"ქურდების" სკანდალი - "რემენა" "მოხსნეს"?!
30-06-2014
"ქურდების" სკანდალი - "რემენა" "მოხსნეს"?!
"გახსოვთ, ალბათ, "რუსთავი 2" კალაძეზე რაღაც ფირების გამოქვეყნებას აანონსებდა, მაგრამ არარსებული ფირები არავის უნახავს"

რამდენიმე დღის წინ კიევში დაკავებული ე.წ. "კანონიერი ქურდი" რომან ბარბაქაძე, იგივე "რემენა", ქართული პოლიტიკის ახალი სკანდალის მიზეზი გახდა. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიცე-პრემიერ კახა კალაძის დავალებით, ძებნილი ბარბაქაძე გაათავისუფლა - თვითმფრინავის ბორტიდან "მოხსნა" და აეროპორტიდან გაიყვანა. ნადირაშვილის ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევი 50 წლის ქართველი "კანონიერი ქურდი" უკრაინაში დააკავეს. დაკავებისას ბარბაქაძემ
უკრაინელ სამართალდამცველებს ყირგიზეთის მოქალაქე რამინ ალხაზოვის ყალბი პასპორტი წარუდგინა. დაკავების შესახებ საქართველოს საკონსულოს აცნობეს და 21 ივნისს კიევის\ საემიგრაციო სამსახურმა "რემენას" დეპორტაცია განახორციელა საქართველოში. ნადირაშვილის ვერსიით, ბარბაქაძეს აეროპორტში კრიმინალური პოლიცია ელოდებოდა, რათა  როგორც ძებნილი დაეკავებინათ, თუმცა, არ დააკავეს - შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშ
რომლებმა განაცხადეს, რომ "რემენა" არა "კანონიერი ქურდი", არამედ ბიზნესმენია და ისინი კახა კალაძის დავალებას ასრულებდნენ. ნადირაშვილის მტკიცებით, გენერალურმა ინსპექციამ ისე დაატოვებინა ბარბაქაძეს აეროპორტი, რომ საზღვრის გადმოკვეთაც კი არ დაფიქსირებულა. დეპუტატი ასევე ავრცელებს ბარბაქაძის ავიაბილეთისა და რეისის ნომერს.

"მივმართავ ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს, იცნობს თუ არა "კანონიერ ქურდ" "რემენას" და რა კავშირი აქვს მასთან? ასევე მივმართავ შსს-ს, რატომ არ მიაწოდეს საზოგადოებას ინფორმაცია "კანონიერი ქურდის" დეპორტაციის თაობაზე? მივმართავ სასჯელაღსრულების სამინისტროსაც, იმყოფება თუ არა აღნიშნული პირი სასჯელაღსრულების რომელიმე დაწესებულებაში? "რემენა" დაკავებული არ არის და სასამართლოს მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე არ უმსჯელია", - აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

ნადირაშვილის განცხადებას, თითქოს კალაძის ბრძანებით შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ "რემენა" თვითმფრინავის ბორტიდან მოხსნა და აეროპორტიდან გაიყვანა, შს სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს.


ნადირაშვილის სკანდალურ განცხადებაზე კომენტარი კახა კალაძეს ვთხოვეთ, თუმცა, მან პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.

ოთარ ჩრდილელი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და კახა კალაძის მეგობარი: - "ნაციონალური მოძრაობის"  მობილური რუპორის, ირმა ნადირაშვილის ვითომ სკანდალური განცხადება ვიცე-პრემიერის კავშირზე ვიღაც "კანონიერ ქურდთან", სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ხელისუფლება არ ცნობს ქურდების რაღაც კატეგორიებად დაყოფას. ქურდი კანონიერი არ არსებობს. ქურდი არის საზოგადოების ხორცმეტი, რომელსაც ჩვენ ბრძოლას ვუცხადებთ!  კალაძეს (თარიღს თუ გადახედავთ) ზუსტად 2 წლის წინ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა ყოველგვარი ფაქტობრივი მასალების გარეშე, ბრალი დასდო, თითქოს 7 თუ 8 "კანონიერ ქურდს" შეხვდა. მაშინ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებას მივეცი ინტერვიუ, რომელშიც დეზინფორმაციის ორგანიზებაში პირდაპირ დავდე ბრალი "ნაციონალურ მოძრაობას", ხოლო სიცრუის ტირაჟირებაში - "რუსთავი 2"-ს. არ დაგვავიწყდეს, ეს არის პერიოდი, როდესაც ტკბილად მოუბარი”ნადირაშვილი სააკაშვილის ადმინისტრაციაში მუშაობდა და თან "რუსთავი 2"-ის ნახევარი სტაფი პარალელურ რეჟიმში მუშაობდა პრეზიდენტთან. დეზინფორმაციის წყაროდ ქცეული ტელევიზია მაშინ გაყუჩდა, გახსოვთ, ალბათ, "რუსთავი 2" კალაძეზე რაღაც ფირების გამოქვეყნებას აანონსებდა, მაგრამ არარსებული ფირები არავის უნახავს. დღეს ნადირაშვილი კიდევ ერთხელ დაადგა კარგად გატკეპნილ გზას და კვლავ გადმოუშვა ცილისწამების ნიაღვარი. მეცინება, რადგან "ნაციონალთა" ბოღმისა და სიცრუის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი უტიფრად იმეორებს მათივე მოგონილ ზღაპარს. ჩვენს ხელისუფლებას არასოდეს ექნება გადაკვეთა ქურდებთან, ხოლო "ნაცმოძრაობის" საქმიანობის მანძილზე იყო რამდენიმე ფაქტი, როდესაც ისინი ცდილობდნენ ე.წ. "კანონიერ ქურდებთან" სიმბიოზში ყოფილიყვნენ.

- კონკრეტულად, რომელ "კანონიერ ქურდებთან"?
- გავიხსენოთ თუნდაც ახალაიების სტრატეგიული პარტნიორი ციხეში, "კანონიერი ქურდი"პლატონ მამარდაშვილი.
არახალია "ნაციონალების" ბუნდოვანი კავშირი ტარიელ ონიანთან. გავიხსენოთ, ვინ და როგორ გაუშვა ციხიდან "კანონიერი ქურდები" "ბაიკო", "ძაგუნია", აბანოებით გაპიარებული "წრიპა" და სხვ.
კარგად გვახსოვს "ნაცმოძრაობის" იდეების ვაი-ექსპორტიორ ჩე გევარას (გივი თარგამაძის) სატელეფონო საუბარი "კანონიერ ქურდ" კონსტანტინე ყიფიანთან. მაინტერესებს, როდესაც "ნაციონალებს" ვითომ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული ქურდებთან, მაშინ რატომ იყო სასათბურე პირობებში "კანონიერი ქურდი" ბეგლარ ხარაძე, მეტსახელად "ბუღა"? დაინტერესდით ჟურნალისტები "ბუღასთან" კავშირით თანამედროვეობის არშემდგარ ჩე გევარასთან, იმავე "ვასილიჩთან". საინტერესოა, რატომ ვერ შეამჩნიეს აქამდე "ბუღას" არსებობა "კანონიერ ქურდებთან" შეუპოვარმა მებრძოლმა, "ნაცმოძრაობის" ლიდერმა ნადირაშვილმა და გივი თარგამაძემ, ან იმავე "რუსთავი 2"-მა? კახა კალაძე, ძმის ტრაგედიიდან გამომდინარე, მთელი ცხოვრება ქურდულ სამყაროს ებრძვის მაგრამ "ნაციონალებს" სირცხვილის გრძნობა არ გააჩნიათ.



ვინ არის "რემენა"?


მიუხედავად "კანონიერი ქურდობის" მრავალწლიანი სტაჟისა, რომან ბარბაქაძე მხოლოდ ერთხელ დააკავეს სამართალდამცველებმა. "რემენაზე" ოპერატიულ ცნობებში საკმაოდ მწირი ინფორმაციაა, ბოლო დრომდე მისი ფოტოც არსად ვრცელდებოდა, მიუხედავად ამისა, 90-იანი წლებიდან რუსეთსა და უკრაინაში მისი სახელი კარგად იყო ცნობილი. ბოლო დრომდე მისი მუდმივი ადგილსამყოფელი უკრაინა, კერძოდ, ლუგანსკის რაიონი იყო. "რემენა" რუსეთიდან უკრაინაში კონტრაბანდას აკონტროლებდა. ქართველი ავტორიტეტი ბოლო ხანს უფრო ბიზნესით იყო დაკავებული, ვიდრე ქურდული გარჩევებით. გავრცელებული ინფორმაციით, გასული წლის სექტემბერში საბერძნეთში გამართულ ქურდულ შეკრებაზე მთავარი განსახილველი საკითხი "რემენასა" და "ხმელოს" (გია ხმელიძე) შორის დაპირისპირება იყო. შეკრებამდე რამდენიმე ხნით ადრე, "ხმელოს" ორმა მეგობარმა - "ნოდარმა და "ქუცომ -" "რემენა" გალახა, რის შემდეგაც "ხმელო" და ნოდარი საბერძნეთში წავიდნენ, "ქუცომ" კი ბარბაქაძესთან შერიგება მოახერხა...


ნანა ფიცხელაური
Irakli
12 ივლისი 2014 02:27
როდიდან გახდა ქურდების საქმე არიფების გასაიასნებელი.
ჯობია ყველამ თავის საქმეს მიხედოს, ქურდების საქმეს თვითონ ქურდები გაარკვევენ.
mj
12 ივლისი 2014 00:29
upartio s: ra jobda? ukanalshi tsotsxebis gakra jobda?
ernesto
03 ივლისი 2014 17:50
ფაქტია ყველაფერი ისე არ არის როგორც უნდა იყოს, ხალხმა ყველაფერი იცის ვინ სად და როდის ჩამოდის საქართველოში

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები