"სახლამდე ერთი ნაბიჯიღა ჰქონდა დარჩენილი, მანქანა რომ დაეჯახა"
"სახლამდე ერთი ნაბიჯიღა ჰქონდა დარჩენილი, მანქანა რომ დაეჯახა"
კახა კალაძის დაცვის წევრმა ზესტაფონში 27 წლის ქალი გაიტანა

"ასეთი ცოდვის ტარება ადვილი არ არის"


"მთელი ბავშვობა დარდსა და ცრემლში გაატარა. უდედოდ გაიზარდა. მასა და მის ძმას ბებია-ბაბუა ზრდიდნენ. გათხოვების შემდეგ თითქოს სული მოითქვა, კარგი მეუღლე და შვილი ჰყავდა. ძლივს გაიღიმა საცოდავმა გოგომ, თავის ოჯახს შეხაროდა... რა უბედურ ვარსკვლავზე ყოფილა გაჩენილი", - ამბობს ზესტაფონში დაღუპული 27 წლის ხატია ძნელაძის ოჯახის ახლობელი. უბედური შემთხვევა ზესტაფონში მოხ
და. ხატია ძნელაძემ შვილი სკოლაში მიიყვანა და უკან მობრუნებულს "მერსედესის" მარკის მანქანა დაეჯახა, რომელსაც ენერგეტიკის მინისტრის დაცვის წევრი კახა ჭუმბურიძე მართავდა. მანქანაში მისი ოჯახის წევრებიც ისხდნენ. დაშავებული ჯერ ზესტაფონის სამედიცინო ცენტრში, შემდეგ კი ქუთაისის საავადმყოფოში გა
დაიყვანეს. ხატია რამდენიმე საათში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა...

ხატია ძნელაძე ვანის რაიონში, სოფელ შუამთაში, ბებია-ბაბუის ოჯახში იზრდებოდა და ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა... აი, რას გვიყვება ოჯახის ახლობელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა: "ხატიას მამა ცოლის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. ეჭვიანობის ნიადაგზე ჩადენილმა მკვლელობამ მაშინ მთელი ვანის რაიონი შეძრა. მამა იმავე დღეს სამართალდამცველებს ჩაბარდა. პატარა ობლებს ბებია-ბაბუა ზრდიდა. წლების შემდეგ, მართლმსაჯულებამ გადაწყვიტა, რომ მკვლელობა აფექტის ნიადაგზე მოხდა და ხატიას მამა ვადამდე გაათავისუფლა. კაცი მომხდარს ძალიან განიცდიდა, სმა დაიწყო, დაავადდა და დაახლოებით ერთი წლის წინ გარდაიცვალა..."

ელგუჯა ცხვარაძე, ხატია ძნელაძის ნათესავი: -  ხატიას ძმა ნიკა ჯერაც ვერ მოსულა გონს - დის ამბავმა თავზარი დასცა. ხატია და ნიკა ბებია-ბაბუამ გაზარდა, რომლებიც ახლა 80 წელს არიან გადაცილებული. ცოცხალ-მკვდარია ორივე, არ ვიცი, როგორ გადაიტანენ ამ ტრაგედიას. ხატიას ერთი შვილი დარჩა, პატარა ლუკა. წელს პირველ კლასში მიიყვანა. იმ ავადსახსენებელ დღეს სკოლიდან მოდიოდა, სახლამდე ერთი ნაბიჯიღა ჰქონდა დარჩენილი, მანქანა რომ დაეჯახა.

- თქვეს, რომ მძღოლმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადაო... მართალია?!

- დაჯახების დროს ხატიას მამამთილი იქვე, ჭიშკართან იდგა და ყურძენს კრეფდა. ხელში დანა ეჭირა. ეს უბედურება რომ დაინახა, აზრადაც არ მოსვლია მისი გადაგდება, სად ჰქონდა მაგის თავი, მძღოლმა კი დანიანი კაცი რომ დაინახა, შეეშინდა და უკან უკან წავიდა, მერე კი პირდაპირ პოლიციაში მივიდა...
ის ადამიანი თავადაც ძალიან უბედურია - ასეთი ცოდვის ტარება ადვილი არ არის. ოჯახი არ ჩივის. რომ დაიჭირონ, ამით მაინც არაფერი გვეშველება, ხატია არ გაგვიცოცხლდება.
მერცხალივით გოგო იყო, თბილი, მეოჯახე, ქმარ-შვილს გადაყოლილი...

კარგი მეუღლე ჰყავდა, მშრომელი, ოჯახის მოყვარული. გიორგის სამსახური არ ჰქონდა, მაგრამ ოჯახს რომ არაფერი მოჰკლებოდა, თუ სადმე რამე სამუშაო გამოჩნდებოდა, ყველგან გარბოდა, არაფერს თაკილობდა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ერთმანეთს მხარში ედგა...

- ხატიას ძმა რამდენი წლისაა?
- ნიკა 21 წლის არის. ახლახან მოიყვანა ცოლი. ყველას გვიხაროდა, მადლობა ღმერთს, ამ ობლად გაზრდილმა ბავშვებმა ასეთი კარგი ოჯახები შექმნესო და ერთ წუთში გაცამტვერდა ჩვენი სიხარული...
კახა ჭუმბურიძეს ჯერჯერობით არც ადვოკატი ჰყავს და არც სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული. დეტალების დაზუსტება შს სამინისტროს პრესსამსახურთან ვცადეთ. ნინო გიორგობიანის თქმით, მომხდარზე საქმე აღძრულია, მძღოლი დაიკითხა და საქმეს პროკურატურა იძიებს. პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელ ხათუნა პაიჭაძის განცხადებით, გამოძიება ექსპერტიზის დასკვნებს ელოდება და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, აღძრას თუ არა საქმე კახა ჭუმბურიძის წინააღმდეგ.

ახლა ყველაფერი ექსპერტიზის დასკვნებზეა დამოკიდებული. ამ მასალებით გაირკვევა, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძღოლი იყო დამნაშავე თუ გარდაცვლილი.

ლალი პაპასკირი
თეა ხურცილავა
Nodari
09 ოქტომბერი 2013 00:35
კალაძე ისეა დამნაშავე როგორც მერაბიშვილი ანუ ორივე სახლში იყო და დაცვის თანამშრომლებმა ჩაიდინეს დანაშაული სხვა და სხვა მუხლით.
კალაძის დაცვას არ ქონდა უფლება გამოეყენებინა სამსახურის "მიგალკა" სწრაფი გადაადგილებისთვის რასაც ფატალური ტრაგედია მოყვა.
მერაბიშვილის გარემოცვას კი არ ქონდა უფლება "გრუზინული რაზბორკები" მოეწყო, ასე რომ აქ კალაძე და მერაბიშვილის დანაშაული ნაკლებად არის, უბრალოდ კადრს რო არჩევ უნდა აარჩიო ნორმალური კადრი ვინც იცის რა არის პასუხისმგებლობა. და პოლიტიკური ოპონენტები ამას ყველაფერს პოლიტიკურად იყენებს (რაც "მასაზე მუშაობს")ისე რომ დაზარალებული არც კი აინტერესებთ
......
08 ოქტომბერი 2013 09:22
ეეჰ ხატიი ;((( რა უდროო დროოს დაგვტოვეე ... ყველას გვენატრები და სჰენი სულისტვის ვლოცულობთ, საამაყოო შვილიი გაიზრდება ლუკა დარწმუნებული ვარ,ყველას დზალიან გვიჭირს და არ გვჯერა რომ აგარ ხარ,გიორგი არ იმჩნევს მაგრამ ძალიან განადგურებულია :((( გმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სულიი :* ;((((((
nanuka
01 ოქტომბერი 2013 15:46
საშინელი ტრაგედიაა,მაგრამ კალაძე აქ არაფერ შუაშია.ალბატ ავტორებს მიაჩნიატ ამ სახელის ხსენება მატ რაღაც ქულებს შემატებტ,სირცხვილია სხვისი სახელიტ ვაჭრობა.უფლის შეწევნიტ ბავშვი გაიზრდება და დედის ხსოვნის საამაყო მატარებელი იქნება.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები