"მითხარით, როგორ გავუმკლავდეთ ამ უკანონობას?"
02-12-2013
"მითხარით, როგორ გავუმკლავდეთ ამ უკანონობას?"
"მარიამის მკვლელობა სარწმუნოების ნიადაგზე მოხდა, ამის აღიარება და ირანის განაწყენება არ სურს საქართველოს ხელისუფლებას"

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს. განსასჯელის სკამი თავისუფალია, მკვლელობაში ბრალდებულმა მოჰამადამინ როოინტანიმ საქართველო დანაშაულის ჩადენისთანავე დატოვა. ირანის მოქალაქეს დაუსწრებლად ასამართლებენ.
შემზარავი მკვლელობა 22 ივლისს, ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ მოხდა. 16 წლის გოგონას ახლობლები საშინელი სურათის თვითმხილველი გახდნენ. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მარიამი ყელგამოჭრილი იპოვეს. გოგონა მოკუნტული იწვა, ზურგზე ლოდი ედო. კისერი
სულ დაჩეხილი ჰქონდა. გოგონას ხელიც დასერილი ჰქონდა, ეტყობა, მკვლელს წინააღმდეგობას უწევდა, მერე კი სიმწრით ქვიშიანი მიწა ამოეთხარა (იხ. "კვირის პალიტრა" #31).

ამ ტრაგედიიდან 4 თვეზე მეტი გავიდა. ოჯახს დღემდე ცრემლი არ შეშრობია. სულ მალე მკვლელს განაჩენს დაუსწრებლად გამოუტანენ, თუმცა ეს მათთვის შვება ვერ იქნება. ოჯახი
ბრალდებასაც არ ეთანხმება - გამოძიების მტკიცებით, მკვლელობა ყაჩაღობის ნიადაგზე მოხდა და ამიტომ ირანელს ყაჩაღობასა და განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი.  დამნაშავემ წაიღო მარიამის ოქროს ჯვარი და ოქროს ბეჭედი, თუმცა იქვე დატოვა ძვირად ღირებული "აიფონი" და ველოსიპედი, რომელიც მხოლოდ გადასაადგილებლად გამოიყენა...
ნატალია კვინტრაძე, მარიამ კოჩალიძის ნათლია: - 27 ნოემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გვეგონა დაგვკითხავდნენ, მაგრამ მე, მარიამის დედა და ჩემი ბიძაშვილი გარეთ გამოგვიშვეს. გვითხრეს, დასწრების უფლება მხოლოდ მოწმეების ჩვენების მიცემის შემდეგ მოგვეცემოდა, მაგრამ პროცესი მოწმეების არგამოცხადების მოტივით გადაიდო. ჩვენ არ ვიყავით მოწმეები? რა მნიშვნელობა ჰქონდა, ვისი დაკითხვით დაიწყებდნენ პროცესს. მეტიც, როგორც შევიტყვე, არც ერთი მოწმისთვის შეტყობინება არ გაუგზავნიათ, აბა, თავიანთი სურვილით როგორ მოვიდოდნენ? ყველაფერი საქმის გაჭიანურებას ემსახურება.

- არ ეთანხმებით პროკურატურის ვერსიას, რომ მკვლელობა ყაჩაღობის მიზნით მოხდა?
- კატეგორიულად არ ვეთანხმებით! ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ეს იყო ყაჩაღობა, რაც აბსურდია. მარიამის მკვლელობა სარწმუნოების ნიადაგზე მოხდა, ამის აღიარება და ირანის განაწყენება არ სურს საქართველოს ხელისუფლებას.

- მაშინ ითქვა, რომ მარიამი იცნობდა მკვლელს, ეს ვერსია დადასტურდა?
- ეს ტყუილია. მარიამი ის ბავშვი არ იყო, ქუჩაში უცხო პირი გაეცნო და მასთან ურთიერთობა დაემყარებინა. მარიამი 8 საათის შემდეგ გარეთ ფეხს არ დგამდა უჩემოდ. მისი ყველა მეგობრისა თუ \ნაცნობის ვინაობა ვიცოდი. ის შარში არ გაეხვეოდა, ყველაფერს მიყვებოდა...

- მარიამის დაკრძალვის დღეს მისი ბიცოლა ამბობდა, რომ იმ ტერიტორიაზე ბომჟები იკრიბებოდნენ და მარიამს მათთვის საჭმელი დაჰქონდა, მკვლელიც ბომჟი ეგონაო...

