"გირგვლიანის მკვლელების კომპიუტერი პროკურატურას გადავეცი"
17-02-2014
"გირგვლიანის მკვლელების კომპიუტერი პროკურატურას გადავეცი"
"ამ დანაშაულში, სულ მცირე, 8 კაცი მაინც მონაწილეობდა, აქედან ორის ვინაობა პროკურატურას მე  დავუსახელე"

რამდენი ადამიანი მონაწილეობდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში და ვინ იყვნენ ისინი? ყოფილი პატიმარი გია ალავიძე პროკურატურას საინტერესო ინფორმაციას აწვდის. შეგახსენებთ, რომ გია ალავიძე ის ადამიანია, ვისი მეშვეობითაც თავის დროზე გახმაურდა სკანდალური კადრები, როგორი პრივილეგიებით სარგებლობდნენ გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულები ციხეში. რა ჩვენება მისცა მან ამჯერად პროკურატურას, ამის დაზუსტება გია ალავიძესთან ვცადეთ.

- თქვენ მიგიწვდებოდათ ხელი გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულთა
კუთვნილ კომპიუტერზე?

- მათ თავიანთი კომპიუტერის ახლით შეცვლა გადაწყვიტეს. ისე მოვახერხე, რომ ძველი კომპიუტერი ჩემმა ახლობელმა შეიძინა. ამგვარად, არაერთი საინტერესო მასალა აღმოჩნდა ამ კომპიუტერში, თუნდაც გირგვლიანის საქმეზე.

- მასალები არ წაშალეს?

- კარგ სპეციალისტს წაშლილი მასალების აღდგენა შეუძლია. ნაწილი თავადაც  აღვადგინე, თუმცა არასრული სახით, დანარჩენის
აღდგენაზე პროკურატურა მუშაობს.  მათ გადავეცი პროცესორი. აღდგენილ მასალას ექსპერტიზაც ჩაუტარდა.

- რა არის ცნობილი ამ მასალებიდან?
- არ მსურს ამაზე ლაპარაკი, რადგან ველოდები გირგვლიანის საქმის გამოძიების დასრულებას. მერე ვიტყვი, ობიექტურად ჩატარდა თუ არა. ეს საქმე გარკვეულწილად ჩემს საქმესთანაც არის დაკავშირებული, ვინაიდან ვთვლი, რომ მეც  გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულებმა გამაუბედურეს, ციხეს შევწირე ჯანმრთელობა.

საკვირველი იყო არჩილ კბილაშვილის ახლახან გაკეთებული განცხადება, რომ ჯერ კიდევ გასარკვევი ყოფილა, სანდრო მოკლეს თუ ფორთხვით გარდაიცვალა. ჯერ კიდევ 2006 წლის 28 იანვარს ექსპერტიზის დასკვნაში იყო მითითებული, რომ გვამს აღენიშნებოდა 12 სხვადასხვა ზომის ჭრილობა ყელის არეში, მიყენებული მჭრელი საგნით, ერთი დაზიანება კი მარცხენა მხარზე ჰქონდა. ყელზე არსებულ ჭრილობათაგან სამი საკმარისად ღრმა იყო იმისათვის, რომ კუნთების დაზიანება გამოეწვია, ერთ-ერთი ხახამდეც კი იყო ჩასული. დარწმუნებული არა ვარ, რომ ამ საქმის გამოძიება პროკურატურას ნამდვილად სურს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ალექსანდრე ღაჭავას საზღვარგარეთ არ გაუშვებდნენ 2013 წლის მაისში. არადა, ის სხვა დანაშაულებშიც მონაწილეობდა (ჰყავდა მომჩივანი დაზარალებულებიც) და თავისუფლად შეიძლებოდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და ქვეყნიდან გასვლის შესაძლებლობის ჩამორთმევა.

ამ დანაშაულში, სულ მცირე, 8 კაცი მაინც მონაწილეობდა, აქედან მხოლოდ 6-ის შესახებ არის ცნობილი, დანარჩენი ორის გვარი მე მივუთითე პროკურატურას. სხვათა შორის, ბევრი ცნობილი პირი დადიოდა გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულებთან, თუმცა ისინი დღეს ამას უარყოფენ. მათ შორის ბევრი ბიზნესმენიც იყო. მაგალითად, პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი უარყოფდა კავშირს გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულებთან, არადა,  ვიცი, რომ ციხეში მათთან მოდიოდა და მეტიც, ალანიას მოთხოვნით, მამამისი პროფკავშირების კულტურის სახლის დირექტორად დანიშნეს. მოვა დრო და არაერთ პირზე შეიტყობთ საინტერესო ინფორმაციას.

ჩვენ შევეცადეთ ირაკლი პეტრიაშვილს გავსაუბრებოდით, თუმცა მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, ტელეფონს არ უპასუხა.
კახელა
02 მარტი 2014 09:26
ნიკოლოზ და შენნარებო,მოგითხანთ დამგდები!!!!ჩამაგდებინა ხელში შენი თავი....
ნიკოლოზი
22 თებერვალი 2014 14:09
საწყალი თოვლში ალბათ როგორ ციოდა :( რამე ვერ დაუფინეს ქურთუკი ან რამე :(
ირაკლი
22 თებერვალი 2014 14:08
ამდენი იწერება გვირგვლლიანზე და მკვლელებზე...რატომ არასდროს იწერება მიზეზი რატომ მოკლეს? რის გამო? გავიგეთ ბატონო რო მოკლეს დამნაშავეებმა პასუხიც აგეს. და ეხლა გაბათილებულია მათი დანაშაული. პირნათლად შეუძლიათ დაუბრუნდნენ საზოგადოებას. მაგრამ იქნებ ისიც დაწეროთ რატომ მოკლეს რა დააშავა. ან ვინმეს გაუჩნდეს ეს კითხვა მკითხველს

რედაქტორის რჩევით