"დრო ახლა ზურაბ ჟვანიას სასარგებლოდ მოქმედებს"
09-12-2013
"დრო ახლა ზურაბ ჟვანიას სასარგებლოდ მოქმედებს"
რა კავშირია იარაღით ვაჭრობასა და ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებას შორის

"ძლივს დავწყნარდი და შიში დავძლიე"


9 დეკემბერს ზურაბ ჟვანიას 50 წელი შეუსრულდებოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ეს პირველი დაბადების დღეა, რომელიც განსხვავებულ პოლიტიკურ ვითარებაში აღინიშნება, რაშიც ხელისუფლებაც მონაწილეობს. ჟვანიას საიდუმლოებით მოცული გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოძიების დეტალებზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის მეუღლე, ნინო ქადაგიძე გვესაუბრა:

- უმძიმესი 9-წლიანი პერიოდის შემდეგ დადგა დრო, როცა მშვიდად ვარ. ძლივს დავწყნარდი და შიში დავძლიე. როგორც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, ჩვენს
ოჯახსაც იმ გარემოში მოუხდა ყოფნა, როცა ბედნიერება უბედურებად ერთ წამში შეიძლებოდა გადაქცეულიყო, როცა დაუცველობის განცდა და დათრგუნვილობა გვქონდა თითოეულ ჩვენგანს. ჩვენმა ოჯახმა ერთ-ერთმა პირველმა გამოიარა ეს ჯოჯოხეთი. ახლა ქვეყანა ნორმალურ ფსიქიკურ მდგომარეობას დაუბრუნდა. მომწონს, რომ ნებისმიერ ჩვენგანს თავისუფლად შეუძლია ლაპარაკი იმაზე, რაც არ მოსწონს და
ამის გამო არ ისჯება, უბედურებას არ უწყობენ, არ იჭერენ... ასეთ შეცვლილ პოლიტიკურ ვითარებაში ზურას დაბადების დღეს პირველად აღვნიშნავთ.  პარლამენტია ინიციატორი, რომ კონფერენცია მიეძღვნას ევროინტეგრაციას, ვილნიუსის სამიტის შედეგების შეფასებას, სადაც ზურას, როგორც ამ პროცესების ერთ-ერთ ინიციატორს, გაიხსენებენ. გაიმართება ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი, მზადდება ზურაბ ჟვანიას ფონდის პრეზენტაცია.

- მთავარი პროკურორი შეიცვალა, ამან რა გავლენა იქონია ჟვანიას საქმის გამოძიებაზე?
- როცა კადრი იცვლება, დრო ყოველთვის იკარგება. თუმცა, საგანგაშო არაფერია, გამოძიება ისევ მიმდინარეობს.

- საკადრო ცვლილებებია პროკურატურაში. ვინც ჟვანიას საქმის გამოძიებაზე მუშაობდა, მათგან ვინმე ხომ არ შეუცვლიათ?
- არ ვიცი. არჩილ კბილაშვილის მიმართ დიდი სიმპათიით ვიყავი განწყობილი. თავის დროზე ზურამ გამაცნო, მაშინ ოჯახს ადვოკატი დასჭირდა და ზურამ არჩილთან დალაპარაკება მირჩია. იმხანად პატარა ბიჭი იყო, თუმცა უკვე წარმატებული ადვოკატი...

- ჟვანიას საქმეზე გისაუბრიათ მასთან?
- ოფიციალური შეხვედრა არ გვქონია, მაგრამ ვიცი, რომ ბევრი რამ გააკეთა... ხელახალი გამოძიებისას შეგროვდა ახალი ინფორმაცია, რაზეც არ ვილაპარაკებ. მინდა, მშვიდ ატმოსფეროში დასრულდეს გამოძიება.

- ცხედრის ექსჰუმაციაზე იყო საუბარი, რაც მტკიცებულებების მოპოვების საფუძველს შექმნიდა.
- დიახ, თუმცა უნდა დავრწმუნდეთ, რომ 9 წლის შემდეგ ხელახალი ექსპერტიზა შედეგიანი იქნება. ამისთვის წინასწარი  საექსპერტო დასკვნაა საჭირო...

- ვიცით, რომ ექსჰუმაციის შემდეგ ხელახალი ექსპერტიზა შვეიცარიაში უნდა ჩატარებულიყო. მაინცდამაინც შვეიცარიის ლაბორატორიაზე რატომ შეაჩერეთ არჩევანი?
- იქ სანდო, მაღალი დონის პროფესიონალები მუშაობენ.

