ბარბარე რაფალიანცის საქმე გახსნილია?!
25-11-2013
ბარბარე რაფალიანცის საქმე გახსნილია?!
"ხომ არ ჰგონიათ, დაგვავიწყდა ბარბარეს სიკვდილი?"

"ღვინიაშვილი ჭკვიანად იყოს... მითხრას, ძველმა ხელისუფლებამ რატომ არ გახსნა ეს საქმე?"


23 ნოემბერს ბარბარე რაფალიანცი 2 წლის გახდებოდა. წელიწადზე მეტი გავიდა გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში დატრიალებული ტრაგედიიდან. 2012 წლის 30 სექტემბერს გოგონა საძინებლიდან გაქრა. მთელი სოფელი ეძებდა პატარას და ბოლოს მარანში, წყლით სავსე ქვევრში ჩამხრჩვალი იპოვეს.  გოგონას დეიდამ, დალი მექერიშვილმა, ბავშვის მკვლელობა არჩევნებს დაუკავშირა, ის "ქართული ოცნების" წევრი იყო და აცხადებდა, რომ "ნაციონალების" მხარდამჭერები
შვილების მოკვლით ემუქრებოდნენ. ცხელ გულზე "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა დანაშაულის ორგანიზებაში ყოფილი გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი დაადანაშაულა, რომელიც კენჭს "ნაცმოძრაობიდან" იყრიდა. მაშინ უამრავი ვერსია გავრცელდა, თუმცა დანაშაული დღემდე გაუხსნელია.

გიორგი ღვინიაშვილი აცხადებს: "ღარიბაშვილი მაშინვე შეგვპირდა, რომ საქმეს 2 კვირაში გახსნიდა, მაგრამ წელიწადზე მეტი გავიდა...
ჩემი ინფორმაციით, რაფალიანცის საქმე გახსნილია, მაგრამ არ გამოაცხადებენ. იმიტომ არ ახმაურებენ, რომ როგორც კი იტყვიან, ის ადამიანი, ვინც მე დამადანაშაულა, პასუხისგებაში უნდა მიეცეს. "ქართულმა ოცნებამ" გამოიყენა ეს ფაქტი და "ცოცხების" სკანდალის ფონზე ამომრჩეველი ამ ტრაგედიით დამძიმებული მიიყვანა საარჩევნო ყუთებთან. როცა ჩვენკენ იშვერდნენ ხელს, იმაზეც მიუთითებდნენ, როგორ აწამებენ და ხოცავენ ბავშვებს "ნაციონალები". გაიხსენეთ ივანიშვილის სიტყვები, - ღარიბაშვილმა მითხრა, ძალიან მძიმეა ეს საქმე, მაგრამ მე ვერ ვიტყვი ხმამაღლა, თუ უნდა, ირაკლიმ თქვასო. ივანიშვილის ეს სიტყვებიც ადასტურებს, რომ დანაშაული გახსნილია. თუ ასე არ იყო, მაშ, ივანიშვილისთვის როგორ იყო ცნობილი?".
ამ კომენტარის შემდეგ ღვინიაშვილთან დეტალების დაზუსტება ვცადე: "მეტი ინფორმაცია რომ მქონდეს, არ დავმალავდი, თუ ვინმეს აინტერესებს ამ საქმის გახსნა, პირველი მე ვარ. ვიცი, რომ რაფალიანცის საქმე გახსნილია, საიდან გავიგე, ვერ გეტყვით!"

"თავის დროზე ბარბარე რაფალიანცის საქმეზე განმარტება გავაკეთე. ეს ძალიან მძიმე საქმეა... ბავშვის დაღუპვიდან 25 დღის განმავლობაში, პრაქტიკულად, არაფერი გაკეთებულა. მე პოსტზე 30 ოქტომბერს დავინიშნე, ეს შემთხვევა კი 30 სექტემბერს მოხდა, შესაბამისად, გამოძიება მაშინ ჩიხში შეიყვანეს... ვიჩქარე, როცა ვთქვი, გამოძიება დასრულდებოდა და კონკრეტული თარიღიც გამოვაცხადე, ამის გამო ბოდიშიც კი მოვიხადე", - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჩვენ დავუკავშირდით ბარბარე რაფალიანცის დედას, თათია მექერიშვილს: - არ ვიცი, საიდან აქვს ეს ინფორმაცია ღვინიაშვილს. აზრი აღარ აქვს ყვირილს. ერთი წელია გავიძახით, საქმე გამოიძიონ, მეტი რაღა გავაკეთოთ?!

თინა მექერიშვილი, ბარბარე რაფალიანცის ბებია: - არ მაინტერესებს, ვინ არის დამნაშავე, ის უნდა დაისაჯოს! ღვინიაშვილი ჭკვიანად იყოს, არავინ ეუბნება, შენ მოკალიო. მითხრას, ძველმა ხელისუფლებამ რატომ არ გახსნა ეს საქმე? ახალი მთავრობაც თუ მალე არ გახსნის, ვიფეთქებთ!
ხომ არ ჰგონიათ, დაგვავიწყდა ბარბარეს სიკვდილი?

გამომძიებლები, რომლებიც ამ საქმეს იძიებდნენ, "ნაციონალები" იყვნენ, ახლა, მგონი, ძველი კადრებისგან გაიწმინდა პოლიცია და იმედია, ამ საქმეს ნათელი მოეფინება. მითხარით, O"ოცნებას" რაში აწყობდა ამ დანაშაულის ჩადენა? არ ვიცი, რა მოხდა იმ დღეს, მაშინ თურქეთში ვიყავი სამუშაოდ, ეტყობა, უპატრონოდ დაიგულეს ჩემი შვილები. ბავშვი ჯერ ნაპოვნი არ იყო და ჩემი შვილისკენ, ბავშვის დეიდისკენ გაიშვირეს ხელი. იქნებ ღვინიაშვილმა ისიც გვითხრას, რატომ გადაგვიხადა 3.000 ლარი? გამცეს პასუხი! ჩემს შვილს 3.000-ლარიანი დახმარება რატომ გადასცა? ჩემი სიძე დედოფლისწყაროელი იყო, თუ დახმარებას აძლევდნენ, იქ უნდა მიეცათ და არა გურჯაანში, აქ ხომ სტუმრად იყვნენ ისინი, რატომ აქტიურობს ასე ღვინიაშვილი?!

ამ კითხვაზე საპასუხოდ ისევ გიორგი ღვინიაშვილს დავუკავშირდით: - 3.000 ლარი არავისთვის გადამიხდია. გუბერნიის პრაქტიკაში იყო გაჭირვებული ოჯახების დახმარება. თუ გუბერნია დაეხმარა, რა შუაშია გიორგი ღვინიაშვილი? მე მაშინ დეპუტატობის კანდიდატი ვიყავი. იმის მაგივრად, მადლობა გადაუხადონ იმ ადამიანებს, ამას ამბობენ?! იმაზე რატომ არაფერს ამბობს, ბერიკაშვილი მკვლელობას რომ მაბრალებდა, მერე კი მათთვის სამძიმარიც არ უთქვამს. ყველასთვის ტრაგედია იყო 9 თვის ბავშვის მკვლელობა. იმიტომ ვაქტიურობ, რომ ბავშვის მკვლელობას მაბრალებენ, ჩუმად უნდა ვიყო?!

P.S. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბარბარე რაფალიანცის ბაბუას, ილია მექერიშვილს სოფელ კოლაგში, გვიან ღამით, დაუდგენელი პირები საკუთარი ეზოს შესასვლელში თავს დაესხნენ. მექერიშვილს ტრავმები სახისა და თავის არეში აქვს მიყენებული. დაზარალებული თავდამსხმელების ვინაობას ვერ ასახელებს, რადგან დარტყმიდან რამდენიმე წუთში გონება დაკარგა. მექერიშვილების ოჯახი ინციდენტს  გიორგი ღვინიაშვილის განცხადებას უკავშირებს, თითქოს, ათი თვის ჩვილის გარდაცვალების საქმე გახსნილია, თუმცა ხელისუფლება არ ახმაურებს. ოჯახი აცხადებს, რომ მათზე ზეწოლა ხორციელდება და ეს დაშინების პირველი შემთხვევა არ არის. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

თეა ხურცილავა
nuca
27 ნოემბერი 2013 23:49
maia რა საცოდავი ხარ, ჯერ გრამატიკა ისწავლე და მერე აქე ეგ შენი ნაცები. ქონდა თუ ჰქონდა? გააქვრეს თუ გააქრეს?ისე ჩლუნგები შენსკენ მოიკითხე
tamaz
27 ნოემბერი 2013 18:26
maia
ჩლუნგი თავი მხრებზე გაბია. თუ ასე გინდა, მოგწონდეს მიშა და ნაცები, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს, მაგრმ ვისაც არ მოგვწონს, ჩლუნგებსა და დებილებს რატო გვიწოდებ?
maia
27 ნოემბერი 2013 08:27
სადაა მერე ის 1000-მდე გამქრალი ქართველის პატრონები, ნუთუ არ დაიღალეთ 10 წლიანი ჭორაობით, ვის რა დაუმტკიცეთ საერთოდ. რაფალიანცი მოკლეს ქოცების დაკვეთით, იმ 25 დღეში ნაციონალებს რომ დაეკავებინა ქოცი დამნაშავეები, დაიჯერებდით? არა და 25 დღის მერე დაკავებულებს გაანთავისუფლებდით, ეხლა ეს სიტყვის მასალაა, ამ ხელისუფლებამ და წინა ხელისუფლებამაც იციან ვინაა დამნაშავე, ძველი ენას არ იღებს, მაინც ტყუილიაო აყაყანდებით, ახალს კი არ აწყობს საკუთარი ქოცების დადანაშაულება. როგორ, ჯიხადის ვიდეო ვინ გააკეთა, რომ დაგაბოლეს ვიღაც თურქმაო? არ გრცხვენიათ მაინც ასეთი ტყუილების და სისაძაგლის? დღეს რომ მკვლელები და კრიმინალებია სათავეში, ეჭვი გეპარებათ? წამების ვიდეოებში მონაწილე პოლიციელენი რატომ დააწინაურეს და არ ჩასვეს? დებილები ვერ ხვდებით არა? ან ეს ხალხი თუ ასე გინდოდათ, წლებია მათ 0.0001% რომ ქონდათ ეხლა გახდნენ კარგები? თუ ბიძინას ფულებმა გადაასხვაფერა? 65 მილიონი ბიუჯეტი რომ გააქვრეს, ამაზე დაფიქრებულხართ? ყველა დაჩლუნგდით?"

რედაქტორის რჩევით