- ტყუილია. საიდან იცის ბიცოლამ, რა მიჰქონდა იქ მარიამს? რა იცის ბიცოლამ, ის ჩემთან იზრდებოდა და წლების განმავლობაში 4-ჯერ არ ეყოლება ნანახი. არც არავის უთქვამს, რომ მკვლელი ბომჟივით დადიოდა, პირიქით, კარგად ჩაცმულ-დახურული იყო. მაღაზიაში ყოველდღე ტკიცინა 100-ლარიანებს ახურდავებდა და არაფერს იკლებდა. ცხადია, აკვირდებოდა მარიამის ყოველ ნაბიჯს და როცა ხელსაყრელი დრო იპოვა, ასე სადისტურად მოკლა. შეგუებული ვართ, რომ მკვლელს არავინ დაიჭერს. გვინდა, ის მაინც გავიგოთ, მარიამის მკვლელობის დაკვეთა ვისგან მოდიოდა.

- ფიქრობთ, მარიამის მკვლელობა რიტუალი იყო? მაშინ იმასაც ამბობდნენ, რომ მკვლელი რომელიღაც სექტის წარმომადგენელია.
- პროკურატურა ამბობს, რომ ყაჩაღი იყო. მაშ, რატომ არ წაიღო "აიფონი" ან ძვირად ღირებული ველოსიპედი? წაიღო მხოლოდ ნახევარგრამიანი ოქროს ბეჭედი და ჯვარი. ნათლობის ჯვარი მარიამს ძაფით ეკიდა, ძაფი ყელზე ჰქონდა შერჩენილი, ჯვარი იყო ჩამოხსნილი. საყურადღებოა ისიც, რომ მარიამი სწორედ იმ დღეს მოკლეს, როცა მუსლიმანები შაბ ებ ბარაათის დღესასწაულს ზეიმობდნენ... ყურანში ასე წერია, თუკი მოკლავ ადამიანს, რომელიც შენს რჯულზე არ გადმოდის, ღმერთი სამოთხეში გაგინათებს გზასო. ეტყობა, მკვლელი ისე იყო დამუშავებული, რომ ეს ჩაიდინა.

- სად ამოიკითხეთ ასეთი რამ?
- შეიძლებოდა ამ ტრაგედიის შემდეგ დამეტოვებინა რაიმე სახელმძღვანელო? დეტალებში გავერკვიე... ის სექტის წარმომადგენელი იყო, მაგრამ რომელი სექტის, არ ვიცი. ყურანის 47-ე თავის მეოთხე ქვეპუნქტში წერია, ზუსტად ისე, როგორც მარიამი მოკლეს...

მეხუთე თვე დაიწყო მარიამის გარეშე. საშინელ დღეში ვართ. სიზმარში სულ ვნახულობ, მაგრამ გვერდით მინდოდა მყოლოდა. ვერ დავივიწყებ იმ საშინელ დღეს. სიმართლე მაინც გვითხრან - ქრისტიანი რომ იყო, მარტო იმიტომ მომიკლეს მარიამი?!

- შემთხვევის ადგილზე დარჩა მარიამის ბლოკნოტი, ამბობდნენ, რომ გამოძიებას ეს ბლოკნოტი დაეხმარებოდა. რა ეწერა იქ?

- ბლოკნოტი ისევ პროკურატურაშია. მარიამი ჩანაწერებს აკეთებდა... პოლიციციას დაკარგვისთანავე მივმართე დახმარებისთვის, მაგრამ გვითხრეს, 24 საათი მისი მოძებნის უფლება არ გვაქვსო. ჩვენ მოვძებნეთ ასე საშინლად დასახიჩრებული ბავშვი. მერე მოვიდნენ პოლიციელები... ახლა ჭიანურდება პროცესები, ვერ გავიგე, რა ხდება? 5 მოწმე სასამართლოზე ვიყავით და პროცესი გადადეს. ათასჯერ ვთხოვეთ, დაეკითხათ იმ მაღაზიის გამყიდველები, სადაც მკვლელი ყოველდღე შედიოდა... საქმე ზერელედ არის გამოძიებული. ჩვენ რა ვქნათ? მითხარით, როგორ გავუმკლავდეთ ამ უკანონობას?

თეა ხურცილავა
BADRI
11 დეკემბერი 2013 18:42
ერისტავო შე საცოდავო!!სად წერია რომელ გვერდზე??სისულელეს იძახი
BADRI
11 დეკემბერი 2013 18:40
kuranshi ara ceria kacs ro moklav samotxeshi xaro.calian gtxovt caikitxot mainc da mase imsjelot.
lasha
09 დეკემბერი 2013 18:19
:D:D გამომივიდნენ წმინდანები :D
რო გქონდეს წაკითხული რო ნახავდი ბევრი რამ რამ თუნდაც შობა ანალოგიურია და ბიბლია უფრო ძველია შესაბამისად ყურანსაქ გადაწერილი და მსგავსი რაღაცები ბევრია ანალოგები სხვა წიგნებიდან რო გოქნდეს წაკიტხული ნახავდი

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები