ვინ მოწამლა ადმირალი ირემაძე?!
02-06-2014
ვინ მოწამლა ადმირალი ირემაძე?!
"ერთ საღამოს ზურა ძალიან აღელვებული მოვიდა: - ისეთ რაღაცებს მეუბნება სააკაშვილი, აშკარად განწირული ვყავარო..."

"გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე ზურამ შინ რუკები მოიტანა, - შვილივით გაუფრთხილდიო. ალბათ, ამას ეძებდნენ "მძარცველები"...

"ზურას პოსტზე დანიშვნის ბრძანებას არა მთავარსარდალმა, არამედ ზურაბ ჟვანიამ მოაწერა ხელი. ზურას გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში ჟვანიაც გარდაიცვალა"


2014 წლის 26 მაისს, საზღვაო ძალების ყოფილი სარდლის, ზურაბ ირემაძის ცხედრის ექსჰუმაცია მოხდა. ირემაძ
ის ქვრივი ეჭვობს, რომ საქართველოს ერთადერთი ადმირალის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია (თითქოს ის გულის შეტევით გარდაიცვალა) შეთითხნილია და მისი მეუღლე მოწამლეს. ექსპერტიზის დასკვნა დაახლოებით ერთ კვირაში იქნება ცნობილი.

საზღვაო ძალების სარდალი, ადმირალი ზურაბ ირემაძე 2004 წლის 13 აგვისტოს გარდაიცვალა. რამდენიმე წლის შემდეგ საზღვაო ძალების ყოფილი სარდლის თანაშემწე, ვიქტორ ჭელიძე, რომელიც ამჟამად ბელგიაშია, პირველად "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ირემაძის
მკვლელობის ვერსიაზე ალაპარაკდა. ჭელიძის ვერსიით, ირემაძის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე სააკაშვილმა გასცა აფხაზეთში დემონსტრაციულად შემოსული რუსეთის გემის ჩაძირვის ბრძანება. გემზე რუსი დეპუტატები იმყოფებოდნენ. ადმირალმა ბრძანება არ შეასრულა, რაც, შესაძლოა, მისი ლიკვიდაციის მიზეზი გამხდარიყო... ამ ვერსიის გარდა, ადმირალ ირემაძის გარდაცვალების კიდევ რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთით - საზღვაო ძალების ყოფილი სარდალი მავანთ ხელს უშლიდა საქართველოს საზღვაო გზით იარაღის უკანონო ტრანსპორტირებაში, მეორით - გავლენიანი პირები ცდილობდნენ ირემაძის შექმნილი შავი ზღვის აკვატორიის რუკების ხელში ჩაგდებას...

მანანა ირემაძე, ზურაბ ირემაძის ქვრივი: "2004 წლის 13 აგვისტოს ღამის ორი საათი იქნებოდა, როცა მობილურზე ჩემმა ქალიშვილმა დარეკა, ვიღაც გარედან ფანჯრის გისოსებს ეჯაჯგურებაო. თამთას მეუღლე კაპიტნის თანაშემწე იყო და იმ ღამეს შინ არ იყო... ამიტომ თამთასთან მეგობარი გოგონა, თათია როინიშვილი დარჩა. ზურამ მძღოლს დაურეკა, მაგრამ ვერ დაუკავშირდა, შემდეგ თავის მოადგილე ვიქტორ ჭელიძეს. ვიქტორის ხმა გვესმოდა, მას კი ჩვენი - არა. ამ დროს "მაგთის" კავშირი გაითიშა და ფოთში დენი გამოირთო. ჩემი მეუღლე შვილის დასახმარებლად ფეხით წავიდა. როცა შინიდან გადიოდა, თვალში მომხვდა - ყურის ბიბილოები და ცხვირის ნესტოები არაბუნებრივი, მომწვანო-მოლურჯო ფერისა ჰქონდა... შვილთან მისასვლელად Pპარკი უნდა გაევლო. ჩემი გათვლით, სწორედ იქ უნდა ყოფილიყო, როცა სროლის ხმა გავიგონე. მეგონა, მომხდურთა შესაშინებლად ისროდა. შემდეგ ვნახეთ, რომ Pპერანგზე არც ერთი ღილი არ ჰქონდა, შარვალი კი მუხლისთავებზე გახეხილი იყო. როგორც ჩანს, გზად შეუძლოდ გახდა და თამთას სახლამდე იხოხა. ალბათ მაშინ ისროლა სავარაუდოდ, ქურდების დასაფრთხობად".

