"დედა რომ ყელგამოჭრილი ნახეს საწოლში, რა დაავიწყებთ?!"
26-05-2014
"დედა რომ ყელგამოჭრილი ნახეს საწოლში, რა დაავიწყებთ?!"
"ბავშვები ისე იზრდებოდნენ, მაგათ ბინაში რომ შეგეხედა, იმ ღამეს ვეღარ დაიძინებდი..."

კიდევ ერთი ოჯახური კონფლიქტი დასრულდა ტრაგედიით ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში. 8 შვილის დედას, 4 თვის ფეხმძიმე რუსუდან ბერიძეს ქმარმა ცულით ყელი გამოსჭრა. მკვლელობიდან რამდენიმე საათში, მათი საცხოვრებლიდან 300 მეტრში, ცოლის მკვლელი თეიმურაზ ქოქოევი გარდაცვლილი იპოვეს. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მეზობლები ამბობენ, რომ ბოლო დროს ცოლ-ქმარი ხშირად ჩხუბობ
და. ქალს სახლიდან წასვლა სურდა და მამაკაცი მოკვლით ემუქრებოდა: - ჯერ შენ მოგკლავ და მერე თავს მოვიკლავო.

ხ.კ., მეზობელი: "ბავშვები ძალიან ცოდო არიან. უფროსი 14 წლისაა, უმცროსი - წლის. რა ეშველებათ? გაჭირვებას რა უჭირს, გაჭირვებული ბევრი გაზრდილა, მაგრამ დედა რომ ყელგამოჭრილი ნახეს საწოლში, რა დაავიწყებთ?! საცოდავები ისე არიან გაშტერებული, ვერც ტირიან"...

სოციალური მომსახურების სააგენტომ ბავშვები მახინჯაურში, ადაპტირებულ ოჯახებში
დააბინავა - ისინი კარგ სოციალურ პირობებში აღიზრდებიან. ოჯახები თითოეულ მოზარდზე ზრუნვისთვის სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას მიიღებენ.

ვ.ბ., მეზობელი: "8 ბავშვზე სახელმწიფო ოჯახს სოციალურ დახმარებას 600 ლარს აძლევდა, არასამთავრობო ორგანიზაციაც 1.000 ლარით ეხმარებოდა და სოფელიც. და მაინც, ბავშვები ისე იზრდებოდნენ, მათ ბინაში რომ შეგეხედა, იმ ღამეს ვეღარ დაიძინებდი... წყალი ჩამოსდიოდათ და მიწაზე ეძინათ".
ტრაგედიის ერთ-ერთ მიზეზად მოკლულის დედა, ეთერ უშანიძე, სიდუხჭირესაც ასახელებს. როგორც ამბობს, თეიმურაზ ქოქოევმა ცოლის მოკვლა ადრეც სცადა. "მოსასპობელი კაცი იყო, სვამდა. ერთხელ რუსუდანს დანით გამოეკიდა და მეზობელმა გადაარჩინა. რა ვიცოდი, ისევ თუ გაიმეორებდა ამას".

დაბა ოჩხამურის რწმუნებულმა როლანდ ბერიძემ კი ამ ოჯახის შესახებ ასეთი რამ გვიამბო: - რუსუდანი ჩვენს სოფელში დაიბადა და გაიზარდა. ახალშექმნილ ოჯახს სახლი არ ჰქონდა და ამიტომ  რუსუდანის მშობლების სახლში ცხოვრობდნენ. შვილები რომ გაუჩნდათ, ყოფილი ჩაის ფაბრიკის შენობაში შესახლდნენ. უფროსი შვილი მამის გვარზეა, დანარჩენები რატომღაც დედის გვარზე არიან. ოჯახი სოციალურად დაუცველია, მაგრამ გამგეობა ეხმარებოდა, სახელმწიფოსგანაც იღებდნენ ყოველთვიურ დახმარებას, არასამთავრობო ორგანიზაციაც თვეში 1.000 ლარს უხდიდა. მათი ყოველთვიური შემოსავალი 2.000 ლარი იყო. Bბოლო ორი თვეა ოჯახში ვითარება დაიძაბა. მიზეზი ეჭვიანობა იყო. 

ტრაგედიის დღეს მათთან სტუმრად ყოფილა რუსუდანის ბიძაშვილი. იმ დღეს დაულევია თეიმურაზსაც. კონფლიქტი მომხდარა, რადგან რუსუდანს სახლიდან წასვლა სურდა. ამის სასტიკი წინააღმდეგი იყო ქმარი. მერე რა მოხდა, არავინ იცის. დანაშაული გამთენიისას, დილის 6 საათზე მოხდა. ეს საშინელი სურათი შვილებმაც ნახეს. ცოლი რომ მოუკლავს, მერე თავისი ქვისლისთვის დაურეკავს, ეს უკვე მოვკალი, ახლა მის საყვარელსაც მოვკლავ და თავსაც მოვიკლავო. 20 წუთის შემდეგ ისევ შეხმიანებია: - ციხეში ვერ გავძლებ, ამიტომ თავი უნდა მოვიკლაო და მართლაც ჩამომხრჩვალი იპოვეს.

ხ.კ., მეზობელი: "თეიმურაზი ინვალიდი იყო, კუზიანს მუშაობა არ შეეძლო, წელში ვერ იმართებოდა. ისე, ბავშვებს ცოლზე მეტად ის უვლიდა, - ბანდა, აცმევდა, აჭმევდა, სულ სახლში იყო. უფრო ცოლი დადიოდა გარეთ... ამიტომაც ჩხუბობდნენ სულ. მეც მინახავს, ქალი ჩაცმულ-დახურული რომ მიდიოდა ბათუმში და შვილებს ქმარს უტოვებდა... ხანდახან ერთი კვირაც არ შედიოდა სახლში. ბავშვებს ენატრებოდათ და ტიროდნენ, დედა გვინდაო".
როლანდ ბერიძე: "ოჯახს 2.000 ლარამდე შემოსავალი ჰქონდა, მაგრამ ეს გოგო ამ ფულს შვილებს არ ახმარდა. თანხას რომ აიღებდა, დაიკარგებოდა და ბავშვები მიტოვებული ჰყავდა. მათზე ბებია ზრუნავდა. რუსუდანი ახლა 4 თვის ფეხმძიმე იყო. ქმარს 200 ლარი მიუცია აბორტისთვის, ეს ბავშვი მოიშორე, ყველაფერს გაპატიებ, ბავშვებს მოვლა უნდათ და მათზე იზრუნეო. ქალს კი სახლიდან წასვლა სურდა. მერე რაც მოხდა, ყველამ იცის".
თეიმურაზ ქოქოევს დის მეტი არავინ ჰყავს, ის სოფელ ოჩხამურში დაკრძალეს. გამოძიება გრძელდება.

თეა ხურცილავა
ეთერ ერაძე
vermicanas da osebis advokatebs
04 ივნისი 2014 18:15
ხო ხო დაიცავიტ ეგ კუზიანი ოვსი მახინჯი და გაამტყუნეტ ქალი ყოფილა დამანაშავე და არის კიდეც! ასეტი ლამაზი ქალი ტავს რომ არ და ვერ დააფასებს და ყოველანიარდ ნაკლულს და მახინჯს გაყვება , ტან ოვსსს, (რატომ ტავად არ გააყოლებტ ტქვენს შვილებს აქ რომ ტავი გამოიდეტ!) მიიღებს იმას რა ც მიიღო ამ უბედურმა , უფალმა დაუკვიდროს სასუფეველი1
მე კი რატომ უნდა გამოყტდეს იმის ტქმა რომ მე ო ვ სს და ტან მახინჯს არ გავყვები? ტქვენ გაყევიტ და შვილებიც დაურიგეტ
ვერმიცანა
04 ივნისი 2014 17:39
და კიდევ, ოსობაზე და კუზიანობაზე ასეთი ტონით ლაპარაკი ძალიან უხერხულია ამ ეპოქაში, გრცხვენოდეთ!
თქვენნაირ გონებაშეზღუდულს ყველა სხვა უნარშეზღუდული ჯობია!
ვერმიცანა
04 ივნისი 2014 17:35
გმირის კი არა, უპასუხისმგებლო და ქარაფშუტა ქალის საქციელს უფრო ჰგავს ეს ყველაფერი, შედეგიც შესაბამისი დადგა... ნამდვილი ტრაგედიაა!!! ბოლო დროს ისეთი ამბები ხდება, ხალხი სერიოზულ ტესტირებას უნდა გადიოდეს,სანამ შვილის ყოლის უფლებას მიიღებს... ყველას ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს მშობლობის უფლება! ცოდოები არიან ბავშვები, ცოდოები :((((

რედაქტორის რჩევით