"ჩინელმა ვანომ" მსხვერპლი ჯიხურში შეიტყუა და ზურგში ესროლა"
10-02-2014
"ჩინელმა ვანომ" მსხვერპლი ჯიხურში შეიტყუა და ზურგში ესროლა"
მკვლელობის მოტივი ფულია?!

4 თებერვალს ყაზბეგის გამზირზე, 17 ნომერში განვითარებული მოვლენები რეალურ ცხოვრებაზე მეტად ჰოლივუდურ თრილერს ჰგავდა. ყოველ შემთხვევაში, ალ პაჩინოს ""ძაღლის შუადღე"" თუ გინახავთ, მსგავსებას ნამდვილად "შენიშნავთ". სავალუტო ჯიხურის ჩინელმა მეპატრონემ, საქართველოს მოქალაქე ივანე კონოფლუმ, რომელსაც "ჩინელ ვანოს" ეძახდნენ, მეზობელი სავალუტო ჯიხურის მფლობელი გენადი ლომიძე მოკლა. ეჭვმიტანილი იმავე შენობაში ცხოვრობდა, სადაც სავალუტო ჯიხური ჰქონდა გახსნილი. გენადი ლომიძე ბოლოს სწორედ მასთან ნახეს, თუმცა ჯიხურიდან გამოსული აღარავის შეუმჩნევია. მას შემდეგ, რაც
ლომიძის ძებნა დაიწყეს, პოლიციამ ეჭვი მეზობელი ჯიხურის მეპატრონეზე მიიტანა - ივანე კონოფლუ კარგად დაცულ ოთახში ჩაკეტილიყო და თვითმკვლელობით იმუქრებოდა. 15-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ სამართალდამცველებმა დამნაშავე განაიარაღეს და დააპატიმრეს. "კვირის პალიტრა" სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ გარდაცვლილის ნათესავს გა
ესაუბრა:

გივი მარკვილაშვილი, გარდაცვლილის ნათესავი: - იმ ტერიტორიაზე ბევრი სავალუტო ჯიხურია, ეს ხალხი ერთმანეთთან  თანამშრომლობს. იმ დღესაც გენადის მეზობელი ჯიხურების მეპატრონეებისგან დაახლოებით 60 ათასი დოლარი უსესხებია, მაგრამ თანხა ვეღარც სალაროში ნახეს და არც ჯიბეში ჰქონდა გარდაცვლილს.

- ვინ დარეკა პოლიციაში, რატომ გაჩნდა ეჭვი მაინცდამაინც ივანეზე?

- მეზობელი ჯიხურის მფლობელებს ვიდეოკამერებში უნახავთ, რომ გენადი ვანოს ჯიხურში შევიდა, საიდანაც აღარ გამოსულა.

- როგორც ვიცი, კონოფლუს შიდა კამერის ჩვენება მოსთხოვეს...
- დიახ, ჩანაწერი მშვიდად უჩვენებია, თუმცა გენადის შესვლის შემდეგ 15-წუთიანი მონაკვეთი წაშლილი აღმოჩნდა. როცა უკითხავთ, რატომ არის წაშლილიო, ივანეს თავი უმართლებია, იმ დროს მონიტორს ვცვლიდი და გამორთული მქონდა ჩამწერი მოწყობილობაო...

გენადის ტყვია ზურგში აქვს დახლილი, საწყალს ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა, მკვლელს რაღაცები მიუფარებია, რომ გვამი არ შეემჩნიათ. მერე შუქი გაუთიშავს, ეტყობა, გვამის გადამალვას აპირებდა. არადა, ავტომანქანა არ ჰყავს და ტაქსით გვამის მოშორებას ვერ გაბედავდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ თანამზრახველი ჰყავს... პოლიცია რომ მოვიდა, კარს არ აღებდა და გაიძახოდა, მე არ მომიკლავსო, ალბათ ბოლოს მიხვდა, რომ არაფერი გამოუვიდოდა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა.
ჩვენ მეზობელი სავალუტო ჯიხურის მფლობელსაც გავესაუბრეთ. 

- როგორ ფიქრობთ, რა გახდა მკვლელობის მიზეზი?
გიორგი (რესპონდენტის თხოვნით მის ვინაობას არ ვასახელებთ): - ფული, თუმცა არ მინდა გამოძიების დასრულებამდე საუბარი.

- როგორც ცნობილია, თქვენ დაეჭვდით პირველად, რომ ლომიძის გაუჩინარება შემთხვევითი არ იყო. რატომ ჩათვალეთ, რომ მას რაღაც უჭირდა?

- გენო ჩემთვის მამასავით იყო. სულ მეუბნებოდა, სად მიდიოდა, რას აკეთებდა. ამიტომ, როცა გავიდა და აღარ დაბრუნდა, მოვიკითხე. 

- ანუ სიკვდილის წინაც გითხრათ, რატომ ტოვებდა სავალუტო ჯიხურს?

-  მითხრა, ამიტომაც მივედი ვანოსთან და ვკითხე, სად წავიდა ეს კაცი-მეთქი? მშვიდად მიპასუხა, - მე და გენადიმ ერთად ვისადილეთ, მერე წავიდა და აღარ მინახავსო.

- ეჭვი რატომ გაგიჩნდათ კონოფლუზე? მანამდე თავად ხომ არ ყოფილა ლომიძესთან შესული?

- გენადიმ მითხრა, რომ ვანო მოვიდა ჩემს ჯიხურში და მითხრა, კლიენტი მყავს და დიდი ფული აქვს გადასახურდავებელიო. გენომაც რამდენიმე ჯიხურში ფული ისესხა და ვანოსთან შევიდა. მოკლედ, ფულით შეიტყუა და მოკლა. როგორც მითხრეს,  ზურგში აქვს ნასროლი, თანაც მჯდომარეს. როცა აღმოჩნდა, რომ ვანოს  ვიდეოჩანაწერის რამდენიმე წუთი წაშლილი ჰქონდა, უფრო დავეჭვდით და სხვა კამერების გადამოწმება ვცადეთ. იქ ჩანს, რომ გენადის შესვლიდან ცოტა ხნის შემდეგ ვანო გამოდის ჯიხურიდან და ორი საათით სადღაც მიდის.

- როგორ ფიქრობთ, მკვლელს თანამზრახველი ჰყავს?

- რად უნდოდა თანამზრახველი, თუ ამდენი გარისკა, მარტოც მოიშორებდა გვამს...

"კვირის პალიტრა" შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელსაც გაესაუბრა.

- სპეცოპერაცია 15 საათი გაგრძელდა, მის ასაყვანად ამხელა დრო რატომ დაგჭირდათ?

- ამ ხნის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეჭვმიტანილს თავი არ მოეკლა. ოთახში იჯდა, ტელევიზორი ჰქონდა ჩართული და საინფორმაციო გადაცემაში ამ ამბის გაშუქებას ელოდებოდა. თან თავისი ვიდეოკონტროლის საშუალებით გარეთ ყველაფერს აკვირდებოდა. იარაღს იბჯენდა და გაიძახოდა, თავს მოვიკლავო. ჩავთვალეთ, რომ თუ მკვლელი ტელევიზიით ნახავდა სიუჟეტს, თვითმკვლელობის რისკი გაიზრდებოდა. ამიტომ ვთხოვეთ მედიასაშუალებებს, ინფორმაცია მაშიIნვე არ გაევრცელებინათ.

უტა ბიწაძე
beso
18 თებერვალი 2014 00:24
ვინც ესენი ჩამოიყვანა და პასპორტები დაურიგა თვითონ მათ უნდა ჩამოართვა მოქალაქეობა წაიყვანონ თავიანთ სახლებში ნაცებს მაინც ბევრი აქვთ.



uta
11 თებერვალი 2014 12:58
ჩინელობა, რა შუაშია ეს კაცი აქ პაპის პაპით ცხოვრობს. ცოტა გვინახავს ქართველი, რომ კლავს ან ტავისას ან სვა ეროვნებას? ეს არ არის სატქმელი, პრობლემა სხვა რამეშია ადამიანურობაში, რომელიც ფერისცვალებას ყოველ დღე განიცდის, ანუ მახინჯდება!
Nona
10 თებერვალი 2014 18:54
აბა, გამოჭენდნენ ახლა ქართველთყლაპია "არასამთავრობოები" და მოითხოვონ რაც შეიძლება მეტი ჩინელის ჩამოსახლება საქართველოში!!!
მაგათაც მალე მიადგებიან და მერე უკან დარჩებათ საქართველოს გაყიდვაში აღებული სისხლიანი ფული!!!
თუ ფიქრობენ რომ თუ შევარდნაძის შვილებს შერჩათ, მათაც შერჩებათ, ცდებიან. არც ერთს არ შერჩებათ, ასეთია ღვთის ნება, რომლისაც მადათ არ სჯერათ, მაგრამ დაიჯერებენ, დაიჯერებენ...დამიჯერეთ, როცა უკვე გვიანი იქნება მათთვის
მე იმის მეშინია, ჩვენთვისაც გვიანი არ იქნეს, თორემ მაგათი არც ფული მინდა და არც სამშობლოს გაყიდვაში აკიდებული უპატიებელი ცოდვა!!!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები