"ჩვენ, სომხები, თავისას არავის ვატანთ და ჩვენსას დაგითმობთო?" (ექსკლუზივი)
23-06-2014
"ჩვენ, სომხები, თავისას არავის ვატანთ და ჩვენსას დაგითმობთო?" (ექსკლუზივი)
შესაძლოა, უზენაესი სასამართლო სკანდალში გაეხვიოს სომხეთის მოქალაქისთვის ხელოვნების ნიმუშების მიკუთვნებასთან დაკავშირებით. 2013 წლის დეკემბერში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით სომხეთის მოქალაქე მელანია ბარსეღიანს უფლება მიეცა, საკუთრებაში დაიტოვოს ცნობილი მხატვრის, აწ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე გაიანე ხაჩატურიანის უძრავი და მოძრავი ქონება.

მელანია ბარსეღიანს მხატვრის უძრავ-მოძრავი ქონება მემკვიდრეობით არ მიუღია. როგორც მის მიმართ აღძრული სარჩელებიდან ირკვევა, სომხეთის მოქალაქეს და ამავე დროს, თბილისის სომხური თეატრის მსახიობს ედავებიან, რომ სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში გაიანე ხაჩატურიანს მოტყუებით მოაწერინა ხელი
გენერალურ მინდობილობაზე, რომლის არც შინაარსი გააცნო და არც შეთანხმების ასლი დაუტოვა, რადგან ეშინოდა, რომ მხატვარი მინდობილობას არ დათანხმდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, გაიანე ხაჩატურიანმა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიგო, რომ მელანიამ გაძარცვა, ამიტომაც მოითხოვა მინდობილობის გაუქმება, დაწერა ანდერძი და მემკვიდრეებად მეგობარი ქეთევან ტომარაძე და ნათესავი სურენ ახნაზარიანი
გამოაცხადა. მათვე მიანიჭა შემოქმედებაზე საავტორო უფლებებიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ტომარაძისა და ახნაზარიანის თანხმობის გარეშე გაიანე ხაჩატურიანის ნახატებს გამოფენებსა თუ სხვა ტიპის ღონისძიებებში ვერავინ გამოიყენებს. ტომარაძის ინფორმაციით, როგორც კი ანდერძის ამბავი გაიგო, ბარსეღიანი საჯარო რეესტრში მივიდა და რადგან გაიანე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ანდერძი კი მისი გარდაცვალების შემდეგ ამოქმედდებოდა, მინდობილობის საფუძველზე უკვე მისაკუთრებული ქონება დაიმტკიცა, საკუთარ თავს მოძრავი ქონება - ნახატები აჩუქა,  სახლი კი - მიჰყიდა(?!). მილიონებად შეფასებული ქონება 20 000 ლარად შეუფასებია.

ქეთევან ტომარაძე: "გაიანე საავადმყოფოში რომ იწვა, ეშინოდა, სახლი და ნახატები უპატრონოდ არ დარჩენილიყო. ამიტომაც მელანიას სთხოვა, სანამ საავადმყოფოდან გამოვალ, ქონებას მიმიხედეო. მელანია დათანხმდა და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ გაიანეს შეუჩნდა, შენს სახლში რომ ვცხოვრობ, მე, სომხეთის მოქალაქე, უცებ პოლიცია რომ მომადგეს, რა ვუთხრა, ვინ ვარ, ან აქ რა მინდა? მომეცი მინდობილობა საავადმყოფოდან შენს დაბრუნებამდეო. მელანიამ კარგად იცოდა გაიანეს ხელოვნების ფასი, ამიტომაც ყველაფერი იღონა, რომ სურათები მიესაკუთრებინა და გაეყიდა. რაც გადარჩა და ხელოვნების მუზეუმში ინახება, იმის პატრონობის უფლებაც დაიმტკიცა უზენაესი სასამართლოს აბსურდული, მიკერძოებული გადაწყვეტილებით. დარწმუნებული ვარ, რომ თაღლითს ძალიან გავლენიანი მფარველი ჰყავს. ამის თქმის უფლებას მაძლევს თუნდაც ის, რომ პროკურატურასთან ერთად გაიანეს სახლში ნახატების ამოსაღებად მისულთ იქ დაგვხვდა საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი არმენ ბაინდურიანი, რომელიც სასამართლოშიც დაჰყვებოდა მელანიას. ვკითხეთ კიდეც, მელანიას გვერდით რა ესაქმებოდა, მაგრამ პასუხი ვერ გაგვცა.

ამის შემდეგ აღარც გამოჩენილა. გაიანე როდესაც მძიმედ გახდა ავად და გერმანიაში მიმყავდა, ფული არ ჰქონდა. სომხურ სათვისტომოში, ბაინდურიანთან მივედი დასახმარებლად და უარით გამომისტუმრა - ასი დოლარიც კი ვერ გაიმეტა. როდესაც ქალი გარდაიცვალა, როგორც მართლმადიდებლად მონათლული, გვინდოდა, დიდუბის პანთეონში დაგვეკრძალა. ამაზე კვლავ ბაინდურიანი ახტა-დახტა, ჩვენ, სომხები, თავისას არავის ვატანთ და ჩვენსას დაგითმობთ? გაიანე სომეხი იყოო. მართლმადიდებელს გრიგორიანულად აუგეს წესი და სომხურ პანთეონში დაკრძალეს. უზენაეს სასამართლოში ორწელიწად-ნახევარი გვალოდინეს. მოსამართლე პაატა ქათამაძეზე გავლენა ვერ მოახდინეს, ამიტომაც საქმე ჩამოართვეს და ცნობილ მარიონეტს - ვასილ როინიშვილს გადასცეს და კუბლაშვილის კანტორამ მელანიას დაუტოვა სახლიც და მხატვრული ნამუშევრებიც, მე კი მომაკუთვნეს მხოლოდ გაიანეს ნამუშევრების ესკიზები, უმდიდრესი არქივი, ბიბლიოთეკა, საყოფაცხოვრებო ნივთები, ყველაფერი, რაც აუცილებელია თბილისში გაიანე ხაჩატურიანის მუზეუმის შესაქმნელად. ეს ქონებაც მელანია ბარსეღიანმა გადამალა და მათ მითვისებასაც ცდილობს. 

თუ გაიანეს სურდა, მელანია ყოფილიყო მისი უძრავი და მოძრავი ქონების მფლობელი, მინდობილობის გარეშე რატომ არ დაუმტკიცა მთელი ქონება? როგორ ფიქრობთ, მიუკერძოებელ სასამართლოს ეს არ უნდა გაეთვალისწინებინა? ან რა საჭირო იყო მინდობილობაში  მუხლის შეტანა, რომლის მიხედვითაც მელანიას თავისი თავისთვის უნდა ეჩუქებინა ქონება? გაიანეს არ შეეძლო ამის გაკეთება? ან თუნდაც გაიანეს თანხმობით შეეტანათ ეს გაუგებარი მუხლი, ანდერძით საავტორო უფლებები ჩვენ რატომღა მოგვანიჭა? დღემდე უპასუხოდ რჩება როგორც სასამართლოს, ისე პროკურატურის მიმართ არსებული უამრავი კითხვა. არადა, სარჩელის განხილვა რომ გაჭიანურდა და პროკურატურაში ვიჩივლე, გამომძიებელმა ისეთი ენთუზიაზმით დაიწყო საქმის წარმოება, ისე სწრაფად ამოიღო გადარჩენილი ნახატები ბინიდან, რომ ვიფიქრე, სამართალს მალე ვიპოვიდით, მაგრამ ამაოდ. ორ კვირაში პროკურატურაც საეჭვოდ გაყუჩდა, როგორც ჩანს, ლობიმ იქაც შეძლო გავლენის მოხდენა. თან
მელანია ბარსეღიანს სახლშივე დაყადაღებული სურათების გაყიდვაც არ გასჭირვებია. მათ შორის ერთ-ერთი ვნახეთ ერევანში, გაიანეს ხსოვნისადმი მიძღვნილ ექსპოზიციაზე. სომეხმა მეგობრებმა გვითხრეს, რომ ნამუშევარი კერძო პირმა სომხეთში მელანია ბარსეღიანისგან შეიძინა 60 000 ამერიკულ დოლარად..."

პროკურატურამ გაიანე ხაჩატურიანის სახლიდან ამოღებული ფერწერული ტილოები შენახვის რეჟიმის დაცვისა და უსაფრთხოების მიზნით კინოსა და თეატრის მუზეუმს გადასცა შესანახად. იმის გამო, რომ შენახვის ვადის - ექვსი თვის განმავლობაში ნივთები არავინ მოიკითხა და მუზეუმმა მათი სამომავლო ბედის შესახებაც ვერ მიიღო პასუხი წერილობით მიმართვაზე, კანონის შესაბამისად, ნამუშევრებს სახელმწიფო ნომრები მიანიჭა და საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობად გამოაცხადა. მოგვიანებით, უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ნახატები მელანია ბარსეღიანს გადასცემოდა.

საქართველოს ხელოვნების მუზეუმის დირექტორის - გიორგი კალანდიას განცხადებით, გაიანე ხაჩატურიანის ნამუშევრები სამუზეუმო ექსპონატები და საქართველოს კუთვნილებაა და არავის, მით უფრო - უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს უფლება, ისინი პირადი ინტერესების მიხედვით განკარგოს, ამიტომაც გიორგი კალანდია მზად არის, სახელმწიფოს სახელით იბრძოლოს სასამართლოში.

გიორგი კალანდია, ხელოვნების მუზეუმის დირექტორი: - აღშფოთებულმა დამირეკა პროკურატურის ისანი-სამგორის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა ელენე ჩხეიძემ და იმპერატიული ტონით მკითხა, როგორ ბედავ, რომ ნივთებს კანონიერ პატრონს არ უბრუნებო? შევახსენე, რომ ეს ნივთები სახელმწიფოს ეკუთვნის. მე სახელმწიფო არ ვარ, შპს-ს წარმომადგენელი გელაპარაკებითო. არ მესმის, ქართველი გამომძიებელი როგორ მეუბნება, რომ საქართველოს ერთ-ერთმა მუზეუმმა სხვა ქვეყნის მოქალაქეს მივცე ის, რაც ჩემი ქვეყნის კანონით ჩვენს ხალხს ეკუთვნის. სამუზეუმო კანონიც რომ არ მოქმედებდეს, გაიანე ხაჩატურიანი, ისევე, როგორც მისი მეგობარი სერგო ფარაჯანოვი იყვნენ ეთნიკურად სომხები, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები, ამ ქვეყნის შვილები და მიგვაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მცდარია.

ქეთევან ტომარაძე: - ვიდრე სასამართლოს მივმართავდით, საქმის კურსში ჩავაყენეთ იმდროინდელი კულტურის მინისტრი ნიკა რურუა და შევთანხმდით, რომ გაიანე ხაჩატურიანის მემკვიდრეობა არ შეიძლება იყოს კერძო პირის ქონება. გაიანე თბილისში დაიბადა და არაერთი შეთავაზების მიუხედავად, სხვაგან ცხოვრებაზე უარი თქვა, ამიტომაც მიმაჩნია აუცილებლად მხატვრის მუზეუმის დაარსება. არ უნდა განმეორდეს სერგო ფარაჯანოვთან დაკავშირებული შეცდომა, როდესაც საქართველომ ფარაჯანოვის მემკვიდრეობაზე უფლება სომხეთს გადაულოცა და აქ მისი დანატოვარი ყველაფერი გაიფანტა, სახლიც კი გაიყიდა. 

"კვირის პალიტრამ" ამაოდ სცადა დაკავშირება მელანია ბარსეღიანთან და არმენ ბაინდურიანთან - ჩვენ მიერ მოპოვებულ ტელეფონის ნომრებზე ისინი მიუწვდომელი არიან. გაიანე ხაჩატურიანის საქმეზე არც პროკურატურა აკეთებს კომენტარს, თუმცა, კულტურის სამინისტრო ეწინააღმდეგება ნახატების ქვეყნიდან გატანას. "ვიმედოვნებთ რომ, ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად, გამოინახება საშუალებები, რათა მხატვრის ტილოების ნაწილი მაინც საქართველოში დარჩეს", - განაცხადა "კვირის პალიტრასთან" საუბარში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნების სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა თამარ ლორთქიფანიძემ.
*******
01 ივლისი 2014 20:58
ენას გიწუნებ ხევსურო. :)) ქართველებიდან,სომხებიდან და საერთოდ კავკასიიდან გადასახლებულ ხალხებში მეომრებად არჩევდნენ დარჩეულ ვაჟკაცებს და მათგან შექმნა სულძაღლმა შაჰაბასმა ყულის ჯარი.მისი სარდლები ყარჩიხა-ხანი და იუსუფ-ხანი ტომით სომხები იყვნენ.ვაჭრებისთვის და ხელოსნებისთვის,რომელთაც სხვათაშორის ხელს უწყობდა კაციჭამია შაჰი, არ იყო სავალდებულო რჯულის შეცვლა და ამიტომ შეინარჩუნეს.ხოლო ქართველები და ჩერქეზები განთქმული მეომრები იყვნენ, ამასთან სხვის ომებში თავდადებით მებრძოლნი.გეტყობათ იცით ისტორია და გეცოდინებათ. შეტევით ომებში წინა ხაზზე ყოველთვის ქართველები იწყებდნენ ომს.ისე თუ რამე იცით წიგნი, იქნებ მომწეროთ? ვეძებ ასეთ ლიტერატურას.
xevsuri
29 ივნისი 2014 03:31
******-ს
უნდა მოგახსენო რომ არჩევდნენ და მერე როგორ,
სპარსეთში და თურქეში გადასახლებულ სომხებს არც რჯულს აცვლევინებდნენ და ეკლესიების აშენების უფლებასაც კი აძლევდნენ
ქართველებს ასეთი პრივილეგიები დღემდე არ აქვთ ამ ქვეყნებში მიუხედავად იმისა რომ ბევრი სახელოვანი სპარსი ან თურქი მოღვაწე ქართველი იყო
ლიზა
29 ივნისი 2014 00:08
საცოდავი ქალი.რა უფლებით მონათლეს ხელახლა,თუკი მონათლული იყო და მაგ რწმენით გარდაიცვალა.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები