30-06-2014
მეგობრისგან სასიკვდილოდ განწირული 24 წლის ნიკოლოზ ნატროშვილი სიკვდილს ებრძვის - კიკეთში მეგობარმა ავტომატის ჯერი დაახალა და მიიმალა. ის იყო, თვითმხილველებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, რომ გზაზე მანქანა შენიშნეს და დახმარება ითხოვეს. მძღოლმა დაჭრილი მაშინვე თავის მანქანაში გადაიყვანა და თბილისისკენ დიდი სიჩქარით დაიძრა. წყნეთის გზაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემოხვდათ და დაჭრილი მანქანაში გადაიყვანეს. როგორც ექიმები ამბობენ, რომ არა ოპერატიულობა, შესაძლოა, ნიკა დაღუპულიყო. ბიჭს ორი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და კიდევ ერთი დასჭირდება.საავადმყოფოს
რა გახდა მეგობრებს შორის კონფლიქტის მიზეზი, ამაზე არავინ საუბრობს. ძალოვანებისა და ახლობლებისთვის ცნობილია დამნაშავის ვინაობა, მას ეძებენ...
მარიამ ბეჟიაშვილი, ნიკა ნატროშვილის მეუღლე: - ეს უბედურება ნიკუშას მეგობრის, გიორგი მგალობლიშვილის ეზოში მოხდა. ერთ-ერთი მეგობრის ცოლს შეურაცხყოფა მიაყენეს და ამის გამო შელაპარაკდნენ. ბიჭები შოკში არიან, ვერაფრით ივიწყებენ, როგორ ეჭირათ ხელში ნიკუშას ნაწლავები. ვინც დაჭრა, ნიკუშა მასთანაც მეგობრობდა, ერთმანეთი ცოტა ხნის წინ გაიცნეს. ვიცი, რომ 20 წლის არის, საბურთალოზე ცხოვრობს, ნასამართლევი არასდროს ყოფილა...
P. S. ჯერჯერობით ძალოვანები ამ საქმეზე კომენტარს არ აკეთებენ. გამოძიება გრძელდება.
თეა ხურცილავა
საზიზრობააა და ძალიან მინდა სიკვდილით დასჯა შემოიღონ!!! მაგ ბიჭის ცოლს და კიდევ ბევრ ადამიანს ვინც სამარეში ახლობელი უდევს იმას კიტხეტ როგორი ასატანია :@
მაინც ამდენი მკვლელობები ხდება ...