირაკლი ცალკე საბაჟო-გამშვები პუნქტი გახდა ნაცებისთვის საფრანგეთში. დამატებითი მოსაკრებელი, მუშტი ცხვირში.
- საცემი ბევრია კიდევ...

P.S. მერაბ სამადაშვილი პირველი არ არის ოქრუაშვილის ყოფილი თანაგუნდელებიდან, რომელმაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის მუშტი იწვნია. რამდენიმე წლის წინ ოქრუაშვილთან შეხვედრამ ძალიან დააზარალა დათა ახალაია. ჩანს, "ნაციონალებს" საფრანგეთში ჩასვლისას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ, რომ სადმე ოქრუაშვილს არ გადაეყარონ.
ლიკა
24 იანვარი 2014 02:53
გივი იცი რას გეტყვი შენ გვარი არ იცი ზუსტად მგონი არ მეშლებაო და რა ინფორმაციებს ავრცელებ .ქართველი ერის თვისება ამბავს მიამატონ 1000 მაგდენი გადმოცემის უნარი თუ ზუსტი არ გაქ და ზუსტად არაფერი არ იცი ნუ ლაპარაკობ ბევრს ! ეკა ბესელია რა შეწუწულიცაა ნახევარმა საქართველომ იცის და ქალის ენა ნებისმიერს გამოიყვანს წყობილებიდან ! არც ეკა იქნებოდა შეუიარაღებელი და დაცჰაგრული სჰენ არ ინერივულო....
ამრა
09 სექტემბერი 2013 17:15
რა რყლაშატყლუში აუტყდა ,ოქროს, ხომარ დაავიწყდა თვითონაც რომ იგივე ბიოლოგიური მასიდანაა ვისაც დაერია და საერტოდ გააღვიძეთ კბილაშვილი რა ფაქტების კორიანტელია.
goga
24 აგვისტო 2013 17:53
ნეტა ის მანახა მიშას რომ შემოსცხებს და მერე დაწერენ ნიცაში ველოსიპედზე სიარულის დროს დაზიანდაო,როდის იქნება?

რედაქტორის რჩევით