თამთა ირემაძე, ზურაბ ირემაძის ქალიშვილი: "მამა შემოვარდა სახლში, ოთახებში დარბოდა და ყვიროდა: ყველაფერს მივხვდი, ამათი დედაო. მერე სკამზე ჩამოჯდა. შეუძლოდ ვარო, მითხრა და სული დალია. საეჭვოდ მომეჩვენა - მამას პერანგზე ღილები არ ჰქონდა და იმხელა მუცელი ჰქონდა, მეგონა, სადაცაა, გაუსკდება-მეთქი. მუცელი არაბუნებრივი, მწვანე ფერისა იყო".

მანანა ირემაძე: "გარდაცვალების მიზეზად გულის მწვავე შეტევა დასახელდა. ცხედარს ყურიდან და ტუჩიდან სითხე სდიოდაო. ამ სითხესA ჩემი მეუღლის თანამშრომელი, ვეფხო მელქაძე ლანცეტით იღებდა. მერე მითხრა: ჩვენთან ასეთი წესია, რაც გარდაცვალების დღეს ადმირალს ტანთ ეცვა, ყველაფერი უნდა დავწვათო. დავუჯერე და ჩემი ხელით გავატანე ზურას ტანსაცმელი. ახლა ვხვდები, ეს რისთვისაც გააკეთა, მაგრამ მაშინ სრულიად შოკირებული ვიყავი...

ზურა პომპეზურად დაკრძალეს. ყველა ხარჯი სახელმწიფომ გაიღო.
ზურას გარდაცვალებიდან 21-ე დღეს ჩვენი სიძე, დათუნა ავარიაში დაიღუპა".
თამთა ირემაძე: "დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე მეუღლემ მითხრა, - როგორ მენანებით, რომ სულ მარტო რჩებითო. რატომ ამბობ ამას, შენ ხომ გვყავხარ-მეთქი. მიპასუხა: ეს არ არის შენთან განსახილველიო. ჩემი მეუღლე, დავით რუხაძე, მანქანაში თათია როინიშვილთან ერთად აღმოჩნდა, ეს ის გოგოა, ვინც მამაჩემის გარდაცვალების დღეს ჩემთან დარჩა სახლში. როცა ვკითხე, რა გინდოდა გამთენიისას ჩემი მეუღლის მანქანაში-მეთქი, მითხრა: ენას თუ არ გააჩერებ, ორმეტრიანი ქმარი ხომ გიწევს, სანამ დამარხავ, შენც მიგაწვენ მის გვერდითო. დათუნას ცხედარი აბსოლუტურად დალეწილი იყო, თათიას კი შუბლზე სალბუნი ჰქონდა გადაკრული. ექიმებმა მითხრეს, შუბლზე სამი ნაკერი დავადეთო, მაგრამ მეეჭვება, რადგან სამ ჭრილობას სალბუნით არავის უხვევენ. შემდეგ გაჩნდა ვერსია, რომ დათუნა მოკლეს და ინსცენირებული ავარიის ადგილას მიიტანეს მისი ცხედარი".  

მანანა ირემაძე: "დათუნას და ზურას გარდაცვალებიდან 6-7 თვე იყო გასული, რომ დაგვაყაჩაღეს. ყველას ერთნაირი შავი სამოსი, ნიღაბი და იარაღი ჰქონდა. მანათობელი ხელთათმანებით ეძებდნენ სახლში ნივთებს. სკოჩებით გაგვკოჭეს, მე იარაღით თავი გამიტეხეს, წაიღეს ძვირფასეულობა, 100 დოლარი. წაიღეს ჩემი მეუღლის მობილური და ვიდეოკამერა. ვთხოვე, კასეტა მაინც დამიტოვეთ, ჩემი მეუღლის დაკრძალვაა გადაღებული-მეთქი. შემდეგ ერთ-ერთმა ჩემს ვაჟს ვიდეოკამერა მისცა - ეს შენ საჩუქრადო. გინახავთ სადმე, რომ ყაჩაღს რამე მიჰქონდეს და უკან დაგიბრუნოს? ცხადია, რაღაც დოკუმენტებს ეძებდნენ...