- ექსპერტიზა დაადგენს, გაზით გაგუდვამ გამოიწვია სიკვდილი თუ არა?
- არ მინდა დეტალებზე ლაპარაკი. ეს შეიძლება მითქმა-მოთქმის საგანი გახდეს. ყველაზე მეტად პოლიტიკური კონტექსტის მეშინია, რამაც შესაძლოა გამოძიება შეაფერხოს. არ არის გამორიცხული, \პოლიტიკურმა კონტექსტმა რომელიმე ქვეყნის ინტერესებიც გადაკვეთოს.…

- რას გულისხმობთ?
- კატეგორიულად ვერაფერს ვიტყვი, ვცდილობ ლოგიკას მივყვე. დასავლელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ვერ შეეგუებიან სააკაშვილის პოლიტიკურ დევნას, ამის გამო შეიძლება პრობლემებიც კი შეგვექმნას, თუნდაც ისეთ საკითხებში, როგორიც ნატოში გაწევრებაა. მაგრამ, თუ ეს კაცი დამნაშავეა, პასუხი ხომ უნდა აგოს? დავით კეზერაშვილს ბრალი წაუყენეს იარაღით უკანონო ვაჭრობაში. ეს საერთაშორისო მასშტაბით უმნიშვნელოვანესი ბრალდებაა. თუკი ეს დამტკიცდა, შეუძლებელია, ამაში პრეზიდენტი არ ყოფილიყო გარეული!

- და რა კავშირშია ეს ჟვანიას საქმესთან?

- არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი შავი ბიზნესი გამხდარიყო ზურას ჩამოცილების საფუძველი. ზურა რომ ცოცხალი ყოფილიყო, არც ცხინვალის კონფლიქტს დაუშვებდა და რუსეთთან ურთიერთობაშიც ხელისუფლება მას ვერ გადააბიჯებდა. ხელახალმა გამოძიებამ ცხადყო, რომ წინა ხელისუფლების დროს სამარცხვინოდ არის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, აშკარაა, კვალის წაშლას ცდილობდნენ. ამიტომ ახლა ყველა დეტალს თავიდან ამოწმებენ...

- მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ჟვანიას დაბადების დღის ჩავლის შემდეგ ყველაფერს იტყვის, რაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებაზე იცის.
- დიახ, დავურეკე კიდეც მიშას, რა გაქვს ისეთი სათქმელი, რაც მე არ ვიცი და ზურას დაბადების დღემდე ერთი კვირით ადრე ამის გამოცხადება რატომ მიიჩნიე საჭიროდ-მეთქი. "მართალი ხარ!" - მცირე პაუზის შემდეგ მითხრა მან... 9 დეკემბერი მძიმე დღეა ჩემთვის, საფლავთან ვიკრიბებით ისინი, ვისაც არა მხოლოდ წინა ხელისუფლებასთან დამოკიდებულება გვაქვს განსხვავებული, არამედ ზურას გარდაცვალებაზეც სხვადასხვა აზრის ვართ.

- მაჭავარიანმა ადრეც თქვა, რომ უკვირს, რატომ სვამს შეკითხვებს გოგლა ჟვანია, რომელმაც იცის სიმართლე...
- ყოფილი ხელისუფლება სულ შანტაჟის ენით გველაპარაკება, თითქოს რაღაცას იტყვის, რაც ზურას სახელს ჩრდილს მიაყენებს. ეს ადრეც ვერ შეძლეს და დღესაც უშედეგოდ აგრძელებენ. სხვა გზა არ დარჩენიათ, ასეთი განცხადებებით საკუთარ თავს იცავენ. თუმცა ერთი რამ ავიწყდებათ - შანტაჟის აღარავის ეშინია.…დრო ახლა ზურაბ ჟვანიას სასარგებლოდ მოქმედებს.

ზურაბ ჟვანიას საქმის ხელახალი გამოძიების დეტალები


ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი  აცხადებდა, რომ ჟვანიას გარდაცვალების ახალი ვერსია გამოიკვეთა. გოგლა ჟვანიას განცხადებით, ახალი ვერსია სწორედ იმას ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრი უბედური შემთხვევის მსხვერპლი არ გამხდარა. მან გაახმაურა ეფ-ბი-აის სრული დასკვნიდან მცირე ფრაგმენტი, სადაც ნათქვამია, რომ გამათბობელი გამართული იყო  და ის, როგორც ზურაბ ჟვანიას, ასევე, რაულ იუსუპოვის გარდაცვალების მიზეზი ვერ გახდებოდა. "გამათბობელი სრულიად ახალი იყო, უხმარი, რაც იმას ნიშნავს, რომ "შემთხვევის ადგილზე" მოგვიანებით მიიტანეს. იქ შეიკრიბნენ სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, ბარამიძე, რომლებიც მსჯელობდნენ, თუ რა ნივთები მიეტანათ იმ ბინაში, სად დაელაგებინათ", - აცხადებს გოგლა ჟვანია.  ხელახალი გამოძიებისას პროკურატურამ დაადგინა, თუ როგორ გააყალბა წინა ხელისუფლებამ ზურაბ ჟვანიას საქმეზე მასალები. დაკითხულია მოწმე, ნათელა მოდებაძე. ამბობს, რომ 2005 წლის 2 თებერვლის ღამით საკუთარი თვალით დაინახა, როგორ მიიტანა რამდენიმე კაცმა საბურთალოს ქუჩაზე ცხედარი. რაც შეეხება მთავარ კითხვას, გაიგუდა თუ არა ზურაბ ჟვანია ბუნებრივი აირით და იყო თუ არა ეს უბედური შემთხვევა, ჯერჯერობით ისევ პასუხგაუცემელია.
berda ninidze
22 დეკემბერი 2013 20:18
91! უფალი შენთან!!!
david67
10 დეკემბერი 2013 04:14
Bimo ცამდე მართალი ხარ! გასაგებია რომ მიცვალებულზე ან კარგი უნდა ილაპარაკო ან სულ არაფერიო მაგრამ ჟვანია იყო პუტჩისტი. უჭკუო ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ მან თავისი ნიჭი ბოროტებას მოახმარა როგორი საწყენიც არ უნდა იყოს. ეს ფაქტია. ასე რომ ეროვნულ გმირად ნუ გამოაცხადებთ. მისი მკვლელობა კი ნამდვილად გასახნელია
91
09 დეკემბერი 2013 19:17
"თუ გსურს ერი, ან ადამიანი გახრწნა და გადააგვარო, მას არა მხოლოდ უნდა დაავიწყო წარსული, არამედ უნდა გაუყალბო კიდეც იგი. თავისი ჭეშმარიტი გმირები ბოროტმოქმედებად და უნიათო კაცუნებად უნდა დაუსახო, მედროვენი და მოღალატენი კი-გმირებად". ზვიად გამსახურდია ......1992-2003 წლებში საქართველო დაინგრა , გაყიდეს აფხაზეთი და სამაჩაბლო,20 მილიარდი ლარის ანაბარი აახიეს მოსახლეობას ,მილიარდონბით კრედიტები შეჭამეს ,.ეროვნულ ბანკიდან ზურაბ ჟვანიას შპს "თრიალეთს" გამოტანილი ჰქონდა 103 მილიარდი რუბლი,ასე მტკვრის ეკოლოგიურად გაჯანსაღებისთვის 5 მილიონი კრედიტი მწვანეებმა შეჭამეს ( ამ ვალებს 20%-იანი საშემოსავლოთი ჩვენ ვიხდით), მწვანეებმა რამოდენიმე მილიონი დოლარის კრედიტით მოაშენეს "რიჟა"მგლები ,რომელიც მთელ საქართველოს ატერორებენ , ეროვნული ბანკის კრედიტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დემურ დვალიშვილი შეწირა,მისის სისხლი ვის კისერზეა?..500 000 ქართველი გამორეკეს სამშობლოდან და 30 000 მოკლეს,1,5 მილიონი ქართველი საზღვარგარეთ გაიქცა,პრეზიდენტი გამსახურდია მოკლეს ,სანაია მოკლეს...მრავალი მიტინგი იქნა დახვრეტილი , სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ათობით მილიარდი დოლარის ქონება გაიძარცვა ... პასუხისმგებელი პირები რანგის მიხედვით იყვნენ ედუარდ შევარდნაძე,ზურა ჟვანია,ლეკიშვილი,ლორთქიფანიძე,სიგუა,ჯაბა,კიტოვანი, ქვირაია,გიორგაძე,... ........ბერძენიშვილი,ჟვანია,ჟორჟოლიანი მოგზაურობდნენ ევროპაში ზვიად გამსახურდიას მიერ ოსების ,აფხაზების..შევიწროების შესახებ, ოსების მიერ ცოცხლად დამწვარი მინდიაშვილების ფოტომასალები ხაინდრავას მიერ გადაიგზავნა ჯერ ისრაელში ,შემდეგ ევროპის ქვეყნებში თითქოს ქართველების მიერ ცოცხლად დამწვარი ოსების ცხედრები იყო...მახსოვს ზვიად გამსახურდამ მათ მოუწოდა მე მაკრიტიკეთო და ქვეყანას ნუ მტრობთო...მარტო ამ დოკუმენტისთვის ეს პირები მინიმუმ საზოგადოებრივ სასამართლოთი უნდა გასამართლდნენ...

რედაქტორის რჩევით