"დაჩი მე ჩამაკვდა ხელში"
01-09-2014
"დაჩი მე ჩამაკვდა ხელში"
მკვლელს ორი ფირფიტა ფსიქოტროპული აბები ჰქონია მიღებული

30 აგვისტოს, ღამით, ავლაბრის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სომხურ ეკლესიასთან, "სქაი-ბარის" დიჯეი და რეჟისორი დაჩი დარჩია მოკლეს. სამართალდამცველებმა ადგილზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მიხეილ გ. დააკავეს. დაჩი დარჩია ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დაკავებული აღიარებს დანაშაულს. ტრაგედიიდან რამდენიმე ხანში მკვლელობის ვერსიები გავრცელდა: თითქოს დიჯეიმ ბარში მიხეილ გ.-ს შეკვეთილი მუსიკის დაკვრაზე უარი უთხრა და ეს გახდა კონფლიქტის მიზეზი; მეორე ვერსიით, დაჩი
ქუჩაში სხვის ჩხუბში ჩაერია. იყო დაყაჩაღების ვერსიაც...
ჩვენ ბარ-რესტორან "სქაი-ბარის" დირექტორს, დათო კვირტიას, გავესაუბრეთ:

- გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ჩვენი დიჯეი "სქაი-ბარში" დაწყებულ კონფლიქტს ემსხვერპლა. დამნაშავე ბარში არ ყოფილა. ჩვენ გვაქვს ვიდეოთვალის ჩანაწერებიც, სადაც ჩანან ბარში შემომსვლელები. გარდა ამისა, ჩვენ ბარში ყველა შემომსვლელს ვჩხრეკთ, გამორიცხულია,
რომ პატარა დანაც შემოეტანა ვინმეს. დაჩი, ფაქტობრივად, მე ჩამაკვდა ხელში. გამთენიისას, დაახლოებით 4-ის წუთებზე გავიდა სამსახურიდან და სომხურ ეკლესიასთან ორჯერ დაარტყეს დანა. დაჭრილმა მოახერხა და დახმარების სათხოვნელად ბარისკენ გამოიქცა,  მკვლელი უკან მოსდევდა და ის დაცვის პოლიციამ დააკავა.

-  შესაძლებელი იყო მისი გადარჩენა?
- დაჩის  ზურგიდან მთავარ არტერიაში ჰქონდა დანა დარტყმული და სისხლისგან იცლებოდა. როცა მივედი, მითხრა, დათო, მიშველე, ცუდად ვარო. მე და ჩვენი მენეჯერი გავყევით მანქანით და თვითონ შევიყვანე საავადმყოფოში. მეგონა, წინა მხრიდან ჰქონდა მიყენებული ჭრილობა, მაგრამ თურმე თავდამსხმელს დანა ზურგიდან დაურტყამს და  მკერდის არეში ჰქონდა გამოსული. სადღაც 10 წუთში დაჩის გულიც გაუჩერდა. 

- თუ იცით, რატომ გაიმეტა 20 წლის ბიჭმა ეს ადამიანი?
- მიზეზი არ ვიცით, მაგრამ როგორც გავიგეთ, მკვლელს 2 ფირფიტა ფსიქოტროპული აბები ჰქონია მიღებული, ძალიან აგრესიული იყო. სამჯერ ნასამართლევი ყოფილა. დანა დაარტყა და გაქცეულს კარგა ხანს სდია, რომ მოეკლა. დაჩის ტყავის ჩანთაში მხოლოდ ლეპტოპი ჰქონდა და შესაძლოა, მისი წართმევა უნდოდა.
დაჩი 8 წელი ჩვენთან მუშაობდა,  კეთილშობილი, უკონფლიქტო ახალგაზრდა ყველას უყვარდა. დედა და  ცოლ-შვილი დარჩა.

ნანა მელქაძე, დაჩის ბავშვობის მეგობარი: "დაჩი ძალზე  წესიერი და მშვიდი ადამიანი იყო. ვინმეს ცუდი რომც ეკადრებინა, ისეთ ზრდილობიან პასუხს გასცემდა, მტერს მოყვრად აქცევდა.  გამორიცხულია, მას მტრები ჰყოლოდა".

ნანა ფიცხელაური
gia
13 სექტემბერი 2014 22:01
საიდან ასკვნი რომ ფსიქოტროპული ცამლები თან ორი ფირფიტა ერთად მიიგეთ თუ დაინახე როგორ დალია დაითვალე მერე უკან დაყვებოდი როდის გაეხსნა და ასე შემდეგ შენ რაა თვითონ ხომ არ სვამ და იზმენებში ხომ არ ხარ
ანი
05 სექტემბერი 2014 15:14
დაჩის ცოლშვილი არ დარჩენია ტყუილია და სადაც ამას იტყუება ეს პიროვნება იქ სხვა რამის მოგონება და მოტყუებაც არ გაიჭირდება
aleko
04 სექტემბერი 2014 09:58
ამ ბიჭების მკვლელებზე რომ ცოცხები იხმარონ კიდევ თუ გააპროტესტებთ ნეტავ?
მინდა მივმართო ბრბო ,,სტუდენტებს" სადაათქვენი ლიდერები? რატო არაფერს აპროტესტებთ?ააააა-ის თქვენი ლიდერები უკვე თანამდებობებზეა,ან მათი მამიკოები და თქვენ და თქვენისანებს ასე სათითაოდ ამოგხოცავენ

რედაქტორის რჩევით