ცხრა წლის განმავლობაში ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. გვძარცვავდნენ, გურიაში სახლი დაგვიწვეს, გვემუქრებოდნენ, გვაშინებდნენ, რომ ჩემი შვილი სადღაც მკვდარი გდია... სწორედ ამ დროს ვიქტორ ჭელიძემ, რომელიც უკვე ბელგიაში ცხოვრობდა, "კვირის პალიტრაში" დაიწყო ჩემი მეუღლის მკვლელობის ვერსიებზე საუბარი. ამბობდა, ადმირალი დარიშხანით მოწამლესო. ნელ-ნელა ფოთშიც გაჟონა ინფორმაციამ, რომ ადმირალი რაღაც დოკუმენტაციას შეეწირა. მეორე ვერსიით კი სააკაშვილის ბრძანებას არ დაემორჩილა. გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე  ზურამ მართლაც მოიტანა შინ რაღაც დოკუმენტები, მისი ხელით დახაზული რუკები და მითხრა: - როგორც შვილებს უფრთხილდები, ისე გაუფრთხილდიო. შეიძლება სწორედ მას ეძებდნენ ჩვენს სახლში არაერთხელ შემოჭრილი "მძარცველები". არადა, რუკები მაშინვე შინიდან გავიტანე და საგულდაგულოდ დავმალე.
რაც შეეხება იმას, რომ ზურამ არ ჩაძირა გემი, რომელზეც რუსი დეპუტატები იმყოფებოდნენ, გეტყვით, რომ ერთ საღამოს ზურა მართლაც მოვიდა ძალიან აღელვებული: - ისეთ რაღაცებს მეუბნება სააკაშვილი, აშკარად განწირული ვყავარო...

ახლა მოვითხოვეთ გვამის ექსჰუმაცია და კიდევ ერთი წარმოუდგენელი მოულოდნელობის წინაშე აღმოვჩნდით. სამარეში ნეშტის მაგივრად ჩონჩხი დაგვხვდა. თურმე სასახლე დეესპესგან იყო დამზადებული. ვფიქრობ, ესეც განზრახ გააკეთეს.

ზურა თავის ჭკუაზე ვერ ატარეს, შავი ზღვა ვერ გააკონტროლეს, საიდანაც ძალიან ბევრი რამის შემოტანა და გატანა იყო შესაძლებელი და თავიდან მოიშორეს. კიდევ ერთი საყურადღებო დეტალი: ზურა 2004 წლის 13 აგვისტოს, პარასკევს გარდაიცვალა, ორშაბათს კი გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულებას უნდა შესდგომოდა. ამ პოსტზე მისი დანიშვნის ბრძანებას არა მთავარსარდალმა, არამედ ზურაბ ჟვანიამ მოაწერა ხელი. ზურას გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში ჟვანიაც გარდაიცვალა".
ემზარი
20 თებერვალი 2018 13:47
ზურას მე ძალიან კარგად ვიცნობდი, მისი ასეულის მეთაური ვიყავი,იგი მართლაც თავდადებული ადამიანი იყო, და ძალიან უყვარდა თავისი ჯარისკაცები, აღარ ვამბობ იმას რომ სამშობლოზე უსაზღვროდ იყო შეყვარებული, პირადად მაქვს მისი ერთერთი სპეც ქვედანაყოფების კონსპექტები, რომელსაც წლებია ვინახავ და ვუფრთხილდები, მჯერავს მისი თავიდან მოშორების ყველა ვერსიის, რადგან მასს ვერ დაიყოლიებდნენ ვერცერთი უაზრო და ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებზე. ვაფიქსირებ ჩემს აზრსს, აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული, ღმერთმა გაანათლოს მისი სული, პატივისცემით ემზარ ქვარიანი.
Giorgi
26 სექტემბერი 2016 10:03
Udzlieresi adamiani iyo gmertma acxonos!!!
giviko
31 აგვისტო 2016 17:22
სიამართლე შენ მაგარი DEსპოტი ვიგაც ხაარ ჩემი ძმაკაცის მამა იყოოო ბარეული იყავით ეგეთI კაციი და ბარეულმა იოცნებეთ მის ნაირი რო Gყავდეთ გვერდიით თქვენ რა იცით რა და როგორ რო განიკიტხავტ იმ კაცის დედა ვნახე ატირებული ვინც იმას იტყვის ირემაძე შეგზავნილი იყო და ჩესნუ არიყოო თქვენი ისეთი პატრიოტი დაკარგეთ რომრლიც დგევანდელ დროში თითქმის აგარ იბადებიან თითქმის არა აგარ იბადებიაან ერისა და სამშობოლოს დანაკარგიაა ეს

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები